გაზიარება

რატომ ?!

როცა „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა წერა დავიწყე, უკვე ვიყავი გაფრთხილებული ღმერთის მიერ, რომ მასში მხილებულ ჭეშმარიტებას მაშინვე არ მიიღებდა საზოგადოება და საკმაო ხანს მოუწევდა ლოდინი საიმისოდ, რათა შემცნობი ჰყოლოდა. ნათქვამს დავამოწმებ ბიბლიით: „დადგება დრო, როცა საღ მოძღვრებას არავინ მიიღებს. ჭეშმარიტებას აარიდებენ ყურს და სიცრუისაკენ მიმართავენ. მაგრამ შენ ღვთის ელჩო, ფხიზლად იყავი ყველაფერში. დაითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და აღასრულე შენი მსახურება“ (II ტიმოთე 4-3,4,5). როგორც ხედავთ ფაქტი სახეზეა იმისა, რომ წინამდებარე ვებ-გვერდი me-sia.com, სწორედ ამ კანონის აღსრულებას ემსახურება. რაც იმას ადასტურებს, რომ იმ დროში იმყოფება კაცობრიობა, რომელსაც ბიბლიამ ბოლო ჟამის სტატუსი მიანიჭა.
ახლა მინდა შევეხო მახსოვრობის ფენომენს, რომელიც სამგვარი კატეგორიის სახით არის წარმომდგარი ადამიანში. ესენია: აზროვნებითი მახსოვრობა; გონიერი მახსოვრობა და გონების მიერი მახსოვრობა. აზროვნებითი მახსოვრობა მოიცავს იმ ინფორმაციის მარაგს, რისი აღქმაცა და დამახსოვრებაც ადამიანის შემეცნებას შეუძლია. გონიერი მახსოვრობა კი – გენური კოდის უნარია და მისი გამოყენება ხდება საჭირო მომენტის დროს, ინტუიციის მეშვეობით. ხოლო გონებისმიერი მახსოვრობა კი მოიცავს ჭეშმარიტ ინფორმაციას ამ სამყაროს შემადგენლობითი თავისებურებებისა და ადამიანური ფენომენის შესახებ იმ დონის ფარგლებში, რაც რომ შესაძლებელია აითვისოს ადამიანისათვის დაშვებულმა აზროვნებითმა სრულყოფილებამ.
ჩვენ ხშირად გვიყვარს ასეთი გამოთქმა: მეცნიერებმა ესა და ეს კანონი დაადგინეს; ესა და ეს აღმოაჩინეს; ამა და ამ საიდუმლოს მიაგნეს. ხოლო თუ საიდან ეძლევათ მათ ამის შესაძლებლობა, ამის მოძიებით დაინტერესებული კი არავინ არის. რაც იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას: რომ ადამიანურ სიამაყეს არ სურს იმის აღიარება, იგი ვიღაცის მიერ შექმნილი არსებაა. დიახ, სიამაყე, პატივმოყვარეობა, ამბიცია, ამპარტავნება არის ის თვისება, რომელიც ადამიანმა შეიძინა ცოდვის ჩადენის სანაცვლოდ და რის გამოც გამოუცალკავდა აზროვნებითი მახსოვრობა გონიერებისაგან. ამიტომ ჭეშმარიტების შეცნობა აღარ შეუძლია. მაგრამ რატომ არის ჭეშმარიტების ცოდნა ადამიანისათვის აუცილებლობა?! ამ კითხვაზე მოკლე კონკრეტულ პასუხს ბიბლია ასე იძლევა: „შეიცანით ჭეშმარიტება და ის გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8-32). ხოლო თუ რა იგულისხმება იმ თავისუფლებაში, რომელსაც ჭეშმარიტი ცოდნის ფლობა აძლევს ადამიანს, სწორედ ამ საკითხის თაობაზე უნდა ვისაუბრო ახლა.
საყოველთაოდ ცნობილი ცოდნაა ის, რომ ადამიანში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების მმართველი და განმგებელი, ტვინია. რომლის ფუნქციონირების ნაყოფიც – აზროვნება და გონებაა. რაც შეეხება აზროვნებას, მის მიერ მოპოვებულ ცოდნაზეა დამყარებული ადამიანის ის სიძლიერე, რომლითაც იგი მბრძანებლობს დედამიწაზე. როგორ ფიქრობთ, რა აძლევს საიმისო ძალას ცოდნას, რომელიც სიტყვებისაგან შემდგარი წინადადებებია, რომ თუნდაც დაავადება განკურნოს, ანდა ტექნიკური ან ტექნოლოგიური სიახლე შექმნას?! ანუ უფრო რომ დავაკონკრეტო თუ რაზეა მინიშნება, ასე ვიტყვი: როგორ ახერხებს ადამიანის აზროვნება იმ ცოდნის მოპოვებას, რომლითაც მატერიალებზე ზემოქმედებაა შესაძლებელი?! ამ კითხვის მოკლე და ჭეშმარიტი პასუხი ასეთია: ადამიანურ აზროვნებას ეს იმიტომ შეუძლია, რომ მას ეს ცოდნა იმ ჭეშმარიტებიდან გამოაქვს, რომელიც გონებაში აქვს ჩაწერილი ყოველ ადამიანს და მიეცემა დაბადებითვე სულის მეშვეობით. ხოლო რაც შეეხება გონების პროგრამას, იგი შედგენილი არის ქრისტეს მიერ მაშინ, როცა იგი ცისკრის ანგელოზი იყო და ამ ფუნქციის შესრულების გამო დაიმდაბლა თავი: ჯერ ედემელ ადამამდე, ხოლო შემდეგ კი იესო ნაზარეველამდე გარდასაქმნელად.
განვმარტავ იმას, თუ რა პროცესს წარმოადგენს ხსენებული „თავის დამდაბლება“: ეს არის ცვლილებების გამოწვევა სულში საიმისოდ, რათა შექმნილიყო ადამიანური აზროვნება. რომელი პროცესიც შესრულებული იქნა კანონზომიერულად, იმ გენეტიკური კანონმდებლობიდან გამომდინარე, რომელიც სათავეს იღებს ანგელოზებიდან და გრძელდება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობით. ამ ცნობის დასტური ჩვენს შემთხვევაში მეტად თვალსაჩინოცაა, რადგან ანალოგიურ პროცესებს ადამიანებიც ჩავდივართ და მას სულით დაცემას ან ამაღლებას ვუწოდებთ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანს შეუძლია მასში არსებულ სულში ცვლილებების მოხდენა, რასაც აღწევს აზროვნების საშუალებით.
რაც შეეხება ქრისტეს ანგელოზობიდან თავის დამდაბლებას ევოლუციური გზით ისე, რომ იგი ქვესკნელამდეც კი ჩავიდა და შემდეგ უკან დაბრუნებითი პროცესიც წარმატებით გაიარა კვლავ ცად ამაღლებამდე, ამის დასტურს ბიბლიაც იძლევა: „ქრისტე ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანებს. ხოლო „ავიდა“ რას ნიშნავს, თუ არა იმას, რომ იგი პირველად მიწის ქვესკნელში ჩავიდა?! „ჩასული“ კი იგივეა, რაც „ასული“ ყველა ცაზე მაღლა, რათა აღავსოს ყოველივე“ (ეფესელთა 4-8,9,10). ხოლო მან ეს ყოველივე მხოლოდ იმიტომ შესძლო, რომ ზუსტად დაემორჩილა ღმერთის მითითებებს. მაგრამ მისმა მიმბაძველმა სატანამ კი ყოველივეს მიღწევა ღვთის მითითებების შესრულების გარეშე მოინდომა და ამიტომაც მისი მცდელობაც კრახით დამთავრდა. ვინაიდან არჩევანის გაკეთების დროს, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების გზიდან თუ რომელს უნდა დაადგე, მას განსაზღვრავს ჭეშმარიტების კანონის დაცვა ან არ დაცვა! თითოეულ გზას კი თავისი თვისებები აქვს მიზომილი, რომელსაც ითვისებს მასზე მავალი და ისინი უყალიბებენ მას ხასიათს და აწერინებენ საკუთარ ბედისწერასაც. ასე რომ, თუკი ადამიანი საკუთარ უბედობას უჩივის, მას შეუძლია მისი გამოსწორება. მაგრამ საამისოდ ჯერ საკუთარი თვისებები უნდა შეიცვალოს; რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე!!! სწორედ ჭეშმარიტების ფლობაა ის საფუძველი, რაზედაც დგას ადამიანის ჯანმრთელობა და იღბალი. რადგან ჭეშმარიტი სიმართლის ცოდნას ადამიანი სამართლიანობამდე მიჰყავს. ხოლო სამართლიანობის განცდა კეთილ სინდისს აღვიძებს. კეთილი სინდისის ჰქონა კი ცოდვის ჩადენას აარიდებს ადამიანს. ყოველივე ამის შედეგად კი განწყობა სწორდება, შიში ქრება და ადამიანიც ჭეშმარიტი რწმენით იღჭურვება. ასეთი პიროვნება კი მართლის სტატუსის მინიჭებას იმსახურებს ღმერთის საზომის შეფასებით და მასზე შემდეგი კანონი ამოქმედდება: „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს“!!! (იგავები 12-21).
მაშასადამე უკვე ადვილია იმის მიხვედრა, თუ რატომ ისჯება ადამიანი. მოდით ეს ცოდნა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ბიბლიის კანონთა ცოდნით:
„ადამიანს ცუდი რამ თუ ემართება, საკუთარი უკეთური საქმეების გამო და მისი დიდი ცოდვებისათვის ემართება“ (II ეზრა 8-83). რადგანაც „ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს უსამართლობისთვის და არ არის მიკერძოება“ (კოლოსელთა 3-25). „ღმერთი სამართლიანია და მისი ძლიერებისათვის უცხოა, რომ დასაჯოს ის, ვინც სასჯელს არ იმსახურებს“ (სოლომონი 12-15,16). „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სამართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10-34,35).
როგორც ხედავთ, ამ კანონებიდან აშკარად გამოიკვეთა ის, რომ ადამიანს თუკი სურს თავისი ცხოვრების დღეები ბედნიერად განვლოს, საამისოდ მან უნდა გააკეთოს მხოლოდ ერთი რამ: დაიცვას ის ინსტრუქცია, რომელიც ამ სამყაროში სპეციალურად მისთვის განკუთვნილ ადგილზე მყარად დააყენებს. ხოლო რაც შეეხება „სპეციალურად განკუთვნილ ადგილს“, იგი თითოეულ პიროვნებას დაბადებიდანვე აქვს მიზომილი ინდივიდუალური გენეტიკური კოდის ფორმულით. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ამ ადგილში ნაგულისხმებია ყოველივე იმის მიცემაც, რაც საჭიროა ამ პიროვნების ნიჭისა და უნარის საფუნქციონიროდ. ხოლო მათი ფუნქციონირებით კი ჯილდოვდება მისი პატრონი ყოველგვარი საარსებო საშუალებების მიღებით.
აი, ღმერთისგან ასეთი ნაწყალობები არსებაა ადამიანი; და თუკი მას რაიმე უბედურება შეემთხვევა, ამაში მხოლოოდდამხოლოდ თავად არის დამნაშავე იმით, რომ უარს ამბობს იმ წესების დაცვაზე, რომელიც მას შემქმნელმა დაუწესა საარსებო ინსტრუქციად.
ახლა კი ორიოდ სიტყვით ამ წესების თაობაზეც მოგახსენებთ, ვინაიდან მას რელიგიები ითვისებენ და სწორედ იმ მთავარ წესებს არღვევინებენ ადამიანებს, რომელნიც ბედისწერაში განმსაზღვრელობითი ქულების მფლობელობით არიან შეფასებული. ასეთ წესთა დარღვევისათვის სასჯელი შვილის სიცოცხლის ხელყოფამდეც მიდის; რასაც ბიბლიაც იტყობინება: „როცა კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სოლომონი 4-5). გთხოვთ ძალიან გულისხმიერებით მოეკიდოთ იმას, რასაც ახლა გაცნობებთ. ვინაიდან დღეს უკვე საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამში ვიმყოფებით. რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობისათვის დასაშვები ცოდვის ზღვარი აღივსო და მშობლის მიერ ერთი ასეთი წესის დარღვევამაც კი, შეიძლება შვილის სიცოცხლე შეიწიროს. თუ რომელ წესზეა საუბარი, სანამ ამას განვმარტავდე, მანამ ძალიან მოკლედ უნდა გიამბოთ ამ სამყაროს თავისებურებასა და იმ ფენომენზეც, რასაც ქრისტეობა ჰქვია.
მეცნიერება და რელიგია რასაც ამბობს ამ სამყაროსა და ღმერთზე, ის არის ტყუილ-მართალის ნაზავი; რაც თავისთავად ცხადია, რომ ჭეშმარიტ სიმართლესთან ახლოსაც ვერ მივა!!! რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ეს სამყარო პროგრამირებულია და მასში კანონზომიერული სიზუსტით არის გათვლილი ყოველი ნიუანსი ისე, რომ გამორიცხულია შემთხვევითობის ან ქაოსის ერთი შემთხვევის დაშვებაც კი!!! წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი ამ სამყაროს ისეთი მოწესრიგებული ფუნქციონირება, რომლითაც მუშაობს ის და უზრუნველყოფს საკუთარი სიცოცხლის არსებობას.
რაც შეეხება ადამიანს, მართალია მას მიცემული აქვს იმის უფლება, რომ თუ სურს სამყაროს კანონები არ დაიცვას. მაგრამ მას ეს კანონდარღვევები ლიმიტირებული აქვს და როგორც კი მის ზღვარს გასცდება, უმალვე სიცოცხლე შეუწყდება. სწორედ ეს არის საფუძველი სიკვდილის ისეთი შემთხვევებისა, როცა ჯანმრთელი ადამიანი უეცრად გარდაცვლილა და ამის მიზეზი კი ვერ დაუდგენიათ.
მატერიალური სამყარო რომ კანონზომიერულად ფუნქციონირებს, ამის გაცნობიერება ძნელი არ უნდა იყოს. რადგან ამის მტკიცებულებად, თუგინდ წელთა ან დღე-ღამეთა მონაცვლეობისა და ანდა თვით ადამიანის ზრდა-განვითარების კანონმორჩილებაც საკმარისია. თუმცა ამ სამყაროს მამოძრავებელი ძალის ფიზიკური სიდიდის შეფასების უნარმქონეებად არა ვართ შექმნილი ადამიანთა მოდგმა. მაგრამ იმის შესაძლებლობა კი გაგვაჩნია, რომ ამ ძალაზე წარმოდგენა ვიქონიოთ მისი იმ თვისების მეშვეობით, რომელსაც ხმა ჰქვია და რომელიც ჩვენი ბედისწერის პროგრამისათვის სიტყვებად იქნა დალაგებული ქრისტეს მიერ მაშინ, როცა ის ანგელოზი იყო. ამ პროგრამას გონება ჰქვია, რომელიც არის სულის შემადგენელი ნაწილი და იგი ერთიდაიგივეა ყოველი ადამიანისათვის. აი, ამიტომ არის ბიბლიაში ქრისტე მოხსენიებული სიტყვად. ყოველივე ზემოთქმულს დავამოწმებ ბიბლიით: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა,რაც შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5). მაშასადამე ცნობა: „სიტყვა იყო ღმერთი“ ნიშნავს იმას, რომ ეს მატერიალური სამყარო ღმერთისმიერი ძალით იმართება, რომელიც ადამიანისათვის გასაგებად ასე წარმოდგება: სიტყვის ძალა.
როგორც ცნობილია ადამიანები არიან ორიენტირებულნი 10 მცნებაზე და ჰგონიათ, რომ თუკი არ იცრუებენ, არ იქურდებენ, არ იმრუშებენ, არავის მოკლავენ, დედ-მამას პატივს სცემენ და მოყვასზეც გული შესტკივათ – მაშასადამე ცოდვას არ სჩადიან. მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის, ვინაიდან კაცთაგან არავინ არის ისეთი, ვისაც ყოველდღიურად უამრავჯერ არ უხდებოდეს ტყუილის თქმა იმიტომ, რომ ადამიანთათვის ცნობილი არ არის ის, სინამდვილეში რა არის სიმართლე და რა სიცრუე. რადგანაც ამაზე უკვე ძალიან დიდი ხანია იზრუნა: ე.წ. ადათ-წესებმა; პოლიტიკამ; რელიგიამ და მეცნიერებამ. განსაკუთრებით კი აქცენტი უნდა მივმართო იმ კატეგორიაზე, რომელსაც ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენა ჰქვია. ვინაიდან ყველაზე დიდ კანონდარღვევებს ამ სფეროში აქვს ადგილი და ბედისწერის განგებაში კი ამ მხრივი კანონის დარღვევა, ტოლფასია 10 მცნების 100-ჯერ დარღვევისა. ახლა მე სხვა რელიგიებს არ შევეხები, მხოლოდ ქრისტიანულ რელიგიაზე გაცნობებთ სიმართლეს, რადგან ის უშუალოდ ქრისტეს ეხება და მასზე ავრცელებს არასწორ ინფორმაციას.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის, რომ რელიგია იესო ქრისტეს პიროვნებაზე აკეთებს აქცენტს, ნაცვლად მისი ცოდნისა. ამიტომაც ხალხში ჩანერგეს პიროვნების გაკულტების მოტივი. რასაც მიაღწიეს იმ ნივთიერი საგნების გაფეტიშებით, რომელთაც სასწაულმოქმედ და წმინდა საგნებად ასაღებენ. სინამდვილეში კი ეს საგნები, რომლებიც წარმოდგენილია ხატების, ქანდაკებების, ადამიანთა ძვლების, ჯვრების, რაღაც ფსკვნილებისა და სხვათა სახით – არიან სატანური ძალით დამუხტული, ანუ მოჯადოებული ნივთები!!! ამიტომაც სიცრუის სიმართლედ შთაგონებითა და თან ამ მოჯადოებულ ნივთთა გამოყენებით, მათ მიაღწიეს იმას, რომ საფუძველი ჩაუყარეს ფანატიზმის გრძნობას და ღვთის ჭეშმარიტად მორწმუნეების ნაცვლად ფანატიკოსები და ტერორისტები მიიღეს.
ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის მისახვედრად ამაზე უნდა დაფიქრდეს ადამიანი: რომ ქრისტეობის ფენომენისათვის თუკი სხეული იყო მთავარი, მაშინ ღმერთი იესოს პიროვნებას აცოცხლებდა კაცობრიობის დასასრულამდე, ან მის ცხედარს არ აქცევდა მტვრად და დაუტოვებდა კაცობრიობას სალოცავად. მაგრამ რადგანაც ღმერთმა ეს ასე არ გააკეთა და ქრისტეს მეორედ მოსვლაც სხვა პიროვნების სახით დაუშვა, ეს ხომ მისახვედრს ხდის იმას, რომ მნიშვნელოვანი ყოფილა არა ხილული სხეული, არამედ უხილავი სული?! და ქრისტეს სულის მიმღები პიროვნების დაფასებაც იმის გამო ხდება, რომ მისი აზროვნებაა გონებისმიერი. რითაც მას შეუძლია გონებაში მყოფი ჭეშმარიტების შეცნობა და მისი თარგმნა საზოგადოებისათვის გასაგებად. რითაც უნდა იცნოს იგი საზოგადოებამ კიდეც!!! მაგრამ როცა მსოფლიო მოსახლეობა სიცრუის სიმართლედ მიღების რწმენით არის შეპყრობილი, ამიტომ ისინი ზღაპრად თვლიან ჭეშმარიტებას და ამიტომაც გარდაუვალია მათ თავზე ის უბედურებანი, რაც ასეთი არასწორი რწმენის გზით სიარულის გამო დაიმსახურეს.
რელიგიის მიერ ქრისტიანობის სიმბოლოდ მოხსენიებული ჯვარი, ერთ-ერთი კერპტთაგანია ზემო ხსენებულ მოჯადოებული მატერიალებიდან. ჯერ ბიბლიით დავადასტურებ კერპტთა მოჯადოებულობას და შემდეგ კი უშუალოდ ჯვრის ტარების მნიშვნელობას ავხდი სიცრუის ფარდას. აი რას ამბობს ბიბლია კერპტთა დანიშნულების შესახებ: „ნებისმიერ კერპტთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა“ (სოლომონი 14-27). ხოლო რაც შეეხება თავად სიმბოლო ჯვარს, მასზე კი აი რას გიამბობთ:
როგორც გაცნობეთ, ეს სამყარო ხმის ძალით იმართება და ჩვენი ბედისწერა კი სიტყვის ძალაზეა აგებული. ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვა: სიტყვა რომ საქმედ იქცეს, ის სამყაროს წრიულ ბრუნვაში უნდა გავიდეს. ჯვარი კი ცოდვების მიერ შექმნილი შეკავებაა ამ პროცესისთვის. იმისდა შესაბამისად, თუ რომელ მცნებებს არღვევს ადამიანი, ჯვარი მის სიტყვას აქცევს: 1) აშკარა სიცრუედ; 2) შენიღბულ სიცრუედ; 3) სიცრუე-სიმართლის ნარევად და 4) ნაწილობრივ სიმართლედ. მაშასადამე, ჯვარი არის სიტყვის ღმერთამდე გაღწევისა და შემდეგ უკან ფაქტებად დაბრუნებაში დამბრკოლებელია და სწორედ ამიტომაც მოხდა იესო ქრისტეს ჯვარცმა, რომ მან კაცობრიობის ცოდვები იტვირთა. ასე, რომ ჯვარი არის იესოს წამების იარაღის სიმბოლო და როცა ადამიანი მას ეამბორება და თანაც ყელზე ჯაჭვით ჩამობმულს ატარებს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სიტყვიერად ღმერთს აღიარებს, ხოლო საქმით კი იმას ამტკიცებს, რომ წინაპართა ცოდვების მემკვიდრეობას ღებულობს და თანაც მოხარულია ქრისტეს წამებისა. აი ეს არის ჯვრის ტარებისა და მასზე ამბორის ჭეშმარიტი სახე; თანახმად კანონისა: „რწმენა მკვდარია საქმის გარეშე“ (იაკობი 2-26).
როცა კითხვა დამისვამს ყელზე ჯვარდაკიდებული პროვნებისათვის, რომ თუ რა მიზნით ატარებდა ჯვარს, ორგვარი პასუხი მიმიღია: ერთნი ამბობდნენ, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ და ქრისტიანისათვის სავალდებულოდ მიაჩნიათ ეს; ხოლო მეორენი კი ამბობდნენ, რომ ის მოდური სამკაულია და იმიტომ ატარებს. მინდა ორივე მათგანის მისამართით განვაცხადო: ამ სამყაროში შემთხვევითობა არ არსებობს, რადგან ყოველივე ქმედება სამყარული კანონზომიერებიდან არის გამომდინარე!!! ადამიანის მიერ მოწონება-დაწუნების მიზეზი, იმ ცოდვა-მადლის საფუძველსაა დაყრდნობილი, რომელიც ამ ადამიანში არის განსაზღვრული ღმერთის საზომით. ამიტომ როცა პიროვნება ჯვარს ატარებს და ლოცულობს კიდეც მასზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი წინაპართა ცოდვის მემკვიდრეა და უარს ამბობს მონანიებაზე. ამიტომ მისი ლოცვის ხმა ღმერთამდე ვერ აღწევს! არამედ პირიქით, ის ლოცვით ეშმაკს ესაუბრება და შესაბამისად ვერც წყალობას მიიღებს ღმერთისგან!!! სამაგიეროდ ეშმაკი ბატონობს მასზე და თუკი მატერიალურ ფუფუნებასა და თანამდებობრივ სიმაღლეს მიანიჭებს, სამაგიეროდ შვილს წაართმევს. ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის დაუნახაობა დღეს უკვე შეუძლებელია! ვინაიდან ახლა ბოლო ჟამში იმყოფება კაცობრიობა, რაც შედეგია ადამიანთა ღმერთისადმი დამოკიდებულების უმეცრებისა. რის გამოც სახეზეა ასეთი რეალობა ბავშვებსა და ახალგაზრდებში: თითქმის მასობრივი ნარკომანია, ლოთობა და მაღალი სიმძიმის დასნეულება. აგრეთვე აგრესიული დამოკიდებულება ერთმანეთისა და საკუთარი თავის მიმართ, რაც ხშირად მკვლელობებითა და თვითმკვლელობებით სრულდება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ მშობლებო: ბრმად ნუ ენდობით ნურავის, განსაკუთრებით ღმერთის სახელს ამოფარებულებს!!! აიღეთ ბიბლია, წაიკითხეთ გულდასმით და აუცილებლად გაარჩევთ იმას, თუ რომელი მოძღვრებაა სწორი: რომელსაც me-sia.com-ის საშუალებით ეცნობით, თუ რელიგიები რომ გმოძღვრავენ. ყურად იღეთ ეს გაფრთხილება, რადგან ის, რასაც თქვენ ცოდვად არ თვლით და ეს კი ღმერთისადმი რწმენის არასწორობით გამოწვეული დარღვევაა, შეიძლება ღმერთის საზომმა ასმაგ მკვლელობადაც შეაფასოს და მისი შედეგის მიღება ძალიან ძნელი გადასატანი იქნება თქვენთვის. ნურავინ ფიქრობს, რომ არ ცოდნა არ ცოდვაა. პირიქით ის ორმაგი ცოდვაა!!! რადგან ცოდნაზე უარის თქმა ცოდვის სათავეა. ვინაიდან უმეცრების გამო, ადამიანი თამამად სჩადის ცოდვას იმიტომ, რომ საკუთარი ქმედება სწორი ჰგონია.
და ბოლოს მოკლედ და კონკრეტულად განვმარტავ იმას, ადამიანი თავის ცხოვრებისეულ მოღვაწეობას თუ რატომ ვერ გადის სრული ბედნიერებით; არამედ პირიქით, ღმერთისაგან სასჯელებს ბევრად უფრო მეტს იმკის, ვიდრე ჯილდოს?! ამის მიზეზთა სათავე არის იმ არასწორ ცოდნაში, რომლითაც ადამიანი არის იფორმირებული იმიტომ, რომ ღმერთის მიერ დაწესებული კანონების გაცნობაზე უარი აქვს ნათქვამი. ასე რომ, ცოდვის სათავე უმეცრებაშია!!! დღეს კი ის დროა, როცა უმეცრების საფუძველზე ჩადენილ ცოდვებმა ზღვრულ სისავსეს მიაღწია და შედეგს კომენტარი აღარ სჭირდება, ვინაიდან „არმაგედონი“ უკვე მიმდინარეობს და არც არავის დატოვებს შეუხებელს. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ ერთია: ადამიანმა მასში არსებული უმეცრება უნდა აღმოფხვრას ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობით. შემდეგ კი ის მიახვედრებს, თუ როგორ გადაირჩინოს უვნებლად თავი და საკუთარი ოჯახიც, საყოველთაო განკითხვისაგან.