ღმერთმა ადამიანი მოაზროვნე არსებად შექმნა და მის შემეცნებას რომ გონიერება შეეძინა, საამისოდ დაუწესა საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობა. რომლის პროცესის ევოლუციური მსვლელობის ჩასატარებლადაც შეიქმნა წუთისოფელი და მისი არსებობა ღვთიური გენის 1000 თაობის გასავლელ პერიოდზე განისაზღვრა (ფსალმუნები 104-8).
გონიერი აზროვნებით აღჭურვა პიროვნებას სჭირდება იმ სამყაროში დასამკვიდრებლად, რომელიც სამარადისო არის მისთვის და იქ კი ბოროტი ძალის არსებობას არა აქვს ადგილი. ამიტომაც ეს წუთისოფელი დროებითი საცხოვრებელია ადამიანთათვის საიმისოდ, რომ გონიერების შესაძენი გამოცდილება მიაღებიოს.
ღვთიური გენის 1000 თაობის მისაღები რიცხოვნების შესრულების პერიოდს, საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამი ეწოდება და გულისხმობს „არმაგედონად“ წოდებული მოვლენის საშუალებით გამორჩევას მიღებული ნაყოფისას, რომელსაც გონიერი ადამიანი ჰქვია. მისი მიღების მანიშნებელი კი ის არის, რომ ასეთ ადამიანებში ადგილი ექნება შემდეგი სახის ძვრებს: „გადაეშლებათ გარედან ნაწერი წიგნი“, ანუ იგივე აზროვნება (გამოცხადება 5-1). რაც გულწრფელ მონანიებას ნიშნავს. რის შემდეგაც ასეთი აზროვნების პატრონებს განწყობის მიმართულება გაუსწორდებათ და შესძლებენ მიგნებას „მხილებული ჭეშმარიტებისას“ (III ეზრა 6-18/28). რომლის შეცნობითაც გონიერებას შეიძენენ. რაც მათ რწმენას ჭეშმარიტებისაკენ წარუმართავს და გონიერებასაც გაუმყარებს. ხოლო ყოველივე ამ პროცესის გავლის შემდეგ კი ღმერთი შეკრებს დედამიწის მთელ სივრცეზე გაფანტულ ასეთ ნაყოფებს საიმისოდ, რომ მათ ჩააბარონ გამოცდა სამარადისო ქვეყანაში გადასვლის მოსაპოვებლად. გამოცდის ჩაბარება კი გულისხმობს ადამიანთა მიერ ამ ქვეყნად სამოთხის მსგავსი ცხოვრების შექმნას. რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მათ იმ დონეზე მომზადებას, რომ ტელეპორტაციის საშუალებით შესაძლებელი გახდეს ადამიანთა გარდასახვა მარადიულ სიცოცხლეში – სიცოცხლითვე.
ახლა კი რაც შეეხება დაფარული ჭეშმარიტების მხილებასა და მის გამოცხადებას. ის წარმოადგენს აღსრულებას შემდეგი კანონისა: „ექადაგება სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული“ (მათე 24-14). რომელი სახარებაც არის იმ სახელწოდებით, რისი შექმნის თაობაზეც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა ჯერ კიდევ ძველი აღთქმით (იერემია 23-5,6) და ცხადდება ვებგვერდ me-sia.com – ის მეშვეობით. მასზე მოგახსენებთ იმას, რომ იგი შეიძლება ჩაითვალოს „ნოეს კიდობნის“ თანამედროვე ვერსიად იმიტომ, რომ მასში გადმოცემული ცოდნით აღჭურვა და მისი გათვალისწინებით მოქმედება არის არმაგედონის პროცესის გადასალახავად აუცილებელი ერთადერთი საშუალება.
შენიშვნა
ამ საიტით სარგებლობას თავისი განსაკუთრებული წესი აქვს, რომელიც შემდეგია:
წარმოდგენილი მასალის შეცნობასა და კარგად გაგებას, გონიერების მაქსიმალურ დონეზე მოკრება სჭირდება. რაც საკმაო ძალისხმევას საჭიროებს. მისი მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუკი მათი გაცნობის მსურველი საამისო დროდ დილას შეარჩევს და მათ წაიკითხავს მანამ, სანამ ვინმეს დაეკონტაქტება!!! ამ წესის აუცილებლად დაცვის გარეშე, ჭეშმარიტება ვერ შეიცნობა!!! რადგანაც დილით გაღვიძებისას, აზროვნება ირჩევს მიმართულებას საიმისოდ, თუკი საით უნდა წარიმართოს განწყობა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სახის ინფორმაციას მიიღებს პირველად. აქ წარმოდგენილი მასალა კი სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც განწყობას იმ სწორ მიმართულებაზე დააყენებს, საიდანაც ხდება ბედისწერისაგან ღვთის წყალობის მომკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეს რჩევა არ იქნება გათვალისწინებული; მაშინ ნურც შედეგის მოლოდინს ექნება ადგილი. რადგანაც უკვე არასწორი მიმართულებისაკენ წარმართული აზროვნება, ჭეშმარიტების შეცნობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს და მაშასადამე ვეღარც ბედისწერისაგან მიიღებს ღვთის წყალობის მომკას!!!