გაზიარება

მეორედ მოსვლა 3

ნაწილი XI

მოგესალმებით. როგორც წინა საუბრისას დაგპირდით, ამჟამად ფარდას ავხსნი იმ დაფარულს, რაც ეხება იმას, თუ რატომ მოახმარა სატანამ მთელი თავისი ძალისხმევა ადამიანთათვის იმ ცოდნის დამალვას, რომელიც მათი ბედისწერის შექმნის მექანიზმს ეხება.

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ არსებობს როგორც სიკეთე, ასევე ბოროტებაც და შესაბამისად – კეთილნი და ბოროტეულნი. რომელთაგან პირველნი ღვთისნიერი კეთილი ძალის მწარმოებელნი არიან და მეორენი კი – სატანური ბოროტი ძალისა. აი, ეს საკითხი მინდა კარგად გავაშუქო. რადგან საკითხავი სწორედ ის არის, რომ კეთილ არსებად შექმნილი ადამიანი, რატომ და როგორ ბოროტდება?! ამას შეგნებით სჩადის თუ შეუცნობლად?! ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გონივრულად განსჯას მოითხოვს და ამიტომაც მივმართავ კიდეც მას.

ამ სამყაროსა და ადამიანის შემქმნელი ღმერთი კეთილია და ცხადია მისი ყოველი ქმნილებაც კეთილ ძალას არის დაქვემდებარებული. ამიტომაც დაბადებით ყოველ ადამიანს ეძლევა ერთგვაროვანი სული, რომელიც მომცველია ერთიდაიგივე გონების ჩანაწერისა. რაზედაც გესაუბრეთ კიდეც. დიახ ასეა! ადამიანი შექმნლია ღმერთის მადიდებელ არსებად. ხოლო რაც შეეხება ღმერთის დიდებას, ეს კი უანგარო სიკეთის ქმნით ცხოვრებისეული გზის განვლას ნიშნავს. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნება იქნება იმ კანონების უპირობო დამცველი, რომელი კანონებიც მის გონებაშია ჩაწერილი და შემქმნელის მიერ დადგენილი აქვს საარსებო ინსტრუქციად. მათი დარღვევა ადამიანისათვის ცოდვის ჩადენად არის შეფასებული. ცოდვის ჩადენის შედეგი კი ის არის, რომ ხდება მისი წილის შესატყვისი ზომით დაბლოკვა სულის ფუნქციონირებისა. რომელიც გამოიხატება იმ წრის მომცველ ბრუნვაში, რაც დედამიწური გარემოდან კოსმოსში გასვლას ნიშნავს. სულს კი ამის ძალა შესწევს იმიტომ, რომ მისი ენერგია კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული. ხოლო როცა სული ამას ვერ ახერხებს, ცხადია ეს ხდება დედამიწურ მიზიდულობას დაქვემდებარებული სხეულისაგან ჩადენილი ცოდვის წილის საფასურად გაზრდილი იმ ძალით, რომელიც სულიწმიდის საწინააღმდეგოა. რაც ორგანიზმში იწვევს შესაბამის ძვრებს და გამოიხატება გრძნობებისა და თვისებების გადაგვარებაში. რასაც ბიბლია გაუკუღმართებულ გონებას გადაცემას უწოდებს. ვინაიდან სულისმიერი კოსმიური ძალა, ეს იგივე სულიწმიდის ძალაა და ცხადია ის კეთილია. ამიტომ მისი წინააღმდგომი ძალა, კეთილი ვერ იქნება და მისახვედრია, რომ მისი შემოქმედიც სატანაა. გრძნობათა და თვისებათა გადაგვარება კი ცხადია შემეცნებას ასვამს დაღს. შესაბამისად სურვილებზეც მოქმედებს და თავის დაქვემდებარებაში აქცევს მათ. ამიტომ ასე ცოდვათა ჩადენის ფონზე ადამიანს თანდათან ისე ეცვლება მრწამსი, რომ შეგნებით ის ვერც კი აცნობიერებს ამას და სახეზე ვიღებთ ეგოიზმის გრძნობით სიყვარულის გრძნობის ჩანაცვლებას. ხოლო როცა ასეთი გზით სიარულის დონე იმ ზომას მიაღწევს, რომ პიროვნების სულს ფუნქციონირება ისერიგად შეეზღუდება, რომ დედამიწურ მიზიდულობას ვეღარ დასძლევს. ასეთ სულს დაცემული სული ეწოდება და ვისშიაც ის მყოფობს, მას ენიჭება 666 მხეცის რიცხვი. ასეთ პიროვნებებს ბიბლია მკვდრებს უწოდებს იმიტომ, რომ მათი სიცოცხლის არსებობა მთლიანად დამოკიდებულია იმ კეთილთაგან მიღებულ სასიცოცხლო ენერგიაზე, ვის ცდუნებასაც შესძლებენ და ცოდვას ჩაადენინებენ. რასაც აკეთებენ ან დაშინებით, ან შანტაჟით, ან ანგარებიანი სიკეთის ქმნის წილ და ანდა იმ ცრუ ინფორმაციის სიმართლედ გასაღებით, რასაც დაუჯერებენ და ირწმუნებენ მათი მკვებავი ენერგო დონორები.

ალბათ იკითხავთ, რატომ უშვებს ღმერთი იმას, რომ კეთილმა ბოროტი აცოცხლოს და აარსებოსო?! აი სწორედ ამ საკითხს სჭირდება კარგად გაანალიზება და ამიტომ გთხოვთ ყურადღებას.

ბიბლია იძლევა ასეთ ცნობას: ღმერთმა როცა შექმნა ადამიანი, მისცა მას გონებით ცოდნა საიმისო, როგორც უნდა ეარსება ამქვეყნად და თავის ხელის ანაბარად დატოვა. წინ დაუდი წყალი და ცეცხლი და საითაც სურს, იქით უნდა გაიწოდოს ხელი. როგორც ამ ცნობიდან მისახვედრია, ღმერთი ამ სამყაროში იმ სახით არ არის, როგორადაც სინამდვილეში არსებობს. იმიტომ, რომ ეს სამყარო მისი ქმნილებაა და ცხადია შემქმნელი ვერ იქნება მისი ქმნილების ნაწილი. ამასთანავე ეს ცნობა იმასაც იუწყება, რომ მან ადამიანი მოაზროვნე არსებად შექმნა გონების ხარჯზე. სადაც ჩაუწერა ყველაფერი ის, რისი ცოდნაც და მისი გამოყენებით ცხოვრება უზუნველყოფდა მის უსაფრთხოდ არსებობას ამ სამყაროში. ხოლო წყალისა და ცეცხლის არჩევანით კი მან მისცა შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანისა იმაზე, რომ ან ყოფილიყო მისთვის საარსებო ინსტრუქციის დაცვით ღვთის წყალობის მიმღები და ანდა არა. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საუბარია საარსებო ინსტრუქციაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არ დაცვით ცხოვრება ადამიანს შეუწყვეტდა ამ ქვეყნად არსებობას. ხოლო ადამიანის შესაჩერებლად საიმისოდ, რომ თავი არ გაენადგურებინა, დააწესა ცოდვის წილით გაცემული ენერგიით იმათი არსებობის დაშვება, რომელნიც ერთგვარ დამსჯელი როლის ფუნქციის შემსრულებელნი იქნებოდნენ კეთილთა გონს მოსაყვანად. რადგან კანონი: ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა – მხოლოდ კეთილ პიროვნებას მოაბრუნებს გონიერებისაკენ. ბოროტეულებზე კი ის არ მოქმედებს. მაგრამ ამ დაშვებასაც აქვს დადგენილი ზღვარი. რადგან როცა ბოროტეულთა რაოდენობა და სიძლიერეც საკმაოდ მაღალ ზომას მიაღწევს, მათი ბოროტი თვისებებით ჩადენილი ქმედებები ზღვარს სცდება და კეთილთა სიცოცხლის არსებობას საფრთხეს უქმნის. ამიტომ ასეთ პერიოდში, სამყარულ კანონზომიერებაში ადგილი ეძლევა შემოქმედისაგან დადგენილი დახმარების გასაწევი კანონის გააქტიურებას და მდგომარეობისდა შესაბამისი დახმარების გაცემაც ხდება აღსრულებული.

მოგახსენებთ იმას, რომ ამჟამად ვიმყოფებით სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციაში და თანაც დავძენ იმასაც, რომ ახლანდელი მდგომარეობა სავსებით განსხვავებულია წინამორბედთაგან. რაც გამომდინარეა საკაცობრიო გენეტიკური ბოლო ჟამის შედეგებიდან. რამეთუ სიტუაცია ძალიან სწრაფად შედის კაცობრიობისათვის მეტად საბედისწერო ფაზაში. რის მიახლოებით მიხვედრასაც ადამიანთა ნაწილის მიერ უკვე აქვს ადგილი. მაგრამ სიანამდვილეში როგორი საშიშროებაც არსებობს, ამის სრულად შემცნობი კი ვერავინაა. ამიტომ აღსრულებული იქნა დახმარების ის მუხლი, რომელიც ითვალიწინებს მესიის მეორედ მოვლინებას ადამიანის სახით. რადგან მან ადამიანური შემეცნების დონეზე უნდა მოახდინოს ახსნა  და ისე წარმოდგენა იმ ჭეშმარიტების მხილებისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაფარულ საიდუმლოებას წარმოადგენდა კაცობრიობისათვის. ეს კი ამჟამად აუცილებელია იმიტომ, რომ ამ ცოდნის გამოყენებით ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ვერავინ გადაურჩება ცოცხლად იმ მოვლენებს, რომელთა განვითარებაც კარს არის მომდგარი.

განვმარტავ უფრო ფართედ იმას, თუ რატომ არის ეს პერიოდი ძალზედ საშიში, ვიდრე მისი წინამორბედი ის დროები, როცა ხდებოდა ბოროტების ისე ზრდა, რომ დახმარების გაწევის მექანიზმი ირთვებოდა და მდგომარეობას გამოასწორებდა. დიახ, ამჟამინდელი სიტუაცია მართლაც გამორჩეულად საშიშია და ამას აქვს თავისი მიზეზები. რომელთაგან ერთ-ერთია ის, რომ გონიერი ადამიანის მისაღებად დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა, სასრულ სტადიაშია. რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანურმა გრძნობებმა იმ ზღვარს მიაღწია, რომელიც დაწესებული იქნა ადამიანისათვის მაქსიმალურ ზომად. ამიტომაც დასაბამი მიეცა იმ ნაყოფის მიღებას, რისთვისაც იქნა კიდეც კაცობრიობა შექმნილი. იმის მცდელობაზე, რომ საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას ნაყოფი არ გამოეღო, სატანამ მთელი თავისი ძალისხმევა დაახარჯა. ხოლო რასაც მან მიაღწია, არის ის, რომ მოავლინა ეშმაკის სულიანი პიროვნება და მისი მეშვეობით უამრავი ადამიანი აცდუნა. მაგრამ ეს სამყარო ღმერთისაგან დადგენილი კანონზომიერებით მოქმედია და ამიტომაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე. ასე მოხდა ამჟამადაც და ანტიქრისტე როგორც პიროვნება, აღარ არის ამ ქვეყნად. თუმცა მისგან დათესილი სიცრუე კი ჯერ კიდევ მოქმედებს და იმისთვის რომ მოხდეს სიმართლით მისი დროულად ჩანაცვლება, ამიტომაც გაფრთხილებთ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აღსრულებაში შევიდა ბიბლიის ის წინასწარმეტყველება, რომლითაც ის იუწყება, რომ ანტიქრისტეს გარდაცვალების შემდეგ მისი ძალა გადანაწილდებოდა მის ძალოვანებში. ვინც აშკარად ბოროტმოქმედია, ის არ არის იმდენად საშიში, როგორადაც ის ნიღბოსნები, რომლებიც ღმერთის მოვლენილებად აცხადებენ თავს და იძახიან სულიწმიდა შემოვიდა ჩვენშიო. შემდეგ იძლევიან რჩევა-დარიგებებს. რაღაც ცოდნასაც აცხადებენ, რაც სატანამ ღმერთისმიერ ცოდნად გაუსაღა და ისე მიაღებინა მათ და შველასაც ჰპირდებიან ხალხს. მინდა ვამხილო ისინი და ამიტომ გთხოვთ ყურადღება დაძაბოთ და ისე მომისმინოთ. ღმერთის მიერ გაცემული ცოდნა ჭეშმარიტებაა. ის კი ერთადერთია და მთლიანია. ეს კი იცით რას ნიშნავს? იმას, რომ ღმერთი ამ ცოდნით აღჭურვის მხოლოდ ერთადერთ ადამიანს და ის კი ვალდებულია, რომ ყველას გაუზიაროს ის უფასოდ! ამ ცოდნას კი იმით გამოიცნობთ, რომ იგი ამომწურავ პასუხებს გასცემს ყველა კითხვას და მისი ყოველი პასუხიც გამართლდება ფაქტებით. ეს ცოდნა გეუბნებათ იმას, რომ ვერავინ ვერავის უშველის, გარდა საკუთარი თავისა და იმის ცოდნასაც გთავაზობთ, როგორადაც უნდა მოახერხოთ ეს. ხოლო ისინი კი, ვინც შველას გპირდებათ, უკვე ახლა და არა მომავალ დროში, თავად გახდებიან საშველი და თავადაც დაინახავთ, რომ საკუთარ თავსაც და თავიანთ ოჯახებსაც ვერ უშველიან და მითუმეტეს სხვებს ხომ საერთოდ!

აბა დაფიქრდით: განა რომელიმე ჭკუათმყოფელი, ჭუჭყიან ჭურჭელში სუფთა წყალს ჩაასხამს? ჰოდა თუკი ადამიანი არ აკეთებს ამას. რა გამოდის? ის ღმერთზე ჭკვიანია? რომ გაიძახის ჩემში სულიწმინდა შემოვიდაო. როგორ დაუშვებს უფალი მონანიებისა და თავის მიერ გაცემული შენდობის შედეგად გაწმენდის გარეშე, ცოდვებისაგან დაბინძურებულ სხეულში წმინდა სულის შესვლას?! ხოლო იმგვარად მონანიებას, რაზედაც ღმერთის მიერ შენდობა იქნება გაცემული; განა შესძლებს ვინმე უფალისაგან დადგენილი კანონების გამოყენების გარეშე?! რა თქმა უნდა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს! ამიტომ ნუ ცდუნდებით და ტყუილად ნუ დაკარგავთ დროს. დაუყოვნებლივ დაადექით კანონების საშუალებით შეცნობას საკუთარი ცოდვებისას და მოინანიეთ საქმით. განსაკუთრებით კი კარგად გაერკვიეღ ღმერთის რწმენისადმი დადგენილ კანონებში. რადგან მათი აღსრულებით არის შესაძლებელი უმოკლეს გზას დადგომა ბედისწერის გამოსწორების საქმეში და სწორედ მაგ კანონთა გაუკუღმართებულად წარმოდგენასა და ხალხისათვის მის შთაგონებას ახდენდა საუკუნეების მანძილზე რელიგიები და რელიგიური სექტები. ამასთანავე უნდა გაცნობოთ ისიც, რომ როცა ამ გზას დაადგებით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ შედეგები გამოვლინდეს სხვადასხვანაირი ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა: სიცილი, ტირილი, ტკივილი, თავბრუხვევა, გულისცემის აჩქარება და მსგავს მოვლენათა ალაგ-ალაგ მომენტალურად მონაცვლეობა. რაც შემდეგ გაივლის და ეს ხდება იმიტომ, რომ ადგილი აქვს არასწორი რწმენის ფონზე გამრავლებული უჯრედების მოკვდინებას და მათ ნაცვლად ჯანსაღის აღმოცენებას. ეს პროცესი თუ დაიწყო, ანუ უფრო სწორად, თუკი თქვენ ინებებთ და დაადგებით მონანიების გზას. ის გაგრძელდება და სასიკეთო შედეგებსაც ფაქტობრივად იგრძნობთ კიდეც. ხოლო როცა საჭირო დონეს მიაღწევს სიბრძნის შესვლა თქვენს გულში, მერე ვეღარავინ ვეღარ გაცდუნებთ და თავადვე მიხვდებით ყოველივეს; ანუ როგორც ბიბლია ამბობს მოხდება ხელახლა დაბადება შობის გარეშე. რასაც ამოწმებს მომდევნო კანონი: შეიცანით ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ. ხოლო ღმერთის მიერ შეფასებული თავისუფლება კი მომცველია ყოველივესი, რაც ადამიანის კეთილდღეობას ეხება. როგორიცაა: ჯანმრთელობის აღდგენა, მატერიალური კეთილდღეობა, საზოგადოებაში კუთვნილი ადგილის დაკავება – მოწოდებისდა შესაბამისი საქმის პროფესიად გამოყენების ფონზე. შიშისაგან თავის დაღწევა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება. ახლა კი ამით დავამთავრებ და შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ ქართულ ენაზე მეტყველი ერის იმ სპეციალურ საკაცობრიო მისიაზე, რომელსაც უკვე დაუდგა დრო, შესრულების აუცილებლობისა! 

ნაწილი XII

მოგესალმებით. ამჟამად შევეხები ქართველი ერის იმ მეტად მნიშვნელოვან მისიას, რომლის შესრულებლის აუცილებლობის წინაშეც უკვე დგას მდგომარეობა. ასე თუ ისე ამ მისიის შესახებ რაღაც ინფორმაციის ფლობას კი აქვს ადგილი ერთეულთა შორის. მაგრამ როგორც ეს ნებისმიერი სიახლის შემოსვლას ახლავს თან, ამ შემთხვევაშიც ასეა და მის შესახებ ტყუილ-მართალიც ერთმანეთშია არეული. ამიტომაც ადგილი აქვს კიდეც კამათსა და დავას. მაგრამ დრო არ ითმენს და ყოველი დაგვიანებული დღის შედეგიც, საბედისწერო განაჩენად ევლინება მსოფლიოს.

სად ერთი მუჭა ქართველები და სად მრავალმრიცხოვანი მსოფლიო?! როგორ შეიძლება მათი ისერიგად დაკავშირება, რომ მსოფლიოს ბედის განგება ქართველთა მისია იყოს?! ცხადია ამის დაჯერება არ იქნება მარტივი, არსებული იმ ცოდნის მარაგიდან გამომდინარე, რასაც კაცობრიობა ფლობს. მაგრამ სინამდვილე ერთია და არის ის, რასაც გამცნობთ. ხოლო მისი აღარ მიღება კი უკვე იმ შედეგებს ვეღარ დადებს, რომ ვინმეს თავი არ შეაცნობიოს.

საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ქართველები კი ღმერთის რჩეული ერი ვართო. ამას ამბობს ყველა თუ არა, ყოველი მეორე ქართველი მაინც. მაგრამ სამწუხარო კი ის ფაქტია, რომ ამას განსადიდებლად და საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად იმეორებენ და არც არავინ ფიქრობს იმის გაგებასა და შესრულებას, რაც ასეთ ერს აკისრია. ამიტომაც არის, რომ ამ ერის ისტორია მათთვის ღვთის რისხვის განაჩენის აღსრულების ფაქტების აღწერით არის აკინძული. ხოლო აქამდე რომ მოაღწია, ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ყოველ ეპოქისეულად იბადებოდნენ მასში ის ერთეული გონიერნი, რომელთა ცხოვრებისეული მოღვაწეობაც უნარჩუნებდა ქართულ გენს არსებობას. აი, ამგვარად მოაღწია საქართველომ და ქართველებმაც იმ დრომდე, რომელიც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამს წარმოადგენს და ახლა კი უკვე დადგა მომენტი, როცა არა მხოლოდ ერთეულებმა, არამედ მთელმა ერმა უნდა შეიცნოს და შეასრულოს ის მისია, რაც მათ აქვთ გენეტიკურად დაკისრებული. წინააღმდეგ შემთხვევაში რა მოხდება?! რა და ის, რომ წინააღმდეგი შემთხვევა ვერ იარსებებს! რადგან მაშინ ადგილი ექნება უშუალოდ ღმერთთან დაპირისპირებას – მასთან, ვისაც შეუძლია არა დღეებში, არამედ წამებსა და წუთებში შეცვალოს არსებული მდგომარეობა მთელი მსოფლიოს მომცველობის მასშტაბით.

ამიტომ გთხოვთ ყურადღებას და მოსმენას იმისას, თუ როგორ თვისებებს უნდა ფლობდეს ის პიროვნებები, ვინაც ღვთიური გენის წარმომადგენლები არიან: უპირველეს ყოვლისა რითაც მათი გამოცნობა არის შესაძლებელი, არის ის, რომ ისინი უანგარონი და გონებაგამჭრიახნი არიან. შემდეგ მოსდევს ეს თვისებები: სინდისიერება და პატიოსნება, ერთგულება და თავმდაბლობა, სიმშვიდე და სიმამაცე, სიმართლის მოყვარეობა და სამართლიანობა, კეთილსიტყვაობა და რაც მთავარია ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვით ცხოვრება. აბა მიმოიხედეთ გარშემო, ასეთს ხედავთ ვინმეს? ასე მგონია, რომ ვერავის! რადგან თუკი ვინმე ტკბილად საუბრობს და რაღაც სიკეთესაც აკეთებს, ამას საფუძვლად აუცილებლად ანგარება უდევს – ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით და ანდა თავის გამოჩენის მხრივ. რათა ავტორიტეტი მოიპოვოს და შემდეგ უფრო ადვილი იყოს მისთვის სხვების ცდუნება. თავისუფლად შეგიძლიათ მათი მხილება ასეთი გზით: საკმარისია მათი აზრის საწინააღმდეგო რაიმე თქვათ და უმალ რისხვით აღივსებიან და ბოღმას გადმოღვრიან – ან შენიღბული ავსიტყვაობით და ანდა პირდაპირაც. რაც შეუძლებელია რომ მოხდეს კეთილ პიროვნებაში.

რასაც ამჟამად ქართველები ავლენენ, ეს თვისებებია: შური, ბოღმა, ლანძღვა, წყევლა, ამპარტავნება, ღალატი, დაუნდობლობა, სიცრუე, უსამართლობა და მეტს აღარ გავგრძელებ იმ სიბოროტეებს, რასაც სჩადიან. მხოლოდ დავძენ იმას, რომ იმდენად მომძლავრებულია მათში ბოროტება, რომ ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებსაც კი სასიკვდილოდ იმეტებენ. ალბათ იტყვით, ეს ყველგან ხდებაო. კი, დღეს ბოლო ჟამში ვართ და ასეთი ფაქტები მთელი მსოფლიო დონეზე ხდება. თუმცა არა იმ მასშტაბითა და სიხშირით, რაც საქართველოში. თანაც ამის ცოდნაც აუცილებელია მოგაწოდოთ: რომ როცა ასე გაიძახიან ღვთის რჩეული ერი ვართო და იმის საწინააღმდეგო თვისებებსა და ქცევებს ავლენენ, რაც ამ ერს მოეთხოვება. სასჯელი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე იმ შემთხვევაში, თავი ღვთის რჩეულად რომ არ გამოეცხადებინათ. ამიტომაც ის სასჯელები რასაც ახლა იღებს ქართველი ხალხი, ჯერ ძალზედ მცირედია იმასთან შედარებით, რაც ძალიან მალე შევა აღსრულებაში და განკუთვნილია სწორედ საიმისოდ, რაზეც ახლა მოგახსენეთ.

ამიტომ გთხოვთ ყურადღებას და გათვალისწინებას იმისას, რასაც გაცნობებთ. რა თქმა უნდა ეს ეხება იმათ, ვისშიაც ნამდვილად ქრისტეს გენია და არა ყველა ქართველს. რადგან საკაცობრიო გენეტიკა, რომელიც სულისმიერი გზით სრულდება, გენებს ისე არ განასხვავებს, როგორც ამას ადამიანები ანსხვავებენ და ერს უწოდებენ. როგორც ბიბლია ამბობს, ღვთიური ანუ ქრისტეს გენი გადანაწილებულია 12 ერში. ხოლო რაც შეეხება ქართველ ერს, მათ უპირატესობა აქვთ სხვებთან შედარებით იმით, რომ საუბრობენ და ფიქრობენ იმ ენით, რომლითაც შესაძლოა გამოცნობა იმ ნამდვილი სახელებისა, რომლებიც აღნიშნავენ ამ სამყაროში არსებული ყველაფრის და ყოველივეს ნამდვილ წოდებებს. ანუ უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა, მხოლოდ ქართული ენის საშუალებით არის შესაძლებელი სულის გონების ჩანაწერების გაშიფვრა. აი, სწორედ ამიტომაც უწოდებდა ერის ღირსეული წინაპრები მას, ღმერთების ენას. რაც მისახვედრს ხდის იმას, რომ ამ ენაზე ისაუბრებს და იფიქრებს ყველა ის პიროვნება, ვისშიაც ქრისტეს გენი იმძლავრებს. რასაც საფუძველი დაუდო იმ დაფარული ჭეშმარიტებიუს მხილებამ, საუკუნეების მანძილზე გონებაში უმოქმედოდ რომ იყო. როგორადაც ამას ფაქტები ადასტურებენ კიდეც, ეს პროცესი უკვე დაიწყო და მისი ფინალი კი ისეთი იქნება, რასაც ახლა ვერც ვერავინ წარმოიდგენს.

ალბათ უკვე მისახვედრია, რაც ევალება ქართველთა იმ კატეგორიას, რომლებიც აუცილებლად იგრძნობენ იმას, თუ მათში ეს გენია. რის ამოცნობაშიც დახმარების გაწევა შეუძლია მხილებულ ჭეშმარიტებასთან  ზიარებას. რომელიც ცხადდება „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით, ვებ გვერდ me-sia. com-ზე. მასში წარმოდგენილი ცოდნის შეცნობა, სიმართლის ძალას მისცემს მოქმედების საშუალებას და გამოვლინდება სათანადო ძვრების გამოწვევაში, მიძინებული გონების გამოსაღვიძებლად.

ასევე ისიც მისახვედრია ის, რომ ამის გაკეთებას ჯერ ვერ შესძლებენ ისინი, ვინც კი არიან ქრისტეს გენის წარმომადგენლები, მაგრამ ქართულად ვერ მეტყველებენ. ამიტომ ამჟამად ეს როლი ქართულ ენაზე მოსაუბრეებმა უნდა შეასრულონ და მსოფლიო მოსახლეობას სრულმასშტაბიანი წარღვნა ააცილონ. თუმცა ალაგ-ალაგ წარღვნისეული მოვლენების განვითარდებას მაინც ექნება ადგილი იმიტომ, რომ მისი განაჩენი უკვე აღსრულებაშია შესული.

მაშასადამე ქართულ ენაზე მოსაუბრე ღვთიური გენის მქონე პიროვნებებს, უკვე დაუდგათ დრო იმ მისიური როლის შესრულებისა, რაზეც დგას მსოფლიოს ყოფნა-არ ყოფნის ბედი. მე კი დავძენ იმას, რომ მიიღეთ ეს ძალიან სერიოზულ განაცხადად. რადგან მდგომარეობა მეტად საგანგაშოა და ისიც გაითვალისწინეთ, რომ აღსრულების მომენტის დადგომას, წინა წამსაც კი ვერ იგებს ადამიანი და ვერც მოსალოდნელი სტიქიის შედეგებს – წინა დღეს. ამიტომ ბევრს აღარ გავაგრძელებ და გადავალ პირდაპირ საქმეზე: რა უნდა გააკეთოთ უპირველეს ყოვლისა, არის ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს. წიგნ „ბედისწერის კანონმდებლობაში“ წარმოდგენილი კანონების ხელმძღვანელობით მონანიება იმ ცოდვებისა, რის შესახებაც აქამდე არც კი იცოდით, რომ ცოდვა იყო და იმისიც, რაც შეგნებით ჩაიდინეთ. როცა ამ გზას გაუყვებით, ის გონებას გამოღვიძებას მოახდენს. უფრო სწორი იქნება თუ ასე ვიტყვი, აზროვნებას წაიყვანს გონებისაკენ და როცა იმ დონეზე მოხდება ეს სვლა, რომ მათი კავშირი აღსდგება, დანარჩენს უკვე თავად მიხვდებით. რადგან უკვე გონება იქნება თქვენი გზამკვლევი. ამიტომაც ერთმანეთთსაც იპოვით და როცა კავშირი შედგება, დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ. ახლა მხოლოდ იმას დავამატებ, რომ რაც გაცნობეთ, ეს დაუყოვნებლივ გასაკეთებელი საქმეა, რადგან დრო არ ითმენს და ყოველ წუთსა და წამსაც უკვე ძალიან დიდი დატვირთვა აქვს მინიჭებული.

ნაწილი XIII

მოგესალმებით. ამჟამად უნდა ვისაუბრო იმ საკითხზე, რომლისადმი ინტერესსაც ავლენს საკმაოდ ბევრი ადამიანი და ეხება აღსარებისა და ზიარების თემას. როგორც სხვა დანარჩენის, ასევე ამ საკითხისთვისაც არ დაუკლია არასწორი ცოდნის გავრცელება რელიგიას. რითაც უამრავი ადამიანი აცდუნა და ბედისწერისაგან მოამკევინა უბედურებანი კიდეც. რაც იმიტომ მოხდა, რომ ბედისწერის განსჯის მთავარი საყრდენი, ღმერთისადმი რწმენის მიმართ ჩადენილი ქმედებებია.

მისახვედრია ის, რომ აღსარება ნიშნავს: პირველ რიგში იმის შეცნობას, რომ კონკრეტული სახის ცოდვის ჩადენას აქვს ადგილი და შემდეგ კი მის აღიარებასა და შენდობის თხოვნას. აბა დაფიქრდით, ვის ძალუძს ადამიანისათვის ცოდვების შენდობა? რა თქმა უნდა მხოლოდ ღმერთს! ხოლო ღმერთი სადც უნდა იპოვოს ადამიანმა – ამაზე ხომ ბიბლია იძლევა პასუხს და ამბობს: რომ ღმერთის სამყოფელს სხვაგან ნურსად ეძებ ადამიანო, რადგან იგი შენშია მხოლოდო და რაც არის საკუთარი სულისათვის კოსმოსთან ჩართულობის სიმყარე. რაც შეეხება ამ კავშირის სიმყარის შენარჩუნებაში დახმარების გაწევას ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავლობას, მასზედაც იუწყება იმას: რომ ახალ აღთქმამდე ამ მისიას მღვდლები ასრულებდნენ. მაგრამ რადგან ვერცერთმა მათგანმა ვერ შესძლო ცოდვებისაგან თავის შეკავება, ამიტომაც მათ ცნობიერებას გონებასთან კავშირი გაუწყდა. ხოლო უფრო სხვაგვარად რომ ვთქვა: მათმა სულებმა ვეღარ შეინარჩუნეს კოსმოსურ მიზიდულობაში დაქვემდებარება. რამაც აუცილებელი გახადა საკაცობრიო გენეტიკაში ძირეული ცვლილებების გატარება და მის შედეგად ძველი აღთქმის კანონები, ახალი აღთქმით შეიცვალა. რომელი კანონმდებლობითაც მღვდლებს გაუქმებული ექნათ საშუამავლო მისია და ადამიანსა და ღმერთს შორის სამარადჟამო შუამავალი გახდა ქრისტე და მას მიენიჭა კიდეც მარადიული მღვდელმთავარის მისია. ხოლო რაც შეეხება ადამიანსა და ქრისტეს შორის შუამავლობას, ასეთი რამ კი ღმერთს არ დაუწესებია და ამიტომ ბიბლიაშიც ვერსად ნახავთ მსგავს ცნობას. მაგრამ იმის დასტურს, რომ ღმერთსა და ადამიანს შორის შუამავალი მხოლოდ ქრისტეა და მეტი არავინ, ასეთ განაცხადს კი საკმაოდ ნახავთ. გარდა ამისა, ამის მიხვედრა თავადაც შეუძლია ყველას, ვინც კარგად დაფიქრდება ამ საკითხზე. განა შუამავალი ღმერთთან უფრო დაახლოებული პირი არ უნდა იყოს, ვიდრე ის პიროვნება, ვის ღმერთთან შუამავლობის გაწევასაც სასულიერო პირები იბრალებენ?! დარწმუნებული არის ვინმე იმაში, რომ ის მღვდელი მასზე გაცილებით მეტად უცოდველია?! თუ ასე ვინმე ფიქრობს, გეტყვით, რომ ამის დაჯერება ძალიან დიდი შეცდომაა. რადგან მათ მხრებს იმდენად დიდძალი ცოდვები ადევთ, ვიდრე საერო პირის ბოროტეულთ. ვინაიდან საერო მხარის ცოდვები უფრო დაბალი კატეგორიის ბოროტებად არიან შეფასებული ღმერთის საზომით, ვიდრე სასულიერო პირთა მოღვაწეობის შედეგად ჩადენილებისა. რადგანაც მათ შემთხვევაში ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების სიცრუით ჩანაცვლებას აქვს ადგილი და ამიტომაც შედეგად გლობალური სახის უბედურებებს იმკის მსოფლიო მოსახლეობა. როგორიცაა: ომები, კლიმატური კატასტროფები, საყოფაცხოვრებო კატასტროფები, ეპიდემიები და ყველა იმ სახის უბედურებანი, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ვინაიდან, როგორც გითხარით კიდეც და ამას ბიბლიაც ადასტურებს, ადამიანებს ცხოვრებისეულ ნაბიჯებს რწმენა განუსაზღვრავს და არა საკუთარი აზრით მიღებული გადაწყვეტილებანი.

რაც შეეხება აღსარების მღვდელთათვის ჩაბარებას, მის შესახებ კი სინამდვილე ასეთია: ამ შემთხვევაში პიროვნებები აღსარებას ეშმაკის მოციქულებს აბარებენ. ისინი კი ტელეპათიური კავშირით არიან დაკავშირებული სატანასთან. რადგან ადამიანთა შორის დაშვებულია მხოლოდ ორი სახის ენერგო წრის არსებობა – სატანური ძალითა და ღვთიური ძალით მართულის. ხოლო თითოეულ წრეში კი, თავიანთი წევრები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ტელეპატიური კავშირებით და ამიტომაც რაც რომელიმე წევრმა იცის, ამ ინფორმაციას, მიმღეობის უნარისდა შესაბამისად, ენერგო წრის დანარჩენი პირებიც იგებენ. რასაც ჩვენ მიხვედრას ვეძახით. ვინაიდან ეგ სასულიერო პირები სატანის მოციქულები არიან, ამიტომაც სატანა იგებს მათგან აღმსარებლის ჩამბარებლის სუსტ მხარეს და სწორედ იმ მხრივად უგებს კიდეც მას მახეს. რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან ძნელია და ამიტომაც ცოდვის ცოდვაზე ჩადენას აქვს ადგილი. რის გამოც თანდათან იძინებს მისი გონება. რაშიაც დახმარებას უწევს ის ზიარებანი, რომლითაც თავისივე ნებით ეზიარება მათ წრეს. აი, ასე ატყუებენ ეგ ე.წ. სასულიერო პირები ადამიანებს და რაც მოიტანა ამ ქმედებებმა, მას კომენტარი უკვე აღარ სჭირდება. რადგან შედეგები ფაქტებად არის სახეზე და ამჟამად კი უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ სამყარო, რომელიც მართალთა შემწეა და ძალას იკრებს ბოროტეულთა დასასჯელად, მთელი ძალით არის ამოქმედებული და როგორც ბიბლია ამბობს: სტიქიებიც გარდაიქმნენ კიდეც ქნარის ხმებივით.

ახლა კი ნამდვილი აღსარებისა და ზიარების რაობის შესახებ მოგაწოდებთ ცოდნას. რაც შეეხება იმ სეფისკვერებსა და ღვინოს, რომელსაც ზიარების სიმბოლოდ მოგართმევენ – მას არავითარი ღირებულება და ძალა არ გააჩნია საიმისოდ, რომ მადლს ეზიაროთ. რაც შეეხება იმ ცნობას, იესო რომ ამბობს: პური ჩემი ხორცია და ღვინო კი ჩემი სისხლიო. ამის ახსნას თავად ბიბლია იძლევა, როცა იესო ამბობს: რომ მე ვარ პური სიცოცხლისაო. ხოლო პურზე კი ასეთი განმარტებაა, რომ იგი ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს. თანაც ისიც არის ნათქვამი, რომ ღვთის პური ზეციდან გარდმომავალი სიბრძნეა და საჭმელ-სასმელს კი არ ძალუძს ადამიანის ღმერთთან დაახლოვება.

რაც შეეხება ღვინოსა და სისხლს – განა ქრისტეს სისხლის გაღებით არ მოხდა ცოდვების მიტევება და მის შედეგად დაიბლოკა წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობის მიმართულება?! რისი მიზანიც ის იყო, რომ ადამიანებს ცნობიერება გონების მიმართულებით განევითარებინათ. რათა ამ გზით ჭეშმარიტ ცოდნასთან ზიარებულიყვნენ და მისი გამოყენებით გადაედგათ ცხოვრებისეული ნაბიჯები და შედეგად კი, მადლი მიეცემოდათ ღვთისაგან.

აბა, განა შეიძლება იმის დაჯერება, რომ მღვდელისაგან მოწოდებული ღვინის შესმით, მადლთან ზიარება არის შესაძლებელი?! ნამდვილი ზიარება, როგორც გითხარით კიდეც, იმ ცოდნასთან ზიარებაა, რომელიც ჭეშმარიტებაა და რომელიც გონებაში აქამდე უნაყოფოდ იყო საუკუნეების მანძილზე. რადგან იგი მაღლიდან გადმომავალი სიბრძნეა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა, ანუ სხვაგვარად რომ ითქვას: ბედისწერას განაგებს. განა მეტი უფრო კარგად როგორ უნდა ახსნას ბიბლიამ – ან აღსარებისა და ანდა ზიარების შესახებ?!

ცოდვის პატიება შეუძლია მას, ვისაც რაიმე დაუშავეთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი მასთან აღიარებთ ჩადენილს და მოინანიებთ. ასეთ აღიარებას ღმერთიც ღებულობს. თუმცა ამ კატეგორიის ცოდვაში მაინც გამოგცდით მეორე დღესვე, ოღონდ სხვაგვარი სცენარით. ხოლო თუ თქვენი მონანიება მართლაც გულწრფელი იყო, მაშინ თქვენ ჩააბარებთ ამ გამოცდას და ღმერთისგანაც შენდობას მიიღებთ. თუმცა არის ისეთი ცოდვებიც, რომელიც ჩადენილია და თქვენ კი არ გეძლევათ იმის საშუალება, რომ კონკრეტულად ვის მიმართაც ჩაიდინეთ, იმასთან აღიაროთ. მაშინ უნდა განცალკევდეთ ისე, რომ არავის შეეძლოს თქვენი ნათქვამის გაგება და თქვენს გონებაში მყოფ ღმერთის საზომს უთხრათ რაც ჩაიდინეთ და რომ ინანიებთ თქვენს საქციელს. შემდეგ კი, როგორც უკვე განვაცხადე კიდეც, ძილში ეს ცნობა მიეწოდება თქვენში მყოფ გონების მსაჯულებს. გაღვიძებისთანავე კი მოხდება თქვენი გამოცდა და მხოლოდ მისი ჩაბარების შემდეგ მოგეცემათ შენდობა.

აი, ასე ხდება ნამდვილი ზიარება და აღსარება. პირველ რიგში სიბრძნის შეცნობით, რაც იგივე ის კანონებია, რომელიც ყველა ადამიანის გონების შემადგენლობაშია და ღმერთის მიერ აქვს დადგენილი ადამიანს სასიცოცხლო კანონმდებლობად; და შემდეგ კი ამ კანონების დახმარებით, საკუთარი საქციელის შეფასება და ცოდვების ამოცნობა. მათი კარგად გააზრება და მხოლოდ ამის შემდეგ აღსარებით მონანიება საკუთარ გონებასთან. რადგან ღმერთს სხვაგან ვერსად იპოვით! ხოლო ქრისტეს შუამდგომლობა კი იმ ცოდნასთან ზიარებას ნიშნავს, რომელიც გონებაშია და მათ სიცოცხლის სიტყვებს უწოდებს ბიბლია და აცხადებს: რომ ისინი ქრისტეს აქვს მხოლოდ. ნამდვილი შუამდგომლობაც სწორედ ეს არის: მათი კარგად შეცნობა და გააზრება – რაც ზიარებაა და მათი საშუალებით საკუთარი ცოდვების ამოცნობა და მონანიება  – რაც აღსარებაა.

ამრიგად თუკი ამ სიმართლეს მოუსმენთ და კარგად გაიაზრებთ, არა მგონია ვერ შესძლოთ იმის მიხვედრა, რომ ეშმაკის მოციქულებთან თქვენი გულახდილობა, როგორ ძალიან ძვირი გიჯდებათ.

დღევანდელი საუბრის დასასრულს კი მინდა ეს ინფორმაციაც მოგაწოდოთ: ადამიანები თავიანთი გადაწყვეტილებებით ცდილობენ ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ სამყარო კი იმ კანონებით მართავს წუთისოფელს, რომელიც შემოქმედმა დაუდგინა. რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანთა მიერ წარმოებულ ენერგიას მატერიალებად გარდაქმნის და ფაქტებად უბრუნებს უკან. მოგახსენებთ იმას, რომ ჩემგან მოწოდებული ცოდნა სწორედ ის არის, რომლითაც სამყაროს კანონზომიერებანი განსჯიან. ამიტომ ძირეულად განსხვავებულია იმ ცოდნისაგან, რაც ხალხში არსებობს. ვიცი ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ რა ინფორმაციასაც აქამდე ეყრდნობოდა კაცობრიობა, თურმე დიდი სიცრუე ყოფილა. მაგრამ ჩემგან მოწოდებული ცნობები ხომ საფუძვლიანი ახსნისა და განმარტებების გარეშე არცერთი განმიცხადებია?! ამიტომ მათ თუკი სათანადოდ ჩაუღრმავდება ადამიანი და თან გარშემო მიმდინარე ფაქტებსაც დააკვირდება, არ უნდა გაუჭირდეს მათი სანდოობის მიხვედრა. რადგანაც ეს ცოდნა აქამდე დაფარული იყო და ახლა ჩათვალა უფალმა მისი გაცხადების აუცილებლობა, ესეც ხომ მისახვედრს ხდის იმას, რომ მართლაც დიდი საშიშროების მომკა დაუმსახურებია ადამიანთა მოდგმას?! ნუთუ აღარ არის დრო, გონების ძილიდან გამოღვიძებისა?! რადგან ვინც გეუბნებოდათ ყველაფერი კარგად იქნება, სულიწმიდა შემოდის ადამიანთა გულებში, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანააო და მისთანებს – ეს ყველაფერი რომ დიდი სიცრუეა, განა ამჟამინდელი მდგომარეობა არ იძლევა ამის მიხვედრის საშუალებას?! უკეთესობისაკენ რაიმე ნაბიჯი გადადგმულა მაინც?! როგორც ხედავთ რეალობა ცხადჰყოფს, რომ არა! თანაც ღმერთის სიტყვა სულ სხვა რამეს იუწყება, რაც შემდეგია: რომ ყველაზე დიდი სასჯელს ვინც იმსახურებს, მის დასჯას ბოლოსათვის იტოვებს. ამასთანავე ამბობს იმასაც, რომ ცოდვებით წაბილწული ადგილი ისე არ გასუფთავდება, თუ ან წყლით არ გადაირეცხა და ანდა ცეცხლით არ გასუფთავდაო. ვიცი არავის მოეწონება ამის მოსმენა და ყველაფერი რომ კარგად იქნება, იმის დაჯერება ურჩევნია. მაგრამ რეალობა სულ სხვა რამეს ცხადჰყოფს და მისი სინამდვილეც ისაა, რომ კაცობრიობამ უკვე არმაგედონის ფინალში შეაბიჯა. რისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გზა არსებობს მხოლოდ და მისი პოვნა კი შეუძლებელია იმ მხილებული ჭეშმარიტების მიღების გარეშე, რომელიც საუკუნეების მანძილზე საიდუმლოდ იყო დამალული და სიცრუით გადაფარული სატანის მოციქულების მიერ.

ნაწილი XIV

მოგესალმებით. ამჯერად უნდა ვამხილო ბოროტების ის სიღრმისეული ფესვი, რომელიც საფუძველია ყველა იმ მიზეზებისა, რომელნიც იწვევენ იმ დიდ უბედურებებს, ამჟამად რაც თავს ატყდება მსოფლიო მოსახლეობას.

საკითხის განხილვას დავიწყებ იმ გლობალური მიზეზის აღნიშვნით, რასაც გონების ძილი ჰქვია და გადაჭარბებულად ნათქვამი ნამდვილად არ იქნება ის შეფასება, თუკი ვიტყვი, რომ მსოფლიო ხალხის ძალზედ უდიდესი ნაწილი, ამ მხრივ უკვე საღათის ძილის სტატუსის კატეგორიამდეა მისული. რის დასამოწმებლადაც ის ერთი მაგალითის დასახელებაც საკმარისია, რასაც ეფშტეინის ფაილების სახელით მხილებული ფაქტები წარმოადგენენ და რაზედაც ხალხის რეაქცია ნულია. განა ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი შეიძლება ასეთ საშინელებას ასეთი გულგრილობით შეხვდეს?! ცხადია არა! და მხოლოდ მარტო ეს შემთხვევა ხომ არ არის, არამედ ყოველდღიურად უკვე ბოროტებების ჩადენის სერიალები ჩვეულებრივ მდგომარეობად იქცა და ერთი მუჭა ხალხის მიერ დაგეგმილი საშინელებების მიმართ მორჩილებას ავლენს 8 მილიარდს გადაცილებული მოსახლეობა. რატომ? იმიტომ, რომ გაძლიერებული ძალის წრე ზემოქმედებს მათზე. ხოლო როგორც გითხარით კიდეც, შემოქმედის მიერ მხოლოდდამხოლოდ დედამიწური მიზიდულობის არეალშია დაშვებული ორი კატეგორიის ძალის არსებობა: ღვთიური სულიწმიდის და სატანური არაწმიდა სულის ძალის სახით და ორივე ძალის გამააქტიურებელნი კი ადამიანები არიან.

უკვე ყოველი დღის გათენებას ადამიანები შიშით ეგებებიან, რადგან უბედური მოვლენების გამომწვევი ფაქტები გადასულია ყოველდღიურად მზარდი რეჟიმით განვითარებაზე. ხოლო ყოველივე ეს რა შედეგსაც იძლევა და საბოლოოდ რასაც მოიტანს კიდეც, მგონი ამის მიხვედრა უკვე აღარავის უნდა გაუჭირდეს. სამწუხაროდ ასეა, კაცობრიობა დიდი სისწრაფით მიექანება განადგურებისთვის გამზადებულ უფსკრულისაკენ. საშიშროება ძალიან დიდია და დღეს თუკი სადმე პატარა ადგილია დარჩენილი, რომელსაც დიდი დარტყმა არ მიუღია, იქ მყოფები ნუ იქნებიან დაიმედებულნი იმით, რომ ხვალაც ასე იქნება. რადგან კაცობრიობა არმაგედონის ფინალში შევიდა და ის კი შეუხებელს არავის დატოვებს – იმიტომ, რომ არათუ უცოდველი, არამედ ცოდვათა ავსების ზღვრამდე არის მისული ყველა და თანაც ისე, რომ საერთოდაც ვერ ხვდებიან ამას. ვინაიდან მათი გონება ღრმა ძილსაა მიცემული და გონების კონტროლის გარეშე დარჩენილი ცნობიერების მართვის სადავეს კი, რა თქმა უნდა სატანა ეპატრონება.

დღის წესრიგში უკვე დადგა საკითხი იმაზე, რომ ეშველება თუ არა არსებულ სიტუაციას რამე და თუ ეშველება, გამოსავალი რა არის? რა თქმა უნდა ყველა მდგომარეობიდან არსებობს გამოსავალი, თუკი სათანადო ცოდნით იქნება გადადგმული ნაბიჯები მის გამოსასწორებლად. მაგრამ რადგან საჭირო ცოდნის მიმღები ყველა კი არა, არამედ მარტო უმცირესობაა, ამიტომაც სამწუხაროდ მსოფლიოს 1/3-ს შეეძლება მხოლოდ თავის დაღწევა არსებული სიტუაციიდან და რა თქმა უნდა აუცილებლად სათანადო ცოდნით გადადგმული ცხოვრებისეული ნაბიჯებით.

მოგეხსენებათ, რომ პრობლემის აღმოფხვრა ისე ვერ მოხერხდება, თუკი არ მოხდება მიგნება მის გამომწვევ მიზეზთა ფესვისა. რადგან მხოლოდ პრობლემის წარმომშობი მიზეზის გარკვევა და მისი ლიკვიდაცია ვერ აღმოფხვრის მისი კვლავ განვითარების რისკს. იმიტომ, რომ ერთი სახეობის პრობლემა შესაძლებელია მრავალი სახეობის მიზეზის შედეგად წარმოიშვას. მაგრამ ყველა ამ მიზეზთა წარმოშობის სათავე კი ის ერთადერთი საფუძელია, რომელიც არის ღმერთის მიერ დადგენილი შესაბამისი კანონის დარღვევა. ამიტომ თუკი ეს კანონი არ იქნა ნაპოვნი და მისი დაცვის განხორციელება არ მოხდა, ისე პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ აღმოიფხვრება! ეს რომ ნამდვილად ასეა, არსებული რეალობა ამას მკაფიოდ ადასტურებს კიდეც. რადგან 21-ე საუკუნეა და ყველას მიაჩნია ის, რომ ადამიანურმა ცნობიერებამ განვითარების მწვერვალებს მიაღწია. მაგრამ საკითხავი სწორედ ეგ არის, რას ემსახურება ეს განვითარება? იმას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი გაანადგურონ ომებით? ტერაქტებით? ბავშვებისა და ქალების წამებით? გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისა და კლიმატური კატასტროფის გამოწვევით? ამისათვის განავითარა ადამიანმა საკუთარი ცნობიერება, რომ შიში დაეთესა და ნერვოზისა ფსიქიური აშლილობის ქარცეცხლში ჩავარნილიყო? რაიმეს არასწორად ვამბობ? რა თქმა უნდა არა! ვინაიდან სწორედ რომ ასეთი არის დღევანდელი მსოფლიო ხალხის მდგომარეობა და როცა ყოველდღიურად უბედურებების წვიმაა მსოფლიოს თავს, ყველაფერი კარგად იქნებაო, ვინც ამას ქადაგებს, როგორ შეიძლება ამის დაჯერება და არხეინად ყოფნა, თუკი გონებას მართლაც საღათას ძილით არ სძინავს?! ყველაფერი კარგად იქნება კი არა, თუკი დროულად არ გადაიდგმება გამოსასწორებელი ნაბიჯები – რაც მოხდება ძალიან ახლო მომავალში, ამას შესწრებით კი ყველა შეესწრება, მაგრამ რამდენი და ან როგორ მდგომარეობაში გადაურჩება ვინმე, ეს კიდევ საკითხავია.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, რადგანაც დრო მცირედიღა არის დარჩენილი, ამიტომ ყოველგვარი შელამაზების გარეშე, პირდაპირ ვიტყვი სათქმელს. რისთვისაც ჯერ უნდა ავხსნა ის, თუ რა ფენომენია ნათლისღება. რასაც გავაკეთებ ბიბლიის დახმარებით. როგორადაც იგი ამბობს: ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირებაა. ხორციელი ჭუჭყი რომ ცოდვებია, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მაგრამ კეთილი სინდისი რა არის, ამის ცოდნა კი ბევრს არა აქვს, ამიტომ განვმარტავ მას და მოგახსენებთ, რომ კეთილი სინდისი არის ღმერთის მიერ მიტევებული ცოდვებისგან განთავისუფლებული სინდისი. ხოლო ღვთისადმი შეპირება კი – ასეთი სინდისის მქონე პიროვნებისაგან აღთქმის დადება იმაზე, რომ ცოდვებს აღარ ჩაიდენს.

ახლა კი იმის შესახებ მოგახსენებთ, თუ როგორ ხდება ღმერთის მიერ ცოდვების მიტევება. როგორც ბიბლია ადასტურებს კიდეც, მიტევება არ ხდება სისხლის დაუღვრელად. რასაც აქვს თავისი ახსნა თუ რატომ და რაც უკვე წარმოდგენილი მაქვს „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნების მეშვეობით. ბიბლიით ასევე ცნობილია ისიც, რომ ძველი აღთქმის კანონმდებლობით, ცოდვების მისატევებლად გულწრფელი აღიარება და ცხოველთა სისხლის დაღვრა იყო საჭირო. მაგრამ კაცობრიობისაგან ჩადენილი ცოდვების სიმძიმისა და სიმრავლის გამო, მსოფლიო ხალხის სულის ძალის იმ დონეზე დამდაბლებას ექნა ადგილი, რომ კოსმოსთან კონტაქტის გაწყვეტის საშიშროება წარმოიშვა. ეს კი ადამიანთა მოდგმის განადგურების განაჩენია. ამიტომ აუცილებელი გახდა საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობაში, მადლის გაუხვების კანონის ამოქმედება. რაც ნიშნავს ნათლისღებაში ცვლილებებს და მის განხორციელებლად კი საჭირო იყო საკაცობრიო ცოდვების გამოსყიდვა ადამიანური კატეგორიის სულის გონების შემქმნელის სისხლით. რისი შესრულების გენეტიკური მემკვიდრეობაც იესო ნაზარეველს ერგო წილად.

ახლა კი იმას მოგახსენებთ, რა შეიცვალა ამით და რასაც სახელად, ძველი აღთქმის ახალი აღთქმით შეცვლა ჰქვია. რისთვისაც მცირედი მონახაზი უნდა გავაკეთო სულის ფუნქციონირების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სული ახალშობილის სხეულს კოსმოსიდან ეძლევა, რადგან სული კოსმოსურ მიზიდულობას არის დაქვემდებარებული, ხოლო სხეული კი – დედამიწურს. ახალშობილ სხეულს აქვს უნარი სულის კოსმოსიდან მოზიდვისა იმიტომ, რომ უცოდველი უჯრედებით არის აშენებული. რასაც დედის ორგანიზმში ახორციელებს დედისავე სული. ხოლო რაც შეეხება სულისა და სხეულის ერთმანეთთან ურთიერთმიზიდულობის კავშირსა და მათ გამთლიანებას ადამიანურ სიცოცხლედ, ეს იმიტომ არის შესაძლებელი, რომ სხეულებრივი უჯრედები მიღებულია სულისაგან. ამიტომაც შეუძლია სხეულს გავლენის მოხდენა სულზე. რასაც აკეთებს იმ ქმედებების მეშვეობით, აზროვნებით რომ დაგეგმავს.

ახლა კი იმ ცვლილებებზე გაცნობებთ, რაც ახალი აღთქმის შედეგად განხორციელდა საკაცობრიო მასშტაბით და რისი ნაწილიც ცნობილი არის ადამიანთათვის. მაგრამ მთავარი კი გასაიდუმლოებულია და სიცრუით გადაფარული ის საფუძველი, რასაც ეყრდნობა ყველა ის ცვლილება, რაც ხალხისათვის არის ცნობილი. ეს საფუძველი კი ნათლისღებაა. ანუ მადლის მიღება, ან იგივე განათვლა. რა შეიცვალა ამ მხრივ? მასზე ბიბლია იუწყება საკმაოდ მკაფიო ახსნას და ამბობს, რომ ძველი აღთქმის პერიოდში მღვდლები ჯერ თვითონ განიწმიდებოდნენ ცოდვებისაგან და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ წმიდაში შესვლა საიმისოდ, რომ სხვები გაენათლათ. რაც ხდებოდა მრავალჯერადად იმიტომ, რომ ცოდვების ჩადენისაგან ვერ იკავებდნენ თავს. მაგრამ როგორც ასევე ესეც ცნობილია კიდეც ბიბლიით – მათ დაკარგეს ეს უნარი ცოდვების ჩადენის სიმძიმისა და სიმრავლის გამო. ამიტომაც კაცობრიობის არსებობის შესანარჩუნებლად, საჭირო გახდა იესო ქრისტეს მიერ საკუთარი სისხლით ცოდვების გამოსყიდვის შედეგად, წმიდაში მისი ერთჯერადად შესვლა. რათა შეეცვალა გონების ჩანაწერი. რომელიც მისივე შექმნილი იყო ედემში ყოფნის დროს. რის თანახმადაც ადამიანებს გაუქმებული ექნათ განათვლის შემძლეობის უნარი. ხოლო ყველა ახალშობილს კი, კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდით ნათელღებული სული. ამიტომაც ქრისტე გახდა ბავშვთა საყოველთაოდ  მარადიული ნათლია.

ახლა განმარტებას გავაკეთებ იმაზე, თუ რას ნიშნავს წმიდაში შესვლა. რისთვისაც გაცნობებთ იმას, რომ ქრისტეობა ნიშნავს ქრისტეს სულის მიმღეობას. დედამიწური ადამიანის სხეულში ყოფნის დროს კი წმიდაში შესვლა ნიშნავს, აზროვნებით გონებაში შესვლას. როგორც გითხარით, ახალ აღთქმამდე ამის უნარი ჰქონდათ ერთეულ პიროვნებებს და სწორედ ამის შედეგად იქნა შექმნილი წმიდა წერილები. რომლებიც არ არის ადამიანური აზროვნების ნაყოფი. არამედ მათ შექმნაში აზროვნება ასრულებდა თარჯიმნის როლს. ასევე ამ უნარის მქონეთ ჰქონდათ განათვლის შემძლეობაც. ანუ დახმარების გაწევა პიროვნებისათვის იმაში, რომ მის შემეცნებას გონებისაკენ წარმართვაში დახმარებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რაც მთავარია და რაც არის ის, რომ გონების ჩანაწერში ცვლილების შეტანის უნარი და უფლება არავის აქვს მიცემული გარდა იმისა, ვინაც ქრისტეს სულის მფლობელია.

ახლა კი გადავდივარ იმ საგანგებოდ დაფარული საიდუმლოს გამხელაზე, რასაც მთელი თავისი ძალისხმევა მოანდომა სატანამ, თავისი მრავალრიცხოვანი ძალოვანების მეშვეობით. მართალია დიდხანს დამალა და თითქმის მთელი მსოფლიოს მოსახლეობაც გააბრიყვა, მაგრამ სიცრუე უმხილებელი ვერასოდეს დარჩება და ახლაც ასე მოხდა კიდეც. რადგან ბოროტება როცა ზღვარს გადავა, თავადვე ინადგურებს თავის თავს. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთმა კეთილად შექმნა ყოველივე და რაც მის მიერ არ არის შექნმნილი, ის აუცილებლად განადგურდება! ასეთია ამ მატერიალური სამყაროს საარსებო პრინციპი და მისი შეცვლა არავის და არაფერს შეუძლია ამქვეყნად!

ახლა კი ძალიან მოკლედ და კონკრეტულად განვაცხადებ სიმართლეს და ამასაც დავურთავ: რომ ვინც დაიჯერებს და ვინც არ დაიჯერებს, მხოლოდ თავისთვის! რადგან შედეგს უმალვე მიიღებს უკვე ახლა და არა მომავალში! ცხადია ყველა ხედავთ რაც ხდება მსოფლიოში და ვინც ცოტათი მაინც ჩახედულია ბიბლიაში, ისინი მიხვდებიან იმას, რომ ეს მეორედ მოსვლის ნიშნებია. თუმცა ასეთების თავგზის აბნევას სცდილობენ სატანის მოციქულები და ასე აცხადებენ: რომ ანტიქრისტე უნდა მოვიდესო. სინამდვილეში კი, ანტიქრისტე მოსული იყო კიდეც პიროვნების სახით და ამჟამად უკვე მკვდარია. თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავენ. რატომ ვერ ამოიცნო ის ადამიანებმა? ცხადია ამას აქვს თავისი მიზეზები: პირველ რიგში ის, რომ მას იქ არ ეძებდნენ, სადაც ნამდვილად იყო იმ პროპაგანდის ფონზე, რასაც რელიგიები ავრცელებდნენ და თანაც არავინ ელოდა იმას, რომ ისეთი პატარა და მცირე ერის წარმომადგენელი იქნებოდა, როგორშიაც წარმოიშვა. ამასთანავე მას ხომ ანგელოზური ნიღაბი და წმმინდას სახელიც ჰქონდა მორგებული და ამიტომაც აღმერთებდნენ და თაყვანს სცემდნენ კიდეც. თანაც არავინ იცოდა ნათლობის აკრძალვის შესახებ და მისი სახელიც ანტიქრისტე ამიტომაც უწოდა ბიბლიამ. რათა მიმხვედრი მიმხვდარიყო იმას, რომ იგი მეტოქეობას გაუწევდა ქრისტეს ბავშვთა საყოველთაო ნათლიობაში და გახდებოდა უამრავ ბავშვთა საყოველთაო ცრუმარქვია ნათლია.

ახლა იმასაც მოგახსენებთ რა დაუშავდა მსოფლიო მოსახლეობას ამ ნათლობების შედეგად. რასაც მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი. რადგან დაწვრილებით ყოველივე უკვე ახსნილი მაქვს წიგნებში და ყველასათვის ხელმისაწვდომად გამოქვეყნებულიც. როგორც გითხარით, ახალი აღთქმის კანონმდებლობით ყველა ახალშობილს დაბადებით ეძლევა სულიწმიდის მადლით ნათელცხებული სული და მისი ნათლიაც ქრისტეა. ისიც ცნობილია, რომ ღმერთმა ადამიანს უბოძა თავისუფალი ნება და ვინმეს მადლის მიღებას ვერავინ შეუფერხებს, თუ თავად არ იტყვის მის მიღებაზე უარს. რასაც სატანის მოციქულები ახერხებენ იმ გზით, სიცრუეს სიმართლედ რომ არწმუნებიებენ ხალხს, ანუ აცდუნებენ მათ. ვინაიდან ბავშვი სანამ იმ ასაკს მიაღწევს, როცა დამოუკიდებლად შესძლებს გადაწყვეტილების მიღებას ცხოვრების ნაბიჯების გადასადგმელად, მანამ მის ბედს აღმზრდელი მშობლები განაგებენ. ამიტომ როცა ისინი მათ უტარებენ ნათლობებს, ეს ნიშნავს სულიწმიდის გმობასა და ქრისტეს ნათლიობაზე უარის თქმას. ანუ კიდევ უფრო სხვაგვარად რომ ავხსნა: მათი ამ ქმედების სანაცვლოდ ჩადენილია მიუტევებელი ცოდვა და ვინც აცდუნა ისინი, ის იღებს ამ ბავშვისათვის განკუთვნილ მადლს იმის სანაცვლოდ, რომ მათმა მშობლებმა თავიანთი ნებით ისურვეს ასე. შედეგები კი, რომელიც უკვე ძალიან შორს არის წასული, მივიდა იქამდე, რომ კაცობრიობა არსებობის შეწყვეტის ზღვარს უახლოვდება.

ახლა კი იმაზეც მოგახსენებთ გამოსავალი არის თუ არა. რა თქმა უნდა არის. რადგან ღმერთი არასოდეს დაუშვებს თავისი ქმნილების განადგურებას. თუმცა თავის ქმნილებაში რა და როგორ იგულისხმება, ეს კიდევ ცალკე საკითხია და მასზე ახლა არ შევჩერდები. ვინაიდან სიტყვით შემსმენი მაინც მცირედი ერთეულებია მხოლოდ. ამიტომაც საქმით გამოცდიან ყოველივეს და ვინც გადაურჩება, თავადვე დაუწყებს ცოდნას ძებნას.

ბიბლია რომ აცხადებს ანტიქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები იქნებიანო. ყველანი უკვე სახეზეა და ათასგვარი ვერსიით ავრცელებენ სიცრუეს სულიწმიდის შემოსვლასა და ქრისტეს ადამიანად მოსვლის შეუძლებლობაზე. სიმართლე კი ერთადერთია მხოლოდ და არის ის, რომ ქრისტე მოვიდა კიდეც პიროვნული სახით და შეასრულა ის მისია, რისთვისაც იქნა მოვლენილი. ის კვლავ შევიდა წმიდაში და შეცვალა ჩანაწერი. რისი გადაწყვეტილებაც ღმერთმა იმიტომ მიიღო, რომ ადამიანთა გონიერების გასაზრდელად დადგენილი დრო და გენეტიკური პროცესებიც უკვე სასრულ სტადიაშია. ამიტომ ყველას, ვინც კი იმას მოისურვებს, რომ ცოდნით იყოლიოს ღმერთი, მას შესძლებს კიდეც. რადგან სათანადო ცოდნაც საქვეყნოდ არის გაცხადებული და საამისო გენეტიკური მდგომარეობის ორგანიზმსაც ფლობს ყველა. ასე რომ, ნურავინ იფიქრებს იმას, რომ თავის გასაკეთებელს სხვა ვინმე გაუკეთებს და ანდა თუკი არ გააკეთებს, ისე სიცოცხლეს გააგრძელებს. ვინაიდან პრაქტიკამ უკვე ცხადჰყო, როგორადაც დააფასეს ადამიანებმა ქრისტეს თავგანწირვა. ამჟამად კი ასე აღარ იქნება და ბიბლია კიდეც აცხადებს ამას, რომ იგი აღარ მოკვდება და მოსულია თავის მომლოდინეთა სახსნელადო. ასე რომ ნება თქვენია, ვინც ეძებთ, იცოდეთ მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნით მიაგნებთ მას და თანაც ნურც ე.წ. ელიტაში მოსძებნით. გაიხსენეთ ის, რომ იესო დიდგვაროვანი არ ყოფილა და არც ახლა აქვს მსგავს რამეს ადგილი.