ხუთშაბათი, ნოემბერი 26, 2020

უფალია ჩვენი სიმართლე

ბიბლიის წინასწარმეტყველებათა თანახმად, საუკუნეების მანძილზე დაფარულად მყოფი ჭეშმარიტება მხილებული უნდა ყოფილიყო საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამს, სახელწოდებით: „უფალია ჩვენი სიმართლე“(III ეზრა 6-18/28. იერემია 33-14/17).
არსებული რეალობა მტკიცებულება არის იმისა, რომ ნაწინასწარმეტყველები უკვე აღსრულებულია. რაც თავის მხრივ ნიშნავს იმასაც, რომ კაცობრიობა „არმაგედონის“ ეპოქაში შევიდა.
ღმერთმა ადამიანი ისეთი დონის მოაზროვნე არსებად შექმნა, რომ საკუთარი ბედისწერის შექმნა მიანდო და საამისოდ უბოძა თავისუფალი ნებაც. გონებაში კი ჩაუწერა ის კანონები, რომელთა დაცვითაც აზროვნებას ეძლევა სწორი მიმართულება საიმისოდ, რომ პატრონს ბედისწერისაგან ღვთის წყალობა მოამკევინოს.
საკაცობრიო ბედისწერისაგან მომკილი შედეგების აღმწერი ისტორია დასტურია იმისა, რომ კაცობრიობას ცხოვრებისეული მოღვაწეობის გზაზე აკრძალული მიმართულებით უვლია. რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ადამიანებს ჯერაც არა აქვთ ჯეროვნად შეცნობილი ის, თუ როგორ იწერენ საკუთარ ბედისწერას. ამიტომაც შედეგმაც არ დააყოვნა და ბედისწერის განაჩენით კაცობრიობას დამსახურებული ექნა „არმაგედონის“ მოვლინება. რისი პროცესის გადალახვაც უაღრესად რთულია მათთვის. ვინაიდან მისი მიმდინარეობის ფინალის დროს ადგილი აქვს ადამიანთათვის უცნობ მოვლენათა გამოვლინებებს.
შემქმნელმა თავისი ქმნილების შესახებ ყოველივე იცის. ამიტომ ცხადია მისთვის ცნობილია ის, რომ „არმაგედონის“ აღსრულების პროცესის გადალახვა რეალურად შეუძლებელია სათანადო ცოდნით ხელმძღვანელობის გარეშე. სწორედ ამ მოვლენის გასავლელად დახმარების გაწევას ემსახურება ის აღთქმა, რომელიც მან დაუდო თავის ერს: რომ ამ მძიმე პერიოდში მათ მოუვლენდა დამხმარეს ცოდნით: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (რომაელთა 11-26,27).
ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს!!!
„უფალია ჩვენი სიმართლე“- თქვენს წინაშეა.

შენიშვნა

ამ საიტით სარგებლობას თავისი განსაკუთრებული წესი აქვს, რომელიც შემდეგია:
წარმოდგენილი მასალის შეცნობასა და კარგად გაგებას, გონიერების მაქსიმალურ დონეზე მოკრება სჭირდება. რაც საკმაო ძალისხმევას საჭიროებს. მისი მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში არის შესაძლებელი, თუკი მათი გაცნობის მსურველი საამისო დროდ დილას შეარჩევს და მათ წაიკითხავს მანამ, სანამ ვინმეს დაეკონტაქტება!!! ამ წესის აუცილებლად დაცვის გარეშე, ჭეშმარიტება ვერ შეიცნობა!!! რადგანაც დილით გაღვიძებისას, აზროვნება ირჩევს მიმართულებას საიმისოდ, თუკი საით უნდა წარიმართოს განწყობა და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა სახის ინფორმაციას მიიღებს პირველად. აქ წარმოდგენილი მასალა კი სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც განწყობას იმ სწორ მიმართულებაზე დააყენებს, საიდანაც ხდება ბედისწერისაგან ღვთის წყალობის მომკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი ეს რჩევა არ იქნება გათვალისწინებული; მაშინ ნურც შედეგის მოლოდინს ექნება ადგილი. რადგანაც უკვე არასწორი მიმართულებისაკენ წარმართული აზროვნება, ჭეშმარიტების შეცნობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს და მაშასადამე ვეღარც ბედისწერისაგან მიიღებს ღვთის წყალობის მომკას!!!
ნოემბერი 2020
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

ბოლო ჩანაწერები

1a 300x194 - მთავარი

აღთქმული დანაპირები

თვით სახელწოდება აღთქმული დანაპირები უკვე მისახვედრს ხდის იმას, რომ საქმე ეხება დაფარული ჭეშმარიტების იმ წინასწარმეტყველური ცნობების გამოცხადებას, რომელთაც აქამდე არავინ შეხებია. ვინაიდან საუბარია გადმოსაცემი...
maxresdefault 100x75 - მთავარიvideo small - მთავარი

The Secret / საიდუმლო