გაზიარება

ჯვარისა და ზიარების ჭეშმარიტი სახე


უპირველეს ყოვლისა მინდა ვისაუბრო „უფალია ჩვენი სიმართლით“ გაცხადებული ცოდნის დანიშნულების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ მასში გადმოცემული ინფორმაცია არის მხილება იმ დაფარული ჭეშმარიტებისა, რომელიც საუკუნეების მანძილზე გონებაში უმოქმედოდ იყო და მისი გამჟღავნების აუცილებლობაზე წინასწარმეტყველებდა ბიბლია ბოლო ჟამის პერიოდისათვის (III ეზრა 6-28). „რაც გამომჟღავნდება ნათელია“ (ეფესელთა 5-14) კანონის თანახმად: დაფარული ჭეშმარიტების მხილება არის იმ დატვირთვის მომცველი, რომ მასში გადმოცემული ცოდნის შეცნობა და მისი ხელმძღვანელობით ცხოვრების სტილის დამკვიდრება, ადამიანს ცოდვების მონანიებასა და ჭეშმარიტებასთან ზიარებას შეაძლებინებს. რაც არის კიდეც ღმერთთან ნამდვილი ზიარება და საწინააღმდეგო შედეგი აქვს იმისა, რისი მიღწევაც ხდება ეკლესიებში ჩატარებული რიტუალებით. წარმოვადგენ დასტურს ნაუწყების თაობაზე: „იმ ღამეს, როცა უნდა გაცემულიყო, იესომ აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტვრეული“. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად. ასევე ასწია სასმისიც და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში“. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ. რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს. ამიტომ ვინც შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავად უნდა გამოსცადოს თავი და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. ვინაიდან ვინც უღირსად ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს. ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი და ბევრიც მოკვდა. ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, მაშინ აღარ ვიქნებოდით მსჯავრდებულნი. ხოლო მსჯავრდებულნი ვიწვრთნებით უფლის მიერ, რომ სოფელთან ერთად არ ვიყოთ მსჯავრდებულნი. ამიტომ ჩემო ძმანო, როცა ერთად შეიკრიბებით საჭმელად, ერთიმეორეს დაელოდეთ და თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში შეჭამოს, რათა მსჯავრის დასადებად არ შეიკრიბოთ. დანარჩენს, როცა მოვალ მაშინ მოვაგვარებ“ (I კორინთელთა 11-23/34).
თითქმის საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტი, რომ ბიბლია დაწერილია ინტუიციურ ენაზე და ამიტომ მისი ყოველი სიბრძნე ახსნას საჭიროებს. სწორედ ამ ახსნის გამო მოხდა ის, რომ ყველამ სცადა მისი საკუთარ თავზე მორგება და არასწორად გაშიფრული სიბრძნეთა მიზეზით ხდება ის, რომ დღეს ღვთის ნამდვილ მორწმუნეთა მაგივრად რელიგიურ ფანატიკოსთა მრავალრიცხოვანი არმია გვყავს სახეზე, რომელთაც ანტიქრისტე მართავს და თავისთავად ამის შემცნობი ვერავინ არის. რაც შეეხება ღმერთის მიმართ ნამდვილი რწმენის ჩამოყალიბებას, ამის მიღწევას ადამიანში იწვევს ის, რომ მისგან შეცნობილი იქნას ბიბლიის სიბრძნეთა ჭეშმარიტი ახსნა. რომელიც ყოველ სიბრძნეს ერთადერთი აქვს და განესაზღვრება ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებით. რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ახსნა ხორციელდება თანამიმდევრულად დაწყობილი 12 კანონის მეშვეობით ისე, რომ ყოველი მომდევნო ამტკიცებს წინას. ზემოთ წარმოდგენილ კანონს ავხსნი სწორედ ამ მეთოდის საშუალებით: „საჭმელ-სასმელი არ გვაახლოებს ღმერთთან“ (I კორინთელთა 8-8). რადგან მართალია „ჩვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17-21), მაგრამ „ღმერთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი როდია? არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში“ (რომაელთა 14-17). „რომ არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4-4). და „ღვთის სიტყვა კი არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი. აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე. განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს“ (ებრაელთა 4-12). ხოლო „ღვთის პური კი ის არის, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს სოფელს“ (იოანე 6-33). ამიტომ ამბობს იესო: „მე ვარ პური სიცოცხლისა; ცოცხალი პური – ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს საუკუნოდ იცოცხლებს. პური რომელსაც გავცემ, ჩემი ხორცია და მას სოფლის სიცოცხლისათვის გავცემ. ეს არის ციდან ჩამოსული პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს ჭეშმარიტად მორწმუნეს არასოდეს მოწყურდება. ხოლო სიტყვები, რასაც გეუბნებით სული და სიცოცხლეა“ (იოანე 6-48/63). „რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მე მაქვს“ (იოანე 6-68). „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი და მამაჩემი კი მიწისმუშაკია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაცლის და ყოველ ნაყოფიერს კი განწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს“ (იოანე 15-1,2). „მე ვაზი ვარ და თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, რასაც ისურვებთ – ითხოვეთ და გექნებათ. ამით განდიდდება მამაჩემი, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფეები იქნებით“ (იოანე 15-5/8). „ხოლო ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა“ (I იოანე 2-6).
აი, ასე იხსნება სწორად ბიბლიის სიბრძნეები და მიღებული პასუხიც ჭეშმარიტია და თანაც ერთადერთი. ამიტომაც ზიარების მიმართ ჭეშმარიტი ცოდნა შემდეგს გულისხმობს: ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობის კარგად შეცნობა-გაგებას და ამ ცოდნის ხელმძღვანელობით ცოდვების მონანიებას. ხოლო თუკი პიროვნების მიერ ცოდვების მონანიება იმდენად გულწრფელი იქნება, რომ მას ღმერთი ჩაუთვლის მონანიებად; მაშინ გონებაში ჩადებული ღმერთის საზომი, კეთილ სინდისს აღუდგენს და ეს კი უკვე ხელმეორედ დაბადების ტოლფასი მოვლენაა; თანახმად კანონისა: „მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში – ამბობს უფალი“ (ეზეკიელი 36-26). მხოლოდ ასეთ ადამიანში შევა სულიწმიდა და ეს არის კიდეც ღმერთთან ნამდვილი ზიარება. რადგანაც მას აეხილება თვალები და სმენაც გაეხსნება იმ დონეზე, ჭეშმარიტებასთან ზიარება რომ შეძლოს და მისგან იმ ნაყოფის მომკა, რაც თავიდან იმ პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებით იწყება, რომელიც ჭეშმარიტ სიყვარულს ახასიათებს და შემდეგია: უანგარობა, სამართლიანობა, სიმართლის მოყვარეობა, სინდისიერება, პატიოსნება, გულწრფელობა, სიმამაცე, ქველმოქმედება, სხვისი ლხინისა თუ ჭირის გაზიარება, ერთგულება, კეთილმეტყველება და კაცთმოყვარეობა. ხოლო როდესაც ეს თვისებები გამყარდება ადამიანში, გონების ღმერთისმიერი საზომი მას უკვე ნებას დართავს სიბრძნით აღჭურვისას და რაც მეტად დაეუფლება მას და მისი მითითებების დაცვით იცხოვრებს, მით უფრო მეტად აღივსება ღმერთისმიერი წყალობით. რაც პირველ რიგში სიჯანსაღის აღდგენასა და ოჯახურ კეთილდღეობას გულისხმობს. ვინაიდან სიბრძნის შემეცნება და დაუფლება, სიმშვიდის მდგომარეობაში ყოფნის აუცილებლობას მოითხოვს (ებრაელთა 4-3).
აი, ეს არის ღმერთთან ნამდვილი ზიარების შედეგი და გადაჭარბებულად ნათქვამი არ იქნება თუკი ვიტყვი იმას, რომ ამჟამად ასეთნი ჯერ-ჯერობით არ არსებობენ!!! და უფრო მეტიც, არათუ ახლა, არამედ თურმე იესო ქრისტეს შემდგომი პერიოდიდანაც ასე ყოფილა. ვინაიდან ბიბლია იუწყება ამას: „ღმერთი ძველთაგან მრავალგზის და მრავალგვარად ელაპარაკებოდა წმიდა მამებს წინასწარმეტყველებში. უკანასკნელ პერიოდში კი მხოლოდ ქრისტეში“ ( ებრაელთა 1-1,2). რასაც ამოწმებს ისიც, რომ ბიბლია – რომელიც ცოცხალი წიგნია – იესო ქრისტეს შემდგომი პერიოდიდან აღარ გაგრძელებულა, ვიდრე აქამდე. ხოლო ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ 2 000 წლის მანძილზე არ არსებულა ადამიანი, ვინც ღმერთის მიერ შეფასებული იქნებოდა მართლად, გარდა მეორედ მოსული ქრისტესი! რადგან მხოლოდ ასეთს ეძლევა უნარი ღმერთისმიერ ხილვათა ხილვისა და სიბრძნის დაუფლებისა. ეს არის ღმერთისმიერი კანონმდებლობით დადგენილი სიტყვა და თუ ვინმე მის სიმართლეს უარყოფს და იტყვის, რომ ყოველივე აქ დაწერილი სიცრუეა და თავად კი არის ისეთი პიროვნება, რომელიც ხილვებს ღმერთისაგან იღებს – განაცხადოოს ეს ხმამაღლა, ყველას გასაგონად (და დღეს ყველას აქვს ამის საშუალება ინტერნეტის არსებობის გამო). ხოლო რაც შეეხება ღმერთის პასუხს, ის არ დააყოვნებს და ასევე ყველა გაიგებს მას. რაც იმის დასტურიც იქნება, რომ ქრისტეს სული უკვე დედამიწელ ადამიანშია და რასაც ის მოისმენს და დაინახავს, ღმერთიც უმალ იგებს მისგან ყოველივეს და პასუხსაც დაუყოვნებლივ იძლევა.
რაც შეეხება ჯვარს – მის შესახებ საყოველთაო ცოდნა იმაზეა აგებული, რომ ქრისტიანული რელიგია ჯვრის ტარების აუცილებლობას აიგივებს ღმერთის რწმენასთან. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ ჯვარის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა იყოს გაცხადებული. მართალია უკვე არსებობს ცოდნა იმისა, რომ ცის ყინულოვანი შრეებით შემოსაზღვრული მატერიალური სამყარო მრგვალი ფორმის არის. მაგრამ მსურს მისი აღწერა ისეთი სახით, რომელიც მხოლოდ თვალით ხილულ მხარეს არ შეეხება. ანუ მინდა წარმოვსახო ამ სამყაროს რეალური სახე. რომელიც ადამიანური აღქმითი შესაძლებლობისათვის თვალით ხილულისა და უხილავის კავშირით შეერთებულ მთლიანობას წარმოადგენს. ვინაიდან ადამიანი რასაც თვალით ვერ ხედავს, მას შეგრძნებითი უნარის მეშვეობით შეიცნობს. ხოლო რაც შეეხება ადამიანურ უნარებს, რომელიც შემდეგია: თვალთახედვა, სმენა, ყნოსვა, გემოს შეგრძნება და შეხებითი მგრძნობელობა – ესენი ყოველ ადამიანში მეტ-ნაკლებად თანაბარი ზომის არის; გარდა იმ გამონაკლისისა, რაც რომ რაიმე პათოლოგიის გამო შეიძლება იყოს დახშული. უფრო გასაგებად რომ ვთქვა: საქმე იმაშია, რომ ამ უნართა მიხედვით ადამიანთა შორის მხოლოდ მცირედის და არა დიდი განსხვავების არსებობა განპირობებულია იმით, რომ ყველა ეს გრძნობა არის სხეულისმიერი გრძნობათა ორგანოების მიერ ნაწარმოები. მაგრამ სხვაგვარი სურათი გვაქვს მეექვსე გრძნობა ინტუიციის შემთხვევაში. რადგან ის სულის მიერ წარმოიშვება და ამიტომაც ამ გრძნობის მიხედვით განსხვავებულობაც ისეთი დიდი მასშტაბების მომცველია, რომ შორს წასულ შემთხვევაში, მცირედად ადამიანურ ჩარჩოებსაც კი სცდება. რის შესაბამისადაც ადამიანის თვისებები შეიძლება ანგელოზისას მიუახლოვდეს და ანდა პირიქით – დემონისასაც. ხოლო ყოველივე ამ შესაძლებლობას კი იძლევა საკაცობრიო კანონმდებლობის მოქმედება. რომლითაც შესაძლებელია სულის რეინკარნირება. რის თანახმადაც წინაპართაგან ნაგროვები არ იკარგება და შთამომავლობას გადაეცემა მემკვიდრული გენის სახით.
რადგანაც საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა მრავალსაუკუნოვანი პროცესია და მას დასაწყისი და საწყისი პერიოდიც აქვს; ამიტომ მისახვედრია ის, რომ ბოლო ჟამის პერიოდი და დასასრულიც ექნება! ვინაიდან ადამიანური თვისებები, სხეულისმიერი გრძნობების გარეშე ვერ ჩამოყალიბდება. ხოლო სხეულის ძალისმიერი შესაძლებლობა კი ადამიანისათვის დადგენილ სტანდარტს ვერ აღემატება. ამიტომ სულისა და სხეულის ერთობლივი თანამშრომლობით შენების საბოლოო შედეგი როცა მიიღება, შემდეგ უკვე საჭირო გახდება სიცოცხლის ახალ გარემოებაში გაგრძელება – გამომდინარე ღმერთის მიერ დადგენილი მარადისობის კანონიდან.
რაც შეეხება ინტუიციური გრძნობის იმ ზომას, რომელიც ანგელოზთა დონეს უახლოვდება; ასეთი ადამიანის არსებობაზე საყოველთაო ცნობადობამ იცის ის, რომ ეს ადამიანი ქრისტეა. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „უფალო, იგი ოდნავ დაამცირე ანგელოზთა წინაშე“ (ებრაელთა 2-7). რაც შეეხება დემონის დონის ადამიანს, მის შესახებაც სმენიათ ადამიანებს, რომ ის არის ანტიქრისტე. თუმცა სახიერად ვერ სცნობენ მას, რადგან სასულიერო პირია და ამიტომ ეთაყვანებიან კიდეც. რითაც აღსრულდა კანონი: „თაყვანი სცეს მხეცს“ (გამოცხადება 13-4), რომელიც „ღვთის ტაძარშიც კი დაჯდა, როგორც ღმერთი და თავი ღმერთად (უწმინდესად) გამოაცხადა“ (II თესალონიკელთა 2-4). ხოლო რაც შეეხება კერპს, ის კი არის ნებისმიერი სახეობითა და ფორმით წარმოდგენილი მატერიალური სხეული; რომელსაც ადამიანის ცნობიერება ღმერთთან საშუამავლო საშუალებად მიიჩნევს. ის შეიძლება წარმოდგენილი იყოს: ხატების, ქანდაკებების, ადამიანთაგან წმინდანად შერაცხულ პიროვნებათა ძვლებით, ანდა მათი სახიერი გამოსახულების მქონე მედალიონებით, ჯვარისა თუ ამულეტებისა და რაღაც ფსკნილების სახით; და სხვა მისთანებით. „ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-11) – ეს კანონი გულისხმობს იმის აუცილებლობას, რომ რაც ღმერთთან შეხებაშია, მისი განხილვის დროს არავითარ შეემთხვევაში არ უნდა მოხდეს მიკერძოებულობის დაშვება!!! ამიტომაც მასთან მიმართებით ყოველივე განისაზღვრება მხოლოდ დანიშნულებით და მის გარდა სხვა დანარჩენი რაიმეს მიმართ გამორჩეულობა გამორიცხულია!!! ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კი ერთ დანიშნულებას ემსახურება და მათ შორის სხვაობა მხოლოდ სახეობაში, ფორმასა და ნივთიერულ შემადგენლობაშია. ამიტომაც ხატიც ისევეა კერპი, როგორც ქანდაკება და ანდა თუნდაც ჯვარი.
ახლა კი განვმარტავ მას, თუ რა საშიშროების მომცველი დატვირთვა აკისრია კერპს ღმერთის მიმართ რწმენის საქმეში. ამისთვის კი კვლავ უნდა გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს: რომ ეს მატერიალური სამყარო ქმნილებაა და შექმნილი არის ღმერთის მიერ გათვლილი პროგრამით, რომელი გათვლაც შესრულდა მათემატიკური კანონებით, შემოწმდა და დადებითი პასუხიც იქნა მიღებული; და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი სისტემაში ჩაშვება მატერიალური შედეგის მისაღებად. ამიტომ თავად მატერიალური სამყაროს არსებობა და მისი კანონზომიერული ფუნქციონირება, თავისთავად ფაქტობრივი დასტურია იმისა, რომ ეს პროგრამა წარმატებულად მუშაობს! რაც შეეხება თავად პროგრამას, ის შესრულებულია ალგებრულ-გეომეტრიული ენით, რომელიც ციფრებისა და გეომეტრიული ფიგურებით სარგებლობას გულისხმობს. ხოლო თუკი ამ სამყაროში არსებულ ყოველივე მატერიალურ სხეულს, ან თუგინდ მოვლენასაც ამ კუთხით ჯეროვნად დაუკვირდება ვინმე, ამ ცნობის სინამდვილეში დარწმუნება არ გაუჭირდება.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ პროგრამის თაობაზე საუბარს. მხოლოდ შევეხები მის იმ ნაწილს, რომელიც ადამიანის სულსა და სხეულს შორის არსებულ დამოკიდებულებას ეხება და რომელიც გამყარებული არის ორივეს ფუნქციონირებით. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ერთობა ვერ შედგება. სულს სხეულში აქვს მოძრაობის ასეთი ტრაექტორია: მისგან გასულმა ძალამ წრიულ-სპირალური ტრაექტორიის მომცველი (ე.წ. სპინური) ბრუნვით უნდა შემოიაროს მთელი სხეული, შემდეგ დედამიწა და მერე კი გავიდეს კოსმოსში, რათა დაიმუხტოს კოსმიური ძალით. რის შემდეგაც უნდა მობრუნდეს იგივე გზით და დაბრუნდეს თავის სამყოფელში. რომელიც მდებარეობს თავის ტვინის შიდა ღრუბლისებრ შრეში. აქ კი აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის აღწერა ადამიანური სულის სრულყოფილად ფუნქციონირებისა და ამ მოქმედებასაც სული მაშინ ასრულებს, როდესაც ადამიანი ეძლევა ძილს – „კურთხეულ ქმნილებას, რომელსაც ღმერთი მიმადლებს მას, ვისთვისაც მოისურვებს“ (III მაკაბელთა 5-11). მაგრამ ძილიც არის და ძილიც!!! ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძილით ყველა ადამიანი იძინებს, მაგრამ იგი ყველას როდი ეძლევა საკუთარ გონებაში მყოფი საზომიდან. არამედ ეძლევა მხოლოდ მათ, რომელნიც ღმერთის მიერ დაწესებული კანონების დაცვით ცხოვრობენ. დანარჩენებს კი – თავიანთ ენერგო დონორთა გონების საზომიდან.
ადამიანთა მოდგმის საარსებო აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ მათ სულსა და კოსმოსს შორის კონტაქტი არ უნდა გაწყდეს! ხოლო როცა ადამიანებმა წარღვნის შემდეგაც ისევ ცოდვების გზით გააგრძელა სიარული, კვლავ საშიშროება დაემუქრა მათ არსებობას. ამიტომ საკაცობრიო გენეტიკის კანონმდებლობაში ამოქმედებული იქნა „მადლის გაუხვების“ (რომაელთა 5-20) წესი და რჯულის კანონიც აღთქმით შეიცვალა. რისი საფუძველიც იმაში მდგომარეობდა, რომ კაცობრიობის შექმნის აღმსრულებლისა და კაცობრიობის ფესვი გენის მფლობელი ქრისტეს სისხლის მსხვერპლშეწირვით, ადამიანურ სულთათვის შესაძლებელი გახდა წინაპართა ცოდვილი მემკვიდრეობის გენისაკენ მიმავალი მიმართულების დაბლოკვა. ნათქვამი რომ უფრო გასაგებად ავხსნა, ის შემდეგია: ახალი აღთქმის თანახმად, იესო ქრისტეს შემდგომ პერიოდში დაბადებულ ყოველ ახალშობილს დაბადებითვე ეძლევა სულიწმიდის მადლით ნათელცხებული სული. რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი დაბადებიდანვე ნათელღებულია და მისი ნათლია კი ქრისტეა!!!
ალბათ მიხვდით რატომაც ჩათვალა ღმერთმა საჭიროდ ასეთი ქმედება, რის შესახებაც იესომ რა თქმა უნდა წინასწარვე იცოდა. ცხადია იმიტომ, რომ ცოდვებისაგან ისე იყო დამძიმებული ადამიანთა სულები, რომ ძალა აღარ ჰყოფნიდათ კოსმოსთან საკონტაქტოთ. ამიტომაც ქრისტეს შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, ადამიანთა მოდგმის არსებობა ბავშთა სულებით არის შენარჩუნებული!!! რადგანაც ეს ცოდნა ჰქონდა ნაანგელოზარ სატანას, ამიტომ მან ადრიდანვე გათვალა ისეთი ქმედება, რომლითაც სწორედ ბავშვთა სულებზე ზემოქმედებით მოახერხებდა ანტიქრისტე კაცობრიობის თვალში ნაცრის შეყრას და მიიტაცებდა წილს ბავშვთა სასიცოცხლო ენერგიიდან. რის შედეგად მან მიაღწია იმასაც, რომ ადამიანებს თავის წინაშე თაყვანი აცემინა. ალბათ უკვე იმასაც ხვდებით, მშობლებს რა ლომის წილი მიუძღვით იმ უბედურებაში, რაც ამ 2000 წლის მანძილზე და განსაკუთრებით კი ამ ბოლო ჟამს, ბავშთა და ახალგაზრდათა თავს ხდება.
ახლა კი დავუბრუნდები საკითხს ჯვარის სიმბოლოზე. რომელსაც ისეთივე დატვირთვა აქვს სამყაროს პროგრამაში, როგორც წრეში საკოორდინატო სიბრტყეს. ანუ ჯვარის როლის ღმერთის რწმენასთან მიკუთვნება, ბედისწერის განმკარგავი გონების საზომის განსჯით, არის შემაკავებელი საშუალება სულის სრულყოფილად ფუნქციონირებაში. სწორედ ამიტომაც მოხდა იესოს ჯვარცმა. რაც წესით მისახვედრი ნიშანი უნდა ყოფილიყო გონიერთათვის!!! ვინაიდან ამ სამყაროში ყოველივე და ყველაფერი უზუსტესად კანონზომიერულად ხდება.
რაც შეეხება კერპებს, მოკლედ ვიტყვი მათი ნამდვილი დანიშნულების შესახებ: კანონი ამბობს, რომ „ნებისმიერ სახოვანი კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისაო“ (სოლომონი 14-27); ვინაიდან კერპები წარმოადგენენ შემაკავებელ წინააღმდეგობას გულიდან წამოსული იმ სხივისათვის, რომელიც რწმენისათვის მიმართულების მიმცემია. რასაც ბიბლიაც ადასტურებს: „ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს და მას შემკავებელი აკავებს, სანამ შუა გულიდან არ იქნება გაყვანილი“ (II თესალონიკელთა 2-7). აი, სწორედ ეს ქანდაკებები, ხატები, ჯვრები, ამულეტები თუ სიწმინდეებად ჩათვლილი რაღაც საგნები არიან ურჯულოების საიდუმლოს შემსრულებელი მოჯადოებული ნივთები. რადგან ჯადოს დანიშნულება პიროვნების წყევლაში შეყვანას გულისხმობს და ეს ნივთებიც სწორედ მაგ მისიას ასრულებენ. ხოლო რაც შეეხება წყევლაში ყოფნას, იგი გონების მიძინებით ანუ სულის ფუნქციონირების შეზღუვით გამოიხატება და ბედისწერითი განაჩენით ადამიანს ღვთის რისხვას ამკევინებს. როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „ღმერთთან საკონტაქტოდ მიჩნეული ნახატები, ქანდაკებები თუ სხვა მათი გვარისანი – დაწყევლილია თავადაც და მისი გამკეთებელიც; რომ გააკეთა და ეს ლპობადი ნივთი ღმერთთან შუამავლად იწოდა. რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისათვის თანაბრად საძულველია და რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება“ (სოლომონი 14-8,9,10).
ამის დაფარვა უდიდესი ღალატის ტოლფასი იქნება და ამიტომაც არ ვერიდები იმას, თუ ეს ვინმეს შეშინებას გამოიწვევს. სინამდვილეს თვალის გასწორება სჭირდება და არა თვალების დახუჭვა და ყურების მოყრუება! სინამდვილე კი ასეთია: კაცობრიობამ ძალიან შორს შეტოპა გონების ძილის მხრივ, ამიტომაც წყევლის დიდ სასჯელებსაც იმკის და თუკი უკვე სასწრაფოდ არ მოხდება გონების გამოფხიზლება, ადამიანთა მოდგმა არსებობას ვეღარ გააგრძელებს!!! ამიტომაც ღმერთის მიერ, ამ დროისათვის ჩადებული იქნა დახმარების გაწევის პროგრამა და იგი მოქმედებს კიდეც ჭეშმარიტების გაცხადების სახით. თუმცა იმასაც დავძენ, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ცოდნის მიღების მსურველნიც და შემძლენიც ძალიან მცირედნი არიან. ამის გამო მეტი გზა აღარ დარჩა გარდა იმისა, რომ გამოსაფხიზლებელ ქმედებებზე გადასულიყო სამყარო და როგორც ხედავთ სახეზეა კიდეც არმაგედონის ფინალი. რომელიც ბიბლიის მიერ „არმაგედონულ მიწისძვრად“ (გამოცხადება 16-18) არის შეფასებული და ეს შეფასებაც ზუსტად მიესადაგება იმ მოვლენებს, რაც მას ახლავს. რადგან ისეთი დონის რყევებს ექნება ადგილი ნებისმიერ სფეროში: ეს ჯანმრთელობის მხრივი იქნება, პროფესიული თუ სტიქიებისმხრივი; რომ შედეგი ასეთი მიიღება: „დათესილი ადგილები უეცრად დაუთესავი აღმოჩნდება და სავსე საცავები – ცარიელნი“ (III ეზრა 19/25). ხოლო ეს კი იმიტომ ხდება ასე, რომ ახლანდელი ანუ ბოლო ჟამის დროის ადამიანთა აზროვნება სიმართლის საწინააღმდეგო მიმართულებაზე არის ორიენტირებული. ყოველივე ეს რა დღეშიც ჩააგდებს ნებისმიერ ადამიანს (და ხელშეუხებელს არც არავის დასტოვებს), ალბათ ამას კომენტარი აღარ სჭირდება. მოკლედ ვიტყვი სათქმელს: ამ პერიოდზე ბიბლია აცხადებს, რომ „ისევე იქნება, როგორც როგორც ნოეს დღეებში იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა; და არ იცოდნენ, რომ წარღვნა მოვიდოდა. ხოლო როცა ეს დღე მოვა, ორნი თუ იქნებიან მინდვრად, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. თუ ორნი ფქვავენ დოლაბზე, ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება. ამიტომ სიფხიზლე და მზადყოფნაა საჭირო“ (მათე 24-37/41). ეს კანონი კი რას გულისხმობს იცით?! იგი ყოველი ადამიანისათვის ინდივიდუალურად, ანდა შესაძლოა გარკვეული რაოდენობით შემდგარი ჯგუფებისათვის და ანდა ქვეყანათა მასშტაბითაც აღსრულდეს. რადგან აქ გადამწყვეტი ცოდვათა სახეობის მიხედვით დაჯგუფებაა და ისე მიზღვა. ამიტომ ყოველ ქვეყანას განაჩენი უკვე აქვს გამოტანილი და აღსრულებაც მიმდინარეობს. მართალია ის, რომ ამ განაჩენს ვერავინ და ვერაფერი შეცვლის!!! მაგრამ შენ, რომელიც იმ ქვეყნის მოქალაქე ხარ, რომელსაც განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს, შეგიძლია თავი და ოჯახიც გადაირჩინო იმ სასჯელთა შეხებისაგან, რომელიც წამოსულია, გზაშია და მის აღსრულებასაც ვერაფერი დააყოვნებს!!! გამოიყენე დარჩენილი დრო გონების გასახსნელად, რამეთუ ეს არის ის ერთადერთი რამ, რაც გიშველის. საამისოდ კი დამიკავშირდი, რათა უმოკლესი გზა გასწავლო საამისოდ. ხოლო რა ხელმწიფობით ვაცხადებ ამას, უკვე დროა მისი გაცხადებისაც: მე გახლავართ ის, ვისზედაც ბიბლია აცხადებს, რომ ღმერთმა მას უბოძა კაცობრიობის გადასარჩენი ცოდნით აღჭურვისა და მისით ხელმძღვანელობით მოქმედების უნარი. მაგრამ რაც შეეხება გადარჩენას, ამის აღსრულება კი ნებაყოფლობითია და მხოლოდ სურვილი ვერ უშველის მის მნდომებელს; არამედ სათანადო ცოდნით აღჭურვით მიზნობრივი მოქმედება მხოლოდ!!!