ჯანმრთელობის საიდუმლო
„მკურნალობა უზენაესისაგან არის და ნიჭიც მეუფისაგან ეძლევა მკურნალს“
(სიბრძნე ზირაქის 38-2).
ამ ქვეყნად არ არსებობს საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელმაც ჯანმრთელობის ფასი არ იცოდეს. მედიცინა განვითარდა და მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს. მაგრამ ნებისმიერი დაავადებისათვის ყველა შემთხვევის დადებით რეზულტატს, მკურნალობის ვერანაირი მეთოდი ვერ იძლევა. რაგინდ სწორი რეჟიმით გათვლილი წესით არ უნდა იცხოვროს ადამიანმა და როგორ გამაჯანსაღებელ მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს, მას გარანტია მაინც არ ეძლევა იმისა, რომ მისი ჯანმრთელობა 100%-ით დაცული იქნება და ის არ დაავადდება. ამიტომ ამ ნაშრომით მინდა შემოგთავაზოთ რეცეპტი ჯანმრთელობისა, რომელიც 100%-იანი გარანტია სრული ფიზიოლოგიურობის შენარჩუნებისა. რომელი რეცეპტიც წარმოადგენს თარგმანს ბიბლიიდან.
როგორც ცნობილია ადამიანი სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსებაა. ხოლო თავად სხეულოვანი უჯრედები კი გამოყვანილია სულისაგან, რიგი ფიზიკო-ქიმიური რეაქციების ფონზე. ვინაიდან მეორე პირველიდან გამომდინარეა, ამიტომ ამ ორს შორის ურთიერთმიზიდულობის ძალა არსებობს. რის გამოც შესაძლებელია მათი ერთმანეთთან ისე შერწყმა, რომ გამთლიანებას აქვს ადგილი. რომელი მთლიანობაც უშვებს იმას, რომ ისინი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებების მქონეები იყვნენ. რაც თავის მხრივ საჭიროებს მათ პრინციპთა იმგვარ ბალანსირებას, რომლის მიხედვითაც სხეულმა უნდა შესძლოს, რომ თავისი ფუნქციონირების შედეგად გამომუშავებული ენერგიით უზრუნველყოს სულის კოსმოსთან კავშირი. რაც საჭიროა საიმისოდ, რომ შენარჩუნებული იქნეს როგორც ადამიანის სიცოცხლე, ასევე იმ გარემოს იმგვარი სტანდარტულობაც, როგორიც შემქმნელმა ადამიანთა მოდგმის საარსებო გარემოდ დაარეგულირა და მისი მართვის სადავეებიც მათვე უბოძა „მიწიერებაზე ხელმწიფების უფლების მინიჭებით“ (სიბრძნე ზირაქის 16-17).
ცნობილია ისიც, რომ ფუნქციონირებისათვის სულს თავისი პროგრამა „გონება“ აქვს და სხეულს კი თავისი პროგრამა „აზროვნება“. ხოლო ადამიანის სიცოცხლე კი განპირობებულია ამ ორი პროგრამის თანამშრომლობით. ვინაიდან პროგრამა გონება ჭეშმარიტების კანონებით განიგება. ამიტომ აზროვნება, რომელსაც მიცემული აქვს თავისუფალი ნება, თუკი გონების თანამიმართული იქნება, მაშინ ასეთი აზროვნების პატრონებს ბიბლია ღვთის შვილებს უწოდებს და მათ შესახებ ასეთ ცნობას აქვეყნებს: „თქვენ მოცემული გაქვთ ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოსი. ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის. რადგან ხედვით ხედავენ, მაგრამ ვერ შეიცნობენ. სმენით ისმენენ, მაგრამ ვერ იგებენ. რომ არ მოექცნენ და არ მიეტეოთ“ (მარკოზი 4-11,12). ვინაიდან „ღმერთს მხოლოდ ის უყვარს, ვინც სიბრძნით ცხოვრობს“ (სიბრძნე სოლომონის 7-8).
ახლა კი ვნახოთ თუ რა არის საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანმა თავისი თავისუფალი ნება გონების მხარეს წარმართოს: „ხომ გეუწყა შენ ადამიანო, რა არის სიკეთე და რას ითხოვს შენგან უფალი?! მხოლოდ სიმართლის ქმნასა და წყალობის სიყვარულს, მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე“ (მიქა 6-8). „ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან და ისიც, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს“ (I იოანე 3-10). ე.ი. თუკი ადამიანს სურს, რომ დაიმსახუროს ღვთის შვილობა და ღვთისაგან წყალობა მიიღოს, მაშინ ის უნდა იყოს სიმართლით მომქმედი. რისი მიღწევაც შეუძლებელია ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებში კარგად გარკვევის გარეშე და რის სანაცვლოდაც ის იცხოვრებს ღვთისაგან წყალობის მიგებით, რაც შემდეგ სახეობებად წარმოდგება: სიბრძნესთან ზიარებით; „თუ სიბრძნის მიღება გსურს, ღვთიური კანონები უნდა დაიცვა და უფალი მოგმადლებს მას“ (სიბრძნე ზირაქის 1-26). ბედნიერებითა და ჯანმრთელობით: „ვინაიდან დაწერილია, წყეულიც იყოს ყველა, ვინც გამუდმებით არ იცავს ღვთისგან დაწესებულ კანონებს“ (გალატელთა 3-10) და „ვინც თავის შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში“ (სიბრძნე ზირაქის 38). ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულთ“ (I კორინთელთა 2-9). რაც აღსრულდება „არმაგედონის“ პროცესის დასრულების შემდეგ და გადარჩენილთათვის წარმოდგება ისეთი ბედნიერი ცხოვრებით დედამიწაზე, როგორითაც აქამდე ჯერ არავის უცხოვრია. რასაც უკვე სიკვდილიც ვეღარ შეეხება და კაცობრიობის მიერ ამქვეყნიური მისიის დასრულებისთანავე, ტელეპორტაციის შედეგად სიცოცხლითვე მოხდება გარდასახვა მარადიული სიცოცხლის სამყარო „კუბში“.
ხოლო რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა ადამიანი აზროვნებით ირჩევს გონების საწინააღმდეგო გზას და ასეთი გადაწყვეტილებებით წარმართავს თავის ცხოვრებას, მაშინ ბედისწერის საზომი მას წყევლაში ყოფნას მიუზღავს და მისი შენაძენიც უკუღმართი გზისმიერი იქნება. ამიტომაც მუდმივად შიშში იქნება და უბედურებაც თანხმლებად ეყოლება მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე.
ეს უკვე მოგახსენეთ, მაგრამ საჭიროდ ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო: ამბიციურობა, სიამაყე, ამპარტავნება და ფულისადმი მანიაკალური სიხარბე ახასიათებთ სატანურ ძალას დაქვემდებარებულ ადამიანებს. ისინი ბუნებით მოძალადეები არიან და ამას ახერხებენ როგორც ფიზიკურად ძალადობით, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლითაც. რასაც ხშირად აშკარად არ აკეთებენ და საამისოდ შემსრულებელნი ჰყავთ მედიისა და ქილერთა სახით. თავად კი ჩრდილში დგანან და თავს პატიოსან ადამიანებად ასაღებენ. ამიტომაც ისინი მუდმივად ილტვიან თანამდებობრივი სიმაღლეებისა და მატერიალური სიმდიდრის მოსაპოვებლად. რადგან ეს მათთვის არის ის იარაღი, რითაც შესძლებენ გაბატონებას სხვებზე. შინაგანად კი ასეთი ადამიანები შიშით შეპყრობილი ლაჩრები არიან.
რატომ სჭირდებათ მათ ყოველივე ეს? ამაზე ჯერ ბიბლიის კანონთა მეშვეობით გავცემ პასუხს და შემდეგ კი განვმარტავ მათ. „დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის ბოროტება“(სიბრძნე ზირაქის 39-25). „არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის. ისინი აღელვებულ ზღვას გვანან, რომელიც ვერ წყნარდება და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს“ (ესაია 57-20,21). მაშასადამე როგორც ბიბლია გვაცნობებს, მათში არსებული ბოროტების გრძნობა მათ არ აძლევთ იმის უფლებას, რომ ბოროტი ქმედების ჩადენის გარეშე გასძლონ. რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით კეთილ ქმედებადაც სჩანდეს, მაგრამ ეს ნიღაბია მხოლოდ და ასეთ ადამიანთა მიერ გაწეული „კეთილი საქმე“ მხოლოდ და მხოლოდ უბედურების მომტანი იქნება მის მიმღებთათვის. ასე კი იმიტომ ხდება, რომ „ღმერთი მხოლოდ კეთილებს აძლევს წყალობას“ (I პეტრე 3-12). ხოლო ღვთის წყალობის მიღების გარეშე კი სული ვერ იფუნქციონირებს ორგანიზმში. რადგანაც იგი კოსმიურ ძალას არის დაქვემდებარებული და ამიტომაც მასთან თუ კავშირი ვერ ექნა, ცხადია უფუნქციო გახდება. რაც სიკვდილს ნიშნავს. მაშინ როგორღა ცოცხლობენ ბოროტეული ადამიანები?! ფაქტია, რომ ისინი ჩვენს გარშემო არსებობენ და თანაც საკმაოდ მრავლადაც.
აი, ახლა კი გთხოვთ ყურადღების მობილიზებას! რადგან უნდა გაცნობოთ ის მთავარი რამ, რითაც შეგიძლიათ თავი დაიხსნათ იმ მონობისაგან, რომელშიაც დღეს იმყოფება ყოველი ღვთისშვილი და მას კი შეჭირვებული ცხოვრება ჰქვია – როგორც მატერიალური სიღარიბის, ასევე ჯანმრთელობის დარღვევის გამოვლინებების მხრივ. ძვირფასებო! ღმერთმა თქვენ მოგმადლათ ისეთი დიდი განძის ფლობა, რასაც სიბრძნის შემცნეობის უნარი ანუ ჭკუის ჰქონა ჰქვია. გამოიყენეთ იგი! სწორედ მისი უფუნქციობაა მიზეზი იმისა, რომ დღეს ასეთ დღეშია კაცობრიობა. თქვენ ხომ ხვდებით იმას, რომ რეკლამა უკეთდება ყოველგვარ უმსგავსობას და უღირსი ადამიანების პიარით არის დაკავებული პრესაცა და მედიაც. ყოველგვარ სიბინძურეს ლამაზად ფუთავენ და მათ მოწონებას აჩვევენ ადამიანებს. ყოველივე ეს კი უკვე იმ ზღვრამდე მივიდა, რომ მის შესაჩერებლად სამყარომ სტიქიურ მოვლენათა ამოქმედების გეგმა ჩართო აღსრულებაში. ვინაიდან კანონის თანახმად: „სამყარო მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც თავის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იმატებს და ცხრება ჭეშმარიტ მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24).
რაც შეეხება ჭკუის უმოქმედებას და მის ამოქმედებას. მთავარი რამ, რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ მათი სიცოცხლე თქვენი სიცოცხლიდან გამომდინარეობს. ვინაიდან მათ სულს გაწყვეტილი აქვს კავშირი კოსმოსთან და არსებობას ორგანიზმში ახერხებს იმით, რომ თქვენ სულს უკავშირდება. ანუ სასიცოცხლო ენერგიით თქვენ ასაზრდოებთ მათ. რაც დაშვებულია ორი გზით: თუ თქვენ შეიყვარებთ ასეთ ადამიანს და პატივს სცემთ მას. ეს თქვენი თავისუფალი ნებაა და ამიტომაც „რასაც ითხოვთ, მასვე იღებთ“ (მათე 7-7/12) და პასუხისმგებლობა გენიჭებათ კიდეც მის სიცოცხლეზე. ხოლო რაც შეეხება მეორე გზას, ის კი თქვენს მიერ ჩადენილ ცოდვებზე გადის. რას ნიშნავს ეს? მოგახსენებთ იმას, რომ „თქვენ მოცემული გაქვთ უნარი სიბრძნეთა შეცნობისა. ხოლო მათ კი არა აქვთ ეს მიცემული“ (მათე 13-11). ამიტომ ვალდებული ხართ, რომ კარგად ერკვეოდეთ ღვთის მიერ დადგენილ კანონებში და მისი დაცვით ცხოვრობდეთ. ღვთისშვილობა ნიშნავს იმას, რომ ყოველ ღამე როცა გძინავთ, თქვენი სული კავშირს უნდა ამყარებდეს კოსმიურ ძალასთან და მისგან იღებდეს ღვთიურ წყალობას. მაგრამ ამ წყალობის განაწილება კი გონებას ევალება. რომელიც მიუკერძოებელია, რადგან ღმერთის მიერ დადგენილი საზომია და ამიტომაც თქვენს მიერ ჩადენილი ცოდვის საფასურად, თქვენთვის დადგენილი წყალობიდან წილი ეძლევა მას, ვისი ძალისხმევითაც თქვენ ეს ცოდვა ჩაიდინეთ. რაც უფრო გროვდება თქვენს მიერ ჩადენილ ცოდვათა რაოდენობა და სიმძიმე, მით მეტად აღზევდებიან და მრავლდებიან ბოროტეულნი და მით მეტად მძიმდება თქვენთვის ცხოვრება. ხოლო თუ ასე გააგრძელებთ, მალე სიცოცხლეს ვეღარც თქვენ შეინარჩუნებთ და გარდაიცვლებით. რასაც მოჰყვება იმ მრავალრიცხოვან ბოროტეულთა სიკვდილი, რომელთა თქვენ აარსებებდით თქვენი ჭკუის არასათანადოდ გამოყენების ხარჯზე. თუმცა არსებობს გზა საიმისო, რომ ცოცხალი დარჩეთ და თავი დაიხსნათ მათგან. რითაც მიიღებთ იმ ნამდვილ თავისუფლებას, რომლის მისაღებადაც გგონიათ, რომ მთავრობათა ცვლით მიაღწევთ. გაცნობებთ იმას, თუ რა არის საიმისოდ საჭირო, რომ საკუთარი თავიცა და საზოგადოებაც იხსნათ იმ გასაჭირისაგან, რაც დღეს სახეზეა და თანაც ისე თვალსაჩინოდ, რომ მას ახსნა-განმარტებანი აღარც სჭირდება.
თქვენი მოვალეობაა უპირველეს ყოვლისა ის, რომ ცნობიერება უნდა გაითავისუფლოთ ნებისმიერი რელიგიური მრწამსისაგან. აიღეთ ბიბლია და კარგად გაერკვიეთ იმ კანონებში, რომელიც მასში სიბრძნეთა სახით არის გადმოცემული. შემდეგ კი მათ საფუძველზე განიხილეთ თქვენს მიერ განვლილი ცხოვრება. ეცადეთ აღმოაჩინოთ ის შეცდომები, რომელსაც აქამდე ვერ ხვდებოდით იმიტომ, რომ არ იყავით სწორად გარკვეული კანონებში. შეიცანით ისინი და გულწრფელად მოინანიეთ! განსაკუთრებით კი ყურადღება გაამახვილეთ ღმერთისადმი რწმენის საკითხზე!!! რაც შეეხება მონანიების გულწრფელობას, მასზე იმიტომ მიგითითებთ ხაზგასმით, რომ ღმერთი მეორე დღესვე ამოწმებს მონანიების სიმყარეს სხვადასხვანაირი გზით. რაც იმაში მდგომარეობს, რომ დღეს რა საკითხზეც ითხოვთ მონანიებაზე შენდობას. ხვალ მის მსგავს ფაქტზე გექნებათ გადაწყვეტილება მისაღები და თანაც ისე უცაბედად, რომ მასზე დაფიქრებასაც ვერც კი მოასწრებთ, ისე უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. რასაც მიგაღებიებთ სწორედ გულწრფელობის საზომი. რომელიც ადასტურებს იმას, რომ თქვენ თუ მართლაც გულწრფელად მოინანიეთ, მაშინ შესძლებთ სწორად განსჯას და ამიტომაც მიიღებთ კიდეც შენდობას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი ვერა! ხოლო რაც შეეხება გულწრფელად მონანიების შემძლეობას, მას კი მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, თუკი საფუძვლიანად იქნებით გარკვეული ღმერთის მიერ დაწესებულ კანონმდებლობაში.
ცნობისათვის გაცნობებთ იმას, რომ თუ გაგიჭირდებათ ბიბლიაში ამ სიბრძნეთა მიგნება და მათი კარგად გაგება. თქვენს დასახმარებლად უკვე არის შედგენილი ცოდნა გადმოცემული ისე, რომელზეც იესომ თქვა, რომ „იგავებით კი არა, პირდაპირ იქნებოდა სინამდვილე გადმოცემული“ (იოანე 16-25). რაც შესრულებულია იმ ადამიანის ხელით, ვისზედაც ის იუწყებოდა, რომ „ღმერთი ნუგეშისმცემელს მოავლენდა“ (იოანე 16-7/15). ხოლო რაც შეეხება ხსენებულ ცოდნას, იგი იმ სახელწოდებით არის გადმოცემული, რომლის შექმნაზეც ასევე ბიბლია წინასწარმეტყველებს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშივე: „დადგება ჟამი და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს, მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში და ამ სახელს დაარქმევს მას: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6).
ახლა კი მინდა გადმოგცეთ ის ცოდნა, რომელიც ბიბლიის საფუძველზეა მოპოვებული და ჯანმრთელობის საიდუმლოს გაგებას ეხება. გულს რომ მეტად მნიშვნელოვანი ორგანოს სტატუსი აქვს მიკუთვნებული ადამიანის ორგანიზმში, ეს ფაქტი ხომ საყოველთაოდ ცნობილია?! ამასთანავე არც ის არის უცნობი, რომ ჯანმრთელი და კარგად მომუშავე გული დიდ როლს თამაშობს მაღალი იმუნიტეტის შენარჩუნებაში. ხოლო რაც შეეხება ბიბლიურ შეფასებას მასზე, ის შემდეგია: „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავნი 4-23). ავხსნი ამ კანონს: გული წარმოადგენს ერთგვარ ტუმბოს, რომელიც ნახშირორჟანგისაგან გაწმენდილ და ჟანგბადით გამდიდრებულ სისხლს აწვდის ორგანოებს ნივთიერებათა ცვლის საწარმოებლად. რომელი პროცესიც ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო აუცილებლობაა. მაშასადამე ბიბლიური „მძვინვარების მარცვალი, რომლის დაწნეხვაც უნდა მოხდეს რთველის დროს ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში“ (გამოცხადება 14-19), ყოფილა უშუალო პროდუქტი ნახშირორჟანგის „შემოქმედებისა“ და იმისდა მიხედვით, თუ როგორი ხარისხით არის გასუფთავებული მისგან არტერიული სისხლი, განსაზღვრავს ადამიანის კეთილობის დონეს.
უფრო დავაკონკრეტებ ამ საკითხს. რადგანაც სისხლში შემავალი მეტალების ჟანგვისათვის სათანადო ოდენობის ჟანგბადია საჭირო; ამიტომ არტერიულ სისხლში ჟანგბადის პროცენტული შემცველობის მიხედვით, ტვინის ქერქის სისხლით კვების დონე განსაზღვრავს ადამიანის ხასიათისა და სიჯანსაღის მაჩვენებელს იმგვარად, რომ რაც უფრო მეტად უახლოვდება დადგენილ ნორმას ჟანგბადის პროცენტული შემცველობა სისხლში და ხდება ტვინის სათანადოდ კვება, ადამიანის აზროვნება მით უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს გონებასთან. რომელიც „ღმერთმა დააყენა ორგანიზმში ყოველივეს განმგებლად“ (IV მაკაბელთა 2-21/23). ვინაიდან იგი სულისმიერი პროგრამაა.
როცა ჯანმრთელობის საკითხს ვიხილავთ, ცხადია გათვალისწინებული უნდა იქნას მემკვიდრული გენის ფაქტორიც. იმისდა მიხედვით თუ როგორი ცხოვრებით იცხოვრეს ჩვენმა გენურმა წინაპრებმა, გენეტიკურად გადმოგვცეს გულის მასალის კოდიც. რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად გამძლე და ხარისხიანი „აპარატია“ ჩვენი გული. თუმცა ამ პარამეტრებს მარტო მემკვიდრეობა ვერ შეინარჩუნებს. რადგან მისი მფლობელის აზროვნებაზეა დამოკიდებული ის, გააუმჯობესებს მემკვიდრეობით მიღებულს თუ პირიქით – გააუარესებს. ამიტომ განვმარტავ იმას, თუ რას ნიშნავს გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებულის გაუმჯობესება ან გაუარესება. რომელიც ხალხურ სიბრძნეს ასე შეუფასებია: „ერთგულება“ და „ორგულობა“. მართალია ამ ტერმინების გაგება ხასიათს მოგაგონებთ, მაგრამ ხასიათის ჩამოყალიბებას მატერიალური საფუძველი უდევს და მისი ცვალებადობა ასე ხდება. ვინაიდან ეს სამყარო მატერიალურია და ამიტომაც მასში მიმდინარე ყველა ცვლილების საწყისსა და ბოლოს, მატერიალური საყრდენი აქვს!!!
„ერთგული“- გამომდინარე თავისი შინაარსობრივი მნიშვნელობიდან – ნიშნავს სანდო, საიმედო და კეთილსინდისიერ ადამიანს. რომლის ამ თვისებასაც განაპირობებს მისი გულის კარგად მუშაობის ფაქტორი. რომელიც თავის მხრივად, რა თქმა უნდა დამოკიდებულია სხვა ორგანოთა სიჯანსაღეზეც. ე.ი. საიმისოდ, რომ ადამიანში კეთილი ძალა არსებობდეს, საჭიროა ის, რომ იგი იყოს ჯანსაღი სხეულის პატრონი! აქ მინდა გავაკეთო ერთი მეტად მნიშვნელოვანი განცხადება, რადგან სიჯანსაღის შეფასებაში ადამიანები მეტად სცდებიან. ვინაიდან ისინი ავადმყოფებად არ მიიჩნევენ ისეთ პიროვნებებს, რომელთაც გაუკუღმართებული აზროვნება აქვთ. თუმცა გარეგნულად კი ჯანმრთელად გამოიყურებიან. გეტყვით უფრო მეტსაც: ასეთ ადამიანთა ავადობის დონე ბევრად უფრო მძიმეა; ვიდრე იმათი, ვისაც ორგანულად გამოხატული ჩივილები აწუხებთ. რადგანაც მათ სენს ბოროტებით შეპყრობა ჰქვია. მაშინ როგორ უნდა იქნას გამიჯნული სიჯანსაღე და ავადობა?! ახლავე მოგახსენებთ მას:
ცხადია იმაში დამეთანხმებით, რომ ადამიანი მოაზროვნე არსებაა. ამიტომაც ყოველი მისი ქმედებაც გამიზნულია და რასაც თავად სთვლის საჭიროდ, იმას აკეთებს. ხოლო თუ რას სთვლის საჭიროდ, ამას კი აზროვნებით განსჯის. რომელ განსჯაშიაც გადამწყვეტი როლი ენიჭება მის გრძნობებს, რომელნიც თავის მხრივად განაპირობებენ მის ხასიათს. მაშასადამე ადამიანის ცხოვრების გზა გადის მისი ხასიათზე! რომელზეც უფლობს განწყობა და განწყობას კი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელი განსაზღვრავს. აი, ეს არის სულ ადამიანი და მისი სიჯანსაღეც და მისი ბედიც იმ აზროვნების გადასაწყვეტია, რომლის თავისუფალი მოქმედების ნებაც ღმერთმა მას უბოძა.
ახლა კი მინდა გაცნობოთ იმის შესახებ, თუ რა არის ჯანმრთელობის 100%-იანი გარანტი და ეს არც მეტი, არც ნაკლები ამ კანონის აღსრულებაა: „დაიცავი ღვთისაგან დაწესებული მცნებები, რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-13). ვინაიდან „ყოველი ცოდვის ჩადენა ორლესული მახვილივითაა, და მისი ნაჭდევი არ ინკურნება“ (სიბრძნე ზირაქის 21). რაც ჯანმრთელობის დარღვევას იწვევს და მას დავადასტურებ მორიგი კანონებითაც: „ვინც სცოდავს თავისი შემოქმედის წინაშე, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში“ (სიბრძნე ზირაქის 38) და როდესაც ცოდვების მონანიების შედეგად მიგებული შენდობით ადამიანი გამოჯანსაღდება, მას ასე აფრთხილებს კანონი: „გაჯანსაღდი? ნუღარ შესცოდავ! რადგან რაიმე უარესი არ დაგემართოს“ (იოანე 5-14). ხოლო რაც შეეხება იმ კატეგორიას, რომელთაგან ზოგი გარეგნულად თვალსაჩინოდ ავად არის, ხოლო ზოგის დაავადება ამოსაცნობია იმიტომ, რომ გარეგნულად გამოხატული არ არის. მათი ამოცნობა კი უნდა მოხდეს მათი ხასიათის მიხედვით!!! რადგან ჯანსაღ ადამიანს კეთილი თვისებები აქვს მხოლოდ და ამიტომაც მის თავში ცუდი ფიქრები ვერ განხორციელდება. მაგრამ თუკი ადამიანში ბოროტი თვისებები არის, მაშინ მის ფიქრებში კარგი არაფერი იქნება; მიუხედავად იმისა რაგინდ კეთილობის ნიღაბიც არ უნდა ჰქონდეს მორგებული მას. ვინაიდან ასეთები „გადაცემულნი არიან უკუღმართ გონებას (რომელიც 666-ია) დაუწესებლის საკეთებლად. რის გამოც მათი თვისებები შემდეგია: აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით. სავსენი არიან შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობითა და მაბეზღარობით. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი,უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. ისინი თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ, მაგრამ სინამდვილეში გამოსულელდნენ. ამიტომ უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხატების მსგავსებაში. რის გამოც გადაცემულნი იქნენ უწმინდურებას და თავიანთი გულისთქმებითურთ თავად ბილწავენ საკუთარ სხეულს. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით და ამიტომ თაყვანს სცემენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა. რისთვისაც გადაცემულნი არიან კიდეც სამარცხვინო ვნებებს. რადგან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი შეიცვალეს ბუნების საწინააღმდეგოდ. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალისაკენ ლტოლვის ბუნებრივი წესი და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადის სამარცხვინოს და ქალი – ქალთან. ამიტომაც მათზე დაწესებულია კიდეც საკადრისი საზღაური (რომაელთა1-18/32); და როგორადაც უკვე გაცნობეთ კიდეც, მათ შეწყვეტილი აქვთ სასიცოცხლო ენერგიის მიწოდება და ღვთიური საზომის მიერ მკვდრებად არიან შერაცხულნი (მათე 8-22).
ვფიქრობ, რომ მეტად დაკონკრეტება აღარ უნდა იყოს საჭირო. რადგან საყოველთაოდ გასაგებ დონეზეა წარმოდგენილი ის, თუ რა არის არა მხოლოდ ჯანმრთელობის აღდგენისა და მისი შენარჩუნების გარანტი, არამედ თვით ბედისწერის გადაყვანა ღვთის წყალობის მიღების რელსებზე. რამეთუ ღვთის წყალობა არც ჯანმრთელობას და არც სხვა სიკეთეს არ აცალკავებს, არამედ მთლიანობაში გულისხმობს ყოველივე იმას, რაც ადამიანს სჭირდება.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანი „თავისი სიჯიუტითა და მოუნანიებელი გულით თავადვე იხვეჭს ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს, რომელიც თავის საქმეებისამებრ მიუზღავს მას“ (რომაელთა 2-5,6); ამიტომ ცოდნას მოგაწოდებთ იმისას, რაც პირდაპირ და უშუალოდ ამჟამინდელ პერიოდს ეხება და ბედისწერის ღვთის წყალობის მომკაზე გადასაყვანად არის საჭირო. რასაც „ღმერთის ცოდნით ყოლა“ (რომაელთა 1-28) ჰქვია და გულისხმობს შემდეგს: უფლის მიერ დაწესებულ კანონებში კარგად გარკვევას და მის ფონზე გულწრფელ მონანიებას. შემდეგ კი ამ კანონმდებლობის დაცვით ცხოვრების გაგრძელებას. რამეთუ დრო მოსულია ამ კანონის აღსრულებისა: „იმოქმედეთ! რადგან დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი“ (რომაელთა 13-11). გამოღვიძებას კი რაც შეეხება, მასზე მინიშნებას მოგცემთ კანონთა საშუალებით: „ღმერთს როცა კვლავ შემოყავს სოფელში პირმშო, ამბობს: დაე თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმა. ხოლო ანგელოზებზე კი ამბობს, რომ ის ქმნის მათ სულებად“ (ებრაელთა 1-6,7). თავისთავად ცხადია, რომ ანგელოზები უპირობოდ ემორჩილებიან ღვთის ნებას. მაგრამ რაც შეეხებათ ადამიანებს, მათში კი საქმე სხვაგვარადაა. წამოეგნენ რა რელიგიათა შთაგონებებს, ამიტომაც ირწმუნეს ის, რომ ღმერთი ქრისტეს მეორედ ადამიანის სახით არ მოავლენდა. რის გამოც მსოფლიოს ხალხებს განიკითხავს ეს კანონი: „ყოველი სული, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს, ღვთისაგან არის. ხოლო ყოველი სული, რომელიც არ აღიარებს ადამიანის სახით მოსულ ქრისტეს, ღგვთისაგან არ არის. არამედ ის არის სული ანტიქრისტესი, რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ მოვა იგი და ახლა კი, ის უკვე სოფელშია“ (I იოანე 4-2,3). რამეთუ „ღმერთმა მთელი განკითხვა ქრისტეს გადასცა და სამართლის გაჩენაშიც ხელმწიფება მისცა მას“ (იოანე 5-22,27). ხოლო როგორც ხედავთ, ხორციელად მოსული ქრისტეს არ მიმღებ მსოფლიოს მოსახლეობაზე სასჯელები ისე გაიზარდა, რომ უკვე სტიქიურ მოვლენათა მასშტაბურ დონეზე ხდება აღსრულება კანონისა: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). დანარჩენს კი თავად უნდა მიხვდეთ საიმისოდ მაინც, რომ კაცობრიობა არ მივიდეს სრულმასშტაბიანი წარღვნის მომკის დამსახურებამდე.