გაზიარება

ჯანმრთელობა

ახლა უნდა ვისაუბრო საკითხზე, რომელიც ყველა ადამიანის ინტერესის საგანს წარმოადგენს. ეს არის ჯანმრთელობა, რომლის შესახებაც უამრავი სახეობის რეცეპტს იძლევიან მედიცინის წარმომადგენლები. თუმცა მაინც ვერ არის მიგნებული ისეთი ცოდნისათვის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მისი დაცვით ადამიანს შენარჩუნებული ექნას ჯანმრთელობა. დიახ, სამწუხაროდ ასეა! მიუხედავად განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზე ასვლისა, მედიცინა მაინც უძლურია იმ მხრივ, რომ მისთვის ნებისმიერი დაავადება განკურნებადი იყოს. თავისთავად დაისმის კითხვა: შესაძლებელია კი, ნებისმიერი დაავადება განიკურნოს? ანდა იარსებოს ისეთმა ცოდნამ, რომ მისი ხელმძღვანელობით გამომუშავებული იქნას ის საშუალება, რომ ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს? პასუხი ასეთია: დიახ, არსებობს ცოდნა იმისა, რომ ნებისმიერი დაავადებაც განიკურნოს და თუკი ადამიანი მოისურვებს ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას, მაშინ ის არასოდეს დასნეულდება!!!
სწორედ ამ ცოდნის გაზიარებას ვაპირებ ახლა, მისი მიღების მსურველთათვის და საამისოდ მსურს შეხსენება ერთი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტისა, რომელიც შემდეგია: ნებისმიერი პრობლემის დასაძლევად საჭიროა შეცნობა მისი გამომწვევი მიზეზებისა და უპირველეს ყოვლისა კი იმ საფუძვლისა, რომლის ნიადაგზეც ეს მიზეზები წარმოიშვა. დაავადებათა წარმოშობისა და თვით სიკვდილის დადგომის შემთხვევაშიც ასეა: მათი წარმოშობის ჯერ საფუძველი არსებობს და შემდეგ მისგან გამომდინარე ის მიზეზები, რომელთაც სისრულეში მოჰყავთ საფუძვლით ჩარგულის აღმოცენება.
რაც შეეხება საფუძვლის ნიადაგზე აღმოცენებულ და დაავადებათა წარმომშობ მიზეზებს, მათი გარკვევა მედიცინას უკვე ძალიან კარგად შეუძლია. მაგრამ რაც შეეხება მათი წარმოშობის საფუძვლის სიღრმემდე ჩაწვდომას, აი ამას კი მისი ცოდნა ვერ სწვდება. ვინაიდან იგი სულის შესახებ ისეთ ცოდნას საჭიროებს, რაზედაც მეცნიერებს ხელი არ მიუწვდებათ. წესით ამ ცოდნას რელიგია უნდა ფლობდეს, მაგრამ არც ის არის აღჭურვილი სათანადო ცოდნით და ამის მიზეზია ის, რომ რელიგია დასაბამითვე დაადგა არასწორ გზას, როცა მან უარი თქვა მეცნიერებასთან თანამშრომლობაზე. სინამდვილეში კი ეს ორი, ერთი მთლიანი ცოდნის ნაწილებია. ამიტომ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნით ვერანაირად ვერ მოხერხდება სრულყოფილი ცოდნის მიღება და ფაქტი სახეზეა იმისა, რომ ეს ასეა კიდეც.
ვინაიდან და რადგანაც ჩემს მიერ მოწოდებული ცოდნა სწორედ იმ გზით არის შეძენილი, რომელიც ამ ორი განაყოფის შეერთების შედეგია, ამიტომ მისი მიღება უჭირს საზოგადოებას. ამასობაში კი, არასწორ ცოდნაზე ორიენტირებული კაცობრიობა იმ შედეგების მომკის პიკს მიადგა, რომელიც თავისთავად მოჰყვებოდა არასწორი ცოდნის გამოყენებით ცხოვრებას. დიახ, დღეს კაცობრიობა უკვე ისეთ ჩიხშია შესული ჯანმრთელობის მხრივი მდგომარეობით, რომ თუ არა იმ ცოდნით სარგებლობა – რომელიც ჩემგან მოგეწოდებათ და რომელიც არ არის კაცთმიერი აზროვნების ნაყოფი – წინააღმდეგ შემთხვევაში, შექმნილი მდგომარეობიდან თავის დახსნა შეუძლებელია!!!
მაშასადამე, პირველყოვლისა განსახილველია ის საფუძველი, რითაც ხდება ჯანმრთელობის შერყევა და ადამიანი ავადდება. ეს საფუძველი კი არის ბედისწერის ამ კანონის აღსრულება: „ვინც სცოდავს თავისი შემოქმედის წინაშე, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში“ (ზირაქი 38). რასაც ამოწმებს შემდეგი კანონი: „გაჯანსაღდი? ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს!“ (იოანე 5-14) და „სამართლიდან ცოდვისაკენ მოქცეულს, უფალი მახვილისათვის განამზადებს“ (ზირაქი 26).
სანამ ამ კანონებს გავშიფრავდე, მანამ აუცილებლად მიმაჩნია ახსნა გავაკეთო იმ კითხვაზე, რომელიც აუცილებლად გაუჩნდება ალბათ უამრავ პიროვნებას, ამ კანონთა მოქმედების თაობაზე. კერძოდ ვგულისხმობ იმას, რომ რეალურად არსებობს ისეთი სურათი, როცა დიდი ბოროტების ჩამდენი ადამიანების ჯანმრთელობა უვნებელია. მაგრამ ისეთნი კი, ვინც მათთან შედარებით ბევრად პატიოსან და წესიერი ცხოვრებით ცხოვრობენ, სნეულებით იტანჯებიან. რადგანაც ასეთი ფაქტები რეალობაა, ამიტომ ამით სარგებლობს რელიგია და ხალხს აჯერებს იმას, რომ ღმერთი თურმე კეთილ ადამიანებს უვლენს სნეულებას, რომ გამოსცადოს. პირველ რიგში, ღმერთისადმი ასეთი მიდგომა ნიშნავს ღვთის გმობას!!! რადგან კანონი გვეუბნება, რომ „ნურავინ იტყვის საკუთარ განსაცდელში: ღვთისაგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის სცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს“ (იაკობი1-13,14,15) და ყოველივე ამის მიზეზი კი ამ კანონთა აღსრულებაა: „მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით!“ (რომაელთა 4-3,4). და „ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვება“ (ლუკა 12-48). აგრეთვე „ბიწიერებას რომ დიდი ხანი არ ეძლევა და იმთავითვე სასჯელით აღიკვეთება, სწორედ ესაა დიდი წყალობის ნიშანი. რაც შეეხება სხვებს, ღმერთი მოთმინებით აყოვნებს მათ დასჯას, ვიდრე ისინი მთლიანად არ აივსებიან ცოდვებით. ღვთის კანონთა დამცველთ კი ასე არ გვექცევა იგი. არ ელის ჩვენი ცოდვების სავსებას, რომ მერე შური იძიოს ჩვენზე. ამიტომაც არ მოუკლია ჩვენთვის მოწყალება და თუმცა კი გვსჯიდა, მაგრამ მაინც არ გაუწირავს თავისი ხალხი“ (II მაკაბელთა 6-14,15,16).
ავხსნი რას ნიშნავს ეს კანონები: საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად განსხვავებულ არსებად იბადება. რისი მიზეზიც არის, საკაცობრიო გენეტიკის კანონის მიერ მისთვის იმ ინდივიდუალური გენეტიკური კოდის მინიჭება, რომლის შექმნაშიც მისმა წინაპრებმა შეიტანეს წვლილი. გენეტიკური კანონმდებლობის თანახმად, პიროვნებას აქვს მინიჭებული კუთვნილი ინდივიდუალური კოდით განსაზღვრული პარამეტრები: დაწყებული გარეგნული იერ-სახეობრიობიდან, გაგრძელებული ნიჭებ-უნარებით და საბოლოოდ კი წინაპართა მიერ მემკვიდრულად მიღებული ცოდვა-მადლის რიცხვისა. იმისდა შესაბამისად, თუკი რომელი მხარე ძლევს პიროვნებაში, ის იმ გზისმხრივი კანონების განსჯას დაექვემდებარება. საუბარია ორ ურთიერთსაპირისპირო გზაზე, რომელსაც ღმერთისმიერი და სატანისმიერი გზა ჰქვია. ღმერთისმიერ გზაზე დამდგომთ, ღმერთისაგან ეძლევათ სასიცოცხლო კოსმიური ენერგია. ხოლო სატანის გზაზე მდგომნი კი – სასიცოცხლო ენერგიას, ღმერთისმიერ გზაზე მავალ იმ პირთაგან ღებულობენ, რომელთა ცდუნებასაც ეს უკანასკნელნი შესძლებენ და მათ დაარღვევინებენ კანონებს. ე.ი. როგორც ხედავთ, იმ „ჯანსაღად“ მიჩნეულ და ამპარტავან „მავანთა“ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და თვით სიცოცხლეც, იმ ღვთის გზაზე მავალთა ტვირთი ყოფილა, რომელთა ზიდვაც მათ საკუთარ თავს აიძულეს იმიტომ, რომ გენეტიკურად მიცემული აქვთ შესაძლებლობა ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობისა და მისი გამოყენებით ცხოვრებისა. მაგრამ რადგანაც ამ უნარს არ იყენებენ, ამიტომაც უწევთ ამ ტვირთის ზიდვა. რომლის სიმძიმემაც უკვე იმ ზღვარს მიაღწია, რომ თუკი მისი მტვირთველნი მათ არ მოიცილებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის სიმძიმეს ვეღარ გაუძლებენ და თავადაც დაიღუპებიან და ცხადია, თავიანთ ტვირთსაც თან წაიყოლებენ.
ახლა კი გავაგრძელებ იქედან, სადაც შევჩერდი და გავშიფრავ ზემოთ წარმოდგენილ კანონებს. როგორც კანონები იუწყებიან, ადამიანის დასნეულების საფუძველი მის მიერ ჩადენილ ცოდვათა სიჭარბე ყოფილა. აუცილებლობად მიმაჩნია აღნიშვნა იმისა, თუ რა საფუძველი აქვს უცოდველ ბავშვთა დაავადებას. რასაც პასუხობს შემდეგი კანონი: „მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ“ (ეზეკიელი 18-2). ხოლო რაც შეეხება იმ ცოდვათა კატეგორიას, მშობელს რისი ჩადენის გამოც შვილი უავადდება, არის ღმერთის შესახებ არასწორი რწმენის შედეგად დაშვებული შეცდომები.
ახლა კი რაც შეეხება ცოდვებს. მათ შესახებ ადამიანებს არასწორი შეხედულებები აქვთ და თვითონვე აწესებენ იმას, თუ რა უნდა ჩაითვალოს ცოდვად და რა არა – რაც ძალიან დიდი შეცდომაა!!! ვინაიდან ბედისწერის განსჯა ხდება ბიბლიით წარმოდგენილ კანონებით, ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენების საფუძველზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მისახვედრია: რომ ნებისმიერი დაავადების გამომწვევი მიკრობი ავი სულის კატეგორიისაა და ადამიანიც ისე ვერ დაავადდება, თუ მასში არ შეაღწია ასეთმა სულმა!!!
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი სიტუაციით აღარავინ არის ისეთი, ვისშიაც ავ სულს არ შეეღწიოს – ამის შეგნებით შემცნობი, ალბათ არც არავინ არის. რისი მიზეზიც ისაა, რომ აქამდე ჭეშმარიტებას ტაბუ ჰქონდა დადებული. რეალობას ვერ ცვლის და არც არასოდეს შეუცვლია იმას, ადამიანი სწორად აღიქვამს თუ არა სინამდვილეს; და ისიც ფაქტია, რომ სინამდვილესთან თვალის გაუსწორებლობის შედეგით, მხოლოდ თავად ადამიანი ზიანდება მხოლოდ! ამიტომ ავხსნი იმას, თუ როგორ ხდება ადამიანში ავი სულის შეღწევა და შესაძლებელია თუ არა მისი მიზიდვისაგან თავის დაცვა, ანდა თუკი უკვე შეღწეულია სხეულში, როგორ უნდა მოხდეს მისი გამოდევნა.
რაც შეეხება იმის თავიდან აცილებას, რომ ადამიანში არ მოხდეს ავი სულის შესახლება, საამისოდ აუცილებელია ის, რომ ბიბლიაში გაფანტული სიბრძნის კანონები იქნას დაცული!!! გაცნობებთ, რომ ეს კანონები ბიბლიიდან ამოვკრიბე და ერთად დავალაგე საიმისიოდ, რომ მის ძებნაში ზედმეტი დრო არ დაგეხარჯათ და წარმოდგენილია წიგნში: „ბედისწერის კანონმდებლობა“. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს სხეულიდან ავი სულის გამოდევნა, სანამ მის შესახებ ცოდნას მოგაწოდებდეთ, მანამ მინდა განცხადება გავაკეთო ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება საზოგადოებაში გავრცელებულ იმ რწმენას, რომ თითქოს ავი სულის განდევნის რიტუალს ატარებენ სასულიერო პირები. ნუ მოტყუვდებით!!! ღმერთი ბიბლიის კანონით იუწყება, რომ იესო ქრისტემდე პერიოდში ამის შესაძლებლობა ჰქონდათ ღვთის რჩეულ პირებს, რომლებიც ერთეულები იყვნენ და არა მრავალნი. ხოლო იესოს შემდეგ კი, ასეთი აღარავინ იქნებოდა, გარდა მეორედ მოსული ქრისტესი!!! (ებრაელთა 1-1,2,3).
რაც შეეხება იმ რიტუალებს, რომელსაც საეკლესიო პირები უტარებენ ადამიანებს და ამას ავი სულის გამოდევნის პროცედურას უწოდებენ, სინამდვილეში არის მათში ჩაბუდებული ავი სულის გადასვლა იმ პიროვნებაში, რომელსაც ვითომ ათავისუფლებენ მისგან. თუკი ვინმეს მართლაც სურს, რომ თავი დაიხსნას გაორებული ფიქრებისაგან, მან უნდა მოიქცეს შემდეგნაირად: გადავიდეს მხოლოდ მცენარეულ საკვებზე და ლოცვა-ვედრებით მიმართოს ღმერთს, რომ გონება გაუხსნას საიმისოდ, რომ საკუთარი ცოდვების შეცნობა შესძლოს. ამის პარალელურად კი, სიბრძნის კანონები გულდასმით იკითხოს და თან მას თავისი განვლილი ცხოვრება შეუდაროს, რათა აღმოაჩინოს ის არასწორი ქმედებანი, რაც მან ჩაიდინა. შეიცნოს კარგად ის, თუ რა მოუმოქმედებია კანონთა დარღვევით და მოინანიოს ისე, რომ შემდეგ აღარასოდეს ჩაიდინოს მსგავსი რამ. აგრეთვე თუკი დაავადებულია, ამ ქმედებათა პარალელურად ექიმსაც მიმართოს. მხოლოდ ასეთი პროცედურის შედეგად არის შესაძლებელი ადამიანის სრულად გაჯანსაღება. რადგანაც ამ მეთოდისათვის დაუძლეველი სენი არ არსებობს!!!