გაზიარება

ჯადო

თანამედროვე საზოგადოება საკმაოდ დიდ ინტერესს ავლენს იმ საკითხებისადმი, რომელთა ადრესატსაც  ჯადო წარმოადგენს. რის გამოც მედია საშუალებანი დიდ ადგილს უთმობენ ასეთი ინფორმაციის გავრცელებას და იმ პიროვნებებისათვის რეკლამის გაკეთებას, რომელნიც თავს ნათელმხილველებს უწოდებენ და ადამიანებს ჰპირდებიან, რომ მათ შეუძლიათ მოჯადოებულ პიროვნებას ჯადო ახსნან.
ყოველგვარ სიცრუეს აქვს ზღვარი, რომლის იქითაც ის ვეღარ გავრცელდება; იმიტომ, რომ მისით გადაფარული სიმართლის მხილებას დაუდგება თავისი დრო. ამჟამად სწორედ ასეთ შემთხვევას ექნება ადგილი და ჯადოს შესახებ გაცნობებთ იმ სიმართლეს, რომელიც ჭეშმარიტების საფუძველზე დგას. ხოლო ამ მხილებას კი მოჰყვება აღსრულება კანონისა: „უფალო, დიდია და გამოუთქმელი შენი სასწაულები. ამიტომაც შეცდნენ გაუწვრთნელი სულები. დასაცინი გახდა ჯადოქართა ცდუნებები და სწავლულობით ყოყოჩობა გაკიცხული იქნა. რადგან ვინც ტანჯული სულიდან შიშისა და ძრწოლის განდევნას იპირებოდა, სამარცხვინო შიშის სენი თავად შეეყარა“ (სოლომონი 17-1,7,8).
იმის ახსნა თუ რას წარმოადგენს ჯადო, უპირველეს ყოვლისა საჭიროებს სათავისო ცოდნის წამძღვარებას. რის გადმოცემასაც აქ ადგილი ექნება მოკლე განმარტებების სახით. ამ საკითხთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს იმის შეხსენება, რომ არსებობს ადამიანური ბუნების ორგვარი კატეგორია: კეთილი და ბოროტი; რომელთა შორისაც საშუალო არ არსებობს!!! მასთან მიმართებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ ადამიანურ ცოდნას არ ძალუძს იმის ამოცნობა, ვინ კეთილია და ვინ ბოროტი. რადგანაც ამის გამოსაცნობი კანონის: „ხე ნაყოფით შეიცნობას“ (ლუკა 6-43) არსში ძირეულად ჩამწვდომი ვერ არის. ადამიანი „ნაყოფად“ მიიჩნევს იმ ქველმოქმედებას ან საამებელ ხოტბას, რომლის გამცემიც ანგარებიანი ფარისეველიც შეიძლება რომ იყოს. სინამდვილეში კი ბიბლიური კანონით შეფასებულ „ნაყოფობაში“ ნაგულისხმებია ის, რომ თავად ნამოქმედარმა უნდა ამხილოს „ნაყოფის“ გამცემი პიროვნება. ვინაიდან კეთილი გულის ჩანაფიქრით გაცემული ყოველივე, ბედისწერისაგან კეთილ შენაძენად იქნება შეფასებული მიმღებისათვის; ხოლო ბოროტი გულის ნაყოფი კი – უბედურებისა და ზარალის მომტანად.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი ის არის, რომელიც ყოველ დროში აქტუალურია, მაგრამ მაინც პასუხგაუცემელ კითხვათა სიაში იმყოფება. ეს კითხვა შემდეგია: რატომ უშვებს ღმერთი ბოროტ ადამიანთა არსებობას და რატომ აძლევს მათ იმის უფლებას, რომ კეთილნი დაჩაგრონ? ამ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის მისაღებად აუცილებელია ცოდნა ამ სამყაროს იმ ძირითადი არსისა, რომელიც ასეთია: მატერიალური სამყარო არის დროებითი ლაბორატორია. რის შემადგენელ საკვლევ ნაწილთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტიც – ადამიანია. რომლის აზროვნებაც იცდება და მისი ჩამოყალიბება ხდება მოქმედებათა მიერ გამყარებული გრძნობების მეშვეობით. ცნობილი ფაქტია, რომ გამოსაცდელ ობიექტს სამოქმედოდ აუცილებლად სჭირდება თავისუფალი ნება. რომლის გამოყენებითაც შესაძლოა, რომ მას წინააღმდეგობასთან შეჯახებაც მოუხდეს. ამიტომაც „თავის დროისათვის ყოველივეს კეთილად შემქმნელმა ღმერთმა“ (ეკლესიასტე 7-14) ადამიანებს დაუწესა სპეციალური კანონები. რომელთა დაცვაც მათ არსებობას უზრუნველყოფს იმ სამყაროში, რომლის მოწყობილობის სიღრმეებში ჩაწვდომის უნარმქონედაც ისინი არ არიან შექმნილნი; „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს“ (იგავები 12-21) – კანონის აღსრულების ფონზე. ხოლო რაც შეეხება სტატუსს „მართალს“ – ის ენიჭება იმ პიროვნებას, რომელიც ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა დაცვით იცხოვრებს!!! მაგრამ თუკი ადამიანი უარს იტყვის ამ კანონების დაცვაზე, მაშინ ის აუცილებლად გამოვა ღმერთის მფარველობის ფარგლებიდან და ცხადია, რომ მას არც უბედურებანი მოაკლდება.
კაცთაგან არავის უცხოვრია ისე, რომ ღმერთის მიერ დადგენილი კანონები არ დაერღვია. თანაც ყოველი ადამიანი წარმოადგენს წინაპართა გენის გამგრძელებელ იმ შთამომავალს, რომელიც მემკვიდრეობით იღებს ცოდვა-მადლის გამომსახველ რიცხვს. რომელსაც მეცნიერული ენა ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდს უწოდებს. რაშიაც იგულისხმება ის, რომ დაბადებით ყოველ ადამიანს ეძლევა ერთნაირი სული, მაგრამ სხეულის ფორმულა კი განსხვავებული და თანაც ინდივიდუალურად განუმეორებელიც. რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანში არის ინდივიდუალური შესაბამისობის ერთადერთი პროპორცია – კატეგორიათა ნიშნის მიხედვით გათვლილი კეთილი და ბოროტი თვისებებისა. ამიტომ კანონთა დაცვა-არ დაცვისთვის მიგებაც სხვადასხვანაირი განაჩენის გამოტანას ექვემდებარება თითოეული მათგანისათვის. კერძოდ: თუ ადამიანში ბოროტების რიცხვი დიდია და კატეგორიაც მაღალსაფეხუროვანი, მაშინ შესაძლებელია ერთი კანონის დაუცველობამაც კი მასში ბოროტი გენი ისე გაააქტიუროს, რომ ამ პიროვნებას ბოროტეული კატეგორიის ბეჭედი დაესვას. მაგრამ თუკი ადამიანში კეთილობის რიცხვია დიდი და კეთილ თვისებათა კატეგორიაც მაღალსაფეხუროვანი, მაშინ შესაძლოა ერთი კანონის დაცვამაც კი მოახდინოს მასზე ისეთი ზეგავლენა, რომ კეთილობის კატეგორიის ბეჭედი დაესვას. კეთილობისა და ბოროტეულობის ბეჭედდასმულთა კანონმდებლობები სხვადასხვა საზომებით განსჯას ექვემდებარებიან. რისი მიზეზიც ის თავისებურება არის, რაც ახასიათებს ადამიანთა სიცოცხლის საარსებო იმ წყაროს, რომელსაც ჩვენ სასიცოცხლო კოსმიურ ენერგიას ვუწოდებთ. მოგაწვდით მცირედ ინფორმაციას მასზე:
როგორც ცნობილია, ადამიანი არის სულისა და სხეულის ნაერთით მიღებული მთლიანობა. სული კოსმოსიდან ეძლევა დედამიწური წარმოშობის სხეულს. ამიტომაც იგი კოსმიური ველის მიზიდულობას არის დაქვემდებარებული, ხოლო სხეული კი – დედამიწური ველისას. ადამიანის სიცოცხლისუნარიანობა გულისხმობს ორგანიზმის იმგვარად ფუნქციონირებას, როცა სხეულის ზრდა-განვითარების ნიადაგზე უნდა მოხდეს ტვინის ნაყოფ აზროვნების მიღება. ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისათვის კი აუცილებელია, რომ მასში მყოფ სულს მიეცეს სხეულში ბრუნვის საშუალება. რადგანაც მის გარეშე ის ვერ დაეკონტაქტება კოსმოსს. რომელი პროცესიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ განხორცელდება ისე, თუკი ადამიანმა არ დაიცვა ის კანონები, რაც ღმერთმა სპეციალურად მის მოდგმას დაუდგინა საარსებო „ინსტრუქციად“.
როგორც კი გაირკვევა ის, თუ ადამიანი რომელი კატეგორიისაკენ ორიენტრდება – კეთილისა თუ ბოროტეულის; მას მაშინვე შეეფარდება საკუთრივ ის კანონები, რაც თითოეულ კატეგორიას სათავისოდ აქვს მიზომილი. კერძოდ რას გულისხმობს ეს განსხვავება?! მას ახლავე ავხსნი: როგორც გაცნობეთ, თუკი ადამანი არ დაიცავს ღმერთის მიერ დადგენილ კანონებს, მაშინ მისი სული ვერ დაეკონტაქტება კოსმოსს და ამიტომაც ვერც სასიცოცხლო კოსმიურ ენერგიას მიიღებს კოსმოსიდან. ხოლო ამ ენერგიის მიღების გარეშე კი ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელია!!! მაშინ როგორღა ცოცხლობენ ბოროტეულთა კატეგორიას მიკუთვნებულები? და ხომ ცხადია, რომ ისინი ამ კანონებს არც სცნობენ და მითუმეტეს არც იცავენ?! უპირველეს ყოვლისა მათ შესახებ მინდა გაცნობოთ ის, რომ ღმერთის საზომით ისინი მკვდრებად არიან შერაცხულნი. რასაც ბიბლიაც ამოწმებს ამ ცნობით: „მკვდრებმა თავიანთი მკვდრები დამარხონ“ (მათე 8-22). ხოლო რაც შეეხება მათ სიცოცხლისუნარიანობას, ის განპირობებულია იმ ცოდვების წილის სანაცვლოდ, რომელთაც შეცდომების სახით სჩადიან კეთილთა კატეგორიას მიკუთვნებული პიროვნებები.
სათქმელი რომ უფრო ნათლად წარმოვადგინო, მას ასე განვმარტავ: თუკი ბოროტეულთა კატეგორიის წარმომადგენელი შესძლებს იმას, რომ აცდუნოს კეთილი კატეგორიის სტატუსის მქონე პიროვნება და კანონი დაარღვევინოს, მაშინ ის მიიღებს ბედისწერისაგან იმ წყალობის წილს, რომელიც განკუთვნილი იყო იმ პიროვნებისათვის, რომლის მოტყუებაც მან შესძლო. ხოლო რაც შეეხება ბედისწერით წყალობას, ის გულისხმობს სასიცოცხლო კოსმიურ ენერგიას – მთლიანობაში. რისი განშლაც ასევე სხვადასხვანაირად ხდება ამ ორი კატეგორიისათვის. მის დაკონკრეტებას აქ არ ვაპირებ, მხოლოდ გაცნობებთ იმას, რომ ამ გზით არის განპირობებული ის ფაქტორი, რომლითაც ბოროტეულნი მჩაგვრელებად წარმოდგებიან და კეთილნი კი – ჩაგრულ ფენად. დიახ, ყოველივე ამის საფუძველიცა და საყრდენიც არის სიცრუის სიმართლედ მიღებით გამყარებული რწმენა!!!
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, თუ რა სიტუაციაა ამჟამად ამ მხრივ. რადგანაც სამყარო ჭეშმარიტების ძალით განიგება, ამიტომ თუკი მისი შემადგენელი ნაწილი კაცობრიობა, მის საპირისპირო ძალაზე ორიენტირდება სიცრუს რწმენის გამო, ცხადია რითაც დამთავრდება ეს ბრძოლა!!! დღეს რომ სიცრუს პროპაგანდის სწრაფად და ფართო მასშტაბით გავრცელებას აქვს ადგილი, ეს ხომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია?! ამიტომ კეთილ კატეგორიას მიკუთვნებულმა პირებმა, თუკი სასწრაფოდ არ მოახდინეს თავიანთი აზროვნების ორიენტირება ჭეშმარიტებისაკენ, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება საკაცობრიო დონის კატასტროფა.
დაბადებით არავინ იბადება ბოროტად. რადგან ყოველ ახალშობილს (განურჩევლად მათი მშობლების რელიგიური მრწამსისა) ეძლევა ქრისტეს მიერ ნათლისღებული, ანუ წინაპართა მიერ ჩადენილ ცოდვებისაგან განწმენდილი სული. თუმცა სამწუხაროდ ადამიანები უარს ამბობენ ამ სიკეთის მიღებაზე იმ სიცრუის პროპაგანდის რწმენის გამო, რომელსაც რელიგიები ნათლისღებად ასაღებენ. სინამდვილეში კი, ეს ე.წ. „ნათლობის“ რიტუალები ასრულებენ „ნათლულისათვის“ მადლის წართმევას და მათი ბედისწერის გზის გადახვევას არაკეთილი მიმართულებისაკენ. გაცნობებთ იმასაც, რომ ეს პროცესი არაერთგვაროვანი შედეგის გამომღებია თითოეული ბავშვისათვის იმისდაშესაბამისად, თუ როგორი ინდივიდუალური კოდის მემკვიდრესთან გვაქვს საქმე. მათგან ისინი, რომელთაც კეთილი გენის მაღალი კატეგორია ერგოთ წილად, ამ „ნათლობის“ შედეგად ძლიერ ზარალდებიან. შესაძლოა შეეყაროთ ისეთ მძიმე სენი, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება. ანდა უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდნენ. ხოლო სხვა დანარჩენებს კი, როგორც გითხარით გზა გაეხსნებათ ბოროტი თვისებების გასააქტურებლად. ამიტომაც რაც დრო გადის, მით მეტად მატულობს ბედისწერაგამრუდებულთა რაოდენობა. რაც თავისთავად სიცრუის გაბატონების ხელშემწყობი ფაქტორია.
რაც შეეხება ჯადოსა და მის მკეთებელ ჯადოქრებს. ჯადოქარი არის იმ გაუკუღმართებული გენის მემკვიდრემიღებული პიროვნება, რომლის გენიც იმ სიცრუის საფუძველზეა აშენებული, რა სიცრუეც მისმა გენურმა წინაპრებმა სამყაროს აგებულების შესახებ სიმართლედ ირწმუნა. ამიტომ ჯადოქრები არიან სატანის ძალოვანები ისევე, როგორც რელიგიის მაღალ იერარქიული პირები. დიახ, სინამდვილე ასეთია: ისინი, ერთი მედლის ორი მხარეა!!! რადგანაც ორივე კატეგორიის მიზანი ერთია: სხვადასხვა მეთოდებით ადამიანთა ცდუნება საიმისოდ, რომ სიცრუე სიმართლედ არწმუნებიონ. რის სანაცვლოდაც მათგან ღებულობენ სასიცოცხლო ენერგიის მნიშვნელოვან წილს. ამიტომ ისინი, ვინც მოწოდებით კეთილი გენის მემკვიდრენი არიან, თუკი დაუყოვნებლივ არ გამოფხიზლდებიან და არ გამოიყენებენ მემკვიდრეობით მიღებულ კეთილ ნიჭებს იმისათვის, რომ სიმართლე შეიცნონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის სასჯელთა ყოველდღიურად დამძიმებას ექნება ადგილი მანამ, სანამ იძულებულნი არ გახდებიან ჭეშმარიტებასთან ზიარებისა!!! ხოლო თუკი რატომ აქვს ადგილი ამჟამად, კეთილი გენის მემკვიდრემიღებულთათვის სასჯელთა ყოველდღიურად დამძიმებას, გთავაზობთ ამის ასახსნელ ცნობას:
ადამიანმა რომ იცოცხლოს, საამისოდ მას აუცილებლად ესაჭიროება კოსმიური სასიცოცხლო ენერგიის ყოველდღიურად მიღება; რადგანაც მისი სული სხვანაირად ვერ იმოძრავებს სხეულში. სულის უმოძრაოდ ყოფნა კი დაუშვებელია!!! ის სხეულში ორგვარი სახის მოძრაობას ასრულებს: ბრუნვითსა და ტალღისებრ რხევითს. იმისათვის, რომ სულმა კოსმოსთან დაკონტაქტება შესძლოს და მისგან ენერგია მიიღოს, აუცილებელია მისი სხეულში ბრუნვის უზრუნველყოფა. რაც უნდა მოხდეს ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ენერგიის ხარჯზე. ასეთი ენერგიის გამომუშავება კი შეუძლიათ მხოლოდ ბავშვებს და ღმერთის მიერ დაწესებულ კანონთა დამცველ ადამიანებს – სხვა დანარჩენებს კი არა!!! მაგრამ მაშინ როგორ ცოცხლობენ ისინი? ეს უკვე არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ: მათი სიცოცხლე და მატერალურ-კარიერული წარმატებაც განპირობებულია იმ ცოდვების წილი ენერგიის ხარჯზე, რომელ ენერგიასაც ისინი იღებენ კეთილ კატეგორიათა მიერ გამომუშავებული ენერგიიდან – იმიტომ, რომ მათ შესძლეს მათი მოტყუება და სიცრუე სიმართლედ არწმუნებინეს. გთხოვთ დაუკვირდეთ ბიბლიის შეტყობინებას სატანის თაობაზე: რომ „ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა!“ (იოანე 8-45). ვინაიდან დღეს გეომეტრიულ პროგრესიული სისწრაფით ვრცელდება სიცრუე – ბოროტეულთა დიდად სიჭარბის გამო, ამიტომ გამოსავლის გააფთრებულ ძიებაში მყოფი ჩაგრული ფენა, საკუთარი არასწორი მრწამსის გამო შველას ისევ იმათგან ელის, სინამდვილეში ვინც მათი ტანჯვის მიზეზნი არიან ; თუმც ამის მიხვედრის უნარი მათ უკვე აღარ შესწევთ! რაც იმის დასტურია, რომ კაცობრობა კვლავაც იმ მოჯადოებულ წრეში ბრუნავს, რომელშიაც ცოდვის გზაზე სიარულით არის შესული.
თუკი ვინმეს პრეტენზია გაუჩნდება იმის შესახებ, რომ საკაცობრიო რწმენის მრწამსი არასწორ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მათ საყურადღებოდ უფრო დაკონკრეტებულად აღვწერ რეალობას ამ კუთხივ: საყოველთაოდ რწმუნებული აზრია ის, რომ ამჟამად კაცობრიობა იმყოფება მეცნიერებისა და ტექნიკის მაღალგანვითარებულობის ეპოქაში. თუმცა მაღალტექნოლოგიური მონაპოვარის გვერდით თუკი განვიხილავთ ადამიანურ ფენომენს, მაშინ მოგვიწევს იმის აღიარება, რომ შემეცნებითი დონის არცთუ ისე მაღალი განვითარებისათვის მიგვიღწევია. რადგან ადამიანი ვერ მართავს საკუთარ გრძნობებს, ვერ თოკავს საკუთარ ემოციებს იმ დონეზეც კი, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას და ამასთანავე თვალდახუჭული და სმენადახშული მართავს საკუთარი ბედისწერის საჭეს.
თუკი გონების თვალს გადავავლებთ ადამიანთა პროფესიებით შექმნილ დარგებს, მათ შორის ვნახავთ: ნაირ-ნაირი სახეობის საკვების დამამზადებელ და ტანისამოს-ფეხსაცმელის მწარმოებელ ობიექტებს, ტექნიკის მოდელთა ნაირფეროვნებას, ხელოვნების სახეობებს, მეცნიერულ დარგებს, სპორტის სახეობებს და კიდევ სხვა მრავალს. მაგრამ ვერსად ვიხილავთ ისეთ დარგს, რომელიც სწავლობს, შიფრავსა და ხვეწს პრაქტიკულად გამოყენებისათვის იმ კანონებს, რომელი კანონებიც ღმერთმა ადამიანს იმ ინსტრუქციად დაუწესა, რომლის დაუცველობითაც ის ვერ ჩასწვდება ვერც საკუთარ ფენომენში და ვერც ამ სამყაროს არსში. ამიტომაც ყოველივე ის შრომა, რასაც ის ეწევა ფუჭი ხდება. რადგანაც ისეთი ნაყოფის გამომღებია, რომელიც ბედისწერისაგან ღვთის რისხვის განაჩენით განისჯება, შემდეგი კანონის აღსრულების გამო: „რადგან ბოროტი გულის მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია – ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა. მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა. განშორდა რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება“ (III ეზრა 3-20,21,22).
მოგმართავთ თქვენ, ვინც ბედისწერითი გაუმართლებლობით იტანჯებით და მდგომარეობის გამოსასწორებლად ე.წ. „ნათელმხილველებსა“ და ან რელიგიურ მოძღვრებს მიმართავთ. როგორც გითხარით, თვით მსოფლიო საზოგადოებრივი ცნობიერებაა გადავარდნილი სიცრუს მორევში. რაც იმას ნიშნავს, რომ საკაცობრო ბედისწერით განსჯილი შედეგები მოჯადოებული წრის ბრუნვაშია მოქცეული და სადაცაა უფსრულში გადაიჩეხება. გარდა ამისა თავად ადამიანებიც ახდენენ ერთმანეთზე ზემოქმედებას იმ ცოდნის მეშვეობით, რომელსაც სატანისგან ღებულობს მისი ძალოვანნი და კიდევ უფრო უვიწროებენ ამ მოჯადოებულ წრეს ერთმანეთს, პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში ენერგეტიკული ზემოქმედების (იგივე ჯადო) ჩარევით.
მინდა გაცნობოთ იმის თაობაზე, რასაც ჯადოს მოხსნა ჰქვია და ბედისწერის გადაყვანა ღვთის წყალობის მომკაზე: ამის გაკეთებას სხვა ვერავინ შესძლებს სხვისათვის!!! არამედ ყოველ ადამიანს ამის გაკეთება მხოლოდ თვითონ შეუძლია სათავისოდაც და საკუთარი ოჯახისთვისაც. ხოლო თუ როგორ, მოგაწვდით საამისო ცოდნას: პირველ რიგში უნდა გადავიდეს მცენარეული საკვებით კვებაზე. შემდეგ: ყოველ ღამეს, ძილის წინ გულმხურვალედ უნდა ევედროს ღმერთს, რომ გონება გაუხსნას; რათა საკუთარი ცოდვების შეცნობა შესძლოს. ხოლო ყოველ დილით კი სანამ ვინმეს დაეკონტაქტება, მანამ განმარტოვდეს და იკითხოს ამ საიტზე გაცხადებული ის მხილებული ჭეშმარიტება, რომელიც აქამდე დიდი სიცრუით იყო გადაფარული. განსაკუთრებით ჩაუღრმავდეს სამყაროს კანონებს, რომელიც ამოკრებილია ბიბლიდან და შეკრებილია ერთ წიგნში: „ბედისწერის კანონმდებლობა“. შეუდაროს ამ კანონებს თავისი განვლილი ცხოვრება, რათა აღმოაჩინოს ის დარღვევები, რომელნიც იმიტომ ჩადინა, რომ ეგონა სწორად იქცეოდა. თუკი ადამიანი ამ გზას დაადგება, მაშინ აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ საკუთარი თავიცა და ოჯახიც გამოიყვანოს ჯადოსმიერი ბედშეკრულობიდან და ღვთის წყალობის მომკაზე გადაიყვანოს. რასაც კანონი: „არავითარ ზიანი არ მოუვა მართალს“ (იგავები 12-21) აღასრულებს.
ე.ი. ჯადო და ბედისწერითი გაუმართლებლობა რომ იქნას თავიდან მოცილებული, საამისოდ მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომელიც საკუთარი ცოდვების შეცნობასა და მის მონანიებაზე გადის და ადამიანს შესძენს კეთილ სინდისს. რის შემდეგაც მან უნდა შესძლოს სიმართლისათვის თვალის გასწორება და ჭეშმარიტებასთან ზიარებაც. განა ამის შემძლეობა აქვს ვინმეს, რომ ეს სხვისთვის გააკეთოს?! რა თქმა უნდა არა!!! რადგან საკუთარი ცოდვები, ყველამ თვითონ უნდა მოინანიოს!!! ამიტომ აწი ნუღარავინ მოტყუვდება და ნუ გაიხდის ნურც თავსა და ნურც საკუთარ ოჯახს ჯადოქრებისა და რელიგიის სათამაშოდ. რადგან ის დროებითი ვითომ შვება, რომელსაც სატანა იძლევა იმ ვიზიტის სანაცვლოდ, რომელიც მოყვება მათთან დახმარებაზე სათხოვნელად მისულისათვის გაცემას, განპირობებულია საიმისოდ, რომ „დახმარებამიღებულთაგან“ მოხდეს მათი გაპიარება. რითაც ამის ჩამდენთ, უმძიმდებათ ბედისწერისგან მითვლილი სასჯელები ამ კანონის საფუძველზე: „უჯეროა ხოტბის შესხმა ცოდვილი კაცისათვის“ (ზირაქი 10-22). ამ ცნობის ჭეშმარიტებას მტკიცებულება არ სჭირდება, რადგან ვინც ასეთ ქმედებას სჩადის, ძალიან ახლო მომავალში საკუთარი ცხოვრების ამსახველი ფაქტები არ დაუყოვნებს მის დადასტურებას. ვინაიდან სატანის „წყალობა“ ასეთია: თუ ვინმე „ვაის“ გაჰყარა, სამაგიეროდ „უის“ შეჰყრის!!!