გაზიარება

ჭეშმარიტება

ნებისმიერი საკითხის შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაციის მოსაპოვებლად არსებობს მხოლოდ ერთადერთი გზა და ის სამყაროს კანონთა განსჯაა. ჭეშმარიტება კი ის ცოდნაა, რომლითაც ბედისწერა განიკარგება. რისი ამოსავალიც ღმერთისადმი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებელია. ღმერთის რაობაზე ჭეშმარიტი ინფორმაციის მისაღებ წყაროდ, მსოფლიო საზოგადოება რელიგიას მიიჩნევს და მის მოძღვრებას ეყრდნობა. მაგრამ სინამდვილეში ეს მართლაც ასეა თუ არა, მოდით ამის გარკვევა მოვახდინოთ სამყაროს კანონთა განსჯის საფუძველზე მოძიებული ჭეშმარიტი ცოდნით.
პირველყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ ამ სამყაროსა და ადამიანის შემქმნელი ღმერთი ერთია. რომელიც მიკერძოებული არ არის! ამიტომ მან განურჩევლად ყველა ადამიანისათვის საერთო კანონმდებლობა დააწესა და ყოველ მათგანს დაბადებიდანვე უბოძა სულის გონების სახით. გამომდინარე ამ რეალობიდან, თუკი რელიგია ღმერთის შესახებ მართლაც ჭეშმარიტ ცოდნას იძლევა, მაშინ ის ერთსახეობრივი უნდა იყოს და არა მრავალფეროვანი!!! ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჭეშმარიტება არ საჭიროებს იმის მტკიცებას, რომ ის სინამდვილეა. ვინაიდან აღსრულებითი რეალობა ფაქტებით ამოწმებს მის სისწორეს. მოგახსენებთ იმასაც, რომ ბიბლია მომცველია ღმერთის მიერ დადგენილი იმ კანონებისა, რომელნიც ყოველი ადამიანის გონების შემადგენლობაშია; და ამას ის თავადვე იუწყება: „სიბრძნის სახელმძღვანელო – ღვთის აღთქმის წიგნია. ის ავსებს სიბრძნით, ავსებს გონებით და ასხივებს მოძღვრებას, როგორც ნათელს. სიბრძნე კვალდაკვალ ანათებს სწავლებას და შორს გააბრწყინებს მას. კვლავ და კვლავ ღვრის მოძღვრებას და უტოვებს მას თაობებს საუკუნოდ. სიბრძნე მხოლოდ თავისთვის როდი დამშვრალა, არამედ ყოველი მძებნელისათვის“ (ზირაქი 24).
თუმცა მართებული არ იქნება იმის აღუნიშნაობა, რომ ბიბლიური ინფორმაციის ჭეშმარიტება ქრისტიანული რელიგიების მიერაც არის აღიარებული; და უფრო მეტიც, გამოყენებულია თავიანთი მოძღვრებების დასაყრდენ წყაროდ. ამასთანავე სხვა რელიგიებსაც აქვთ მსგავსი წიგნებიც, რომელთა წყაროსაც ისინი ეყრდნობიან. მაგრამ ყველა მათგანთან შედარებით ბიბლიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის აღწერს ქრისტეს მოძღვრებასა და მოღვაწეობას – რომლის „მეშვეობითაც შეიქმნა კაცობრიობა“ (იოანე 1-8) და მის მიერი მადლით არსებობს კიდეც. როგორც ამას კანონიც ამოწმეს: „რომ მადლი და ჭეშმარიტება იესოსაგან იქმნა“ (იოანე 1-16,17).
ახლა კი იმის შესახებ გაუწყებთ, თუკი რატომ არის სიმართლეს მოკლებული რელიგია მიუხედავად იმისა, რომ ის საყრდენად სიბრძნის წიგნებს იყენებს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ სიბრძნის კანონები საჭიროებენ სრულყოფილად ახსნას. რაც გულისხმობს მათ განხილვას სამმაგი სფეროს: ჯანმრთელობის, ოჯახთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ განმარტებათა ერთმთლიანობას. რისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ერთი გზით, რომელიც შემდეგია: თითოეულ სიბრძნეს განეკუთვნება ჭეშმარიტი პასუხის მისაღებად დალაგებული ერთადერთი თანამიმდევრობა, რომელიც 12 კანონისაგან შედგება იმგვარად, რომ ყოველი მომდევნო კანონი ხსნის და ადასტურებს წინას. რის შედეგადაც მიღებული პასუხის წინააღმდგომი და შემპასუხებელი ვერავინ იქნება – იმიტომ, რომ თავად რეალობა ცხადჰყოფს მის ჭეშმარიტებას.
თავისთავად მისახვედრია ის, რომ ასეთი თანამიმდევრობის პოვნის შემძლეობა სათანადო ნიჭისა და უნარის მქონეობას საჭიროებს. ხოლო რაც შეეხება ამ შესაძლებლობებით აღჭურვას, თუ რა გზით არის ის შესაძლებელი, ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბიბლია იტყობინება. აი ისიც: „მართებული იქნება გირჩიოთ, რომ მიჰყვეთ ფილოსოფიას. რადგან ეს საგანი აუცილებელია ყველასათვის, ვინც ცოდნას ეძებს. ამავე დროს, ის შეიცავს ქება-დიდებას უმაღლესი სათნოებისას, როგორიც არის გონებრივი განსჯა“ (IV მაკაბელთა 1-2). „ფილოსოფია გვასწავლის საღ აზროვნებას. ყოველგვარ სიამეთა და ვნებათაგან თავშეკავებას; და გვამხნევებს, რომ ხალისით ავიტანოთ ყველანაირი გასაჭირი. გვწვრთნის სამართლიანობაში, რათა ყოველ წეს-ჩვეულებას ერთნაირად მივაგოთ პატივი. გვასწავლის მოწიწებას, რომ მხოლოდ ცოცხალი ღვთის წინაშე გვქონდეს მისი შესაფერისი მოწონება“ (IV მაკაბელთა 5-23,24). „ვინც ფილოსოფოსთა წესებით ცხოვრობს, როგორც ფილოსოფოსი და ღმერთი სწამს. ვინც იცის, რომ ნეტარებაა ღვთის გულისათვის ტანჯვის ღირსეულად დათმენა; განა არ დასძლევს იგი ვნებებს თავისი ღვთისმოსაობით?! რადგან მხოლოდ ბრძენი და მამაცი ადამიანია ვნებათა უფალი“ (IV მაკაბელთა 7-21/23).
როგორადაც ცნობილია, კაცობრიობას არ ჰყოლია იესო ნაზარეველზე უფრო სრულყოფილი ფილოსოფოსი – მისიონერი. რისთვისაც ეწოდა კიდეც მას მესია; და ისიც ცნობილია, რომ იგი ამხელდა რელიგიას. ამ საკითხთან მიმართებით აღვნიშნავ იმასაც, რომ ქრისტიანული რელიგია ქადაგებს იმას, რომ ქრისტე ამხელდა მაშინდელ რელიგიურ მოძღვრებას; ხოლო ამჟამინდელი ქრისტიანული რელიგია კი ქრისტეს მოძღვრების დამცველიაო. ამის საპასუხოდ გაცნობებთ იმ ცნობას, რომელსაც იესო აცხადებს ნებისმიერი რელიგიის თაობაზე და ეხება მაშინ არსებულსაც და მის შემდგომსაც: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო! გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, მაგრამ შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი. თვალთმაქცნო! რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს, წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ! ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო. იქედნეთა ნაშობო გველებო, ვერ გაექცევით გეენის სასჯელს!“ (მათე 23-28/33).
როგორც ზემოხსენებული სიბრძნე იუწყება, ყოველი დროის რელიგიები ერთი საფუძვლიდან აღმოცენებულნი ყოფილან!!! და განსხვავება კი მხოლოდ შენიღბვის ფორმებში ყოფილა. რელიგიის მხილების სრულ ფორმატს აქ არ განვიხილავ, რადგან უკვე წარმოდგენილი მაქვს წიგნებში. ახლა მხოლოდ მინდა, რომ ხაზგასმით აღნიშვნა გავაკეთო იმ დიდ საშიშროებაზე, რისი დამსახურებაცაა ის, რომ ადამიანებმა მოახერხეს იესო ქრისტეს თავგანწირვის შედეგად მომკილის – დაბლოკილი წინაპართა ცოდვილი გენის – გახსნა. რაც რომ ასე მოხდებოდა, ამის შესახებ იესოსათვის ცნობილი იყო და ამიტომაც დატოვა გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის: რომ „რელიგია მოახდენდა ცათა სასუფევლის გადაკეტვას ადამიანთა წინაშე“ (მათე 23-13,14).
როგორ მოახერხეს ეს მათ? დღეს ამ კითხვას დაუყოვნებლივ პასუხი უნდა გაეცეს! რადგან უკვე იმ დროში ვიმყოფებით, როცა ამ გზით მიღებულმა შედეგებმა კაცობრიობა მეტად სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო. ყოველივე ამის მიზეზი კი – კერპთაყვანისმცემლობა და ე.წ. „ნათლობაა“.
რაც შეეხება კერპს, მის შესახებ ბიბლია იტყობინება: „რომ კერპთა მსახურება არის დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისაო“ (სოლომონი 14-27). თავად კერპი კი არის ხილვადი მატერიალი, რომელიც შეიძლება იყოს სულიერიც და უსულოც. კერპად შერაცხული ნახატი იქნება თუ ქანდაკება, ადამიანი თუ ცხოველი – მნიშვნელობა არა აქვს, ყოველივე ეს სახეობა კერპია და ღმერთისმიერი კანონმდებლობით აკრძალულია! წარმოვადგენ რამოდენიმე ცნობას ბიბლიიდან:
„ღმერთთან საშუამავლოდ მიჩნეული ხატები, ქანდაკებები, თილისმები, ჯვრები და სხვა მათი გვარისანი, დაწყევლილია თავადაც და მათი გამკეთებელიც. რომ გააკეთა ეს ლპობადი ნივთი და ღმერთთან საშუამავლოდ იწოდა. რადგან უკეთური და მისი უკეთურება ღვთისათვის თანაბრად საძულველია; და რაც გაკეთებულია, მის გამკეთებელთან ერთად დაისჯება“ (სოლომონი 14-8,9,10).
„ღმერთო შენი შეცნობა, სრული ჭეშმარიტება არის. შენი ძალაუფლების აღიარება კი, უკვდავების საფუძველია! ვერ შეგვაცდინა ჩვენ კაცთა ბოროტმა განზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ – ხატებმა, სხვადასხვა ფერებით აჭრელებულმა“ (სოლომონი 15-3,4). „თუმცა ადამიანმა შექმნა ხატები და ნასესხებმა სულმა გამოსახა. მაგრამ არცერთ მათგანს არ შეუძლია გამოსახოს ღმერთი, როგორიც არის“ (სოლომონი 15-16). „სამარცხვინოა ხელოვანისათვის თავისი შექმნილი კერპი. რადგან სიცრუეა მისი ქმნილება და სული არ არის მასთან“ (იერემია 51-17).
„ცხადდება ზეციდან ღვთის რისხვა ადამიანთა ყოველგვარ უღმერთობა-უსამართლობაზე. მათ პატიება არა აქვთ. რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს ისე, როგორც საჭირო იყო. უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანისა და ფრინველ-ცხოველ-ქვეწარმავალთა ხატებაში. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა უწმინდურებას მათი გულისთქმებითურთ. ისინი თაყვანს სცემენ და მსახურობენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა. ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს“ (რომაელთა 1-18/27). „კერპი არაფერია სოფელში და არ არსებობს ღმერთი, გარდა ერთისა!“ (I კორინთელთა 8-4).
როგორც ამ კანონებიდან ნათელია, კერპებს (განურჩევლად მათი სახეობებისა), არ შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ღმერთთან!!!
ახლა კი შევეხები რელიგიის იმ უდიდეს დანაშაულს, რასაც ნათლისღებითი ნიღაბი ჰქვია. ამ საკითხთან მიმართებით აღვნიშნავ იმას, რომ იესო ქრისტეს სისხლის მსხვერპლშეწირვით მოხდა საკაცობრიო ნათლისღება; თანახმად კანონისა: „ქრისტე, კეთილი მომავლის მღვდელმთავარი! არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა. რათა მისი სიკვდილის შემდეგ, რაც პირველი აღთქმის დანაშაულთა გამოსასყიდად მოხდა, მემკვიდრეებმა მიიღონ აღთქმული“ (ებრაელთა 9-11/15).
მოდით კარგად გავერკვიოთ იმაში, თუ რას ნიშნავს ქრისტეს სისხლის ერთჯერადი შეწირვით გამოთხოვილი საკაცობრიო ნათლობა. ეს მოვლენა აუცილებლად მოითხოვს დაკონკრეტებას, რადგან ის წარმოადგენს საფუძველს რჯულის აღთქმით შეცვლისათვის. საამისოდ ჯერ ბიბლიურ განმარტებას წარმოვადგენ: „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 4-6). „კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირება“ კი – ცოდვებისაგან განწმენდილი სინდისის ჰქონაა. რომელიც გულწრფელი მონანიების დამსახურების შესაბამისად, ღმერთის მიერ მიტევებით მიიღება. მაგრამ ამავ დროს, „მიტევება სისხლის დაუღვრელად არ ხდება“ (ებრაელთა 9-22). რაც იმას ნიშნავს, რომ რჯულის დროს, როცა ადამიანი ინათლებოდა, საამისოდ ის ცოდვებს ინანიებდა და თან თავის გაზრდილ ცხოველსაც სწირავდა მსხვერპლად. რათა მისი სისხლის წილ ჩამოერეცხა ცოდვები. ამ რიტუალის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანი თავისი ცოდვების გამოსასყიდად იმეტებდა თავის გამოზრდილ პირუტყვს.
საკაცობიო გენეტიკური მიმდინარეობისდა შესაბამისად, ადამიანის ცხოველისადმი გენური სიახლოვისმხრივი დამოკიდებულება შეიცვალა – ადამიანური გენის ამაღლების გამო. ცხოველთა გენი კი უცვლელი დარჩა. ამიტომ ნათლის მისაღებად ძველი წესი აღარ გამოდგებოდა და რჯული რომ არ შეცვლილიყო აღთქმით, მაშინ ვაცთა და ზვარაკთა სამსხვერპლო სისხლი, ადამიანთა შვილების სისხლით უნდა ჩანაცვლებულიყო კანონის – „როცა კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდაზმულ სიბერეს“ (სოლომონი 4-5) – აღსრულების თანახმად. ეს რომ ასე არ მომხდარიყო, სწორედ ამიტომ აიღო თავის თავზე იესო ქრისტემ საკაცობრიო ცოდვის გამოსასყიდად საკუთარი სისხლის გაღება. ვინაიდან ამის შესაძლებლობის უნარით, მხოლოდ ის იყო აღჭურვილი – როგორც კაცობრიობის ფუძემდებელი!!!
მინდა საყოველთაოდ გასაგები ახსნით წარმოვადგინო ის მოვლენა, რასაც ჰქვია ქრისტეს სისხლის სანაცვლოდ მოპოვებული საკაცობრიო ნათლისღება. რომლის დასაბამი იესო ქრისტეს გარდაცვალების შემდგომი პერიოდია და ძალაშია დღესაც!!! მოგეხსენებათ, რომ ადამიანში სიკვდილის მდგომარეობის დადგომას იწვევს ცოდვათა იმ ზღვრის ავსება, რომლის ჩადენის კატეგორია და ინდივიდუალური რაოდენობაც, თითოეული პიროვნებისათვის განისაზღვრება ბედისწერითი კოეფიციენტით. სიკვდილის დადგომის დროს, სული და სხეული ერთმანეთისაგან განიყოფებიან. სხეული იქცევა გვამად და დედამიწაზე რჩება, ხოლო სხეული კი ცდილობს კოსმოსის სულთა სამყოფელში გაღწევას. ის სული, რომელიც ყოფილი პატრონის მოღვაწეობის შედეგად ისე არ დაცემულა, რომ კოსმოსში გაღწევა ვერ შესძლოს – კოსმოსში გასვლის დროს აკრეფილი სიჩქარის ფონზე სუფთავდება სხეულთან ურთიერთობის გამო მიზიდული დედამიწური ველისაგან. ხოლო სულთა საბრძანებელში შეღწევით კი, სულიწმიდის მადლი ეცხება. რის შემდეგაც რეინკარნირდება დედამიწაზე, დაბადებულ ახალშობილში შესასვლელად.
მოგახსენებთ იმასაც, რომ სიცრუის პროპაგნდის სწრაფად გავრცელების გამო, ძალზედ იოლი გახდა ადამიანისათვის ე.წ. „ტვინის გამორეცხვის“ მეთოდის გამოყენება. რითაც საზოგადოებრივი აზრის მრწამსი უფრო და უფრო ეფლობა სიცრუეში. რაც სულის დაცემის საფუძველია! ამიტომ გარდაცვლილ უამრავ ადამიანთა სული ისე დამდაბლებული იქნა, რომ კოსმოსში გაღწევას ვეღარ ახერხებს და დედამიწური მიზიდულობის არეში უწევთ დარჩენა მოხეტიალე სულთა სახით. რის გამოც თანდათან ვღებულობთ იმას, რომ მოხეტიალე სულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. ეს კი ერთის მხრივ ძალიან ცუდად ერევა კლიმატში და მეორეს მხრივ კი, იწვევს მაღალი სულის ახალშობილებზე მოთხოვნის გაზრდას – როგორც კოსმოსთან კავშირის უნარმქონე სულთა მფლობელებზე. ვინაიდან ადამიანებს სასიცოცხლო ძალა მხოლოდ კოსმოსიდან ეძლევათ.
დღეს კაცობრიობა იმყოფება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამში. რაც ნიშნავს ადამიანთა მიერ ჩადენილ ცოდვათა სიჭარბის იმ ზღვარზე მისვლას, როცა მათ სულებს დამდაბლების გამო უნარი აღარ შესწევთ კოსმოსთან საკონტაქტოდ. ამიტომ მათთვის კოსმიური სასიცოცხლო ძალის მიღება ხორციელდება ახალშობილ ბავშთათვის კანკუთვნილი მადლიდან. სწორედ ამ მადლიდან წილის წართმევას ემსახურება ის ე.წ. „ნათლობები“, რომელთა ნამდვილი მისიაც არის უცოდველ ბავშვთათვის განკუთვნილი სასიცოცხლო ძალის მითვისება!!!
სამყაროსეული კანონმდებლობის თანახმად, მადლის ძალით წართმევა დაუშვებელია. მაგრამ დაშვებულია საკუთარი ნებით გაზიარება იმათთვის, ვისთანაც სიყვარულისა და პატივისცემის გრძნობითი კავშირია დამყარებული. ანდა ჩადენილი ცოდვის საზღვევი წილის გაცემა იმ პირისადმი, რომელიც მოახერხებს იმას, რომ მოტყუებით აცდუნოს და ცოდვა ჩაადენინოს მადლის მქონე ბავშვის მშობელს, ამ ბავშვის მიმართ არასწორი ქმედების ფონზე. სწორედ ასეთი ქმედებაა ის ე.წ. „ნათლობები“, რომელთა რიტუალებსაც უტარებენ მშობლები თავიანთ შვილებს და ამით მათ კუთვნილ მადლს გამოსძალავენ და „მომნათლავსა“ და „ნათლიას“ უწილადებენ.
რაც შეეხება ასეთი ქმედებების მსხვერპლ ბავშვს: ხსენებული რიტუალის შედეგად, მოხეტიალე დაცემულ სულს გზა ეხსნება მასში შესაღწევად. შესვლის დროს მიმდინარეობს ჭიდილი ბავშვში მყოფ წმინდა სულსა და გარედან შემოსულ დაცემულ სულს შორის. რაც მთავრდება მათი იძულებითი თანაცხოვრებით და ეს ბავშვიც ხდება „ნათლიის“ ენერგოდონორი. მაგრამ გამომდინარე იმ ჟამიდან, რომელიც დღეს სახეზეა და იგი ხასიათდება კოსმიური ენერგიის მწვავე დეფიციტით; ამიტომ ასეთი ბავშვები დიდხანს ვერ უძლებენ დონორობას და ავადდებიან მძიმე სნეულებებით. ანდა ხდება უფრო უარესიც: მათი სიცოცხლე მსხვერპლად ეწირება ამ ქმედებას. რასაც რიგ შემთხვევაში, მშობლისათვის სასიკვდილო განაჩენის გამოსატანი სასჯელიც შეიძლება რომ დაერთოს.
„ერთია სხეული და ერთია სული. ერთია უფალი. ერთია რწმენა. ერთია ნათლისღება და ერთია ღმერთი. ხოლო ყოველ ჩვენგანს მოცემული გვაქვს მადლი, ქრისტესმიერი ნიჭის ზომით“ (ეფესელთა 4-4). „ქრისტეს არავინ მოუვლენია სანათლავად, არამედ მხოლოდ სახარებლად უბრალო სიტყვებით. რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარცმულობით ნატვირთი“ (I კორინთელთა 1-17). როგორც ხედავთ, წარმოდგენილი ბიბლიური კანონები ამოწმებენ ჩემგან მოწოდებულ ცნობებს: რომ „ქრისტეს ჯვარცმულობით ნატვირთი“ – ეს არის სულიწმიდით ნათლისღებული ის სული, რომელიც კოსმოსიდან ეძლევა იესო ქრისტეს შემდგომ პერიოდში დაბადებულ ყოველ ახალშობილს და ამასთანავე მათი ნათლიაც ქრისტეა!!! ხოლო ვინც ამას უგულებელყოფს, მაშინ ასეთნი რჯულის კანონმდებლობით განიკითხებიან; რადგან მათთვის „ამაოდ მომკვდარა ქრისტე“ (გალატელთა 2-21). რჯულით განკითხვით კი ვერავინ გადარჩება!!! (გალატელთა 2-16).