წყევლის ძალა
ამ ნაწერით მინდა შემოგთავაზოთ ჭეშმარიტი ახსნა იმისა, ადამიანის ბედისწერაზე თუ რა გავლენას ახდენს წყევლის ძალა. ვინც ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეცნობა, მათთვის უცხო არ არის ის, რომ მათი ჭეშმარიტების შესახებ ვაცხადებ. ხოლო თუ რა საფუძველი უდევს ამ განაცხადს, მას კიდევ ერთხელ გავიმეორებ:
ჭეშმარიტებაში იგულისხმება საკითხის განხილვა სამყაროს კანონმდებლობის საფუძველზე დაყრდნობით. ამიტომაც ასეთი ახსნით მიღებული პასუხი ერთადერთია და მისი აღსრულებაც უტყუარი!!! ამ დებულებას სიტყვიერად მტკიცებულებების მოყვანა აღარ სჭირდება იმიტომაც, რომ უკვე ყოველდღიურად მიმდინარეობს ჩემს მიერ მოწოდებული ცნობების გარდასახვა ფაქტებად.
რაც შეეხება წყევლას; არავისთვის უცნობი არ არის ის, რომ იგი არის ბოროტი ზრახვებით გაჯერებული სიტყვები, რომლებიც მიმართულია ადრესატის მიმართ შურის საძიებლად. სიტყვის ძალაზეც ბევრჯერ მისაუბრია. აქ კი, კიდევ ერთხელ შევჩერდები მასზე და შემოვიფარგლები ძალიან მოკლე და კონკრეტული განმარტებებით.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანური ფენომენი სიტყვის გაგებაზე არის მთლიანად დამყარებული. თუ არა სიტყვის ძალა, მაშინ კატეგორია „ადამიანი“ ვერ შედგებოდა. რადგან მისი ფუნქციონირება ემსახურება სიტყვის ფაქტებად ქცევის მექანიზმს. რომელიც სამ საფეხურებრივი სტატუსით არის წარმოდგენილი შემდეგნაირად:
სიტყვის ფაქტებად ქცევის ფორმულით განისაზღვრება სხეულის ორგანოთა მოქმედებანი; ადამიანის მთელი საქმიანობითი მოღვაწეობა და თვით ბედისწერაც ამ ფორმით მოდის აღსრულებაში. ყოველივე ეს კი მეტყველებს იმას, რომ სიტყვის ძალას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია მინიჭებული ადამიანის საარსებოდ. ამიტომ კიდევ უფრო უნდა განვავრცო მის შესახებ ინფორმაციის მოწოდება და საამისოდ შევეხები მის მიმართულებას.
სიტყვა „ძალაში“ თავისთავად იგულისხმება ენერგიის არსებობაც. ენერგიაში კი – მოძრაობა. ხოლო მოძრაობა კი, მიმართულების გარეშე შეუძლებელია! რაც შეეხება სიტყვის ძალის მომცველ ენერგიას, მას მხოლოდ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებაზე მოძრაობა შეუძლია. რომელთაგან ერთი სამყაროს ბრუნვის თანამიმართულებაა და მეორე კი – მისი საწინააღმდეგო. შესაბამისად, პირველი მიმართულებით მოძრავი ენერგია დადებითად არის წოდებული; ხოლო მეორე მიმართულებით მოძრავი კი – უარყოფით ენერგიად. დადებითი ენერგიით წარმოშობილი გრძნობები აღჭურვილნი არიან კეთილი თვისებებით, უარყოფითი ენერგიით წარმოშობილნი კი – ბოროტით. ამისდა შესაბამისად განისაზღვრება ადამიანის სტატუსიც: კეთილი თვისებებით (როგორიცაა გულწრფელი სიყვარულის მქონეობა, სიმართლისა და სამართლის მოყვარულობა, სინდისიერება და პატიოსნება, გულმოწყალება, სიმამაცე, უანგაროება, თავმდაბლობა და თავგანწირულობა) შემკული ადამიანი – კეთილად არის შეფასებული; ხოლო ბოროტი თვისებების (როგორიცაა: სიცრუისა და თაღლითობის უნარმქონეობა, შურის და სიყალბის მატარებლობა, უსინდისობა და უპატიოსნება, შურიანობა და სიხარბე, ფარისევლობა და ანგარებიანობა, ამპარტავან-ამბიციურობა) მქონე კი – ბოროტეულად. მათ შორის საშუალო არ არსებობს!!! ხოლო ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიტყვათა მნიშვნელობა უნდა იყოს გაგებული ან მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობით და ანდა მის საწინააღმდეგოდ.
მოდით ჯერ კარგად გავარკვიოთ ის, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტი მნიშვნელობა და რას კიდევ არასწორი მნიშვნელობა. მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სიტყვათა მნიშვნელობების ფონზე შეიცნობს ამ სამყაროს, რასაც ჩვენ მიხვედრილობას ვუწოდებთ. მიხვედრილობის უნარის დამსახურებაა მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარება. რადგანაც ადამიანს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეიცნოს და შეიგრძნოს ისეთი რამ, რისი ხილვაც მის თვალს არ შეუძლია. მაშინ როგორ ახერხებს იგი ამას? და ხომ ფაქტია, რომ ახერხებს?! ყოველივე ამის შემძლეობა ადამიანს აქვს იმიტომ, რომ მას სულით ეძლევა გონების ლექსიკონი, რომელშიდაც სამყაროში არსებული ყოველივე შეფასებულია სიტყვიერ წოდებებად – იმიტომ, რომ განიკარგება სიტყვის ძალით. ამიტომ რომელ მნიშვნელობასაც სწორად გაიგებს ადამიანის აზროვნება, სიტყვის ძალაც მის შემეცნებას წარმოსახვითი გზით მიიყვანს ამ მნიშვნელობამდე და მის შესახებ ინფორმაციას შეატყობინებს. ვინაიდან სულისათვის ეს სამყარო იმ მოცულობისაა, რომ მის ნებისმიერ ადგილას მისვლა მას წამებშიაც კი შეუძლია. რაც შეეხება აზროვნების გონებისაკენ სვლას, მას იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს, თუკი მისი პატრონი ადამიანი იქნება კეთილი თვისებებით შემკული პიროვნება. წინააღმდეგ შემთხვევაში აზროვნების მიმართულება ასცდება სწორ მიმართულებას და გეზს სარკის ფარდას ამოფარებული უფსკრულისაკენ იღებს. სადაც პოულობს კიდეც ფათერაკებსა და საბოლოოდ სიკვდილს. ამიტომაც ასეთ ადამიანებს სარკეში დანახული ჰგონიათ სინამდვილე. მიმაჩნია, რომ მეტი კომენტარი საჭირო აღარ არის, ვინაიდან უკვე იმ დროში ვიმყოფებით, როცა კაცობრიობა ამ სარკის ფარდის ზღურბლზეა გამწკრივებული.
მაშასადამე უკვე გასაგებია, რომ ჭეშმარიტების შეცნობა არის ის ერთადერთი საშუალება, რომელსაც შესწევს ძალა საიმისოდ, რომ ადამიანი მოაბრუნოს უფსკრულს გადაფარებულ სარკის ფარდიდან და სიცოცხლე შეუნარჩუნოს. მაგრამ ყველას შეუძლია კი ან ჭეშმარიტების შეცნობა და ანდა თუგინდ იმის დაჯერება, რომ ეს არის ის, რაც ნამდვილად გადაარჩენს მას?! ამჟამად ხომ მთელი კაცობრიობა წყევლაში იმყოფება?!
მოდით ჯერ კარგად გავერკვიოთ, რას ნიშნავს მცნება: „წყევლაში ყოფნა“. ფართო გაგებით მისი ახსნა იმაშიმდგომარეობს, რომ საერთოდ სრულიად კაცობრიობა წყევლაში იმყოფება ადამ და ევას სამოთხიდან გამოძევების შემდეგ. საკაცობრიო გენეტიკაც სწორედ ამიტომ იქნა დადგენილი, რომ ადამიანებმა თავი დაიხსნან წყევლაში ყოფნიდან და დაიბრუნონ დაკარგული. წყევლაში ყოფნა რომ არა, მაშინ ბოროტეულნიც აღარ იარსებებდნენ. რადგან მათი არსებობა განპირობებულია კეთილთა სასიცოცხლო ენერგიის ათვისებით იმ შემთხვევაში, როცა ეს უკანასკნელნი ცოდვას ჩაიდენენ. ცოდვად კი იმ კანონთა დარღვევა ითვლება, რომლის არათუ სიღრმეებში წვდომაზე, არამედ მათი არსებობის შესახებ ცოდნაზეც კი არ მიუწვდებათ ხელი მსოფლიო მოსახლეობის უმრავლეს ნაწილს. ამ საკითხზე უკვე ბევრი ინფორმაცია მაქვს გაცხადებული. ამიტომ მასზე აღარ შევჩერდები და გადავალ წყევლაში ყოფნის ვიწრო გაგებით ახსნაზე.
როგორადაც უკვე მოგახსენეთ, წყევლა გამიზნულია ადრესატის მიმართ შურის საძიებლად. ხოლო რაც შეეხება მისი მოქმედების ძალას, როდის აღწევს ის შედეგს და როდის კიდევ არა? აი, ეს საკითხი მინდა, რომ გავაშუქო კარგად. რის შესახებაც მოგახსენებთ იმას, რომ შეუძლებელია ადამიანმა ისე იცხოვროს, რომ იგი ერთხელ მაინც ვინმემ არ დაწყევლოს. რადგან, ჯერ ერთი შეცდომის დაშვების გარეშე არავის უცხოვრია და მეორეც ის, რომ ბოროტი ადამიანის გასაღიზიანებლად ისიც საკმარისია, როცა ხედავს კეთილი რომ გახარებულია.
ბოროტების საყრდენი შურისა და სიხარბის გრძნობაა. გრძნობა კი ენერგიის მომცველია. ხოლო ენერგიის არსებობა კი, თავისთავად გულისხმობს მოძრაობაში ყოფნას. ამიტომ ვერც ბოროტება გაჩერდება ისე, თუ ბოროტი საქმეების ჩადენით ძალა არ დაიმატა და ასევეა სიკეთის მხრივაც – კეთილმა თუ სიკეთე არ აკეთა, ის ვეღარ იარსებებს!!! თანახმად კანონებისა: „კეთილ კაცს, კეთილი გენის მემკვიდრეობიდან სიკეთე გამოაქვს. ბოროტს კი – ბოროტი გენის მემკვიდრეობიდან ბოროტება გამოაქვს“ (მათე 12-35). „ბოროტეულთა პირიდან სიავე გადმოდის“ (სოლომონი 14-18). „არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის“ (ესაია 48-22). „უკეთური ვერ დაიძინებს, თუ ბოროტება არ ჩაიდინა. ძილი გაუკრთება, თუ არ დააბრკოლა. რადგან უკეთურების პურს ჭამს და ძალადობის ღვინოს სვამს“ (იგავები 4-14). „ბოროტეულნი აღელვებულ ზღვას გვანან. რომელიც ვერ წყნარდება და მისი ტალღები ისვრიან ლაფსა და ტალახს“ (ესაია 57-20).
ბიბლიის ამ ცნობების ფონზე მისახვედრია ის, რომ რაგინდ სიკეთეც უნდა უკეთო ბოროტ ადამიანს, ამით მას ვერც დაამშვიდებ და ვერც კეთილად განაწყობ შენს მიმართ. ვინაიდან მასში არსებული შური და ბოღმა განუწყვეტლივ გროვდება და მან ეს შხამი აუცილებლად უნდა ამოანთხიოს წყევლის ან ჩხუბის სახით საიმისოდ, რომ კეთილი ადამიანი გააღიზიანოს და ამის ნიადაგზე მისგან მომეტებული ენერგია მიიტაცოს. მაგრამ რა რაოდენობის ენერგიის გამოძალვა შეუძლია მას? ანუ კიდევ უფრო სხვანაირად რომ ვთქვათ: მის მიერ გაგზავნილი წყევლა რამდენად აღსრულებადია? პასუხი ასეთია: რა რაოდენობისა და კატეგორიის კანონდარღვევაც აქვს ჩადენილი ადრესატს, იმ შესაბამისობით დაზარალდება. ხოლო თვით მთლიანი წყევლა და მასზე დამატებული დარჩენილი აღუსრულებელი ნაწილი კი დაუბრუნდება მწყევლელს და მასზე, ან მის შთამომავალზე აღსრულდება.
მაშასადამე, წყევლისგან თავდაცვისათვის არსებობს ერთადერთი გზა, რომელიც შემდეგია: „იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები. აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა“ (ეფესელთა 6-17).
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო წყევლის იმ კატეგორიის შესახებ, რომელსაც საზოგადოება ლოცვად აღიქვამს იმის გამო, რომ ისინი ამ შეცდომაში რელიგიამ შეიყვანა. ერთ-ერთი ასეთი წყევლაა ეს „ლოცვა“ – „ჯვარი გფარავდეს“. ამ ლოცვად აღქმულ წყევლას, უმაღლესი კატეგორიის წყევლის სტატუსი აქვს მინიჭებული ბედისწერაში. რადგან მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა ასეთია: „წაგერთვას ღმერთის წყალობა და ბედისწერა გაგიუკუღმართდეს“. ხოლო თუკი ამ „ლოცვით“ ქვეყანას „ლოცავს“ სატანური ძალის ძალოვანი, მაშინ ამ ქვეყნის ხალხი სწორედ იმ მდგომარეობაში იქნება, როგორშიდაც არის კიდეც. სიმართლე კი ასეთია: ბოროტება მანამ ვერ შეჩერდება სანამ განადგურებამდე არ მივა და სამწუხაროდ თან გადაიყოლებს იმ ქვეყანასაც, რომელთაც უწმიდური წმინდად გამოაცხადეს და მას ეთაყვანებიან.
ამიტომ ყველაზე დიდი ზიანი რაც კი ადამიანს ემართება იმის ბრალია, რომ ის უარს ამბობს იმ წყალობის ჯეროვნად გამოყენებაზე, რასაც ღვთისაგან ბოძებული აზროვნების უნარი ჰქვია. მართალია ის, რომ ადამიანმა განვითარება უნდა წარიმართოს იმისაკენ, ცხოვრების პირობები გაიუმჯობესოს. მაგრამ განა ამას მოახერხებს იმ შემთხვევაში, თუ ან ჯანმრთელობა არ ექნება, ან ქვეყნად მშვიდობა არ იქნება და ანდა კლიმატური კატაკლიზმები იბობოქრებს?! ცხადია, ყველა ეს ჩამოთვლილი აუცილებელი გარემოა საიმისოდ, რომ ადამიანმა მშვიდად ცხოვრება შესძლოს და აკეთოს ნიჭისდა შესაბამისი საქმე. ხოლო ყოველივე ეს რომ ნორმის ფარგლებში ჩადგეს, საამისოდ კი აუცილებელია ის, რომ ადამიანი ჯეროვნად ერკვეოდეს იმ კანონებში, რომელიც შემქმნელმა სპეციალურად მას დაუწესა. რათა მათი დაცვა უზრუნველყოფს ადამიანის ბედნიერად ცხოვრებას დედამიწაზე.
ამ ნაწერს კი ამ რჩევით დავასრულებ, რომელსაც შემდეგი კანონი იძლევა: „გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ და მთხოვნელს თვალს ნუ აარიდებ! მშიერის სულს ნუ დაამწუხრებ და ნუ განარისხებ კაცს მის გასაჭირში. განრისხებულ გულს ნუღარ შეაჭირვებ და მთხოვნელს მიცემას ნუ დაუგვიანებ. შეწევნის მთხოვნელს, დაჩაგრულს, უარს ნუ ეტყვი და პირს გლახაკისგან ნუ მიიბრუნებ. მთხოვნელს თვალს ნუ მოარიდებ, კაცს თავს ნუ დააწყევლინებ. რადგან იმ კაცის ვედრებას, ვინც გამწარებული სულით დაგწყევლის, შეისმენს მისი დამბადებელი. იხსენი უსამართლოდ დაჩაგრული, უსამართლოს ხელიდან და განსჯისას სულმოკლე ნუ იქნები“ (სიბრძნე ზირაქისა 1/9).