გაზიარება

შესაძლებელია თუ არა ბიბლიის სრულად შეცნობა

ბიბლია არის წიგნი, რომელიც ნებისმიერი გონებაგახსნილი ადამიანის ინტერესისა და კვლევის საგანს წარმოადგენს. იგი თავისი სიბრძნითა და ახსნის საჭიროებით ისეთი შეუდარებელი შედევრია, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. რისთვისაც მისთვის ხალხურ სიბრძნეს „ცოცხალი წიგნიც“ კი უწოდებია და არაერთი ზღაპარიც შეუქმნია მის ფონზე. ზღაპრების დანიშნულება კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბავშვებისათვის საინტერესო ამბავთა თხრობა. რაზედაც თავად ბიბლიაც იტყობინება: „გადიდებ შენ მამაო, უფალო ცისა და მიწისაო. რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და განუცხადე ჩვილებს. ვინაიდან ასეთი იყო ნება შენი“ (მათე 11-25,26).
რაც შეეხება ამ კანონით გაცხადებულს, მასზე იმას მოგახსენებთ, რომ საქმე ეხება იმ ფაქტს, ბავშვებში ინტუიციური აქტივობა ბევრად უფრო მაღალი რომ არის, ვიდრე ზრდასრული ასაკის ადამიანებში. ვინაიდან ბავშვებს დაბადებით ეძლევათ აზროვნება სუფთა, დაუწერელი ფურცლების სახით. სადაც მხოლოდ სათაური „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“ (აღუ) უწერიათ. ამიტომაც მათი ქმედებები, რომელთაც ჩვენ ინსტიქტებსა და რეფლექსებს ვუწოდებთ, გონებით იმართება. შემდეგ კი ზრდასთან შერწყმით აზროვნება ერთვება და სადავეებს იღებს ხელში. რომლის განვითარებაზეც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მემკვიდრულ ფაქტორს და იმ გარემოს, რომელშიაც ბავშის აღზრდა მიმდინარეობს. სწორედ ამის გათვალისწინებით, შთაგონებითი უნარის მეშვეობით შეაძლებინა უფალმა ადამიანებს ჭეშმარიტების ალეგორიული სახით წარმოდგენა ზღაპრების სახით. რომლებიც წარმოადგენენ ისეთ მხატვრულ ნაწარმოებებს, რაც ბავშვებს იზიდავს და მათში ნერგავს და აძლიერებს რწმენას იმისას, რომ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
ახლა კი რაც შეეხება იმ მიზეზებს, რომელნიც ახსნიან იმას, თუ რატომ ვერ ხერხდება ბიბლიის მიერ წარმოდგენილი ცნობების სრულყოფილად გაგება. ეს მიზეზები შეიძლება დაიყოს სამ ძირითად კატეგორიად:
1) ბიბლია არის მოკლე სახით წარმოდგენილი გეგმა იმ სრული ცოდნისა, რომლითაც ღმერთმა ეს სამყარო შექმნა. რომელიც მოიცავს ამ სამყაროს შექმნის ტექნოლოგიის ცოდნას, ასევე სამყაროს შემადგენლობის მოდელის აღწერას და იმის ცოდნასაც, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანის როლი სამყაროს ფუნქციონირებაში. ამასთანავე იმ ინფორმაციასაც რაც კი შეეხება ამ სამყაროსა და მასში მიმდინარე მოვლენებს მისი შექმნიდან – მის დასასრულამდე. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ამ ცოდნას სრულად ვერ სწვდება ადამიანური შემეცნება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ იგი შესრულებულია ადამიანის ხელით. ხოლო ადამიანი კი ისეთ რამეს ვერ დასწერს, რასაც მისი გონება ვერ გადაამუშავებს ისე, რომ აზრი არ შედგეს. შესაძლებელია ამ აზრის სრულყოფილ სიღრმეებამდე ვერ ჩაწვდეს ცნობიერება, მაგრამ ისეთი ფორმით მაინც უნდა იქნას წარმოდგენილი, რომ გადატანითი მნიშვნელობის მეთოდის მეშვეობით მაინც მოხდეს მათი გაგება. ვინაიდან იმ დროს, როცა წმინდა წერილები იწერებოდა, საკაცობრიო გენეტიკა არ იყო იმ საფეხურზე, რომ ადამიანურ აზროვნებას შესძლებოდა სულიწმიდის კარნახის გაშიფვრა და ისე შეცნობა. ამიტომაც მოხდა მისი ჩაწერა სიტყვების გადატანითი მნიშვნელობის მეთოდის გამოყენებით.
ვინაიდან და რადგანაც შემქმნელმა იცოდა თავისი ქმნილების შესახებ ის, რომ ქმნილების შემეცნება მიაღწევდა იმ დონეს, როცა შესაძლებელი გახდებოდა მისთვის იმის შეცნობა, რაც რომ უფალს სურდა ეცნობებია მათი მოდგმისათვის. ამიტომაც არის განაცხადი ბიბლიაში ქრისტეს მიერ, რომ „მოვა ჟამი, როცა აღარ დაგელაპარაკებით იგავებით, არამედ პირდაპირ გაუწყებთ მამის შესახებო“ (იოანე 16-25) და აგრეთვე ისიც, რომ ადამიანთათვის თუკი რამ დაფარული ან დამალული იყო, ყველაფერი გაირკვეოდა და გაცხადდებოდა; თანახმად დაწერილისა: „არ არსებობს რაიმე დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს“ (მარკოზი 4-22).
2) რაც შეეხება მეორე მიზეზს ბიბლიის სრულად შეუცნობლობისა, ეს არის დროები და ვადები მასში გადმოცემული წინასწარმეტყველებების აღსრულებისა. დროები იმიტომ ვერ არის ზუსტად გამოცნობილი ადამიანური შემეცნების მიერ, რომ ჯერ ერთი ეს მატერიალური სამყარო შემქმნელისათვის უკვე წარსული დროა. ხოლო მეორე კი ის, რომ ამ სამყარული დროები მოიცავს სხვადასხვა პერიოდებს და არ მიესადაგება დედამიწური დროით გათვლას. ბიბლიაში ამიტომაც არის ასეთი ცნობა ამ საკითხის მიმართ: „თქვენი საქმე არ არის იცოდეთ დროები და ან ვადები, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით“ (საქმეები 1-7) და „იმ დღეზე და იმ ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ; არამედ იცის მხოლოდ მამამ“ (მათე 24-36).
3) მესამე მიზეზი ბიბლიის სრულად შეუცნობლობისა კი გახლავთ ის, რომ „ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალ ქსოვილის საკერებელს. თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოეხევა. არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ და ორივე გადარჩება“ (მათე 9-16,17). ხოლო ამ ცნობის მიღმა რაც იგულისხმება, ეს არავისათვის არ არის უცნობი. დიახ, ენა! სალაპარაკო ენის ახალი სიტყვებით სრულყოფა არის ის აუცილებლობა, რითაც უნდა აიხსნას და გაიშიფროს ბიბლიური გეგმა. მაგრამ როგორც ცნობილია, ახალი სიტყვები ისე ვერ წარმოიქმნება, თუკი ცივილიზაცია არ განვითარდა. ამიტომაც ცივილიზაციის განვითარება არა მარტო პირდაპირპროპორციულ კავშირშია ბიბლიური ცოდნის შეცნობასთან, არამედ მისთვის აუცილებელი პირობაც არის და ამასთანავე მიზეზ-შედეგია შემეცნების განვითარებისა. მაშასადამე მეცნიერებისა და ტექნიკის სათანადო დონეზე ყოფნა ყოფილა ერთ-ერთი აუცილებელი მიზეზი იმისა, რომ შესაძლებელი იყოს ბიბლიის ახსნა.
ბიბლიის სათანადოდ ვერ შეცნობის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორია ის „უმეცრების დროება“ (საქმეები 17-30), რომელშიაც კაცობრიობა იმყოფება და ის მოიცავს რელიგიის, მეცნიერებისა და პოლიტიკის ერთმანეთისაგან გამიჯვნას. რაც იმიტომ ხდება, რომ სამივე სიცრუის საფუძველზე დგას და ამიტომაც არასწორი მიმართულებით ვითარდება. ვინაიდან მათი საფუძველი რომ ჭეშმარიტ ცოდნაზე იყოს დამყარებული, მაშინ ისინი მთლიანი ცოდნის ნაწილებად უნდა იყვნენ წარმომდგარნი და მაშინ აღარც ისეთ შედეგებს მოიმკიდა კაცობრიობა, რაც გაიარა და რასაც გადის. რაზედაც ვერავინ იტყვის იმას, რომ ადამიანები იმ თავისუფლებითა და ბედნიერებით სარგებლობენ, რომლის მიმღეობის უფლებამოსილ არსებებადაც შექმნა ისინი ღმერთმა.
რაც შეეხება ღმერთის მიერ „უმეცრების დროებად“ (საქმეები 17-30) შეფასებას კაცობრიობის მიერ განვლილ გზისა, არ ეთანხმება ადამიანური შემეცნება. რადგან განვითარების საკმაოდ მაღალ დონეზე ავიდა მეცნიერება და ტექნიკა. მაგრამ ეს მხოლოდ რაღაც ნაწილია იმისა, რა შესაძლებლობებიც ადამიანის შემეცნებისათვის აქვს მინიჭებული შემქმნელს; და თანაც განვითარებისათვის მთავარი შედეგია! ხოლო შედეგი რომ სასიკეთო კი არა, არამედ დამღუპველი აღმოჩნდა ადამიანთა მოდგმისათვის, ამას განხილვა აღარ ესაჭიროება. ვინაიდან უკვე ყველაფერი სახეზეა ფაქტთა ცვენის სახით, რომელთაც თამამად შეიძლება ეწოდოს უბედურებათა კატასტროფულ დონეზე ასვლა.
დიახ მდგომარეობა მეტად საგანგაშოა და სასწარაფოდ იმ ღონისძიებების ჩატარებას საჭიროებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმ ძალების ჩაწყნარება, რისი გამოწვევაც ადამიანთა უგუნურმა ქმედებებმა შესძლეს. რისი მიღწევაც ვერანაირად მოხერხდება იმ ცოდნის გამოყენებით, რომელზეც საკაცობრიო შემეცნებაა დაფუძნებული და მას რელიგიური, მეცნიერული და პოლიტიკური ცოდნა ჰქვია.
მინდა ამ სამეულის მოღვაწეობის იმ შედეგზეც ვისაუბრო, რასაც ენის ტერმინოლოგიის საკითხი ჰქვია. სამივე მათგანი რომ სათავისო ტერმინოლოგიით სარგებლობს, ეს საყოველთაოდ ცნობილი თემაა. მაგრამ ცნობილი არ არის ის, რომ ძალიან ხშირად ისინი ერთიდაიმავე საკითხზე კამათობენ და ერთმანეთს უმტკიცებენ იმას, რომ არა მე ვარ სწორი და არა მეო. სინამდვილეში კი ერთიდაიგივეს ამტკიცებენ, ოღონდ თავიანთ ენაზე და ამიტომ ერთმანეთისა არა ესმით რა. მოვიყვან მაგალითს ამ ცნობის დასამტკიცებლად: მოგეხსენებათ, რომ როცა საუბარია ეროვნებაზე, პროფესიაზე, ნიჭიერებაზე და სხვა მისნაირებზე; არ არის საჭირო იმის განმარტების დართვა, რომ ეს ყველაფერი ადამიანს ეხება. მაგრამ თუკი საუბარი შეეხება დაავადების გამომწვევ მიზეზებს: ვირუსებს, კოხებს, ჩხირებს, ბაქტერიებს და სხვა მისნაირებს; ამ დროს არც არავის მოუვა თავში ფიქრად ის აზრი, რომ მათი საშუალებით ავ სულების შესახებ მსჯელობენ. აბა ვინმემ სცადოს და რომელიმე ექიმს უთხრას: „ჩემი დაავადების საფუძველი ავი სულის ესა და ეს კატეგორია არისო“. რას იზამს მაშინ ექიმი, ამ ავადმყოფს უმალ ფსიქიური აშლილობის დიაგნოზს დაუსვამს. სინამდვილეში კი საქმე ასეა: ტერმინები – ეროვნება, პროფესია, ნიჭიერება, ქალი, კაცი, ქველმოქმედი და მისთანანი, როგორც წარმოადგენენ მხოლოდ ადამიანის დამახასიათებელ კატეგორიებს; ასევეა ვირუსების, კოხების, ბაქტერიების და სხვა მისნაირების შემთხვევაშიც; და ისინი ავი სულის დამახასიათებელი კატეგორიები არიან. ამ ცოდნას რომ არის მოკლებული მედიცინა, სწორედ ამიტომაც არის უამრავი ხარვეზები ადამიანთა გაჯანსაღებისათვის მათ მიერ შემუშავებულ მეთოდებში. რომელი ხარვეზებიც უკვე ყოველდღიურად მზარდ პროცესად იქცევა იმ მიზეზის გამო, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა სასრულ სტადიაში იმყოფება.
აი, ამიტომაც არის კაცობრიობის მიერ განვლილი გზა, ღმერთის მიერ შეფასებული უმეცრების დროებად. რადგან ყოველი ცოდნა, რომელსაც საფუძვლად არ უდევს ღვთიურ კანონები, ყოველთვის იქნება მხოლოდდამხოლოდ უბედურებათა მთესავი!!!