შეიძლება თუ არა ბედისწერის შეცვლა
რა არის ბედისწერა და როგორ დგება იგი? ეს არის საკითხი, რომელიც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანის ინტერესის საგანს წარმოადგენს. ამიტომაც უამრავი და მრავალსახოვანი ინფორმაციის გავრცელებას აქვს ადგილი მის შესახებ. თუმცაღა მათგან ჭეშმარიტი არც ერთია. ვინაიდან მისი მოპოვება მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ჯეროვნად ერკვევა სამყაროს კანონებში და იცავს მათ. რადგან ასეთი პიროვნება შეცნობილია ღმერთისაგან და მხოლოდ მას აძლევს საიმისო წყალობას, რომ ჭეშმარიტი ცნობების აღქმა შესძლოს სულისმიერი გონებიდან.
გთავაზობთ ჭეშმარიტ ინფორმაციას ბედისწერის შესახებ. რომლის სანდოობის რწმუნებაც ნამდვილად არ გაგ„იჭირდებათ, თუკი მის ფონზე ჯეროვნად გაანალიზებთ საკუთარი ცხოვრებით განვლილ გზას. მაშასადამე ავხსნი თუ რა არის ბედისწერა და როგორ დგება იგი. რისთვისაც შეგახსენებთ იმას, რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის ნაერთით მიღებული მთლიანობა. მართალია სულის არსებობას არ აღიარებს მეცნიერება; მაგრამ ვფიქრობ, რომ მისი არსებობის სარწმუნებლად იმის შეხსენებაც კმარა, გვამს რომ მხოლოდ სული აკლია საიმისოდ, რათა ადამიანი იყოს და სხვა მეტი კი არც არაფერი!!! ხოლო რაც შეეხება სულს, ის არის პროგრამის მომცველი ველი. რომელ პროგრამასაც გონება ჰქვია და შეიცავს მაკავშირებელ ძალას სიტყვებსა და სამყაროში არსებულ მატერიალებსა თუ სამყაროში მიმდინარე მოვლენებს შორის. გონების ენას კი, ინტუიციური ენა ჰქვია.
რა არის გონების პროგრამა და რა პრინციპით მუშაობს იგი ადამიანში? მის შესახებ ვიტყოდი იმას, რომ მისი მუშაობის წესი ძალიან წააგავს კომპიუტერული პროგრამის მუშაობის პრინციპს. სადაც მთავარი გვერდის როლს ასრულებს მცნების – „გიყვარდეს უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გაგებით“ – მომცველი კანონების განყოფილება. რომელი კანონებიც ბიბლიაში არიან წარმოდგენილნი ღმერთისა და სამყაროს შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მომცველ ცნობებად. ხოლო მთავარი გვერდის დაქვემდებარებაში კი არიან ის გვერდები, რომლებიც მოიცავენ დანარჩენ მცნებათა აღსრულებისათვის საჭირო კანონებს და ასახავენ ადამიანის ქცევის ნორმებს საზოგადოებასა და ოჯახში. ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ბედისწერა განიგება მორალის კანონმდებლობით, სადაც განმსაზღვრელობითი როლი უკავია ღმერთისადმი ჭეშმარიტ რწმენას. რასაც ვერანაირად ვერ შეიძენს ადამიანი, თუ მას მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა არ გააჩნია!!! ოღონდ ჭეშმარიტი სიყვარული სხვა გრძნობაში არ აგერიოთ. რადგან იგი მხოლოდდამხოლოდ უანგარობაზე, სიწრფელეზე, უსამართლობასთან შეურიგებლობაზე, სიმართლის არა და ვერ დაფარვაზე, გულკეთილობაზე, სხვისი ჭირისადმი გულწრფელ თანადგომაზე და სიხარულის კი გაზიარებაზე, მიმტევებლობაზე, სიმამაცეზე და თვალის ისეთ ნათელის ჰქონაზეა დაფუძნებული, რომელსაც შურის სიბნელე ვერ მიეკარება.
გაცნობებთ იმასაც, რომ ადამიანის სხეულში ასევე ხვდება ველი, რომელიც კუჭში იდებს სამყოფელს და მომცველი არის გონების საწინააღმდეგო პროგრამისა. რასაც ღმერთი უწოდებს: „უკუღმართ გონებას“ (რომაელთა 1-28). ხოლო რაც შეეხება გონების მომცველ ველს, მისი ადგილ-სამყოფელი კი თავის ტვინშია.
ბედისწერის შექმნის თაობაზე მოგახსენებთ იმას, რომ მასზე უდიდესი გავლენის მომხდენია მემკვიდრული გენი. ამიტომ იესო ქრისტეს შემდგომ პერიოდში მდგომარეობა ასეთია: იესოს მიერ საკუთარი სისხლით გამოსყიდული საკაცობრიო ცოდვების შედეგად მოპოვებული კეთილი სინდისის ზიარება, მიცემული ექნა ყოველ დაბადებულ ბავშვს. ანუ უფრო გასაგებად რომ ითქვას, თანახმად კანონისა: „ნათლისღება ხორციელი ჭუჭყის ჩამორეცხვა კი არ არის, არამედ კეთილი სინდისის ღვთისათვის შეპირებაა“ (I პეტრე 3-21), ქრისტეს მიერ მოპოვებული კეთილი სინდისის ხარჯზე, ყოველ ახალშობილს დაბადებით ეძლევა ქრისტეს მადლით ნათლისღებული სული. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ბავშვი დაბადებითვე მონათლულია ქრისტესმიერი მადლით და მისი ნათლია კი ქრისტეა!!! ამიტომაც ბავშვის ბედისწერის გზაც სწორ მიმართულებაზე არის დაყენებული!!! მაგრამ რა ხდება უკვე შემდგომ, როცა იწყება ბავშვის ცხოვრებისეული პერიოდი? შემდეგ ხდება ის, რომ ბავშვი – რომელსაც სხეულით ასევე აქვს მიღებული ინდივიდუალური გენური კოდი (რასაც ჩვენ მემკვიდრულ გენს ვუწოდებთ) – თავისი ცხოვრებით ვალდებულია აღასრულოს ის მისია, რომელ გენურ მემკვიდრედაც განისაზღვრა მისი დაბადება. მოგეხსენებათ, რომ ბავშვობის პერიოდში აზროვნება არ არის მომწიფებული საიმისოდ, რომ მას განსჯა შეეძლოს. ამიტომ ბავშვის ბედისწერის საჭე მის აღმზრდელ მშობლებს აქვთ მინდობილი.
(გაცნობებთ იმასაც, რომ მემკვიდრეობითი ფაქტორი უამრავი ნიუანსის მომცველია, რომელთა მიღებასა და უარის თქმაზეც არის დამოკიდებული მთლიანად ადამიანის ცხოვრების სახეობა: ის ტანჯვითი იქნება თუ საამური. ეს საკითხი საკმაოდ დიდი მოცულობის თემაა და ამიტომაც დაწვრილებით მას აქ ვერ განვიხილავ).
მინდა შეგახსენოთ გამონათქვამი, რომელსაც ძალიან ხშირად ხმარობენ ადამიანები და ის კი შემდეგია: „კაცს შუბლზე რაც აწერია, იმის აღსრულება არ ასცდებაო“! სწორედ რომ „შუბლზე დაწერილი“ ბედისწერა არის ღმერთისმიერი წყალობის ის სახეობა, რომელსაც თითოეული ადამიანი ინდივიდუალურად იღებს მემკვიდრული გენის წყალობით. ხოლო თუ რომელი გზით უნდა მიაღწიოს მის მისაღებ ადგილზე – ეკლიანი მრუდე გზით, თუ საამური სწორი გზით; ანდა საერთოდ უარი უნდა თქვას მის მიღებაზე და ღვთის რისხვის დამსახურება მოიპოვოს – ამას კი თავად განსაზღვრავს იმ არჩევანით, რომელსაც თვითონ აკეთებს იმ კანონთა დაცვა-არ დაცვის ფონზე, რომელი კანონებიც ბიბლიაში არიან წარმოდგენილნი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პირადულ-ოჯახურ გარემოში ქცევის წესებად. მაშასადამე დასკვნა ასეთია: ადამიანი იბადება უცოდველ და საკაცობრიო მისიაში თავისი როლის შემსრულებელ არსებად!!! რომელ როლსაც მას გენურ წინაპართა ნამოქმედარნი ანიჭებს. ხოლო შემდეგ კი, ის ამ როლს მოირგებს თუ უარს იტყვის მის შესრულებაზე, ან რა გზას აირჩევს მის შესასრულებლად ან არ შესასრულებლად – ეს უკვე მისი თავისუფალი ნებაა. რაზედაც, რა თქმა უნდა პირდაპირ დამოკიდებულებაშია მისი სიცოცხლის ხანგრძლიობა.
ახლა კი მინდა განაცხადი გავაკეთო იმაზე, რაც ეხება კანონს: „უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი – მცირედთა გულისთვისო“ (III ეზრა 8-10). ეს კანონი იუწყება იმას, რომ ბედისწერაში ჩაწერილი ღვთის წყალობის მიმღები გენის მქონე ადამიანთა რაოდენობა მცირერიცხოვანია და მათ ბიბლიურად „სიცოცხლის წიგნში ჩაწერილები“ ეწოდებათ (გამოცხადება 13-8). მაგრამ უამრავნი არიან ისეთნი, ვინც გადაცემულნი არიან „უკუღმართ გონებას, დაუწესებლის საკეთებლად“ (რომაელთა 1-28). რომელნიც სხვადასხვაგვარი მეთოდების გამოყენებით ცდილობენ წყალობამისაღებ კანდიდატთათვის განკუთვნილი კეთილდღეობის მიტაცებას. ამ საკითხთან მიმართებით გაცნობებთ იმას, რომ ეს ურიცხვი ადამიანი, რომლებიც ბარიერის როლს ასრულებენ და სიცოცხლეს უმწარებენ „სიცოცხლის წიგნში ჩაწერილებს“ (გამოცხადება 13-8), მათ სიახლოესაც კი ვერ გაიჭაჭანებენ იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ცხოვრებისეული ნაბიჯების გადადგმის დროს, ღმერთის კანონმდებლობით განსჯილს უფრო გაითვალისწინებენ, ვიდრე საზოგადოებრივი აზრისას. საამისოდ კი ჯეროვნად უნდა იყვნენ გარკვეულნი ღმერთის მიერ დაწესებულ კანონებში. რომლის შესრულებაც სრულებითაც არ არის ძნელი და არ მიესადაგება იმ მოთხოვნებს, რომელთაც რელიგიები და რელიგიური სექტები ახვევენ თავს ადამიანებს და მათ ღმერთის მიერ დაწესებულ წესებად ასაღებენ.
მოგახსენებთ იმასაც, რომ ამჟამად მსოფლიო მოსახლეობის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაწილი, ყოველდღიურად ამ გაუგებრობის მსხვერპლია. ვინაიდან პროფესიული განათლება სულ სხვა ცოდნაა და ბედისწერის კანონმდებლობაში გარკვევა კი – სულ სხვა; და მათ საერთო არც არაფერი აქვთ. ამჟამად კი რა მდგომარეობაა სახეზე?! პროფესიონალიზმი მეცნიერულ თუ სამეწარმეო დარგებში საკმაოდ მაღალ სიმაღლეზე დგას. მაგრამ რაც შეეხება ბედისწერის კანონმდებლობაში გარკვევას – აქ კი სრულიად უმეცრებას აქვს ადგილი. ამიტომაც თანამედროვე ადამიანი იმის გაგებაშიც კი არ არის, რომ საკაცობრიო გენეტიკით მისაღებ მაჩვენებლების სისრულის სტადიაში იმყოფება. რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო აყენებს იმის აუცილებლობას, რომ ადამიანს დაუმთავრდეს ბედისწერის კანონების ცოდნისადმი უმეცრებაში ყოფნისათვის განსაზღვრული დრო. ანუ ბიბლიური ცნობით: კაცობრიობა 42-ე თვეში გადავიდა (გამოცხადება 13-5). რაც საკაცობრიო განკითხვის აღსრულების პერიოდს ნიშნავს. ამიტომ ის ცოდნა, რომელთაც გთავაზობთ, ფასდაუდებელი დახმარება იქნება იმათთვის, ვინც მოწოდებულია საიმისოდ, რომ ბედისწერით მისთვის განსაზღვრული ღვთის წყალობა მიიღოს. რათა აღსრულებულ იქნას კანონი: „ის დღეები რომ არ შემოკლდეს, ვერა ხორციელი ვერ გადარჩება. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეები“ (მათე 24-22).