ღვთიური სამართალი
„კაცის ძის ხვედრია, რომ მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილი იქნეს უხუცესთა, მწიგნობართა და მღვდელმთავართა მიერ. მოკლული იქნას და მესამე დღეს აღდგეს“ (ლუკა 9-22). „ეს არის ჩემი რჩეული ჭურჭელი, რათა ატაროს ჩემი სახელი. მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისთვის“ (საქმეები 9-15,16). „ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. მკაცრი მეთოდებით ღზრდის ყოველ იმ შვილს, ვისაც ღებულობს“ (ებრაელთა 12-6). ამგვარ ცნობებს იძლევა ბიბლია ღვთისშვილთათვის დაწესებული ცხოვრების წესის შესახებ და პრაქტიკაც ადასტურებს იმას, რომ ტანჯული ცხოვრება ღვთისშვილთა ხვედრია. თუმცა ეს ის საკითხია, რომელიც ნამდვილად საჭიროებს დაკონკრეტებულად განხილვას. რადგან ადამიანებს ჰგონიათ, რომ ღმერთმა კარგი ცხოვრება ბოროტეულთ არგუნა და ცუდი კი – კეთილთ. რომელი მსჯელობაც დიდი შეცდომაა და იგი ღვთის გმობას ნიშნავს. ვინაიდან ბოროტისათვის წყალობის გაღება და კეთილისათვის კი მისი დაკავება, ეს ხომ უსამართლობაა?! ხოლო ღმერთი კი სამართლიანია! ვინაიდან ამ საკითხის განხილვა და მასზე ჭეშმარიტი პასუხის გაცემა მხოლოდ სიბრძნის კანონთა საშუალებით არის შესაძლებელი. ამიტომაც მივმართავ კიდეც მათ და კანონითვე დავძენ, რომ „თუკი მართალი ძლივს გადარჩება, უღვთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?!“ (I პეტრე 4-18). ხოლო განვრცობით კი ამ საკითხზე ამას მოგახსენებთ: თუკი ირგვლივ მიმოვიხედავთ და თვალს გადავავლებთ ადამიანთა ცხოვრების ამსახველ ისტორიასაც. ვერც ახლა და ვერც წარსულში ვერავის ვნახავთ ისეთს, რომელსაც ცხოვრების გზა ცვლილებათა გარეშე, სულ ერთფეროვნად გაევლოს. რომელი ცვლილებებიც ხან ძალიან მკვეთრი და დიდმაშტაბურია და ხანაც კიდევ მცირედი გადახრებით. მართლაც მრავალფეროვანია თითოეული ადამიანის მიერ განვლილი ცხოვრებისეული მოღვაწეობა და მისი ცვალებადობა კი დამოკიდებული იმ დროზე, რომლისაგან გამოვლენილ ცვლილებებზეც ასახვას ახდენს ქვეყანათა პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგები და კლიმატური გარემოებაც. რაც ყოველივე ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი არის ნაწილი საზოგადოების, ბუნებისა და სამყაროს დინამიკისა და მას ამ ყოველივესაგან გამოცალკავებულად არსებობა არ შეუძლია!!!
ე.ი. ჩვენი ცხოვრება მარტო ჩვენს ფიქრებსა და სურვილებზე არ არის დამოკიდებული, რადგან მასზე გავლენას ახდენს: საზოგადოება, ბუნება და თვით სამყაროს კანონზომიერებები. რომელიც განკარგავს ამ სამყაროს ფუნქციონირებას ისე, რომ არანაირი ცვლილება არ ხორციელდება მისი კანონზომიერული გათვლის გარეშე. რასაც სამყარული წესრიგიანობა ჰქვია და მოქმედებს იმ პრინციპით, რომ ყოველი დიდი ცვლილება, მცირე ცვლილებათა ჯამური შედეგია. რომელი მცირედი ცვლილებების გამოწვევის საფუძველსაც ადამიანის აზროვნებაში ეყრება საფუძველი. რადგანაც ადამიანის ბედისწერის კადრების აღსრულებაში ჩართულია არა მხოლოდ დედამიწა, არამედ მთელი სამყარო. ვინაიდან დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები ამ სამყაროს ფუნქციონირების გარეშე ვერ განხორციელდება! ვიცი იმ აზროვნებით, რომლის დანაწევრებასაც მოანდომა მეცნიერებამ საუკუნეები, ძნელია სამყაროს მთლიანობის პრინციპის აღქმაც და თანაც მასში ადამიანური ფენომენის როლის გათავისება. მაგრამ რაც სინამდვილეა, იმას თუ თვალს არ გაუსწორებს ადამიანი, ამით მხოლოდ თავად დაზარალდება და როგორც რეალობა აჩვენებს, ასეც ხდება კიდეც. ადამიანებს მეტად ძვირი უჯდებათ იმის არ ცოდნა, რომ ღმერთის მიერ სპეციალურად მათთვის დადგენილი კანონების შესრულება-არ შესრულების მიხედვით განიკარგება მათი ბედისწერა. სამწუხაროდ მათ წარმოდგენა არა აქვთ ამ კანონთა თაობაზე და ჰგონიათ, რომ მხოლოდ 10 მცნებით არის შემოსაზღვრული ის. ასეთი მრწამსით მოვიდა კაცობრიობამ აქამდე და ამიტომაც მიიღო ადამიანთა მიერ განვლილმა ცხოვრებისეულმა პერიოდმა, ღმერთისაგან უმეცრების დროებად შეფასება. რომლის დაშვებასაც უკვე ვეღარ ექნება ადგილი იმ დროში, რომელშიაც ახლა იმყოფება კაცობრიობა და მას ბოლო ჟამის პერიოდი ქვია.
გამომდინარე ამ სამყაროს იმ თავისებურებიდან, რასაც სარკისეული პრინციპით მოქმედება ჰქვია. ადგილი მიეცა იმის შემძლეობას, რომ ყოველ ნამდვილს, თავისი ცრუ ორეულიც ჰყოლოდა. რისი მტკიცებულებაცაა ანტიქრისტეს არსებობის გახმაურებული ფაქტი და არა მხოლოდ ის. არსებობენ ნამდვილად ქრისტესმიერნი და ანტიქრისტეს მიმდევრები. რომელნიც ისე ხმამაღლა გაჰყვირიან, რომ ისინი ღვთის მსახურები არიან, რომ ნამდვილთა ხმას ახშობენ. რადგან მათთვის ხმის აწევა დაუშვებელია! დღეისდრეობით ასეა: ასეთი ცრუმარქვია ღვთის მსახურებით არის დაკომპლექტებული რელიგიები და რელიგიური სექტები. რომელნიც ყველაფერს კადრულობენ საიმისოდ, რომ ადამიანთა ცნობიერება სიცრუის ტყვეობაში ამყოფონ და საამისოდ მათ ხელიც მიუწვდებათ. რადგანაც დიდძალი სიმდიდრე მოიხვეჭეს და მისი მეშვეობით კი მოისყიდეს პრესისა და მედიის წარმომადგენლები და სიცრუეს ავრცელებიებენ. ხოლო რაც შეეხება სიმართლეს, მისი გავრცელების ხელის შესაშლელად კი ყოველ ღონეს ხმარობენ და თანაც მეტად შენიღბული მეთოდებით. მაგრამ მათ არ იციან ღმერთის ძალა და ან როგორ ეცოდინებათ?! განა ის, ვისი მსახურნიც არიან, დაუშვებდა მათთვის ამ ცოდნის ფლობის უფლებას?! ამიტომაც გაბედეს იმდენი, რომ მოიმკეს ღვთის რისხვის მაღალი საზომებით სასჯელის მიგება. რისი დაფარვაც ვერანაირად ვეღარ მოხერხდება და სრულიად მსოფლიო თვალნათლივ იხილავს კიდეც ამას. რა თქმა უნდა მათი ბედი უკვე გადაწყვეტილია, განაჩენიც გამოტანილია და აღსრულებაშია გადაცემული. ამიტომ ამის თაობაზე უკვე საუბარი აღარ არის საჭირო. მაგრამ საჭიროა საუბარი იმათთვის, ვისაც მათი სჯეროდა – იმისათვის, რომ გონს მოეგონ და ის საფრთხე აიცილონ თავიდან, რომელიც მათ ელოდებათ იმათგან, ვინც ისინი შეცდომაში შეიყვანა. რამეთუ ყველა თავის რწმენის მიხედვით სამართლდება ღმერთის მიერ!!!
მაშასადამე განვაგრძობ იმ ნიშანთა მხილებას, რომლითაც გამოიცნობთ იმ ცრუმარქვიებს, რომელნიც ღვთის მოვლენილებად ასაღებენ თავს და სინამდვილეში კი ეშმაკის მსახურნი არიან. მოგახსენებთ იმის თაობაზე, რომ ბიბლია იძლევა გაფრთხილებას იმაზე, რომ იესო ქრისტეს შემდგომ პერიოდში ღმერთი ხილვაში არავის გამოეცხადება, გარდა იმისა, ვინაც ქრისტეს სულის მფლობელი იქნება (ებრაელთა 1-1,2). რასაც აქვს თავისი მყარი საფუძველი და მისი დაკონკრეტებულად ახსნაც შესაძლებელია გენეტიკური სქემებითა და გათვლებით. მაგრამ მისი შემცნობი ყველა ვერ იქნება. რადგან ეს სათანადო ნიჭისა და ცოდნის საფუძველს საჭიროებს. ამიტომ აქ შემოვისაზღვრები მხოლოდ იმ ინფორმაციით, რომელიც ეხება იესო ქრისტეს მიერ საკაცობრიო ცოდვების ტვირთვის თემას. რაც იმიტომ გახდა საჭირო, რომ ცოდვების გზაზე მრავალსაუკუნოვანმა მსვლელობამ გენებში იმგვარი ცვლილებები გამიწვია, რომ ადამიანებს უკვე აღარ შეეძლოთ კოსმოსთან სულის კავშირის შენარჩუნება. ამიტომაც ეს მისია ბავშვებს დაეკისრა და ქრისტეც გახდა მათი საყოველთაო ნათლია. ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ არცერთ ადამიანს არა აქვს უნარი იმისა, რომ ღმერთისაგან ხილვა იხილოს, ან მისი ხმა მოისმინოს და ან მისი ძალით რაიმე სასწაული მოახდინოს!!! ვინაიდან იმ ქმედებებს, რომელთაც ადამიანები სასწაულებს უწოდებენ. ასრულებს ის ძალა, რომელიც გაძლიერებულია ადამიანებში. დღევანდელი იმ სიტუაციის ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება ადამიანთა თავს, ნუთუ ვინმე გამოვა და იტყვის, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებში ღმერთისმიერი ძალაა მოჭარბებული და ყველაფერს სიყვარული, სიკეთე, სინდისი, პატიოსნება და უანგარობა განაგებს?! ამიტომ ყოველივე ის, რაც სასწაულად მიაჩნია ხალხს და ის ხილვებიც, რომელზედაც ასე ამაყად აცხადებენ ძალზედ მომრავლებული ღვთისმსახურნი და ნათელმხილველები – ყველა ეშმაკისგან არის!!! ღმერთი ხილვების დროს მხოლოდ კანონების ენით ესაუბრება ადამიანს და თან იმგვარად, რომ კიდევაც უხსნის მას (იოანე 3-34). სწორედ ასეთი მეთოდით არ არის დაწერილი ბიბლიაც?! ამიტომაც ყოველი კანონის ჭეშმარიტი ახსნა, მხოლოდ კანონთა მისთვის საჭირო წყობის პოვნის საშუალებითაა შესაძლებელი. რასაც ბიბლიური კოდის მეთოდი ჰქვია. გარდა ამისა გაცნობებთ იმასაც, რომ ხილვითი მდგომარეობის შედგენისათვის აუცილებელია აზროვნების ინტუიციაზე გადართვა. რისი მიღწევაც შეუძლებელია გონიერი აზროვნების არსებობის გარეშე. გონიერი აზროვნება კი ჯანმრთელობის აუცილებლობას მოითხოვს. რადგან კლინიკურად გონიერი მდგომარეობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სხეულს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ტვინი რეგულარულად ამარაგოს ჟანგბადით მდიდარი სისხლით. რაც თავის მხრივ გულისხმობს ისეთი დიამეტრიანი კორონალური სისხლძარღვების არსებობას, რომელიც საკმაოდ აღემატება თანამედროვე ადამიანისათვის მიჩნეულ სტანტარტულ ნორმას. თუკი ადამიანი ვერ აკმაყოფილებს ასეთ მოთხოვნებს, მაშინ მისი ზმანებანი ხილვები კი არა ჰალუცინაციებია. რომელსაც იწვევს ტვინის მკვებავ სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა და მასში უდიდესი წვლილი მიუძღვის გულის არაჯანსაღ მდგომარეობას. ასე რომ, გაარჩიეთ ხილვა და ჰალუცინაცია ერთმანეთისაგან! რადგან ხილვა გონებისმიერია და ღმერთისმიერი ძალით ხდება. ხოლო ჰალუცინაცია კი მისი საპირისპირო სარკისეული ანარეკლია და ამიტომაც მისი რაღაც ნაწილი სწორია და თან მიბმული და გაერთიანებული არასწორთან. ამიტომაც ის ნაწილი რომ ასრულდება, ადამიანთა აქცენტს იმაზე მიმართავენ ხოლმე. რითაც იმ არასწორის რწმუნებაც ხდება და მისი ასრულების მოლოდინით სიმართლის ვერ მიღება. ყოველივე ეს კი გონებას თანდათან უძინებს ადამიანს და მისი სრული მიძინება რომ სიკვდილს ნიშნავს, ეს ალბათ ყველამ იცის.
აქვე მინდა იმ გაუგებრობასაც მოვფინო ნათელი, რასაც რელიგია ქალსა და კაცს შორის სხვაობაზე იმოძღვრება და თანაც ამას ღმერთს მიაწერს. ეს ყველამ იცოდეს, რომ ღმერთისათვის ადამიანთა შორის განსახვავებად რაც არის მიჩნეული, ეს არის მხოლოდ მათი კეთილი და ბოროტი ბუნება. დანარჩენი სხვაობა მისთვის არ არსებობს!!! ხოლო რაც შეეხება იმ წესებს, რაც მას დადგენილი აქვს ეს კაცისთვის არის, ქალისთვის თუ ბავშვისთვის. ეს წესები მათ ცხოვრებისეულ მოღვაწეობის სწორად წარმართვისათვის აქვთ დადგენილი იმ აგებულების შესაბამისობით, რომლის თავისებურებაც მათ მიეცათ იმისათვის, რომ კაცობრიობა გამრავლებულიყო. რასაც არანაირი კავშირი აქვს ღვთის შვილობისათვის ან ხელისშეშლასა და ან გამორჩევითობაში. რასაც ადასტურებს კიდეც კანონი, რომ ღმერთისათვის არ არსებობს განსხვავება არც სქესში, არც ეროვნებაში და არც სხვა რამ სტატუსში – გარდა იმისა, ადამიანი ჭეშმარიტი რწმენის მქონეა თუ არა (გალატელთა 3-28).
ახლა კი იმ თემას უნდა შევეხო, რაც ასე ძლიერ აღელვებს ადამიანებს და ეხება მეორედ მოსვლას. ვინაიდან ახლა სწორედ ამ პერიოდში ვართ და რელიგია მას მომავლად უსახავს ადამიანებს იმიტომ, რომ მათში მოქმედი ანტიქრისტე არ ამოიცნონ. მინდა ქრისტესა და ანტიქრისტეს ძალაზე ვისაუბრო. რადგან მათ შესახებ რელიგიამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა საზოგადოებაში და ამიტომაც ვერავინ აღიქვამს სინამდვილეს ისე, როგორიც არის. ხოლო ამ საკითხზე საუბარს კი იმით დავიწყებ, რომ შეგახსენებთ იმ მომენტებს, რასაც თავშეყრის ადგილას ყოფნის დროს აქვს ადგილი. საქმე ეხება იმას, რომ არის ვიღაცა, რომელიც როცა საუბრობს, ყველა ჩუმდება, უსმენს და მის სიტყვებს სარწმუნოდ იღებს და არის ვიღაცა, რომელიც როცა საუბარს იწყებს, ყველა თავისთვის ხმაურობს და მის სიტყვებსაც არავინ უგდებს ყურს. ამის მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან ყველა მათგანი – ეს კარიერისტობაა, სიმდიდრე, პროფესიული ცნობადობა თუ სხვა რამ, ერთ საფუძველზე დგას. რომელიც არის ის, რაც ეხება იმ ფესვი გენის არსებობას, რაც მასშია და რომელი გენიც იმ კატეგორიისაა, ადამიანთა შორის რომ მძლავრობს. არ არის იმის მიხვედრა ძნელი, რომ ისეთი სიძულვილის ფრქვევის პირობებში, რაც თანამედროვე პერიოდში ხდება მსოფლიოში, რომელ ძალას ექნება სიძლიერე ადამიანებში და ამიტომაც როგორ ადამიანს და ადამიანებს მოუსმენს ხალხი. ამის დასადასტურებლად მოვიყვან იმ ცნობას ბიბლიიდან, რომელიც იესოს შესახებ იტყობინება იმას, რომ მას სასწაულეების მოხდენა მხოლოდ მათთან შეეძლო, ვისაც მისი სწამდა. მოვიყვან დასტურს ბიბლიიდან: როცა იესოს ბრმები მიადგნენ განსაკურნად, მან ჰკითხა მათ: „გწამთ, რომ მე შემიძლია ამის გაკეთება“? მათ მიუგეს: „კი, უფალო“! მაშინ შეეხო იგი მათ თვალებს და უთხრა მათ: „თქვენი რწმენისამებრ მოგეგოთ“! და აეხილათ მათ თვალები“ (მათე 9-28/30). მაგრამ თანახმად კანონისა: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა საკუთარი სამშობლოსი და საკუთარი სახლისა“. ამიტომაც იესომ „ვერ მოახდინა თავის ქვეყანაში სასწაულები, მათი ურწმუნობის გამო“ (მათე 13-57,58).
რაც შეეხება ქრისტესა და ანტიქრისტეს, მათზე იმას გაცნობებთ, რომ მათი სულები გამორჩეულია სხვებისაგან იმით, რომ ქრისტეში ბეჭედ ახსნილია და სრულყოფილად ფუნქციონირებს გონება. ხოლო ანტიქრისტეში კი მოქმედებს გაუკუღმართებული გონების პროგრამა, რომელიც გონების სარკისეული ანარეკლია. ამ პროგრამათა ფუნქციონირების ძალა კი იმაზე დგას, თუ რომელი პროგრამის გააქტიურება მოხდება ადამიანთა მასების მიერ. სიძულვილის ფორმების იმ მრავალმხრივი სახეობების გამოვლინების ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, მისახვედრია ის, თუ რა პროგრამას ააქტიურებენ ადამიანები. ამიტომაც სინდისი – უსინდისობამ ჩაანაცვლა, პატიოსნება – უპატიოსნობამ, ერთგულება – მოღალატეობამ და ბევრი რომ არ გავაგრძელო მოკლედ ვიტყვი: ის კეთილი თვისებები, რაც ადამიანს ღმერთმა დაუდგინა, დღეს მათში გაუკუღმართებულად ფუნქციონირებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის საყრდენი სიყვარული გრძნობა გაქრობის პირსაა და მის სანაცვლოდ კი ეგოიზმია სიყვარულის მანტიით შემოსილი. თუმცა ამის მიმხვედრი უკვე ვეღარავინაა. ამიტომაც ვერც ანტიქრისტე ამოიცნო ვერავინ და ვერც ქრისტეს მოსვლა გაიგეს. ხოლო ყოველივე ამას კი კაცობრიობა განადგურებისაკენ მიჰყავს და უკვე იმ ადგილას მიიყვანა, საიდანაც ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი უფსკრულში გადასაჩეხად.
მინდა გაცნობოთ ისიც, რომ ამ სიტუაციის დადგომის თაობაზე რამოდენიმე წელია ვაცხადებ, მაგრამ მისი მოსმენა არავინ ინდომა მანამ, სანამ კლიმატი არ ჩაერთო საქმეში. რაც იმის მომასწავებელია, რომ სტიქია უფრო და უფრო გამძვინვარდება და არ დაცხრება მანამ, სანამ იმ ძალას არ გაანადგურებს, რომელიც დედამიწას აიძულებს, სამყაროში მისთვის განკუთვნილი ადგილიდან გადანაცვლებას. რაც დაშვებული არ არის!!! ამ ძალის არსებობა კი იმ ადამიანთა სულებით ხდება, რომელნიც იმ პროგრამით იმართებიან ანტიქრისტეს გონება რომ განაგებს. ამიტომ გამოსავალი ერთია მხოლოდ და არის ის, რომ მხილებული უნდა იქნას ანტიქრისტე!!! რითაც შესაძლებელი იქნება გადარჩეს მსოფლიო მოსახლეობის მესამედი მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობის განადგურება გარდაუვალია. მდგომარეობა რომ მეტად შემაშფოთებელია, ამის შესახებ უკვე ინფორმირებული არიან ადამიანთა გარკვეული ნაწილი და სხვა პლანეტაზე ეძებენ თავშესაფარს. მინდა მათ გასაგონად განვაცხადო: ამის აღარც დროა დარჩენილი და არც ადამიანია ისეთ ქმნილებად შექმნილი, რომ მისი არსებობა „დედამიწური სათბურის“ გარეშე იყოს შესაძლებელი. რომელი გარემოც ღმერთმა მოუწყო მას და თავად ადამიანი კი ვერანაირად შესძლებს იმას, რომ სხვა პლანეტა მოაწყოს იმგვარად, რომ მასზე ცხოვრება შესძლოს. ამის თავი და თავი კი იმაში მდგომარეობს, რომ მის აზროვნების უნარს დედამიწური მიზიდულობის არეში არსებული ძალთა დაბალანსების დონე ესაჭიროება. ასე რომ სხვა გზა არ არსებობს, ადამიანებმა კეთილი უნდა ინებონ და სინამდვილეს თვალი გაუსწორონ, არადა ამას ის ძალა გააკეთებს, ვისაც ამას ფაქტობრივად შექმნილი მდგომარეობა აიძულებს. მე კი მხოლოდ ამის თქმა შემიძლია, რომ ნუ მიიყვანთ საქმეს აქამდე. ვინაიდან ეს იმდენად საშიშია, რომ მისი წარმომდგენიც კი ვერ არის ადამიანის ცნობიერება.