ქალი და ღმერთი
ახლა კი უკვე დადგა დრო იმისა, რომ დაფარული ჭეშმარიტებიდან იმხილოს ის საკითხი, რომელიც ეხება ქალების მიმართ დადგენილ ბედისწერის განმკარგავ კანონებს. არავისათვის უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ კაცობრიობის არსებობის თითქმის მთელი პერიოდის მანძილზე ქალებს მუდმივად უხდებათ ბრძოლა საკუთარი უფლებების დაცვისათვის. ქალთა უფლებების შეზღუდვის სახეობანი სხვადასხვაა ქვეყნების მიხედვით და მის მიზეზადაც ადათ-წესები მოიაზრება; თუმცა მისი საფუძველი რელიგიაშია. მინდა ამ კუთხით განვიხილო თანამედროვე პერიოდი, რომლის მიერ წარმოდგენილი რეალობაც ადასტურებს იმას, რომ კაცობრიობა იმყოფება ამ კანონის აღსრულების დროში: „ბოლო ჟამისათვის შექმნა უფალმა სიახლე ქვეყანაზე, რითაც დედაკაცი იუპირატესებს მამაკაცზე“ (იერემია 31-22).
ვინაიდან და რადგანაც დაფარული ჭეშმარიტების მხილებაზეა საუბარი, ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია შეხსენება იმისა, რომ განსახილველი საკითხის შესახებ ჭეშმარიტი ინფორმაციის მოძიების მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობს. რომელიც ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებას გულისხმობს და ის კი იმ თანამიმდევრობის პოვნას საჭიროებს, რაც სათავისოდ ერთადერთი აქვს განკუთვნილი თითოეულ საკითხს. ამ წყობის პოვნა კი შეუძლებელია იმ უნარმქონეობის გარეშე, რომლის მინიჭებასაც მხოლოდ ღმერთი ახდენს და რომელი უნარითაც მან მხოლოდ ორი ადამიანი აღჭურვა კაცობრიობის არსებობის მანძილზე. მათგან ერთი ჩვ. წ. აღ-ით პირველ საუკუნეში დაიბადა და მეორე კი ამჟამად არის მოვლინებული. წარმოგიდგენთ ხსენებულ თანამიმდევრობას, რომელიც ასე იწყება: „ღმერთმა ადამიანური სრულყოფილება შექმნა მამაკაცად და დედაკაცად“ (დაბადება 1-27). რაც გულისხმობს ქალის და კაცის ერთმთლიანობას და რასაც ადასტურებს ისიც, რომ ქმარი ცოლს თავის მეორე ნახევარს უწოდებს და ასევე ცოლიც – ქმარს. როგორც ამას კანონიც ამოწმებს კიდეც: „ამიტომაც არის, რომ კაცი მიატოვებს თავის დედ-მამას და მიეკრობა თავის დედაკაცს და იქნებიან ისინი ერთ სხეულად“ (დაბადება 2-24). ხოლო ყოველივე ამის საფუძველი კი მათი შექმნის ისტორიაში დევს და ის კი შემდეგია: „დააძინა ღმერთმა ადამი და ნეკნი ამოუღო. შემდეგ კი ამ ნეკნისაგან აუშენა ევას სხეული. რაზედაც ადამმა თქვა: „ეს ძვალი, ჩემი ძვალთაგანია. ეს ხორცი, ჩემი ხორცთაგანი და ეწოდოს მას დედაკაცი. რადგან კაცისაგანაა გამოღებული იგიო“ (დაბადება 2-21/23). ამიტომაც „არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცებოდ“ (II ეზრა 4-17).
ახლა კი მინდა იმ მეტად საპასუხისმგებლო როლს შევეხო, რომელიც ღმერთმა ქალს მიანდო და ეს არის კაცობრიობის გამრავლებაში მისი უდიდესი ღვაწლი. რომელიც დედობის როლს გულისხმობს. ხოლო დედობის ძალის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე კი ეს კანონი იუწყება: „კაცნო! ხომ დიდია მეფე, ხომ ბევრნი არიან ადამიანები, ხომ სძლევს ღვინო? მაგრამ ვინ მბრძანებლობს მათზე, ან ვინ ბატონობს მათზე? განა არა დედაკაცნი?! დედანი შობენ მეფეს და ყოველ კაცს, რომელიც მბრძანებლობს ზღვაზეც და მიწაზეც – მათგან არიან შობილნი და ისინი აწოვებენ მათ რძეს და ისინი უსახავენ სხეულს. უქმნიან მათ დიდებას და არ ძალუძთ მამაკაცებს ყოფნა უდედაკაცებოდ“ (II ეზრა 4- 14/17).
სწორედ დედობისა და ღირსეული მეუღლეობის შესრულების ძალაა ის, რომელიც ქალს ჩადენილ ცოდვებს უბათილებს; თანახმად კანონისა: „პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით; თუ იდგება რწმენაში, სიყვარულში და სიწმინდეში კდემამოსილებით“ (I ტიმოთე 2-13/15). უნდა აღვნიშნო ის, რომ აქ ყურადღება გასამახვილებელი არის ის ფაქტი, რომ ჩადენილ ცოდვათა მისატევებლად მხოლოდ შვილების შობა არ კმარა, არამედ ამასთანავე საჭიროა ჭეშმარიტი რწმენის მქონეობა, რაც თავისთვად გულისხმობს ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობით აღჭურვასაც. ხოლო ასეთ გრძნობას კი ის თვისებები ახასიათებს, რომელიც შემდეგია: სინდისი, პატიოსნება, ერთგულება, უანგარობა, სიკეთე, გულმოწყალება, გულუხვობა, მიტევება, სამართლიანობა და სიმართლის მოყვარულობა. ამგვარი თვისებებით შემკულ ქალზე კი ღმერთს ასეთი კანონები აქვს დაწესებული: „ნეტარია ვინც გონიერ ქალთან ცხოვრობს“ (სიბრძნე ზირაქის 25). „ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი დღეებისა გაორმაგდება. კარგი ცოლო კარგი ხვედრია და წილად ერგებათ უფლის მოშიშებს“ (სიბრძნე ზირაქის 26). „მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერა სასწორი ვერ ასწონის პატიოსან სულს“ (სიბრძნე ზირაქის 26).
რაც შეეხება ქალთა კატეგორიას, ისევე როგორც მამაკაცებში, ცხადია ასევე მათშიაც არის ორგვარი ბუნების მქონენი – კეთილნი და ბოროტნი. ვინაიდან სიკეთესა და ბოროტებაზე სქესი არ ახდენს გავლენას. ხოლო რადგან სიკეთესა და ბოროტებაზე მივიდა საუბრის თემა, აუცილებლობად მიმაჩნია იმ საკითხის გაშუქება, რის შესახებაც ბიბლია იძლევა ასეთ ცნობას: „ქალისგანაა სათავე ცოდვისა და მის გამო ვიხოცებით ყველანიო“ (სიბრძნე ზირაქის 25). ანუ ზოგადსაკაცობრიო ცოდვაზე არის აქ საუბარი და ეხება სატანას მიერ ევას ცდუნების ისტორიას (დაბადება 3-1/7). აქ მეტად ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ეშმაკმა აცდუნა ევა, ხოლო ევამ კი ადამი. დასაფიქრებელია ის, რომ თუ შეეძლო ეშმაკს, რომ ადამი ეცდუნებინა და ადამს კი ევა? პასუხი ასეთია: არ შეეძლო!!! ხოლო თუ რატომ, ამასაც ახლავე გავცემ პასუხს. რასაც დავიწყებ ედემის შესახებ ცნობის მოწოდებით. როგორადაც ბიბლია იტყობინება, სამოთხის ბაღი ედემი არ ყოფილა დედამიწაზე; თანახმად დაწერილისა: „უფალმა ადამი შეიყვანა სამოთხეში, რომელიც დანერგა მისმა მარჯვენამ მანამ, ვიდრე მიწა გამოჩნდებოდა“ (III ეზრა 3-6). ცხადია აქ მიწის გამოჩენაში იგულისხმება ის პერიოდი, რომელიც დასჭირდა დედამიწაზე იმ სასათბურე პირობების მოწყობას, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოდ უნდა გამომდგარიყო. ამიტომაც ედემში არც ადამს და არც ევას არ ჰქონიათ დედამიწური სხეულები. ცხადია ისიც, რომ მათი სხეულების სახეობის წარმოდგენა ადამიანურ შემეცნებას აღემატება, მაგრამ შესაძლებელია მისი შესატყვისის წარმოდგენა და ეს არის ის, რომ ადამი განასახიერებდა გონებას და ევა კი აზროვნებას. ამიტომაც მიაკითხა სატანამ ევას საცდუნებლად, რადგან გონებასთან ჭიდილის დროს დამარცხება მას უკვე ნაწვნევი ჰქონდა ანგელოზობის დროს. რის შედეგადაც მოხდა მისი სულის დამდაბლება ისე, რომ დედამიწურ მიზიდულობაში მოხვდა (გამოცხადება 12-9/12). ხოლო თვით ადამიანის შექმნის მისია კი იმაში მდგომარეობს, რომ აზროვნება უნდა გახდეს გონებისნაირი.
ვინაიდან და რადგანაც ბიბლია აზროვნების ფაქტორს ქალის სქესთან აკავშირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალს სულიერი შესაძლებლობის ზღვარი უფრო მომეტებული ჰქონია მიცემული, მამაკაცთან შედარებით. ამიტომაც მას ძალუძს ზემოქმედების მოხდენა კაცის ცნობიერზე. რაც თავის მხრივ გულისხმობს როგორც ჭკუის, ასევე ეშმაკობის დონის სიმაღლეებს, მამაკაცურ დონესთან შედარებით. რასაც ამოწმებს ბიბლიიაც: „სიკვდილზე მწარეა ავი ქალი, რადგან ის ხაფანგია. მისი გული ბადეა და მისი ხელები კი ბორკილები. უფლის წინაშე კეთილი დაუსხლტება მას, ხოლო ცოდვილი კი გაებმება მასში“ (ეკლესიასტე 7-26). „ვერარა ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან“ (სიბრძნე ზირაქის 25). „ო დედავ, შენი სიმხნევით სძლიე მტარვალსაც კი და საქმითაც და სიტყვითაც მამაკაცზე ძლიერი გამოჩნდი“ (IV მაკაბელთა 16-24).
ახლა კი მინდა იმ საკითხს შევეხო, რამაც გამოიწვია იმ პერიოდის დადგომა, რომელიც არის აღსრულება კანონისა: „ქალი იუპირატესებს მამაკაცზე“ (იერემია 31-22). კაცობრიობა მართლაც რომ უკვე ამ დროში იმყოფება, ამის მტკიცებულებას ყოველდღიური რეალური ფაქტები ავლენენ კიდეც. რაც გამოიხატება იმაში, რომ ქალებმა მამაკაცები ჩაანაცვლეს არათუ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, არამედ ოჯახურ ასპექტშიაც. უფრო მეტიც! საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საკმაოდ მომრავლდა ქალად გადაკეთების მსურველი კაცები. ამასთანავე ცვლილება მოხდა იმ საზომის მხრივაც, მამაკაცები ქალებს სუსტი სქესის წარმომადგენლებს რომ უწოდებდნენ. ვინაიდან უკვე ქალები ფიზიკური ძალოვანებითაც აღარ ჩამორჩებიან მათ.
ცხადია ყოველივე ცვლილებას აქვს თავისი მიზეზებიც და საფუძველიც და ასეა ამ შემთხვევაში. ვინაიდან მიზეზთა გამორკვევის პროფესიული სპეციალისტები არსებობენ, ეს მათი საქმია და გამოიკვლიონ კიდეც თუკი სურთ. მე კი იმ საფუძველზე ვისაუბრებ, რომელიც თუკი ჩაიყარა, აუცილებლად წარმოშობს პრობლემის წარმომშობ მიზეზებს და ცხადია არც პრობლემის დადგომა დააგვიანებს. რომლის მოგვარებაც ვერანაირ შემთხვევაში ვერ მოხდება, თუ არ აღმოიფვრა მისი წარმომშობი საფუძველი, რაგინდ მიზეზი გადაიჭრას თუნდაც. ეს საფუძველი კი ბედისწერის შემქმნელი კანონების დარღვევაა და ახლა სწორედ იმ კანონებს წარმოვადგენ, რომელთა არ დაცვამაც მიიყვანა მამაკაცები ამჟამად არსებულ მდგომარეობამდე.
როგორადაც ცნობილია ოჯახი არის მტკიცე საყრდენი საზოგადოების სიჯანსაღისა. ჯანსაღ საზოგადოებაში კი ის იგულისხმება, რომ მის წევრებს ერთმანეთი უყვართ და პატივს სცემენ ერთიმეორეს. რაც გამოხატულებას პოულობს იმაში, რომ გამვლელები შემხვედრებს ესალმებიან, ღიმილსა და სითბოს გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ და ზრდილობიან მიმართვებს იყენებენ დაკონტაქტებისას. ყოველივე ამის საფუძველი კი ჯანსაღი ოჯახია, რომელიც აშენებულია და დაყრდნობილია ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობაზე. რასაც სამწუხაროდ დღეს მხოლოდ ერთეულ ოჯახებში თუ ვიხილავთ. რადგანაც დარღვეულია ის კანონები, რომელიც ღმერთმა დაუდგინა ოჯახის წევრებს. ამ საკითხზე ასე მოკლედ საუბარი არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგანაც ცალკე და დაკონკრეტებულად განხილვას იმსახურებს. აქ მხოლოდ მამაკაცების მხრივად შევეხები კანონთა იმ დარღვევებს, რომელთა ჩადენამაც მათი დაძაბუნება და დაკნინება გამოიწვია. წარმოვადგენ ამ კანონებს: „მამაკაცებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს“ (ეფესელთა 5-28). „ნუ მიატოვებ ცოლს ჭკვიანს და კეთილს. რადგანაც მისი მადლი ოქროზე მეტია“ (სიბრძნე ზირაქის 7-20). „ნუ ეჭვიანობ შენს თანამეცხედრეზე და ნუ მოძღვრავ შენსავე საზიანოდ ღალატით“ (ზირაქი 9). „ცოლსა და ქმარს შორის იყოს თანხმობა. რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას; სიტყვის გარეშე დარჩნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით. თქვენ ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უძვირფასეს ჭურჭელს. პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს. რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“ (I პეტრე 3-1,7). როგორც ხედავთ ამ კანონთა შინაარსი მისახვედრს ხდის იმას, რომ მათი დამრღვევებს პრობლემები გაუჩნდებათ, როგორც ჯანმრთელობის, ასევე საზოგადოებრივი საქმიანობის მხრივაც. რასაც თან ერთვება რელიგიის მიერ დამახინჯებულად წარმოდგენილი ცოდნის გაზიარება, რაც ქალთა სქესს უკავშირდება და ცხადია, რომ ესეც ამძიმებს მგომარეობას.
ახლა კი ის საიდუმლო უნდა ვამხილო, რისთვისაც სატანამ ძალღონე არ დაიშურა, რათა მიეღწია იმისათვის, რომ ქალები მარად ჩაგრულ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ და განსაკუთრებით კი აქცენტი მიმართული ჰქონდა საიმისოდ, რომ განათლება ვერ მიეღოთ მათ. ქალთა სქესის მიმართ სატანის ასე ძლიერ სიძულვილს ცხადია აქვს თავისი მიზეზი და მას ეს კანონი წარმოადგენს: „ნუ გეშინია შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე – ამბობს უფალი. კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები. ფეხები გაუმტკიცე. არავინ დაგეღუპოს იმ მსახურთაგან, მე რომ მოგეცი. რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მათ“ (III ეზრა 2-17-25). ხოლო რაც შეეხება მიბარებულთა რიცხვს, თუ ვინ იგულისხმება მასში, მასზე კანონი იტყობინება, რომ მათი „სახელები ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში. რომელიც სოფლის დასაბამიდან მიცემული აქვს დაკლულ კრავს“ (გამოცხადება 13-8). ახლა კი უკვე საჭიროა გონიერების მოხმობა, რათა ამ კანონებით გაცხადებული გაგებული იქნას. გამგებმა გაიგოს!!!