ფარისევლობის სივერაგე
ფარისევლობამ უდიდესი ზიანი მიაყენა კაცობრიობას. თუმცა შესაძლოა ბევრს ასე ეგონოს, რომ ასეთი შეფასება გადაჭარბებულია. რაზედაც ვიტყოდი იმას, რომ ფარისევლები წარმოადგენენ სწორედ ისეთ კატეგორიას, რომელთა ამოცნობაც ადამიანურ აზროვნებას არ ძალუძს. ვინაიდან სინამდვილეში „ბევრი რამ არის დაფარული იმ საქმეთაგან, რომელთა მხოლოდ მცირე ნაწილის ხილვის შემძლეობა აქვს ადამიანს. რადგან ყოველივე უფალმა შექმნა და სიბრძნე ღვთისმოსავებს მისცა“ (სიბრძნე ზირაქის 43-21). ე.ი. როგორც ხედავთ სამყაროს უდიდესი ნაწილი დაუტოვებია უფალს აზროვნების აღქმითი ხუთეულისათვის მიუწვდომლად, რათა გონებასთან თანამშრომლობით შეძენილი გონიერების უნარით მოძიებულიყო ის.
რატომ არის ფარისეველი ბოროტეულ კატეგორიებს შორის ყველაზე ვერაგი, ამის შესაცნობად ჯერ ბიბლიის მოწმობას წარმოვადგენ, რომლითაც ქრისტე მიმართავს მათ: „ფარისეველნო, თვალთმაქცნო! თქვენ ყველაზე დიდ საზღაურს – გეენის სასჯელს მიიღებთ“ (მათე 23-14/36). მოგეხსენებათ, რომ ბიბლია არის ღმერთის სიტყვის განმცხადებელი წიგნი და რადგანაც ის ამბობს, რომ ფარისეველნი ბედისწერისაგან ძალიან დიდ სასჯელს იმსახურებენ; სხვა ვერაფერი ახსნაც რომ არ გვქონდეს ფარისევლობის შესახებ, ეს უკვე საკმარისი მტკიცებულებაა იმის სარწმუნებლად, რომ იგი მართლაც მეტად მძიმე ყოფილა სხვა დანარჩენ დანაშაულებრივ კატეგორიათა შორის. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლები და წარმოვადგენ ფარისევლობის შესახებ მნიშვნელოვან ცოდნას. რისთვისაც ადამიანს განვიხილავ ისეთი კუთხით, როგორც „სიტყვის საქმედ მქცევი აპარატი“. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ აქცენტს არ ვაკეთებ მხოლოდ იმ სიტყვათა ქმედებად გადაქცევაზე, მაგალითად ხელის აწევის ან ნაბიჯის გადადგმის შესრულება რომ ჰქვია; ანდა პროფესიული სფეროს მხრივი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მხრივი ქმედებანი. არამედ მხედველობაში მაქვს ის შესრულება, რომელსაც კანონმორჩილებით სჩადის ადამიანი თავისი ნებით და არა იძულებით. ხოლო უფრო გარკვევით რომ ავხსნა ყოველივე, ამიტომ ყურადღებას გავამახვილებ სიტყვა „კანონის“ მნიშვნელობაზე. რადგან მას ადამიანთა ნების მორჩილებაში ყოფნის ძალა შესწევს. ანუ უფრო გარკვევით რომ ვთქვა, განვიხილავ იმას თუ როგორ ძალუძს სიტყვას ადამიანის ნების მოთოკვა და მასში წინააღმდეგობრივი უნარის აღკვეთა.
რაც შეეხება კონკრეტული სიტყვის მნიშვნელობას, მისი გაგება რომ შესძლოს ადამიანმა, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს წარმოსახვის შემძლეობა ამ სიტყვის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მნიშვნელობა ვერ იქნება აღქმული და მაშასადამე მას ვერ დააფიქსირებს აზროვნებაც. წარმოსახვითი უნარი კი გრძნობათა ორგანოების ფუნქციონირების შედეგად ენიჭება ადამიანს. თუმცა არსებობენ ისეთი სიტყვებიც, რომელთა შესახებაც შეიძლება ეგონოს ვინმეს, რომ მისი აღქმა გრძნობათა ორგანოების მიერ არ ხდება და მაშინ როგორღა იგებს მას აზროვნება?! თუმცა ასე ნამდვილად არ არის და ამის ასახსნელად შევეხები სწორედ სიტყვა „კანონის“ მნიშვნელობას. მისი ასეთი სიძლიერე, რომ იგი უფლობს ადამიანის სურვილებზეც კი, იმაში მდგომარეობს, რომ სინამდვილეში ადამიანი ხედავს მისი მოქმედების შედეგს და ეს კი სამყაროს მოწესრიგებული კანონზომიერული ფუნქციონირებაა; თანახმად კანონისა: „მზე, მთვარე და ვარსკვლავები, რომლებიც ანათებენ და სარგებლობისათვის არიან დადგენილნი, მორჩილნი არიან“ (ეპისტოლე იერემიასი 1-59). რა თქმა უნდა ამის გაანალიზებას მხოლოდ ერთეულები ახერხებენ და უმრავლესობა ადამიანებისა ამაზე არც კი დაფიქრებულან, მაგრამ გონებაში ეს ყველა ადამიანს აქვს დაფიქსირებული უმთავრეს სიტყვად და ამიტომაც არის მისი მნიშვნელობა ისეთი ძალით აღჭურვილი, რომ იმორჩილებს სურვილებსაც კი. რადგანაც სიტყვის ძალაზე ვსაუბრობ, მინდა ყველა კატეგორიის აზროვნებისათვის გასაგებად წარმოვადგინო ის.
უკვე ცნობილი გახდა ის, რომ ადამიანი სულის და სხეულის ნაერთით მიღებული მთლიანობაა. რასაც ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ სულის სხეულთან გაყრის შედეგად ადამიანად არსებობაც მთავრდება. სხეული რასაც წარმოადგენს, ამის კვლევას მეცნიერებმა საუკუნეები მოანდომეს და ასე თუ ისე მასზე საკმაო ინფორმაციასაც ფლობენ. მაგრამ რაც შეეხება სულს, ის კი თითქმის შეუსწავლელია ადამიანის მიერ, რადგან მეცნიერული ცდებით მისი შესწავლა არ ხერხდება და რაც შეეხება ე.წ. სასულიერო სფეროს – მათ კი საერთოდ არცა აქვთ წარმოდგენა მასზე. ვინაიდან რომ ჰქონდეთ, მაშინ იმ უმძიმეს დანაშაულს არ ჩაიდენდნენ კაცობრიობის წინაშე, რითაც უამრავი ადამიანი გაიმეტეს ჯოჯოხეთისათვის და თვითონაც ხომ პირდაპირ სატანის ლუკმანი გახდნენ. ერთადერთი ვისაც შეუძლია სულის შესახებ საჭირო ინფორმაციის მოწოდება, ამის შესახებ თამამად შემიძლია განვაცხადო ის, რომ ეს პიროვნება მე გახლავართ და ვასრულებ კიდეც მას. ვინც მოისმენს და გაიგებს ყოველივე იმ ინფორმაციას რასაც გაწვდით, მისგან მიღებულ კეთილ შედეგსაც იგემებს. ხოლო ვინც არ მიიღებს, ბოლო ჟამის წესდებისდა თანახმად, უკვე აღარც მათ დაუგვიანდებათ პასუხი!
ახლა კი მინდა იმ ძალაზე ვისაუბრო, რომელიც არის ადამიანური ფენომენის წარმმართველი და მაშასადამე არის ადამიანის საარსებო ძალაც. რომელსაც ჩვენთვის გასაგები ენით ჰქვია სიტყვის ძალა. ყოველივე უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს, საკითხის განხილვას ასე რიგად დავიწყებ: რა ვიქნებოდით ადამიანები სიტყვათა შეცნობის უნარის გარეშე? პასუხი მარტივია: ცხოველები მხოლოდ! რომელთაც აქვთ საკვების მოპოვების უნარი, ოჯახური ატმოსფეროს შექმნის უნარიც და თავდაცვის უნარიც. მაგრამ ისინი ვერ აზროვნებენ ამ საკითხებზე მომეტებულად, რადგან მათში სიტყვას მეტი ძალა არა აქვს მიცემული. ხოლო ამის მიზეზი კი სულის ის კატეგორიაა, რომლის მინიჭებაც მათ სხეულს აქვს მიზომილი ამ სამყაროს დამპროგრამებლის მიერ. მაშასადამე ყოველივეს საფუძველი სულში ყოფილა!!! ვინაიდან ის არის ენერგიის წყარო, რომელი ენერგიაც ხმის ძალის საშუალებით სიცოცხლეს აძლევს და მართავს ორგანიზმს და ჩვენ კი მას შინაგან ხმას ვუწოდებთ.
რაც შეეხება ხმას, მინდა მასზე მოგახსენოთ ის, რომ იგი ენერგიის ისეთივე თვისებაა, როგორც მაგალითად სითბო ანდა სიცივე. ხოლო თუკი მოვახერხებთ ენერგიის ერთ-ერთი თვისების „დაჭერას“, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წილი ენერგიაც მასთან ერთად გამოვამწყვდიეთ. რადგან ენერგია ძალის მეშვეობით ქმნის თვისებებს და თუკი თვისება არის, მისი არსებობა შესატყვისი ენერგიის გარეშე შეუძლებელია!!! მაგალითად სითბო. თუკი სითბო არსებობს, ის მისი ძალის მეშვეობით მუხტავს იმას რასაც ეხება და ეს იმიტომ, რომ სითბო ენერგიის გარეშე შეუძლებელია! ასევეა ხმის შემთხვევაშიც, ვინაიდან ენერგია განუყრელია თავის თვისებებთან. მხოლოდ მისი კატეგორია ავლენს იმას, რომელი მხარე უნდა გამოავლინოს თვისებისა: სითბო თუ სიცივე; ანდა ხმის ის დონე, რომელსაც ჩვენ მაღალ ხმად ან სიჩუმედ აღვიქვამთ. მოკლედ იმის აღწერას არ დავიწყებ როგორ კავშირშია მაღალი ხმა თუ სითბო ან სიცივე მათ მიერ დამუხტულ სხეულებთან. რადგან ჩემი მოვალეობა არ არის საკითხის დაწვრილმანებით წარმოდგენა. ვინაიდან საამისო შეძლების მქონე მრავალნი არიან და ვიცი, რომ ისინი შეასრულებენ ამ დავალებას. მე მხოლოდ ვაცხადებ იმ ცოდნას, რომელზედაც სხვას არავის მიუწვდება ხელი იმიტომ, რომ ასეთია ღმერთის ნება!!!
რაც შეეხება ჩვენს სულს, მოკლედ ვიტყვი მის შემადგენლობაზე და საამისოდ კი სიტყვის იმ რაობაზე მივანიშნებ, რაც რომ ყველამ ისედაც იცის. ეს კი არის ის ცოდნა, რომ სიტყვა ასო-ბგერებისაგან შედგება და ასო-ბგერები კი ხმის შემადგენლობისა არიან; თანახმად ხმის განმარტებისა: ხმა არის ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით.
ახლა კი იმ სულზე უნდა მოგახსენოთ, რომელიც ადამიანური კატეგორიისაა. რას წარმოადგენს იგი?! საამისოდ მივუთითებ იმ აპარატურაზე, რომლის მეშვეობითაც ხდება ხმის ჩანაწერის გაკეთება. დავიწყებ იმით, რასაც ბაბინებს ვუწოდებდით, შემდეგ გადავედით აუდიო კასეტებზე, შემდეგ კომპაქტ დისკებზე და მახსოვრობის ჩიპებზე. თუმცა ყოველ მათგანში ხმა არის დაფიქსირებული. მაგრამ ამ ხმის მოსასმენად კი სხვადასხვანაირი მოწყობილობის აპარატია საჭირო: პირველ შემთხვევაში ბაბინიანი მაგნიტოფონი, მეორეში – კასეტიანი, მესამეში – კომპიუტერი. რითაც იმის თქმა მინდა, რომ ერთიდაიგივე ხმის ჩანაწერის გაკეთება შეიძლება სხვადასხვა საშუალებებით. თუმცა ამ ცვლილებების განხორციელება უმიზეზოდ არ მომხდარა და ემსახურებოდა ჩანაწერის ხარისხის გაუმჯობესებას. დაახლოებით მსგავსი სიტუაცია არის ადამიანის სხეულისა და სულის დამოკიდებულებაში. ვინაიდან სული მომცველია მარსზე გაკეთებული ქრისტეს ხმის ჩანაწერისა, რომელ ინფორმაციასაც ბიბლია იძლევა ედემელი (მარსელი) ადამის მიერ შესრულებულ სახელთა წოდების ცნობით: „რასაც უწოდებდა ადამი ყოველ არსებას, იგი იქნებოდა სახელი მისი“ (დაბადება 2-19). გენეტიკაც სწორედ იმ პროცესს ემსახურება, რომ რეინკარნაციის შედეგად სული „ბაბინიდან“ „ჩიპად“ გადაიქცეს და სხეული კი „მაგნიტოფონიდან“ – „კომპიუტერად“. აი ასეთი შედარებით მინდა საყოველთაოდ გასაგებად აღვწერო ის პროცესი, რასაც საკაცობრიო გენეტიკა ასრულებს; და ყოველივე ეს კი ხდება სხეულისათვის გონიერების განვითარების შედეგად; რაც ცხადია მიმდინარეობს ნიჭების განვითარების ფონზე. თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის გარემოებაც, რომ მაგნიტოფონის და კომპიუტერის შემქმნელ ადამიანთან შედარებით, უზომოდ მაღალი შესაძლებლობისაა ის შემოქმედი, რომელმაც სული და სხეული შექმნა და ამიტომაც სულის ფუნქციაც ბევრად მრავალმხრივი და აღმატებულია, ვიდრე თუგინდ დისკისა და მახსოვრობის ჩიპისა. ამასთანავე სხეულის ფუნქციაც ასევე მომეტებულად აღმატებულია, ვიდრე კომპიუტერისა. თუმცა ამ უკანასკნელთა შორის ის მსგავსებაა, რომ ადამიანის სხეულზეც ისევე მოქმედებს პროგრამა „ავი სიტყვა“, როგორადაც კომპიუტერზე ის პროგრამა, რომელსაც „ვირუსს“ ვუწოდებთ.
რას ნიშნავს პროგრამა „ავი სიტყვა“, რომელზედაც ასეთი ცნობაა ბიბლიაში: „ავ მეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებული“ (იგავები 12-13). ყოველივე რომ ადვილად გასაგებად წარმოვადგინო, ასე მოვიქცევი: მოგახსენებთ, რომ ადამიანის სულის ჩანაწერი არის „კეთილი სიტყვა“, ვინაიდან ის შესრულებული არის ქრისტეს მიერ, რომელზედაც ღმერთი ამბობს, რომ „სიცოცხლის სიტყვების მფლობელია“ (იოანე 6-68). ხოლო სიტყვაზე კი იუწყება, რომ „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან; და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5) და „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი; და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს“ (ებრაელთა 4-12). როგორც ხედავთ აქ წარმოდგენილი ცნობები ადასტურებენ იმას, რომ სულში არის ქრისტეს ხმით ჩაწერილი პროგრამა, რომელიც დამუხტულია სასიცოცხლო კოსმიური ენერგიით.
ახლა რომ იმის ახსნა დავიწყო თუ რა შეგრძნებას ახდენს ადამიანზე კეთილი ან ავი სიტყვის მოსმენა, ვფიქრობ ზედმეტი იქნება. რადგან ამის შემგრძნობი ყოველი ადამიანი არის საკუთარი გამოცდილებით. მე მხოლოდ „ავი სიტყვის“ იმ სივერაგეზე ვისაუბრებ, რომლის მიმხვედრიც ადამიანები ვერ არიან იმის გამო, რომ ისინი მწარედ მოატყუეს ღმერთის სახელით. დავიწყებ იქიდან, რომ ადამიანს აქვს გრძნობები ერთმანეთის საპირისპირო და შევეხები სიხარულსა და წუხილს. ამასთანავე შეგახსენებთ იმ შორსწასულ შემთხვევებსაც, რომელიც ფაქტებია და ამიტომაც მათ გვერდს ვერ ავუვლით. საქმე ეხება იმ შემთხვევას, როცა სამწუხარო ან სასიხარულო ამბავს ადამიანისათვის გული გაუხეთქავს და მისი სიკვდილის მიზეზი გამხდარა. სიტყვას თუ როგორ უნდა გამოეწვია ეს, ამის მეცნიერულად ახსნის გამეორებას აქ არ ვაპირებ, მხოლოდ შემოვიფარგლები იმის მინიშნებით, რომ მისი საფუძველი სულია და სული კი ადამიანის სიცოცხლის წყაროა!!! აქ მე მინდა მხოლოდ იმის გარკვევა, თუ სიხარულმა რატომ უნდა გამოიწვიოს სასიკვდილო შედეგი. ვინაიდან ყველა ასე იფიქრებს, რომ სიხარული ავი სიტყვის შედეგი ვერ იქნება და კეთილმა სიტყვამ კი არ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოსო.
გამომდინარე კანონთა მოქმედებიდან: „ სიკვდილი ღმერთს არ შეუქნმნია. რადგან არსებობისათვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი“ (სიბრძნე სოლომონის 1-13,14) და „არ არსებობს კარგი ხე, რომელიც ცუდ ნაყოფს გამოიღებს. არც ცუდი ხე, რომელიც კარგ ნაყოფს გამოიღებს. ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა“ (ლუკა 6-43,44). ცხადია მისახვედრია ის, რომ „კარგი ხე“ ანუ „კეთილი ადამიანი“, რომელიც ღმერთის ქმნილებაა, იმ ნაყოფს ვერ გამოიღებს, რაც მის შემქმნელს არ შეუქმნია და ვიცით, რომ „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია“. მაშინ რაშია საქმე?! პასუხი მარტივია და მას „ნიღაბი“ ჰქვია. რომელ საშუალებაზეც ადვილად ეგებიან ადამიანები. საქმე ეხება სწორედაც „ხეს“, ანუ სიტყვის წარმომთქმელ ადამიანს, რომელიც ბიბლიის შეფასებით „წიგნს“ არის შედარებული (III ეზრა 6-20). რომელთა მოდგმაზეც მოგახსენებთ იმას, რომ იგი დასაბამიდანვე დაადგა ისეთ ცხოვრებისეულ გზას, რომლითაც ახდენდა გონებაში ჩაწერილი სიტყვებისათვის მნიშვნელობების შეცვლას და ისე დაფიქსირებას აზროვნების შემეცნებაში. რისი ერთ-ერთი დამამტკიცებელი ფაქტიც მრავალი ენის არსებობაა.ვინაიდან სულის პროგრამა ყოველ ადამიანში ერთნაირია და მასში ამ სამყაროში არსებულ თითოეულ რამეს ერთადერთი წოდება აქვს მინიჭებული თავისი სრულყოფილი შემადგენლობისდა შესატყვისად. რადგან სამყაროს ნუსხაში, მის შემადგენელ ყოველ ელემენტს სათავისოდ ერთადერთი სანომრო რიცხვი აქვს მიკუთვნებული. ბიბლიაში იმის ცნობაც არის, რომ ენის არევა ცოდვათა ზღვარსგადასულობის გამო მოხდა (დაბადება 11-5/9). ამ საკითხზე საუბარზე აქ შევჩერდები, რადგან მანამ, სანამ ამის ფაქტობრივი მდგომარეობა არ დადგება, ძალიან ძნელია ეს სიმართლე ვინმემ გაიგოს. თუმცაღა არც ისე შორს არის ის დრო, როცა მდგომარეობა თავისთავად შეაცნობინებს ყველას ამ სინამდვილეს. ახლა კი მინდა იმ ავ მეტყველებაზე ვისაუბრო, რომელთა შინაარსის მოსმენასაც ადამიანები სასიხარულო ამბად ღებულობენ და არცთუ იშვიათად გამხდარა ეს ინფორმაცია მათი გულის გახეთქვის მიზეზი. რატომ?! მიზეზს მოკლედ გეტყვით; იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ადამიანური შეფასებით არის სასიხარულო, მაგრამ ღმერთის საზომის შეფასებით კი „არის სიტყვა სიკვდილით შემოსილი“ (სიბრძნე ზირაქის 22). ხოლო სხეული კი გონებაში მყოფი ღმერთის საზომით განსჯას ექვემდებარება და არა ადამიანის აზროვნებით გადაწყვეტილებებს! ახლა სწორედ იმის განხილვას ვაპირებ, თუ როგორ ხდება სხეულის მიერ სიტყვის გაგება. რისი წარმოდგენაც მოითხოვს იმის ახსნა-განმარტების აუცილებლობასაც, თუ რა გვემართება ღმერთის მიერ ჩვენთვის დადგენილი კანონების დაცვა-არ დაცვით.
ჩემს მიერ შექმნილი წიგნების წამკითხველმა უკვე იცის იმ ცოდნის შესახებ, რომლის მოკლედ განხილვასაც აქ ექნება ადგილი. საქმე ეხება ჩვენი ტვინის ფუნქციონირების აღწერის იმ მხარეს, რომელსაც მეცნიერება არ შეხებია აქამდე იმიტომ, რომ მეცნიერები უარყოფდნენ სულის არსებობას. როგორც უკვე ცნობილია, ადამიანის თავის ტვინის ქერქის შემეცნებითი განყოფილება იღებს გრძნობათა ორგანოებით აღქმულ ინფორმაციას და ეს ხდება დაძინებამდე. ძილის დროს კი ხდება ამ ინფორმაციის გადასვლა ტვინის შიდა ღრუბლისებრ შრეში გონების მიერ ინფორმაციის მიმღებ განყოფილებაში. სადაც წესრიგი სუფევს და ამიტომაც ჯერ ხდება ინფორმაციის თარგმნა გონების ენაზე და შემდეგ კი ნათარგმნის დალაგება წესდებისდა შესაბამისად. ამის შემდეგ კი ეს დაწყობილი ინფორმაცია გადაეცემა გონების იმ განყოფილებას, სადაც მოხდება მათი შედარება იმ კანონებთან რომელთა დაცვაც ეხებოდა ამ ინფორმაციის მოპოვებას და გამოვა კანონთა დაცვა-არ დაცვის აღსრულების რიცხვი. გონების ენაზე თარგმნილი შინაარსი და მინიჭებული რიცხვი კი ადგენენ ამ პიროვნების საბედისწერო გეგმას, რომელიც კოსმიურ ველს დაქვემდებარებული სულის ძალით ვარსკვლავპროგრამასაც მიეწოდება და აზროვნების აღმასრულებელ განყოფილებასაც. რომელზედაც ასეთი გამონათქვამი არსებობს: „სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო!“. რის შემდეგაც ადამიანი იღვიძებს, რათა განახორციელოს ბედისწერის გეგმა.
რაც შეეხება ტერმინს „ვარსკვლავპროგრამა“ – თუ რას ნიშნავს იგი, მასზე პასუხის გასაცემად შეგახსენებთ იმ რეალობას, რომელსაც ამ სამყაროს მთლიანობა ჰქვია. რის არსებობასაც ადასტურებს ის თვალსაჩინო ფაქტიც, რომ ადამიანის არსებობა იმ გარემოს გარეშე შეუძლებელია, რასაც დედამიწური გარემო ჰქვია. ხოლო ამ უკანასკნელის სტანდარტულობას კი ასე რიგად აწყობილი მატერიალური სამყაროს არსებობა უზრუნველყოფს.
ახლა კი უნდა დავუბრუნდე ფარისევლობის თემას და ავხსნი მას, თუ რატომ არიან ისინი ღმერთის მიერ შეფასებულნი ყველაზე ვერაგ კატეგორიად. ამისათვის კი შეგახსენებთ საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას, რისი მეშვეობითაც მემკვიდრული გენის ნამატით გადაცემა ხდება შთამომავლობაზე და ამის დასტური ის მომძლავრებული ნიჭებია, რომელთაც განშლა მრავალმხრივად ჰპოვეს და თვალნათლივაც ადვილად სჩანს მათი მოღვაწეობის შედეგი მეცნიერების თუ ტექნიკის, ხელოვნების თუ რიგ სხვადასხვა სფეროში მიღწევების ფონზე. მაგრამ ვიცით ისიც, რომ გენეტიკური მიმდინარეობა მხოლოდ ნიჭების განვითარებით არ იფარგლება. არამედ მისი მეშვეობით ხდება ყოველივე იმის მრავალმხრივ განვითარება, რაც კი ადამიანთან მიმართებაშია. მრავალმხრივად კი იმიტომ ვამბობ, რომ საკაცობრიო გენეტიკური პროცესი მიმდინარეობს ურთიერთსაწინააღმდეგო ორი ძალის: ბოროტებისა და სიკეთის მოქმედების ხარჯზე და ამასთანავე არჩევანის თავისუფალი ნების პირობებში.
მოგეხსენებათ, რომ ღმერთმა ადამიანს დაუდგინა ასეთი კანონიც: „ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მონა ხდება“ (იოანე 8-34). ხოლო „ცოდვა ორლესულ მახვილზე უფრო ძლიერ ნაჭდევს აკეთებს“ (სიბრძნე ზირაქის 21) რას ნიშნავს ეს? მინდა კარგად განვმარტო ეს კანონები და ამისთვის მოვიშველიებ კანონს: „შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ“ (სიბრძნე სოლომონის 17-10) და „მშიშარა ვერ იქნება სრულყოფილი სიყვარულში“(I იოანე 4-18). ხოლო „ღმერთი სულია“(იოანე 4-24) და „ღმერთი სიყვარულია“(I იოანე 4-16). როგორც ამ კანონებიდან არის მისახვედრი, ცოდვის ჩადენით ფერხდება აზროვნება-გონების თანამშრომლობა, რაც შეუცნობლობას წარმოშობს. შეუცნობლობა კი შიშს ბადებს. ხოლო ღმერთის ძალის არსებობას კი ადამიანში, სიყვარულის თვისებები ავლენენ. ანუ შიში დევნის სიყვარულს და მაშასადამე სულიწმიდასაც. ამიტომ შიშს დამონებული ადამიანი სიმართლეს გაურბის. რადგან სიმართლე ნათელია, ხოლო „ნათელი კი მხილებით მიიღება“(ეფესელთა 5-13,14). რაც იმას ნიშნავს, რომ სიმართლეს დასაფარი და დასამალი არაფერი აქვს. მაგრამ ცოდვის ჩამდენი როგორ იქცევა? ის ცდილობს დაფაროს ის, რაც ჩაიდინა. რადგან „გულმა იცის თავისი სულის სიმწარე“ (იგავნი 14-10). თუმცა მეტად ნიშანდობლივია ის ფაქტი, როცა ადამიანმა იცის რომ ცოდვას სჩადის და როცა არ იცის და ისე სჩადის; და უფრო მეტიც: დარწმუნებულია, რომ სწორად იქცევა. რა ხდება ამ შემთხვევებში? გეტყვით იმას, რომ პირველი მდგომარეობა სჯობს მეორეს. ვინაიდან შესაძლებელია ის, რომ ცოდვის ჩამდენმა მისი მონანიება მოისურვოს. მაგრამ მეორე შემთხვევაში კი ეს გამორიცხულია და ასეთი ადამიანიც უფრო და უფრო ეშვება ცოდვის მორევში. ხოლო ყოველივე ამის მიზეზი კი ის არის, რომ რელიგიებმა ადამიანებს არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია ცოდვის რაობის შესახებ. ამიტომ ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუკი 10 მცნებას დაიცავენ და ე.წ. ეკლესიური წესით იცხოვრებენ, ისინი ცოდვას არ სჩადიან. სწორედ ეს არის რელიგიის უდიდესი დანაშაული კაცობრიობის მიმართ, რადგან ის, ვინც ღმერთის არსებობას არ სცნობს, თავისი ნებით არღვევს მის კანონებს. მაგრამ ვისაც სურს, რომ ღვთის მორჩილი იყოს, მათ კი ამის შესაძლებლობა რელიგიებმა გადაუკეტეს იმით, რომ არასწორ ინფორმაციას აწვდიან იმის თაობაზე, თუ რას ითხოვს ღმერთი ადამიანისაგან და არა მარტო ამას აკეთებენ; არამედ უდიდესი კატეგორიის ცოდვასაც ადენინებენ და თანაც ღმერთის სახელით აკეთებიებენ ამას. რაც უკვე უკიდურესი შედეგის გამოღების იმ ფაზაში გადავიდა, როგორიცაა ახალგაზრდებისა და ბავშვების სიცოცხლის შეწყვეტის შემთხვევების სწრაფი მატება. თუმცა ამით არ დამთავრდება ყოველივე და თუკი ადამიანთა მიერ არ იქნება სწორად გაგებული ის, თუ რას ითხოვს ღმერთი სინამდვილეში მათგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე იმას, რა რწმენაც დღეს სახეზეა, უსაზღვროდ ცუდი დასასრული ექნება და იგი არც ისე შორსაა!!!
ჩემგან მოწოდებული ყოველი წერილი საბოლოოდ ერთ რამეს ემსახურება და ეს არის ის, რომ ადამიანებმა შეიცნონ ის, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ისე, რომ არავითარი ზიანი არ მიაყენონ საკუთარ თავსა და ოჯახს. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუკი ისინი აღასრულებენ ამ კანონს: რომ „ცოდნით შეიცნონ ღმერთი“ (რომაელთა 1-28). რაც ნიშნავს ღმერთის მიერ დაწესებული კანონების შეცნობასა და მათ დაცვას. რომლის შედეგადაც გონების საზომი მართალ ადამიანის სტატუსს მიანიჭებს მათ და ადგილი ექნება კანონის: „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს“ (იგავები 12-21) აღსრულებას. ნურავინ ცდუნდება იმის დანახვის გამო, რომ ბოროტეულნი ფუფუნებაში ცხოვრობენ და პატიოსანნი კი გაჭირვებაში. რადგან ეს ყოველივე სწორედ იმის მიზეზით ხდება, რომ ვინც მოწოდებულია საიმისოდ, რომ მას შეუძლია სიმართლის შეცნობა და მისით მოქმედება; მაგრამ ის ამ უნარს არ იყენებს. ამიტომაც მის წილ წყალობას ისინი იღებენ, ვინც მის მიერ ჩადენილი ცოდვის სასჯელის აღმსრულებლის როლით არიან მოვლენილნი ამ ქვეყნად. ამიტომ ვინც ისჯება, „თავისი დიდი ცოდვების გამო ისჯება მხოლოდ“ (II ეზრა 8-83) და თუკი ამ ინფორმაციას ყურად იღებს და მობრუნდება სიმართლისკენ, მალევე იგემებს მის ნაყოფსაც; რომელიც შემდეგია: „სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობის მყოფელთ“ (იაკობი 3-18). მე კი მხოლოდ ამასღა დავძენ: თუკი თქვენ აქამდე რაც გწამდათ იმას ასრულებდით და მაინც არ მოგშორდათ პრობლემები, მაშინ უნდა მიხვდეთ, რომ არასწორი ყოფილა თქვენი რწმენა. ვინაიდან ღმერთი სამართლიანია და რადგანაც მან განაცხადა, რომ „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალსო!“ (იგავები 12-21), ეს ასეც იქნება!!! რადგან „ღმერთი კაცი როდია, რომ იცრუოს და არც ადამიანის ძეა, რომ გადათქვას. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ აღასრულოს?“ (რიცხვნი 23-19). ამიტომაც ინება მან დახმარების გაწევა დაფარული ჭეშმარიტების მხილებით, რომ მესიის ნამდვილ მომლოდინეთა მიერ (ებრაელთა 9-28) აღსრულებული იქნას კანონი: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8-32). მე კი ვიმედოვნებ, რომ ისინი ვისაც ეს ეხებათ, ინებებენ კარგად დაფიქრდებასა და გააანალიზებას ყოველივე იმ ინფორმაციისა, რომელიც ქვეყნდება ვებ.საიტ me-sia.com-ზე.