გაზიარება

უსუსურობიდან ძლიერებამდე

ყოველი ადამიანი იმავდროულად უსუსური არსებაც არის და ძლიერიც. ერთი შეხედვით თითქოს დაუჯერებელია, რომ ერთიდაიგივე პიროვნებაში შეიძლებოდეს უსუსურობიდან ძლიერებამდე ცვალებადობა. მაგრამ ეს რომ ნამდვილად ასეა, სწორედ ამის მტკიცებულებას წარმოვადგენ ახლა.
როცა უსუსურობიდან ძლიერებამდე სვლაზეა საუბარი, რა თქმა უნდა მხედველობაში არის ის ძალა, რომელსაც პიროვნება ფლობს ამ სამყაროში. რაც ის სიძლიერეა, რომლითაც დაცულია პიროვნება საიმისოდ, რომ არავითარი ზიანი არ მოუვიდეს. ამ დაცვას კი ღმერთისმიერი დაცვა ჰქვია. აქ მინდა გაცნობოთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ადამიანმა ეს უფლება. რომელიც დაბადებითვე უკლებლივ ყველას ეძლევა, მაგრამ შემდეგ ნაწილობრივ კარგავენ მას. ხოლო როცა მთლიანად დაკარგავენ, მაშინ მის სანაცვლოდ პოულობენ სიკვდილს. სწორედ ღმერთისმიერი დაცვის წყალობაზე დგას პიროვნებისა და მისი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაც, სიცოცხლეცა და საარსებოდ საჭირო მატერიალური წყაროს მოზიდვაც. რადგანაც ადამიანი თავად არის თავის თავისა და მეტ-ნაკლებად ოჯახისთვისაც ყველა იმ ბედნიერების ან უბედურების დამსახურების მიმღები, რაც კი რამ მასა და მის ოჯახს ემართება.
რა თქმა უნდა საკითხავია ის, თუ როგორ ახერხებს ის ამას?! ვინაიდან ცხადია, რომ შერაცხადი პიროვნება შეგნებულად არასოდეს მოიქცევა ისე, რომ საკუთარ თავსა და ოჯახს ავნოს. მაგრამ ფაქტები ამოწმებენ იმას, რომ არ არსებობს ოჯახი, რომლის წევრებსაც ან არ ეავადმყოფოს, ან ფინანსური პრობლემები არ შექმნოდეს და ანდა რაღაც დონეზე უბედურ შემთხვევა არ შეხებოდეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დროა გზა ჩაეკეტოს შეუცნობლობას და ადამიანი იმ ცოდნის მოპოვების გზას დაადგეს, რომლითაც შეცნობადი გახდება ის, თუ რატომ ატეხს ის პრობლემებს საკუთარ თავსაც და თავის ოჯახსაც.
უპირველესად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადამიანის ცხოვრების მომენტები ქაოსურად არ იქმნება; არამედ ბედისწერით განიკარგება! რომელ კანონმდებლობასაც კანონზომიერული კავშირ-დამოკიდებულება აქვს საკაცობრიო გენეტიკის კანონთან – ინდივიდუალური გენეტიკური კოდის საზომით ათვლის შესაბამისობით. ბედისწერის განსჯა იმ ინფორმაციის საფუძველზე ხდება, რომელსაც თითოეული პიროვნება ფლობს, საკუთარი აზროვნების მიერ აღრიცხული თავისი ქმედებების შინაარსისა და ფიქრების სახით.
სამყარულ კანონმდებლობაში ჩართულ ბედისწერის კანონთან პიროვნების მაკავშირებელს, წარმოადგენს გონება. რომელიც ყოველ ადამიანში ფუნქციონირებს სულის პროგრამად. რომლის შემადგენელი ნაწილებიც არის ის კანონები, რომელთაც ჩვენ ბიბლიურ სიბრძნეებად ვიცნობთ. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ძილის დროს ჩვენი ყოველდღიური ნაფიქრ-ნამოქმედარის შეფასება და მის საფუძველზე კი ბედისწერის გეგმის შედგენა. აი, ასეთი კანონზომიერებით განისჯება ბედისწერა და მასში მიკერძოებულობა არ არის!
რაც შეეხება უსუსურობიდან ძლიერებამდე ძალას, პიროვნებისათვის მისი მიმნიჭებელია გონება. რადგანაც იგი ადამიანში არის გრძნობებისა და თვისებების წარმომშობი. უსუსურობის ძალის მახასიათებელი თვისება შიშია, ხოლო სიძლიერისა კი – სიმამაცე.
რა ფაქტორები იწვევენ უსუსურობიდან ძლიერებამდე ძალის ცვლილებას და როგორ უნდა შეძლოს ეს ადამიანმა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თეორიულად მარტივია, მაგრამ პრაქტიკულად მისი განხორციელება კი საკმაოდ ძნელი. ვინაიდან ადამიანის სიძლიერის საფუძველი იმ კანონთა დაცვაა, რომელიც მას შემქმნელმა დაუწესა საარსებო ინსტრუქციად და როგორც უკვე გაცნობეთ, ისინი სიბრძნეთა სახით არიან ბიბლიაში გაფანტულნი. მე კი ეს კანონები მოვიძიე, ამოვკრიბე და ერთად დავალაგე წიგნში „ბედისწერის კანონმდებლობა“ – საიმისოდ, რომ ბედისწერისგან ღვთის წყალობის მიღების მოსურნესათვის, ადვილად ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ამ კანონებზე მოგახსენებდით იმას, რომ მათი სრულად დაუცველობა ნიშნავს იმას, რომ ამის ჩამდენს სიცოცხლე წაერთმევა!!! აქვე პასუხს გავცემ იმ კითხვას, რომელიც აუცილებლად დაიბადება ხსენებული ცნობის გამო. ეს კითხვა შემდეგია: ადამიანთა საკმაოდ დიდ რაოდენობას არც ბიბლია წაუკითხავს და არც ამ კანონების შესახებ ცოდნაზე მიუწვდებათ ხელი, მაშინ როგორღა ცოცხლობენ ისინი?! ამ კითხვას აქვს ჭეშმარიტი პასუხი, რომელიც ასეთია: ყველა ადამიანი უკლებლივ, ამ კანონებიდან რაღაც ნაწილს ყოველთვის იცავს. რასაც აკეთებს გონებრივი მახსოვრობის ხარჯზე – მართალია შეუცნობლად, მაგრამ ქვეცნობიერის კარნახით; და სწორედ ამით არის განპირობებული მათი სიცოცხლე!!! ახლა კი მინდა კომენტარი გავაკეთო ამჟამინდელი დროის თაობაზე, რომლის მახასიათებელიც ის არის, რომ ადამ და ევადან დაწყებული საკაცობრიო გენეტიკა, სასრულ სტადიაში იმყოფება და ადგილი აქვს გენეტიკურ ნაყოფთა მიღების პროცესის მიმდინარეობას. ამ პროცესის ფართო აღწერას აღარ დავიწყებ, რადგან ეს უკვე შევასრულე და გამოვაქვეყნე კიდეც. მასზე მხოლოდ მოკლედ გეტყვით იმას, რომ ამჟამად ამ კანონებისადმი შეუცნობელი დამოკიდებულება ძალიან დააზარალებს ადამიანს; და თუ რატომ?! მასაც ახლავე მოგახსენებთ:
როგორც მოგეხსენებათ, უკვე ცნობილი ცოდნაა ის, რომ ადამიანი არის როგორც კაცობრიობის ნაწილი, ასევე სამყაროსიც. კაცობრიობის ნაწილობაში იგულისხმება განუყოფლობა გარდაცვლილ წინაპართა და დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა შორის. რისი მტკიცებულებაცაა ის გენური მემკვიდრეობა, რომლის მიღებასაც ხელს არ უშლის ის, რომ მისი გამღები წინაპარი დედამიწაზე არ სახლობს.
ახლა კი შევეხები იმას, რითაც ადამიანი ითვლება გამორჩეულ არსებად, დედამიწაზე მცხოვრებ სხვა დანარჩენ სულიერთა შორის. როგორც ცნობილია, ეს არის ცოდნის მიღებისა და ათვისების უნარმქონეობა. რომლის გამოყენებითაც შესძლო მან იმის მიღწევა, რომ ხელმწიფება დაიმკვიდრა დედამიწაზე და ასე თუ ისე კოსმოსშიაც კი გააღწია. თუმცა რაც შეეხება ცოდნას, მასზე არაერთხელ განმიცხადებია, რომ გარდა მისი იმ სახეობისა, რასაც მეცნიერული კატეგორია ჰქვია, არსებობს სხვა ისეთი ცოდნაც, რითაც საკუთარი ბედისწერის მართვა შეუძლია ადამიანს საიმისოდ, რომ ყოველგვარი უბედურება აიცილოს თავიდან. სწორედ ამ ცოდნის ფლობაა ის აუცილებლობა, რასაც სამყარო დღეს ითხოვს ადამიანისაგან იმიტომ, რომ კაცობრიობას საამისო დრო დაუდგა!!! თუმცა არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ იმის დაჯერება უჭირთ ადამიანებს, კანონი: „ყოველივეს თავისი დრო და ყველაფერს თავისი ჟამი აქვს ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1), საკაცობრიო მიმდინარეობასაც რომ ეხება ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ყოველივეს ამ ქვეყნად. რის საფუძველზეც თანამედროვე ეპოქა ძირეულ ცვლილებათა პროცესების განმახორციელებელი ჟამის მომცველია ადამიანთა მოდგმისათვის.
ამიტომ სჯერა თუ არა რაიმე ადამიანს, ეს არსებულზე არ მოქმედებს!!! მაგრამ არასწორი რწმენა კი, მის მფლობელს ნამდვილად დააზარალებს. სინამდვილეც ყოველთვის სინამდვილედ რჩება და ის კი ასეთია: ადამიანი კანონზომიერულ კავშირშია გარდაცვლილ წინაპრებთანაც და დედამიწაზე მცხოვრებ საზოგადოებასთანაც!!! თუმცა მისი ცნობიერი მხედველობა მხოლოდ დედამიწურ კავშირებს ხედავს. მაგრამ რაც შეეხება გარდაცვლილებთან კავშირ-ურთიერთობის ფაქტებს, მათ აღქმას კი გონების ქვეცნობიერი ხედვა ახორციელებს. ხოლო რაც შეეხება ცნობიერ და ქვეცნობიერ მხედველობას შორის კავშირ-დამოკიდებულებას, ის თითქმის გაწყვეტამდე აქვს მიყვანილი ადამიანს იმის გამო, რომ უამრავ ცოდვას სჩადის. თუმცა ამ კავშირის სიმყარის მიღწევა შესაძლებელია და მოხდება მაშინ, როცა ადამიანი იმ კანონთა დაცვით იცხოვრებს, რომელიც მას საარსებო ინსტრუქციად დაუდგინა ღმერთმა.
აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის გარემოება, რაც დღეს სახეზეა და ეხება მომრავლებულ ე.წ. „ნათელმხილველებს“. რომელნიც აცხადებენ, რომ ძალუძთ მომავლის წინასწარმეტყველება და გარდაცვლილებთან კონტაქტის დამყარება. თანაც იმასაც დასძენენ, რომ ამას ღმერთის ძალით აკეთებენ. ყოველივე ამის თაობაზე მინდა გაცნობოთ სიმართლე: თუკი ღმერთი ადამიანს აჯილდოებს ასეთი ნიჭით, მაშინ მას, ყოველი წარმოდგენილი მოვლენისათვის ჭეშმარიტი ახსნის ცოდნასაც აძლევს! რომელიც გამყარებული არის კანონთა მოწმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატანური ძალის მფლობელობასთან გვაქვს საქმე. ამიტომ ვაფრთხილებ ყველას, რომ ცოდნის შეუმოწმებლად ნურავის ენდობიან, რადგან ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ვინაიდან სატანური ძალისხმევით გაღებული „წყალობა“ ისეთი სატყუარაა, თავის მიმღებს განდიდების მანიას რომ შეჰყრის. რისი მეშვეობითაც უამრავ შეცდომას დააშვებინებს და საბოლოოდ უფსკრულის პირამდე ისე მიიყვანს, რომ ამის მომქმედი გაცნობიერებასაც კი ვერ მოასწრებს.
ადამიანის პიროვნულობა ხასიათდება ერთადერთობისა და განუმეორებლობის თვისებით. ამიტომაც მას მიკუთვნებული აქვს კიდეც საკუთარი ადგილი სამყაროში. რაშიაც იგულისხმება ყოველივე იმის განსაზღვრა, რაც კი რამ შეხებაშია ამ პიროვნებასთან – განუსაზღვრელად მისი მატერიალურობის თუ არამატერიალურობისა. ინდივიდუალურობა-განუმეორებლობის ფაქტორი ახასიათებს არა მხოლოდ ადამიანს, არამედ ეხება ამ სამყაროს ნებისმიერ ნაწილსაც და მის არსებობას განაპირობებს დროის ფაქტორი. დროს ყოველი წამი გათვლილია ისე, რომ სამყაროს კომბინაციურ ნაკრებში, ყველაფერსა და ყოველივეს კანონის გათვლით განკუთვნილ ადგილს უჩენს. ეს რომ მართლაც ასეა, ამის მტკიცებულებად ჩვენი ცხოვრებისეული ნებისმიერი ეპიზოდიც გამოდგება, რადგან მისი ზუსტად განუმეორებლობა შეუძლებელია.
აი, ასეთ წესზეა აგებული ეს სამყარო: რომ მასში არსებული ყოველივე ემორჩილება საერთო სამყარულ კანონმდებლობას და ადგილი არა აქვს რაიმე მიკერძოებას!!!
რაც შეეხება თვით ადამიანის ინდივიდუალურობასა და განუმეორებლობას, რითაც იგი დაფიქსირებულია საკაცობრიო გენეტიკის ნუსხაში – ის წარმოადგენს რიცხვს, რომელიც ასახავს ადამიანისათვის საარსებო ინსტრუქციით დადგენილ კანონთა დაცვა-არ დაცვის რაოდენობას. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ: ეს არის მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა-მადლის განმსაზღვრელი რიცხვი, რომელიც აღრიცხულია კატეგორიების მიხედვით ჩადენილ ცოდვისა და მადლის რაოდენობით. როგორც ამას კანონიც ადასტურებს, რომ „რიცხვი ადამიანისაა“ (გამოცხადება 13-18). რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო გენეტიკის პროგრამაში დაფიქსირებულ თითოეულ რიცხვს, შესაბამებული ჰყავს ერთადერთი ადამიანი!!! და ისევე, როგორც ამ რიცხვის რაოდენობა-რიგითობა არის განუმეორებელი, ასევეა მისი შესაბამისი პიროვნებაც.
როგორც ჩვენს აზროვნებას შეუძლია იმის მიხვედრა, თუ რომელ ქიმიურ ელემენტებზეა საუბარი ლათინური შრიფტის დასახელებისას; ასევე გონება იგებს ინდივიდუალური რიცხვის მიხედვით იმას, თუ რა შემადგენლობით უნდა გაიზარდოს ის სხეული, რომელშიდაც მას უხდება ფუნქციონირება და ამიტომაც ამ რიცხვს ორგანიზმში მინიჭებული აქვს ინდივიდუალური გენეტიკური კოდის სტატუსი.
ვფიქრობ უკვე გამოიკვეთა ის, რისი თქმაც მსურდა და ეს შემდეგია: რომ ეს სამყარო მართალია ჩვენი აზროვნებითი თვალთახედვისათვის უსასრულოდ დიდია, მაგრამ გონების თვალთახედვით ასე არ არის – და როგორც ჩვენი სხეული წარმოადგენს ჩვენში არსებული სულისათვის საარსებო გარემოს და ნივთიერებათა ცვლის სახით ფუნქციონირებს მისთვის; ასევე ეს სამყაროც ჩვენი მოდგმისათვის ფუნქციონირებს მის საარსებოდ იმ გეგმით, რომელსაც ჩვენი ბედისწერა ჰქვია.
რადგანაც ასე თუ ისე ვისაუბრე ადამიანის ადგილზე ამ სამყაროში, ახლა მინდა შევეხო იმ დიდ პრობლემას, რომელიც დღეს მთელი სიმწვავით არის სახეზე წარმომდგარი; და რასაც ბავშვთა და ახალგაზრდათა მძიმე სენით შეპყრობა ჰქვია. ამას გარდა იმ დიდ პრობლემაზეც, რომელიც ვლინდება უბედურ შემთხვევათა და სუიციდთა ყოველდღიურად მზარდ რაოდენობით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მინდა აქცენტი გავაკეთო საქართველოზე, რადგან ამის საფუძველი მაქვს და ეს არის ის, რომ იგი არის აღსრულების ადრესატი შემდეგი კანონისა: „ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-11). რამეთუ ქართველი ერი არის ხსენებული იუდეველი ერის შთამომავალი!!!
ამ კანონის აღსრულების მტკიცებულება საქართველოში მიმდინარე ყოველდღიური მოვლენებია. რადგან უბედურ შემთხვევათა, მკვლელობათა და თვითმკვლელობათა რაოდენობა ამ მცირე ერში თითქმის გატოლებულია მასზე ბევრად მრავალრიცხოვან ქვეყნებში მომხდარ შემთხვევებთან. აქტიურად ვეცნობი ყოველდღიურ ინფორმაციას, რომელშიაც ადგილი აქვს იმ მრავალრიცხოვანი თხოვნის გამოქვეყნებას, მშობლები რომ ითხოვენ შველას. რადგან შიშით ელიან ყოველი დღის დადგომას იმ მხრივ, რომ არ იციან რა ელოდება მათ შვილს. სპეციალისტთა პასუხებსაც ვეცნობი და მის შესახებ ვიტყვი იმას, რომ მათ რეცეპტებს ვადა გაუვიდათ და აღარ გამოდგებიან! რადგანაც კაცობრიობას დღეს უკვე ის დრო დაუდგა, როცა ადამიანი ვეღარ უმკლავდება გრძნობათა მოზღვავების იმ დონეს, რომელმაც შეიძლება მაშინ იფეთქოს იმის გამო, რომ მან შეუცნობლად გამოაღოს წინაპართაგან ნაგროვები იმ ცოდვების ოთახის კარი; რომელიც მისთვის დიდი ხნის წინათ იქნა ჩაკეტილი. მან კი ეს გააკეთოს იმ არასწორი ცოდნის გამო გადადგმული ნაბიჯით, რომელი ცოდნაც მას გააჩნია ღმერთისადმი რწმენის მიმართ და მას კი ის სწორი ჰგონია. უფრო სხვაგვარად რომ გითხრათ: ამ მომენტში ადამიანი ახდენს შესრულებას ცოდვის რიცხვისას, რომელიც არის ფაქტობრივი ქმედების 144 0007 ოდენობა; ანდა სიცრუის რაოდენობა: (144 000+144 0002+144 0003+144 0004+144 0005+144 0006+144 0007). რისი შესატყვისი განაჩენიც არის: შვილის სიკვდილი, ანდა შვილის მიერ მკვლელობის ჩადენა. ამიტომ იმას მნიშვნელობა არა აქვს ბავშვი თუ ახალგაზრდა, რამდენად წესიერი, დამჯერი და ჯანმრთელია; ან მშობელი რამდენად ყურადღებიანი – ყველა ვარიანტში, განაჩენი აღსრულებული იქნება!!! რადგანაც ამას უზრუნველყოფენ კანონები: „მშობლების ნაჭამი მკვახე ხილი, შვილებს ჰკვეთს კბილებს“ (იერემია 31-29) და „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის“ (II კორინთელთა 12-14).
ამ კანონებში: „ნაჭამ მკვახე ხილში“ – ცოდვები იგულისხმება; ხოლო „ნაგროვებ სიმდიდრეში“ კი – ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენის დონე. ამიტომ ადამიანს როცა ჰგონია, რომ თუკი 10 მცნებას დაიცავს, ეს საკმარისია საიმისოდ რომ ის ცოდვას არ სჩადის; სინამდვილეში ეს ასე არ არის! და ყველა ის პრობლემა რაც მის შვილს ექმნება, შედეგი არის იმისა, რომ მშობლის მიერ ღმერთისადმი რწმენა არ არის შესატყვისი იმ ჭეშმარიტი რწმენისა, რასაც ღმერთი ითხოვს ადამიანისაგან.
კვლავ ხაზგასმით აღვნიშნავ იმას, რომ საკუთრივ ბავშვსა და მოზარდს, ბედისწერისაგან არ ძალუძს იმის დამსახურების მომკა, რითაც სხვისი მოკვლა შეეძლება, ანდა საკუთარი სიკვდილის დადგომა მოხდება. ყოველივე ამის მიზეზთა სათავე, მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებია ღმერთის რწმენისადმი!!! ამიტომ მშობლებო! თქვენი შვილები, რაგინდ კარგ ფსიქოლოგებთან არ უნდა ატაროთ; ანდა რაგინდ დიდი თანხებიც არ უნდა მოიძიოთ მათ სამკურნალოდ, რაიმე შედეგს თუ მიაღწევთ, იცოდეთ ეს დროებითია და გამოწვეულია იმის სანაცვლოდ, რომ როცა შვილი გასაჭირშია მშობელი ღმერთს შველას სთხოვს და ცოდვათა რაღაც ნაწილს ინანიებს. თუმცა გაფრთხილებთ, რომ თუკი ბოლომდე არ გაყვებით ამ გზას და მისგან მობრუნდებით, მაშინ ძალიან მალე, თქვენი შვილი უარეს ისეთ უბედურებას გადაეყრება, რომლისგანაც უკვე ვეღარ დაიხსნით მას.
ამიტომ ვეხმიანები მათ, ვისაც მართლა სურს პასუხი მიიღოს იმ კითხვაზე, რომ არსებობს თუ არა გამოსავალი იმ გარემოებიდან, რომელიც რომ დღეს სახეზეა და ვლინდება ახალგაზრდათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონით. თქვენი შვილის დაცვა და გადარჩენა, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული!!! საამისოდ გაეცანით იმ კანონებს, რომელზედაც უკვე მოგახსენეთ, რომ ბიბლიიდან არის ამოკრებილი და წიგნ „ბედისწერის კანონმდებლობით“ წარმოდგენილი, გასწორებული თარგმანით ისე, როგორც ეს სინამდვილეში უნდა ყოფილიყო და არა იმგვარად, როგორც ისინი რელიგიამ სათავისოდ მოირგო და ისე წარმოადგინა. მსურველმა უნდა შეადაროს ამ კანონებს თავის მიერ განვლილი ცხოვრებისეული გზის მომენტები. საკუთარი არასწორი საქციელები აღმოაჩინს და შემდეგ მოინანიოს საქმით. როცა ადგილი ექნება ყოველივეს სათანადო დონეზე შესრულებას – ამას გონებისმიერი შემოწმება დაადასტურებს იმით, რომ უფლებას დართავს შემსრულებელ პიროვნებას, კავშირი დაამყაროს „საუკუნო სიცოცხლის სიტყვების მფლობელთან“ (იოანე 6-68). რომელთან დიალოგიც იმით დასრულდება, რომ ადგილი ექნება მისგან ბიბლიური კოდით დალაგებულ იმ თანამიმდევრობის მიღებას, რომელიც მოსაუბრეს გაუსწორებს აზროვნებას და დააყენებს იმ სწორ გზაზე, რომელიც ბედისწერისაგან ღვთის წყალობის მომკას იმსახურებს. როგორც ამას კანონიც ამოწმებს: „როგორც კი შევა სიბრძნე კაცის გულში და ცოდნა ეამება მის სულს, განსჯა შეინახავს მას და საზრიანობა დაიცავს; რათა იხსნას ბოროტი გზიდან, უკუღმართად მოუბარი კაცისგან – მისგან, რომელიც ტოვებს სწორ გზას, რათა იაროს ბნელი გზით“ (იგავები 2-10,11,12).