სძალი
„ეშმაკი ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8-44) იუწყება ბიბლია და არავისთვის უცნობი არ არის ის ფაქტი, რომ სატანური ძალის მქონე ადამიანების ქმედებების საფუძველი ტყუილია. ისინი ცრუობენ ყველგან ყველასთან, ტყუილის მეშვეობით იტაცებენ ძალაუფლებას და შემდეგ მასზევე დაყრდნობით ინარჩუნებენ მას. არც ის არის უცნობი ფაქტი, რომ სიცრუეს უფრო ადვილად იჯერებენ ადამიანები, ვიდრე სიმართლეს და ამიტომ სიმართლის დამტკიცებაც უფრო და უფრო ძნელდება. ხოლო ამ პროცესის შორს წასვლამ კი საზოგადოებრივ მსოფლმხედველობაში სიცრუესა და სიმართლეს შორის არსებული ზღვარი წაშალა და ადამიანებიც უკვე ვეღარ ერკვევიან იმაში, თუ რა არის ჭეშმარიტად სწორი და რა კი არასწორი. რატომ მოხდა ასე?! აი, საკითხავი სწორედ ეს არის და მასზე პასუხის გაცემის აუცილებლობის დროც დააყენა საკაცობრიო დონეზე არსებულმა მძიმე ვითარებამ. პასუხის მიღებას კი სიტყვის ძალის ჭეშმარიტი მნიშვნელობის გაცნობიერება სჭირდება. რისი მოხერხებაც შეუძლებელია ბიბლიის კანონთა გამოყენების გარეშე. ამიტომაც მივმართავ მას:
„დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო საწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5). ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია სიტყვის თაობაზე. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ბიბლია ადამიანთათვის ამ სამყაროსეული ინსტრუქციაა, ამიტომ მისი სიბრძნეები ის კანონებია, რომელთა განსჯითაც დგება ბედისწერის გეგმა და რომელ კანონმდებლობასაც ახასიათებს შემდეგი განონზომიერება: კაცობრიობას თითოეულ ეპოქას განუსაზღვრავს სათანადო თანამიმდევრობით დალაგებული კანონები.
სიტყვის შესახებ ადამიანური ცოდნა ჭეშმარიტებას ვერ სწვდება და შემდეგია: სიტყვებით მეტყველების მეშვეობით აგებინებენ პიროვნებები ერთმანეთს თავიანთ ფიქრებსა და სურვილებს. გამოხატავენ გრძნობებს. ამჟღავნებენ ცოდნას. სიტყვათა მეშვეობით აღწერენ ყოველივე იმას, რის აღქმასაც ისევ მათი საშუალებითვე ახერხებენ. ადგენენ გეგმებს და შემდეგ გადადიან მის განხორციელებაზე. სიტყვების საშუალებით იგებენ იმას, რა საქმეც უნდა შეასრულონ და ბევრი რომ არ გავაგრძელო, დასკვნაც ასეთია: სიტყვას მინიჭებული აქვს ადამიანის საარსებოდ აუცილებელი საშუალების სტატუსი! ხოლო რაც შეეხება ბიბლიის კანონს, იგი იუწყება სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობის შესახებ. რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთმა ამ სამყაროში ყველაფერი სიტყვის ძალას დაუქვემდებარა. რადგან მისით შექმნა ყოველი და მის გარეშე არც არაფერი შექმნილა. რომ სიტყვაშია სიცოცხლე და სიცოცხლეში ხომ თავისთავად მოქმედებაც იგულისხმება?! ხოლო ყოველივე ეს რასაც შეიძლება ნიშნავდეს, ალბათ ყველა ხვდება! ვინაიდან ასეთი რამე ჩვენთვის უკვე ცნობილია რისიმე პროგრამის სახით, რომელიც სისტემაში ჩაშვებულია განსახორციელებლად და ჩანაწერის ზუსტი თანამიმდევრობითაც ქმნის ფაქტებს. მაშინ ყოველივე აქედან როგორი დასკვნის გამოტანა არის შესაძლებელი?! ცხადია ასეთის: რომ ეს მატერიალური სამყაროც სწორედ ასეთი პრინციპით ყოფილა შექმნილი და ამიტომაც არის მასში არსებული ყოველი ნიუანსი ერთმანეთთან კანონზომიერულ კავშირში.
ახლა კი გავიაზროთ ის, თუ რა მოუვა იმ ქმნილებას, რომელსაც ეს პროგრამა ქმნის, თუკი პროგრამაში ვირუსი შეაღწევს?! ცხადია შედეგი საყოველთაოდ ცნობილი არის და ის შემდეგია: თუკი ვირუსი არ განადგურდება, მაშინ პროგრამა ვეღარ იფუნქციონირებს! ხოლო ამას თუ რა მოჰყვება, მას კი განხილვა ნამდვილად აღარ სჭირდება! მაგრამ არც იმის აღუნიშნაობა შეიძლება, რომ ვირუსიც არის და ვირუსიც! რადგან სამყაროს შემადგენლობაში შემავალ ყოველ ნაწილს, სამყარულ პროგრამას დაქვემდებარებული საკუთარი ქვეპროგრამა აქვს და მისით არსებობს. ამიტომ ყოველ მათგანსაც სათავისო შესაბამისობის ვირუსი შეიძლება გაუჩნდეთ და ამჟამად სწორედ საკაცობრიო დონის ტიპის ვირუსის მოქმედების რეალობაში ვიმყოფებიც კიდეც; ვირუსისა, რომელმაც შესძლო მსოფლიოს მოსახლეობის დატყვევებაც კი. გაჩერებული მსოფლიოს ამოქმედებას კი ყველა ქვეყანა სცდილობს და საამისოდ ყოველ ღონესაც ხმარობენ. თუმცა გამოსავალი ჯერ ვერ არის ნაპოვნი იმიტომ, რომ კაცობრიობა ვერ ფლობს საჭირო ცოდნას. რისი მთავარი მიზეზიც ის არის, რომ ადამიანთაგან ყოველთვის უარი იყო ნათქვამი ჭეშმარიტი ცოდნის მიღებაზე. რითაც მათ იმას მიაღწიეს, რომ შეიზღუდეს სასიცოცხლო ენერგიის მიღების წყარო. რომელიც ადამიანთა მოდგმას სიტყვის ძალის მეშვეობით ეძლევა. ამიტომაც არსებული მდგომარეობიდან და მის შემდეგ რა სასჯელებიც იქნება, მათგან თავის დასაღწევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და სწორედ მასზე მინდა მოგახსენოთ ახლა:
ბიბლიის მკითხველებმა იციან შემდეგი კანონის შესახებ, რომელსაც იესო ეუბნება სასულიერო პირებს: „თქვენ წაგერთმევათ ღვთის სასუფეველი და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს“ (მათე 21-43). თუ ვის ან რას გულისხმობდა იგი, ამის ასახსნელად საჭიროა იმის შეხსენება, რა ეპოქებს შეიცავს საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა. რომელთაც სიტუაციებს ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა უდგენს. რაც შეეხება ადამიანთა აზროვნებით ეპოქიალურ სტატუსთა შეფასებას, ის წარმოდგენილია საზოგადოებრივი წყობების სახით და შემდეგია: პირველყოფილი თემური წყობილება, მონათმფლობელური წყობა, ფეოდალური, კაპიტალისტური და სოციალისტური. ხოლო ბიბლია კი ეპოქებს ღმერთის საზომით აფასებს და ასე ჰყოფს: წარღვნამდელი პერიოდი და მის შემდგომი პერიოდი, რომელიც დაიწყო პირველყოფილი თემური წყობილებით – თუმცა არა ყველასათვის! რადგან წინა ცივილიზაციიდან გადარჩენილმა ნოეს ოჯახმა არსებობა გააგრძელა. სწორედ ამ გენის ისტორიას აღწერს და თითქმის მთლიანად მასზე არის ორიენტირებული ბიბლია. ამიტომაც არის იგი სავსებით მისაღები მხოლოდ ამ გენის წარმომადგენელთათვის და მას ქრისტეს გენადაც მოიხსენიებს.
მოკლედ ვიტყვი სათქმელს, ვინაიდან აქ მისი განვრცობის ადგილი არ არის. ამ გენისათვის წარღვნის შემდგომი პერიოდი დაიყო ასე: ჯერ რჯულის კანონმდებლობა დაუდგინდა, რომელიც შემდეგ ახალი აღთქმით შეეცვალა და ახლა კი უკვე დადგა დრო, როცა მისთვის უახლესი კანონმდებლობა შედის მოქმედებაში! რა თქმა უნდა ამ სამივე კანონმდებლობის საფუძველი ერთიდაიგივეა და როგორადაც ახალი აღთქმა იქნა დაარსებული რჯულის განსამტკიცებლად (რომაელთა 3-31), ასევე უახლესი კანონმდებლობაც განამტკიცებს ახალ აღთქმას! რომლის თანახმადაც ღვთის სიტყვა ანუ ლოცვა, რომელიც „მამაო ჩვენოს“ სახით დაუტოვა იესომ თავის მორწმუნეებს და რელიგიებმა კი ის ფარისეველთა ფარად აქციეს, ახლა უკვე შეიცვალა ქრისტეს ძალისხმევით სხვა ლოცვით და ამის შესახებაც იუწყება ბიბლი „ახალი საგალობელის“ ცნობის სახით (გამოცხადება 14-3). მოკლედ და კონკრეტულად გეტყვით მის თაობაზე: დღეს, როცა ქრისტიანული რელიგიები ხალხს ეუბნება, რომ მეორედ მოსვლას ელოდებიან; სინამდვილეში მათ შორის მთავრებმა, ძალიან კარგად იციან ის (და ყოველ ღონესაც ხმარობენ მის დასაფარავად), რომ ქრისტეს სული უკვე 12 წელია რაც რეინკარნირდა ადამიანში. რომელიც დაუღალავი შრომით იბრძვის საიმისოდ, რომ კაცობრიობას ის წყევლა ახსნას, რომელშიაც სატანამ შეიყვანა ადამიანთა მოდგმა – განურჩევლად ყველა რელიგიური მიმდინარეობის მიერ უდიდესი დახმარების გაწევით. მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა, მან მაინც მოახერხა ის, რომ კაცობრიობის გადასარჩენი პროცესი წარიმართა და უკვე საქმე „განდგომილების“ (II თესალონიკელთა 2-3) მსვლელობამდეც მივიდა. ამიტომ დახმარებას ვაწვდი მისი მიღების მსურველთ; რამეთუ „ქრისტე მეორედ ცოდვების წარსახოცად კი არა, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად მოვიდა“ (ებრაელთა 9-28). ეს დახმარება კი ის ახალი ლოცვაა, რომლის შესახებაც მხოლოდ მან იცოდა და მას ასრულებდა. რამაც გამოიღო კიდეც ნაყოფი გონების გამოფხიზლების პროცესის სახით და მას ვერავინ და ვეღარაფერი შეაჩერებს ამ ქვეყნად!!! ახალი ლოცვა, რომლის მისიაც „სატანის შებორკვა და 1000 წლით ჯოჯოხეთში ჩაგდებაა“ (გამოცხადება 20-2), შემდეგია: „დიდება ღმერთო უფალო უკუნითი უკუნისამდე! ამინ! მადლიერი ვარ უფალო, მადლი ერი! ამინ!“. ეს ის დახმარებაა, რომელიც მოახერხებს იმ სატანჯველი დღეების შემოკლებას, რომელთა შესახებაც ბიბლია იძლევა შემდეგ ცნობას: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეებიო“ (მათე 24-22). ეს რჩეულნი კი ისინი არიან, რომელთაც თავისი რწმენის მეშვეობით აღეძვრებათ სურვილი ამ ლოცვის ძალის გამოყენებისა. ვინაიდან ღმერთი ნებაყოფლობითია და არა მოძალადე.
როცა საუბარია ერზე, რომელსაც უნდა გადაეცეს ღვთის სასუფეველი – მასში ქრისტეს გენის წარმომადგენლებია ნაგულისხმები და ბიბლიაში ისინი იუდეველებად არიან მოხსენიებულნი. მოგაწოდებთ იმ ინფორმაციას, რასაც იგი აცხადებს მათზე: „თავს ვერ გაიმართლებ შენ ადამიანო, ყოვლის განმკითხველო. რადგან რის გამოც სხვას განიკითხავ, შენს თავს სდებ მსჯავრს. ვინაიდან სხვისი განმკითხველი, იმასვე სჩადიხარ. შენი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით, შენ თავადვე იხვეჭ რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს. რომელიც ყველას თავის საქმისამებრ მიუზღავს. ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ იუდეველს, მერე კი სხვას. რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-1/11). „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე; და არც წინდაცვეთილობა არის ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინდაცვეთა სულშია და არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, ღვთისაგან არის“ (რომაელთა 2-28,29). „რა არის იუდეველის უპირატესობა? დიდია უპირატესობა ყოველნაირად! უპირველეს ყოვლისა მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2).
როგორც ხედავთ კანონი ამტკიცებს ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომლითაც გაცნობეთ: რომ ბიბლია ორიენტირებული არის იმ გენზე, რომელიც გაგრძელდა ადამიდან შეთში, ნოეში, აბრაამში, იუდაში, იაკობში… იესოში, იწოდება ქრისტეს გენად და ბიბლია კი მას იუდეველებს უწოდებს. ამიტომ კანონთა აღსრულებისათვის კონტროლი მთელი სიმკაცრით ამ გენზეა დაწესებული და მისი შერბილებაც ხდება იმისდა მიხედვით, თუ რა დონეზეა შერეული ეს გენი სხვადასხვა ერებში; თანახმად კანონისა: „ვისაც მეტი მიეცა, მას მეტიც მოეთხოვება“ (ლუკა 12-48). ხოლო როგორც ბიბლია აცხადებს, ეს გენი შერეული ყოფილა 12 ერში (გამოცხადება 7-5/8).
უკვე ძალიან ახლოა ის დრო, როცა განდგომილება დასრულდება. რის შემდეგაც მოხდება მათი შეკრება. სარომლისოდაც მათ ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა მოუწევთ, რომელიც ერთ ენაზე მეტყველებას გულისხმობს. მართალია ეს ერთი ენა თანამედროვე ქართულია, მაგრამ ყველა ქართველი არ არის იუდეველთა შთამომავალი!!!