ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა იუწყება იმას, რომ „დასაბამი ყველა საქმისა განსჯაა, ხოლო ყოველგვარ საქმეზე უწინარესი კი რჩევა“ (სიბრძნე ზირაქის 37). თუმცა საკითხავი სწორედ ის არის, ვის რჩევას უნდა ერწმუნოს ადამიანი. ყოველთვის იყვნენ და ამჟამად კი განსაკუთრებით ძალიან არიან მომრავლებულნი რჩევა-დარიგებათა გამცემი პიროვნებები. რომელთა ცოდნის საყრდენიც ან მეცნიერული საფუძველია, ან რელიგიური, ანდა პოლიტიკური. ამასთანავე არის კიდევ კატეგორიაც, რომელნიც თავს ღვთიური ნიჭით დაჯილდოებულ წინასწარმეტყველებად წარმოაჩენენ და უამრავ ადამიანზეც ახდენენ ზეგავლენას. რაც შეეხება იმას, ჩამოთვლილთაგან თუ რომელი კატეგორია შეიძლება ჩაითვალოს საიმედო მრჩევლად, მასზე შემიძლია მოგახსენოთ ის, რომ არცერთი მათგანი!!! რამეთუ ადამიანისათვის ჭეშმარიტი რჩევის გაცემა შეუძლია მხოლოდ იმ კანონებს, რომელიც შემქმნელმა თავის ქმნილებას დაუწესა ბედისწერის განმკარგველ კანონებად. მათგან არის შედგენილი თითოეული ადამიანის გონება და დაბადებითვე ეძლევა სულის პროგრამად. რომელი კანონების გონებიდან გამოტანა და მისი წმინდა წერილების სახით წარმოდგენაც შესძლო იმ პიროვნებებმა, რომელთაც საამისო უნარი ღმერთმა მიანიჭა და სწორედ ასეთი უნარ-შემძლეობის მქონეს ძალუძს მხოლოდ, ყველა ამ კანონთა ახსნა-განმარტებების წარმოდგენა საყოველთაოდ გასაგებ დონეზე. რაც სახეზეა კიდეც და ახლა ერთ-ერთ მათგანს კითხულობთ ამჟამად ადგილი ექნება იმ საკითხის გაშუქებას, რომელიც ჯანმრთელობას ეხება და მის წინაშე კი თანაბარუფლებიანია ყველა – მიუხედავად იმ სტატუსისა და მდგომარეობისა, რომელიც უკავია საზოგადოებაში. რამეთუ ადამიანისათვის ჯანმრთელობა არის ის საყრდენი მდგომარეობა, რომლის გარეშეც ყოველივე აზრს კარგავს. რაც რომ ასეა, ეს იმდენად საყოველთაოდ ცნობილი სიმართლეა, რომ კომენტარის გაკეთებას არ საჭიროებს. ამიტომ პირდაპირ შევუდგები იმ საფუძველთა განხილვას, რომელნიც აღძრავენ საიმისო მიზეზებს, რითაც ადამიანი ავადდება. რისთვისაც მცირედ მიმოხილვას გავაკეთებ ჭეშმარიტი ცოდნის თაობაზე და პირველ რიგში კი განვმარტავ იმას, თუ რა უფლებით ვუწოდებ ჭეშმარიტებას იმ ინფორმაციას, რომელსაც გაწვდით. მოგეხსენებათ, რომ ჭეშმარიტების საკითხი ის თემაა, რაზედაც ფართომასშტაბიან კამათს აქვს ადგილი ადამიანთა შორის. თუმცა აქ სადაო არც არაფერია. რადგან აბსოლუტური ჭეშმარიტება რაც არის და ცხადია ის სცილდება ამ მატერიალური სამყაროს საზღვრებს, ასეთი რამის შემეცნება ადამიანური ცნობიერებისათვის მიუწვდომელია. მაგრამ რაც შეეხება ამ სამყაროსეულ ჭეშმარიტებას, იგი მას დადგენილი აქვს შემქმნელის მიერ და მისით განიგება კიდეც. როგორც ამას კანონიც იუწყება: „დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე; რადგან ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს?! დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. ჭეშმარიტებას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს. ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება ან გარჩევა. არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლობის და ბოროტის განდევნით. ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა“(III ეზრა 4-34/40). რაც შეეხება ადამიანის ბედისწერის შექმნას, ისიც იმავე კანონმდებლობის განსჯით დგება. რამეთუ ბედისწერის აღსრულებას სამყაროში მოქმედი ძალები ასრულებენ. რომელ ძალთა განმკარგველ ძალასაც მეცნიერება სამყაროს გრავიტაციულ ძალას, ხოლო ბიბლია კი სიტყვის ძალას უწოდებს. რის შესახებ ინფორმაციაც განვრცობილად უკვე გამოქვეყნებული მაქვს საყოველთაოდ ხელმისაწვდომად. ამიტომ აქ მის განხილვაზე არ შევჩერდები. მხოლოდ შევეხები იმ კანონებს, რომელთა დაუცველობაც არის საფუძველი ადამიანის ჯანმრთელობის შესარყევად. რაც რომ უშუალოდ სიტყვის ფენომენს ეხება და ამ კანონთა მიგნებისა და მათი ამოქმედების გარეშე, შეუძლებელია ადამიანის გაჯანსაღება!!! ეს სწორედ ის საკითხია, რაზედაც ექიმები ასე პასუხობენ ადამიანებს: „ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, დანარჩენი კი ღვთის ნებააო“. ახლა სწორედ ამ „ღვთის ნებაზე“ გაწოდებთ ინფორმაციას. რამეთუ მსურველმა შესძლოს მისი სათანადოდ გამოყენება. საკითხის განხილვას კი დავიწყებ იმის ცნობებით, რომ დაავადებაცა და სიკვდილიც არის ღვთის რისხვის განაჩენის კატეგორია. რაც დაწესებულია ჩადენილი ცოდვების სიმრავლისა და სიმძიმის მისაგებ სასჯელად. მოვიყვან ამ ინფორმაციის დამადასტურებელ კანონებს: „სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისათვის შექმნა მან ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. უღვთოებმა ხელებითა და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). „ვინც თავისი შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში“ (სიბრძნე ზირაქის 38). ახლა კი მინდა მოკლედ შევეხო იმ თემას, რომელიც ვრცლად უკვე გამოქვეყნებული მაქვს და მას სულის როლი ჰქვია ადამიანის ჯანმრთელობის საქმეში. რაზედაც იმას მოგახსენებთ, რომ სული არის ის მთავარი, რაც განაპირობებს ადამიანად არსებობის შედგომას. მის გარეშე სხეული უსიცოცხლო გვამია მხოლოდ. ხოლო თავად სული კი მარად ცოცხალია და მხოლოდ სამყარულ მიზიდულობებში გადანაცვლებას განიცდის. ამიტომ ყოველივე ცვლილება, რაც კი ადამიანის ორგანიზმში ხდება, სულისაგან იმართება და მისი განკარგვის გარეშე სხეულში ერთი წერტილიც კი ვერ გადაადგილდება! რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დაავადების აღმოფხვრასა და სრულ გაჯანსაღებაზეა მსჯელობა, ადამიანს იმის შეცნობა მართებს, რომ ამის მიღწევა სულის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ხოლო სულთან საკონტაქტო საშუალება კი ის კეთილმეტყველება და კეთილი თვისებებია, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის შემადგენელი ნაწილებია მხოლოდ. რომელი გრძნობის არსებობის შენარჩუნებაც, სხეულისაგან სიჯანსაღის მდგომარეობას მოითხოვს. რამეთუ სიჯანსაღე ცოდვების ჩადენაზე უარის თქმას გულისხმობს; თანახმად კანონისა: „გაჯანსაღდი? ნუღარ შესცოდავ. რადგან რაიმე უარესი არ დაგემართოს“ (იოანე 5-14) და „ცოდვილებს არ უსმენს ღმერთი. არამედ იმას უსმენს, ვინც ღვთის მოშიშია და მის დადგენილ წესებს იცავს“ ( იოანე 9-31). ვინაიდან მხოლოდ სიყვარულის გრძნობაა მომცველი ძალისა, რომელიც იმ გონებას სწვდება, სულის მაფუნქციონირებელ პროგრამას რომ წარმოადგენს ადამიანში. იმ რეალობის ფონზე, რაც დღეს სახეზეა და არის ის, რომ სრულყოფილად ჯანსაღი ვეღარავინ არის იმის გამო, რომ კანონის: „უცოდველი არც არავინაა კაცთაგან“ (III ეზრა 3-35. 8-35) საკმაოდ მაღალ დონეზე აღსრულებას აქვს ადგილი. ცხადია გასაკვირი არ არის ის, რომ დაფარული ჭეშმარიტება უმრავლესობის მიერ დაწუნებულია და უარყოფილი. რაზედაც იმის თქმა შეიძლება, რომ თუკი ვინმე სინამდვილეს არ გაუსწორებს თვალს და მას უარყოფს, ამით მხოლოდ თავად დაზარალდება. რადგან ღმერთისგან დადგენილი კანონმდებლობა, ადამიანის თანხმობის გარეშეც აღსრულდება. სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ ის რეალობა, რომელიც ამჟამინდელ პერიოდს ეხება და ბიბლიის უწყებით არის ის, რომ 8 მილიარდს მიღწეული მოსახლეობიდან, მხოლოდ 1/3 ყოფილა სიმართლის მიღების შემძლე (ზაქარია 13-8,9). რომელთა შორისაც მოხდება გამოვლენა იმ ნატამალისა, ვისზედაც წინასწარმეტყველ ესაიამ განაცხადა: „უფალს რომ არ დაეტოვებინა თავისი თესლი, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდითო“ (რომაელთა 9-29). ახლა კი გადავალ იმ კანონების წარმოდგენაზე, რაზედაც მოგახსენეთ, რომ ისინი ავლენენ სიტყვის როლს, როგორც ადამიანის დაავადების საფუძველს. რასაც დავიწყებ კანონით: „ავ მეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებული“ (იგავნი 12-13). რას ნიშნავს ავი მეტყველება და შეესატყვისება თუ არა იგი იმ მნიშვნელობებს, რომელთაც ადამიანი მიიჩნევს ასე და მას სალანძღავი და წყევლის შინაარსი აქვთ. ამ კითხვაზე პასუხი ასეთია: ეს ნაწილია მხოლოდ ავი მეტყველებისა, რადგან არსებობს მისი დაფარული მხარეც, რომლის შინაარსიც შეიძლება იყოს ყურისათვის მაამებელი მოსასმენიც და ანდა რაღაც კატეგორიის ცოდნის მისაღებიც. რაზედაც კანონები განსჯიან ასე: „უჯეროა ხოტბის შესხმა ცოდვილი კაცისათვის“ (სიბრძნე ზირაქის 10-22) და „ამ სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე“ (I კორინთელთა 3-19). ყოველივე ეს კი მიდის იქამდე, რომ ადამიანები ისე იწყებენ ღვთის საგმობი სიტყვებით აზროვნებას, რომ შეცნობით არა თუ ხვდებიან ამას, არამედ პირიქით ღვთის მორწმუნედაც მიიჩნევენ თავს. რაც ხდება იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ანტიქრისტეს ჰქონდა მიცემული უფლება ხელმწიფებისა; თანახმად კანონისა: „მხეცს მიეცა ხელმწიფება სამოქმედოთ 42 თვეს“ (გამოცხადება 13-5) და „გააღო მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე ცაში დავანებული. ნება მიეცა ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე. მიეცა ხელმწიფება ყველა ერისა და ენის ხალხზე და თაყვანი სცა მას მიწის ყველა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც სოფლის დასაბამიდან აქვს დაკლულ კრავს“ (გამოცხადება 13-5/8). რამაც საბოლოო ჯამში ყოველივე მიიყვანა იქამდე, რომ უამრავ ადამიანთა მიერ შეუცნობლად აქვს ადგილი სულიწმიდის გმობას. რაზედაც ასეთი კანონმდებლობა არის დადგენილი: „ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ“ (მათე 12-31). ხოლო რაც შეეხება სულიწმიდის ძალას, მისი არსებობა დამყარებულია იმ კანონთა დაცვაზე, რომელიც გონებაში აქვს ჩადებული ყოველ ადამიანს ბედისწერის განმკარგველ კანონმდებლობად. რომელ კანონებსაც ჩვენ ბიბლიის სიბრძნეებად ვიცნობთ. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ამ კანონებში გაწაფვა – ცხადია მათში საფუძვლიანად გარკვევის ფონზე. რამეთუ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სათანადოდ დაცვას ვერ ექნება ადგილი. მეტად სამწუხარო ფაქტია ის, რომ ეს ცოდნა, რაზედაც ახლა ვსაუბრობ, აქამდე არავინ მოიკვლია. ამიტომაც ვერც კაცობრიობა იყო და ამჟამადაც ვერ არის გაცნობიერებული იმაში, თუ როგორ იწერს საკუთარ ბედისწერას. უფრო მეტიც, ადამიანთა უმრავლესობას არ სჯერათ ბედისწერის არსებობისა. ხოლო ვისაც სჯერა, ისინი კი ასე ამბობენ: „რაც მიწერია, ის მაინც არ ამცდებაო“ და წარმოდგენაც არა აქვთ იმაზე, რომ იმას, რასაც „რაც მიწერიას“ უწოდებენ, თავადვე იწერენ იმ კანონების მეშვეობით, რომელთა ცოდნაზეც ამაყად აცხადებენ უარს. სწორედ ამის გამო იძლევა უფალი ადამიანებზე ასეთ შეფასებას: რომ „გამოსულელდნენ და თავი კი ბრძენი ჰგონიათო“ (რომაელთა 1-22). რაც რომ ასეა, მასში ლომის წილი რელიგიებს მიუძღვით. რადგან მოძღვრების როლი მოირგეს ისეთმა ადამიანებმა, რომელთაც სიბრძნესთან და მითუმეტეს ღმერთთან საერთო არაფერი აქვთ. თუმცა სატანასთან არიან წილნაყარნი და ამიტომ მათი ძალისხმევით მოხდა ის, რომ ბიბლიით წარმოდგენილი ცოდნა და მეცნიერული ცოდნა ერთმანეთისაგან გაიმიჯნა. სინამდვილეში კი ბიბლიური ცოდნა, სათაო ცოდნაა მეცნიერულისათვის; თანახმად კანონისა: „მამა ღმერთისა და ქრისტეს საიდუმლოშია დაფარული სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი“ (კოლოსელთა 2-2,3). ამიტომაც მეცნიერება „უთაო სხეულად“ ჩამოყალიბდა. რაც ცხადია რა შედეგსაც მოიტანდა და მოიტანა კიდეც იმ დონეზე, რასაც კომენტარები აღარ სჭირდება. ვინაიდან მთელ მსოფლიოში ხდება მისი გამოვლინება თვალსაჩინო ფაქტებად. ერთი რამ, რაც ადამიანმა უნდა იცოდეს და არ უნდა ეშლებოდეს, არის ის, რომ ყოველი პიროვნება თავის ცხოვრებას ისე წარმართავს, რისიც და ვისიც სწამს და სჯერა. რადგან კანონით დადგენილი არის ასე: „რომ ადამიანი სანამ სხეულში სახლობს, რწმენით დგამს ცხოვრებისეულ ნაბიჯებს და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). ამიტომ როცა ვინმეს ცხოვრებაში პრობლემები იჩენენ თავს, მან უნდა მიხვდეს, რომ არასწორ რწმენაზე ყოფილა დაყრდნობილი და სასწრაფოდ უნდა მოიძიოს ცოდნა ამ მხრივ. რათა გააანალიზოს ის ქმედება, თუ რას სჩადის არასწორს და გამოასწოროს. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი იმავე გზას გაგრძელებს, მალე შეხვდება უბედურებასა და მიადგება სიცოცხლის ზღვარსაც. ნამდვილად არ მსურს ასეთი მძიმე ინფორმაციის გამოცხადება, მაგრამ სინამდვილის დაფარვით საქმეს არათუ ეშველება რა, არამედ პირიქით – ძალიან ევნება. ამიტომ მოგახსენებთ იმას, რაც სახეზეა და როგორც ხედავთ გლობალური დონის პროცესებიც აშკარას ხდიან იმის თქმის უფლებას, რომ კაცობრიობას მეტად მძიმე პერიოდი უდგას. ცხადია ამას უკვე ყველა ხვდება, მაგრამ გამოსავალი თუ რა არის, აი ამის ცოდნა არა აქვს კაცთაგან არავის. თუმცა ყოველივე ამის შესახებ იცის და წინასწარაც იცოდა შემქმნელმა და არც დაუფარია და არც დახმარება დაუკლია თავის შექმნილთა მიმართ. დიახ გამოსავალი მართლაც არსებობს და თანაც ისეთი, რომლის შესრულებაც ადამიანურ შემძლეობას არ აღემატება. რაც არის ის, რომ ყოველმა ადამიანმა საკუთარი რწმენას უნდა გადახედოს და იგი ჭეშმარიტ გზაზე გადაიყვანოს. რისი შესრულების შემძლეობის ცოდნაც თუ აქამდე არ იყო, ამჟამად იგი არსებობს და თანაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომადაც არის გამოქვეყნებული. ახლა კი დავუბრუნდები და გავაგრძელებ იმ კანონთა მოწოდებას, რომელნიც ცხადყოფენ სიტყვის როლის მნიშვნელობას და რომელთა დარღვევაცაა საფუძველი, სნეულებების წარმოსაშობ მიზეზთა გასაჩენად. აი ისინიც: „გამოვიკვლიე წუთისოფელი და აჰა საფრთხე დავინახე, რომელიც წუთისოფელში შემოსულმა ფიქრებმა შექმნეს“ (III ეზრა 9-20). „სიმრთელე და სიძლიერე ყველა ოქროს სჯობს და ჯანსაღი სხეული განუზომელი სიმდიდრეა. სიმდიდრე როდია უკეთესი ჯანმრთელ სხეულზე და არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე გულის სიხარულია. გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის მხიარულება – დღეგრძელობა მისი. შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს. ზრუნვას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე. ნათელი გული და სიკეთე, თავის საზრდელზე თავად იზრუნებენ“ (სიბრძნე ზირაქის 30). „ისმინე დარიგება ბაგეთათვის. ვინც მას დაიცავს, ცუდი არაფერი შეემთხვევა. ცოდვილს თავისივე ბაგე შეიპყრობს და ავსიტყვა და თავხედი მასზე წაფორხილდება. ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას. რადგან როგორც მონას, რომელიც წამდაუწუმ ისჯება, არ მოაკლდება წყლულები; ასევე სულ მუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი, ცოდვისაგან ვერ განიწმინდება. მიწყივ მოფიცარი ურჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება. თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანვე იქნება და თუ არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს. ხოლო თუ ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი უბედურებით აივსება. არის სიტყვა სიკვდილით შემოსილი და ნუ იპოვებოდეს იგი იაკობის მემკვიდრეობაში!“ (სიბრძნე ზირაქის 22). „შოლტით ცემა წყლულებს აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შებოჭავს. მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უმრავლესნი ენით. ბედნიერია, ვინც მისგან დაიცვა თავი. ვისაც არ დაატყდა მისი რისხვა. ვინც არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილები არ შეიკრა. ავი სიკვდილია მისი სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე. სასწორ საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს“ (სიბრძნე ზირაქის 28). „კვალი გულის ცვალებადობისა ოთხ მდგომარეობას გვიჩვენებს: ბოროტებასა და სიკეთეს, სიკვდილსა და სიცოცხლეს. ენა კი მიწყივ მეუფებს მათზე“ (სიბრძნე ზირაქის 37). „დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის დამშრეტია“ (სიბრძნე ზირაქის 38). „მტკიცედ დაიცავი სიმართლე. მისი ერთგული იყავი და ყოველთვის იპოვი შენთვის საჭიროს“ (სიბრძნე ზირაქის 29). „ნურასოდეს გაიმეორებ ჭორს და არასოდეს არაფერი დაგეკარგება. მოისმინე ჭორი? მოკვდეს შენში. ნუ გეშინია არ აგაფეთქებს“ (სიბრძნე ზირაქის 19). „კაცთმოყვარე სული სიბრძნეა და დაუსჯელს არ დატოვებს მგმობელს თავისი ბაგეებით. რადგან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, მისი გულის სიმართლის მეთვალყურე და მსმენელი მისი ენისა“ (სიბრძნე სოლომონის 1-6). „ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა“ (სიბრძნე ზირაქის 21). „ბრძენთა ენა კურნებაა“ (იგავნი 12-18). „ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია. ასევე სისხლის დაღვრამდე – ლანძღვა და გინება“ (სიბრძნე ზირაქის 22). „ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს“ (სიბრძნე სოლომონის 1-14). „ვიდრე ალაპარაკდებოდე, მოიფიქრე და ვიდრე დასნეულდებოდე, სიმრთელეს მიხედე. გაჩხრიკე შენი თავი გასამართლებამდე და განკითხვისას იპოვი შეწყალებას. ვიდრე დაუძლურდებოდე, მოთრგუნე თავი და ცოდვის ზღვარიდან უკან მობრუნდი“ (სიბრძნე ზირაქის 18). „სნეულებას ნუ მოუყრუებ, არამედ შეევედრე უფალს და განგკურნავს. ვინც შემოქმედის წინაშე სცოდავს, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში. დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის დამშრეტია“ (სიბრძნე ზირაქის 38). „გულის სისავსისაგან მეტყველებს პირი“ (მათე 12-34). „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4-23). „ბრძენის გული გონიერს ხდის მის ენას და ბაგეზე წარუმატებს სწავლებას. სასიამოვნო ნათქვამი გოლეული თაფლივითაა – სულისათვის ტკბილია და ხორცისათვის კურნება“ (იგავნი 16-23,24). „სიბრძნეც დაიფარავს კაცს და ფულიც დაიფარავს. მაგრამ სიბრძნე უპირატესია, რადგან მის მფლობელს აცოცხლებს“ (ეკლესიასტე 7-20). „ღვთის გეშინოდეს და დაიცავი კანონები მისი. რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-13). „მე უფალი, ვიკვლევ გულსა და ვცდი თირკმელთ. რათა მივაგო თითოეულს მისი გზისამებრ. საკუთარ საქმეთა ნაყოფისამებრ“ (იერემია 17-10). „არა მხოლოდ საკვების მიღებით ცოცხლობს კაცი. არამედ გონებიდან გამომავალი ყოველი სიტყვით“ (მათე 4-4). „ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები“ (მათე 12-36,37). „ვინც სიტყვით არ სცდება, სრულყოფილი ადამიანია. მას შეუძლია ალაგმოს მთელი სხეულიც“ (იაკობი 3-2). „ადამიანი არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღმერთის მადლით ცოცხლობს ამ ქვეყნად“ (II კორინთელთა 1-12). „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი. აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს“ (ებრაელთა 4-12). „ჭეშმარიტი რწმენით ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და თუკი რაიმე ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები მათ წინაშე, ვის მიმართაც შესცოდეთ და ილოცეთ მიტევებისათვის, რათა განიკურნოთ. რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას“ (იაკობი 5-15,16). „თუ ვინმე გადასცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას. იცოდეს, რომ სიკვდილისაგან იხსნის მას და მრავალ ცოდვას გადაფარავს“ (იაკობი 5-19,20). „ადამიანი გონებით ღვთის რჯულს ემონება. სხეულით კი – ცოდვის რჯულს“ (რომაელთა 7-25). რაც შეეხება საკითხს რაზედაც ახლა ვსაუბრობ და ეხება ჯანმრთელობას, იგი ყოველთვის იყო და არის აქტუალური თემა. მაგრამ ამჟამად კი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ხოლო თუ რატომ, ამას ახლავე მოგახსენებთ: ბიბლიის ცნობათა თანახმად, იესო ქრისტე საყოველთაო განკითხვის დღის შესახებ ამბობს იმას, რომ მისი ზუსტი თარიღი არავინ იცის, გარდა ღმერთისა. მაგრამ იუწყება იმასაც, რომ მის დადგომას წინმსწრები ნიშნები ახლავს და მათი მიმდინარეობის მიხედვით უნდა მოხდეს მიხვედრა მისი მოახლოებისა. თავისთავად ცხადია არ იქნება სწორი, თუკი ვინმეს ეგონება ის, რომ ერთ დღეს მოხდება მსოფლიო ხალხთა განკითხვა. რადგან ეს თუ ასე უნდა იყოს, მაშინ მთელი დედამიწაზე ერთდროულად უნდა განვითარდეს წარღვნისეული მოვლენები. რაც აღთქმის თანახმად, ღმერთს არ დაუშვია. მაგრამ არც ის იქნება, რომ ძალიანაც გაიწელოს ეს დრო. წინმსწრები ნიშნები კი, რომლებიც უკვე სახეზეა კიდეც, იუწყებიან იმას, რომ განკითხვა მიმდინარეობს და თავისთავად მას აღსრულებაც თან მოსდევს. რომელი პროცესიც თანდათან იკრებს ძალას და მისი ფინალიც, ამ ქვეყნიდან ანტიქრისტეს გაყვანით დაგვირგვინდება. რომელ მოვლენაზეც ბიბლია იტყობინება იმას, რომ „მისი წასვლა წარღვნასავით იქნება“ (დანიელი 9-26). მინდა სწორედ ამ „წარღვნასავით“ პროცესზე ვისაუბრო. რადგან ის არ ნიშნავს პირდაპირი მნიშვნელობით წარღვნას. რომელიც კლიმატურ კატაკლიზმებთან ასოცირდება – მიუხედავად იმისა, რომ არც ამის ნაკლებობას ექნება ადგილი. მე აქ განვაცხადებ მოვლენის მხოლოდ საფუძველსა და შედეგს. რადგან ვის რა ფორმით შეუსრულდება ის, ეს ჩადენილი ცოდვების მიხედვით აღსრულდება. მოგახსენებთ იმას, რომ კაცობრიობის გენეტიკური ფესვი ქრისტეა; თანახმად კანონისა: „არავის ძალუძს კაცობრიობას დაუდოს სხვა საძირკველი, გარდა იმისა, რაც დადებულია და რომელიც არის ქრისტე“ (I კორინთელთა 3-11). მაგრამ იმათი ფესვი კი, რომელნიც ბოროტეულ კატეგორიად არის შეფასებული – სატანაა. რომელიც ამჟამად ანტიქრისტედ არის განსხეულებული. საკითხავი სწორედ ის არის, თუ როგორ იქცევა ბოროტეულად ადამიანი მაშინ, როცა ბავშვობაში ყველა უცოდველია? ამ საკითხის გასარკვევად საჭიროა იმის ცოდნა, რომ ადამიანი სულის და სხეულის ერთობით მიღებული მთლიანობაა და „სული ექვემდებარება ღვთიურ რჯულს და სხეული კი ცოდვის რჯულს“ (რომაელთა 7-25). ბავშვობის ასაკში ეს თანაფარდობა ასეთია: სულის წილი 70% და სხეულისა კი – 30%. ხოლო ზრდასთან ერთად კი ეს თანაფარდობა იცვლება და თუკი შესრულდა სულის წილი 33% და სხეულის კი – 66%, მაშინ უკვე ასეთ ადამიანს სატანის ბეჭედი დაესმება და ბოროტეული ხდება. რის შემდეგაც მას უწყდება კოსმოსიდან სასიცოცხლო ენერგიის მიღება. რადგან ღმერთის საზომით ის მიჩნეულია მკვდარ ადამიანად (მათე 8-22). ამიტომ მისი არსებობა განპირობებულია იმ ადამიანის სასიცოცხლო ენერგიიდან მიღებული წილით, რომლის მიღების ნებაც დაშვებულია მაშინ, თუ ეს უკანასკნელი მოახერხებს მის ცდუნებას და ცოდვას ჩაადენიებს. იმ შემთხვევაში, თუკი ენერგოდონორი მოინანიებს ცოდვებს და აღარ ჩაიდენს მათ, მაშინ მისგან წილს ვეღარ მიიღებს მისი ცდუნების მოსურნე და ცხადია ვერც ამ ქვეყნად იარსებებს. ახლა კი გაცნობებთ იმას, რას ემყარება საყოველთაო განკითხვის მოვლენა; და ეს არის ამ ქვეყნიდან ანტიქრისტეს გაყვანის პროცესი იმის საფუძველზე, რომ ნათელი იხილა უფლისმიერმა სიმართლემ. რომლის სიცრუით გადაფარვასაც სატანა რელიგიათა საშუალებით ახდენდა საუკუნეების მანძილზე და ამიტომაც მოახერხა ანტიქრისტეს გამოზრდა. რომელმაც სამწუხაროდ საკმაოდ გამოიყენა თავისი მოღვაწეობა და მრავალთა ცდუნებაც შესძლო. მაგრამ თანახმად დადგენილისა: „ბნელი ვერ მოიცავს ნათელს!“ (იოანე 1-5). ამიტომაც დადგა აუცილებლობა იმისა, რომ ანტიქრისტეს შეწყვეტილი ექნას ხელმწიფების უფლება. ცხადია ეს მოვლენა განაპირობებს მის გასვლას ამ ქვეყნიდან. რაც თავის მხრივ მოახდენს მის ძალას დაქვემდებარებაში მყოფთა თან წაყოლებასაც. ამიტომ ვისშიაც რა დონეზეა ეს ძალა, მისი მიხედვით მოხდება მათი ან დარჩენა და ანდა გაყოლა. მაგრამ ვინაიდან და რადგანაც უცოდველი კაცთაგან არც არავინაა (III ეზრა 8-35). ამიტომ საიმისოდ, რომ ადამიანი იმ ქარიშხალს გადაურჩეს, რომელიც ატყდება საკმაოდ მომრავლებულ ბოროტეულთა გასაყვანად; საჭიროა ის, რომ მასში მყოფი კეთილი ძალა გაიაქტიუროს. რისი შემძლეობაც შეუძლებელი არის მხილებული ჭეშმარიტების ცოდნით სარგებლობის გარეშე და რაც რომ ნამდვილად ასეა, ამას უკვე ძალიან მალე მიხვდება ყველა.