ფილმში მოყვანილ ფაქტებს, შეიძლება ან დაეთანხმო ან არა, ან ნაწილობრივ. თავად კი, ერთმა კითხვამ დამაფიქრა, რომელზეც სულ მიკვირდა რატომ არ არსებობდა წარღვნამდე ცისარტყელა: წარღვნის დამთავრების შემდეგ ცაზე ცისარტყელა გამოჩნდა იმის ნიშნათ რომ ღმერთი აღარ გაიმეორებდა წარღვნას (დაბ.9. 8-17). აქედან გამომდინარე, წარღვნამდე ცისარტყელა არ არსებიბდა, მხოლოდ წარღვნის მერე გამოჩნდა. ცისარტყელა კი მიიღება მზის სხივების არეკვლისას როდესაც ჰაერში ჭარბი რაოდენობით არის წყლის წვეთები, წვიმის შემდეგ, ასევე შადრევანის სიახლოვეს. მოკლედ რომ ვთქვათ, წარღვნამდე წვიმა იყო ხოლმე, ხოლო მზის სხივები ისე ძლიერად არ აღწევდა და ცისარტყელაც არ გამოჩნდებოდა, ყინულის ფენა თუ არსებობდა ატმოსფეროში, ისევე როგორც პლანეტა სატურნს გააჩნია რგოლი, ეს რგოლი კი არის ყინულის ლოდები კალათბურთის ბურთის ზომის, დრო მოვა და რგოლი აღარ ექნება სატურნს, ან მიიზიდავს ან დაშორდება და დაიკარგება ატმოფეროში. მეცნიერულად დადასტურებულია რომ დედამიწას გააჩნია ერთი ფენა რომელიც, დედამიწას იცავს მზის სხივებისგან (ჭარბი რადიაციისაგან), “ოზონის ფენა/შრე”. თვალით ვერ ვხედავთ მაგრამ იმას არ ნიშნავს რომ ოზონის შრე არ არსებობს.