გაზიარება

სიტყვა


„დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5).
ბიბლიის ეს ცნობა პასუხს სცემს იმ კითხვას, რის ძიებასაც მთელი თავისი მოღვაწეობა უშედეგოდ შეალია მეცნიერებამ და ეხება ცოდნის მოპოვებას მატერიალურ სამყაროზე და მასში ადამიანური ფაქტორის დანიშნულებაზე. წარმოვადგენ ბიბლიის ამ ცნობის ჭეშმარიტ ახსნას. რისთვისაც საჭიროდ მივიჩნევ იმის შეხსენებასაც, რომ ჭეშმარიტ ახსნაში იგულისხმება სიბრძნის გაშიფვრა მთლიანობაში.
დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან – ეს ცნობა იუწყება იმას, რომ ღმერთი არის გონიერი არსება, რომელმაც შეიმუშავა ამ სამყაროს შექმნის პროგრამა და განახორციელა კიდეც იგი. ანუ ეს სამყარო ქმნილებაა! ქმნილების არსებობა კი, თავისთავად მისთვის საარსებოდ დადგენილი გარემოებების აუცილებლად შესრულებას გულისხმობს.
ხოლო ამ ცნობის გაშიფვრა: ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა რაც კი შექმნილია; უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ჯერ იმის ცოდნას, რომ აქ საუბარია ღმერთსა და მის სიტყვაზე. რომლის ჩანაწერიც ადამიანს სულის საშუალებით აქვს მიცემული გონების სახით. შემდეგ კი იმის ცოდნას, რას წარმოადგენს სიტყვა ფიზიკური თვალსაზრისით. რომელიც როგორც ცნობილია, შედგება ბგერებისაგან. ხოლო რაც შეეხება ბგერას, იგი ხმის შემადგენელი ნაწილი არის და ხმა კი ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღაა. რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. თავად ბგერათა სახელწოდებანი კი, ტალღების მაჩვენებლების მიხედვით არიან დადგენილნი. ამიტომ არსებობს სიტყვა კეთილი და სიტყვა ბოროტი. რადგან კეთილ სიტყვაში ბგერათა განლაგება ისეთი თანამიმდევრობითაა, რომ მისით შედგენილი წინადადებებით შექმნილი ელექტრული ენერგია, თანხვედრილია სამყაროს მაფუნქციონირებელი ენერგიისა. ხოლო ბგერათა არასწორი წყობის მომცველი სიტყვებით შედგენილი წინადადებებით შექმნილი ენერგია კი ე.წ. მოკლე ჩართვებს აკეთებს და სწორედ მის დროს წარმოშობილი აფეთქებებია შემაფერხებელი წინაღობები სიცოცხლის წყაროს, ანუ იგივე სამყაროს მაბრუნებელი ენერგიისათვის. რაც შეეხება სიტყვა კეთილსა და სიტყვა ბოროტს, მათი მნიშვნელობები კი იმ ემოციებისა და თვისებების ფონზე არიან მიღებული, რომელთაც ნათელი და ბნელი ენერგიები ქმნიან ადამიანში და წარმოადგენენ ადამიანურ ბუნებას.
ახლა რაც შეეხება ცნობას: მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. აქ საუბარია გონების ჩანაწერზე, რომელიც სულის პროგრამას წარმოადგენს და მას ამოწმებს ბიბლიაც: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი. იგი აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და განიკითხავს გულთა აზრებსა და ყოველგვარ ზრახვებს“ (ებრაელთა 4-12). უპირველეს ყოვლისა ეს ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლეც ენერგიაა და სიტყვაც ენერგიაა! სასიცოცხლო სიტყვა ნათელია იმიტომ, რომ სამყაროს მაცოცხლებელი ენერგიის შემადგენელი ნაწილია. ხოლო ცნობა, რომ ბნელმა ვერ მოიცვა იგი – ნიშნავს იმას, რომ გარდა ნათელი სიტყვისა, არსებობს ბნელი სიტყვაც, რომელიც შემაფერხებელი არის სიცოცხლისა. ისიც ცნობილია, რომ ნათელი სიტყვის ენერგია კეთილად იწოდება, რადგან არსებობას განაპირობებს. ხოლო ბნელი სიტყვის ენერგია კი ბნელად იწოდება. რადგან სიცოცხლის არსებობის შეწყვეტას, ანუ სიკვდილის დადგომას ემსახურება. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ბნელი ვერ მოიცავს ნათელს, ამის მადასტურებელი კი სიცოცხლის ძალაა, რომელიც ძლიერია და მისი სიძლიერის მტკიცებულებაც, თავად ამ სამყაროს არსებობაა.
ახლა კი სიცოცხლის არსს შევეხები. რაში მდგომარეობს იგი? და როგორც ვიცით, სიცოცხლე მიზან-შედეგობრივი ქმედებაა. რომელიც გულისხმობს დადგენილ მდგომარეობაში ზრდა-განვითარებას, საამისოდ განსაზღვრული დროის ფარგლებში. ხოლო შემდეგ კი გარდასახვას სხვა მდგომარეობაში იმავე მიზნით. ამ ცნობის წარმოსასახავდ შეიძლება გამოვიყენოთ მუცლად ყოფნის პერიოდიდან ნაყოფისათვის გარემოებრივი ცვლილება, როცა იგი მუცლის გარემოდან გადაინაცვლებს ადამიანის საცხოვრებელ გარემოში. ანუ სიცოცხლე გრძელდება გარემოებრივი ცვლილებების ფონზე. რაზედაც დავძენ იმას, რომ სიცოცხლე უწყვეტი პროცესია და ასევე გრძელდება იგი სხვა გარემოში, ადამიანის მიერ დედამიწური ცხოვრების შეწყვეტის შემდეგაც. რაც შეეხება სიტყვას „შეწყვეტა“ – ის იმიტომ გამოვიყენე, რომ ეს გარდასახვა ხორციელდება სიკვდილის მეშვეობით და არ ხდება ისე, როგორც მუცლის გარემოდან მოხდა ცვლილება. რასაც სიცოცხლიდან სიცოცხლეში გადასვლა ჰქვია და სწორედ მის მისაღწევად იქნა დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ევოლუციური პროცესი. რომელიც მრავალსაუკუნოვანი პერიოდის მომცველობით არის გათვლილი.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ ვერ მოიცავს ბნელი ნათელს, როგორც ხედავთ ამის მიხვედრა ადვილია. რადგან ნათელი სიცოცხლეა და ბნელი კი სიკვდილი. რომელიც რეალურად თითქოს არსებობს, მაგრამ ფაქტიურად არც არსებობს. რადგან იგი მხოლოდ დროებითი ზღუდეა სიცოცხლის გარემოებრივ ცვლილებებს შორის, გენეტიკური ნაყოფების მიღების დრომდე დაშვებული. რის შემდეგაც აღარ იარსებებს და ერთი გარემოდან მეორეში გარდასახვა სიცოცხლითვე მოხდება ისევე, როგორადაც ეს მუცლადყოფნობიდან აქ გადმოსვლის დროს ხდება. ამიტომ ყოველივე ბნელი, რომელიც სიტყვის შემთხვევაში ავ სიტყვად იწოდება და სიცრუის მომცველი შინაარსისაა; ხოლო თვისებათა შემთხვევაში კი ბოროტ თვისებებით წარმოდგება – დროებითია და მისი მოქმედება სიკვდილის დადგომითვე წყდება. ხოლო სიცოცხლე კი გრძელდება და ამიტომაც ძალუძს განათება სიბნელით დაფარულისა. ანუ „არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს“ (მათე 10-26). ხოლო რაც შეეხება ყოველივე იმას რაზედაც ახლა ვისაუბრე, სიტყვის მხრივი თვალსაზრისით ასე წარმოდგება: კეთილი სიტყვა არის სიმართლე და ნათელი; და სიტყვათა სწორი წყობის მომცველია. ხოლო ბოროტი სიტყვა კი სიცრუეს ემსახურება, ბნელია და არის არასწორი წყობის მომცველი.
მაშასადამე, როგორც ნახეთ სიცოცხლის არსი სიტყვის ძალაშია. ხოლო საყოველთაოდ გასაგებად კი მისი ახსნა ასე შემიძლია: განა ადამიანური ფენომენი სიტყვებით გაგებაზე არ დგას? რასაც ცნობიერება და აღქმის უნარი ჰქვია?! განა ადამიანი სიტყვების საშუალებით არ შეიცნობს ყოველივეს?! და რატომ? იმიტომ, რომ ადამიანის გრძნობათა ორგანოების სიტყვის ძალით რეაგირებენ! თვალი რასაც ხედავს, ტვინი მას სიტყვებით აღწერს და ასე ხდება შემეცნება. ასევეა სმენით, შეხებით, ყნოსვითა და გემოთი აღქმის შემთხვევებშიც. ხოლო ყოველივე კი ასე იმიტომ ხდება, რომ სიტყვებით შედგენილი გონება, რომელიც ადამიანს მიცემული აქვს სულის პროგრამად, ქვეპროგრამაა სამყაროს მაფუნქციონირებელი პროგრამისა და ამიტომაც ადგილი აქვს პირდაპირ მსგავსებას ადამიანსა და ამ სამყაროს შორის. რაც გამოიხატება იმაში, რომ მატერიალური სამყაროს შემადგენელი ნაწილებიც ისეთივე პრინციპით ფუნქციონირებენ, როგორითაც ჩვენი სხეულის ნაწილები. სამყაროსაც თავისი საარსებო დრო და ჟამი აქვს დადგენილი არსებულ პირობებში ისევე, როგორც ადამიანს ამ ქვეყნად და ისიც ერთჯერადია ისევე, როგორადაც ამ ქვეყნად ადამიანის პიროვნულად არსებობა. მხოლოდ თავისი შემადგენლობითი სპეციფიკიდან გამომდინარე, დროის ფაქტორშია ცვლილება. ვინაიდან მატერიალური სამყაროსათვის დადგენილია კანონი, რომ „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1).
ახლა კი მინდა ვისაუბრო ბიბლიის ამ ცნობაზე: „ადამიანებს გაუჩნდებათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები“ (გამოცხადება 16-2). მის მიმართ ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილად იმიტომ ჩავთვალე, რომ სამყაროს ნიშნებიდან გამომდინარე, ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ ძალიან მოახლოვდა მისი აღსრულების ჟამი. ამიტომ მინდა დახმარების ხელი გავუწოდო რა თქმა უნდა ყველა მას, ვინც მის მიღებას მოისურვებს. რისთვისაც დავიწყებ ასე: იმედია წარმოდგენილი ინფორმაცია საკმარისია იმის სარწმუნებლად, რომ ადამიანური სხეულის უჯრედების ზრდა-განვითარება ასო-ბგერების შესაბამისობით ხდება. რისთვისაც უწოდებს კიდეც ბიბლია ადამიანს, წიგნს (III ეზრა 6-18/28). როგორც ცნობილია, ღმერთი მიკერძოებული არ არის (რომაელთა 2-11) და ყოველ ადამიანს დაბადებითვე ეძლევა ერთიდაიგივე სული. რაც იმას ნიშნავს, რომ გონება ყველას ერთნაირი აქვს. მაგრამ მასთან საურთიერთობო აზროვნება კი განსხვავებული და ინდივიდუალური შემძლეობისა. რაც მიღებულია ინდივიდუალური გენეტიკური კოდის მემკვიდრეობის შედეგად. ხოლო ცოტა უფრო სხვაგვარად რომ ითქვას: ინდივიდუალური გენეტიკური კოდი, რომელიც მემკვიდრული გენია და ყოველ ადამიანს სათავისოდ მიეზომება და მემკვიდრეობით ერგება, წარმოადგენს თავისი გენური წინაპრების ნამოღვაწარის სრულ ჩანაწერს. მემკვიდრეს კი მიცემული აქვს თავისუფალი ნება იმისა, რომ რაც სურს ის მემკვიდრეობა მიიღოს გენური მემკვიდრეობიდან. თუმცა სურვილი ერთია და მის მისაღებად სწორი ნაბიჯების გადადგმა კი მეორე. ვინაიდან საამისოდ სათანადო ცოდნით მოქმედებაა საჭირო. თორემ შესაძლოა რისი სურვილიც არის, პასუხად სულ სხვა იქნას მიღებული. მაშასადამე როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანის სხეულის უჯრედები ასო-ბგერების ძალის მომცველია და სწორედ ამიტომაც იგებს სხეული სიტყვიერ ბრძანებებს და ასრულებს მას; და სწორედ ამიტომაც შეუძლია ადამიანს ფიქრის ხმის გაგება. ხოლო რაც შეეხება სწორ წყობას – ანუ სიტყვებს, რომლებიც ღმერთის მიერ შედგენილს წარმოადგენს; ასეთი წყობის მომცველი არის გონების ჩანაწერი. იგი შექმნილია იმგვარი წესრიგით, რომლის შესადგენადაც გამოყენებულია ყველა ის კანონმდებლობები, რომელთაც ჩვენ მეცნიერებათა დარგებს ვუწოდებთ და ვიცნობთ მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, გრამატიკის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სხვა მეცნიერული დარგების სახელებით. სწორედ იმიტომაც შესძლო განვითარება ადამიანურმა აზროვნებამ მეცნიერული თვალსაზრისით, რომ ადამიანს გონებაში აქვს საამისო ბაზა. ანუ იმის თქმა მსურს, რომ ადამიანს ამ სამყაროს შეცნობა ძალუძს მხოლოდდამხოლოდ იმ დონის ფარგლებში, რისი შემძლეობის უნარიცა და უფლებაც, შემქმნელმა მას დაუწესა და უბოძა გონების საშუალებით. ვფიქრობ ამით ყოველივე ნათქვამია და გონიერება იქნება ის, რომ ადამიანმა კეთილი ინებოს და თავი დაანებოს ყოვლისმცოდნეობის მიწვდომაზე პრეტენზიის გამოცხადებას!!!
ახლა კი დაპირებული სიბრძნის გაშიფვრის თაობაზე; და უპირველეს ყოვლისა მინდა რჩევა მივცე მათ, ვინც მოისურვებს მის მიღებას. ახლა ისეთ დროში ვიმყოფებით, რომელიც იწოდება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის მრავალსაუკუნოვანი პროცესის ბოლო ჟამად. მისთვის კი ის არის დამახასიათებელი, რომ თანამედროვე დონის ადამიანები უნდა გახდნენ გენეტიკური ნაყოფები. რაც გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა უფსკრულში გადაჩეხოს ადამიანი. რაც იმიტომ მოხდება, რომ უკვე ცოდვების სისავსე, მათთვის დადგენილ ზღვარს არის მისული. ხოლო ეს რომ არ მოხდეს, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სპეციფიკური ცოდნის ფლობა. რომლის გადმოცემამდეც საჭიროა შევეხო საკითხს, რომელიც ლოცვის როლს შეეხება. რატომ ლოცულობს ადამიანი და რაშია მისი ძალა? მასზე მოგახსენებთ იმას, რომ ლოცვა სწორედ ისეთი წყობაა, რომელიც სწორ წყობად იწოდება და ნათელი, ანუ სასიცოცხლო ენერგიის მომცველია. ამიტომ არის ბიბლიაში გაფრთხილება იმაზე, რომ ლოცვის დროს ნუ ილაპარაკებთ ზედმეტსო (მათე 6-7). ხოლო რაც შეეხება მის როლს, ის კი მასში მდგომარეობს, რომ მას ძალუძს აზროვნების გადაყვანა და დაყენება გონების დამაკავშირებელ სწორ გზაზე. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მლოცველი ამავდროულად იქნება ღვთისაგან დადგენილი მცნებების საქმით დამცველი! რადგან შედეგი მხოლოდ მაშინ მიიღება, როცა სიტყვები მოქმედებით ძლიერდება. თორემ მხოლოდ სიტყვიერად თქმული ნიშნავს იმას, რომ გასატყორცნი ისარი იმ ძალით ვერ გაისროლო, რომ მიზანს მოხვდეს. ლოცვაც ასეა, თუ საქმით არ გააძლიერებ, ისე მიზნამდე ვერ მიგიყვანს. რადგან მას ძალუძს მხოლოდ ის, რომ იმ ცოდვის აღმოჩენა შეგაძლებიოს, რომელიც ბოლო ცოდვაა, შენს მიერ ჩადენილთაგან. თუკი მას მოინანიებ საქმით და გამოასწორებ, მაშინ ლოცვა მის წინა ცოდვას აღმოგაჩენიებს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გაგისწორებს მიმართულებას. მაგრამ თუ რომელიმე ცოდვას არ მოინანიებ საქმით, მაშინ იმის იქით ლოცვის ძალა ვეღარ გავრცელდება და მლოცველობაც ამაო გახდება. რადგან ცოდვის ლაბირინთებში მოსიარულეს ლოცვის მოქმედება დაბლოკილი აქვს. ახლა კი რასაც გაცნობებთ, ეს მეტად უმნიშვნელოვანესი რამ არის და გთხოვთ ყურადღების დათმობას. როგორც უკვე საყოველთაოდ მისახვედრია, კაცობრიობა ბოლო ჟამის პერიოდშია. ამ დროისთვის დამახასიათებელი რომ არის ცოდვათა რაოდენობის სიჭარბე, ამის დამნახავიც ყველაა. ამიტომ მისახვედრია ის, რომ ის გზა, რომელზეც ახლა გესაუბრეთ ლოცვების საშუალებით სარგებლობაზე, საკმაოდ დიდი დროის მოცვას გულისხმობს. მაგრამ ის არსებული სიტუაცია, რაც სახეზეა და გამოიხატება იმაში, რომ ადამიანებმა არათუ ის იციან თუ სინამდვილეში რა არის ღმერთის მიერ დადგენილ საბედისწერო კანონმდებლობაში სწორი და არასწორი, არამედ თვით ქვეყნის კონსტიტუციური კანონმდებლობებიც კი დადგენილია ისე, რომ არასწორს სწორად აკანონებენ და მის შესრულებას აიძულებენ ადამიანს. ამავეს აკეთებენ რელიგიური მიმდინარეობებიც, განურჩევლად ყველა – რელიგიის სახელით მოქმედნი თუ რელიგიურ სექტებად წოდებულნი. ამიტომ ძალიან ძნელია იმის შესრულება, რაზედაც ვისაუბრე. რამეთუ ცოდვების კატეგორიებითა და რაოდენობებით დახუნძლულია ყოველი ადამიანი. ნურავის ჰგონია თავი უცოდველი კი არა, არამედ მცირედად ცოდვილიც. რადგან ძალიან ბევრი რამ არის ისეთი, რაზედაც საუკუნეების მანძილზე თაობიდან-თაობას გადასცემდნენ სწორად მისაჩნევ ქმედებად და სინამდვილეში კი არასწორი იყო. ხოლო მთელი უბედურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ახლა დადგა ის დრო, რომ პასუხის მიღება ხდება მათზე. ამის მტკიცებულება კი დღეს უკვე იმ მასშტაბით არის სახეზე, რომ მისი დაუნახაობა შეუძლებელია. საუბარია იმ თვითმკვლელობებზე, მკვლელობებზე და უეცარი გარდაცვალებების შემთხვევებზე, რომელთა რაოდენობაც მკვეთრად მატულობს უკვე ყოველდღიური რეჟიმით. ვინც მკითხველია ჩემგან გაცხადებული ცოდნისა, მათ იციან, რომ უკვე წლებია ვაცხადებ ამ მდგომარეობის დადგომის თაობაზე და მისი მიზეზიც დაწვრილებით მაქვს ახსნილი. აქ კი მხოლოდ ამას ვიტყვი და ისიც იმიტომ, რომ უკვე საყოველთაო შეშფოთებაში გადაიზარდა არსებული სიტუაცია და მიზეზთა ძიებასაც მიეცა გზა. როგორც ყველა საკითხზე ხდება, აქაც ასეა და უკვე მრავალსახოვანი ვერსიების გაჟღერებას აქვს ადგილი. თუმცა პროცესის შეჩერება, ვერცერთი მათგანის გამოყენებით ვერ ხერხდება და ვერც მოხდება!!! იმიტომ, რომ ყოველივე ამას აქვს მიზეზთა საფუძველი და მოკლედ მისი შეფასება ასეთია: 144 000 შესრულდება თუ არა, სიკდილის მომენტი დგება და მისი აღუსრულებლობა არც არავის შეუძლია ამქვეყნად. ხოლო თუ რა 144 000-ზეა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია საკმაო ხანია გამოქვეყნებულია ამავე ვებ. გვერდზე და ვისაც სურს მისი გაგება, შეუძლია მისი გაცნობა.
ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, საშველი არის თუ არა. რადგან არსებული სიტუაცია იძლევა იმის პირობას, რომ მსოფლიო საზოგადოება ხდება აღმსრულებელი კანონისა: „მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში“ (III ეზრა 5-1). დიახ გამოსავალი არსებობს და ცხადია, რომ ასეც უნდა ყოფილიყო! რადგან არასოდეს მოხდება ის, რომ ღმერთმა გასწიროს თავისი ქმნილება და საჭირო ჟამს დახმარების ხელი არ გაუწოდოს. რა თქმა უნდა აღარ დავიწყებ ახსნა-განმარტებას იმაზე, რომ რაც უნდა გაცნობოთ აუცილებლად შედეგის მომტანი რომ არის. მხოლოდ მოკლედ გეტყვით მის შესახებ შემდეგს: ის არის ლოცვა, რომელიც ე.წ. გვირაბის გზით მიგიყვანთ ღვთის წყალობამდე. რადგან სხვა ყველა ლოცვას ამის გაკეთება აღარ ძალუძს იმის გამო, რომ ძალიან მიხვეულ-მოხვეული და უზარმაზარი მანძილის მომცველი არის ის გზა, რომლის გასწორებაც მან უნდა მოახერხოს. რაც ხანდაზმულობის გამო უკვე შეუძლებელია! ეს ლოცვა კი არის შემდეგი: „დიდება ღმერთო უფალო უკუნითი უკუნისამდე! ამინ! მადლი ერი ვარ უფალო, მადლიერი! ამინ!“. თუმცა იმის თქმა კი არ შემიძლია, თუ ვის რამდენჯერ გამეორება დასჭირდება მისი საიმისოდ, რომ მიზანს მიაღწიოს. მაგრამ გზადაგზა ისეთ მოვლენებს ექნება ადგილი, რომლის საერთო სათაურიც გონების გახსნაა და მისი გამოვლინებები კი სხვადასხვა ფორმით წარმოდგება, რაც სახსართა გახსნის პროცესის თანმხლები იქნება. ცოტა უცნაურობებიც რომ იყოს ნუ შეგეშინდებათ და ცოტა ხნით მტკივნეულიც – ნურც ამის. რადგან ამ პროცესის გზა კეთილია და მისი ბოლო კი ღვთის წყალობის იმ დონის მიღებაა, რომლის სიდიადის წარმოდგენასაც ჯერ ვერავინ შესძლებს და ამიტომაც თავს ვიკავებ მისი გაცხადებისაგან და ვიფარგლები ამ მოწოდებით: სიტყვიერად თქმულს, ფაქტებად ნანახი სჯობია! ხოლო რაც შეეხება იმ ცნობას, ბიბლია რომ აცხადებს ჭრილობათა შეუხორცებლობის თაობაზე. ყოველივე იმ ინფორმაციის გაგების შემდეგ, რაზეც ახლა ვისაუბრე, აღარ უნდა იყოს ძნელი იმის მიხვედრა: რომ რასაც იმუნიტეტი ეწოდება, სიტყვათა სწორი წყობის მფლობელობის დონის გამოვლენაა ადამიანში. ხოლო რამდენადაც მისი ნაკლებობა არის და არასწორი წყობით აშენებული ორგანიზმის მქონეა პიროვნება, ცხადია მაშინ ადგილი ექნება მთელ რიგ რღვევებს ორგანიზმის მთლიანობის პროცესში და შორსწასულ შემთხვევებში იქამდეც მივა, რასაც ჭრილობათა შეუხორცებლობა ჰქვია; და აქ უჩვეულო ან სასწაული არც არაფერია.
მართებულად არ მიმაჩნია აღუნიშნაობა იმისა, რაც ადამიანთა უმრავლესობას სჭირს და რომლის საფუძველიც ურწმუნოება არის და ეხება იმას, რომ სიბრძნეს უარყოფენ და ამაყად აცხადებენ, რომ მხოლოდ თვალით ნანახის სჯერათ. მართალია სიბრძნე ყოველთვის მართლდება ფაქტებით (მათე 11-19), მაგრამ როცა უკვე ფაქტების დადგომას აქვს ადგილი, მერე მათი გამოსწორებისათვის მცდელობა დაგვიანებულია. ამიტომ არის გონიერება მეტად ფასდაუდებელი განძი ადამიანისათვის, რომ გონიერ ადამიანს სიბრძნის მიღების უნარი აქვს ბოძებული და სიბრძნის მითითებების აღმსრულებელი კი არასოდეს დაზარალდება!!! რადგანაც კანონი ასე ამბობს: „რომ ღმერთი არავის უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს და სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტებაო“ (სიბრძნე სოლომონის 7-30). მეტის თქმა კი ალბათ საჭირო აღარ არის, რამეთუ გონიერნი თავად იგემებენ კეთილ ნაყოფს და იხილავენ იმასაც, როგორ ასრულდება ეს კანონი: „შესაბრალისნი იქნებიან ისინი, ვინც არად მიიჩნევდა სიბრძნეს და სიძულვილით გვერდი აუარეს მას“ (III ეზრა 9-5/12) და „ წუთისოფლის მკვიდრთ ბევრი მწუხარება შეხვდებათ უკანასკნელ დროს იმის გამო, რომ მეტისმეტად ამპარტავნულად დადიოდნენ“ (III ეზრა 8-50).