გაზიარება

წიგნთა კრებული „უფალია ჩვენი სიმართლე“ შეიქმნა იმ დროს, როდესაც კაცობრიობას მიაჩნია, რომ მეცნიერებაცა და ტექნიკაც განვითარების მწვერვალზე იმყოფება. მართლაცდა აღსანიშნავია თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევები. რომელნიც საკმაო ხანია დედამიწურ საზღვრებს გასცდა და კოსმოსამდეც გააღწია. მაგრამ ვიტყოდი იმასაც, რომ საზოგადოებრივი აზრით შეფასებულისაგან განსხვავებულია ჭეშმარიტი შეფასება და ის კი აი ასეთია: განვითარების მწვერვალზე მყოფი მეცნიერება მსგავსია იმ ცათამბრჯენისა, რომელიც საძირკველის გარეშე არის აგებული. რის გამოც მას შეუძლია გაძლება მხოლოდ არმაგედონის მიწისძვრამდე. ამიტომაც ის ვერ ხსნის სამყაროს საიდუმლოთაგან წარმოშობილ მთელ რიგ საკითხებს. რომელთა შორისაც გამოვყოფდი ადამიანის ფენომენის შესახებ დასმულ უამრავ პასუხგაუცემელ კითხვებს. რომელი კითხვებიც საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევენ და მათი ცოდნა კი ნამდვილად საჭიროა და აუცილებელი. რათა თითოეულმა ადამიანმა შეიცნოს ის, თუ რისთვის არსებობს ამ სამყაროში; რა არის მისი როლი და დანიშნულება და როგორია მისი ხვედრითი წონა არსებული რეალობის შექმნაში.
ამ ნაშრომში ადგილი ექნება ამ პასუხგაუცემელი საკითხების საკმაო რაოდენობის ახსნასა და გაშიფვრას _ კერძოდ იმას: თუ რას წარმოადგენს მატერიალური სამყარო. როგორ და ვის მიერ შეიქმნა იგი. საიდან და როგორ გაჩნდა სიცოცხლე. რას წამოადგენს ღმერთი და სად არის იგი ახლა. რა არის სული. როგორია მისი სახეობა და შემადგენლობა. განიხილება ადამიანის ფიზიკურობა და სულიერება იმ ასპექტით, რომელიც ფარდას ახსნის მთელ რიგ ბუნდოვან საკითხებს: ბედისწერის შექმნას, რეინკარნაციას, სიყვარულის ფენომენს, სიზმარს, სიკვდილს და აგრეთვე იმასაც თუ რა ხდება გარდაცვალების შემდეგ. არსებულიდან განსხვავებული ასპექტით განხილვას ექნება ადგილი რიგი დაავადებებისათვის: ალერგია, ნერვოზი, სულიერი დაავადებანი და ის მიზეზები, რომლებისთვისაც ვერ მიუკვლევია ამ დაავადებათა წარმომშობ მიზეზთა მაძიებლებს; და სწორედ რომ მათი არ ცოდნა არის საბაბი ამ სნეულებათა დაუმარცხებლობისა. ამასთანავე განიხილება მთელი რიგი ისეთი აქტუალური საკითხები, რომლებიც წარმოადგენენ ყველა გონიერი ადამიანის ინტერესის საგანს.
წინამდებარე ნაშრომზე მოგახსენებთ იმას, რომ იგი მოტივით ფილოსოფიურია. თანაც მასში სამყაროს წარმოშობა განიხილება იმ ასპექტით, რომელიც ჯერ არ აღწერილა ადამიანთა მიერ. რის გამოც მას ამოწმებს კიდეც ბიბლია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა: საქმე იმაშია, რომ მეცნიერების მიერ სამყაროს წარმოშობაზე და მასში მიმდინარე პროცესებზე აზრის გამოთქმა ხდება პრაქტიკული ცდების შედეგებიდან მიღებული დასკვნების საფუძველზე. ხოლო სინამდვილეში კი ღმერთმა სამყაროს შექმნა დაიწყო სულიერი ელემენტის პირველსაწყისობით და სულიერივე უდევს საფუძვლად ყოველივე მატერიალურის წარმოქმნას!!! ე.ი. მეცნიერები იწყებენ სამყაროს კვლევაზე ძიებას ბოლოდან. მაგრამ დასასრულიდან საწყისისაკენ სვლა ხომ დანიშნულების ადგილამდე მიუღწევლობას ნიშნავს?! ბიბლია კი სამყაროს შესახებ ინფორმაციას იძლევა საწყისიდან დასასრულამდე; თანაც ზედმიწევნით ისე, როგორადაც სინამდვილეში შეიქმნა სამყარო ღმერთის მიერ. მაგრამ ბიბლიასთან მიმართებით საჭიროა სპეციფიკური ბარიერის გადალახვა, რადგან იგი არის კოდირებული წიგნი. ამიტომ მის სიბრძნეთა გაშიფვრას, ღმერთის მიერ ნაწყალობები გონიერების სპეციფიკური დონე სჭირდება. რისი მიმღეობის თაობაზეც შემდეგ ინფორმაციას იძლევა ბიბლია: ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ” (სიბრძნე ზირაქისა 1_2).შუქმფენი და უჭკნობი არის სიბრძნე, მის მოყვარულთაგან ადვილად განსაჭვრეტი. მისი მძებნელნი იპოვნიან მას! იგი წინასწარ ეცხადება მისი შეცნობის მოწადინეთ“ (სოლომონი 5_7) ხოლო თუ ვინმეს სიბრძნის მიღება სურს, მცნებები დაიცვას და უფალი მიჰმადლებს მას“ (სიბრძნე ზირაქის 1_25). მაშასადამე თუ ღმერთი ინებებს, შესაძლებელია მან მოიწონოს და თავის რჩეულად აქციოს სამყაროს კანონების საქმით დამცველი და სიბრძნის მძებნელი პიროვნება. რომლისათვისაც დაშვებული იქნება ის, რომ ეუწყოს დაფარული ჭეშმარიტება; რომელიც ძალიან დიდი ხანია გონებაში დაბეჭდილი უმოქმედოდ იყო იმ მიზეზის გამო, რომ აზროვნებამ ვერ შესძლო მასთან მიწვდომა. „როცა კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული, ამ ნიშნებს მოგივლენთ: გადაიშლება წიგნები სამყაროს წინაშე და ყველა ერთად იხილავს ამას. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6_20,28). წარმოდგენილი კანონის აღსრულება აუცილებლად საჭიროებს მისთვის გათვლილი დროის დადგომას. რაც თავის მხრივ მოიცავს მეცნიერულ_ტექნიკური პროგრესის სათანადო დონეზე ყოფნასაც. რომლის მონაპოვარის გზითაც შესაძლო იქნება, რომ ღმერთის მიერ ხელდასმულმა პიროვნებამ შესძლოს ამ ცოდნის გაშიფვრა. რაც ბოლო ჟამამდე ვერ მოხერხდებოდა საამისო მატერიალური ბაზის არ არსებობის გამო. ამ ცნობის უფრო გასაგებად ახსნისათვის კი მოგახსენებთ შემდეგს: საუკუნის წინ კომპიუტერულ ტექნიკაზე რომ დაგვეწყო საუბარი და მასთან შედარებაში მოგვეყვანა რაიმე, ვინმე გაიგებდა?! რა თქმა უნდა ვერა! ამჟამად კი ეს შესაძლებელი არის იმიტომ, რომ საამისოდ შესაფერისი დროა. რადგანაც სათანადო დონეზე არის მეცნიერებაცა და ტექნიკაც იმის გამო, რომ სასრულ ფაზას მიუახლოვდა მრავალსაუკუნოვანი საკაცობრიო გენეტიკური პროცესი. რამაც დასაბამი მისცა ნაყოფთა მიღებას. რაშიაც იგულისხმება შემდეგი: მრავალმხრივი რეინკარნაციით შესაძლებელი გახდა აზროვნების იმ მწვერვალამდე აყვანა, რომლის მეშვეობითაც მან შესძლო გონებაში ტყვედ მყოფი ჭეშმარიტების გათავისუფლება. ე.ი. „სამყარო დაბერდა“. ხოლო „სიბერისაგან დაუძლურებული წუთისოფელი“ (III ეზრა 14_16) კი საჭიროებს გარდასახვას! ნებისმიერ კონკრეტულ კითხვას, რაც კი რამ შეიძლება რომ დაებადოს ადამიანის აზროვნებას, ბიბლიაში აქვს დაკონკრეტებული პასუხი იმგვარად, რომ სათანადო დროის დადგომისას მოხდეს მისი შემეცნებითი გაშიფვრაცა და ფაქტებით გამჟღავნებაც. ვინაიდან ასეთი იყო უფლის ნება, როცა ამ სამყაროს ქმნიდა. ბიბლიური კანონები სრულყოფილნი არიან და მათ ვერავინ ვერაფერს დაუმატებს!!! რადგანაც თავად ბიბლია წარმოადგენს იმ პროგრამის მიმდინარეობის ზუსტ ნუსხას, რომელიც შემოწმებულია ღმერთის მიერ და შედეგიც მიღებულია. ამჟამად კი ხდება ამ პროგრამის მატერიალიზირება. ამიტომ მატერიალური სამყაროს მაფუნქციონირებელი დრო, ღმერთისათვის წარსული დროა. ხოლო ბიბლია კი სახელმძღვანელო წიგნია, რომელიც მისი კარნახით იქნა შესრულებული ადამიანთა ხელით. რის გამოც იგი კოდირებული არის და ამიტომაც სათანადო დროის დადგომისას საჭიროებს შესაბამისი გონიერების მქონე პიროვნების მოვლინებას; რათა მისი მეშვეობით მოხდეს გონებიდან იმ მოცულობის ჭეშმარიტი ცოდნის გაშიფვრა, რომლით აღჭურვაც იმ პერიოდის საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პირობას წარმოადგენს!!! ვინაიდან კაცობრიობისადმი ღმერთისაგან წყალობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ადამიანთა აზროვნება დროსთან მიმართებით ჭეშმარიტი ცოდნის ფლობის ნაკლებობას არ განიცდის. ხოლო რაც შეეხება ამ მისიის შესასრულებლად ღმერთის რჩეულს, მის შესახებ კი ასეთ ცნობას აცხადებს ბიბლია: „უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე, ვისაც უნდა იმას აძლევს მას და კაცთა მიერ ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე“ (დანიელი 4_14). ახლა კი მინდა, რომ მოგაწოდოთ მცირედი ცნობა ამ წიგნის ავტორის შესახებ: თუკი რწმენა და ცხოვრებისეული განვლილი გზა შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რასაც ღმერთი უყენებს იმ ადამიანს, ვისაც უნდა ანდოს ეს საქმე _ ეს იცის მხოლოდ ღმერთმა და თვით იმ პიროვნებამ. ნიშნებმა კი იმისა, რომ ამ საქმის შესასრულებლად ხდებოდა ჩემი მომზადება, ასახვა ჰპოვა ჩემს ცხოვრებისეულ გზაში. ეპიზოდებს ჩემი ცხოვრებიდან, რომლებსაც საჭიროდ ჩავთვლი საიმისოდ, რომ რაიმე მოვლენის ახსნისათვის გამოდგეს, შევიტან ამ წიგნში. ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ ის უცნაური და ხანდახან კურიოზული შემთხვევებიც, რაშიაც ზოგჯერ გაუთვალისწინებლად აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი და ის კი მათ სასწაულებად მიიჩნევს; სინამდვილეში ყველანი მჭიდრო კავშირში არიან სიბრძნესთან და აბსოლუტურად კანონზომიერი გათვლის შედეგად მიღებული ზუსტი პასუხებია წინამორბედ ქმედებათა ჯაჭვით შეკრული მთლიანობისა. მატერიალური სამყაროსათვის შემთხვევითობა დაუშვებელია!!! რადგან ნებისმიერი ნიუანსიც კი კანონზომიერად გათვლილი არის ისე, რომ გამორიცხულია უმცირესი უზუსტობის დაშვება! აი, ასეთი პრინციპითაა შექმნილი ეს სამყარო და ეს „აუხსნელი მოვლენები“, როგორადაც მათ ადამიანები უწოდებენ ასე, მხოლოდ ადამიანური აღქმისათვის არის აუხსნელი _ აზროვნების არასაკმარისი ცოდნით აღჭურვის გამო. ვინაიდან ადგილი არა აქვს იმ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობას, თუ ქმედებათა რომელ ერთობლიობას რა შედეგი უნდა მოჰყვეს. ამიტომ რაც უფრო მეტი ცოდნის შეძენას ექნება ადგილი ბიბლიური სიბრძნეებიდან, მით უფრო შემცირდება „სასწაულების“ რიცხვი და ყველა მოვლენის ახსნის პოვნაც გახდება შესაძლებელი. ახლა კი კიდევ ერთ მნიშვნელოვან განცხადებას გავაკეთებ ბიბლიის შესახებ: საზოგადოებრივი აზრით ბიბლია ასოცირებულია რელიგიასთან. თუმცა სინამდვილეში ეს სრულებითაც არ არის ასე. ვინაიდან ბიბლია არისმატერიალური სამყაროს ინსტრუქცია“. რომელიც ღმერთმა ადამიანებს გონებაში ჩაგვიდო და საიმისო უნარიც მოგვანიჭა, რომ ჩვენს აზროვნებას ეს ცოდნა გამოეტანა გონებიდან და წიგნის სახით შეექმნა. ამასთანავე უნდა განვაცხადო უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა კრებულის განსაკუთრებული თავისებურების შესახებაც, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: კრებულით გადმოცემული ცოდნის შემეცნების უნარმქონეობა მინიჭებული ექნებათ მხოლოდდამხოლოდ ღმერთისმიერი ძალით აღჭურვილ პიროვნებებს და ამიტომაც სწორედ მისი მეშვეობით მოხდება აღსრულება „არმაგედონული“ განკითხვისა!!! რადგანაც კაცობრიობამ არასწორი მიმართულებით არჩეულ გზაზე სვლით მიაღწია იმგვარ შედეგს, რომ ღვთისაგან ნაბოძები თავისუფალი ნების არჩევანი შეიზღუდა, ამიტომ ასეთი პასუხიც მიიღო: ამჟამად რადგანაც ბოლო ჟამის პერიოდში ვიმყოფებით, აღსრულებაში შედის მისი მახასიათებელი პროცესი. რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში: ჭეშმარიტი ცოდნით აღჭურვისა და მისი მითითებებით მოქმედებების გარეშე, ადამიანებს სასიცოცხლო ენერგია ვეღარ მიეწოდებათ!!! ანუ მთელი საკაცობრიო სისრულით აღსრულებას იწყებს კანონი: როდესაც შევა სიბრძნე გულში და ცოდნა ეამება სულს, განსჯა შეინახავს და საზრიანობა დაიცავს მის მპოვნელს, რათა იხსნას ბოროტი გზიდან“ (იგავები 2_10,11,12).
ე.ი. ბოლო ჟამის პერიოდიდან გამომდინარე, დასაბამი ეძლევა უფლის მიერ აღთქმულის აღსრულებას:
“მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს. ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს“ (რომაელთა 11_26,27).
ამიტომ „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ცოდნის მიღება აუცილებლობას წარმოადგენს საიმისოდ, რომ ადამიანმა შესძლოს ღვთისგან გაცემული წყალობის მიღება. რაც შესრულდება იმის ხარჯზე, რომ ტყვეობიდან თავს დაიხსნის ინტუიცია. რის გამო გაიღება ბედისწერის ჩაკეტილი კარი და დაიბლოკება უარყოფითი თვისებები. რითაც ადგილი მიეცემა წინაპართაგან მემკვიდრეობად გადმოცემულ კეთილ ნიჭთა მოზღვავებას. ხოლო რაც შეეხება სიმართლის მიღებაზე უარის მთქმელთ, მათ კი უკვე აღარ მიეცემათ დრო ძველებურად მოქცევისათვის!!!
აგრეთვე აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ცნობები იმ ჭეშმარიტი ინფორმაციის მომცველია, რომელთანაც ჯერ შეხება არ ჰქონია აზროვნებას. ამიტომ მის შეცნობას პიროვნება მხოლოდ ერთჯერადად წაკითხვით ვერავითარ შემთხვევაში ვერ შესძლებს!!! რისთვისაც საჭიროა მისი მრავალჯერადად წაკითხვა. დავძენ იმასაც, რომ იგი რამდენჯერაც იქნება წაკითხული, მით მეტად ამაღლდება ცნობიერება და მით უფრო მეტად გაიღება ბედისწერის კარი, ღვთიური (გონებისმიერი) წყალობის მისაღებად.

სიბრძნე სიმართლისა