ზოგს სჯერა, ზოგს არა, მაგრამ სინამდვილე ერთია და არის ის, რომ თუკი სიკეთე და ბოროტება არსებობს – მაშინ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც! ვინაიდან ასე მოწესრიგებულად ფუნქციონირებადი სამყაროს პრინციპი ისეთია, რომ ურთიერთსაპირისპირონი განიზიდებიან ერთურთისაგან და არა მიიზიდებიან. ვინაიდან ეს სამყარო კანონზომიერულ განგებას ექვემდებარება, ეს იმას მოწმობს, რომ არსებობს მისი საარსებო პროგრამა და ის ცოდნა, რომელსაც ჩემგან იღებთ, სწორედ ამ პროგრამაში წვდომის შედეგია. თუმცა სამწუხაროდ ადამიანები ძნელად იღებენ სიმართლეს. ვინაიდან კაცობრიობა დასაბამიდანვე ხომ დაადგა სიცრუის გზას და ამიტომაც სიცრუის ძალა მძლავრობს ადამიანებში და ტყუილის რწმენაზე ორიენტირებულნი, სანამ სიმართლის ფაქტებს არ შეეჩეხებიან, მანამ არ იჯერებენ მას. მაგრამ ამ შეჯახების ძალა ხშირად ძალიან მტკივნეული ხდება ადამიანისათვის და არცთუ ისე იშვიათად – საბედისწეროც. არც ის არის უცნობი ცოდნა, რომ რაც უფრო შორს წასულია სიცრუის რწმენა, მით უფრო სავალალო შედეგის მიღებას აქვს ადგილი მაშინ, როცა ამ სიცრუით გადაფარული სიმართლის აღსრულების დრო დადგება. „ჭეშმარიტი სიმართლე კი აუცილებლად მართლდება ფაქტებით“ (მათე 11-19). რამეთუ ეს მატერიალური სამყაროს კანონმდებლობის პრინციპია!!! ვინაიდან და რადგანაც კაცობრიობამ სიცრუის გზაზე იარა, ამიტომ ადამიანთა შემეცნება ასცდა იმ პირდაპირ სწორ გზას, რომელიც მის გონებასთან მჭიდრო კავშირს უზრუნველყოფდა. ამიტომაც მიხვეულ-მოხვეული გზებით სიარული მოუწია. რომლის დროსაც ხანდახან მოხდებოდა სწორ გზასთან შეხებაც და ამ დროს აღქმული ცოდნის შეკრებით, ასე თუ ისე, სიმართლე მაინც ჟონავდა. თუმცა ასეთ პიროვნებებს გააფთრებით ებრძოდა სიცრუით გაჯერებულთა მრავალრიცხოვანი არმია და ამიტომაც ყოველ ეპოქისეულად ჩაგრულთა კატეგორიას წარმოადგენდა სიმართლის განმცხადებელნი; და ეს ასე იყო და იქნება მანამ, სანამ სიცრუის ზღვარს არ მიუახლოვდება კაცობრიობა და არმაგედონის მოვლენა არ მოაწესრიგებს ყოველივეს. აი, სწორედ ამ დროში ვიმყოფებით ამჟამად და ყოველდღიური ფაქტებიც თანდათან ხმას უხშობს იმ ურწმუნოთ, რომელნიც ომახიანად უარყოფდნენ სიმართლეს. სიცრუის გზაზე სიარულმა ის ძალიან ცუდი ეფექტი გამოიღო ადამიანის ცნობიერებაში, რომ სამყაროს მთლიანობის აღქმის შეცნობის უნარი დააკარგვინა. თუმცა მარტო ამით როდი შემოიფარგლა ყოველივე, არამედ ადამიანური აზროვნება იმდენად დანაწევრებული გახდა, რომ მაგალითად თუ ფეხი ასტკივდა და ექიმმა მიზეზად შინაგანი ორგანოს ან ტვინის ნაწილის დაზიანება დაუსახელა, უკვირს ფეხი მასთან რა კავშირშიაო?! დიახ, ეს ხომ უკვე კატასტროფაა?! როცა აზროვნება ისეა დანაწევრებული, რომ ადამიანს საკუთარი ორგანიზმის მთლიანობაც კი ვერ შეუცვნია და ის სამყაროს მთლიანობაზე გაიგებს რამეს?! სამწუხარო ფაქტი კი ის არის, რომ ასე მოაზროვნე ადამიანთა უზარმაზარი არმია არსებობს და მხოლოდ უმცირესობას წარმოადგენენ ისინი, ვინც რაღაც დონეზე აღიქვამენ მთლიანობის პრინციპს. ყოველივე ეს კი მეტყველებს იმას, რომ ადამიანთა აზროვნება საკმაოდ ჩამოშორებულია გონიერების უნარს. რომელი უნარიც სასიცოცხლო მნიშვნელობის სტატუსითაა აღჭურვილი. რადგანაც გონებაა სულის პროგრამა და სხეულის ფუნქციონირებაც მისით განიგება. ვინაიდან და რადგანაც ღმერთმა ადამიანი გონიერ არსებად შექმნა და გონებაში კი ამ სამყაროს მოდელისა და მისი ფუნქციონირების პრინციპის ცოდნა ჩაუდო, ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთს ადამიანისათვის არც არაფერი დაუფარავს და თუკი რაიმეა დამალული და დაფარული, ამის მიზეზი არის ის, ვინც ცრუა და სიცრუის მამაა (იოანე 8-44). რადგან სიმართლის მოქმედს არაფერი აქვს დასაფარი, მაგრამ სიცრუით მოქმედი კი მალავს თავის საქმეებს. რადგან მისი არსებობა, სწორედ ამ სიცრუეზეა დამყარებული. ამიტომაც სიცრუის მხარეს გადართული გრძნობათა ორგანოები სიმართლის აღქმას ვეღარ სწვდებიან და ადამიანსაც ჰგონია, რომ თავისი არსებობა დედამიწაზე ყოფნით იწყება და მთავრდება. ამიტომაც უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ უარყოს სხვა ყველაფერი, რაც მისი ხედვისზონას ვერ სწვდება და ამ მიდგომით უკვე იმდენი შეცდომა დაუშვა ადამიანთა მოდგმამ, რომ არსებობის ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დაიყენა. თუმცა სამწუხაროდ, შეგნებით შეცნობილი ეს მათ არა აქვთ და ამიტომაც შემქმნელმა გასცა ის წყალობა, რომ მოავლინა ადამიანი, რომელიც ამხელდა იმ დაფარულ ჭეშმარიტებას, რომლის გადაფარვაც აქამდე ხდებოდა და ამის გამო ხდება ის, რომ ლამისაა დედამიწა გამოვიდეს იმ სტანდარტული ნორმიდან, რომელში ყოფნის აუცილებლობაც საჭიროა საიმისოდ, რომ არსება ადამიანის სასიცოცხლო გარემოდ გამოდგეს. ვინაიდან და რადგანაც ხსენებული პროცესი საკმაოდ შორსწასულია, ეს მოითხოვს იმის აუცილებლობას, რომ დარეგულირდეს სიტუაცია. ამას სატანაც გრძნობს უკვე და ამიტომაც მის ძალას დაქვემდებარებულნი ძალოვანები, რომელთაც ამჟამად ხელთ უპყრიათ კაცობრიობის მართვის სადავეები, ამ პრობლემის მოგვარებას ადამიანთა რიცხოვნების შემცირებით სცდილობენ და საამისოდ რაღას აღარ იგონებენ. თუმცა ეს სამყარო მათი სურვილების აღმსრულებლად არ ფუნქციონირებს და ამიტომ ამით უფრო აჩქარებენ თავიანთ დასასრულს. თუმცა გულხელდაკრეფილი ყოფნა არც იმ მხარეს მოუტანს კარგ შედეგს, რომელთაც ნაწილობრივი ცოდნა აქვთ ჭეშმარიტებიდან. მათი პირდაპირი მოვალეობაა მხილებული ჭეშმარიტების შეცნობა და როცა მასში კარგად გაერკვევიან, მერე უკვე საკუთარი გონება დააყენებს მათ იმ სწორ გზაზე, რომელიც გადარჩენის გზაა. მაშასადამე განვაგრძობ მხილებას და ვისაუბრებ იმ მდგომარეობაზე, რომელშიდაც გადავა ადამიანი სიკვდილის შემდეგ. რა თქმა უნდა ის არ ქრება ისევე, რაც სხვა ნებისმიერი რამ ამ სამყაროში. არამედ გადადის სხვა მდგომარეობაში და შესაბამისად საცხოვრებელ ადგილსაც იცვლის. ყოველივე ის რასაც ახლა გაცნობებთ, კარგად გასაგები რომ იყოს, ამისათვის მოვიშველიებ ამ მაგალითს: დაბადებამდე ყოველი ადამიანი იზრდება და ყალიბდება გარემოში, რომელსაც დედის საშო წარმოადგენს. ახსოვს ვინმეს ის, რას განიცდიდა იქ ყოფნის პერიოდში?! არ ახსოვს! მაგრამ ის ხომ იცის ყველამ, რომ იმ გარემოში მართლაც არსებობდა?! თუმცა იმ გარემოთი არ დაწყებულა მისი არსებობა, რადგან იქ მისი ზრდა განვითარება განაყოფიერებული კვერცხუჯრედისაგან მოხდა. ე.ი. მუცლადმყოფობამდე ადამიანი იმყოფებოდა განაყოფიერებული კვერცხუჯრედის სახეობით მდგომარეობაში. მანამ სპერმის, კვერცხუჯრედის და იმ კომპონენტის სამეულად, რომელმაც განაყოფიერება მოახდინა და ამ სამეულამდეც იყო სხვა მდგომარეობაში, რომელიც უკვე აზროვნებამ აღარ იცის, მაგრამ იცის გონებამ და სწორედ ამ შეუვსებელ ინფორმაციას მოიცავს ის ცოდნა, რომელსაც მე გიცხადებთ. ამიტომაც მას იღებენ ისეთნი, ვისი გენიც ნაკლებად მრწმუნებელია სიცრუისა. ხოლო ვისი ცნობიერებაც საკმაოდ ორიენტირებულია სიცრუის სიმართლედ დაჯერებაზე, ისინი ვერანაირად ვერ შესძლებენ ამ ცოდნის შეცნობას!!! ამჟამად კი უკვე აუცილებლობა არის იმისა, რომ ნაწილობრიობა უნდა გამთლიანდეს ორივე მხარეს – ეს სიცრუის მხარე იქნება თუ სიმართლისა. იმისათვის, რომ ხსენებული საკითხის შესახებ სრულყოფილი ცოდნა წარმოვადგინო, ამიტომ უნდა განვიხილო სიკვდილის მდგომარეობა. რაზედაც მოგახსენებთ შემდეგს: სიკვდილი არის სულისა და სხეულის გაყრა. რომლის დროსაც სულს ცხადია შენარჩუნებული აქვს თავისი პროგრამა გონება, მაგრამ სხეული კი უფუნქციო ხდება და ამიტომაც მისი პროგრამა აზროვნება ებმება გონებას იმ დონეზე, რა მიზიდულობის შემძლეობაც მან შეიძინა ურთიერთთანამშრომლობის შედეგად. ყოველივე ამის ახსნა კი შესაძლებელია კვანტური ფიზიკის მიერ და როგორც ვიცი ეს უკვე რეალობად იქცა კიდეც. ცხადია ეს სპეციალისტების საქმეა, მე კი განვაგრძობ იმ ცნობების მოწოდებას, რაც დაფარული ჭეშმარიტების მხილებაა. ამიტომ ჩემგან მოწოდებული ცოდნა შეიძლება ჩაითვალოს ე.წ. გეგმის სახის მომცველ ფორმად. რომლის განშლაც დარგობრივი მეცნიერული სპეციალისტების საქმეა. რაც სრულდება კიდეც. რადგან მხილებულ ჭეშმარიტებას ენობრივი ბარიერი ვერ აფერხებს იმიტომ, რომ გონების ენა ყველა ადამიანში ერთია და როცა გონებიდან ცნობები გამოდის, მას ტელეპატიურად იღებს ყოველი ის, ვისაც მისი მიმღეობის შემძლეობის უნარი აქვს. ასე ბრძნულად შექმნა ღმერთმა ეს სამყარო და ადამიანი კი გონიერ არსებად. ე.ი. გარდაცვალების შემდეგ აზროვნებით შექმნილი მეხსიერებითი არქივი გონებას ებმება და სულს მიჰყვება იქ, სადაც ამ სულს მიავლენს განკითხვის დროს მინიჭებული პროცენტული რიცხვი. რომელიც აკუთვნებს მას კოდსა და მიმართულებას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა: თუ ეს რიცხვი 70%-დან ზევით ადის, მაშინ სულს ენიჭება სამოთხის სასუფეველში ასვლის შემძლეობა. ხოლო თუ 30%-დან ქვემოთ ჩადის, მაშინ ჯოჯოხეთში მივლენა. მაგრამ ჯოჯოხეთისა და სამოთხის გარდა, სულთა დროებით საბრძანებლად არის შუალედური ადგილი მზის სისტემაში, რომელსაც სამოთხის კარიბჭე ჰქვია და მასში ხვდებიან 30%-დან 70%-მდე შეფასებას მინიჭებულები. ახლა კი იმის შესახებ გიამბობთ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან იქ მყოფნი: როცა სხეულიდან გამოთავისუფლებული სული მიაღწევს იმ ადგილს, რომელიც საბრძანებლად დაიმსახურა სხეულში ყოფნის დროს, სხეულის მფლობელის თავისუფალი ნებით მოღვაწეობის შედეგად. იქ მოხდება მისი გათავისუფლება მასზე მიბმული აზროვნების ველისაგან. რომლის მიერ მოპოვებული ინფორმაციაც დაფიქსირდება სამყაროს პროგრამულ არქივში. ხოლო ყოფილი სულის პროგრამაში კი ძველი სიტყვების გვერდით ახალი სინონიმები ან ანტონიმები ჩაიწერება. თუმცა გონების შინაარსი მარად უცვლელია!!! ცოტა რთულია ასე მოკლე სახით ახსნა ამ პროცესისა. მაგრამ ვეცდები, რომ იგი უფრო ადვილად წარმოსადგენი ფორმით განვმარტო. რისთვისაც მოვიქცევი ასე: ე.ი. სულის პროგრამის განვითარება ხდება ორი მიმართულებით: თუ ხდება მხოლოდ სიტყვათა რაოდენობის ზრდა, მაშინ ვიღებთ ნიჭებს სინონიმთა შემთხვევაში. ხოლო ისეთი უნარები, როგორიცაა: თაღლითობა, მზაკვრობა და სხვა ეშმაკური ხრიკები – ანტონიმების შემთხვევაში. აქ კი უნდა გავაკეთო ერთი მეტად მნიშვნელოვანი შენიშვნა. როცა ვსაუბრობ ბედისწერის პროგრამის სინონიმებსა და ანტონიმებზე; დადებითი და უარყოფითი ემოციების გამომწვევ სიტყვებზე; ღმერთის მადიდებელ და ღვთის საგმობ სიტყვებზე; შეფასების დროს მათი ინტუიციურ-გონებრივი მნიშვნელობები იგულისხმება და არა სამეტყველო ენის აზრობრივი მნიშვნელობები. იმ შემთხვევაში, თუკი სიტყვების ნამატის შედეგად მიღებული იქნა წინადადება „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“, მაშინ ვიღებთ ღვთიურ ძალას დაქვემდებარებულ ადამიანს. თუ მიღებული იქნება „ადიდე უფალი უკუნისამდე“ – ქრისტესმიერს. ხოლო თუ მიიღება „ადამიანო ადიდე ავად“, მაშინ სატანურ ძალას დაქვემდებარებულს; და თუკი – „დიდება ფულია უკუნისამდე“, ამ შემთხვევაში კი ანტიქრისტეს. ამ პრინციპით ვითარდება საკაცობრიო გენეტიკა და ამიტომაც არის, რომ ყოველი მომდევნო თაობა, წინა თაობაზე მეტად ნიჭიერების სიმაღლეს აღწევს. რის შედეგადაც სახეზეა კიდეც მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესისა და ხელოვნების მიღწევების წინსვლა ყოველ მომდევნო პერიოდში – წინასთან შედარებით. ხოლო საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამს კი, მისი სისწრაფე ძალიან იზრდება. მინდა აღვნიშნო იმ ფაქტის შესახებ, რომ სულის ინტუიციურ პროგრამაში არ ხდება სიტყვების გადანაწილება იმ მოტივით, რაც ემსახურება პიროვნების ვინაობის სრულყოფას. თუმცა იშვიათ შემთხვევაში კი ეს ხდება და მაშინ, როცა სათანადო გენური კოდის მქონე პიროვნების სულს ამდაბლებს გონების მიერ ჩათვლილი მნიშვნელოვანი გაუმხელელი ამბავი. ამიტომ მას აღარ ძალუძს დედამიწური მიზიდულობის დაძლევა და კოსმოსში გაუსვლელად რეინკარნირდება. ჩვენი ყოფა-ცხოვრების პრაქტიკაში კი ამგვარი მოვლენები სასწაულად გვაქვს მიჩნეული და ასახავენ ასეთ შემთხვევებს: ამგვარი სულის მიმღები ბავშვი აცხადებს, რომ ის არის ესა და ეს პიროვნება და ზუსტად აღწერს წინა ცხოვრების ეპიზოდებსა და საცხოვრებელ ადგილს. ეს რეინკარნაციის იშვიათი, მაგრამ დასაშვები შემთხვევაა და მიზეზიც გაცნობეთ. ხოლო რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომელთა გარდაცვალებითაც მათი სულები მათსავე აზროვნებას მიიტანენ პროგრამა „სამოთხის“ ან „ჯოჯოხეთის“ არქივში – იქ ეს აზროვნებები ჩვეულებრივად განაგრძობენ ფუნქციონირებას და რა თქმა უნდა, გარემოს შესატყვის შესამოსელით შემოსილნი. რასაც სხეულს არ ვუწოდებ იმიტომ, რომ არ არის ჩვენთვის ცნობილი სხეულებრივი შემადგენლობის. ხოლო ამ აზროვნებებისაგან გამოთავისუფლებელი სულები კი კვლავ რეინკარნირდებიან დედამიწაზე. რაც შეეხება იმას თუ რა განსაზღვრავს სულის მიმართულებას, რა თქმა უნდა ის აზრობრივი არქივი, რომელიც ასახავს პიროვნების ცხოვრებისეულ მოღვაწეობას – სიტყვიერი და ხელისმიერი ქმედებების აღწერის მთლიანობით. პროგრამა „სამოთხე“ ფუნქციონირებს მხოლოდ იმ შინაარსის მქონე აზროვნებისათვის, რომელიც შედგენილია სამყაროს კანონთა დაცვის შედეგად მოპოვებული სიბრძნის მფლობელობით. ხოლო „ჯოჯოხეთი“ კი პირიქით – კანონდარღვევების ფონზე შეძენილი ეშმაკური ხრიკების გამოყენების მფლობელობით. რაც შეეხება „სამოთხის კარიბჭეში“ დაყოვნებულებს, ისინი შეჰყურებენ გენურ ნათესავებს და მათი დახმარების შედეგად ან ერთ პროგრამას მიეკუთვნებიან და ანდა მეორეს. აი, ეს არის მთლიანად საკაცობრიო გენეტიკის არსი. რომლის მიმდინარეობის ბოლო ჟამსაც მოხდება „განდგომილება“. რაც ნიშნავს იმას, რომ შუალედურები უკვე აღარ იქნებიან; როგორც ამას ბიბლია აცხადებს: „ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა“ (II თესალონიკელთა 2-3). ცხადია როდესაც განდგომილება მოხდება და შუალედური აღარ იარსებებს, იქ უკვე ყველაფერი თავისთავად გაირკვევა და ყველას პოზიციაც დაფიქსირდება. რაც მოხდება საყოველთაო განკითხვის საშუალებით. ახლა კი გთხოვთ ყურადღებას, რადგან უნდა შევეხო ერთ მეტად მნიშვნელოვან თემას. რომელიც ეხება იესო ქრისტეს შემთხვევას. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იესოს გარდაცვალების შემდეგ, მისი სული მხოლოდ ამ სამყაროსეული სამოთხეში ასვლით არ შემოსაზღვრულა. რადგანაც იგი იმატერიალური სამყარო „კუბიდან“ იყო ტელეპორტირებული ამ „მრგვალ“ მატერიალურ სამყაროში. მოვიყვან ამ ცნობის დასტურს ბიბლიიდან: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული ძისა, რომელიც ცაშია“ (იოანე 3-13). გარდა ამისა სამყარო „კუბზე“ ბიბლიაში არის ცნობა იმისა, რომ აქედან უნდა გარდაისახოს ის 144 000 მადლიერი, რომელთა მისაღებადაც არის განწესებული ეს სამყარო (გამოცხადება 14-1 და 21-1/27). რომელთაც უნდა უზრუნველყონ სამოთხის კარიბჭეში დაყოვნებულთა ჯერ სამოთხეში აყვანა და შემდეგ კი „კუბში“ გადაყვანა. რადგან გადამსვლელთა ორიგინალებს იქ სძინავთ და მათი გამოფხიზლებისათვის საჭირო ქმედებებს კი, ღმერთის ნებით ახორციელებს ერთ-ერთი მათგანი – ქრისტედ წოდებული. ხოლო რაც შეეხება მათ გამოსაფხიზლებად შექმნილ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის პერიოდს, ეს დრო ძალზედ მცირედი მონაკვეთის ტოლფასია, იქაურ დროსთან შესაბამისობაში. მაშასადამე პროგრამა „სამოთხის“ არქივში გროვდება ინფორმაცია იმ ადამიანთა ცხოვრებიდან, რომელთაც დაიმსახურეს თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრებისეული მოღვაწეობით შექმნილი აზროვნების არქივის იქ დამკვიდრება.ასევეა „ჯოჯოხეთის“ შემთხვევაშიც. მაგრამ თუკი „სამოთხეში“ ჩაწერილი კეთილმეტყველური სიტყვები და სიმშვიდით გაწონასწორებული ინტონაციები ანვითარებენ ნიჭებს და აზროვნებას მიმართავენ გონიერებისაკენ. „ჯოჯოხეთის“ ავმეტყველური სიტყვები და განრისხებული ემოციები, ქმნიან მრავალნაირ უარყოფით თვისებებსა და ჩვევებს. რაც შემდეგ დაავადებებში გადადიან. დროთა მსვლელობაზე აისახა კიდეც მათი შედეგები და თუკი „სამოთხიდან“ მიღებულმა გენურმა მემკვიდრეობამ კეთილ ნიჭთა მოზღვავებული თაობა წარმოშვა; „ჯოჯოხეთის“ მემკვიდრეობამ კი, მანიაკალური გადახრების მქონე ადამიანთა სიმრავლე. აუცილებელია ცოდნა და გათვალისწინება იმ ფაქტისა, რომ „სამოთხისა“ და „ჯოჯოხეთის“ პროგრამა არ ნიშნავს იმას, რომ იქ ხდება აზროვნებითი შედეგების მხოლოდდამხოლოდ დაფიქსირება. ვინაიდან ეს უწყვეტი პროცესია და გულისხმობს იმას, რომ იქ მუდმივად ხდება მოქმედება. ხოლო მოქმედებას კი ყოველთვის თან ახლავს ენერგიათა გარდაქმნა, რომელიც წარმოშობს ძალებს. ამიტომაც პროგრამა „სამოთხისა“ და პროგრამა „ჯოჯოხეთის“ ფუნქციონირებით ხდება ორი ურთიერთსაპირისპირო ძალების: სულიწმიდისა და არაწმიდასულის ძალთა მოქმედება, მათი მიმღეობის უნარმქონე გენურ მემკვიდრეებზე გადასვლით. ვინაიდან და რადგანაც ეს სამყარო ღმერთის ქმნილებაა, ხოლო ღმერთი კი სიკეთითა და სიმართლით მომქმედი; ამიტომ თავისთავად ცხადია ის, რომ მისი ქმნილება სიკეთისა და სიმართლის გასამარჯვებლად იფუნქციონირებს!!! რასაც ამოწმებს კიდეც ბიბლია: „რომ ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-5). რაც თავის მხრივ იმის მიმანიშნებელია, რომ ღმერთმა ეს სამყარო ჭეშმარიტებაზე დააფუძნა. ამიტომ ნათელ ღვთიურ ძალას, ვერასოდეს გაუმკლავდება სატანური ბნელი ძალა. რაც იმის დასტურია, რომ ღვთისშვილნი დაამარცხებენ სატანური ძალის მქონეებს და „სამოთხეც“ მარადიულობაში გარდაისახება, ხოლო „ჯოჯოხეთი“ კი თავისივე დანთებული ცეცხლით განადგურდება. რადგანაც ადამიანი მეტისმეტად ცნობისმოყვარეა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მრავალი იქნება ისეთი, ვისაც ინტერესი აღეძვრება იმის შესატყობად, თუ რას გრძნობენ საიქიოში მყოფნი. რაზედაც გიპასუხებთ იმას, რომ გრძნობები იქაც ფუნქციონირებენ იგივენაირად, როგორც აქ. უფრო ზუსტად კი, შეესატყვისებიან იმ შეგრძნებებს, როგორშიაც ვიმყოფებით სიზმრის ხილვის დროს. იქაც ხომ სხეულით არ ვმოქმედებთ, მაგრამ განა სიზმარში ვინმეს შეუგრძნია ეს?! ერთადერთი რამ, რაც სამოთხეში ყოფნისას არის განსაკუთრებული, არის ენით აღუწერელი იმ სულიერი სიმშვიდის შეგრძნებაში ყოფნა, როგორის წარმოდგენაც აქ შეუძლებელია. ვინაიდან მოკვდავ სხეულში ყოფნა არ იძლევა ამის საშუალებას. აქ კი მინდა ლოგიკა გამოვიყენო ჩემი სამოთხეში მოგზაურობის სანდოობის დასტურად. რისთვისაც მოგახსენებთ შემდეგს: თუკი ადამიანი იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ჯეროვნად არ შეუძლია გარემოს რეალურად აღქმა; მაშინ მას მსოფლიოს შემოატარებთ თუ ერთ ადგილას ამყოფებთ, მისთვის სულერთია. მაგრამ თუკი ადამიანი გარემოს რეალურად აღმქმელია, მაშინ მას ფიზიკურად მოგზაურობის გარეშეც შეუძლია, რომ გადაღებული დოკუმენტური კადრების საშუალებით შეიძინოს ცოდნა ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. მაშასადამე პირველ შემთხვევაში მართალია ადამიანი ფიზიკურად იმყოფებოდა მრავალ ადგილას, მაგრამ ცნობიერების არასათანადო მდგომარეობის გამო, ის ვერ გასცემს პასუხებს კითხვებს მისი მოგზაურობის ამსახველი ინფორმაციიდან. მეორე შემთხვევაში კი, თუმცა ფიზიკურად გადაადგილებას არ ჰქონია ადგილი, მაგრამ ნანახი კადრებიდან მიღებული ცნობების ფონზე, ადამიანს შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა იმ ქვეყნების შესახებ, რომელშიაც მართალია თავად არ ყოფილა, მაგრამ გადაღებული დოკუმენტური კადრებით მიიღო მათზე ინფორმაცია. სწორედ ამის მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ჩემს შემთხვევაში. როცა ჩემმა სულმა აზროვნება თან გაიყოლა კოსმოსში გასვლისას და რადგანაც კვლავ ცოცხალი ვარ, ამიტომ ცხადია, რომ სამყარულმა კანონზომიერებებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ ამ აზროვნებას ნება დაერთო ეთანამშრომლა ახალ სულთან. რასაც ჰქვია შობის გარეშე მეორედ დაბადება და როგორც ამას ბიბლია ამბობს: „ყოველივეს იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემნიათ სიკვდილი“ (III ეზრა 6-28) და „ვინც ხელახლა ვერ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3-3). არც იმის ცნობებას მოვერიდები, რომ ამ პროცესს ემსახურება საყოველთაო განკითხის დებულება და ეს ნურავის ჰგონია, ნურც ადვილად გადასატანი და არც მისი გადატანის შემძლეობაა შესაძლებელი, სპეციალური ცოდნით მოქმედების გარეშე. რომელ ცოდნასაც სხვაგან ვერსად ვერ შეიძენთ, გარდა იმისა, რასაც ჩემს მიერ გაცხადებული ინფორმაცია იძლევა. ამიტომ მალე ექნება ადგილი აღსრულებას ამ კანონისა: „მიდამოივლიან უფლის სიტყვის საძებნელად, მაგრამ ვერ ჰპოვებენ“ (ამოსი 8-12). რამეთუ ადამიანთაგან არავის შეუძლია იმის გათვლა, რა პროცესებით განხორციელდება არმაგედონი და იქნება კი შესაძლებელი ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობა?! ეს არავინ იცის, გარდა ღმერთისა!!! მართალია ხალხში არსებობს ასეთი გამონათქვამი: რომ გაზაფხულს ერთი მერცხალი ვერ მოიყვანსო. თუმცა დავძენდი, რომ ჭკვიანთათვის ცნობილია ის, რომ მხოლოდ ერთი მერცხალი გადმოსაფრენად არ წამოვა, არამედ ის მარტო ერთი მერცხალი კი არ არის, არამედ დაწინაურებული მერცხალია… მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, მიმხვედრი მიხვდება!!! ახლა კი მინდა განმარტება გავაკეთო იმის თაობაზე, თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ პასუხსა და იმ პასუხს შორის, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ასეთ შეფასებას: „სწორი პასუხი“. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი სახის პრობლემის წამოჭრას აქვს თავისი უშუალო მიზეზი ან მიზეზები. რომელთა მიგნებაც ადამიანებს შეუძლიათ იმიტომ, რომ ისინი თვალსაჩინონი არიან. ცხადია მიგნებულ მიზეზებს ადამიანი მომავალში გაითვალისწინებს და თავსაც აარიდებს მათ. მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს იმას, რომ ამით პრობლემებისაგან თავდახსნა მაინც ვერ ხერხდება. რადგან ერთიდაიგივე პრობლემა შეიძლება სხვადასხვა სახეობის მიზეზებმა გამოიწვიოს. მაშინ რა უნდა იღონოს ადამიანმა? ნუთუ შეუძლებელია ის, რომ პრობლემებს თავი დააღწიოს? ამ კითხვებს რომ პასუხი გაეცეს, უნდა განიმარტოს ის, თუ რა იგულისხმება წამოჭრილი საკითხის მიმართ სწორ პასუხად და რა კიდევ ჭეშმარიტ პასუხად. რადგან ერთიდაიგივე პრობლემა შეიძლება მრავალმხრივი მიზეზით იქნას გამოწვეული, მაგრამ ამ მიზეზებს კი მხოლოდ ერთი საფუძველი აქვს და სწორედ ამ საფუძვლის მიგნებითა და მისი აღმოფხვრით არის შესაძლებელი მხოლოდ ამ პრობლემისაგან განთავისუფლება. ანუ იმ მიზეზთა პოვნა, რომელთა უშუალო მონაწილეობითაც წარმოიშობა პრობლემა, ამ პრობლემის წარმოშობისათვის სწორი პასუხია, მაგრამ არა ჭეშმარიტი პასუხი! რადგანაც ჭეშმარიტი პასუხისათვის მიგნება ნიშნავს, უშუალო მოზეზების წარმომშობი ფესვის პოვნას, რომელიც წარმოადგენს სამყაროს იმ კანონის – ან კანონთა დარღვევას, რომლის ნიადაგზედაც სამყარულმა კანონზომიერებებმა ამ ადამიანის ბედისწერაში ისეთი განაჩენი გამოიტანეს, რომ აღძრულიყო მიზეზები აღნიშნული პრობლემის გამოსაწვევად.დავძენ იმასაც, რომ ჭეშმარიტი პასუხის მოძიებით, სწორი პასუხიც შეიცნობა. ამიტომაც ჭეშმარიტ ცოდნით აღჭურვილთათვის, დაფარული ვერაფერი იქნება!!! მაშასადამე ვერანაირად ვერ მოხერხდება პრობლემის აღმოფხვრა იმის გარეშე, თუკი არ იქნება მიგნებული მისი წარმომშობი ჭეშმარიტი მიზეზი. რათა სწორედ მისგან უნდა დაიწყოს პრობლემის აღმოსაფხვრელი პროცედურები. ხოლო თუკი ეს ასე მოხდება, მაშინ ნამდვილად იქნება შესაძლებელი ამ პრობლემისაგან თავის დახსნა. იმასაც დავძენ, რომ ამ მეთოდით სარგებლობის შემთხვევაში, არ იარსებებს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი იქნება – თვით სასიკვდილოდ გადადებული ადამიანის, უეცრად გაჯანსაღების ჩათვლითაც!!! მაგრამ ამ ფესვის პოვნა სხვას არავის შეუძლია გარდა იმისა, ვისაც უშუალოდ ეხება ეს პრობლემა. ვინაიდან მხოლოდ მან და ღმერთმა იცის კანონთა იმ დარღვევების შესახებ, რაც ამ ადამიანმა ჩაიდინა. რაც შეეხება ბავშვების მიმართ შექმნილ პრობლემებს, ამაში დამნაშავე მათი აღმზრდელი მშობლების კანონდარღვევებია და ამიტომაც მხოლოდ მათ შეუძლიათ მათი მოძიება და გამოსწორება. რაც შემეხება მე, როგორც ეს არაერთხელ აღმინიშნავს, ისეთი რჩევის გაცემის უფლებას არ მაძლევს ღმერთი, რაც ჩემზე არ იქნება გამოცდილი და ან რაც არ მექნება ხილული (იოანე 5-19/23) და როგორც პრაქტიკამ აჩვენა, მე ვყოფილვარ შერჩეული ამ კანონის აღმსრულებლად: „ნუ გეშინია შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე. კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე. არავინ დაიღუპოს მსახურთაგან, მე რომ მოგეცი. რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მას. ნუ დაიქანცები, რადგან როდესაც მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას. შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები. შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ. გაიხარე დედაო შვილებთან ერთად. რადგან მე გიხსნი შენ – ამბობს უფალი“ (III ეზრა 2-17,19). ამიტომ, ვინც თავს სთვლით იმ პიროვნებად, ვისაც გეხებათ ამ კანონით მინიშნებული შვილობა, დროს ნუღარ დაკარგავთ და ეზიარეთ ჭეშმარიტ ცოდნას.