გაზიარება

საკაცობრიო გენეტიკის არსი


ღმერთმა ადამიანი მისი ძალის მადიდებელ არსებად შექმნა და საამისოდ დაუწესა კანონმდებლობა. ამასთანავე უბოძა თავისუფალი ნებაც საიმისოდ, რომ თუ მოისურვებდა არ დაეცვა ეს კანონები. მაგრამ თუკი კანონთა დაცვაზე ღვთის წყალობის მისაგებელი იყო დაწესებული, დაუცველობაზე – ღვთის რისხვისა. სამწუხაროდ ადამიანებმა არჩევანი კანონდარღვევათა გზით ცხოვრებაზე გააკეთეს და იპოვეს კიდეც სიკვდილი, „რომელიც ღმერთს არ შეუქმნია. რადგანაც იგი ცოცხალთა დაღუპვით არ ხარობს. მან არსებობისათვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არა არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე, რადგანაც უკვდავია სამართლიანობა. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდვეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სოლომონი 1-13/16) და „როდესაც ადამი განუდგა უფლის მიერ დადგენილ მცნებებს, მსჯავრი დაედო მას, რაც შეიქმნა. დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქმნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე. რომელიც დიდ ჯაფას მოითხოვს. მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა, უხიფათო და უკვდავების ნაყოფის გამომღები. ამიტომ თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცული არის მათთვის“ (III ეზრა 7-10).
როგორც ხედავთ, როგორადაც ბიბლია იუწყება რეალობაშიაც ზუსტად იმგვარად ხდება. ადამიანები მართლაც ვერ ახერხებენ სულის იმ პარამეტრების შენარჩუნებას, როგორიც მათ დაბადებით ეძლევათ. ვინაიდან არასწორად გადადგმული ნაბიჯების შედეგად ხდება სულის დამდაბლება და ამიტომაც ურთულდებათ გარემოში დამკვიდრება. რაც მისახვედრს ხდის იმას, რომ კაცობრიობის შემეცნების განვითარების ევოლუციური გზა, სიძნელეთა გადალახვის ფონზე მიმდინარეობს. ხოლო რაც შეეხება პრობლემათა სახეებსა და კატეგორიებს, მათი მრავალფეროვნება და სირთულე დამოკიდებული არის ადამიანთა უმეცრების დონეზე.
ვინაიდან ადამიანური შეფასებები განსხვავებულია ღმერთის მიერ დადგენილი ღირებულებებისაგან, ამიტომ საჭიროა განიმარტოს ის, ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა განსჯით რა ითვლება უმეცრებად. რომელი განმარტებაც შემდეგია: ღმერთის საზომით უმეცრებად ფასდება ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულნი არიან კანონთა დაუცველობის შედეგად!!! რამეთუ ღმერთს ამ სამყაროს განგება, მისი შექმნილ არსებათათვის მტანჯველ გარემოდ არ დაუწესებია; არამედ პირიქით: „მან ყოველივე კეთილად შექმნა თავის დროისთვის და თვით იდუმალის შეცნობადაც აღძრა გონება კაცთა. ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო“ (ეკლესიასტე 3-11). რაც შეეხება „ვერ გაგების“ ცნობას, მასში იგულისხმება აზროვნების პარამეტრები, რომელნიც გრძნობათა ორგანოების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეხება და ამიტომაც მხოლოდ მატერიალური ფასეულობების განსჯით შემოისაზღვრება. ხოლო ამ სამყაროში ცვლილებების განმსაზღვრელი კი სულიერი ძალაა.
რაც შეეხება სულიერი ძალის მოქმედებას ადამიანში, იგი გონების პროგრამით ფუნქციონირებს. რომელი პროგრამაც სპეციალურად ქმნილება ადამიანის საარსებოდ შეადგინა ქრისტემ ედემში და დაბადებითვე ერთნაირი ეძლევა ყოველ ახალშობილ სხეულს სულის სახით. აზროვნება კი სხეულის პროგრამაა და იგი ზრდა-განვითარებას განიცდის არა მხოლოდ ინდივიდუალურად პიროვნების მხრივ, არამედ საკაცობრიო დონეზეც და სრულდება გენეტიკური მემკვიდრული გენის შთამომავლობაზე გადაცემის გზით. ინდივიდუალურ დონეზე თუ როგორ ხდება შემეცნების განვითარება, ამას განხილვა არ სჭირდება, რადგანაც საყოველთაოდ თვალსაჩინოა ადამიანის დაბადება, ბავშვობა, ახალგაზრდობა, სიჭარმაგე, ხანდაზმულობა და მათ ფონზე აზროვნების ჩამოყალიბება. აქ მინდა შევეხო აზროვნების განვითარებას საკაცობრიო დონეზე, რომლის ნაყოფის მისაღებადაც იქნა დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა და ამჟამად კი სწორედ იმ დროში ვიმყოფებით, რომელიც მას დადგენილი ექნა ნაყოფის (რომელიც გონიერ აზროვნებას გულისხმობს) გამოსაღებ პერიოდად. ამ საკითხთან მიმართებით ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: „ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ყანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ბატონო, განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ყანაში? საიდანღა აქვს მას ღვარძლი? მან კი უთხრა მათ: მტერმა კაცმა გააკეთა ეს. ხოლო მონებმა უთხრეს: გინდა, წავალთ და გავმარგლავთ. მან კი უპასუხა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ გაგლიჯოთ. დააცადეთ ერთად იზარდოს ორივემ მკის ჟამამდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკელთ: ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეჰკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ბეღელში შეაგროვეთ“ (მათე 13-24/30).
ახლა კი ეს იგავი და ზემოთ წარმოდგენილი ცოდნაც ავხსნათ გენეტიკის განვითარების ფონზე. რისთვისაც მოგახსენებთ იმას, რომ ჩემს მიერ წარმოდგენილი ცოდნა არის მათემატიკის ენაზე შექმნილი სამყაროს პროგრამის სიტყვიერი თარგმანი. ხოლო რაც შეხება მეცნიერებას, ის სცდილობს, რომ ყოველივეს ახსნა წარმოადგინოს ნივთიერული ფორმით. რის თაობაზეც უფალი იუწყება იმას, რომ მას ადამიანი არ შეუქმნია ამ გზის სრულყოფილად შემცნობობის უნარმქონე არსებად; თანახმად კანონისა: „ბრძენმაც რომ თქვას მივხვდიო, მაინც ვერას მიხვდება“ (ეკლესიასტე 8-17).
ადამიანის სულის პროგრამა დაფუძნებული არის მცნებებზე: „არ იცრუო. არ იქურდო. არ იმრუშო. არ ჰკლა. პატივი ეცი მშობლებს. შეიყვარე მოყვასი შენი ისე, როგორც თავი შენი. შეიყვარე უფალი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, გონებითა და შეძლებით“ (მათე 19-18,19). სწორედ ეს მცნებები არიან საყრდენი სულის პროგრამისა, რომელსაც „ინტუიციური პროგრამა“ ან უბრალოდ „გონება“ ჰქვია. იმისათვის, რომ მან შესძლოს თავისი პროგრამის განხორციელება, საამისოდ ესაჭიროება ისეთი სპეციალური გარემო, როგორსაც სხეული წარმოადგენს. რომელსაც თავის მხრივადაც გააჩნია პირადი მოთხოვნილებების საშემსრულებლო პროგრამა „აზროვნება“. ვინაიდან პირადი მოთხოვნილებანი: შიმშილი, წყურვილი თუ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებანი ვერ დაელოდებიან დაძინებას, რომ „გონებამ“ გასცეს ბრძანება მათი აღსრულებისა. თუმცა საერთო ჯამში „გონება“ მაინც უფლობს „აზროვნებაზე“ და ამას აკეთებს კანონის: „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) აღსრულების ფონზე. სადაც მოთხოვნის დაკმაყოფილებას განსაზღვრავს მცნებათა დაცვის დონე.
ადამიანისათვის ბოძებული აზროვნების უნარი კი უნიკალურია. რადგან მცნებათა დაცვის ფონზე, მას ეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ გონების ძალით აღივსოს. რაც ნიჭების წარმოშობასა და მათ გააქტიურებას გულისხმობს. ხოლო რაც შეეხება ნიჭთა სახეობების მიხედვით განვითარების შეფასებას, მასზე სხვადასხვანაირი პასუხია მიღებული აზროვნებისა და გონების განსჯის შედეგად, რომელიც შემდეგია: „რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა“ (ლუკა 16-15). ვინაიდან „ღმერთს არავინ უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. რადგან სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სიბრძნე სოლომონის 7-8). რაც შეეხება „კაცთა შორის სიმაღლეს“, ადამიანები მას მატერიალური სიმდიდრისა და თანამდებობრივი კარიერის საზომით ზომავენ. რის მისაღწევადაც იმ გზას ადგებიან, სადაც სიცრუე, სიყალბე, თაღლითობა, მზაკვრობა, ქურდობა, უსინდისობა, მრუშობა, ძალადობა, სხისი დამცირება და მკვლელობების ჩადენაც კი უწევთ. ამიტომაც ამ „სიმაღლეების“ მიღწევისათვის ადამიანი შეუცნობლად ააქტიურებს სატანურ ძალას. ვინაიდან თუ არა ადამიანთაგან წარმოებული უარყოფითი ენერგიის კრებითობით გაძლიერებული ძალის გამოვლინება, მის გარდა სხვას არაფერს შეუძლია სატანური ძალის წარმოქმნა.
ახლა კი მინდა განვიხილო ის, თუ რატომ უშვებს ღმერთის მიერ შექმნილი ადამიანი იმას, რომ სატანური ძალა გააქტიუროს. საკითხავი კი ისაა, რომ იგი ამას შეგნებით აკეთებს, თუ შეუგნებლად? თუკი ვიტყვი იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობა თავს კეთილად მიიჩნევს, ალბათ ამაზე დამეთანხმებით. მაგრამ რეალურად რა სურათია?! ბოროტება სუფევს ყველგან და ვლინდება მრავალნაირი ფორმით. რის მიზეზსაც ასახელებს ბიბლია და იგი შემდეგია: „ყოველგვარი ბოროტების ფესვი ფულისმოყვარეობაა“ (I ტიმოთე 6-10).
მართლაც თუკი გონიერებას მოიკრებს ადამიანი და ისე შეაფასებს კონსტიტუციურ კანონებს. არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რომ სინამდვილეში ისინი ფულის დაცვას ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვის ნიღბით. ვინაიდან მატერიალური დოვლათი სამართლიანად რომ გადანაწილდეს, არავინ დარჩება არც მოშიმშილედ და არც უსახლკაროდ. მაგრამ რეალობა ასეთია, რომ იგი ფულის მეშვეობით აქვთ „დაკონსერვებული“ მდიდარ უმცირესობას და მათი სიხარბის გამო ღატაკად არის ქცეული ადამიანთა მრავალრიცხოვანი რაოდენობა – მაშინ, როცა ღმერთმა ეს სამყარო იმგვარად შექმნა, რომ მატერიალური დოვლათის მოხმარების შემძლეობა ყველა ადამიანს მეტ-ნაკლებად თანაბარი დაუდგინა. რასაც მოწმობს ადამიანის ფიზიკური აგებულების სტანდარტულობიდან გამომდინარე ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა ერთფეროვნული დონე. რაც გამოიხატება იმაში, რომ მიუხედავად დიდად განსხვავებული გონებრივი შესაძლებლობებისა, საარსებოდ ყველა ადამიანს სჭირდება სტანდარტულად ერთნაირად ნორმირებული საკვები, ჰიგიენური პირობები და საცხოვრებელი და სამოღვაწეო ადგილი.
სწორედ ამ სიხარბის, სხვისი კუთვნილის მიტაცების, სხვისი ტანჯვის არად ჩაგდებისა და გულგრილობის წარმომშობ საყრდენს წარმოადგენს ამპარტავნება, რომელიც ცოდვის საფუძველზე ნაშენები გრძნობაა და მისით საზრდოობს კიდეც. რის გაღვივებასაც ხელს უწყობენ თანამდებობრივი სიმაღლეები და ამ გრძნობით შეპყრობილები ადგენენ ისეთ კანონებს, რომელიც ღმერთის შექმნილის საპირისპიროა და მათ დაცვას ავალდებულებენ იმ მოსახლეობას, რომელმაც მათ მიანიჭა საამისო უფლება. მაგრამ ბედისწერა ღმერთის კანონმდებლობით განსჯის, რადგან „არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული და არც ბრძენი უზენაესზე აღმატებული. დაიღუპებიან აწმყოში მრავალნი, რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ როცა მოვიდნენ; რისი კეთებაც მართებთ მათ, რათა ეცოცხლათ და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. მაგრამ არ დამორჩილდნენ ისინი, შეეწინააღმდეგნენ მას და თავისი აზრით დაადგინეს ჭეშმარიტება. მოიგონეს თავისთვის ტყუილები. არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი. არ ირწმუნეს მისი რჯულდებები და არ ასრულებდნენ მის საქმეებს. ამის გამო ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე – სავსეთათვის“ (III ეზრა 7-6/40).
ე.ი. უკვე გამოიკვეთა მიზეზთა საფუძველი ყველა იმ უბედურებისა, რომელიც კაცობრიობას თავს ატყდება. ამიტომ მინდა, რომ ცოტა უფრო მარტივი ფორმით გადმოვცე მიმოხილვა იმისა, რა რეალობაც ამჟამად სახეზეა. ვინაიდან საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამია და მისი მახასიათებელი კი რადიკალიზმია. მაშასადამე კაცობრიობა დასაწყისიდანვე დაადგა ცოდვის ჩადენაზე თანხმობის გზას. რამაც გამოიწვია ადამიანთა ორი მთავარი ჯგუფის წარმოქმნა, რომელთაგან ერთი ექვემდებარებოდა ღვთიურ სულიწმიდის ძალას, ხოლო მეორე კი სატანის არაწმიდა სულის ძალას. რომელთაგან მეორე ჯგუფის წარმომადგენლებსაც შეწყვეტილი აქვთ კოსმოსთან კავშირი და მათ სასიცოცხლო ენერგია მიეწოდებათ პირველ ჯგუფში შემავალთა ენერგიიდან იმ წილის ოდენობით, რომელიც მათგან გაიცემა ჩადენილ ცოდვათა შესაბამისობით. ამიტომაც ღმერთის საზომით, მეორე ჯგუფში მყოფნი მკვდრებად არიან ჩათვლილნი. რასაც ამოწმებს იესოც სიტყვები, რომ „მკვდრებმა თავიანთი მკვდრები დამარხონო“ (მათე 8-22). ე.ი. მათი სასიცოცხლო აუცილებლობა ყოფილა ის, რომ მათ ყოველნაირი ხერხი გამოიყენონ პირველ ჯგუფში მყოფთა საცდუნებლად საიმისოდ, რომ მათ ცოდვები ჩაადენიონ. ამას ალბათ დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ რა კანონებს და წესებს დააწესებენ ისინი, თუკი მართვის სადავეებს ჩაიგდებენ ხელში. ფაქტიც სახეზეა იმისა, რომ ისინი ამას ყოველთვის ახერხებენ. რადგანაც მათ საამისოდ ეხმარება ორი ინსტიტუტი: რელიგია და მეცნიერება. რომელნიც თვალსაჩინოდ კი ებრძვიან ერთმანეთს, მაგრამ დაფარულად კი ერთიდაიმავე საქმეს ასრულებენ და ეს არის მოსახლეობისათვის სიცრუის სიმართლედ მიღების მცდელობა. რასაც რელიგია ღმერთის კანონების არასწორად თარგმნით აღწევს და მეცნიერება კი ღმერთის უარყოფის იდეის წარმოჩენით.
აი, ასეთი გზით განვლო კაცობრიობამ თავისი არსებობის დრო და მრავალი უბედურების გამოვლაც მოუწია ამ პერიოდის მანძილზე. ახლა კი უკვე მივიდა ამ გზის დასასრულს და დღის წესრიგშიც დადგა საკითხი იმისა, რომ ადამიანთა მიერ შეცნობილი იქნას ის, თუ რა აუცილებელი ქმედებებია საჭირო საიმისოდ, რომ კაცობრიობამ არსებობა მთლიანად არ შეწყვიტოს და მისმა ნაწილმა მაინც შესძლოს სიცოცხლის შენარჩუნება. ამ ინფორმაციის ვერც წამკითხავი და ვერც გამგები იქნებიან ისინი, ვინც მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან და ეს მათთვის არც ცხადდება!!! რადგანაც „მათ მიცემული აქვთ უგრძნობლობის სული. თვალები – რათა არ ხედავდნენ და ყურები – რათა არ ესმოდეთ, განკითხვის დრომდე“ (რომაელთა 11-8). მაგრამ პირველ ჯგუფში შემავალთათვის კი სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს ცოდნა იმისა, სინამდვილეში რა კანონები დაუწესა ღმერთმა ადამიანს საიმისოდ, რომ მათი დაცვით უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვროს ამ ქვეყნად. ალბათ ისიც მისახვედრია, რომ ამ ცოდნის მიღება სხვაგან ვერსად იქნება შესაძლებელი, გარდა „უფალია ჩვენი სიმართლის“ მიერ გაცხადებულისა.
რაც შეეხება ამჟამინდელ პერიოდს, იგი გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამად იმიტომ არის შეფასებული, რომ იმ ზღვარს მიაღწია ადამიანურ გრძნობათა სიძლიერემ, რომელიც ღმერთმა დაუდგინა ადამიანური კატეგორიის სხეულს. ხოლო ამ სამყაროსეული კანონმდებლობიდან გამომდინარე კი, ყოველივე რაც სისავსის ზღვარს აღწევს, შემდეგ საჭიროებს გარდასახვას. ადამიანის შემთხვევაში ასეთი გარდასახვა აქამდე სრულდებოდა სიკვდილის მეშვეობით – ცოდვათა ზღვრული სისავსის გამო. მაგრამ ამჟამად კი უკვე უნდა მოხდეს სიცოცხლის საშუალებითი გარდასახვაც. ცხადია ამ პროცესის შემცნობი ადამიანთაგან ჯერ ვერავინ არის. ამიტომაც ღმერთმა დაადგინა „არმაგედონის“ პროცესის აუცილებლობა ამ დროისათვის, რამეთუ სხვანაირად ვერ მიეცემა საშუალება ღვთიურ ძალას დაქვემდებარებულ ადამიანებს საიმისოდ, რომ იმ ცოდნას ეზიარონ, რომლის გამოყენებითაც შესძლებენ სიცოცხლეში სიცოცხლითვე გარდასახვას. რისი მიღწევაც ჯერ იმ გონიერი აზროვნებით აღჭურვას გულისხმობს, რომლის მისაღებადაც იქნა დაწესებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის მრავალ საუკუნოვანი ევოლუციური პროცესი.
ამიტომ მივმართავ მათ, ვინც მოწოდებულია საიმისოდ, რომ გახდეს გენეტიკური ნაყოფი. ამჟამად ძალიან მძიმე პერიოდის გადატანა მოგიწევთ და ეს რომ შესძლოთ, ამისათვის იმ ცოდნას უნდა ეზიაროთ, რომელიც „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელით ცხადდება. რადგან ის ასრულებს „ნოეს კიდობნის“ მსგავს ფუნქციას. „ღმერთი ადამიანთა გულებს ხედავს“ (I მეფეთა 16-7), ხოლო გული კი ისეა შექმნილი, რომ „მხოლოდ მან იცის სულის შესახებ“ (იგავნი 14-10). სული კი გონებით ფუნქციონირებს, რომელთან კავშირის დამყარებაც მხოლოდ აზროვნებას ძალუძს. ამიტომ თუკი აზროვნებას იმ სიბრძნით აღჭურვით, რომელიც დაფარული ჭეშმარიტების მხილებაა – ცხადია, რომ თავს შეაფარებთ კიდობანს!!!