სად გაქრა ღიმილი
ღმერთის მიერ შექმნილი ქმნილება, რომელსაც მან ადამიანი უწოდა, უნდა ყოფილიყო კეთილი, მომღიმარი, თავისი მოდგმის მოყვასი, გულმოწყალე, გულუხვი, სტუმართმოყვარე, თავმდაბალი, უანგარო, მამაცი და ყველა იმ თვისებებით შემკული, რაც ნამდვილ სიყვარულს ახასიათებს. მაგრამ სამწუხაროდ სახეზე სულ სხვაგვარი მდგომარეობა არის. რადგანაც ცოდვების გზით სიარულის გამო გრძნობებმა გადაგვარება დაიწყო და ადამიანები გახდნენ ანგარებიანნი, ამპარტავანნი, ერთმანეთის მლანძღველნი და მოძულენი. შესაბამისად გამომეტყველებაც შეეცვალათ და თვალებში სიყვარულის სხივის ნაცვლად, შურისა და ღვარძლის სხივი გაუჩნდათ. რამაც ღიმილის წყობა გაანადგურა და მომღიმარე სახეები გააქრო. ხოლო თუკი ვინმე მაინც ცდილოს გაღიმებას, ნაცვლად იმ ჰარმონიული სილამაზისა, რაც ღიმილიანობის მახასიათებლობაა, სახე რაღაც დაღრეჯილობას იღებს. რაც იმის გამო ხდება, რომ ღიმილის მიზეზი ანგარება და მლიქვნელობაა. საბედნიეროდ არსებობს ის ნატამალი, რომელნიც ხვდებიან, რომ ნამდვილი ღიმილი გაქრა ადამიანთა სახეებიდან. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ მართლაც ნატამალს წარმოადგენს ასეთ ადამიანთა რაოდენობა, ამის გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ მსოფლიო დონეზე ხდება აღსრულება კანონისა: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (I კორინთელთა 15-33). ამიტომაც არსებულ სიტუაციაში მეტად ძნელია თავის დაცვა იმისაგან, რომ გრძნობებმა არ განიცადოს ცვლილებები გაუკუღმართებისაკენ. შექმნილ მდგომარეობას ადამიანები ასე ხსნიან: ცხოვრებამ მოიტანა ყოველივე ესო. მაგრამ ასეთი ცხოვრების შექმნაში რომ თავად იღებენ მონაწილეობას, ამაზე კი არავინ სცდილობს დაფიქრებას და თავს იმით იმშვიდებენ, რომ აბა მარტო მას რა შეუძლია?! რაც დიდი არასწორობაა და სწორედ ასეთი მიდგომით ხდება ის, რაც სახეზეა. დიახაც რომ ყოველ მსურველს შეუძლია თავისი ბედისწერის გადაყვანა ღვთის რისხვის მომკის დამსახურებიდან – ღვთის წყალობის დამსახურებაზე; და თუ ასეთნი მომრავლდებიან, მაშინ სიკეთეც გაძლიერდება და სიყვარულის ძალაც. რომელიც ბოროტების ძალას დაბლოკავს. ხოლო ამას თუ რა მოყვება, ამას კი კომენტარი აღარ სჭირდება. რაც აუცილებლად უნდა მოხდეს! რადგანაც სხვანაირად შეუძლებელია. ვინაიდან ეს სამყარო ისეა შექმნილი, რომ „ნათელი იმარჯვებს ბნელზე“ (იოანე 1-5).
ახლა კი იმ შედეგებზე მინდა ვისაუბრო, რაც დღეს სახეზეა და ამას ყველა ხედავს თუ რაც ხდება უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით: კლიმატური კატასტროფების თითქმის ყველა სახეობა თანდათან უფრო ძლიერდება და ისე ატყდება თავს დედამიწის სხვადასხვა ადგილებს. მსოფლიო მოსახლეობა მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღვარზე დგას. მეტად მომრავლებულია მანიაკალურ თვისებებიანთა რიცხვი, რომელნიც უკვე უმიზეზოდ ხოცავენ ადამიანებს, პირდაპირ ყველას თვალწინ. ამას გარდა ძალიან მომრავლდნენ ე.წ. „საშუალო სქესის“ მანიაკები, რომლებიც კაცად დაიბადნენ, მაგრამ ქალად გადაკეთდნენ და პირიქით. აგრეთვე ძალზედ გაიზარდა რელიგიურ ფანატიკოს მანიაკთა რიცხვი. ამასთანავე ადამიანებში იმძლავრა სიძულვილმა, შურმა, ანგარებამ, ამპარტავნებამ (რომაელთა1-18/32). ხოლო ყოველივე ამის ფონზე რომ ბოროტება გაძლიერდება, ცხადია ამის მიხვედრას არ სჭირდება დიდი ძალისხმევა და სამწუხაროდ ასეც არის კიდეც. ბოროტი ძალის ძლიერება კი ფიზიკურად იმას ავლენს, რომ ხალხის მმართველობის სადავეებს ხელში იგდებენ სატანური ძალის ადამიანები. რადგანაც ასეა დაწესებული, რომ რომელი ძალაც ხალხში სჭარბობს, იმ ძალის ძალოვანს ირჩევს ხალხი და თავიანთ ბედს მიანდობს (სიბრძნე ზირაქის10-1/3). ამიტომაც ახლა ღმერთის რჩეულებს განსაკუთრებით მძიმე პერიოდი უდგათ და თუ სიტყვიერად შეგონება არ იქნება მათთვის საკმარისი საიმისოდ, რომ დაუყოვნებლივ გადავიდნენ სწორი გზის მიმართულებით ქმედებაზე, მაშინ სამყარო ძალისმიერი გზით აიძულებს მათ ამას. რის გადატანასაც არავის ვურჩევ. რამეთუ ეს ძალიან მძიმე ხვედრი იქნება. ხოლო რაც შეეხება ქმედებაზე გადასვლას, ის ცოდვების მონანიებას ნიშნავს ჭეშმარიტების კანონების განსჯის შესაბამისად. რითაც შესძლებენ იმას, რომ ანტიქრისტე ამხილონ და მას ის ძალა ჩამოართვან, რომელიც მიანიჭეს.
მინდა მინიშნება მოგცეთ იმის თაობაზე, თუ რა შედეგები დგება მაშინ, როცა სიტყვით არ ხდება „ბრძნული რჩევის მიღება“ (იგავები 11-14). ყველა ხედავთ რაც ხდება უკრაინაში. როგორ უმოწყალოდ ხოცავენ ბავშვებს. თუმცა მხოლოდ ომში კი არა, არამედ ბავშვებზე ძალადობას მასობრივი სახე აქვს მიღებული მთელი მსოფლიო მასშტაბით. რისი მიზეზიც ერთია მხოლოდ და არის ის, რომ სწორედ მათი უმანკო სულების შეწირვის ხარჯზე არსებობს ამ ქვეყნად ანტიქრისტე. რასაც ახლა ვაცხადებ, ეს ეხება განსაკუთრებით ქართულ ენაზე მეტყველ ხალხს. ვინაიდან მათ გამოზარდეს ანტიქრისტე, ამიტომ მათვე უნდა მოახდინონ მისი მხილება და ამით ძალის წართმევა. წინააღმდეგ შემთხვევაში არც პუტინისნაირები გამოილევა და ის ომიც, რომელიც ვინმეს შორს ჰგონია, ყველას ეწვევა. ხოლო არა მხოლოდ ომი, არამედ მასზე თავზარდამცემი სასჯელებიც არსებობს და გამზადებულიც არის კიდეც ასამოქმედებლად. ამიტომაც ყოველი დღე კი არა, ყოველი საათი, წუთი და წამიც მეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ სწორად იქნას ნაბიჯი გადადგმული! თუმცა ანტიქრისტეს მხილება ისე ვერ მოხდება, თუ ადამიანებში ის ძალა არ გააქტიურდება, რომელიც ნამდვილი სიყვარულია და ახლა კი იგი მხოლოდ ნატამალისღა სახით არსებობს გარკვეული რაოდენობის ადამიანებში. მის დასაბრუნებლად და ბედისწერის ღვთის წყალობისაკენ შემობრუნებისათვის მცდელობის მიზნით, არის მცდელობა ნაბიჯების გადადგმისა. რომელნიც ეყრდნობიან ფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის მიერ მოპოვებულ ცოდნას. მათი წარმომადგენელნი ადამიანებს მოძღვრავენ იმის თაობაზე, რომ საკუთარი ფიქრები გადაიყვანონ ოპტიმიზმზე და გრძნობები კი პოზიტიურ განწყობაზე. რაც ცხადია, რომ სწორი რჩევაა. მაგრამ თუკი ამის ცდა ვინმემ მოისურვა, ის დამეთანხმება იმაში, რომ მის მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ კმარა. რადგანაც სათანადო ცოდნაა საჭირო და მისით ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა მცდელობა უშედეგო იქნება. რაც შეეხება ხსენებულ ცოდნას, ამას კი ვერავინ შემოგთავაზებთ იმიტომ, რომ ადამიანური ფენომენი შუსწავლელი აქვს მეცნიერებას. რის გარეშეც სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს ვერავინ და ვერც აღწევს კიდეც. რადგან მოქმედებს კანონი: „ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ.რაც სახლში მიგაქვთ, იმასაც ვანიავებ. რატომ? იმიტომ რომ მიგდებულია ჩემი სახლი. თქვენ კი ყველანი თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომ არის, რომ დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ კი მოსავალი“ (ანგია 1-9,10).
როგორც ხედავთ, წარმოდგენილი კანონი იმ სულიერ თვისებებზე მიანიშნებს, რომელნიც კეთილია და „ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-8,16) კანონის აღსრულებას უზრუნველყოფს. დღეს სწორედ ამ სიყვარულის დეფიციტს განიცდის ადამიანთა მოდგმა და ამიტომაც ენგრევათ და ხელიდან ეცლებათ წლების მანძილზე წვალებით ნაშენები. მოგეხსენებათ, რომ ადამიანს არც თავისი ენის მოთოკვა შეუძლია და არც საკუთარი გრძნობების მართვა. ვინაიდან მათ განმგებლობას ვეგეტატიური ნერვული სისტემა ახორციელებს. რომელიც ექვემდებარება ქვეცნობიერს. ხოლო ქვეცნობიერს კი სული მართავს. სულის თვისება კი ასეთია: თუკი ცოდვებს ჩაიდენ, მაშინ იგი „შემწეობას ვეღარ იძლევა და ეს კი შიშის აღმოცენებას ახდენს“ (სოლომონი 17-10/12). რაც უფრო მეტად შედის ადამიანი ამ მიმართულების სიღრმეში, მით მეტად შორდება მისი სხეული სულიერებას და ასეთ მდგომარეობას ასეთი სახელები აქვს: გონების მიძინება, გონების ტყვეობაში ყოფნა, მოჯადოებულობა, წყევლაში ყოფნა. სწორედ ასეთ მდგომარეობაში არის დღეს მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი და ამიტომაც ხდება ის, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და მას უბედურებათა სერიალების მოვლინება ჰქვია.
მიმაჩნია, რომ მეტი კომენტარი საჭირო აღარ არის. არსებული მდგომარეობა გამოსავალის პოვნის აუცილებლობას მოითხოვს. გამოსავალი ცხადია არის და ის ერთადერთია: ჭეშმარიტების შეცნობა და მისგან მიღებული ცოდნის მეშვეობით, ჩადენილი ცოდვებისათვის მიგნება და მათი მონანიება. რათა ამის გარეშე ვერ მოხდება ანტიქრისტეს მხილება. მისი მხილება კი აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან ღმერთს ადამიანთა მოდგმა დასაღუპად არ შეუქმნია!!! ამიტომ მით უკეთესი იქნება მისთვის, რაც უფრო მალე დაადგება ამ გზას ის, ვისაც ეს ეხება და ამას თავადვე იგრძნობს. ვინაიდან ღვთის რისხვის იმ სიმძიმეს აიცილებს თავიდან, რომელიც საბოლოოდ მაინც აიძულებს მონანიებასაც და ანტიქრისტეს მხილებასაც.
მოგახსენებთ, რომ ჩემს მოვალეობას, ადამიანთათვის ჭეშმარიტი ცოდნის მიწოდება წარმოადგენს. რათა მათ თავიდან აიცილონ იმ უბედურებათა მოვლინება, რაც ჩადენილი ცოდვების გამო არის დამსახურებული. თუკი არ გამოჩნდება ამ ცოდნის მიმღები პიროვნებები, მაშინ სხვა გზა არ რჩება, ღვთისაგან მოვლენილი სასჯელების მიღების შედეგად მოუწევთ მისი მიღება. რა თქმა უნდა ნება თავისუფალია, ვისაც როგორ სურს, იმ გზას მიმართოს. მე კი მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: არავის ვურჩევდი, რომ ღმერთი გამოეცადა.