როგორ წარმოიშვება ნიჭი ადამიანში
ასეა თუ ისე, ადამიანური აზროვნება უკვე ჩასწვდა ღმერთის ჩანაფიქრს, რომ ამ ქვეყნად ადამიანის მოვლინება აზროვნების განმტკიცება ყოფილა. რაც შეუძლებელია ნიჭთა განვითარების გარეშე. ნიჭი კი ადამიანისათვის ის მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს მისი ცხოვრების სტილის წარმართვაში. ამიტომაც საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ წარმოიშობა ის; რათა ყოველმა მსურველმა შესძლოს თავისთავში არსებული ნიჭების გააქტიურება და მათი სასიკეთოდ გამოყენება. ნიჭები მრავალფეროვანია, რადგან მისი წარმოსაშობი გრძნობებიც არ არის ერთთგვაროვანი ისევე, როგორც მათი წარმომშობი ორგანოების ფუნქციონირება. მოდით დავიწყოთ მათგან:
როგორც ვიცით ადამიანს გარემოს შესამეცნებლად გააჩნია საყოველთაოდ შეცნობადი 5 გრძნობა: მხედველობა, ყნოსვა, შეხება, სმენა და გემოვნება; მცირედთა მიერ შეცნობადი მეექვსე გრძნობა, რომელსაც ინტუიციას ვუწოდებთ და ჯერ-ჯერობით ყველასათვის შეუცნობელი მეშვიდე გრძნობაც, რომელსაც ჭეშმარიტი რწმენის არსებობის მაჩვენებელი ჰქვია და კაცობრიობის მთელი არსებობის პერიოდში, მხოლოდ ერთეულ პირებს ერგოთ წილად მისი მაღალი რანგის უნარმქონეობა.
რაც შეეხებათ ნიჭებს, მათ წარმოშობასა და განვითარებაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი როლი აკისრია მეექვსე ანუ ინტუიციურ გრძნობას. მართალია ინტუიციის ხვედრითი წონა ცხოველებსა და ფრინველებში უფრო მომეტებულია, ვიდრე ადამიანში; მაგრამ მიუხედავად ამისა, დედამიწაზე მცხოვრებ სულიერ არსებათა შორის, ღმერთმა ხელმწიფება ადამიანს არგუნა. რაც გამოწვეულია იმით, რომ ადამიანის აზროვნებითი არეალი და მაშასადამე მისი აღქმითი ორგანოთა ფუნქციონირების მასშტაბები, გაცილებით უფრო აღმატებულია სხვა დანარჩენებთან შედარებით. ამიტომაც ადამიანის აზროვნებითი შემეცნება სამი მასშტაბური დონისაა: პირადული, პროფესიული და მთლიანი სამყაროს ანუ ღმერთის რწმენის მომცველი. ხოლო დედამიწის სხვა დანარჩენ ბინადართ კი, ამ მასშტაბებიდან მხოლოდ პირველი გააჩნიათ. ამიტომაც მათი აზროვნებითი თავისუფლების არეალიც მოკლეა და ცხადია, რომ ისე ძალიან შორს ვერ წავა ინტუიციიდან, როგორც ადამიანში ხდება. აი ამიტომაც აქვთ ცხოველებს ინტუიციური შეგრძნებითი უნარები მეტად გამოხატული, ვიდრე ადამიანებს. რადგან ადამიანმა ეს უნარი თავად შეიზღუდა თავისთავში იმის გამო, რომ აზროვნება ძალიან დააშორა ინტუიციას. ამიტომაც შეიძინა ისეთი უნარები, რომელიც საპირისპიროა იმ ნიჭებისა, რომელნიც ადამიანთათვის იქნა დაწესებული ღმერთის მიერ.
ნიჭი არის სხეულის დახელოვნება აზროვნების განვითარების შედეგად. რაშიაც მონაწილეობას იღებს ცნობილი გრძნობათა ხუთეული. რადგანაც მათი აღქმითი გზები სხვადასხვაგვარია, ამიტომაც ნიჭებიც მრავალფეროვანია იმისდა შესაბამისათ, თუ რომელი გრძნობების ერთობლიობა იღებს მონაწილეობას მის შექმნაში. რაც შეეხება მიღებული შედეგების გენურ კოდში დაფიქსირებას, ეს მეექვსე გრძნობის გააქტიურების მიერ ხდება. ხოლო შთამომავლობითი გენის არქივში მათ დაგროვებას კი, მეშვიდე გრძნობა აწარმოებს. აი ამგვარ პრინციპზეა მოწყობილი ადამიანში ნიჭთა წარმოშობა, დაგროვება და ნამატის სახით შთამომავალზე გადაცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროცესი მხოლოდ ნიჭთა გადაცემით არ შემოიფარგლება, არამედ ყოველივე იმ მხარით, რაც ადამიანს გააჩნია: ეს ხასიათი იქნება, გარეგნული იერ-სახეობა თუ თავისთავად, ბედისწერითი კოეფიციენტიც. მეექვსე გრძნობა განსაზღვრავს იმას, თუ მსგავსება რომელი სახეობის ნამატით ან კლებით გადაეცეს შთამომავალს. ხოლო მეშვიდე კი იმას, თუ კერძოდ რომელ თაობაში უნდა დაიბადოს ესა თუ ის პიროვნება. ყოველივე ეს კი ადასტურებს იმას, რომ საკაცობრიო გენეტიკა უწყვეტი პროცესია და აზროვნების მიერ წინაპართა თუ გარდაცვლილთა არ დავიწყებაც მტკიცებულებაა იმისა, რომ ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის აღარ არსებობას, არამედ ნიშნავს სხვა გარემოში გადასვლას. ამიტომაც ხდება ის, რომ დედამიწელ ადამიანებს კავშირის დამყარება შეუძლიათ მათთან იმ შემთხვევაში, როცა მეექვსე გრძნობას, მეშვიდე დართავს ამის უფლებას.
ახლა კი ნიჭთა განითარებასა და მისი მემკვიდრეობით გადაცემის თაობაზე ვისაუბრებ. ვინაიდან მასში გადამწყვეტი როლი მეექვსე გრძნობის გააქტიურებას აქვს; ამიტომ განვიხილოთ ის, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს ეს გრძნობა. რისთვისაც საჭიროა განმარტება იმისა, თუ რა არის მეექვსე გრძნობა ანუ ინტუიცია – როგორადაც ჩვენ მოვიხსენიებთ მას. მის შესახებ ყველამ იცის ის, რომ მისი გადაწყვეტილებები ჭეშმარიტია, რადგან ყოველთვის სრულდება. მაგრამ როგორ იღებს ტვინი ინტუიციურ გადაწყვეტილებებს? აზროვნებით ხომ ამის მიღწევას ვერავინ ახერხებს?! აი სწორედ ეს პროცესი არის დასტური ადამიანში სულის პროგრამის მოქმედებისა. რომელ პროგრამასაც გონება ჰქვია და ფუნქციონირებს ღმერთის მიერ დადგენილი კანონების მიერ გათვლის მეთოდით. რაც თავის მხრივ იმასაც ადასტურებს, რომ ამ კანონებით განისჯება ბედისწერაც. აქ კი პატარა კომენტარს გავაკეთებ ადამიანური აზროვნების მუშაობაზე. თითქმის ყველას სმენია ინტუიციის არსებობის შესახებ და გარდა ამისა, წინასწარმეტყველებათა ასრულების შემთხვევების მომსწრეც ყოფილა გარკვეული კატეგორია ადამიანებისა. მაგრამ როცა ბედისწერის თაობაზე ხდება განსჯა, მის არსებობა-არ არსებობაზე კი მტკიცე დასტურს ვერ იძლევიან და ყოველთვის ალბათს აყოლებენ. თუმცა სულის არსებობასაც ეჭვის თვალით უყურებს ადამიანთა გარკვეული ნაწილიც. აი, აზროვნების ასეთი გზით წარმართვამ მოუტანა ადამიანთა მოდგმას ყველა ის უბედურება, რაც თავს ახვევია. ამიტომ ახლა მაინც თუკი სულის ფენომენში დროულად გარკვევას არ მოინდომებს ადამიანი, ეს იმდენად მძიმე ტვირთის ზიდვის მომტანი იქნება მისთვის, რომ ვერ გაუძლებს და უკვე ყოველდღიურად უფრო და უფრო მოიმატებს ის ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ იმას, რომ ვეღარც უძლებენ მის სიმძიმეს.
რაც შეეხება მეექვსე გრძნობა – ინტუიციის გააქტიურებას, მის შესახებ არაერთხელ განმიცხადებია ის, რომ მას ადამიანი მხოლოდ მაშინ მიაღწევს, როცა იქნება ღვთის მიერ დაწესებული კანონების დაცვით მცხოვრები. ცხადია ამის გაგება და დაჯერება კი შეუძლია საკმაო რაოდენობას ადამიანებისა, მაგრამ ამის მიღწევა არც თუ ისე მარტივია იმიტომ, რომ ადამიანთათვის აქამდე არ იყო ცნობილი იმ წეს-კანონების სრული შემადგენლობისა და მათი სწორად განმარტების შესახებ, რომელიც ღმერთმა სპეციალურად მათთვის დააწესა. ვინაიდან რელიგიები თუ რელიგიური სექტები არასწორად განუმარტავდნენ ნაწილს მათგანს და ნაწილს კი სწორად; და ისე ასწავლიდნენ. ხოლო ტყუილ-მართალის ნაზავი კი საერთო ჯამში მაინც სიცრუეა და ამიტომაც დროის მსვლელობასთან ერთად, ადამიანებმა თანდათან უფროდაუფრო დაკარგეს ჭეშმარიტების შეცნობის უნარი. რას ნიშნავს ეს და რა კავშირი აქვს მას ნიჭებთან? აი ამ საკითხის გარკვევას, დღეს უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობის ტოლფასი წონა მიეცა ადამიანისათვის. რადგან სწორედ რომ ჭეშმარიტ ცოდნასთან ასე ძლიერ დაშორებამ გამოიწვია ადამიანთა სიკვდილიანობის რიცხვის მასშტაბების ზრდის ის დონე, რაც რომ ყოველდღიურად სახეზეა მსოფლიოში.
მაშასადამე გავაგრძელებ საუბარს ნიჭის შესახებ და ის კი იქამდე მიგვიყვანს, რაც რომ დღეს ადამიანებს სჭირთ: ჰგონიათ, რომ ადამიანის განვითარება მაღალ საფეხურზე დგას და ეს თუ სად მისასვლელი საფეხურია – სიკვდილთან თუ სიცოცხლესთან, ამის გამრკვევი კი ვერავინ არის. ამიტომ დავიწყებ იმით, რომ ღმერთმა ადამიანი ისეთ არსებად შექმნა, რომ მას მისცა ნიჭის განვითარების შესაძლებლობა და როგორც ვიცით, ეს ინტუიციის გარეშე არ ხდება. ამიტომაც დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ნიჭი არ უნდა ყოფილიყო ბოროტი საქმის შემსრულებელი, არამედ მხოლოდ კეთილის! მაგრამ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე? იმასთან, რომ ადამიანმა ჯერ ერთი ტერმინი უნარი და ნიჭი ერთმანეთში აურია. რადგან უნარი შეიძლება, რომ ადამიანს ბოროტი შეეძინა, მაგრამ ნიჭი კი ვერა! მეორე – ბიბლიაც ისე თარგმნა, რომ უნარი სიტყვა საერთოდ გააქრო და ნიჭიც დაყო კეთილ და ბოროტ ნიჭებად. რისმა გაკეთებამაც საკმაოდ აურია გონება ადამიანებს. რაც შეეხება ნიჭიერ ადამიანს, სიმართლის ან სიცრუის კატეგორიის თვალსაზრისით, გაცილებით უფრო მაღალი თანრიგის ფლობა შეუძლია, ვიდრე სხვებს. ამიტომ იმისდა შესაბამისად თუ რომელს აირჩევს, ან ღვთიური ძალის გამააქტიურებელი ძალოვანი გახდება და ანდა პირიქით – სატანურისა. თუ სიმართლის მხარეს აირჩევს, მაშინ მასთან გონება ითანამშრომლებს და ასეთ პიროვნებას გონიერი ჰქვია. ხოლო თუ სიცრუისას, მაშინ ის გონებას განეშორება და ამიტომაც გონების ფუნქციონირება იბლოკება. რასაც ჩვენ გონების მიძინებას ვუწოდებთ და სწორედ ამ მეთოდით აზომბებენ ადამიანებს ჯადოქრები. რას ემსახურებიან ასეთ ადამიანში ნიჭები? რა თქმა უნდა ისეთი უნარების წარმოშობასა და გააქტიურებას, როგორიცაა ცრუმეტყველობა, ქურდობა, მრუშობა, ცილისმწამებლობა, შურიანობა, ფარისევლობა, ქილერობა და მისთანანი.
დღეს კი როცა უკვე საკაცობრიო გენეტიკურ საუკუნეთა ბოლო ჟამში ვიმყოფებით, ნიჭთა არასწორი მიმართულებით განვითარების მქონეთა რაოდენობაც ძალიან გაიზარდა და ამასთანავე მათ მიერ შეძენილ უნართა სიძლიერეც. ყოველივე ეს კი დიდი საფრთხის წინაშე აყენებს კაცობრიობის არსებობის გაგრძელების საკითხს. მოგეხსენებათ რომ ადამიანთა განვითარების სფერო რა მიმართულებითაც არის წარმართული, იმ გზით მოპოვებული ცოდნა ახლოსაც ვერ მიდის იმის შეცნობასთან, სინამდვილეში თუ როგორია ეს სამყარო. იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მისი აგებულების შესახებ მე მიმიწვდება ხელი დაწვრილებითი ცნობების შეტყობინებისა; მაგრამ იმის თქმა კი შემიძია, რომ ჩემმა აზროვნებამ შესძლო გონებიდან გამოტანა მისი ნამდვილი სახის შესაცნობი ინფორმაცია. რაზედაც აი რისი თქმა შემიძლია: ეს მატერიალური სამყარო მთლიანია და ცოცხალი. რასაც ადასტურებს ბიბლიის მიერ გაცხადებული ცნობა მისი დაბადების თაობაზე. ამასთანავე ის განიცდის იმ ცვლილებებს, რაც ზრდა-განვითარებას ახლავს თან და აი სიბერის ხანამდე მოვიდა კიდეც. ამ ცნობებს ადვილად ირწმუნებს ის, ვინც ბიბლიის მკითხველია. რადგან ამ ცოდნის დამადასტურებელი ცნობები არაერთგზის არის მოხსენიებული მასში. რაც შეეხება დედამიწას, ის კი მისი ერთ-ერთი „ორგანოა“, მთელი თავისი შემადგენლობით. აი, ეს არის სინამდვილე ამ სამყაროზე და თუკი ამ ცოდნის გათვალისწინებით წარმართავს ადამიანი თავის ცნობიერებას, მაშინ მას აღარ უნდა გაუჭირდეს სინამდვილესთან თვალის გასწორება. რაც ამჟამად ბედისწერისაგან უკვე გახდა სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნა.