გაზიარება

როგორ შეგვქმნეს ადამიანად


სამყაროს წარმოშობისა და ამასთანავე ადამიანის წარმომავლობის გარკვევის თაობაზე ძიებაზე ჩატარებული კვლევები უაღრესად ხანგრძლივი დროის მომცველობით მიმდინარეობს. ამიტომაც არსებული მიღწევების ფონზე შეიქმნა თეორიები. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თეორიების დამადასტურებელი მტკიცებულებანი ჯერ არავის წარმოუდგენია. ამიტომაც მათი სანდოობაც მხოლოდ ვარაუდის დონეზეა. რაც შეეხემა ჭეშმარიტ ინფორმაციას ამ საკითხთა შესახებ, ცხადია მის შესახებ იცის მხოლოდ ერთმა – სამყარო შემოქმედმა. რომელსაც არც არაფერი დაუმალავს ყოველივე ამის შესახებ და ეს ცოდნაც ყოველ ადამიანს უბოძა გონების საშუალებით. რომელი ინფორმაციის გაცხადებული ვერსიაც არის ბიბლია.
იმის შესახებ, თუ რატომ ვერ შესძლო აქამდე კაცობრიობამ ასე ახლო მყოფი ჭეშმარიტი ცოდნის მიგნება და შეცნობა, უკვე გაცნობეთ. ახლა კი გავაგრძელებ აქამდე უნაყოფოთ მყოფი ჭეშმარიტების მხილებას, რა თქმა უნდა ნაყოფის გამოღების მიზნით.
თუ ვნახავთ ბიბლიის დაბადებას, იქ წავიკითხავთ ასეთ ცნობას: „დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა. და მიწა იყო უსახურ-უდაბური. და იყო ბნელი უფსკრულის პირზე. და სული ღვთისა იძვროდა წყლის პირზე“ (დაბადება 1-1,2). სანამ სამყაროს წარმოშობის განხილვას დავიწყებდე, მანამ მინდა ფარდა ავხადო იმ საიდუმლოს, თუ რატომ დასჭირდა უფალს იმ დროებით სამყაროს შექმნა, რომელშიაც ვიმყოფებით და მას მატერიალური სამყარო ჰქვია. რომელიც შემოსაზღვრულია ცის ყინულოვანი შრეებით. რის ასახსნელადაც კარგად უნდა განიმარტოს ის, თუ რა არის სული. რომლის შესახებაც უპირველეს ყოვლისა ვიტყოდი იმას, რომ იგი შექმნილია იმატერიალურ ცივილიზაციაში. ხოლო ყოველივეს ახსნა მარტივი ფორმით რომ გამოვსახო, ამიტომ მივმართავ შედარების მეთოდს და მატერიალურ სამყაროს წარმოვადგენ ასეთი სახით: დავუშვათ იგი არის კომპიუტერი. მაშინ სული იქნება მისთვის ის ჩიპი, რომელშიდაც ჩატვირთულია ის პროგრამა, რომელიც განაპირობებს კომპიუტერის ფუნქციონირებას. ოღონდ სამყარო ისეთი „კომპიუტერია“, რომელიც თავის საარსებო ენერგიასაც თავად გამოიმუშავებს იმავე პროგრამის წყალობით, რომლითაც ფუნქციონირებს. რაც შეეხება ხსენებულ პროგრამას, იგი ჭეშმარიტია და ამიტომაც ფუნქციონირებს ზედმიწევნით ზუსტად ისე, რომ დაუშვებელია მისგან რაიმე გადახვევა!!! ხოლო რაც შეეხება მის ჭეშმარიტებას, ის კი განპირობებულია იმით, რომ სადაც შეიქმნა, იქ უკვე გამოიცადა კიდეც და პროგრამული ნაყოფიც მიღებული იქნა. ამიტომაც მოხდა მისი წარმოებაში გაშვება!!! თუკი ამ პროგრამას ვუწოდებთ იქაურ აზროვნებას, მაშინ ვიტყოდი იმასაც, რომ ამ სამყაროშიც ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს ადამიანური აზროვნება და იცდება საიმისოდ, რომ სრულყოფილი გახდეს და ისეთი სახით გარდაისახოს იმ სამყაროში, რომელიც ამ სამყაროს შექმნამდე უკვე არსებობდა და სადაც თვით ღმერთიც იმყოფება. აი ამიტომ არის ეს სამყარო ღმერთისათვის წარსული დრო.
ახლა კი იმ პროგრამის ფუნქციონირების პრინციპს შევეხოთ, რომელსაც ამ სამყაროს სულის პროგრამა ჰქვია და რომელიც განაგებს და მართავს ყოველ პროცესს ამ სამყაროში. იგი დაფუძნებულია დროის ფაქტორზე და მასთან მიმართებაში მისი ფუნქციონირება მოიცავს სამ ეტაპს: პროცესის საწყის ეტაპს, შედეგ დაწყებული პროცესის მიმდინარეობის ეტაპს და საბოლოოდ კი დაწყებული პროცესის დასრულების ეტაპს, რომელიც აუცილებლად ნაყოფის მიღებით სრულდება!!! ეს კანონი ეხება როგორც მთლიან სამყაროს, ისე მის შემადგენლობაში შემავალ ყველაფერს და ყოველივეს!!!
მაშასადამე ამ სამყაროს პრინციპი ასეთია: ის, რაც იწყება, აუცილებლად სრულდება ნაყოფის გამოღებით!!! თუმცა ადამიანის შემთხვევაში, მის მიერ გათვლილი ქმედებებით მიღებული ნაყოფი მისთვის სასურველი აღმოჩნდება თუ არა, ეს კიდევ ცალკე თემაა.
ახლა კი კომპიუტერს შედარებული სამყაროს თავისებურებაზე უნდა გაცნობოთ. ის კომპიუტერს შევადარე ფუნქციონირების პრინციპის თვალსაზრისით მხოლოდ. რადგან მისი წარმოშობა სრულიად განსხვავდება ადამიანის ხელით წარმოებულ კომპიუტერის აპარატისა და მისი ჩიპისგან. სამყაროს შემთხვევაში ყოველივე და თვით ამ სამყაროს შექმნაც, იმატერიალური ცივილიზაციაში შექმნილი იმ სულის მიერ მოხდა და ხდება, რომელსაც ამ სამყაროს „ჩიპი“ ვუწოდე. როგორც სჩანს, ის წარმოადგენდა ისეთ ნივთიერულ ნაზავს, რომელთა შორის მიმდინარე რეაქციის ფონზეც მოხდა აფეთქების მსგავსი მოვლენა. გატყორცნილი ნაწილებითა და მათგან გამოყოფილ ორთქლზე გავლენა მოახდინა მანძილმა და ტემპერატურამ და საბოლოოდ მიღებული იქნა კონდენცირებული ორთქლისაგან მიღებული ყინულით შემოსაზღვრული მრგვალი სივრცე, რომელშიაც ხდებოდა აფეთქების დროს ამოფრქვეულ ნაწილთა განლაგების დარეგულირება საიმისოდ, რომ ამ გარემოს არსებობა შეენარჩუნებინა, მის საარსებოდ გათვლილ დრომდე საიმისოდ, რომ ის ნაყოფი გამოეღო, რის მისაღებადაც დაიგეგმა მისი შექმნა. აი ამის შემდეგ გაგრძელდა საწყისი პერიოდი მზის, ვარსკვლავების, პლანეტათა და მისი თანამგზავრების შექმნით. შემდეგ სამყარო გადავიდა საწყისიდან საბოლოო პერიოდში გადასასვლელი პროცესების მიმდინარეობაზე და ამ დროში მოხდა გონიერი და მოაზროვნე არსებების, ანგელოზების წარმოშობა. რომელთაც თავიანთი არსებობის მანძილზე გაიარეს ეს სამი სტადია და მათგან მიღებული იქნა კიდეც ის ნაყოფი, რომელიც უნდა მიღებულიყო და ის გულისხმობს ქრისტესა და სატანის მიღებასაც საიმისოდ, რომ შექმნილიყო უფრო დანაწევრებული აზროვნების გამოსაცდელი ობიექტი – ადამიანი. ანგელოზთა გენეტიკური ნაყოფები არიან ისინიც, ვისაც ჩვენ უცხო პლანეტელებს ვუწოდებთ და მათ ფუნქციას წარმოადგენს ის, რომ თვალი ადევნონ ადამიანთა ქმედებებს საიმისოდ, რომ მათ ვერ შესძლონ დედამიწის „ამოყირავება“. მოგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ ანგელოზთაგან წარმოშობილი ამ კატეგორიის მიერ შექმნილნი ვართ ჩვენ, ოღონდ არა ისე, როგორც ჩვენ ვქმნით თოჯინებს, არამედ ცოტა სხვანაირად – სიტყვის ძალის გამოყენებით თვითგარდასახვის მეშვეობით. რისი მიღწევაც შესძლო ქრისტემ ანგელოზობის პერიოდში ყოფნის დროს. მან სიტყვის ძალით ედემელ ადამად (ანუ ჩვენი შეფასებით უცხო პლანეტელად) გარდაისახა და შემდეგ რაც მოხდა ეს უკვე ცნობილი თეორიაა. ამიტომ იუწყება ბიბლია, რომ „ქრისტეს მიერ შეიქმნა სოფელი“ (იოანე 1-10). მოგიყვანთ მოწოდებულ ცოდნაზე ბიბლიურ მოწმობას: „ღმერთი არის ერთადერთი, რომელსაც უპყრია უკვდავება. მკვიდრობს მიუწვდომელ ნათელში, რომელიც არავის უხილავს ადამიანთაგან და არც ძალუძს მისი ხილვა“ (I ტიმოთე 6-16). „მან შექმნა ქვეყანა თავის ძალით. განამტკიცა სამყარო თავისი სიბრძნით და თავისი გონებით განავრცო ცა“ (იერემია 10-12) და არიან ცისქვეშეთში „ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და ქვეყანა“ (იერემია 10-11). ამ ცნობების ფონზე მისახვედრია ის, რომ სამყაროს შემოქმედი ღმერთი ერთია, რომლის ძალის მეშვეობითაც იქნა შექმნილი ადამიანი და რომელ პროცესსაც ამ სამყაროში ჰყავდა შემსრულებელნი და ამიტომ მოიხსენიებს მას ბიბლია ღმერთებად.
მაშასადამე გასაგებია, რომ ამ სამყაროს შემქმნელი ღმერთი ერთია და ის თავისი ორიგინალური სახით არ იმყოფება ამ სამყაროში იმ მიზეზით, რომ შემქმნელი თავისი ქმნილების „დეტალი“ ვერ იქნება!!! მან დააპროგრამა ეს სამყარო იმ პროგრამით, რასაც ჩვენ სამყარულ კანონზომიერებებს ვუწოდებთ და რომლის პრინციპიც მდგომარეობს შემდეგში: სამყაროს შემადგენლობაში მყოფ მაკრო ელემენტთა მიერ წარმოებული ენერგიები, ელემენტთა ბრუნვითი მოძრაობის შედეგად ერთმანეთს გადაეცემა და ქმნის სამყაროს ერთმთლიან ენერგეტიკულ ბალანსს; რომლის ხარჯზეც ეს სამყარო თავის არსებობას ახორციელებს. თავის მხრივ კი, ყოველ მაკრო ელემენტს თავისი სპეციფიკური დანიშნულებითი ფუნქცია აქვს დაკისრებული იმ ენერგიის მისაღებად, რომელი ენერგიის მწარმოებელ ელემენტადაც არის განპირობებული მისი არსებობა ამ სამყაროში, სამყაროს კანონზომიერული პროგრამის გათვლის თანახმად.
რაც შეგვეხება ადამიანებს, ჩვენ ამ სამყაროს შემადგენლობის თავისებური სახეობის ელემენტი ვართ (კრებითი ფორმის ერთობით წარმომდგარი) და ამიტომ ჩვენს მიერ წარმოებულ ენერგიასაც მეტად მნიშვნელოვანი ღირებულება აკისრია ამ სამყაროსეულ ენერგიათა ნაკადში. ხოლო რაც შეეხება „თავისებურ ხასიათობასა“ და გამომუშავებული ენერგიის „მნიშვნელოვან ღირებულებას“ – ეს შეფასება გამოწვეული არის იმ თავისუფალი არჩევანის ნების შედეგით, რომელი ნების შესაძლებლობის უნარიც საკმაოდ მაღალი უბოძებია ღმერთს ჩვენი აგებულების პარამეტრებისათვის.
თუკი მოვიშველიებთ გონებრივ ლოგიკას, არ იქნება ძნელი მისახვედრი ის ფაქტი, რომ ჩვენთვის თავისუფალი ნების ასეთი მაღალი დონის დასაშვებად, საჭირო უნდა ყოფილიყო ჩვენი სხეულის შექმნა ამ სამყაროში არსებულ ნივთიერებათა ნაზავის სახით. რაც ვერ განხორციელდებოდა შემსრულებლის არსებობის გარეშე. სიტყვიერი ახსნით ცოტა ძნელად აღსაწერია ის, რა ცოდნაც მინდა რომ გადმოქცეთ. ამიტომ ვეცდები შეძლებისდაგვარად ავხსნა ყოველივე. რისთვისაც მოგახსენებთ, რომ ამ სამყაროში ყოველივე შექმნილია იმ პროგრამის უშუალო განხორციელებით, რასაც ჰქვია სამყაროსეულ კანონზომიერებათა პროგრამა. ამით მე იმის თქმა მინდა, რომ არც დედამიწა „მოუზელია“ ვინმეს ხელს და მოუმრგვალებია და არც მთვარე თუ მზე. არამედ ყოველივე ეს სამყაროს კანონზომიერებათა პროგრამის მოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა. რომელი პროცესიც შესრულდა ფიზიკო-ქიმიური რეაქციების ფონზე. ხოლო რაც შეგვეხება ადამიანებს, ჩვენი სხეულსა და სულს სხვადასხვა შემქმნელები ჰყავთ, რომლებიც თავიდან ორივე ანგელოზები იყვნენ. ადამიანური სული მიღებული იქნა ცისკრის ანგელოზად მყოფი, ანუ იგივე ქრისტეს მიერ, ედემელ ადამად გარდასახვის შედეგად. ხოლო სხეულოვანი უჯრედების წარმოშობას კი დასაბამი ჩაუყარა სატანის სახელით მყოფი ანგელოზის დაცემამ და დედამიწაზე ჩამოგდებამ. რომელი პროცესის დაახლოებით იმ სტილში წარიმართა, რომელიც დარვინმა აღწერა. მხოლოდ როცა სხეულებრივი უჯრედების განვითარება იმ დონეზე მივიდა, რომ შესაძლებელი გახდა მათგან იმგვარი კავშირის შექმნა, რომ ადამიანი ს სხეული მიღებულიყო, ეს შესრულდა მარსზე მყოფ ე.წ. უცხოპლანეტელთა მიერ და სულადაც მიცემული ექნა ქრისტეს მიერ მიღებული სული. ამის შემდეგ სულისა და სხეულის ნაერთით მიღებული გაერთიანება, 7 ადამიანის სახით იქნა დასმული დედამიწაზე. ხოლო რაც შეეხება იმას, რასაც ვწერ – ვგულისხმობ ქრისტეს მიერ ადამიანური სულის შექმნის პროცესს – თუკი როგორ მიაღწია მან ამას, ეს ცოდნა ცნობილი არის ჩემთვის და მასვე მივმართავ კიდეც საიმისოდ, რომ ადამიანთა მოდგმა გადარჩეს და მიაღწიოს იმ ნაყოფის გამოღებას, რის მისაღებადაც შექმნეს იგი და რომელი ნაყოფიც გონიერ ადამიანობას გულისხმობს.
მაშასადამე უკვე გარკვეულია ის, რომ ჩვენი სხეულის შემქმნელები ამ სამყაროს ბინადარნი არიან, რომელთაც ეს პროცესი განახორციელეს არა საკუთარი აზროვნებით მოფიქრებულის ხარჯზე, არამედ ღმერთის მიერ მათ გონებაში ჩადებული პროგრამის შესრულებით. აი ამიტომაც სწერს ბიბლია, რომ ამ ქვეყნის შემოქმედი ღმერთი ერთია. მაგრამ ისინი ვინც ჩვენ შეგვქმნა, ღმერთის ფუნქციის მსგავსობის გამო, ბიბლიაში მოხსენიებული არის ღმერთებად და თან მათზე მინიშნებაც არის, რომ ისინი ამ სამყაროს მკვიდრები არიან: „ღმერთები, რომელთაც არ შეუქმნიათ ცა და ქვეყანა, გაქრებიან ამ ქვეყნიდან და ცის ქვეშეთიდან“ (იერემია 10-11). წარმოდგენილი ინფორმაციით ფარდა აეხადა იმ ფაქტსაც, თუ რატომ იყო კაცობრიობა მუდმივ ძიებასა და გაურკვევლობაში ღმერთის არსებობის საკითხთან მიმართებაში.
ახლა კი მინდა შევეხო თემას, რომელიც ეხება მფარველ ანგელოზთა მიერ განხორციელებულ იმ ქმედებებს, რომლითაც მათ არაერთგზის გადაურჩენიათ ადამიანები სატანის მიერ დაგებულ მახეში გაბმისაგან. ამ შემთხვევებზე გაცნობებთ იმას, რომ ეს ხდება ჩვენ შემქმნელ უცხოპლანეტელთა და ღვთისწყალობამინიჭებულ ადამიანთა კონტაქტის შედეგად წარმოქმნილ სხივური ენერგიის მეშვეობით. ხოლო უცხოპლანეტელთა თაობაზე კი უკვე გაცნობეთ, რომ ისინი ანგელოზთა გენეტიკური ნაყოფები არიან და ბიბლია ამ ცნობას ამოწმებს იმ ცოდნით, რასაც აცხადებს ანგელოზთა მრავალსახოვანი კვალიფიკაციის თაობაზე.
ე.ი. როცა ადამიანი არის ღმერთის მიერ დადგენილ კანონთა დამცველი, ამ შემთხვევაში მის სხეულში სულის ბრუნვის დონე ზრდის სულიწმიდის ძალას. რაც გამოიხატება აურის ნათების რადიუსის მკვეთრად გაზრდით და შედეგად კი ხდება დაკონტაქტება მის შემქმნელსა და მეთვალყურე უცხოპლანეტელთა აურასთან. შედგენილი კავშირის დროს კი ხდება აზროვნების (რომელიც უკვე გონებასთან მჭიდრო კონტაქტში იმყოფება) ჩართვა სამყაროსეული ენერგიული წრის არეალში. აი, ამიტომაც იუწყება ბიბლია, რომ ადამიანმა ღმერთი სხვაგან არსად უნდა ეძიოს, გარდა საკუთარი თავისა: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან: აგერ აქ არისო, ან აგერ იქ არისო. ვინაიდან თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17-20,21).
ახლა კი უნდა ავხსნა ის, თუ როგორ და რა მასალით მოხდა ჩვენი ადამიანად შექმნა. რომელ ცოდნასაც მოგაწოდებთ იმ წყაროდან, რომელიც ღმერთმა ყოველ ადამიანს უბოძა სულის მიცემით – გონების სახით. ხოლო თუ რა გზით შეიძლება, რომ ადამიანმა შესძლოს თავისი აზროვნებით გონებიდან ამ ცოდნის გამოტანა, ამას ახლავე გაცნობებთ:
როგორც უკვე ცნობილია, ადამიანის ტვინის შიდა ღრუბისებრი შრეა გონების სამყოფელი გარემო, ხოლო ტვინის ქერქი კი – აზროვნებისა. გონება არის ამ სამყაროსა და მისი კანონების შესახებ ცოდნის მომცველი. ხოლო აზროვნება კი თუკი ამ კანონების დაცვით მოახდენს გადაწყვეტილებების მიღებას, მაშინ თავის პატრონს ბედისწერისაგან მოამკევინებს ღვთის წყალობის მიღებით ცხოვრებას – რაც ყველა სიკეთეებთან ერთად ჭეშმარიტი ცოდნის მიმღეობასაც გულისხმობს.
კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე ისე წარიმართა ადამიანთა აზროვნება, რომ საზოგადოებრივი აზროვნება არ ითვალისწინებდა კანონთა დაცვას. თუმცა ყოველ ეპოქაში არსებობდნენ ერთეულები, რომლებთაც სურდათ ამ კანონთა დაცვით ეცხოვრათ. მაგრამ მათ ამის გაკეთება საზოგადოებასთან ჭიდილის ფონზე უწევდათ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კაცობრიობა დღესაც ვერ გარკვეულა იმაში, რომ სწორედ ამ ერთეულთა დამსახურებაა ის, რომ ადამიანთა მოდგმა არსებობას ინარჩუნებს და ვიტყოდი იმასაც, რომ ამჟამადაც დევნასა და შევიწროებაში უხდებათ ასეთ ადამიანებს ცხოვრება. თუმც დავძენ იმასაც, რომ უკვე ის დროც მოვიდა, როცა საუკუნეების მანძილზე ნანგრევი მიწასთან გასწორდება და გადარჩენილთაგან ყოველი მოინანიებს თავიანთ ნამოქმედარს, აღიარებენ მათ მიერ მოპოვებული ცოდნის ჭეშმარიტებას და დაიწყებენ მათ შეცნობას.
ახლა კი დავუბრუნდები იმ საკითხის განხილვას, რისგან და რა მასალისაგან შექმნეს ჩვენი სხეული. რისთვისაც უნდა შევეხო დარვინის მოძღვრებას. მან სწორად ამოიცნო იმ პროცესთა მსვლელობა, რომლით მიღებული შედეგებიც მართლაც გამოყენებული იქნა ჩვენი ორგანიზმის მასალად. თუმცა მან, ჩვენი შექმნის პროცესის მხოლოდ ნაწილის შეცნობა მოახერხა და არა მთლიანის. ამიტომაც გახდა სადაო მის მიერ მოპოვებული ცოდნის სანდოობა. მაგრამ თუკი მას მივუერთებთ იმ ნაწილს რომელიც აკლია, მაშინ უკვე საკამათო არც აღარაფერი იქნება. რადგან ჭეშმარიტებას მტკიცებულება არ სჭირდება, ვინაიდან სამყარო ამოწმებს მას აღსრულების ფაქტებით და მათი გარდაუვალობა კი შეუძლებელია! აი, ხსენებული ნაწილიც: ქმნილებას, რომელსაც უნდა ჰქონოდა დიდი არეალის აზროვნების უნარი, საამისოდ სჭირდებოდა თავისუფალი ნებაც. რაც გულისხმობდა სამყაროში მიმდინარე პროცესთა საწინააღმდეგოდ მსვლელობის დაშვებას. რაც თავის მხრივ, აუცილებლად გამოიწვევდა მეამბოხის დამარცხებას. სწორედ ეს არის სიკვდილი. რითაც სულს ეძლევა საშუალება თავიდან მოიშოროს მისი დაღუპვის მოწადინე ნაწილი. თუმცაღა მას ამ სამყაროში ფუნქციონირება არ შეუძლია სხეულთან შეუღლების გარეშე. ამიტომაც გამოთავისუფლების შემდეგ მას ეძლევა ახალი სხეული. რომელი სხეულის უჯრედებიც წარმოშობილი იქნა შემდეგნაირად: მათი მიღება მოხდა დედამიწაზე სატანის განადგურებული სხეულის ნაწილაკების (რომელსაც ჩვენი აზროვნება მას ბაქტერიებს უწოდებს) წყალში გაღვივების შედეგად. რის შემდეგაც წარიმართა ის პროცესები, რაც დარვინმა აღწერა. მაგრამ ადამიანის შემთხვევაში ცოტა სხვაგვარად არის საქმე. რაც პირდაპირ კავშირშია მისთვის ბოძებულ თავისუფალი ნების დიდ არეალთან. რის მისაღებადაც საჭირო გახდა დედამიწაზე მიღებული უჯრედების „ხელოვნურად აწყობა“. რისი შემსრულებლებიც იყვნენ ე.წ.უცხოპლანეტელები. რასაც ადასტურებს ჩანასახის განვითარების პროცესი მანამ, სანამ ადამიანის ფორმის სახის ბავშვად ჩამოყალიბდება. როგორც გაცნობეთ, მოხდა შვიდნაირი სახეობის შექმნა იმიტომ, რომ ადამიანური კატეგორიის სული შვიდნაირი კოდის არის. ამიტომაც არის, რომ დედამიწის ბინადარ სულიერ არსებათაგან, მხოლოდ ადამიანის სულს ძალუძს კოსმოსში გაღწევა!!! ამიტომ არის მოხსენიებული ღმერთებად ჩვენი სხეულის „შემკერი“ უცხოპლანეტელები. ამიტომაც აქვთ მიცემული უფლება ღმერთის მიერ, ჩვენი ქმედებებისათვის თვალყურის დევნებისა, რომ არ ამოვატრიალოთ დედამიწა, ჩვენი უგუნური გადაწყვეტილებების შესრულების ფონზე. თუ ვინმეს ეჭვი შეგეპარებათ ამ ცნობების სიმართლეში, კარგად დაათვალიერეთ გინდ საკუთარი სხეული და გინდ ანატომიის შესწავლის დროს ჩონჩხის სახით გამოყენებული თვალსაჩინოებანი. როგორც სხეულზე, ასევე ჩონჩხზეც თვალით შეგიძლიათ დაინახოთ ის ნაკერები, რომელზრდაც ახლა გესაუბრეთ.
ახლა კი ვნახოთ წარმოდგენილი ცნობების შესახებ რა ინფორმაციას იძლევა ბიბლია და შემდეგ კი მოკლედ მიმოვიხილოთ იგი. „უფალო! როცა ამეტყველდი შესაქმის დასაბამიდან, I დღეს წარმოთქვი: „იყოს ცა და მიწა“ და აღასრულა საქმე შენმა სიტყვამ. იყო მაშინ სული და ირგვლივ წყვდიადი და დუმილი იდგა. ადამიანის ხმის ბგერა ჯერ არ იყო შენგნით. მაშინ შენ ბრძანე, რომ გამოტევებულიყო შენი საგანძურიდან ნათელი შენთა საქმეთა გამოსაჩენად.
II დღეს შექმენი ცა მყარის სული და უბრძანე მას გაეყარა და დაენაწილებინა წყლები. რათა ნაწილი მათ ზემოთ ასულიყო, ნაწილი კი ქვემოთ დარჩენილიყო.
III დღეს უბრძანე წყლებს შეგროვილიყვნენ დედამიწის მეშვიდედ ნაწილში. ექვსი ნაწილი კი დააშრე და შემოინახე, რომ აქედან აღსრულებულიყო შენს წინაშე ღვთისაგან დათესილი და ზრუნვილი მსახურება. გამოვიდა შენი სიტყვა და უმალ საქმედ იქცა. უცბად გაჩნდა უთვალავი და ყოველგვარი გემოს ნაყოფი, ფერუცვლელი და უცხო სურნელების ყვავილები; და მესამე დღეს შეიქმნა ეს ყოველივე.
IV დღეს ბრძანე, რომ შექმნილიყო მზის ბრწყინვალება, მთვარის ნათელი და ვარსკვლავთა წყობა. უბრძანე მათ ემსახურათ ადამიანისათვის, რომელიც მომავალში უნდა გამოსახულიყო.
V დღეს უბრძანე მეშვიდე ნაწილს, სადაც წყლები იყო დაგროვილი, წარმოექმნა ცხოველები, ფრინველები, თევზები და ასეც იქმნა! და წყალიც უტყვი და უსულო, ღვთის ნების მორჩილი, ქმნიდა ცხოველებს – რათა ამით გაცხადებულიყო შენი სასწაულები ხალხებისათვის. მაშინ შენ შემოინახე ორი არსება. ერთს სახელად უწოდე ჰენოქი, ხოლო მეორეს კი – ლევიათანი. გამოაცალკავე ისინი ერთურთისაგან. რადგან ვერ შესძლებდა მეშვიდე ნაწილი, სადაც წყლები იყო შეგროვილი, მათ დატევას. მიეცი ჰენოქს ერთი ნაწილი, რომელიც მესამე დღეს გაშრა, რათა ეცხოვრა იქ, სადაც 1 000 მთაა. ლევიათანს კი მიეცი მეშვიდე ნაწილი -წყლიანი; და შემოინახე იგი შთასანთქმელად მისთვის, ვისაც ინებებ და როცა ინებებ.
VI დღეს კი უბრძანე მიწას, რომ შეექმნა შენს წინაშე საქონელი, ნადირი და ქვეწარმავალნი. ამის შემდეგ კი ადამი, რომელიც დაადგინე ყოველი შენი ქმნილების წინამძღოლად; და მისგან გამოვდივართ ჩვენ ყველანი – ხალხი, რომელიც შენ აირჩიე.
ეს ყველაფერი ვთქვი შენს წინაშე უფალო! რადგან ჩვენთვის შექმენი ეს წუთისოფელი“ (III ეზრა 6-38/55).
განვმარტავ ბიბლიით გადმოცემულ ამ ცნობებს სამყაროს შექმნის შესახებ: „ამეტყველებაში“ იგულისხმება ის, რომ როგორც უკვე გაცნობეთ კიდეც, შედგენილი პროგრამა ქმედებაში მოყვანით განხორციელდა ფიზიკო-ქიმიური რეაქციები. რასაც მოჰყვა აფეთქებები. წარმოშობილი ენერგიის შედეგად, რომელსაც ბიბლია სამყაროს სულს უწოდებს, მოხდა აორთქლება. ხოლო ორთქლისა და მყარის გამოცალკავებით კი მოხდა ორთქლის კონდენცირებით მირებული ცის მყარისა და მისგან გამოცალკავებული მყარით მიწის მიღება. ხოლო რაც შეეხება ტერმინ „ამეტყველებას“ ის მიანიშნებს იმას, რომ ენერგიის ერთ-ერთი და განუყოფელი თვისებაა ხმა. ამასთანავე მინდა ყურადღება იქნეს გამახვილებული იმ ცნობაზე, რომ ბიბლია იუწყება დედამიწაზე მცენარეული საფარის შექმნას მესამე დღეს, ხოლო მზის მთვარისა და ვარსკვლავთა ისეთი წყობის შექმნას, როგორიც ამჟამად არის – მეოთხე დღეს. სამყაროს შექმნის თაობაზე ბიბლია დაბადების თავში იძლევა ზუსტად ასეთ ცნობებს და იქაც მზის, ვარსკვლვთა და მთვარის შექმნას მეოთხე დღეს იუწყება, ხოლო დედამიწაზე მცენარეთა შექმნას კი მესამე დღეს.
რას ნიშნავს ყოველივე ეს?! დედამიწაზე მცენარეული საფარის არსებობა მზის გარეშე?! ცხადია ამის დაჯერება ადამიანს გაუჭირდება! მაგრამ არც იმის გაუთვალისწინებლობა შეიძლება, რომ ბიბლიამ რო ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს, ღმერთი ამას არ დაუშვებს!!! და ჩემთვის ეს ცნობილია, თუ როგორ ხდება გონებიდან ჭეშმარიტი ცნობების გამოტანა და თუკი რაიმე სწორად ვერ იქნა გაგებული, ღმერთის საზომი უმალვე საჭირო მეთოდებს მიმართავს გონებიდან მოპოვებული ინფორმაციდან ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ასე, რომ ბიბლიის დაბადებაც და III ეზრაც სიმართლეს იტყობინებიან სამყაროს შექმნის თაობაზე. ხოლო რაც შეეხება ამ ცნობების სწორად ახსნას, მის შესაძლებლობას კი მხოლოდ ბიბლიური კოდის გამოყენება იძლევა. მოგაწოდებთ ამ მეთოდით მიღებულ ცოდნას:
ბიბლია ამ ცნობით იტყობინება იმას, რომ მატერიალური სამყაროს შექმნა მიმდინარეობდა ეტაპობრივად. რადგანაც ჩვენი აზროვნება ემყარება ჩვენს გრძნობათა ორგანოებით აღქმას და განსაკუთრებით კი გამოარჩევს თვალით ნანახს; ამიტომ ძნელია დაჯერება იმისა, რომ ეს სამყარო ადრე სხვანაირად გამოიყურებოდა. თუ როგორ?! ამის თაობზე გეტყოდით იმას, რომ მის ცოდნას ჩვენთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა. რადგან ამ ცნობის მიზანი არის ის, რომ ადამიანი მიხვდეს იმას, რომ მზის, ვარსკვლავებისა და მთვარის წარმოშობა და ასეთი კავშირ-ურთიერთობებრივი სახით მათი განლაგება, როგორადაც ისინი ამჟამად არიან, განკუთვნილია საიმისოდ, რომ მათი მეშვეობით განხორციელდეს ადამიანის ბედისწერის პროგრამის ფაქტებად აღსრულება. ხოლო რაც შეეხება ბედისწერის გეგმის შედგენას, მას ახორციელებს გონება, აზროვნებისაგან მიწოდებული ინფორმაციის ფონზე. აი ეს არის სიმართლე ამ სამყაროს დანიშნულების შესახებ ადამიანის მიმართ და ამიტომაც გამორიცხულია ის, რომ ვარსკვლავები ისეთივე სახეობისა იყონ და თანაც მათ თავიანთი სისტემები გააჩნდეთ, როგორც ეს მზის შემთხვევაშია. მაშინ ბედისწერის არსებობასაც ვერ ექნებოდა ადგილი. მაგრამ ფაქტია, რომ ბედისწერა არსებობს და თავისი არსებობით ადასტურებს იმას, რომ ეს სამყარო არც ისეთი უზარმაზარია და არც უსასრულო, როგორადაც ამის დაჯერებას მეცნიერები ირწმუნებიან. თუკი მათი თეორიები მართალია, მაშინ კეთილი ინებონ და მოგვაწოდონ იმის ცოდნა, როგორ იქმნება ბედისწერა და ადამიანის ფენომენის შესახებაც დამაჯერებელი ცოდნა წარმოადგინონ – ყოველგვარი აუხსნელი მოვლენების გარეშე.