როგორ უნდა იძლიოს შიში
ცნობიერების მიერ რაც უფრო მეტად ხდება წვდომა ღვთიურ სიბრძნეთა სიღრმეებისა, მით უფრო მატულობს გაოცება სამყაროს კანონზომიერებათა სიდიადეზე. მართლაცდა საოცრად მოწესრიგებულად არის შექმნილი ყოველივე ზუსტად ისე, როგორც ამას ბიბლია იუწყება: „ყველაფერი უფლის ნამოქმედარია, რადგან მშვენიერია ძლიერ და დროულად აღესრულება მისი ყოველი ნაბრძანები. არ ეგების თქმა: ეს რა არის? ეს რისთვისაა? რადგან ყოველივე თავის დროზე გაირკვევა“ (სიბრძნე ზირაქის 39-16).
როგორადაც შევძელი და ჩავწვდი სარკისეულ პრინციპზე აგებული მატერიალური სამყაროს მიზანმიმართულ მუშაობას; საბედნიეროდ საკმარისი აღმოჩნდა საიმისო ცოდნის შესაძენად, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ გაკეთებული იქნას შემდეგი სახის დასკვნა: თავისუფალი ნების დაშვებით ადამიანურ შემეცნებას მიცემული ექნა საიმისო უფლება, რომ თავისი პროგრამა წარმოედგინა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულების ჩანაწერად. რომელთაგან ერთი ინტუიციური პროგრამის მსგავსია და მეორე კი მისი საპირისპირო; და აღსრულებაა დაწესებული სამყაროსეული კანონისა: „შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან“ (სიბრძნე ზირაქის 33). რაც ეხება იმ ფაქტს, რომ აზროვნებას აქვს მინიჭებული თავისუფალი არჩევანის უფლება, ეს კი ცხადჰყოფს იმას, რომ ადამიანური შემეცნება არის ამ სამყაროსეული ექსპერიმენტისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკვლევი ობიექტი. ხოლო ეს კი საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაკვირვების შედეგი სრულყოფილი ვერ იქნება, თუკი საკვლევ ობიექტს მოქმედების თავისუფლება არ ექნება მიცემული. რასაც ასევე ადასტურებს ბიბლიაც: „უფალო, არ წაართვი ადამიანებს ბოროტი გული, რათა შენს რჯულს ნაყოფი გამოეღო მათში“ (III ეზრა 3-20). თუმცა თავისუფალი ნების დაშვება არ ნიშნავს იმას, რომ საკვლევ-გამოსაცდელი ობიექტი ან უყურადღებოდ იყოს მიტოვებული და ანდა მის სამოქმედო თავისუფლებასაც განუსაზღვრელი არეალი ჰქონდეს მიცემული. ამიტომაც უფლის საზომი თვით ადამიანშია სულის გონების სახით და აკონტროლებს მის ყოველ ქმედებასა და აზრს. მაგრამ ეს ცნობიერებისათვის თვალსაჩინო არ არის იმიტომ, რომ შემეცნება დაყრდნობილია გრძნობათა ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას. ხოლო ადამიანი ხედავს, მოისმენს და შეიგრძნობს ყნოსვით, შეხებითა თუ გემოთი, მხოლოდდამხოლოდ მატერიალური პროდუქტებიდან წარმოებულს.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანური შემეცნება მთლიანად არის მატერიალური სამყაროს პროდუქტი, ამიტომ მისი აღქმა ემყარება თვალთახედვით წარმოსახულს, ანდა პირადული შეგრძნებების ეფექტს. რის გამოც ხდება შეჯახება სამყაროს შესახებ აზროვნების განსჯით მიღებულ ცოდნასა და ჭეშმარიტ ცოდნას შორის. ამიტომაც კაცობრიობა მუდმივად ჭეშმარიტების ძიებაშია. აზროვნებას უჭირს დაჯერება იმისა, რისი დანახვაც მის თვალთახედვას არ ძალუძს და რის შეგრძნებასაც მისი მსახური გრძნობათა ორგანოები ვერ ახერხებენ. რატომღაც ადამიანი ვერ ფიქრობს იმას, რომ ეს სამყარო მისი აღქმის საზომებით არ არის დაკომპლექტებული. სინამდვილე კი ასეთია: რომ ადამიანის თვალთახედვისათვის ხილული მხარე მხოლოდ მცირე ნაწილი არის ამ სამყაროსი. რომელიც შერწყმულია და გამთლიანებული იმ უხილავ მხარესთან, რომელსაც ადამიანური შემეცნება „პარალელურ სამყაროდ“ მოიხსენიებს და მკვეთრად გამიჯნავს ერთმანეთისაგან. რაც სინამდვილეში სრულებითაც არ არის ასე და ეს უხილავი სამყაროები თანმხლებია და განმსაზღვრელი ამ სამყაროს იმ მხარისა, რაც ჩვენი თვალთახედვისათვის ხილულია. უფრო მეტიც: მათ გარეშე ვერ იარსებებს სწორედ ის ხილული მხარე, რომელიც ადამიანებს მთლიანი სამყარო მხოლოდ ის ჰგონიათ. ხოლო რაოდენ დაუჯერებელი ან გამაოგნებელიც უნდა იყოს, ჭეშმარიტება ასეთია: ადამიანის თვალთახედვისათვის ხილული მხარე წარმოადგენს სამყაროს მხოლოდ 1/10 ნაწილს; ხოლო დანარჩენი 9/10 კი ის უხილავი ნაწილი არის, რომელთაც პარალელურ სამყაროებსა და სხვა განზომილებებს უწოდებენ ადამიანები.
წარმოდგენილ საკითხთან მიმართებით თუ ვინმეს დააინტერესებს ის, თუ საიდან მომაქვს ის ცნობები რომელთაც გაწვდით, გიპასუხებთ: „რომ ღმერთმა ადამიანი თავის მსგავს არსებად შექმნა“ (დაბადება 1-26). რას ნიშნავს ეს კანონი?! ცხადია იმას, რომ ღმერთი მხოლოდ კეთილის მოქმედია და ამიტომაც თუკი ადამიანი იქნება მის მიერ დაწესებული კანონების დამცველი, მაშინ მასში სულიწმიდა იფუნქციონირებს და მისი გრძნობებიც კეთილნი იქნებიან. რის საფუძველზეც მასში ამოქმედდება ის მეექვსე გრძნობა, რომელსაც ინტუიციას უწოდებს შემეცნება და ის კი იმ მეშვიდე გრძნობასაც გააქტიურებს, რომელიც რწმენის ჭეშმარიტობის მაჩვენებელია. ხოლო მისი ამაღლებით კი აზროვნებას ეძლევა უფლება გონებიდან იმ ცოდნის გამოტანისა, რომელიც ჭეშმარიტია და რომელიც აქამდე უმოქმედოდ ყოფილა იმიტომ, რომ ადამიანური აზროვნება ვერ სწვდებოდა მას. სწორედ ამ ცოდნის გაცხადების თაობაზე იუწყება ბიბლია ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, რომ „როგორც კი აღიბეჭდება წუთისოფელი განსვლად გამზადებული; გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანიო“ (III ეზრა 6-18/28). როგორც ხედავთ ეს დაწერილი უკვე სრულდება. რაც მოწმობს იმას, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა ბოლო ჟამის პერიოდშია და ამიტომ ნაყოფთა მიღებასაც დაუდგა თავისი დრო.
გონებაში მყოფი ჭეშმარიტება კი კანონთა ისეთი წყობაა, რომელიც ყოველ საკითხს სათავისოდ ერთადერთი უდგინდება. მაგრამ ამ წყობის შეცნობის შემდეგ აზროვნებას სჭირდება მისით არსებული რეალობის განსჯა და ეს კი სათანადოდ იმ ცოდნის ფლობის საჭიროებასაც მოითხოვს, რომელიც ადამიანებმა პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შეიძინეს და დააგროვეს. ცხადია ასეა და სწორედ ამ ორი კატეგორიის შერწყმის შედეგად ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულით ბევრი ისეთი მოვლენის ახსნა შევძელი, რომელნიც აუხსნელ მოვლენათა კატეგორიას იყვნენ მიკუთვნებული. ახლა კი მინდა ერთ-ერთი მათგანის შესახებ ვისაუბრო და განვმარტო ის, თუ რა იწვევს ბედნიერ და უბედურ დღეთა დადგომას. რის ახსნასაც წარმოვადგენ ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებით:
1) „რატომ სჯობს ერთი დღე მეორეს, თუ ყოველი დღის ნათელი წელიწადში მზისგანაა? უფლის სიბრძნით განიყვნენ ისინი. მან განასხვავა არენა და დღესასწაულნი. მათგან ზოგნი აამაღლა და წმიდაჰყო, ზოგნი კი სადაგ დღეთა რიცხვს მიაკუთვნა“ (სიბრძნე ზირაქის 33).
2) „უფალმა შექმნა სამყარო თავისი ძალით. სიბრძნით დააფუძნა დედამიწა და გონებით განამტკიცა ცა“ (იერემია 10-12).
3) „სამყაროც მართალთა შემწეა, რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს გემსახურება; ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად. სტიქიებიც კი გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. ამას შეატყობს კაცი, თუკი საფუძვლიანად დაუკვირდება რიტმს იცვლიან, მაგრამ თავად არასოდეს იცვლებიან. ამას შეიტყობს კაცი, თუ საფუძვლიანად დაუკვირდება მოვლენებს“ (სიბრძნე სოლომონის16-17/24. 19-18).
4) „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილი, ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20).
5) „მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი, შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპად. საჭიროებისამებრ მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ უფლის სიტყვა. სიკვდილი და სისხლის ღვრა, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი; ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 39. 40)
6) „უფალო, მთელი სამყარო შენს წინაშე მხოლოდ რხევაა სასწორის პინებისა და წვეთია დილის ცვარისა დედამიწაზე რომ იფრქვევა. თავად სამართლიანი, სამართლიანად განაგებ ყველაფერს. რადგან შენი ძლიერებისათვის უცხოდ მიგაჩნია დასაჯო, ვინც სასჯელს არ იმსახურებს. ვინაიდან შენი ძალა სამართლიანობის დასაბამია და ყოვლის მბრძანებლობა, ყოვლის მიმტევებლად გაქცევს“ (სიბრძნე სოლომონის 11-22. 12-15,16).
7) „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს“ (იგავები 12-21).
8) „ღმერთს ურჯულოება არავისთვის დაუდგენია წესად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა“ (ზირაქი 15-19,20). „უფალმა ადამიანი პატიოსნობისათვის შექმნა. მაგრამ მათ წამოიწყეს ბევრი ხრიკები“ (ეკლესიასტე 7-29). „ადამიანთათვის არ შექმნილა ამპარტავნება და არც გულისწყრომა ქალთა ნაშობთათვის“ (ზირაქი 10-18).
9) „ადამიანს ცუდი რამ თუ ემართება, საკუთარი უკეთური საქმეების გამო და თავისი დიდი ცოდვებისათვის ემართება“ (II ეზრა 8-83).
10) „ვინც სცოდავს უფლის წინაშე, დაე ის ჩავარდეს მკურნალის ხელში“ (სიბრძნე ზირაქის 38).
11) „ყოველი ადამიანი მიწიერია, რადგან მიწის მტვრისაგან შეიქმნა მისი სხეული. მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაჰყო ისინი და განასხვავა მათი გზები. მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა. სხვანი კი დაწყევლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან. როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ვის ნებაზეცაა დამოკიდებული მისი ყველა გზა; ასევე ადამიანებიც მათი შემოქმედის ხელში არიან და ისიც მიაგებს მათ თავისი განგების მიხედვით“ (სიბრძნე ზირაქის 33).
12) „განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს, რატომ შემქმენი ასე?! ნუთუ მეკეცეს უფლება არა აქვს თიხაზე, რომ თავისი მოზელილი თიხიდან ზოგი საპატიო ჭურჭელი გააკეთოს და ზოგიც უპატიო?!“ (რომაელთა 9-20,21).
აქ წარმოდგენილი ბიბლიური კოდის წესით დაწყობილი 12 კანონი ბედისწერაში განსაზღვრავს იმას, თუ ვის როგორი დღე უნდა გაუთენდეს. გავაკეთებ ახსნა-განმარტებას ამ წყობის აღსრულების თაობაზე:
დავიწყებ იმით, რომ ეს მატერიალური სამყარო ქმნილებაა; რომელიც შემქმნელის მიერ დადგენილი კანონების აღსრულებით ფუნქციონირებს ისე მოწესრიგებულად, რომ არცერთი ნიუანსი არ სრულდება კანონის აღსრულების გარეშე!!! სამყაროს შემქმნელი ღმერთია და ფიზიკურად ის არ იმყოფება მასში იმიტომ,რომ ის მისი ხელით შექმნილი ნაკეთობაა. ყოველივე ეს კი ამტკიცებს იმას, რომ ამ სამყაროში არსებული ყოველივე ღმერთის ძალას ემორჩილება და მის მიერ დადგენილი კანონებით განსჯას ექვემდებარება!!! რაც შეეხება ადამიანის ბედისწერას, მასში ჩართულია მთელი სამყარო და ამის მამტკიცებელი კი ის მოვლენებია, რომელიც დედამიწურ გარემოში ვლინდებიან დღეების განმავლობაში მიმდინარე პროცესების სხვადასხვაობათა სახით. რომელთა შექმნაშიც სამყაროს ჩართულობის გავლენაც მართალია ადამიანური ცნობიერებისათვის უცნობი ცოდნა არ არის, მაგრამ უცნობია ის პრინციპი, თუ რის ნიადაგზე ხდება ამ განსხვავებათა შედგენა. სწორედ ამ ცოდნას გთავაზობთ ახლა, რომელიც ჭეშმარიტია იმიტომ, რომ მოპოვებულია ბიბლიური კოდის მეთოდის გამოყენებით. წარმოდგენილი ცოდნის საფუძველზე კი თუკი თქვენს მიერ განვლილ ცხოვრებას გადახედავთ და გულში დაფარულს შეადარებთ მას, არ გაგიჭირდებათ მისი ჭეშმარიტობის დანახვა.
მაშასადამე განვაგრძობ და მოგახსენებთ იმას, რომ ადამიანიც ღმერთმა შექმნა და ეს სამყაროც. გამომდინარე ადამიანის აგებულებიდან, ღმერთმა მას საარსებო ადგილად დედამიწური გარემო მოუწესრიგა და ამასთანავე გონებაში ჩაუწერა ის კანონები, რომელთა დაცვითაც ისინი შესძლებდნენ უსაფრთხოთ და ბედნიერად ცხოვრებას. რაც შეეხება სამყაროს ფუნქციონირების პრინციპს, ის მსგავსების პრინციპს ემყარება. რაც ნიშნავს იმას, რომ ფუნქციონირების მოტივი მსგავსია და განსხვავება კი მხოლოდ მასშტაბურ სიდიდეებშია. ვინაიდან და რადგანაც ადამიანის შემეცნება გაგებას სიტყვიერად აღქმის საშუალებით ახერხებს. ამიტომაც მისახვედრია ის, რომ გონება, რომელიც სულთან ერთად ეძლევა ყოველ ადამიანს და არის სასიცოცხლო პროგრამის მომცველი, დაფუძნებულია სიტყვის ძალაზე. რას ნიშნავს ეს?! ეს რომ კარგად გასაგებად აიხსნას, ამიტომ გავაკეთებ სიტყვის ანალიზს. როგორც ცნობილია სიტყვა ბგერებისაგან შედგება. ხოლო თუ რას წარმოადგენს ბგერა, ამისათვის საჭიროა ხმის განმარტების მოშველიება. იგი კი არის ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი ელექტრულ ენერგიად წარმოქმნილი ტალღა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. მაშასადამე ბგერებისგან შედგენილი სიტყვა არის ენერგიისა და ხმის მომცველი. ხოლო ენერგიის არსებობა კი თავისთავად მოქმედების აუცილებლობას ნიშნავს.
ახლა კი ადამიანური ფენომენი განვიხილოთ სიტყვების გაგების მექანიზმის ფონზე. ანუ იმის თქმა მინდა, თუ როგორ ხდება ცნობიერების მიერ აღქმა თვალით დანახულისა, ყურით მოსმენილისა, ყნოსვით, გემოვნებითა თუ შეხებით შეგრძნობილისა. ცნობილია, რომ ეს ხდება შემდეგი სიტყვების მეშვეობით: ფერების გამომსახველი, სილამაზის, ზომა-წონის, ტემპერატურის განმსაზღვრელი, გემოს, სუნის და მსგავსი მდგომარეობების აღწერითი სიტყვებით. რომელ სიტყვათა გაგებისას ადამიანი ხვდება იმას, თუ რაზეა საუბარი. მაგრამ რაც შეეხება გაგებას, ეს კი იმიტომ ხდება, რომ ყოველივე ამის საფუძველი გონებაშია ჩადებული; ოღონდ კანონთა სახით და ორგანიზმში კი გონების ხმად განივრცობა. რომელსაც ჩვენ შინაგან ხმას ვუწოდებთ და რაც ენერგიული სახით გრძნობებს წარმოადგენს. ხოლო რაც შეეხება შეცნობის უნარს ანუ ნიჭს, ის კი გააქტიურებულ კანონთა კომბინაციის რაოდენობაა. რომელიც სათავისო წყობა აქვს ყოველ სახეობას, მოიცავს 12 თანამიმდევრობას და მას ბიბლიური კოდი ჰქვია – რადგანაც ბიბლიის სიბრძნეებია ის კანონები, რომელიც ყოველ ადამიანს აქვს დაფიქსირებული გონებაში. მოგიყვანთ ბიბლიიდან იმ კანონებს, რომლებიც ადასტურებენ იმ ცოდნას, რომელიც ახლა წარმოგიდგინეთ:
„როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა. გონება განაგებს არა საკუთარ ვნებებს, არამედ მხოლოდ ხორციელთ. კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს სურვილი, მაგრამ გონებას ძალუძს სურვილისადმი დაუმორჩილებლობის უნარის მონიჭება. კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს სულიდან მრისხანება. მაგრამ მრისხანებაში შემწედ შეუძლია მოიხმოს გონება. კაცს არ შეუძლია ამოიკვეთოს მავნე ჩვევა, მაგრამ გონებას თანამებრძოლად შეუძლია მოვლენა მავნე ზნისადმი ქედუხრელობა. გონება ვნებათა აღმომფხვრელი კი არ არის, არამედ მათი წინააღმდგომია“ (IV მაკაბელთა 2-21/23. 3-1/5). „სხვადასხვანაირია ნიჭი, მაგრამ სული ერთია. მსახურებანიც სხვადასხვანაირია, მაგრამ უფალი კი ერთია. მოქმედებანიც სხვადასხვანაირია, ხოლო ღმერთი ერთია; რომელიც ამოქმედებს ყველას ყველაში. მაგრამ თითოეულს ეძლევა სულის გამოვლინება სასიკეთოდ. ვინაიდან ერთს სულის მიერ ეძლევა სიბრძნის სიტყვა; მეორეს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; ზოგს – რწმენა იმავე სულით და ზოგსაც – განკურნებათა ნიჭი იმავე სულით; ზოგს – სასწაულთმოქმედება; ზოგს – წინასწარმეტყველება; ზოგს – სულების გარჩევა; ზოგს – სხვადასხვა ენები; ზოგს – ენების განმარტება. ხოლო ყოველივე ამას აკეთებს ერთიდაიგივე სული, რომელიც თითოეულს საკუთრივ უნაწილებს, როგორც ნებავს“ (I კორინთელთა 12-4/11).
ახლა კი იმ მსგავსების განხილვაზე გადავიდეთ, რომელიც არსებობს ადამიანურ ფენომენსა და ამ სამყაროს ფუნქციონირების პრინციპს შორის. როგორადაც ბიბლია იუწყება სიტყვის შესახებ: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა რაც კი შექმნილა. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი“ (იოანე 1-1/4). ეს კანონი მკაფიოდ აფიქსირებს სიტყვის როლს. კერძოდ რას ნიშნავს მისი საწყისობა?! ნიშნავს იმას, რომ ფაქტის წარმოქმნა ხდება, მის წარმოსაშობად შესაბამო სიტყვათა წყობის 144 000-ჯერ გამეორებით. თუმცა შესაბამი სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა უმეტეს წილად არ შეესაბამება ცნობიერების მიერ სათანადოდ ჩათვლილ მნიშვნელობას. რადგან გონებისა და აზროვნების ენა არ ემთხვევა ერთმანეთს.
მინდა ყურადღება გავამახვილო იმ კანონზე, რომელიც იტყობინება ადამიანთა ცხოვრების ცვალებადობას დროსთან მიმართებაში. გარდა ამისა კიდევ რის ცვალებადობას აქვს ადგილი დროსთან მიმართებით? ცხადია ამინდისას! ხოლო ყოველივე ეს კი ბედისწერის გამომსახველი კადრებია და თუ როგორ, მის ახსნა-განმარტებასაც ახლავე წარმოვადგენ. კვლავ შევეხები ხსენებულ კანონს და განვიხილავ იმ ნაწილს, რომლითაც არის ცნობა, რომ ღმერთის სიბრძნით გამრავალფეროვანდა დღეები. ეს ცნობა ნიშნავს იმას, რომ დედამიწური გარემოს კლიმატი ზუსტად ისევე ფუნქციონირებს, როგორც ჩვენს ორგანიზმში გრძნობების მღელვარება. მსგავსების პრინციპის მააარსებელ მიზიდულობის ძალიდან გამომდინარე კი მათ შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია. რის შესაცნობადაც მოვიშველიებ კანონის იმ ნაწილს, რომელიც გონების ფუნქციონირებას ასახავს. იქ არის ასეთი ცნობა, რომ უფალი ამბობს: „მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას“ (იერემია 31-33). ხოლო მისი კანონების დაცვით კი არის შესაძლებელი სამართლიანი მართვა სამეფოსი, რომელიც ორგანიზმია. თუმცა არა მხოლოდ ის იგულისხმება სამეფოში, არამედ ქვეყანაც და დედამიწური გარემოც!!! რისთვისაც ღმერთმა „უბოძა კიდეც ხელმწიფების უფლება დედამიწაზე“ ( სიბრძნე ზირაქის 16-17).
ყველაფერი რომ კარგად გაგებული იყოს, ამიტომ საჭიროა სათანადო ანალიზის გაკეთება. რისთვისაც განვიხილავ იმას, თუ რა ცნობებია ბიბლიაში ღმერთის შესახებ. „ღმერთის სამყოფელი ზეცაშია“ (III მაკაბელთა 2-15), იუწყება ბიბლია. თუმცა ამასთანავე იმასაც ამბობს, რომ ღმერთი სულია (იოანე 4-24) და „ცათა სასუფეველი კი ადამიანშია“ (ლუკა 17-20,21). რას ნიშნავს ყოველივე ეს?! ცხადია იმას, რომ ბიბლიური ტერმინი „ცა“ აღნიშნავს როგორც ცა მყარს, ასევე ტვინსა და გონებასაც. რაც იმის მიხვედრის საშუალებას იძლევა, რომ ეს სამყარო იმართება იმ კატეგორიის ძალით, რომლის ნაწილიც სიყვარულის ძალაა. რომელიც იგივე სულისა და სხეულის მაკავშირებელი სასიცოცხლო ძალაა და მის შენარჩუნებას ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში შესძლებს, თუკი იქნება გონებაში ჩადებული კანონთა გააქტიურებით მცხოვრები.
ახლა კი ვნახოთ თუ რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი არღვევს ამ კანონებს და მას ცოდვების ჩადენა ჰქვია. მასზე ასეთი ცნობაა ბიბლიაში: „რადგან არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ამიტომაც ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას (ანუ 666-ს) დაუწესებლის საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით. სავსენი შურით, შუღლით, ვერაგობით, მკვლელობით, უზნეობითა და მაბეზღარობით. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგანმზრახველნი, მშობლების ურჩნი. უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარელნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მოქმედნი სიკვდილს იმსახურებენ. მაგრამ არა მარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ“ (რომაელთა 1-28/32). რაც შეეხება ღმერთის ცოდნით არ ჰყოლას – ეს იმ ცოდნაზე უარის თქმაა, რომელზეც ახლა გესაუბრებით. რის გამოც ადამიანთაგან ვერ არის შეცნობილი სინამდვილეში რა არის ჭეშმარიტად სწორი და რა არა. ამიტომაც შესაძლებელია მათში წარმოშობა ისეთი გრძნობისა, რომელიც სიყვარულის გრძნობათა საპირისპიროა და ღმერთს ისინი ადამიანისათვის არ შეუქმნია. ასეთი გრძნობის თვისებების მოქმედებით კი გონების თანდათან ჩაკეტვა ხდება და ამიტომაც ვეღარ ხერხდება სულის ბრუნვის ნორმალურად ფუნქციონირება. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ მიმდინარეობს სულის დაცემის პროცესი. მიმდინარე ამ პროცესის შედეგად კი ხდება სიყვარულის გრძნობის გაქრობა და მის ნაცვლად ეგოიზმის წარმოშობა. ხოლო როცა ეგოიზმი სიძულვილის დონეზე მიდის, ასეთი გრძნობის მფლობელ პიროვნებას ესმება „666 ნიშანი“ (გამოცხადება 13-18).
რაც შეეხება სიყვარულის გრძნობის ეგოიზმში გადასვლის საფუძველს, მას შიში ჰქვია. ვნახოთ როგორ განმარტავს ბიბლია მას: „საკუთარი გონების მოწმობით დასჯილი ბოროტება მხდალია და სინდისის ქეჯნილნი მუდამ საშინელებებს წარმოიდგენენ. შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ. რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი სჩანს ტანჯვის მიზეზი“ (სიბრძნე სოლომონის 17-10/12). ხოლო გონება კი შემწეობაზე მაშინ ამბობს უარს, როცა მას ვერ სწვდება აზროვნება; და ვერ სწვდება ცოდვების ჩადენის გამო. ე.ი. შიში არის ის შემაკავებელი, რომელიც ადამიანის გულის სიღრმეშია ჩათესილი და მისი აღმოფხვრის გარეშე გონება ვერ გაიხსნება. რადგანაც „მხოლოდ ბრძენი და მამაცი ადამიანია ვნებათა უფალი“ (IV მაკაბელთა 7-23).
ახლა რაც შეეხება თანამედროვე დროს და იმ ცოდნის როლს, რომელსაც გაწვდით. საკაცობრიო მიმდინარეობა რომ ადამიანის შემეცნების განსავითარებლად არის შექმნილი, ამის მიხვედრის საშუალებას თვით საკაცობრიო ისტორიის აღმწერი ფაქტებიც იძლევა. ხოლო როგორც უკვე ცნობილი ცოდნაა, გრძნობები პირდაპირ კავშირშია ნიჭების განვითარებასთან, თუნდ იქედან გამომდინარეც, რომ გრძნობებსა და ნიჭებზეც აზროვნება უფლობს. ამიტომაც სიყვარულის გრძნობის მახასიათებელი თვისებები ხელს უწყობენ კეთილი ნიჭების განვითარებას, მაგრამ ეგოიზმისა კი – ბოროტისას. საკაცობრიო მიმდინარეობის ევოლუციური მსვლელობის დანიშნულება კი გრძნობათა გაზრდა იყო ქმედებებით გამყარების ფონზე, რასაც გენი ჰქვია და მემკვიდრული სახით გადაეცემა მემკვიდრეს. ამჟამინდელ დროს იმიტომ ეწოდება საკაცობრიო პერიოდის ბოლო ჟამი, რომ ასეთი სახით გაზრდილი გრძნობები მივიდა იმ დონემდე, ადამიანური შემადგენლობისათვის განსაზღვრული რომ იყო. ამიტომაც ადგილი აქვს ნაყოფის მიღების პროცესს, რომელსაც ბიბლია მკას ადარებს და ამბობს, რომ „ნაყოფი შეგროვდება და სარეველა კი ცეცხლში დაიწვებაო“ (მათე 13-30). ამ პროცესზე კიდევ არის ის ცნობაც, რომ „სარეველათა“ რაოდენობა მსოფლიოს მოსახლეობის 2/3 იქნებოდა; თანახმად კანონისა: „2/3 დაიღუპება“ (ზაქარია წინასწარმეტყველი 13-8). ხოლო ყოველივე ამ პროცესების მიმდინარეობის განმსაზღვრელ კანონს კი „არმაგედონი“ ჰქვია.
ვინაიდან და რადგანაც სამყარო უკვე ამ დროშია, ამიტომ მინდა მოკლე და კონკრეტული ახსნა გავაკეთო იმ შემთხვევებისა, რომელიც უკვე ყოველდღიურად ხდება და იწირავს უამრავ ადამიანს. რაც შეეხება იმ კატეგორიას, რომელიც მხეცის ნიშნის მქონენია, მათ უკვე უსრულდებათ ის რიცხვი, რომელიც ბოროტების ჩადენის ზღვრად არის დაწესებული და მასზე გადასვლით სიკვდილს იმკის ადამიანი. მაგრამ დანარჩენი ადამიანების შველა კი შესაძლებელია. სარომლისოდაც ერთადერთი გზა არსებობს მხოლოდ და იგი შიშის გრძნობიდან გათავისუფლებაა. ვინაიდან სწორედ ის არის შემაკავებელი რწმენის ჭეშმარიტების მაჩვენებლის, ანუ მეშვიდე გრძნობის გააქტიურებისა. ხოლო შიშის დაძლევისათვის მიღწევა კი მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის ფლობის საფუძველზე არის შესაძლებელი.
ახლა კი იმასაც მოგახსენებთ, თუ რატომ მოხდება ის, რომ ჭეშმარიტი ცოდნის მიღებას საყოველთაო ხასიათი მიეცემა და თანაც ამის განხორციელებაც უმოკლეს დროში შესრულდება. საქმე თუ რაში მდგომარეობს ეს რომ ავხსნა, ამისათვის ჯერ იმას განვიხილავ თუ რა ემართება ადამიანს, რომელიც ღმერთის მიერ მისთვის მიზომილი ადგილიდან განიდევნება; და ეს შემდეგია: თავისუფლების შეზღუდვა, ჯანმრთელობის შერყევა, ოჯახური და საზოგადოებრივ საქმიანობაში პრობლემების გაჩენა და ამასთანავე მატერიალური სიდუხჭირეც. თუმცა სარკის პრინციპზე დაფუძნებული სამყაროს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით ისე სჩანს, რომ ბოროტეულნი სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობენ და მათთან შედარებით ბევრად კეთილები კი – გაჭირვებაში. ცხადია ამას აქვს თავისი ახსნა და აქ მოკლედ გეტყვით იმას, რომ ისინი ცოდვის შვილებად შეფასებული კატეგორია არის და მათი არსებობაც და მდგომარეობაც კეთილთა ჩადენილ ცოდვებზეა დამყარებული – მათი დასჯის საფასურად. ახლა იმაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება, თუ როგორია ადამიანური სულის როლი დედამიწური გარემოს იმ სტანდარტული დონის შენარჩუნებაში, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული ამინდის ცვლილების იმ დონეზე გაზრდა, რომელიც კლიმატურ კატაკლიზმებამდე აღწევს. ამჟამად ხომ სწორედ იმ სიტუაციაშია დედამიწა, როცა კლიმატის ცვალებადობა მართლაც კატაკლიზმურ დონეზე სრულდება და გამოწვეულია დედამიწის პოლუსთა გადახრით. მაგრამ პოლუსთა გადახრა რამ გამოიწვია, ამაზე კი მეცნიერებას არა აქვს პასუხი. მაგრამ აქვს ბიბლიას და ის ასეთია: „წარღვნა ცოდვათა სიმრავლის გამო მოხდა“ (ზირაქი 40). წარმოდგენილი კანონის ახსნა კი შემდეგია: დაცემული სულების სიმრავლის გამო, დედამიწას დიდი ძალისხმევით უხდება მისთვის განკუთვნილ ადგილზე ყოფნის შენარჩუნება. რომელ პროცესსაც თავისთავად თან ახლავს რყევები და ამიტომაც ვლინდება პოლუსთა ცვლილება.
როგორადაც უკვე მოგახსენეთ მსგავსობის პრინციპი სამყაროს კანონზმიერებათა ერთ-ერთი ნიშანთაგანია; თანახმად კანონისა: „ყველა და ყველაფერი თავის მსგავსისაკენ მიისწრაფვის“ (ზირაქი 13-16). სადაც „მიისწრაფვის“ მცნებაში იგულისხმება მიზიდულობის კანონი. ამიტომაც ადამიანისათვის სასიცოცხლოდ დაწესებული დრო, რომელიც წარღვნამდელი პერიოდის შემდეგ „120 წლით განისაზღვრა“ (დაბადება 6-3) – თითოეული პიროვნებისათვის მოიცავს ინდივიდუალური გენეტიკური კოდის მიხედვით ცოდვათა კატეგორიებისათვის ზღვრების დადგენას. რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც კი პიროვნება ამ ზღვარს გადააბიჯებს, ბედისწერის კანონმდებლობას მისთვის უკვე გამოაქვს სიცოცხლის შეწყვეტის დადგენილება. ამასთანავე ღვთის წყალობის ჯილდოა დაწესებული იმ ზღვარის შევსებისას, რომელიც ასევე ინდივიდუალური გენეტიკური კოდის შესაბამისად აქვს დადგენილი თითოეულ პიროვნებას, კანონთა აღსრულების კატეგორიათა მიხედვით.
ახლა კი გთხოვთ ძალიან ყურადღებით წაიკითხოთ ის, რასაც ახლა გაცნობებთ. წარმოდგენილი ცოდნიდან გამომდინარე ალბათ უკვე მისახვედრია ის, თუ რა იწვევს ბედისწერაში ბედნიერ და უბედურ დღეთა დადგომას პიროვნებისათვის. მაგრამ ახლა აქ უნდა მოგახსენოთ ამჟამინდელი პერიოდის კანონზომიერების შესახებ, რომელსაც „არმაგედონი“ ჰქვია და როგორც ამას ბიბლია იუწყება, ნიშნავს: „ჩადენილ ერთნაირი კატეგორიის ცოდვათა ზღვრის ავსების გამო, მათი ჩამდენთა შეგროვების ადგილს საიმისოდ, რომ იქ მოხდეს აღსრულება“ (გამოცხადება 16-16). ვინაიდან კაცობრიობა უკვე გენეტიკურ საუკუნეთა იმ ბოლო ჟამის პერიოდშია, რომელიც ადამიანური ფენომენის შესაძლებლობისათვის დადგენილ გრძნობათა ზრდასრულობისათვის იქნა გათვლილი. ხოლო გრძნობათა ზრდა კი ვიცით, რომ კანონთა აღსრულება-არ აღსრულების შედეგად ხორციელდებოდა. ამიტომ ცოდვის ზღვარს მიღწეულთა რაოდენობრივი სიმრავლის გამო, ადგილი აქვს განაჩენის აღსრულებისათვის გათვლილ საზომთა კატეგორიების მაღალი მასშტაბური ზომით გამოყენებას. რომელიც ვლინდება სხვადასხვა ფორმის კატასტროფულ მოვლენათა სახით. რისი აღსრულებაც გარდაუვალია საიმისოდ, რომ კაცობრიობამ არსებობა გააგრძელოს და მიღწეული იქნას იმ მიზანს, რისთვისაც ადამიანთა მოდგმის შექმნა გახდა საჭირო.
ყოველივე ზემო თქმულს კი მინდა ეს ცნობაც დავურთო: ცოდნას, რომელსაც ვაცხადებ, აქამდე ტაბუ ჰქონდა დადებული. იგი ვრცელია და ამიტომ საკმაოდ ძნელია მისი მოკლედ წარმოდგენა საყოველთაოდ გასაგებ დონეზე და თანაც იმ დროს, როცა ადამიანთა ცნობიერება ცრუ ინფორმაციით არის მოწამლული. არ ვიცი რამდენად შევძელი იმ ნამდვილი მიზეზის მოკლედ გადმოცემა, რაც ამჟამინდელ ყოფას იწვევს. მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ უკვე ვეღარავინ დარჩება ამქვეყნად, არათუ ჭეშმარიტი ცოდნის შეცნობის გარეშე, არამედ მისი კანონების აღსრულებაზე უარის მთქმელიც!!!