გაზიარება

როგორ უნდა დაიძლიოს უსამართლობა

ღმერთის მიერ სამართლიანობაზე დამყარებულ წუთისოფელში ადამიანებმა უსამართლობა რომ დაიმკვიდრეს ცხოვრების წესად, ეს არავისთვის უცნობი რამ არ არის. მაგრამ საკითხავი ის არის, რატომ ან როგორ მოხდა ეს? ამასთანავე არც იმის აღუნიშნაობა იქნება, რომ მიუხედავად ამდენი უსამართლობისა რაც ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში ხდება, საბოლოოდ მაინც სამართლიანი მსჯავრი მიეგება ყოველივეს. თუმცა უსამართლობით მიყენებული ჭრილობები, თავის ნაწიბურებს მაინც ტოვებენ ადამიანთა გულებში.

ჯერ პირველ რიგში ვუპასუხებ ასეთ კითხვას: შესაძლებელია კი უსამართლობის აღმოფხვრა ადამიანთა ცხოვრებაში და მის ნაცვლად სამართლიანი განმგებლობით ცხოვრება ყველასათვის და ყველას მიერ? ხოლო რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ვინმესათვის, პასუხი ასეთია: დიახ, ეს ნამდვილად შესაძლებელია! მაგრამ თუ როგორ, ამას კი სათანადო ცოდნა და მისი შესრულებით მიღებული პირობები სჭირდება და სწორედ მის თაობაზე ვისაუბრებ ახლა. რამეთუ ეს ცოდნა აქამდე დაფარული იყო.

როგორც ბიბლია იუწყება: „ღმერთმა შექმნა ადამიანი საიმისოდ, რომ პატიოსანი ყოფილიყო. მაგრამ მათ წამოიწყეს ბევრი ხრიკები“ (ეკლესიასტე 7-29). ხოლო იმისათვის, რომ დაბადებით უცოდველი ბავშვი ისეთ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, საკუთარი ცხოვრება რომ სამართლიანობით წარმართოს, ამისათვის ის უნდა იყოს ღმერთის მიერ დაწესებული კანონების საქმით დამცველი. რომელთა დაცვაც არავისათვის არ წარმოადგენს არანაირ სირთულეს. ვინაიდან „ადამიანთა ბუნებას უთანაგრძნო მათმა შემქმნელმა, როცა ამ კანონებს მათთვის ქმნიდა“ (IV მაკაბელთა 5-25). მაგრამ როგორც ცნობილია, ამ კანონთა დაცვით ცხოვრებაზე ადამიანებმა უარი თქვეს და ამიტომაც მოხდა ის, რომ მათ ცხოვრება მოუწიათ უსამართლობის ბატონობის ეპოქებში. რასაც ბიბლია ასე აცხადებს: „რომ მიეცა მხეცს ხელმწიფება სამოქმედოთ 42 თვე“ (გამოცხადება 13-5). როგორადაც კანონიდან სჩანს, უსამართლობის ბატონობა ღმერთის მიერ დაშვებული ყოფილა განსაზღვრული ვადით და არა საკაცობრიო ცხოვრების მთელი პერიოდის მანძილზე. ხოლო თუ რატომ მოხდა ყოველივე ეს ასე, ავხსნი მას.

ხსენებული ინფორმაცია ნიშნავს იმას, რომ ამ სამყაროში მოქმედებს კანონი: „ყოველივეს თავისი დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლესიასტე 3-1). ვინაიდან ეს სამყარო კანონზომიერულად განიგება, ეს თავისთავად გულისხმობს მოწესრიგებულობას. ხოლო რაც შეეხება კითხვას: რა იწვევს უსამართლობის დროებით დაშვებას წუთისოფელში მაშინ, როცა მთელი სამყარო სამართლიანობით განიგება? მასზე ზოგადი პასუხი ასეთია: ადამიანთათვის მიცემული თავისუფალი ნების კანონის მოქმედება და თუკი მას დავაკონკრეტებთ, მისი ახსნაც ასეთი იქნება:

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ღმერთის საზომით ადამიანთა შორის არსებობს მხოლოდ ამგვარი სახის სხვაობა: კეთილნი და ბოროტეულნი. დანარჩენი სახის სხვაობებს კი მხოლოდ ადამიანები სცნობენ და ღმერთი კი არა. რაც იმიტომ ხდება, რომ ადამიანად ყოფნა იმას ნიშნავს, რომ მასში ღმერთი არსებობს სულიწმიდის ძალით ფუნქციონირებადი სულის სახით. მაგრამ რადგანაც ძალის წარმოებას სათანადო პირობები სჭირდება, ამიტომ მის უზრუნველსაყოფად სხეული აქვს მიცემული ადამიანს. ხოლო ვინაიდან ძალას მიმართულება გააჩნია, ამიტომ მართვას საჭიროებს და სწორედ საამისო ფუნქციის მომცველია ადამიანისათვის მიცემული აზროვნების უნარი. მართვის უნარმინიჭებულობა კი თავისუფალი ნების მქონეობას საჭიროებს და ასეთი უფლებაც აქვს მიცემული მას კიდეც.

მაშასადამე ადამიანური აზროვნება აღჭურვილია თავისუფალი ნების უფლებით და მას როგორადაც სურს, ისე გამოიყენებს მას. მაგრამ ამ გამოყენებას კი თავისი შედეგები აქვს და სწორედ მასზე უნდა მოგახსენოთ ახლა.

საყოველთაოდ ცნობილია ის, რომ ნებისმიერი ძალის ფუნქციონირებას სათანადო პროგრამა სჭირდება. რისი შემსრულებელიც მწარმოებელია. ასევე ხდება სულიწმიდის ძალის შემთხვევაშიც და მის საწარმოებლად საჭირო პროგრამა ჩადებულია სულში გონების სახით. რომლის გაშიფვრაც აზროვნებისათვის გასაგებ ენაზე წარმოდგენილი არის ბიბლიურ სიბრძნეთა სახით. ამიტომაც სხეულმა რომ შესძლოს სულიწმიდის ძალის ფუნქციონირების უზრუნველყოფა ორგანიზმში, მისი აზროვნება უნდა იყოს გონების კანონთა მცოდნე და მისი დაცვით აცხოვროს თავისი პატრონი. რაც გამოიღებს იმ შედეგს, რომ ასეთი პიროვნება იქნება კეთილი თვისებებით შემკული და მასში სიყვარულის ძალა იფუნქციონირებს. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მისი ყველა გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება. მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, მაშინ ადამიანური თვისებები გადაგვარდება და კეთილი თვისებების ნაცვლად ბოროტი თვისებები განვითარდება. რასაც ბიბლია უწოდებს: „უკუღმართ გონებას გადაცემას, დაუწესებლის საკეთებლად“ (რომაელთა 1-28) და ცხადია, რომ ასეთი პიროვნება ცრუ და უსამართლო იქნება. ვინაიდან გონების კანონთა დაუცველობა, ეს ცოდვების ჩადენაა და ამ გზაზე სიარულით კი იბლოკება სინდისი, რომელიც გონების მსაჯულია. ხოლო როცა ის ფუნქციონირებას სწყვეტს ადამიანში, მაშინ ასეთი პიროვნება ექცევა სატანური ძალის დაქვემდებარებაში და მისთვის უსამართლობა სამართლიანობად არის აღქმული.

ახლა კი კიდევ უფრო მეტად დავაკონკრეტებ უსამართლობის დაშვების საკითხს და საამისოდ მოგახსენებთ შემდეგს: საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანური სული, რომელიც სულიწმიდის ძალით ფუნქციონირებს, ექვემდებარება კოსმოსურ მიზიდულობას. ეს კი იმის აუცილებლობას საჭიროებს, რომ მან კოსმოსთან კავშირი უნდა შეინარჩუნოს. რათა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამყარული მთლიანობის პრინციპის დაცვა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ვალდებულება ის არის, რომ მან უნდა შესძლოს სულიწმიდის ძალით მოფუნქციონირე სულის შენარჩუნება თავის სხეულში. ვინაიდან სწორედ ეს არის გარანტი იმისა, რომ შენარჩუნებული იქნას დედამიწურ გარემოსა და სამყაროს შორის არსებული ისეთი ბალანსი, რაც ადამიანისათვის სასიცოცხლოდ ხელსაყრელი პირობებია. სწორედ ეს არის საფუძველი და საყრდენი იმ უფლებისა, რომელიც შემქმნელმა ადამიანებს უწყალობა და მას ეს კანონი იუწყება: „უფალმა უბოძა ადამიანებს ხელმწიფება მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის, რომ ეს ცოდნა არა აქვთ შეცნობილი ადამიანებს და ამიტომ სათანადოდ არ იყენებენ ღმერთის მიერ ბოძებულ უნარს. რაც მათთვისვე სავალალო შედეგებს იღებს კიდეც და ამჟამად უკვე იქამდეც მიიყვანეს საქმე, რომ მათთვის საარსებო პირობების შენარჩუნებას საფრთხე დაემუქრა.

ახლა კი იმაზე მოგახსენებთ, თუ რატომ დაუშვა უფალმა ის, რომ ბოროტეულთ ეცოცხლათ. რადგან მათში ხომ დაცემული სულებია, რომელთაც კოსმოსთან კავშირი გაწყვეტილი აქვთ და სწორედ მათი მოქმედების ნაყოფია ყველა ის უბედურებანი, რაც დედამიწაზე ხდება – კლიმატური კატაკლიზმების ჩათვლითურთ; თანახმად კანონისა: „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგანაც ქმნილება, რომელიც შენ თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24). „სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. რიტმს იცვლიან, მაგრამ თავად არასოდეს იცვლებიან“ (სიბრძნე სოლომონის19-18) და „წარღვნა ბოროტეულთა გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40).

როგორც ხედავთ წარმოდგენილი კანონები ამოწმებენ ბოროტეულთა მიერ მომკილ სავალალო შედეგების შესახებ გაცხადებულს და ამიტომ საჭიროა იმის ცნობება, რატომ დაუშვა უფალმა მათი არსებობა და რატომ არ უწყდებათ მათ სასიცოცხლო დრო მაშინვე, როგორც კი დაცემული სულის მფლობელები გახდებიან. ცხადია ყოველივეს აქვს თავისი საფუძველი და ის შემდეგია: ადამიანი არის არსება, რომელიც თავის გადაწყვეტილებების შცვლას ახდენს ორი კატეგორიის მიხედვით: ან სიტყვიერად მიღებულ ცოდნას ენდობა და ანდა ფიზიკური ქმედებების ზემოქმედების შედეგად დგამს ნაბიჯებს. ამიტომ როცა ჭეშმარიტი ცოდნის ფლობის ნაკლებობას განიცდის და ცოდვებს სჩადის შეგნებულად და შეუგნებლადაც – შესაბამისად ღვთის რისხვის განაჩენს იმკის და მათი დასჯის აღმსრულებელნი სწორედ დაცემული სულის მქონენი არიან. რის შედეგადაც დადგენილი ეს კანონი მოდის აღსრულებაში: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). მრავალნაირი ეშმაკური ხრიკებითა და ფარისევლური თვისებებით აღჭურვილი ბოროტეულნი კი იმასაც ახერხებენ, რომ აცდუნონ კეთილი კატეგორიის წარმომადგენელნი და ღმერთის მიერ დადგენილის ნაცვლად, თავიანთი მოგონილი არწმუნებიონ. ხოლო რაც შეეხება დაცემული სულის მქონეთა ამქვეყნად ყოფნას, ის კი მაშინ დასრულდება, როდესაც გონს მოეგებიან ისინი, რომელნიც საკუთარი სულის ძალით უზრუნველყოფენ მათი სიცოცხლის არსებობას. ვინაიდან ბოროტეულთა დაცემულ სულებს არ შესწევთ ძალა სხეულში საფუნქციონიროდ და ისინი სასიცოცხლო ძალას სწორედ იმ კეთილი კატეგორიის ადამიანებისაგან იღებენ, რომელთა ცდუნებასაც ახერხებენ. რასაც ცოდვის წილის მიღება ჰქვია და რადგანაც ბოროტეულებს გონება გაუკუღმართებული აქვთ, ამიტომ მათ ბედისწერაში მატერიალური მხარეა პრივილეგირებული სულიერთან მიმართებით. რაც ასახვას ჰპოვებს იმაში, რომ ისინი მატერიალურ სიმდიდრეებსა და თანამდებობრივ სიმაღლეებს ეპატრონებიან. თუმცა მათი სიცოცხლის არსებობის დამთავრება მხოლოდ მარტო იმ გზით არ ხდება, რომელიც მათი დონორთა გონზე მოგებაა. არამედ დონორთა სიკვდილითაც შეუწყდებათ საარსებო ენერგია და გარდა ამისა, საკუთარი ცოდვების ზღვრის ავსებითაც. რამეთუ სამყარული კანონმდებლობით, ყოველ ადამიანს აქვს დადგენილი ცოდვათა ჩადენის ზღვარი – ინდივიდუალური გენეტიკური კოდის შესაბამისად განსაზღვრული. რომელზე გადაბიჯებაც მის ჩამდენს სიკვდილს უვლენს.

ახლა კი იმის თაობაზე უნდა მოგახსენოთ, რაც ასევე აქამდე დაფარული ცოდნა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მის შესახებ ცნობებს საკმაო პერიოდია ვაქვეყნებ, ზუსტად ისე მოხდა, როგორადაც ბიბლიით ნაწინასწარმეტყველები იყო: ხალხში მის შეცნობას არა აქვს ადგილი. რამაც  ის შედეგი გამოიღო, რომ სამყარო იძულებული გახდა შესაბამის ქმედებაზე გადასულიყო. რაზეც ვიტყოდი იმას, რომ ის უაღრესად საშიშ სიტუაციას შექმნის მსოფლიო მოსახლეობის მიმართ. ამიტომ კვლავ ვეცდები საყოველთაოდ გასაგებად ავხსნა არსებული მდგომარეობის შესახებ და იმის თაობაზეც, რის გამო შეიქმნა ასეთი ვითარება.

საქმე ეხება ადამიანთა მოდგმის შექმნისა და მისი ფუნქციური როლის შესახებ ინფორმაციის გაცხადებას. რაზედაც მოგახსენებთ შემდეგს: ისეთი უდიდესი გონის მფლობელი შემქმნელი, როგორიც ღმერთია; განა ადამიანისნაირ გონიერ არსებას მხოლოდ საიმისოდ შექმნიდა, რომ მას ამქვეყნად რაღაც მცირედი დროით ეარსება და მერე გამქრალიყო?! ცხადია ამას დიდი ჭკუა არ სჭირდება, რომ ეს ასე არ შეიძლება იყოს და არც არის!!! მითუმეტეს როცა თავად ღმერთი აცხადებს იმას: რომ „მან თავის მსგავსად და ხატად შექმნა ადამიანი“ (III ეზრა 8-44). მაშასადამე ადამიანის როლი მეტად მნიშვნელოვანი ყოფილა და მან რომ ეს გაითავისოს ისე როგორც საჭიროა, სწორედ საამისოდ დაუწესა შემქმნელმა ადამიანურ აზროვნებას საკაცობრიო გენეტიკის კანონი. რომელიც არის პროგრამა აზროვნების გასაწვრთნელად და გასაზრდელად. რასაც ვერ ეყოფოდა ის დრო, რაც ერთი ადამიანისათვის დადგენილი სასიცოცხლო დროა და ამიტომ გენის გაზრდა მიმდინარეობს შთამომავლობითი გადაცემის გზით, თაობათა ცვლის ხარჯზე. რის შედეგადაც ყოველი მომდევნო თაობა, აზროვნებით გაზრდილია წინასთან შედარებით. ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი უსასრულო არ არის. არამედ განსაზღვრულია და ამჟამად კაცობრიობა იმყოფება სწორედ ამ მიმდინარეობის სასრული პერიოდის ეპოქაში. რაც ქმნის იმის აუცილებლობას, რომ მიღებული უნდა იქნას გენეტიკური ნაყოფი: ზრდასრული აზროვნება, რომელსაც გონიერების სტატუსი ექნება მინიჭებული გონების საზომის მიერ. მოგახსენებთ იმასაც, რომ მხოლოდ ასეთი აზროვნების მფლობელები გააგრძელებენ ამქვეყნად სიცოცხლეს და დანარჩენნი კი ვერა. ვინაიდან მათი არსებობა უკვე საფრთხეს უქმნის დედამიწურ გარემოს იმ სტანდარტის შენარჩუნებაში, რაც რომ ადამიანისათვის საარსებოდ საჭირო გარემოდ არის დარეგულირებული.

რაში მდგომარეობს წარმოშობილი საფრთხე და რა ქმნის მას? ახლა ამის თაობაზე საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანია და სწორედ მასზე მოგახსენებთ:

როგორც უკვე გაცნობეთ და ეს ისედაც არ არის უცნობი თემა, ბოროტი ადამიანი ბოროტი აზრების შემქმნელია და კეთილი კი – კეთილისა. თავისთავად ბოროტეულნი უსამართლობით განსჯიან ყოველივეს და კეთილნი კი – სამართლიანობით. ამჟამად კი თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაც მსოფლიოში ხდება, ეს ქვეყანათა სამართლიანად მართვის გამო ხდება, ის ძალიან ცდება. რადგან უსამართლობით მართვის შედეგები უკვე იმ ნიშნულს მიუახლოვდა, რომ მის შესაჩერებლად სამყარომ სტიქიები აამოქმედა. ამიტომაც უკვე მისახვედრია ისიც, რომ ადამიანთა მოდგმამ არსებობა რომ გააგრძელოს, ამისათვის მათ უნდა მოახერხონ სამართლიანობით შეიცვალონ უსამართლოდ განსჯა. მაგრამ საკითხავი სწორედ ეს არის, მოახერხებენ კი?! აი, სწორედ ამას ნიშნავს ის ცნობა, ღმერთმა მხეცს სამოქმედოდ განსაზღვრულ ვადად 42 თვე რომ მისცა (გამოცხადება 13-5) და არა მთელი კაცობრიობის არსებობის პერიოდი. ამჟამად კი უკვე იმ დროში ვართ, როცა დაშვებული დროის დამთავრება სასიცოცხლო აუცილებლობაა. რაზედაც იუწყება ეს კანონიც: „ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება. ბოლო ჟამს კი აუწყებს ყველას და ყველგან, რომ მოინანიონ! ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სამართლით წინასწარ არჩეულის ხელით“ (საქმეები 17-30,31). ხოლო რაც შეეხება უმეცრების დროებას, კაცობრიობის მიერ განვლილ დროს უმეცრებით ცხოვრებად იმიტომ აფასებს ღმერთი, რომ ადამიანური აზროვნება ვერ იყო იმ შემძლეობისა, ჭეშმარიტი ცოდნა რომ შეემეცნებინა. რადგან საამისოდ მას გაწვრთნა და ზრდასრულობის დონე სჭირდებოდა. ამიტომაც ადამიანები ცხოვრებისეულ გზას ჭეშმარიტ ცოდნას მოკლებულნი მართავდნენ და შესაბამისად მთელი ცხოვრებისეული პერიოდის განვლაც ერთმანეთთან ბრძოლაში გაატარეს. რის გამოც არ მოკლებიათ უბედურებანი. ნაცვლად იმისა, რომ თანხმობითა და ბედნიერებით ეცხოვრათ.

მაშასადამე უკვე ცნობილია საფუძველი იმისა, თუ რატომ არის კაცობრიობის ისტორია ამდენი უბედურების აღმწერი ცნობების მომცველი. დიახ, უმეცრება ყოფილა საძირკველი იმისა, რამაც ადამიანთათვის საფრთხეებით აღსავსედ აქცია წუთისოფელში ცხოვრება. ხოლო ამჟამად კი უკვე იმ ზღვრამდეც მიაღწია ყოველივემ, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! რამეთუ უკვე არსებობის გაგრძელება – არ გაგრძელების საკითხი დაუდგა კაცობრიობას. ადამიანთა მოდგმის განადგურება კი მის შემქმნელს არ დაუშვია. ამიტომ რა მოხდება უკვე ახლა და არა მომავალში? რა და ის, რომ ვისშიაც სიკეთის ნატამალი კი მაინც არის დარჩენილი, გონს უნდა მოეგოს!!! საამისოდ კი სიბრძნეს უნდა ეზიაროს, რომელიც დაფარული ჭეშმარიტების სახით ცხადდება me-sia.com ვებ. გვერდზე „უფალია ჩვენი სიმართლის“ სათაურის მომცველი ინფორმაციით. რაზედაც იუწყებოდა კიდეც ბიბლია, რომ იგი ამ დროს შეიქმნებოდა: „დადგება ჟამი და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს. მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში. ეს იქნება მისი სახელი: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6). მისი შეცნობით კი მოხდება ის, რომ ადამიანები მიხვდებიან იმას, რა არის ნამდვილად სწორი და რა არასწორი. შემდეგ შეიცნობენ რაც არასწორად მოიმოქმედეს იმიტომ, რომ სწორი ეგონათ და მოინანიებენ. ეს კი გამოიწვევს მიძინებული გონების გამოფხიზლებას. რასაც მოყვება დაბლოკილი სინდისის ფუნქციონირების აღდგენა და ეს კი სამართლიანობით განსჯას ჩაუყრის საფუძველს. რაზედაც ღვთის წყალობა გაიცემა და აღარც უბედურებანი დაატყდებათ თავს ადამიანებს და ჯანმრთელობაც აღუდგებათ.

როგორც ხედავთ თეორიულად ყველაფერი ადვილად ჩამოყალიბდა და გასაგებიცაა, მაგრამ პრაქტიკულად როგორ მოხდება ამის განხორციელება? აქამდე სიცრუის მორევში მცურავი კაცობრიობა, როგორ მოახერხებს მისგან თავის დაღწევას? საამისოდ ორი გზა არსებობს, რომელიც შემდეგია: ან ადამიანი თავადვე მიხვდება იმას, რომ ჭეშმარიტებას ეზიაროს; ანდა მის წინაშე შექმნილი გარემოება აიძულებს მას ამის მიხვედრას და შესრულებას. ჩემდათავად მე პირველს ვირჩევდი. დანარჩენი ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს. რამეთუ სხვაგვარად მოქცევას უკვე ვერავინ შესძლებს იმ მიზეზით, რომ სასიცოცხლო ზღვარი სწორედ მასზე გადის!!!