გაზიარება

როგორ დავიბრუნოთ დაკარგული ბედნიერება


„უფალია ჩვენი სიმართლის“ მკითხველთა შორის ალბათ იარსებებენ ისეთი პიროვნებებიც, რომელთაც სინანულის შეგრძნება გაუჩნდებათ იმ დაკარგული ბედნიერების გამო, რომლის მიზეზიც მხოლოდდამხოლოდ ის არის, რომ ჩვენმა წინაპრებმა უარი თქვეს გონებასა და აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირ-ურთიერთობის დამყარებაზე; და თანაც ამ უარყოფის სურვილმქონეობის უნარიც მემკვიდრულად ჩვენც გადმოგვცეს ე. წ. ტრადიციულ ადათ-წესების დაცვის სახით.
აზროვნების მიერ გონებასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე უარის თქმამ გამოიწვია ის შედეგი, რომ გონების ფუნქციონირება თანდათან შეიზღუდა (რასაც ჩვენ გონების მიძინებას ვუწოდებთ). რამაც ადამიანში მოახდინა ცვლილებების გამოწვევა კეთილი თვისებებიდან ბოროტების მიმართულებით. უანგარობა ანგარებაში გადაიზარდა, თავმდაბლობა – ამპარტავნებაში და საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ადამიანებში სიყვარულის გრძნობას გაქრობის საფრთხე დაემუქრა და მის ნაცვლად კი ეგოიზმი ჩამოყალიბდა – თანაც ისე, რომ ამის მიხვედრის უნარიც დაიბლოკა; როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „რადგან ბოროტი გულის პირველი მტვირთველი ადამი შეცდა და იძლია – ასევე ყველა, ვინც მისგან იშვა. მუდმივი გახდა უძლურება და რჯული ხალხის გულში ბოროტების ძირს შეეზარდა. განშორდა რაც კეთილი იყო და დარჩა ბოროტება“ (III ეზრა 3-21,22). ხოლო ყოველივე ამან კი ის მოიტანა, რომ თანახმად კანონისა: „წარღვნაც ცოდვილთა სიჭარბის გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქისა 40), კვლავ საფრთხის წინაშე დადგა ადამიანთა მოდგმის არსებობის გაგრძელება. ვინაიდან მათი საარსებო გარანტი, მათ შორის ნამდვილი სიყვარულის გრძნობის არსებობაა და არა იმ „სიყვარულის პატენტისა“ რომელიც სინამდვილეში სიძულვილის შენიღბული ფორმაა და მას ეგოიზმი ჰქვია; და რომელიც ასე რიგად ერევათ ადამიანებს სიყვარულის გრძნობაში.
ვისში რა გრძნობაა – სიყვარული თუ ეგოიზმი, ამის გამოსაკვლევად ადამიანის აზრისმიერი შეფასება ვერ გამოდგება. რადგან ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა არეგულირებს იმას, რომ ყოველი ადამიანი მასში არსებული გრძნობის მიხედვით განისაჯოს. ამიტომ თუკი ვინმეს თავისი ცხოვრება არ მოსწონს, მას შეუძლია მისი გამოსწორება მხოლოდდამხოლოდ იმით, რომ უნდა შეიცვალოს თავისი თვისებები. რის შემძლეობასაც მასში არსებული გრძნობის ცვლილება იძლევა სიყვარულის მიმართულებისაკენ სვლით. თუ ეს ასე არ მოხდება და ადამიანები არ მოისურვებენ სიმართლისათვის თვალის გასწორებას და თავისი გრძნობების ჭეშმარიტების კანონებით შეფასებას, რა მოჰყვება ამას?! ამის ახსნა-განმარტება აღარ არის საჭირო, რადგან სამყარო უკვე მსოფლიო დონის მოცულობის ფაქტებით იძლევა მასზე პასუხს. მე მხოლოდ შემოგთავაზებთ იმ ცოდნას, რომლის მიღებისა და მისით მოქმედების გარეშე კაცობრიობა ვერ გამოვა იმ ჩიხიდან, რომელშიაც არის შესული; და თუკი იქედან ვეღარ გამოვა, მაშინ ამოსუნთქვას ვეღარ შესძლებენ ადამიანები – არსებები, რომელთაც „ ღმერთმა შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა“ (დაბადება 2-7).
მაშასადამე ვიწყებ იმის გაცხადებას, თუ რა არის პირველი ნაბიჯი საიმისოდ, რომ ადამიანმა გონებისაკენ გადადგას ნაბიჯი. მოგახსენებთ, რომ ამისათვის მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს და ის შემდეგია: ადამიანმა აუცილებლად სათანადოდ უნდა შეიგნოს ის, რომ ის არის ქმნილება. რაც თავის მხრივ იმას გულისხმობს, რომ მას ჰყავს შემქმნელი და ეს კი მას ავალდებულებს იმის აუცილებლობას, რომ შემქმნელის მიერ დაწესებულ ინსტრუქციას დაემორჩილოს. განსაკუთრებით კი დღეს, როცა აზროვნების გასაზრდელად დაწესებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა სასრულ სტადიაში იმყოფება და უკვე დრო აღარ ითმენს კვლავ იმ „მკითხაობის“ გასაგრძელებლად, რასაც აქამდე აკეთებდა მეცნიერება. არამედ ახლა ისეთი პერიოდი დაუდგა კაცობრიობას, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნით გათვლილი ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმას საჭიროებს. რაც იმ მთავარი მიზეზის მოძიებას და მის აღმოფხვრას გულისხმობს, რომელიც საფუძვლად უდევს იმ უმეცრების დროების ჩამოყალიბებას, რომელშიაც დასაბამიდან აქამდე იმყოფებოდა კაცობრიობა.
ამიტომაც პირდაპირ და კონკრეტულად ვიტყვი სათქმელს: არჩევანის თავისუფლი ნების მიცემით, ღმერთმა ადამიანებს ნება დართო იმისა, რომ სიბრიყვისა და სიბრძნის გზიდან აერჩიათ თუ რომელს გაჰყოლოდნენ. თითოეულ გზაზე კი სათავისო ცოდნა იყო დადებული : სიბრძნისაზე – ჭეშმარიტება, ხოლო სიბრიყვისაზე კი – (მეცნიერებას + რელიგია). ხოლო თუ რომელი ცოდნით აღჭურვას აირჩევდა ადამიანი, ამას კი მას განუსაზღვრავდა მისი დამოკიდებულება იმ კანონთა დაცვის მიმართ, რომელიც სპეციალურად ადამიანთათვის დააწესა ღმერთმა „მათი ბუნებისდა შესაბამისად“ (IV მაკაბელთა 5-25).
იმასაც მოგახსენებთ, რომ ადამიანთა მოდგმა იმ მისიური როლის შესასრულებლად იქნა შექმნილი დედამიწაზე, რომ გენეტის კანონის მოქმედების ფონზე, აზროვნება გაწვრთნილიყო და სრულყოფილ დონემდე გაზრდილიყო საიმისოდ, რომ იმ სამყაროში ცხოვრება შესძლებოდათ მის პატრონებს, რომელსაც „კუბი“ ჰქვია და მასში არანაირი ბოროტი ძალის არსებობას არა აქვს ადგილი. ვინაიდან და რადგანაც ეს მატერიალური „მრგვალი“ სამყარო შექმნილი იქნა ღმერთის მიერ გათვლილი და ისე დამტკიცებული პროგრამით, ამიტომ მისგან ნაყოფის მიუღებლობაზე ეჭვი გამორიცხულია!!! თუმცა იმის აღნიშვნაც საჭიროა, რომ მან შედეგის მისაღებად ორმხრივი მიმართულება დაუდო ასარჩევად ადამიანს: ერთი სწორი გზა – სიბრძნის გზის სახით და მეორე კი – შემოვლითი მრუდე გზა, სიბრიყვის გზის სახით. როგორც ისტორიიდან ცნობილია და ამას რეალობაც ადასტურებს, ადამიანთა რაოდენობის თითქმის მთელმა ნაწილმა სიბრიყვის გზაზე სიარული ირჩია და მათგან მხოლოდ ერთმა მცირედმა ერთეულოვანმა ნაწილმა აირჩია სიბრძნის გზით სვლა, რომელ გენსაც ქრისტეს გენი უწოდა ბიბლიამ. ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, თუ როგორი მძიმე ხვედრით გაატარებიებდა ცხოვრებისეულ გზას ამ უმცირესობას, სიბრიყვის გზაზე მავალი ის უმრავლესობა. რომელთაც ამ გზაზე სიარულმა ბოროტი თვისებები შესძინა და კეთილი კი გაუქრო. თუმცაღა აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამეც უნდა აღვნიშნო და კერძოდ ის, რომ ადამიანის არსებობას მისი სული განაგებს. რომელიც კოსმოსურ ველს დაქვემდებარებულია და კოსმიური ძალით სულდგმულობს. ამიტომ თუკი ადამიანის სხეულში ყოფნის დროს მას იმის საშუალება არ ექნება, რომ კოსმოსთან იკონტაქტოს, მაშინ ის სრულყოფილად ფუნქციონირებას ვეღარ შესძლებს. მაგრამ იმისათვის, რომ სულმა ასეთი სახით ფუნქციონირება შესძლოს, აუცილებელია ადამიანში ის კეთილი თვისებები არსებობდეს, რომლებიც სიყვარულის გრძნობის აუცილებელი შემადგენლობაა. ანუ იმის ცნობება მინდა, რომ კაცობრიობის არსებობა იმ მცირედის მხრებზე დევს, რომელთაც სიბრძნის გზით ცხოვრება ირჩიეს. ამიტომ არის მათთვის მკაცრი კანონმდებლობა და ის შეცდომები რაც სხვებს ეპატიებათ, მათ არათუ ეპატიებად, არამედ ძალიან მკაცრადაც ისჯებიან მასზე.
მაშასადამე უკვე დროა შემდეგი ჭეშმარიტებისათვის თვალის გასწორებისა: ადამიანი სულის და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსებაა და ამიტომაც ამ მთლიანობის შესანარჩუნებლად მას სჭირდება როგორც სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ასევე სულისაც. ხოლო რომლის სურვილი რა დონით უნდა დააკმაყოფილოს, ამის განსაზღვრის თავისუფალი ნება კი აზროვნებას აქვს მინიჭებული. რაზედაც არის დამოკიდებული მთლიანად ადამიანის ბედი. ამიტომ დიდი უგუნურებაა ის, როცა საზოგადოებრივი აზრი უშვებს იმას, რომ არსებობდეს საერო და სასულიერო მხარე და თან ერთმანეთისაგან გამიჯნულად. თანაც ადამიანს სწამდეს იმის, რომ მას შეუძლია ან მხოლოდ ერთი მხარეს ყოფნა აირჩიოს და ანდა კიდევ მეორე მხარეს. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის და თავისი აზრით ერთ მხარეს მყოფები, აუცილებლად იყენებენ მეორე მხარესაც – რა თქმა უნდა გაუაზრებლად. წინააღმეგ შემთხვევაში, ვერანაირად ვერ იარსებებს ადამიანი!!!
სწორედ ყოველივე ამის შეუცნობლობამ მიიყვანა კაცობრიობა უმეცრების ისეთ დონემდე, რომლის შემცნობიც არათუ ვერავინაა, არამედ პირიქით: დღევანდელი მსოფლიო საზოგადოება თვლის, რომ ადამიანთა განათლების დონე განვითარების მწვერვალზეა ასული. თუმცა ეს მითი უცბად დაანგრია იმ რეალობამ, რომელშიაც არსებულმა პანდემიამ ჩააყენა მსოფლიო და რომელიც არმაგედონის ფინალის საწყისი სტადიაა მხოლოდ და წინ კი კიდევ სხვა წინააღმდეგობანიც არის გადასალახავი. მოკლედ ვიტყვი სათქმელს, რადგან ვრცლად და დაკონკრეტებულად უკვე წარმოდგენილი მაქვს ყოველივე. სახლებში გამოკეტილი მოსახლეობა შველას მთავრობათაგან, მეცნიერებისაგან და რელიგიისაგან ელის. თუმცა მალევე დარწმუნდებიან იმაში, რომ ისინი ვერ მოახერხებენ გამკლავებას იმ პროცესებთან, რომელნიც „დაწყებულია და არ შეჩერდებიან მანამ, სანამ იმ წესრიგს არ დაამყარებენ, რაც საჭიროა საიმისოდ, რომ დედამიწა დაბრუნდეს კანონზომიერულად მისთვის გათვლილ ადგილას“ (III ეზრა 16-14/16). რასაც ადამიანი ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს. მე კი იმას გაცნობებთ, რატომ იქნება ეს პერიოდი მძიმე გადასატანი კაცობრიობისთვის და ამას კი გავაკეთებ ასეთი ფორმით:
მოგახსენებთ, რომ ეს არის ის გზა, რომლითაც დედამიწური გარემო უკან უნდა დაბრუნდეს იმ ადგილზე, საიდანაც გაიყვანა იმ წარმოშობილმა ენერგიამ, ადამიანთა არასწორი ქმედებების შედეგად დაცემულ სულთა ფუნქციის დაბლოკვამ რომ გამოიწვია. ამიტომ ამ გზაზე მობრუნებით ის ისრები დააწვიმს თავზე ადამიანებს, რომლებიც მათმა წინაპრებმა გაისროლეს. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ ისართაგან დასაცავი ფარი, რომელსაც მადლს ვუწოდებთ, ქრისტემ უსასყიდლოდ მოუპოვა ყოველ პიროვნებას. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებმა რელიგიების ძალისხმევით უარი სთქვეს მის შენარჩუნებაზე იმ „ნათლობათა“ სახით, რასაც რელიგიური მსახურები ატარებდნენ და ქრისტესმიერ მადლს უკეტავდნენ მოსახლეობას. ამიტომაც უწევს კაცობრიობას შიშველი ხელებით გავლა ამ ისართა სეტყვიან გზაზე. უკვე იმდენჯერ განვაცხადე, რომ მეტად ალბათ ვეღარც გავიმეორებ იმიტომ, რომ უკვე საუბრის დროც ამოიწურა და ვინც უკან ვერ დაიბრუნებს ქრისტეს მიერ ნაბოძებ ფარს, ის თავს ვერც დააღწევს ამ ისართა წვიმას!!! ამიტომ მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს გადასარჩენად და ის კი მხილებული ჭეშმარიტების დაუყოვნებლივ შეცნობასა და მისი მითითებებით მოქმედებას გულისხმობს! ხოლო რაც შეეხება კორონა ვირუსს, მის ასალაგმავად მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს და მასზეც მოგახსენებთ ორიოდ სიტყვით:
„სული აძლევს ადამიანს სხეულს როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია! არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზის ხორცი სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები. მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა სხვა“ (I კორინთელთა 15-38/40). ბიბლიის ეს კანონი იცით რას გულისხმობს?! რას და იმას, რომ თუკი ადამიანი ადამიანურად იცხოვრებს და არ დამდაბლდება ცხოველურ დონემდე, მაშინ მას ის დაავადებები არ შეეყრება, რაც ცხოველთათვის არის განკუთვნილი. ხოლო ცხოველურ დონეში რა შედის?! მხოლოდ სხეულისათვის ზრუნვა. რაც შემოიფარგლება სასმელ-საჭმელისა და თავშესაფრისათვის ზრუნვით. რადგან სულიერებაზე ხომ ცხოველი არ ზრუნავს?! და ძალიან სამწუხაროდ, სინამდვილეში არც ადამიანები!!! ვინაიდან მათ სულიერებაზე ზრუნვა ეკლესიებში სიარული და რაღაც წირვა-ლოცვებისა და ზიარებების რიტუალების ჩატარება ჰგონიათ. სულიერებაზე ნამდვილად ზრუნვა კი იცით რა არის?! რა და ადამიანთა მიერ ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნვა. რასაც ვერცერთიადამიანი ვერ გააკეთებს, თუკი მასში სიყვარულის ნამდვილი გრძნობა არ არსებობს და არა ის ეგოიზმი, რომელიც დღეს სიყვარულში ასე რიგად ერევათ ადამიანებს. ვისშიაც სიყვარულია, მას არ შეუძლია ვინმე გალანძღოს, შეურაცხჰყოს და აწყენინოს. ხოლო თუ უნებლიედ აწყენინებს ვინმეს, მანამ ვერ მოისვენებს, სანამ არ მოუბოდიშებს და არ შეირიგებს. არ შეუძლია რაიმე ჰქონდეს და მის გვერდში მყოფს თუ არა აქვს ის – მას არ უწილადოს. არ შეუძლია თავის შეკავება, თუ ხედავს ვისმეს დახმარება სჭირდება. სხვისი სიხარულით ხარობს და სხვისი წუხილი გულთან მიაქვს. არ შეუძლია ტყუილის თქმა, უსამართლობის ჩადენა და ცრუ მოწმეობა. მიმოიხედეთ გარშემო, ასეთს ვინმეს ხედავთ თქვენს ირგვლივ?! სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ასეთებს ვერ დაინახავთ! შეხედეთ მსოფლიოს, რა ხდება?! მთელი პრესა და მედია სალანძღავ არენად არის ქცეული და ამის მერე განა შეიძლება სიყვარულის ნატამალის არსებობაზე საუბარიც კი?! ამიტომ ვერავითარი ვაქცინა ვერ უშველის იმ დაავადებებს, რომელიც ახლა თუკი კორონას სახით არის გამოვლენილი, ხვალ შეიძლება სხვა სახით გაჩნდეს და არა მარტო დაავადებებია საყოველთაო განკითხვის მიერ დადგენილ სასჯელად! გამოსავალი კი მხოლოდ ერთია: პიროვნებამ უნდა დაიბრუნოს ადამიანობა; თუ არადა განწირულია!!! ამას კი მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის არსებობა სჭირდება ადამიანთა შორის!!! რომელიც მანამ არ შემოვა მათში, სანამ ჩადენილ ცოდვებს არ მოინანიებენ!!! ცოდვების მონანიებას კი ჯერ მათი კარგად შეცნობა სჭირდება. რაც ვერანაირად ვერ მოხერხდება, მხილებულ;ი ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე!!! ამიტომ ვისაც სიცოცხლის გაგრძელება სურს, ის უკვე იძულებულია, რომ აუცილებლად გახდეს აღმსრულებელი ამ კანონისა: „შეიცანით ჭეშმაროტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8-32). მეტი სხვა გზა გარდა ამისა, უბრალოდ უკვე აღარ არსებობს!!!