გაზიარება

როგორ „ახერხებს“ ადამიანი სიკვდილის პოვნას


„სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს. რადგან არსებობისთვის შექმნა ყოველივე და მაცოცხლებელია სამყაროს ყოველი ქმნილება. არ არის მათ შორის დამღუპველი წამალი და არც ჯოჯოხეთის სუფევაა დედამიწაზე. ვინაიდან უკვდავია სამართლიანობა. უღვთოებმა ხელებითაც და სიტყვებითაც მოუხმეს სიკვდილს და მასთან დამოყვრებულნი დაიშრიტნენ. აღთქმა დაუდეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ“ (სიბრძნე სოლომონის 1-13/16). აი კანონი, რომლითაც გასაგებია ის, რომ ღმერთს ადამიანი სასიკვდილოდ არ შეუქმნია. მაგრამ თავად ადამიანს კი თავისი ავსიტყვაობითა და უგუნური გადაწყვეტილებების მიღების ფონზე ჩადენილი ქმედებებით მიჰყავს თავისი სხეული სულთან განშორების აუცილებლობამდე.
დიდი მიხვედრა არ სჭირდება იმას, რომ ადამიანი თავიდანვე რომ არ დადგომოდა ღვთისადმი ურჩობის გზას, ნამდვილად ეცოდინებოდა იმის შესახებ, რომ ის არც სასიკვდილოდ იყო შექმნილი და არც იმ ტანჯვა-წამებისათვის, რისი გადატანაც უწევს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში. მაგრამ მას ყოველივე ეს იმიტომ დაემართა, რომ სატანამ შესძლო მისი შეცდენა. ამიტომ აუცილებელია აღნიშვნა იმ ფაქტისა, თუ რატომ დაუჯერა ადამიანმა სატანას. რაზედაც მოკლედ და კონკრეტულად შეიძლება პასუხის გაცემა: ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ადამიანის აზროვნების უმწიფარობამ და ამიტომ მის გასაზრდელად და გასამყარებლად იქნა დაფუძნებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა. ამჟამად რადგანაც კაცობრიობა უკვე მივიდა ამ მიმდინარეობისათვის დადგენილი დროის ბოლო პერიოდში, შესაბამისად აზროვნებაც ამაღლდა ადამიანისათვის დადგენილი ნორმის სრულყოფილ დონემდე და თან ისე, რომ გამყარებული იქნა ნიჭებითა და უნარებით. ამიტომ უკვე მისთვის შესაძლებელია ის, რომ შესძლოს შეცნობა ჭეშმარიტებისა და სიცრუის დაჯერებით დაშვებული შეცდომები გამოასწოროს რწმენის ძალის გამოყენების მეშვეობით.
მოგეხსენებათ ის, რომ მეცნიერება მრავალდარგოვანია და ამიტომაც მეცნიერების განვითარებაში მრავალ ადამიანს მიუძღვის წვლილი. მაგრამ ღმერთი ერთია და ამიტომ მის მიერ მიწოდებული ცოდნაც ერთგვარი და მთლიანია – რადგან ჭეშმარიტებაა. გონებიდან მისი სრულად შეცნობის შემძლე აზროვნების მიღებას კი, საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობით გამოღებული ნაყოფობა სჭირდება და თანაც ასეთი ნაყოფიც მხოლოდ ერთი აზროვნება იქნება. რომელიც მოიპოვებს ჭეშმარიტ ცოდნას და საყოველთაოდ გასაგებად წარმოადგენს. ახლა უკვე ეს ცოდნა მოპოვებულია კიდეც და თან გამოქვეყნებულიც, თუმცა მისი მიღება უჭირს საზოგადოებას. რადგან კაცობრიობამ ხომ დასაბამიდან აქამდე იმ გზით იარა, რომლითაც უამრავი სიცრუე მართლად მიიღო?! მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ყოველ სიცრუეს თავისი გამჟღავნების პერიოდი აქვს იმის გამო, რომ ამ სამყაროს დროის დინამიკა ჭეშმარიტებაზეა დამყარებული. რაც იმას ნიშნავს, რომ დრო ჭეშმარიტებას ავლენს ფაქტებად. ხოლო ფაქტები კი ისეთი მტკიცებულებებია, რომლის უარყოფაც შეუძლებელია, რადგან შეუხებელ ადგილს არ სტოვებენ. ამიტომ რაც დროზე მიხვდება ადამიანი იმას, რომ თავისი აზროვნება ღმერთის სიტყვისაკენ წარმართოს და ეძიოს სიმართლე, მით უკეთესი იქნება ეს მისთვის. ვინაიდან შეიძლება მიაღწიოს იმას, რომ დამსახურებული ღვთის რისხვა შეუჩერდეს და მის ნაცვლად ღვთის წყალობა დაიმსახუროს. ამიტომ მოდით ცოტა უფრო დაწვრილებით ჩავეძიოთ სიკვდილის გამომწვევ მიზეზებს და ფარდა ავხადოთ იმ საიდუმლოს, თუ როგორ გამოაქვს სამყაროს კანონზომიერებებს ადამიანისათვის სიკვდილის განაჩენი. ამისათვის კი საჭიროა დავიწყოთ თავიდან და მივყვეთ თანამიმდევრობით, თანახმად ბიბლიური კოდის კანონმდებლობისა: „თანმიყოლებით უნდა მისდიო, რომ აზრს მიაგნო“ (ეკლესიასტე 7-27). ვიცით ის, რომ ღმერთმა ადამიანი თავის მადიდებელ არსებად შექმნა, რის დასტურსაც ჩვილობის ასაკში მხოლოდ ქვეცნობიერის კარნახით წარმოთქმული „აღუ“-ც ამოწმებს, თანახმად კანონისა: „ბრძენთა და გონიერთათვის დაფარული განუცხადე ჩვილებს“ (მათე 11-25) და „ჩვილთა და ძუძუმწოვართა პირით დაიმკვიდრე დიდება“ (მათე 21-16).
რაც შეეხება ღმერთის დიდებას, ეს ნიშნავს სულიწმიდის ძალის გააქტიურებას ადამიანში. რასაც თავად უნდა მიაღწიოს ყოველმა მათგანმა და ამას კი გააკეთებს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ თან დართული საქმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, არათუ სულიწმიდის ძალას გაიაქტიურებს, არამედ პირიქით დაბლოკავს და ფარისევლობის თვისებას განივითარებს მხოლოდ. სწორედ ამას აკეთებდნენ და დღესაც აკეთებს განურჩევლად ყოველი რელიგიური მიმდინარეობა და ეს რომ ნამდვილად ასეა, აი ამის ფაქტებად დადასტურების დროც დადგა კიდეც.
რატომ არ არის საკმარისი მხოლოდ სიტყვები? სიტყვას ხომ ძალა აქვს და მერე როგორი?! ალბათ ასეთი კითხვა გაუჩნდება ვინმე იმათგანს, ვისაც წარმოდგენა აქვს სიტყვის ძალის თაობაზე. ვპასუხობ ამ კითხვებს: რა თქმა უნდა სიტყვებს ძალა აქვთ და სწორედ სიტყვის ძალითაა მიღებული ყოველი ქმედება. ხოლო თუკი წაიკითხავთ ჩემს მიერ წარმოდგენილი ცოდნიდან თვისებებისა და უნარების მიღების წესს – გაიგებთ, რომ სიმართლის თქმის 144 000 რაოდენობების მატების მიხედვით იძენს ადამიანი კეთილ თვისებებსა და უნარებს; და სიცრუის თქმის რაოდენობებით კი – ბოროტს. სწორედ ამ თვისებებისა და უნარების შეძენა-გამტკიცებას ემსახურება გენეტიკა მთლიანად. რადგანაც მემკვიდრული გენი გადასცემს შთამომავალს ორივეს – სიცრუისა და სიმართლის ნაკვალევს; რამეთუ არც სიცრუისა და არც სიმართლის უთქმელად არავის უცხოვრია ამ ქვეყნად. ხოლო საუკუნეების მანძილზე მიმდინარე სიცრუისა და სიმართლის დაგროვებამ და ყოველ შთამომავლობაში ნამატის სახით მათმა გადაცემამ კი გამოიწვია ის სხვაობანი ნიჭთა და უნართა მიხედვით, რომელთა ზრდასაც ადგილი აქვს ყოველ მომდევნო თაობაში წინასთან შედარებით. ამჟამად კი, თანახმად საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამისა, ცხადია რომ მათი მოზღვავება უკვე პიკზე ავიდა. სანამ მას გაცნობებდეთ თუკი რა მოჰყვება ყოველივე ამას, მანამ კარგად უნდა განვმარტო ის, თუ რა იწვევს ადამიანში სიკვდილის დადგომას.
როგორც უკვე გაცნობეთ, ადამიანს სიცოცხლე განსაზღვრული აქვს სიცრუის რიცხვის შესრულების ზღვრამდე. რომელი ზღვარიც ყოველ პიროვნებას სათავისოდ ინდივიდუალური რიცხვისა აქვს, ინდივიდუალური გენეტიკური კოდიდან გამომდინარე. ბედისწერის განკარგვის პროგრამაში სიცრუე სამ მასშტაბური სახით არის დაფიქსირებული: პირადულ, პროფესიულ და ღმერთის შესახებ რწმენის კატეგორიების შესაბამისობით. ამ სამს შორის კი განმსაზღვრელობითი მნიშვნელობა მინიჭებული აქვს მესამეს, თანახმად კანონისა: „სანამ სხეულში ვსახლობთ, რწმენით დავდივართ და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6.7).
ახლა კი იმის შესახებ, თუ რას გამოაქვს სასიკვდილო განაჩენი ადამიანისთვის. ძალიან მოკლედ გეტყვით მას: სიცრუის რიცხვის შესრულებას!!! ხოლო როგორი სახით აღსრულდება ეს განაჩენი, ამას კი განსაზღვრავს ის, თუ რა რიცხვის ინდივიდუალური კოდის მფლობელია პიროვნება და რა კატეგორიის ცოდვები აქვს ჩადენილი მას. როგორც კი მოახლოვდება სიცრუის ზღვრის სისავსის დონე, ხდება ჩადენილ ცოდვათა შეკრება და მისგან საშუალო არითმეტიკულის გამოყვანა. მიღებულ რიცხვზე ინდ. გენ. კოდის რიცხვის გავლენით კი დადგინდება ის, თუ რა ფორმით უნდა მოხდეს აღსრულება განაჩენისა და ბედისწერაც პიროვნებას განსაზღვრულ მიდამოში „გადაისვრის“; რათა სიცრუის რიცხვის შესრულების დროს საჭირო ადგილას იმყოფებოდეს. ვინაიდან უკვე საკაცობრიო მიმდინარეობის ბოლო ჟამში იმყოფება კაცობრიობა, ამიტომ უამრავი ადამიანი არის კანდიდატი ამ რიცხვის შესრულებაში და ამიტომაც ბედისწერის პროგრამაშიც ამოქმედებული იქნა „არმაგედონის“ მუხლი. რომელიც გულისხმობს ერთნაირი კატეგორიის განაჩენის გამოსატან პიროვნებათა შეკრებას ალაგ-ალაგ. აი ამის გამოა, რომ გახშირდა უბედური შემთხვევების, ეპიდემიებისა და კლიმატური კატაკლიზმების შემთხვევები. ვინაიდან სამყარო მთლიანია და იკრებს ძალებს მის ფუნქციონირებაში უხეშად ჩამრევთა მიმართ; თანახმად კანონისა: „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ – თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24) და „დასაბამითვე კეთილთათვის შეიქმნა სიკეთე, ხოლო ცოდვილთათვის კი ბოროტება. არის ქარები შურის საძიებლად შექმნილნი. ქროლვისას ძალას ღვრიან და თავიანთი შემოქმედის გულისწყრომას დააცხრობენ. ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი – ყოველივე ეს შურისგებადაა შექმნილი. მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი, შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპად. საჭიროებისამებრ მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ უფლის სიტყვა“ (სიბრძნე ზირაქის 39 25/35). ასევე „სიკვდილი და სისხლისღვრა, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი – ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ ( სიბრძნე ზირაქის 40).
რაც შეეხება იმ ცოდნას, რომელსაც ჩემგან იღებთ. ეს ცოდნა არის მიღებული იმ პროგრამიდან, რომლითაც შეიქმნა ეს სამყარო და რომლის პრინციპითაც მუშაობს კიდეც. ამ პროგრამის რაღაც ნაწილებზე სხვადასხვა ეპოქებში წვდომა ჰქონდათ ერთეულ პიროვნებებს და ახლაც არიან ის მცირედნი, ვისაც აქვთ. მაგრამ რაც შეეხება იმ მთლიან ცოდნას, რაც დასაშვებია ადამიანური ცნობიერებისათვის ასათვისებლად, მასზე უფალი აცხადებს, რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე ის მხოლოდ ერთ პიროვნებას შეარჩევდა მის მისაცემად. როგორც პრაქტიკამ დაადასტურა, ეს მისია ჩემთვის დაუკისრებია მას. რადგანაც უკვე ჩემი შესრულებით შეიქმნა ამ ცოდნით წარმოდგენილი წიგნები. ახლა კი იმ მთავარ სათქმელს გეტყვით, რისთვისაც დაიწერა ეს წერილი და ეს არის ამის ცნობება: შეიძლება ასეც ითქვას, რომ კაცობრიობა უკვე მივიდა იმ ზღვარზე, რომ უამრავ ადამიანს ერთი სიცრუეღა დარჩა ზღვრის ავსებამდე. ცხადია არავის შეშინებას არ ვაპირებ, მაგრამ დავძენ იმას, რომ სინამდვილესათვის თვალის გაუსწორებლობაზე მეტად ადამიანს არაფერი აზიანებს! ამიტომ ამ წერილსაც საიმისოდ ვწერ, რომ მისი მიღების მსურველს ის ცოდნა მივაწოდო, რომელიც სიცრუის ზღვრის სისავსიდან უკან მოაბრუნებს და მისცემს იმის საშუალებას, რომ სიცოცხლე გააგრძელოს. ეს ეხება არამარტო ცოდნის მიმღებს, არამედ მის შვილებსაც. რადგან დღეს უამრავი ბავშვი იღუპება იმ მიზეზით, რომ მათი მშობლები მოკლებულნი არიან ამ ცოდნის ფლობას. მოკლედ მოგახსენებთ იმ საშუალების შესახებ, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ათასეული სიცრუეც კი გააბათილოს და ადამიანს საკმაოდ უკან დაახევინოს სასიკვდილო ზონიდან. ეს კი არის აღსრულება ამ კანონისა: „შეიცანით ჭეშმარიტება და იგი გაგათავისუფლებთ თქვენ“ (იოანე 8-32). ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტებას, როგორც ხედავთ ის სახეზეა me-sia.com-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით. მათი მოძიება და საქვეყნოდ გაცხადება, აგრეთვე ღმერთის მიერ დადგენილი საყოველთაო განკითხვის აღსრულების მოახლოების გამოცნობა ფაქტებით წარმომდგარ ნიშანთა მიხედვით, ჩემი წმიდათაწმიდა მისიაა და ვასრულებ კიდეც მას. ხოლო თუ ვინ როგორ მიიღებს მას, ეს კი მისი ნებაა. მე მხოლოდ იმას დავძენ, რომ ნამოქმედარზე პასუხის მისაღებად დასალოდებელი დრო უკვე დასრულებულია!!!