გაზიარება

როგორ აისახა ადამიანზე სამყაროს სარკის პრინციპი


„მოვა სიონიდან მხსნელი და უღვთოებას ააცდენს იაკობს,
ეს არის ჩემი აღთქმა მათთვის, როცა წარვხოცავ მათ ცოდვებს“
(რომაელთა 11-26,27).

„უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნებით წარმოდგენილი ცოდნა იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, რომ ეს სამყარო ფუნქციონირებს სარკის პრინციპით. რისი შედეგიც არის ის, რომ ადამიანის აზროვნებას ასე უჭირს ტყუილ-მართალის გარკვევა. რომლის თაობაზე დავამაც უკვე კულმინაციურ წერტილს მიაღწია და აუცილებლობა შეიქმნა იმისა, რომ ყოველივეს და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი ეწოდოს. საამისოდ ადამიანური შემეცნებაც მომწიფდა, რადგანაც უკვე ავიდა ადამიანისათვის დასაშვები ნორმის მაქსიმუმამდე. რამაც შექმნა ნიადაგი იმისა, რომ უფრო მკაფიოდ წარმოდგეს და აიხსნას ყველა ის მოვლენა, რომელიც კარგად განმარტავს იმას, თუ რა არის სარკის პრინციპი. ვინაიდან მისი კარგად გააზრებით შეცნობის გარეშე, ვერ იქნება შესაძლებელი ჭეშმარიტების შეცნობა.
წარმოდგენილი საკითხის ასახსნელად მოვიშველიებ ბიბლიას, რომელიც ამ თემასთან მიმართებით იუწყება შემდეგს: „შეხედე ცასა და დედამიწას და ყოველივეს რაც მასზეა. მიხვდები, რომ არსებულისაგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს; და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც“ (II მაკაბელთა 7-28). რომელი მოდგმაც ღმერთმა ისე შექმნა, რომ სულში ჩაუდო სასიცოცხლო პროგრამა – წარმოდგენილი ღვთიური კანონების სახით; თანახმად დაწერილისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე. მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23). „ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში და დავწერ მათ გულებზე – ამბობს უფალი“ (ებრაელთა 8-10). ხსენებულს კი ეწოდება ინტუიციური ანუ ქვეცნობიერი პროგრამა. რომელიც მთლიანად არის კიდეც განმგებელი ადამიანის სიცოცხლის მართვისა. ვინაიდან „ღვთისაგან არის დაწესებული რჯული და ვიცით, რომ ჩვენს ბუნებას უთანაგრძნო სამყაროს შემოქმედმა, როცა მას აწესებდა“ (IV მაკაბელთა 5-25).
„ინტუიციურ პროგრამას“ საფუძვლად უდევს ჭეშმარიტი რწმენა. რომლის ძალაც ადამიანში ფუნქციონირებს ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის სახით და ამ გრძნობის თვისებების ინდივიდუალური მაჩვენებელი კი წარმოადგენს ადამიანის ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდს. რომლის მუდმივ ძიებაშიაც არის მეცნიერება და სასურველ შედეგს ვერ აღწევს იმიტომ, რომ კვლევას მხოლოდ მატერიალურ მხარის შესწავლით აწარმოებს. რომელიც შედეგია იმ მიზეზთა და საფუძვლის ქმედებისა, რომელზედაც ახლა ვისაუბრე. ასე რომ ამ მაჩვენებელის გამოთვლა არც მხოლოდ უჯრედული შესწავლის გზით არის შესაძლებელი და არც გრძნობათა თვისებების აღწერით მხოლოდ. ვინაიდან ისინი მრავალმხრივად არიან განშლადი სხეულში, თვისობრივიდან მატერიალურში გარდასახვის გზით. ხოლო თეორიულად კი ასე წარმოდგებიან:
1) არ იცრუო.
2) არ იქურდო.
3) არ იმრუშო.
4) არ კაც ჰკლა.
5) პატივი ეცი მშობლებს.
6) შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.
7) შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი; მთელი შენი გულით, მთელი შენი სულითა და გონებით, მთელი შენი შეძლებით.
რადგანაც სული ამ მატერიალურ სამყაროში გადმოსახულია სპეციალური მისიისათვის. შესაბამისად ის ვერ იარსებებს მარტო დამოუკიდებლად – იმ მატერიალური საყრდენის გარეშე, რომელსაც სხეული ჰქვია და რომელიც თავად არის ნაწარმოები სულისგან, სათანადო პროცესების წარმართვის შედეგად. რის გამოც მას მიღებული აქვს სრულიად საწინააღმდეგო თვისებები და წარმოდგენილია შემდეგი კანონის სახით: „ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს კი ხორცის საპირისპიროდ“ (გალატელთა 5-17). ამიტომ ხორციელი პროგრამაც დაეყრდნო ასეთ საფუძველს: „შეინარჩუნე ძალაუფლება ნებისმიერ ფასად!“ და წარმოდგა ასეთი სახით:
1) ერთი თქვი, მეორე იფიქრე, მესამე აკეთე – ითვალთმაქცე!
2) მიითვისე ყველაფერი ნებისმიერ ხერხად!
3) მიზნის მისაღწევად წადი ნებისმიერ ქმედებაზე!
4) ვინც წინ გადაგეღობება მოიშორე!
5) იყავი ანგარებიანი და მშობლებიც და შვილებიც გინდოდეს სათავისოდ გამოყენებისათვის!
6) გიყვარდეს თავი შენი ყველაზე და ყველაფერზე მეტად!
7) უარყავი ღმერთი აშკარად ან შენიღბულად!
აი, ასეთი კანონმდებლობა იქნა მიღებული „სარკის პრინციპის“ მიხედვით ხორციელ პროგრამად; თანახმად კანონისა: „როგორც ბოროტებას უპირისპირდება სიკეთე და სიკვდილს – სიცოცხლე, ასევე ღვთისმოსავს – ცოდვილი. ამგვარად შეხედე უზენაესის ყოველ საქმეს: წყვილ-წყვილად არიან, ერთიმეორეს უპირისპირდებიან“ (სიბრძნე ზირაქის 33). ხოლო ადამიანურ შემეცნებას კი მიცემული ექნა ნება თავისუფალი არჩევანისა სულიერ და ხორციელ კანონებს შორის. გენეტიკის განვითარების ევოლუციური პროცესიც ემსახურება იმ მიზანს, რომ მის დასასრულს მიღებული იყოს ორივე პროგრამის ნაყოფი; თანახმად კანონისა: „არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ვერავინ შესძლებს იმას, რომ ღმერთსაც ემსახუროს და მამონასაც“ (მათე 6-24).
მაშასადამე ყოველივეს თეორიულად ჩამოყალიბება იმგვარად არის შესაძლებელი, რომ მისი გაგება არ არის რთული. მაგრამ როცა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზე მიდგება საქმე, აი აქ კი უკვე მთელი რიგ გაურკვევლობებს აქვს ადგილი. ვინაიდან ნებისმიერ ადამიანს უჭირს იმის ამოცნობა, თუ რომელი ძალის პრიორიტეტის მატარებელია – სულიერისა თუ ხორციელის. რამეთუ მათი ცხოვრება ისე არის მოწყობილი, რომ ვალდებულნი არიან სახელმწიფოს მიერ დადგენილი კანონები დაიცვან. ამასთანავე ზოგი მათგანი რელიგიურ კანონთა დამცველიცაა. ხოლო რაც შეეხება ღმერთის მიერ დაწესებულ იმ კანონებს, რომელნიც სპეციალურად ადამიანისათვის შექმნა მან სასიცოცხლო გარანტად – ამ კანონთა კარგად შემცნობიც კი არავინაა და მითუმეტეს მის დაცვაზე ხომ საუბარიც ზედმეტია?! თუმცა საკაცობრიო გენეტიკური კნონმდებლობის ძალით, ადამიანებში არსებული სულიწმიდის ძალა უზრუნველყოფს იმას, რომ მართალია აზროვნებისაგან შეუცნობლად, მაგრამ მაინც ხდება ნაწილობრივ აღსრულება იმ კანონებისა, რომლისადმი საერთოდ უარის თქმაც, სასიკვდილო განაჩენის გამოტანას ნიშნავს. ხოლო იმ სახის ქმედებებს, რომელთაც ადამიანები სჩადიან აზროვნებისაგან გაუთვლელად და გონების ძალით, ინტუიციური ქმედებანი ჰქვია.
ვინაიდან და რადგანაც ადამიანებს არ შეუძლიათ იმის გამიჯვნა,თუ რომელი ქმედებით რომელი მხარის კანონებს ააქტიურებენ; ამიტომაც არის შედარებული ცნობიერებითი აღქმის პრინციპი სარკისეულ პროგრამას. ხოლო რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ უნდა მოხდეს გარჩევა იმისა, თუ რომელი ქმედება იქნება სწორი, ამის გარკვევაში ბიბლიის ეს კანონი გაწევს დახმარებას: „უსუსურია მოკვდავთა ფიქრები და ადამიანთა ზრახვები მერყევია. რადგან გახრწნადი ხორცი ამძიმებს სულს და ეს მიწიერი კარავი ტვირთად აწევს ფიქრით სავსე გონებას. ადამიანი ძლივს ხვდება იმას, რაც მიწაზეა და რაც ხელთა აქვს ძნელად პოულობს. ხოლო რაც ცაშია მას როგორ გამოიკვლევს?! განგებას შენსას ვინ შეიცნობდა უფალო, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა და მაღლიდან შენი წმიდა სული არ მოგევლინებინა?!“ (სიბრძნე სოლომონის 9-14/17).
როგორადაც ბიბლია გვაცნობებს და ცნობიერებაც უკვე ისე გაიზარდა, რომ ადამიანებიც ვხვდებით ამას; კაცობრიობას მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდი უმეცრების დროებაში გაუტარებია. რასაც ადასტურებს მისი შედეგები, რომელიც შემდეგია: ყოველ სფეროში ძალაუფლება სატანის ძალას დაქვემდებარებულ ძალოვანს უკავია და ამიტომაც მათ მიერ დაკანონებული კანონები აშკარად თუ შენიღბულად ემსახურებიან არა ადამიანის სულიერი სიმშვიდის დაცვას, არამედ იცავენ ფულს – ქაღალდს, რომელიც აქციეს ყოველივეს შემძენ საშუალებად. რისთვისაც ბიბლიამ „გატიალების სიბილწე“ უწოდა მას და გვამცნო, რომ როცა ადამიანები მას დააყენებდნენ წმინდა ადგილას. რომელი ადგილიც ადამიანში პატიოსნებასა და სინდისს უნდა ეკაოს, მაშინ დადგებოდა აღსასრულის დრო (მათე 24-15). როგორც ხედავთ ეს დრო უკვე სახეზეა!!!
არსებული მდგომარეობის უკეთ გააზრების მიზნით, ვფიქრობ ყურადღების გამახვილებას საჭიროებს შემდეგი კანონები: „ბრძენი მსაჯული თავის ხალხს აღზრდის და გონიერის მმართველობა განმტკიცდება. როგორიცაა მსაჯული ხალხისა, ისეთნივე არიან მსახურნი მისი. როგორიცაა ქალაქის მეუფე, ისეთნივე არიან მცხოვრებნი მისი. უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს, განმგებელთა სიბრძნით კი ქალაქი აშენდება“ (სიბრძნე ზირაქის 10- 1/3) და „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილიც ხომ ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია?!“ (II მაკაბელთა 5-19,20). მართლაცდა კარგად დაკვირვებას საჭიროებენ ეს კანონები. რამეთუ დღეს ჭეშმარიტი სიმართლის მოსმენა ადამიანებში წყენის წარმოშობას იწვევს. თუმცა არ მოვერიდები იმის გაცხადებას, რომ სჯობს წყენა, ვიდრე სიმართლის დაფარვით მომკილი იმ ტკენის გადატანა, რომლის სიმძიმეც არ არის იოლად ასატანი მისი მიმღებისათვის. ამიტომაც არ ვერიდები წინ აღმდგომ ზღუდეებს და ჭეშმარიტი სიმართლის გაცხადებით ფარდას ვხდი ყოველივე იმას, რაც სიცრუით არის გადაფარული.
ბიბლია იუწყება ამგვარ ცნობებს: „სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზეო“ (სიბრძნე ზირაქის 20). „ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია. ასევე სისხლის დაღვრამდე კი ლანძღვა-გინებაო“ (სიბრძნე ზირაქის 22). ხოლო „რაც გვემართება, ჩვენი უკეთური საქმეების გამო და ჩვენი დიდი ცოდვებისათვის გვემართებაო“ (II ეზრა 8-83). რადგან დაკანონებულია, რომ „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალსო“ (იგავნი 12-21). თუკი ამ ბიბლიურ სიბრძნეთა კარგად გააზრებას ექნება ადგილი, ძნელი არ გახდება იმის მიხვედრა, რომ თუკი ადამიანი თავად არ დაიმსახურებს, ისე მას არავითარი ცუდი რამ არ შეემთხვევა; რაგინდ მის მტრებს სურდეთ თუნდაც.
მსოფლიოში მიმდინარე ის მოვლენები, რაც რომ სახეზეა ყოველდღიურად, ცხადჰყოფს იმას, რომ კაცობრიობამ საშიშ ზონაში შეაბიჯა. რისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ადამიანთათვის უცნობია ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობა და ცხადია, რომ მის დაცვას როგორ ექნება ადგილი?! ამიტომ დამდგარ დროსთან შესაბამისობა აუცილებლობას მოითხოვს იმისას, რომ შემდეგ გაფრთხილებას ექნას ადგილი: „რაოდენ მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი. რომლითაც განიწმიდა და შეურაცხყო მადლის სული. რადგან ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: ჩემია შურისგება და მე მივუზღავ. უფალი განიკითხავს თავის ერს. საშიშია ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა“ (ებრაელთა 10-29/31). „გეშინოდეთ ღვთისა და დაიცავით მისი დაწესებული კანონები. რადგან ეს არის კაცის თავი და თავი. ვინაიდან ყველა საქმეს სამსჯავროზე მოიტანს ღმერთი – ყოველივე დაფარულს, კეთილსა თუ ბოროტს“ (ეკლესიასტე 12-13,14).
წარმოდგენილი ცნობები ადასტურებენ იმას, რომ ადამიანის არავითარი ქმედება ან ფიქრი, აღურიცხავი არ რჩება სამყაროს კანონზონმიერებათა მოქმედების შედეგად. ამიტომ კანონთა დარღვევის ნებისმიერი შემთხვევა, გზას უხსნის შეცდომების მხრივ მიმართულებას და სრულიად შესაძლოა, რომ მოჰყვეს კანონთა დარღვევების სერიალები და ისე გადაუხვიოს ადამიანმა სწორი გზიდან, ვერც კი მოასწროს ამის გააზრება. რაც აუცილებლად მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი არ ექნება ადგილი იმის გაანალიზებას, რომ როცა ბედისწერა ადამიანს სასჯელს მოუვლენს; მისმა მიმღებმა ეს იმ სიგნალად უნდა ჩათვალოს, რომ მისი ფიქრები და ქმედებები ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობის არ დაცვის გზით წასულა. ვინაიდან თუკი ერთი ადამიანის ასეთი გზით სიარული, მის ბედისწერაში იწვევს უბედურებებს; მაშინ ქვეყნის მოსახლეობის ამ გზით სიარული, მათ ქვეყანას დაატეხს თავს ღვთის რისხვას. ხოლო როცა სრულიად მსოფლიო მოსახლეობა მიემართება ამ მიმართულებით, მაშინ სწორედ ის ხდება, რაც უკვე სახეზეა კიდეც და მისი შეჩერება სხვა ვენარაირი გზით ვერ მოხდება, გარდა ერთისა – რომელიც გონების ძილისაგან ადამიანთა გამოფხიზლებას გულისხმობს!!!