როგორია ცხოვრებისეული სინამდვილე
ცხოვრება რთულია, ცხოვრება უსამართლოა, ცხოვრება დაუნდობელია, ცხოვრება ტანჯვაა; არცთუ ისე იშვიათად ამბობენ ადამიანები ამ ფრაზებს და ვიტყოდი იმასაც, რომ არათუ მცირედნი, არამედ უმრავლესობა. არსებული რეალობა ცხადჰოფს ადამიანური შეგნების იმ დონეზე ასვლას, როცა მისთვის მისახვედრი გახდა ის, რომ ქმნილება ადამიანი ღმერთის შედევრია. მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, რაშიაც გარკვევაა საჭირო საიმისოდ, რომ ადამიანმა მყარად ირწმუნოს თავისი ქმნილებობის შესახებ. ერთ-ერთ ასეთ საკითხს წარმოადგენს იმის გაგება, რომ ყოველივეს კეთილად შემქმნელმა ღმერთმა, ნუთუ სასტიკი და უსამართლო ცხოვრებისათვის გასწირა თავისი ისეთი ქმნილება, რომელზედაც ამბობს: „ჩემს ხატად და მსგავსად შევქმენიო“ (დაბადება 1-26,27)?! დიახ, ეს არის ისეთი საკითხი, რომელიც ნამდვილად საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. რამეთუ თუ ყველაფერი სათანადოდ არ გაირკვევა, ადამიანი ვერასოდეს შეიცნობს იმას, რომ ღმერთს ის არ მოუვლენია ამქვეყნად იმისათვის, რომ ტანჯული ცხოვრებით ეცხოვრა. არამედ პირიქით, საამური ცხოვრების გასატარებლად მოავლინა. ხოლო თუ რატომ მოხდა ისე, რომ ადამიანებს ცხოვრება საამურად ვერ წარემართათ, ცხადია ამაზე პასუხის გაცემა ღმერთის გარდა არავის შუძლია და ამიტომ მოვუსმინოთ მას, თუ რას იუწყება ამ საკითხზე ბიბლიის მეშვეობით:
„ასე ამბობს უფალი: ადამიანთათვის შევქმენი წუთისოფელი და როცა ადამი განუდგა ჩემს მცნებებს, მსჯავრი დაედო მას რაც შეიქმნა. დავიწროვდა ამ წუთისოფლის შესასვლელები, შეიქმნა გამტანჯველი და სამძიმო, ბოროტებითა და ფათერაკებით სავსე და დიდ ჯაფას მოითხოვს. მაგრამ უფრო დიდი წუთისოფლის შესასვლელები ფართოა და უხიფათო და უკვდავების ნაყოფის გამომღები. ამიტომ თუ ცოცხლები არ გაივლიან ამ ვიწროებს, ვერ მიიღებენ იმას, რაც დაცულია მათთვის. უფალმა დაადგინა კანონები საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი მართალნმა დაიმკვიდრონ, უკეთურნი კი დაიღუპებიან. რადგან მართალნი დაითმენენ ვიწროებს, ფართოს იმედით. ხოლო ვინც უკეთურებას სჩადის, თუმც ვიწროებს კი გაივლის, მაგრამ ფართოს ვერ იხილავს. არ არსებობს მსაჯული ღმერთზე აღმატებული. არც ბრძენი, უზენაესზე აღმატებული. დაიღუპებიან აწმყოში მრავალნი. ვინაიდან უგულებელყოფილი არის მათგან უფალის მიერ დადგენილი კანონმდებლობის დაცვა. რადგან ასწავლა ღმერთმა მომსვლელთ, როცა მოვიდნენ, რისი კეთებაც მართებდათ მათ, რათა ეცოცხლათ და რისი დაცვა, რათა არ დასჯილიყვნენ. მაგრამ ისინი არ დამორჩილდნენ მას, შეეწინააღმდეგნენ და თავიანთი ჭკუით დაიდგინეს ჭეშმარიტება. მოიგონეს თავისთვის ტყუილები. არარსებულად გამოაცხადეს უზენაესი და არ სცნეს მისი გზები. შეიძულეს მისი რჯული და უარყვეს მისი აღთქმანი. არ ირწმუნეს მისი კანონები და არ ასრულებდნენ მათ. ამის გამო ცარიელი ცარიელთათვის არის და სავსე – სავსეთათვის“ (III ეზრა 7-7/40).
როგორადაც ხედავთ ეს ცნობა კი იძლევა პასუხს დასმულ კითხვაზე. მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა საკითხის დაკონკრეტებულად განხილვა და სწორედ ასეც მოვიქცევი. დავიწყებ აღნიშვნით იმისა, რაც უკვე საყოველთაოდ ცნობილია და არის ის, რომ ადამიანი არის სულის და სხეულის ერთობით გამთლიანებული არსება. რომელიც აზროვნებს და მოქმედებს ისე, რომ ძალუძს მთელი რიგი ძვრები მოახდინოს იმ გარემოში, რომელიც ღმერთმა მას საარსებოდ საჭირო პირობების მომცველად დაურეგულირა.
მოგახსენებთ იმასაც, რომ როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, მისცა მას სული – მომცველი პროგრამა გონებისა. რომელშიაც წარმოდგენილი არის ცნობები ამ სამყაროს შექმნისა და მოდელის შესახებ იმგვარად, რომ ადამიანურ შემეცნებას მასზე წვდომა შეეძლოს. რომელი შემეცნებაც ფუნქციონირებადია გრძნობათა ხუთეულის მიერ აღქმითი უნარის მეშვეობით მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. ხოლო რაც შეეხება გრძნობებს, მათი წარმოშობა კი პროგრამა გონების ფუნქციონირებით ხდება; როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „როდესაც ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა. გონება არის ღირსებათა წინამძღვარი და ვნებათა განმგებელი“ (IV მაკაბელთა 2-21/23 და 1-15/32).
აი, სწორედ ეს საკითხი საჭიროებს სიღრმისეულად განხილვას. რადგან გონება და აზროვნება ჯერაც ერთმანეთში ერევათ ადამიანებს და თანაც სწორედ გონების ფუნქციონირების მექანიზმია ის, რაც შეუსწავლელია მეცნიერების მიერ. რაც არის კიდეც საფუძველი ყველა იმ უბედურებისა, რაც ადამიანებს ემართებათ. ამიტომ ყურადღებას გავამახვილებ საკითხზე, რომელიც ბედისწერის შექმნას ეხება და სწორედ ის წარმოადგენს ადამიანის ცხოვრების განმკარგავს. ცნობილია ის, რომ რეალობაში არ არსებობს შემთხვევა, რომ ზუსტად ერთნაირი ცხოვრებისეული გზა არათუ მრავალს, არამედ ორ პიროვნებას მაინც განევლოს. ვინაიდან როგორც თითოეული ადამიანი არის ინდივიდუალურად ერთადერთი და განუმეორებადი, ასევეა მისი ცხოვრებაც. რაც, რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს და არის კიდეც! ხოლო თუ რატომ ხდება ასე, ამაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია იმ ცოდნით, რასაც ბედისწერის შექმნის მექანიზმი ჰქვია და მასზე დაწვრილებითი ინფორმაცია გაცხადებული მაქვს კიდეც საყოველთაოდ მისაწვდომი ფორმით „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნების საშუალებით. აქ კი მოკლედ და კონკრეტულად ავხსნი მას.
როგორც უკვე მოგახსენეთ კიდეც, სულის პროგრამა გონება, რომელიც განურჩევლად ყველა ადამიანს ეძლევა ერთიდაიგივე, მოიცავს ამ სამყაროს შექმნისა და მისი მოდელის შესახებ ცოდნას. რომელიც დამყარებული არის მათემატიკური წესებს და შედგენილია ციფრების ენაზე. ხოლო რაც შეეხება ალგებრული გამოთვლების ჩატარებისა და შედეგების აღნიშვნას, ისინი წარმოდგენილი არიან გეომეტრიულ ფიგურათა სახით. ხოლო თავად მატერიალურ სამყარო კი არის ამ პროგრამის ფაქტობრივი გამოსახულება და მასში მიმდინარე პროცესებიც ამ პროგრამის ფუნქციონირების შედეგად სრულდება. ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არა აქვს ადგილი რაიმე უზუსტობას ან შემთხვევითობას და ყოველივე რაც ამ სამყაროში ხდება კანონზომიერულია!!!
ახლა კი იმ საკითხზე მოგახსენებთ, თუ რა ადგილი უკავია სამყაროს შემადგენლობაში ადამიანს და როგორია მისი ფუნქციონალური დანიშნულება. გამომდინარე ბიბლიის შემდეგი ცნობებიდან: „უფალო რა არის ადამიანი, ასე რომ განადიდებ? მისკენ რომ მიგიპყრია გულისყური? რომ ყოველ დილას მოინახულებ და სცდი ყოველ წამს?“ (იობი 7-17,18) და „რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე და ყოველივე მას დაუმორჩილე“(ფსალმუნები 8-5,7) – მისახვედრი არის, რომ ადამიანს საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონია მიზომილი ამ სამყაროს ფუნქციონირებაში. თუმცა ადამიანური წარმოსახვით წარმოუდგენელია დაშვება იმისა, რომ შესაძლებელია ამ უზარმაზარი სამყაროსათვის ადამიანის როლი მეტად მნიშვნელოვანი იყოს. მაგრამ სინამდვილე ასეთია: მატერიალური სამყაროს სიდიადე, ადამიანური თვალთახედვის საზომით კი არ განისაზღვრება, არამედ ძალთა ფუნქციონირებით. ძალა კი უხილავია და ნებისმიერი ფიზიკური სხეულის არსებობაც მხოლოდ მისთვის საარსებო გარემოს არსებობის პირობებში არის განპირობებული. რომელ საარსებო პირობებსაც სწორედ ის უხილავი ძალები ქმნიან, რომელნიც ამ სამყაროს მაარსებელი ენერგიიდან არიან აღძრულნი. ამასთანავე მოგეხსენებათ ისიც, რომ ენერგიაც ასევე უხილავია ადამიანური თვალთახედვისათვის. ასე რომ სამყაროსათვის მნიშვნელოვნება ენერგიული თვალსაზრისით განისაზღვრება და არა ფიზიკური ზომებით!!!
მაშასადამე ყოველივე აქ თქმულის საფუძველზე აღარ უნდა იყოს ძნელი იმის გააზრება, რომ ღმერთის მიერ ადამიანისადმი დათმობილი ინტერესი მისახვედრს ხდის იმას, რომ ადამიანს მართლაც მნიშვნელოვანი როლი რგებია სამყაროს ფუნქციონირების საქმეში. რაც ბიბლიით არის კიდეც ხაზგასმით აღნიშნული ამ კანონის მეშვეობით: „ღმერთის მიერ ადამიანს ებოძა ხელმწიფება მიწიერებაზე“ (სიბრძნე ზირაქის 16-17). აქვე მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ბიბლიის ცნობების შესახებ და შეგახსენოთ ის, რაც არაერთხელ განმიცხადებია. კერძოდ კი ის, რომ ბიბლიური ცნობების სრულყოფილად ახსნა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ვიწრო გაგებით. არამედ მისი გაშიფვრა ფართო ასპექტს გულისხმობს. რაც ნიშნავს დაყვანას ენერგიის ფაქტორამდე. სწორედ ენერგიის თვალსაზრისით არის ადამიანი ძლიერი და არა ფიზიკური ძალოვანების მეშვეობით. ხოლო რაც შეეხება ენერგიულ ძალოვანებას, მას ანიჭებს ის გონებრივი შესაძლებლობა, რასაც სულიდან იღებს და მას სხვანაირად ცოდნის ფლობის შემძლეობა ჰქვია.
ყოველივე რომ უფრო ადვილად მისახვედრად წარმოვადგინო, საამისოდ დავუბრუნდები ბედისწერის შექმნის მექანიზმს და მოგახსენებთ იმას: რომ ჯანმრთელობა, ოჯახი, პროფესიული საქმიანობა და ყველაფერი რაც ადამიანს ეხება – განისაზღვრება ბედისწრის მიერ და მისი დადგენილების გარეშე ერთი წერტილიც კი ვერ შეიცვლება ადამიანის ცხოვრებაში.
რა არის ბედისწერა, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად სათავისოდ რომ უდგინდება? ვინ ქმნის მას და როგორ? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჭირო არის მოხდეს ადამიანის წარმოდგენა შემდეგ მხრივად: რომ ადამიანი არის არსება, რომლის არსებობაც საჭიროებს კვებას, საცხოვრებლად საარსებო გარემოს ჰქონას საიმისოდ, რომ დაკმაყოფილებული ჰქონდეს ჰიგიენის, ბუნებრივი მოთხოვნილებების, დასვენებისა და შრომისათვის საჭირო პირობები. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ იგი არ არის დამოუკიდებელი არსება, არამედ ნაწილია საზოგადოებისა და მისთვის საარსებო აუცილებლობაა თავის მოდგმასთან კონტაქტი: გრძნობების, სასაუბრო ენისა და აზროვნებითი უნარის ფუნქციონირებისათვის. რომელთა გარეშეც ადამიანად ყოფნა ვერ შედგება!!! ხოლო ყოველივე ამ პირობების მოსაპოვებლად კი, მას საშუალება ეძლევა სწორედ ბედისწერის მექანიზმის მეშვეობით. რომლის გეგმის შედგენასაც თავადვე ახდენს იმ პროგრამის საფუძველზე, რომელიც მას შემქმნელმა უბოძა სულის გონების სახით.
ახლა კი იმის თაობაზე ვისაუბრებ, თუ როგორ იქმნის ადამიანი თავის ბედს და გადასცემს სამყაროს ფაქტებად აღსასრულებლად. რასაც ახერხებს იმიტომ, რომ მას შემქმნელისაგან აქვს მინიჭებული უფლება იმისა, რომ „რასაც ითხოვს, ზუსტად ის მიეცეს“ (მათე 7-7,8). ხოლო რაც შეეხება მოთხოვნას, ამას კი განსაზღვრავს მის მიერ ჩადენილი ქმედებანი – ეს სიტყვისმიერად იქნება შესრულებული, თუ ხელისმიერად. ახლა კი გასარკვევი ის არის, თუ როგორ ხდება შეფასება იმ მოთხოვნისა, რასაც ადამიანის ქმედება ჰქვია. რადგანაც ცხოვრებისეული რეალობა ცხადჰყოფს იმას, რომ სიკეთის მიღების დამსახურების შემძლე ვერ ყოფილა ადამიანი. ვინაიდან უპრობლემო ცხოვრებით არავის უცხოვრია ამ ქვეყნად. არადა თურმე ეს შესაძლებელი ყოფილა და თანაც ყოველგვარი ძალისხმევის გაღების გარეშე. რამეთუ შემქმნელი ეუბნება ადამიანს, რომ საამისოდ მხოლოდ ამ კანონის აღსრულება მისთვის საჭირო: „დაიცავი ღმერთისაგან დადგენილი კანონები. რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-13). ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ სრულებითაც არ არის ძნელი დადგენილ კანონთა დაცვა იმიტომ, რომ „ადამიანთა ბუნებას უთანაგრძნო შემოქმედმა, როცა მათ მას უდგენდა“ (IV მაკაბელთა 5-25).
ახლა კი იმის თაო\ბაზე მინდა ვისაუბრო, თუ რატომ არის აუცილებელი ამ კანონთა დაცვა. რომელ საკითხსაც ძალიან კარგად წარმოადგენს ბიბლიის ეს ცნობა: „რადგანაც არ ცდილობდნენ ცოდნით ჰყოლოდათ ღმერთი, ამიტომ ღმერთმა ისინი გადასცა უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. აღვსილნი არიან ყოველგვარი ბოროტებით, უსამართლობით, ანგარებით და სიავით“ (რომაელთა 1-28,29). როგორადაც ხედავთ, გამომდინარე იქედან, რომ ადამიანური გრძნობების ჩამოყალიბებას გონება მართავს; თუკი ადამიანის ნება უგულებელყოფს მის საფუნქციოდ საჭირო კანონების დაცვას, ცხადია ვერ მიიღებს მისგან წყალობას სასიცოცხლოდ აუცილებელი კოსმიური ენერგიის სახით. რომელიც ადამიანს ანიჭებს ჭეშმარიტი სიყვარულის ძალის ფლობის უნარს. ამიტომაც ასეთი ადამიანის გრძნობები კეთილია და მომცველია სიყვარულის მახასიათებელი თვისებებისა. მაგრამ თუკი ადამიანი არ არის გონების კანონთა სათანადოდ დამცველი. მაშინ ცხადია გონების ფუნქციონირება იზღუდება და ადამიანში სიყვარულის გრძნობას ეგოიზმი ჩაანაცვლებს. რასაც მოჰყვება გრძნობების გადაგვარება და ასეთ ადამიანებში ხდება აზროვნების გაუკუღმართება ისე, რომ ამას თავად ვერც კი აცნობიერებენ. მაგრამ სამყარო კი ყოველივეს ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც სინამდვილეშია. ვინაიდან იგი ხომ ჭეშმარიტების ძალით იმართება; როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „დიდია მიწა, მაღალია ცა, სწრაფი სრბოლით მზე ერთ დღეში გარშემოივლის ცის სიმრგვალეს და კვლავ თავის ადგილზე მოიქცევა. განა დიდი არ არის ის, ვინც ამას აკეთებს? დიდია ჭეშმარიტება და ყველაფერზე ძლიერია. მას უხმობს მთელი ქვეყანა. ცა მას აკურთხებს. ყოველი საქმე ირყევა და ძრწის მის წინაშე და არ არსებობს მასთან რაიმე უსამართლო. ჭეშმარიტება რჩება და მძლავრობს სამარადისოდ, ცოცხლობს და ძალმოსილია უკუნითი უკუნისამდე. არ არსებობს მისთვის მიკერძოება და გარჩევა; არამედ აჩენს სამართალს ყოველივე უსამართლობის და ბოროტის განდევნით. ყველას მოსწონს მისი საქმეები და არაფერია მის სამართალში უსამართლო. მისია ძალი და მეფობა, ხელმწიფება და სიდიადე ყოველ საუკუნეთა. კურთხეულია ღმერთი ჭეშმარიტებისა“ (III ეზრა 4-34/40).
ახლა კი დროა ის საკითხი განვიხილოთ, თუ რა როლი აქვს ადამიანთა მოდგმას სამყაროს ფუნქციონირების პროცესში. რაზედაც პასუხის გასაცემად ცხადია ბიბლიას უნდა დავეყრდნო. რამეთუ იგი წარმოადგენს მატერიალურ სამყაროსა და ადამიანის შესახებ სინამდვილის შესატყობ ერთადერთ ჭეშმარიტ წყაროს. აი რას იუწყება იგი: „უფლისაა დედამიწის საფუძველნი და სამყარო მასზე დაამყარა“ (I მეფეთა 2-8). როგორადაც უკვე მოგახსენეთ, ბიბლიის ცნობების საყრდენი ენერგიაა და არა მატერია. ამიტომ ამ კანონში საფუძველი ნიშნავს იმას, რომ სამყაროს მამოძრავებელი ენერგიის წყარო სათავეს დედამიწიდან იღებს. ცხადია იმის გარკვევას თუ დაკონკრეტებულად რა როგორ ხდება, ვერ შესძლებს ადამიანური აზროვნება იმიტომ, რომ მისი აღქმითი შემძლეობა ვერ არის ამის შემძლეობის დონისათვის შექმნილი. მაგრამ ზოგადი სახით კი შესაძლოა შემეცნება იმისა,თუ რასთან გვაქვს სახე. წარმოვადგენ ამ ცოდნას:
როგორადაც ცნობილია კიდეც, მატერიალური სამყარო შემოსაზღვრულია ცის ყინულოვანი შრეების მომცველი თაღით. იგი მრგვალია და ცით შემოფარგლულ სივრცეში არსებობენ მაკრო ელემენტები, რომელნიც ასრულებენ ბრუნვითი სახის მოძრაობას და ამით ქმნიან ენერგიას, რომელიც განაპირობებს სამყაროს არსებობას. როგორც ბიბლია ამბობს, სამყაროს ფუნქციონირების პრინციპი იმგვარად ყოფილა დარეგულირებული, რომ ენერგიის წარმოქმნის წყარო სათავეს თურმე დედამიწიდან იღებს. ხოლო რაც შეეხება დედამიწის შემძლეობას საამისო როლისათვის, მისი უზრუნველყოფა სხვადასხვა დროში სხვადასხვა არის, გამომდინარე სამყაროს ხნოვანებიდან. აქ მინდა შევეხო უშუალოდ ადამიანის როლს და ამიტომაც ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ იმასაც, რომ გონიერი არსებები მხოლოდ დედამიწაზე არ არიან, არამედ სხვაგანაც. მაგრამ ისინი ვერ გადმოვლენ ჩვენთან და ჩვენც ვერ გადავალთ მათთან ფიზიკური სახით იმის გამო, რომ პარალელურობა გვყოფს. რომელიც გამიჯნულია დროის ფაქტორით. მაგრამ დაკონტაქტება შეგვიძლია ჩვენც და მათაც გონების ძალით და ამას ვასრულებთ ჩვენცა და ისინიც საჭიროების შემთხვევაში. რაც შეეხება დედამიწისა და ასევე სხვა მაკრო ელემენტების ფუნქციურ როლს, მისი საფუძველი მდგომარეობს მისთვის განკუთვნილი დროის შენარჩუნებაში. რასაც ასრულებს ბრუნვითი მოძრაობის მეშვეობით. ხოლო ბრუნვის სტაბილურობას კი განაპირობებს, როგორც გარე ფაქტორი, ასევე თავად მასზე მიმდინარე პროცესები; და როგორც ბიბლია იუწყება, ამოსავალი შიდა ფაქტორი ყოფილა. ანუ დედამიწის შემთხვევაში ადამიანთა მიერ წარმოებულ ენერგიას ჰქონია ამოსავალი როლი მინიჭებული. რაც განპირობებულია იმით, რომ მათი სული კოსმიურ მიზიდულობასაა დაქვემდებარებული და ამის ნიადაგზე ხდება უზრუნველყოფილი წონასწორობის დაბალანსება. მაგრამ როგორც ცნობილია, კოსმოსთან კავშირს სული მაშინ ინარჩუნებს, როცა ადამიანი კეთილი გრძნობებით აღჭურვილი არსებაა. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ: ცოდვის ჩადენაზე უარის მთქმელია. გაცნობებთ იმასაც, რომ სწორედ ეს არის გარანტი დედამიწური გარემოს სტანდარტულობის შესანარჩუნებლად და როცა ადამიანები ამ პირობას არღვევენ, ხდება დისბალანსი და მისი გამოხატულება კი, ჩვენთვის მისახვედრად ვლინდება კლიმატური კატაკლიზმების სახით. რისი საფუძველიც არის სამყარულ ბრუნვაში დედამიწური გარემოსთვის დადგენილი დროის სტაბილურობის რყევა. რასაც ცხადია დედამიწაზე მოქმედი გარე ფაქტორის ძალები არ დაუშვებენ და შედეგი კი იქნება ის, რომ დედამიწიდან მოცილებული იქნებიან კოსმოსთან კავშირგაწყვეტილი სულის მქონე ანუ ცოდვებით დახუნძლული ადამიანები. რაც შეეხება იმას, რომ სტიქიურ კატაკლიზმათა მიზეზად ადამიანი დავასახელე, მაგრამ ცნობილია ისიც, რომ მისი მოდგმის გაჩენამდეც ხდებოდა ანალოგიური რამ დედამიწაზე; ცხადია საჭიროებს განმარტებას და ასეც მოვიქცევი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის გაჩენამდე დედამიწაზე არსებობდნენ სხვა გონიერი არსებები. რომელნიც სწორედ იმის გამო, რომ ღმერთისგან დადგენილ წესებს უგულებელყოფდნენ, გარდასახულნი იქნენ შენელებული დროის პარალელურ სამყაროში. რასაც ამოწმებს ბიბლიაც შემდეგი ცნობებით: „ჩამოგდებული იქნა დედამიწაზე სატანა და მისი ანგელოზები“ (გამოცხადება 12-9,12). ხოლო ადამიანის გაჩენის დროისათვის კი მათზე ეს ცნობაა: „შედიოდნენ ადამიანის ასულებთან და აკრძალა ღმერთმა“ (დაბადება 6-1/7). რომელი აკრძალვაც ნიშნავს იმას, რომ პარალელური სამყაროთი გამიჯნა ისინი ადამიანთაგან.
ახლა კი იმის შესახებ, რაც ამჟამად ხდება და მისი ნამდვილი სახეც ასეთია: ადამიანთა მიმართ ჯანმრთელობის მხრივ, მსოფლიო დონის მომცველი არაჯანსაღი მდგომარეობა. ადამიანური მდგომარეობიდან მანიაკალური გადაგვარების იმდენმხრივად მრავალმხრივი ფორმები, რომ უკვე კაცია თუ ქალი, ამის გარკვევაც სჭირს. ერთმანეთის მიმართ სიძულვილისა და დაუნდობლობის ისეთ დონეზე ასვლა, რომ უკვე ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთს უსპობენ სიცოცხლეს. გახშირებული თვითმკვლელობების, მკვლელობების, ფიზიკური თუ ფსიქიური ძალადობის შემთხვევები. ქვეყანათა შორის დაპირისპირებები. უბედურ შემთხვევათა მასშტაბების ზრდისა და სიხშირის და ამასთანავე კლიმატური კატაკლიზმების სიძლიერისა და სიხშირის მატების ყოველდღიურობის რეჟიმში გადასვლა. მოგახსენებთ იმასაც, რომ ეს რომ ასე იქნებოდა, ღმერთმა ბიბლიის საშუალებით ადრიდანვე გააფრთხილა ადამიანთა მოდგმა. მაგრამ როგორც რეალობამ ცხადჰყო, მათგან უგულებელყოფილი იქნა გაფრთხილების გათვალისწინება და შედეგმაც არ დააყოვნა!!! მინდა ახსნა-განმარტება წარმოვადგინო იმისა, თუ რას ეფუძნებოდა ის გაფრთხილება, რაც ბიბლიურ წინასწარმეტყველებად არის მიჩნეული ადამიანთა მიერ. ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ ბიბლიის წინასწარმეტყველებანი ყველა აღსრულებადია და იმიტომ, რომ საკაცობრიო გენეტიკური კანონმდებლობის საფუძველზეა გათვლილი. ხოლო საიმისოდ კი, რომ ეს საკითხი განვიხილო, აუცილებელია განვმარტო ქრისტეობის შესახებ. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ ქრისტეობის ფენომენი არ შემოისაზღვრება იესოს პიროვნულობით და უფრო მეტიც – ის სცდება ადამიანურ ფენომენს. ვინაიდან ქრისტე არის ის, რომელიც მოიაზრება ღმერთის თანაშემწედ იქ, სადაც ღმერთმა ამ სამყაროს პროგრამა შექმნა. ამიტომაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმ პროგრამის განხორციელებაში, რასაც გონიერი ადამიანის მიღება ჰქვია. რაც რომ საჭიროა სამყარო კუბში ადამიანის დასაფუძნებლად. რაც შეეხება მის პასუხისმგებლობას, მასზე ბიბლია იუწყება შემდეგს: „მის მიერ შეიქმნა სოფელიო“ (იოანე 1-10). რაც იმას ნიშნავს, რომ საკაცობრიო გენეტიკის პროგრამის მატერიალურად შემსრულებელი ის ყოფილა. რომელიც თავისი ნამდვილი ფიზიკური სახით მართალია ამ სამყაროს ბინადარი არ არის, ისევე როგორც ამ სამყაროს შემქმნელი ღმერთი. მაგრამ ეს სამყარო ფუნქციონირებს ღმერთის ძალით და მასში გარდმოსახულია ქრისტეს გონიერება. რომელსაც ჩვენ ქრისტეს სულად ვიცნობთ. რომელიც იმ სამყაროდან აქ გარდმოისახა ჯერ ანგელოზის სულად. რომელმაც თავისი ცოდნის გამოყენებითა და გენეტიკის კანონის მოქმედების საშუალებით მოახერხა გარდასახვა ედემელ ადამად და შექმნა ადამიანური სულის პროგრამა გონება. ხოლო შემდეგ კი ასევე თავისი ცოდნით – რომელიც ემყარება სიტყვის ძალას, ადამიანის სახით მოვიდა და კაცობრიობის ცოდვების გზა დაბლოკა სულის გონების პროგრამაში. რითაც რჯულის კანონმდებლობა შეცვალა აღთქმით. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დედამიწიდან წასვლის შემდეგ დაბადებულ ყოველ ახალშობილს კოსმოსიდან ეძლევა სულიწმიდით ნათლისღებული სული და მისი ნათლია კი ქრისტეა. ანუ ახალი აღთქმის საფუძველი არის ის, რომ ნათლობა აიკრძალა. რასაც მანამ ასრულებდა მღვდელი, რომელსაც ჰქონდა კოსმოსთან კავშირის მქონე სული. იგი ცხოველთა სისხლით ახდენდა მოსანათლი პიროვნების ცოდვების გამოსყიდვას. რადგან „სისხლის დაუღვრელად არ ხდება ცოდვების მონანიებაზე მიტევება“ (ებრაელთა 9-22). მაგრამ რადგანაც ცოდვილ გზაზე სიარულის გამო ადამიანთა სულები სულ უფროდა უფრო მდაბლდებოდა, ამიტომ სუსტდებოდა მათი სულების კოსმოსთან კავშირიც. ხოლო მისი გაწყვეტა კი ადამიანთა მოდგმის განადგურებას ნიშნავს. რადგანაც განათვლის შემწეობის უნარი შეეზღუდათ ადამიანებს, ამიტომ მოვლინებული იქნა ქრისტეს სული ადამიანში იმის გამო, რომ საკუთარი სისხლით გამოესყიდა მისი უშუალო მონაწილეობით შექმნილი კაცობრიობის ცოდვები. რისთვისაც ერთხელ შევიდა გონებაში და მოახერხა ცოდვების დაბლოკვა. რითაც გახდა სამარადისოდ საკაცობრიო ნათლია. როგორც ამას ბიბლიაც ამოწმებს: „ერთხელ შევიდა წმიდაში“ (ებრაელთა 9-25,26). აი, ახლა კი გთხოვთ ყურადღებას!!! რისთვისაც ორიოდ სიტყვით შევეხები რელიგიებს და რელიგიურ სექტებს და მათზე მოგახსენებთ იმას, რომ არცერთი მათგანი არ იმართება ღმერთისმიერი ძალით. ყოველ მათგანის არსებობა განპირობებულია საიმისოდ, რომ ანტიქრისტეს მოსვლა მომხდარიყო. რაც გამოუვიდათ კიდეც. მასზე მოგახსენებთ იმას, რომ ნუ აღიქვამთ მას მხოლოდ ადამიანად. რადგან თუკი ქრისტეს სულის მქონე ადამიანის არსებობაა შესაძლებელი. ასევეა შესაძლებელი სატანის სულის მქონე ადამიანის არსებობაც. აი, სწორედ ადამიანის სახით მოსული ეშმაკია იგი და ამიტომაც შესძლო ის, რომ მსოფლიო საზოგადოების ბედისწერა რჯულის კანონებით განსჯაზე გადაიყვანა. რაც მოახერხა სწორედ ნათლობის ფენომენის ხარჯზე. რასაც რელიგიებმა ჩაუყარეს საფუძველი იმით, რომ ადამიანებს დაუმალეს აღთქმით მისი გაუქმების თაობაზე. ანტიქრისტემ კი ძალა იმით მიიღო, რომ ათიათასობით ბავშვის სულის გონებას გაუხსნა ცოდვის მიმართულება და მათთვის განკუთვნილი ენერგიით საზრდოობს. ამიტომაც უწოდა მას ბიბლიამ ანტიქრისტე. რადგან ქრისტე ყველა ბავშვის ნამდვილი ნათლია. ხოლო ის კი ცრუ ნათლია, ანუ ანტი ნათლია.
ახლა ალბათ უკვე მისახვედრია ის, თუ რატომ გადავიდა კაცობრიობის ბედი უბედურების რელსებზე. ხოლო რაც შეეხება უბედურებათა სერიალების სისწრაფეს, ამის მიზეზი კი ცოდვების ის სიმრავლეა, რაც გაცობრიობას დაუგროვდა. ამიტომაც იწოდება ეს პერიოდი ცოდვილი გზის ბოლო ჟამად. რამეთუ ცნობილი არის ის, რომ „რჯულის კანონმდებლობის მიხედვით ვერავინ გამართლდება ღვთის წინაშე და ყველანი წყევლის ქვეშ იმყოფებიან“(გალატელთა 3-10,11). მაშინ რა ხდება? კაცობრიობა განადგურდება? ამ კითხვებზე პასუხი ასეთია: ღმერთმა კაცობრიობას დაუდო აღთქმა, რომ აღარ მოუვლენდა საკაცობრიო დონის წარღვნას (დაბადება 8-21). ღმერთი კი ყოველთვის ასრულებს დანაპირებს. ამიტომაც ახლაც, ისევე როგორც ყოველი ძნელბედობის ჟამს, მან დახმარება გაუწია კაცობრიობას საიმისოდ, რომ გადარჩეს. რომელი დახმარებაც შემდეგია:
მან კვლავ მოავლინა დედამიწაზე ქრისტეს სული ადამიანში. რომელიც კვლავ შევიდა სულის გონებაში ანუ ბიბლიურად წმიდაში. მაგრამ არა საკუთარი სისხლის მსხვერპლით. არამედ სიტყვის ძალის მეშვეობით. ისევ დაბლოკა ცოდვის მიმართულება, მაგრამ არა საყოველთაოდ მისაღებად. არამედ მხოლოდ მის მომლოდინეთა სახსნელად (ებრაელთა 9-28). რაც გამოიხატება შემდეგში: მხილებული ჭეშმარიტების შეცნობასა და მიღებაში. რადგან მხოლოდ ასეთ პიროვნებებს შეკრებს ღმერთი და მისცემს შანსს საიმისოდ, რომ იმ საამურ ცხოვრებით იცხოვრონ, რომლის მისაღებადაც მოავლინა კიდეც ღმერთმა მისი მოდგმა ამქვეყნად. დანარჩენზე კი შემდეგ…