რა ხდება ახლა
აქამდე ყოველთვის ვაცხადებდი იმას, რაც ახლო მომავალში იქნებოდა. მაგრამ ახლა ის მომავალი უკვე აწმყო გახდა და ამიტომაც ვასრულებ ჩემს მისიას, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ვამხილო საფუძველი ყოველივე იმისა, რაც ხდება. რამეთუ აღსრულების პერიოდი გადასულია დროზე: ერთი დღე, როგორც ათასი წელი. საყოველთაოდ სარწმუნოა დებულება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: პრობლემა ისე არ გადაიჭრება, თუ მის საფუძველს არ იქნა მიგნებული და და აღმოფხვრა მისგან არ დაიწყო. მაგრამ რაც შეეხება საფუძველის პოვნას, მას სჭირდება ისეთი ცოდნის ფლობა, რომელთანაც სამწუხაროდ შეხება არა აქვს იმ ცოდნას, რომელსაც კაცობრიობა ფლობს იმ მარაგის ფონზე, რომელიც შექმნა და დააგროვა მეცნიერებამ და რელიგიამ.
საყოველთაოდ თვალსაჩინოდ მიმდინარეობს მოვლენები, რომელნიც გლობალურ ხასიათს ატარებენ და თანაც გადასულნი არიან ყოველდღიურობის რეჟიმში. შექმნილმა სიტუაციამ კი აიძულა მსოფლიო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მიმხვდარიყო იმას, რომ კაცობრიობა იმყოფება პერიოდში, რომელსაც ბიბლია ბოლო ჟამს უწოდებს. თუმცა აქვე იმასაც დავძენ, რომ ადამიანთაგან არავის აქვს სწორი და ამასთანავე სრულყოფილი ცოდნა იმისა, რასთანაც გვაქვს საქმე და ფაქტიურად კაცობრიობა მოუმზადებლად შეხვდა ამ უდიდეს მოვლენას. ცხადია როდესაც ისეთ ფაქტებამდე მიდის საქმე, რომელთა დამალვაც შეუძლებელია; ეს აიძულებს ყველას იმას, რომ აუცილებლად ინებონ მათი გათვალისწინება. საამისოდ კი ერთი გზა არსებობს და მას სათანადო ცოდნის მოძიება ჰქვია. ხოლო საჭირო ცოდნის მოძიებას კი უპირველეს ყოვლისა იმ გზის პოვნა სჭირდება, რომლითაც მისი შეძენა იქნება შესაძლებელი. როგორც უკვე ცნობილია, ცოდნის მოძიების ის გზები, რომლის არსებობაც კაცობრიობამ იცის და მასთან მეცნიერებამ და რელიგიამ მიიყვანა, უძლურია იმის ასახსნელად და მითუმეტეს პრობლემათა გადასაჭრელად, რაც რეალურად ხდება. ამიტომ ყველა სცდილობს საკუთარი ძალებით ეცადოს გამოსავალის საპოვნელი ცოდნის პოვნას. რის რეალობაში მოსაყვანადაც, ამჟამად მართლაც შესანიშნავი პირობები არსებობს: პირველი ის, რომ საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის სასრული პერიოდია და მისთვის კი დამახასიათებელი არის ნიჭთა გამთლიანება და მეორე ისიც, რომ ინტერნეტის საშუალებით ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის ინფორმაციის მოძიება. თუმცა ყოველივე ამან სამწუხაროდ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რასაც დიდი ქაოსი ჰქვია. რადგან ყველას თავისი მოძიებული ინფორმაცია ჰქონია სიმართლე და სცდილობს მის დამტკიცებას. რასაც მოსდევს კამათი და დაპირისპირება. სინამდვილე კი ის არის, რომ სიმართლე ერთია და მას არავისაგან არ სჭირდება მტკიცება!!! რადგან თავად სამყარო ჰფენს მას ფაქტებად და ადამიანს რაც ევალება, არის მხოლოდ ის, რომ მან შესძლოს მათი დანახვა. რაც ცხადია გულისხმობს მათ სწორად აღქმას და არა იმას, რომ ფიზიკურად იყოს შემჩნეული – როგორც კანონი ამბობს: „რომ ადამიანები უცქერენ, მაგრამ ვერ ხედავენ. უსმენენ, მაგრამ არ ესმით და ვერა ხვდებიან. რადგან დახშული აქვთ ამ ხალხს გული. ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ, ყურით არ მოისმინონ და გულით არ გაიგონ.“ (მათე 13-13/15). აი, საძიები სწორედ ეს არის: თუ რატომ აქვს ადგილი იმას, რასაც ბიბლიის ეს ცნობა აცხადებს. რაზედაც მოგახსენებთ იმას, რომ ყოველივე ამის საფუძველი ადამიანის მრწამსია და აუცილებლობა მოითხოვს გაგებას იმისას, თუ რატომ არის ასეთი დიდი სხვაობა ადამიანებს შორის ამ მხრივ. რამეთუ უკვე დადგა დრო იმ გლობალური პროცესის ელვისებურ რეჟიმზე გადასვლისა, რომელიც აქამდე თანდათან იკრებდა ძალას. ამიტომ თუკი ჭეშმარიტი სიმართლის მფლობელი ვერ იქნება ხალხის ნატამალი მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა ვერ გაუძლებს ამ ქარიშხალს. ხოლო ყოველივე რომ ადვილად გასაგებად ავხსნა, საამისოდ მოვიშველიებ ერთადერთ სანდო წყაროს სიმართლის მისაგნებად, რომელსაც ბიბლია ჰქვია და მის მიერ გაცხადებული კანონების განსჯის შედეგების ფონზე ავხსნი და თანაც დღევანდელი რეალური ფაქტებით დაგანახებთ აღსრულებას მისი წინასწარმეტყველებებისას.
ბიბლია იძლევა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ბოლო ჟამს დაშვებული იყო ანტიქრისტეს გახელმწიფების განსაზღვრული ვადა. ეს ცნობა საყოველთაო ცოდნის მომცველი ხასიათისაა, მაგრამ იმის მიხვედრის უნარი კი არავის აქვს, რომ ან ანტიქრისტე ამოიცნოს და ანდა ის იცოდეს, რომ იგი უკვე მოღვაწეობს ყველას თვალწინ და ახლა სწორედ მისი ვადის ამოწურვის დროში ვიმყოფებით. თუმცა ხალხისთვის ეს ცნობილი არ არის და მომავალში ელოდებიან მის გამეფებას. რისი მიზეზიც ის არის, რომ მას აქვს ძალა საიმისო, რითაც ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა აზროვნებაზე; თანახმად დაწერილისა: „სამსჯავროს ბევრ წყლებზე გადამჯდარია მეძავი – მჯდარი ღვთისსაგმობი სახელებით სავსე შვიდთავიან და ათრქიან შავ-წითელ მხეცზე. ხოლო წყლები სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, ერები და ენები“ (გამოცხადება 17-1,3,15).
ვინაიდან და რადგანაც სადღეისოდ მეტად მნიშვნელოვანია იმის კარგად ახსნა, თუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე მის შემთხვევაში. ამიტომაც მოვიქცევი ასე: ეს ყველამ იცის, რომ თითოეულ ადამიანს გააჩნია თავისი ინდივიდუალური შეხედულება ნებისმიერი საკითხის მიმართ და სთვლის, რომ ის სწორია. რაზედაც ასე ამბობენ: ყველას თავისი სიმართლე აქვსო. მაგრამ სინამდვილე ასეთი როდია?! რამეთუ ნებისმიერ საკითხს გააჩნია ერთადერთი სწორი პასუხი, რომელიც ნამდვილი სიმართლეა და უამრავი სწორად მიჩნეული პასუხი, რომელიც სიმართლედ მიღებული სიცრუეა. სამწუხაროდ საკმაოდ მრავალი და თანაც ძალიან ბევრნი არიან ისინი, ვისაც სიცრუე სიმართლე ჰგონიათ. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი არის ის, რომ ადამიანის ცნობიერება სიტყვებით პროგრამირდება და ეფუძნება მრავალჯერ გამეორების პროცესს. რასაც ჩვენ ვიცნობთ ცოდნის შეძენის ხერხად.
ახლა კი მთავარი! რატომ მოხდა ის, რომ უამრავმა ადამიანმა ტყუილი სიმართლედ მიიღო და მხოლოდ იმდენად მცირედმა, რომ ისინი კაცობრიობის ნატამალად იქნა შეფასებული ღმერთის მიერ, მოახერხა სიმართლის ნაწილობრივ მაინც შეცნობა? აი, საკითხავი სწორედ ეს არის! და ცხადია, რომ მას აქვს თავისი მყარი საფუძველიც და უამრავი მიზეზეზიც! რადგან მიზეზთა კვლევა ჩემი საქმე არ არის, ამიტომ საფუძველს გაცნობებთ და ის კი საყოველთაოდ ცნობილი სიცრუის მამაა, რომელსაც ეშმაკი ანუ სატანა ჰქვია (იოანე 8-44). იგი ცრუა და მისი არსებობაც მთლიანად სიცრუის საყრდენზეა დაფუძნებული. ნურავის დაავიწყდება მისი ანგელოზური წარმოშობის ისტორია. რამაც მას იმის უნარი მისცა, რომ ადამიანებისათვის დაეფარა ცოდნა ადამიანური ფენომენის შესახებ. რაც რა თქმა უნდა, შემქმნელს არასოდეს დაუფარავს თავისი ქმნილებისათვის და ამის დასტურად მისცა გონება, რაშიაც არის ცოდნა ადამიანური ფენომენის თაობაზე. ამასთანავე მასში ჩაუწერა ის ინსტრუქციაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საიმისოდ, რომ ამ სამყაროში უსაფრთხოდ და ბედნიერად იცხოვროს და თანაც აღასრულოს ის მისია, რისთვისაც არის მოვლენილი ამქვეყნად.
რაც შეეხება ადამიანურ ფენომენს, მის თაობაზე რაც საყოველთაოდ ცნობილია, არის ის, რომ ადამიანს ბოძებული აქვს არჩევანის თავისუფლი ნება. სწორედ ეს თავისუფლებაა სატანის ინტერესის საგანი. რამეთუ მისი სურვილი მასზე ზემოქმედება და თავის ნებაზე წარმართვა იყო საიმისოდ, რომ მისი ზრახვების შემსრულებლად ექცია იგი. საამისოდ კი თავისი ხერხი გამოიყენა, რომელიც ტყუილია. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოკლედ ვიტყვი სათქმელს: ტყუილების გავრცელებით და ადამიანთა მიერ მათი დაჯერებით სატანამ ადამიანური ფენომენი თავისი ძალის საწარმოებლად გამოეყენა და მიაღწია იმას, რომ თავისი ძალის ძალოვანნიც გამოეზარდა და მათგან მიეღო ისეთი პიროვნებაც, რომელსაც თავისი სულს მიაღებიებდა; ანუ ანტიქრისტე – ხორცშესხმული ეშმაკი. რომელმაც მოახერხა თითქმის სრულიად მსოფლიო მოსახლეობის დაზომბება და სწორედ ამის შედეგებს იმკის დღეს კაცობრიობა.
თუმცა არის რაღაც, რაც სინამდვილეა და ამიტომაც მისი მოხდენა გარდაუვალია!!! კერძოდ კი ის, რომ შემქმნელის ძალით ფუნქციონირებად სამყაროში არასოდეს მოხდება ისეთი რამ, რომ მის შემადგენლობაში წარმოშობილი შეფერხება არ აღმოიფხვრას!!! და სწორედ ის, რასაც ჩვენ ბოლო ჟამს ვუწოდებთ, ამ შეფერხების აღმოფხვრის პროცესია. რადგან მან უკვე მიაღწია საგანგაშო ნიშნულს. ამიტომაც ჰქვია მას ბოლო ჟამი, რომ სატანის ხელმწიფობის დროის დასრულებაზეა მინიშნება. თორემ კაცობრიობა არც განადგურდება და არც არსებობას შესწყვეტს. რადგან ღმერთის მიერ ქმნილი, არასოდეს არ არის შექმნილი გასანადგურებლად!!!
თუ რა მიზანი ჰქონდა ღმერთს ადამიანის შექმნისათვის, ცხადია ამის თაობაზე უნდა იყოს ინფორმირებული საზოგადოება. რადგან ეს არ დაუფარავს ღმერთს მათთვის, არამედ პირიქით, მათი ცნობიერების აღქმის შესაბამისი შემძლეობის ფორმით ჩაუწერა გონებაში საიმისოდ, რომ მათ მოეძიათ და შეეცნოთ იგი. რაც მათ მიაგნებიებდა და ატარებდა იმ გზაზე, რომელიც ღმერთმა სპეციალურად გაკვალა მათთვის უსაფრთხო ბილიკად ამ სამყაროში (III ეზრა 7-6/40). მაგრამ რადგან ეს ასე არ მოხდა და სატანამაც ადამიანებს გადაახვევია იმ სწორი გზიდან, რომელზეც ღმერთი დაბადებით აყენებს ყოველ მათგანს და ტყუილების ლაბირინთში შეიტყუა, ამიტომ დღეს ასეთი მდგომარეობაა: მსოფლიო მოსახლეობის წინ აღმართულია უზარმაზარი ბარიერი, რომელიც ბოლო ზღუდეა და თანაც ყველაზე მაღალი იმათ შორის, რომელიც სატანამ აუგო ადამიანური ფენომენის თავისუფალ ნებას. მისი ჩამოშლა კი სასიცოცხლო აუცილებლობაა, რადგან იგი ფაქტიურად სიკვდილის ზღვარია. მაგრამ მისი ჩამოშლა არ იქნება იოლი, არამედ მეტად მტკივნეული და თანაც მსოფლიო დონეზე. რადგან მისი ნანგრევები საკმაოდ შორს მანძილს გასწვდება და მრავალსაც მოიყოლებს ქვეშ.
რაც შეეხება ამ ზღუდის უზარმაზარობას, იგი იმაში მდგომარეობს, რომ არავის დატოვებს შეუხებელს. რადგანაც არც უცოდველი და არც მუდამ სიმართლით მეტყველი არავინაა. ხოლო რაც შეეხება შემხებლობას, საუბარია ადამიანურ ორგანიზმზე!!! ცვლილებები, რომლებიც განვითარდებიან ხასიათდებიან დიდი სისწრაფით მიმდინარეობით. ამიტომ მათ წინაშე უძლურია ის ცოდნა, რასაც აქამდე ფლობდა მეცნიერება თუ რელიგია. მოგახსენებთ იმასაც, რომ ცვლილებები მხოლოდ ადამიანურ ორგანიზმის შემხებლობის ფარგლებში არ შემოისაზღვრებიან, არამედ თანდათან დაჩქარებული ტემპით მოიცავენ ყოველივეს დედამიწურ გარემოში. მეტს აღარ დავაკონკრეტებ, მოლოდ გაცნობებთ იმას, რომ აღსრულდება კანონი, რომელიც ამბობს, რომ „უკანასკნელ დღეებში მიხვდებით ამასო“ (იერემია 23-20).
ამიტომ პირდაპირ ვიტყვი სათქმელს და თანაც დავძენ: ჭეშმარიტებას მტკიცებულება არ სჭირდება, რადგან სამყარო თავის დროზე აუცილებლად გამოავლენს მას ფაქტებად. მაგრამ ჭეშმარიტებას რაც სჭირდება ადამიანისაგან არის ის, რომ მან ან უნდა ირწმუნოს იგი და მოიქცეს შესაბამისად და ანდა უნდა უარყოს. ნება კი თავისუფალია!
ახლა კი ის, რაც უნდა გაცნობოთ: დაფარული ჭეშმარიტება, რომლის მხილებაც უნდა მომხდარიყო ბოლო ჟამს „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით, უკვე წლებია საქვეყნოდ ცხადდება. მისით დაინტერებულნი რომ მართლაც მხოლოდ ნატამალი უნდა ყოფილიყო, ეს მართლაც ასეა! ხოლო რაც შეეხება ამ ნატამალის შეფასებას, მასზე ბიბლიით მოგახსენებთ და ის ასეთია: „ეს ნატამალი რომ არ ყოფილიყო, სოდომელებივით ვიქნებოდით და გომორელებს დავემსგავსებოდით“ (რომაელთა 9-29). ხოლო სოდომი და გომორა რომ მოსპობის და განადგურების მინიშნებაა, ეს ცნობილია. მაშასადამე ღმერთის განსჯით, ნატამალი, რომელიც ინტერესს ავლენს მხილებული ჭეშმარიტების მიმართ და სცდილობს მის შეცნობას, შეცნობილია ღმერთისგან. რაც იმას ნიშნავს, რომ გასაჭირის ჟამს, გონება წარმართავს მათ ნაბიჯებს და განსაცდელს ააცილებს. მხოლოდ არის რაღაც კიდევ, რომელიც მათ უნდა იცოდნენ და ვაცხადებ მას:
როგორც გაცნობეთ სამყაროს დედამიწური გარემო მკვეთრი ცვლილებების ხანაში შედის. როგორი ფორმით მოხდება ეს, ამის წინასწარ შემცნობი ადამიანთაგან ვერავინაა იმ მიზეზით, რომ ადამიანური შემეცნება არ არის იმ დონის შემძლეობისა, რომ სამყაროს სიღრმეებში გაერკვეს. მან რაც უნდა შესძლოს, არის ის, რომ კარგად გაერკვეს იმაში, რა მითითებებსაც მისცემს ღმერთის მიერ შედგენილი გონება საჭირო მომენტში. საამისოდ კი აუცილებელია შინაგანი განწყობის გადაყვანა იმ სიხშირეზე, რასაც „სიმშვიდის ზონა“ (ებრაელთა 4-3/11) ჰქვია და რაშიაც შესვლას ადამიანი თავისი სურვილით ვერანაირ შემთხვევაში ვერ მიაღწევს. ამის მისაღწევად კი ერთადერთი საშუალება არსებობს და ის კი არის იმ ინფორმაციის შეცნობა, რაც „უფალია ჩვენი სიმართლით“ არის გადმოცემული. დავძენ იმასაც, რომ მისი სრულყოფილად გაგება ჯერ არავის შეუძლია, მაგრამ რაც უფრო მეტის შეცნობის მიღწევას ექნება ადგილი, მით უკეთესი იქნება მისთვის, ვინც ამას შესძლებს. რამეთუ ეს ცვლილებები, რაზედაც ვისაუბრე, გამოწვეული იქნება იმ ძალის გაყვანით დედამიწური გარემოდან, რომელიც არის შემაფერხებელი მისი ნორმალურად ფუნქციონირებისათვის. ეს ძალა კი სატანურ ძალად იწოდება და ისიც ცნობილია, რომ მისი მწარმოებელი ბოროტეულნი არიან. მოკლედ როგორც ბიბლია ამბობს: „ანტიქრისტეს წასვლა წარღვნასავით იქნება“ (დანიელი 9-26). განვმარტავ თუ რას ნიშნავს ეს: გარდა ყოველივე იმ უბედურებებისა, რაც ხდება ამჟამად დედამიწაზე თვით კლიმატური კატაკლიზმების სიძლიერის ჩათვლის სახით. რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია თითოეული ადამიანისათვის, არის ის, რომ არავინაა ისეთი, რომ მასში სიცრუის ნაყოფი ანუ „სატანის წილს“ რომ ვუწოდებთ, არ იყოს. როცა სატანური ძალის გაყვანა მოხდება დედამიწური არეალიდან, ცხადია ის მიიზიდავს ყველა თავის ნაწილს და სწორედ აქ გადის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი. ღმერთის დახმარების გარეშე, ამ ჭიდილს ვერავინ დასძლევს და ვერც ვერავინ იქნება ისეთი, რომ რაღაც დონეზე რყევა არ განიცადოს. აი, სწორედ ამისათვის არის აუცილებელი იმ ზონაში ასვლა, რასაც სიმშვიდის ზონა ჰქვია. რამეთუ ადამიანი უნდა მიუახლოვდეს მას, რომ ღმერთი დაეხმაროს იქ შესვლაში. რადგან ღმერთის ძალა არ გამოვა იმ ზონიდან!!! მეტს აღარაფერს დავამატებ, მაგრამ თუკი ვინმეს დახმარება დაგჭირდებათ, პირადად მომწერეთ. ამასთანავე იმასაც დავძენ, რომ ნურავინ მიიჩნევს იოლად იმ პროცესს, რაზედაც მოგახსენებთ. რამეთუ ჩვენი ორგანიზმი სიტყვებისმიერი ძალით ნაქსოვი უჯრედებისაგან შემდგარი ქსოვილია. ხოლო ვინაიდან ღმერთი ასე ამბობს, რომ „მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩავდებ თქვენში. ამოგარიდებთ ქვის გულს თქვენი ხორციდან და მოგცემთ ხორცის გულს. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და გავაკეთებ ისე, რომ ჩემი წესებით ივლით, ჩემს სამართალს დაიცავთ და შეასრულებთო“ (ეზეკიელი 36-26,27) – წარმოსადგენია რანაირი ცვლილებების განხორციელებასთანაც გვექნება საქმე! მითუმეტეს როცა ბიბლია აცხადებს, რომ „სძლია ყრმათა შვიდბურჯიანმა გონებამო“ (IV მაკაბელთა 13-7). რაც იმის მიმანიშნებელია, რომ მოზარდებსა და ბავშვებში გაცილებით იოლად წარიმართება ეს პროცესები, ვიდრე ზრდასრულებსა და ასაკოვნებში.