გაზიარება

რა საიდუმლოს ფარავს გენეტიკა

გენეტიკის საიდუმლო რომ გაიშიფროს და გაირკვეს თუ რა არის გენოტიპი ანუ მემკვიდრული შრიფტი, საამისოდ აუცილებელია სიღრმისეულად შეცნობა იმისა, თუ რატომ ითხოვს უფალი ადამიანისაგან მის მიერ დაწესებული მცნებების აუცილებლად დაცვას. საამისოდ კი უპირველეს ყოვლისა საჭიროა განმარტება იმისა, თუ რას წარმოადგენს გონება და რას აზროვნება; რამეთუ ისინი მრავალ ადამიანს ერთმანეთში ერევა.

გონება ეს არის სულისმიერი აზრი, რომელსაც ჩვენ ინტუიციის სახელით მოვიხსენიებთ და იგი ჭეშმარიტებაა. ხოლო რაც შეეხება აზროვნებას, ის კი სხეულისმიერი აზრია – გრძნობათა ორგანოების მიერ აღქმული ინფორმაციის განსჯით მიღებული. ამიტომ იმისდა შესაბამისად თუ როგორ დონეზე ფუნქციონირებენ ისინი, აზროვნებაც ამის მიხედვით არის ან გონების თანამიმართული და ანდა მის საწინააღმდეგოდ მიმართული. რასაც ჰქვია ადამიანისათვის ღმერთისაგან მინიჭებული თავისუფალი ნება. რომლის გამოვლინების მონაკვეთსაც განსაზღვრავს ინტელექტის დონე და ის მას ვერ გასცდება.

ასე რომ ადამიანის პატარა თავში, ერთმანეთის გვერდიგვერდ ცხოვრობენ სამყაროს ინფორმაციის დამტევი გონება და მის შესაცნობად შექმნილი აზროვნება. მართალია ისინი ერთმანეთთან ახლოს გვერდიგვერდ ცხოვრობენ, მაგრამ მათ შორის კედელია აღმართული დაკეტილი კარით. რომლის გაღებასაც აზროვნების მიერ მთელი სხეულის შემოვლა სჭირდება იმ ძალით, რომელსაც მას მიანიჭებს მცნებების დაცვით მიღებული გადაწყვეტილებები. ხოლო თუ მაინცდამაინც რატომ არის ღვთიური კანონების დაცვა ამ კარის გასაღები, ამის შესაცნობად აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რაზე არის დაფუძნებული ჩვენი გენეტიკა; ანუ რა არის ის საძირკველი, რომელსაც ემყარება მოწესრიგებული გენიალოგია და ვღებულობთ მრავალნაირ სახესხვაობებსა და მსგავსებებს ისე, რომ არასდროს არ ირღვევა ინდივიდთა განუმეორადობა.

არ შეიძლება აღუნიშნაობა მეცნიერთა იმ მარცხის თაობაზე, რომ საუკუნეების მანძილზე გენეტიკას იკვლევენ, მაგრამ სრულყოფილად ვერანაირად ვერ შეისწავლეს იგი და ვერც ვერასოდეს მოახერხებენ მის შესწავლას იმ მეთოდით, რა მეთოდსაც მათი მეცნიერული მიღწევები ეყრდნობა. რაც არის ძიება მხოლოდ სხეულის სფეროში. რამეთუ გენეტიკის საიდუმლო სულშია. ვინაიდან იგი სულისაგან იმართება, მისგან მომდინარეობს და მასზეა გათვლილი. გამოვდივარ რა იმ ცოდნიდან, რომ ჩვენი სხეულის არსებობა და მასში მიმდინარე კანონზომიერი პროცესების განმსაზღვრელი სული არის; ამიტომაც მის გარეშე, სხეული გვამი ხდება მხოლოდ. სწორედ სული მართავს სიცოცხლეს და თავისი პროგრამა გონების მეშვეობით იძლევა იმ განკარგულებებს, რომლითაც სხეული იზრდება, ვითარდება და ცოცხლობს. ხოლო იმისათვის, რომ სული სხეულში იმყოფებოდეს, საჭიროა სხეულმა შესძლოს საამისოდ სათანადო ენერგიის გამომუშავება. მაშასადამე აუცილებელია დადგენა იმისა, თუ როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ეს ორნი ისე, რომ ერთმთლიანობას ქმნიან; ანუ უფრო სხვანაირად რომ ვთქვა: როგორ იგებს და ასრულებს სულის ბრძანებებს სხეული და ნამდვილად რომ იგებს, ეს ხომ ფაქტია?! რადგან როცა ვეღარ იგებს, მაშინ მათი ერთობაც ირღვევა და სიკვდილის მდგომარეობა დგება.

სანამ ამ საიდუმლოს ავხდიდე ფარდას; მანამ მინდა, რომ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე ადგილი მივცე ზოგი რამის გახსენებას. მაგალითად აღნიშვნას იმ შეგრძნებებისა, რომელიც ეუფლება ადამიანს მისთვის ძალიან მოსაწონი მუსიკის მოსმენის დროს. რომლის დროს განცდილ ეფექტსაც, ის ასე აღწერს: „ტანში ჟრუანტელმა ისე დამიარა, თითქოს დენმა გაიარა ჩემშიო“. ანდა კიდევ ის შეგრძნებები, როცა ძალიან არასასიამოვნო ხმის მოსმენას აქვს ადგილი და მის დროს განცდილ ეფექტს კი ასე აღწერს: „იმ საშინელი ხმის გაგონებისას თმები ყალყზე დამიდგა და ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ძარღვებში სისხლი გამეყინაო“. ხოლო ყოველივე ამასთან ერთად კი, მინდა წარმოვადგინო სიტყვის როლის ბიბლიური განმარტებაც: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5).

მოგახსენებთ იმასაც, რომ სიბრძნეთა კრებულ წიგნს – ბიბლიას, ყოველივე სააშკარაოზე აქვს გამოტანილი. მაგრამ სამწუხაროდ ადამიანებმა ჩაიდინეს ის, რომ მიიძინეს საკუთარი გონება, აზროვნების არასწორი გზით სიარულის გამო და ამიტომაც ადამიანური შემეცნებისათვის დაფარული გახდა უამრავი სიმართლე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი შესძლებდა იმის მიხვედრას, რომ სიტყვის როლს ასე გამოკვეთილ მნიშვნელობას არ მიანიჭებდა უფალი; მასში რომ არ ყოფილიყო საფუძველი იმისა, რაზედაც არის დაყრდნობილი კაცობრიობის არსებობა. დიახ, სწორედ ბგერის გავრცელების სიხშირე და ჰარმონიულობაა ის საფუძველი, რაზედაც არის დაპროგრამებული ჩვენი სხეულის ქსოვილოვანი უჯრედების ბირთვში არსებულ ქრომოსომათა მუშაობა.

ხმის ძალა! – ეს არის ის მთავარი კომპონენტი, რაც განაპირობებს ჩვენი სხეულის რეაგირებას სულის მითითებებზე. სულში პროგრამა ჩაწერილია სწორედ ხმის საშუალებით. ხოლო რაც შეეხება გონების ხმას, ის წარმომდგარია სწორედ ხმოვან ბგერათა თანაბარ აჩქარებული მოძრაობით. რაზედაც თან დართული თანხმოვანი იწვევს ხმათა მრავალგვარობას და უჯრედებში გამოვლინდება გენური ცვლილებით.

ახლა კი მინდა მოკლე მიმოხილვა გავაკეთო იმაზე, თუ რატომ შეგვიძლია ჩვენ მეტყველება სიტყვების საშუალებით, ხოლო დედამიწის დანარჩენი ბინადართ, რომელთაც ასევე ჩვენსავით სუნთქვითი სული აქვთ, არ შეუძლიათ სიტყვების წარმოქმნა და ხმით მხოლოდ ერთგვარ ბგერებს გამოსცემენ. ალბათ უკვე მიხვდით, რასაც ვგულისხმობ. დიახ, სწორედ ბგერათა დაჯგუფების სხვადასხვობა და რაოდენობა არის განმსაზღვრელი ამ სხვაობისა. რაზედაც არის დამოკიდებული კიდეც აზროვნების თავისუფალი ნების მასშტაბი და კატეგორია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ამისათვის წარმოვადგენ დედამიწაზე არსებულ მცენარეთა, ცხოველთა სამყაროს ბინადართა და ადამიანთა კოდურ შრიფტს. მცენარეთა კოდური პროგრამა ერთგვაროვანი არის და ორი თანხმოვანი ბგერის კავშირით არის შემდგარი. რადგან მათში არ არის ხმოვანი ბგერა, ამიტომაც მათ მოქმედებაში მინიმუმამდეა დაყვანილი თავისუფალი ნება და შეძლება ითქვას, რომ არც არის. ხოლო ცხოველთა და ფრინველთა კოდურ შრიფტს რაც შეეხება – მათგან მტაცებლებს აქვთ 2 თანხმოვანს + 1 ხმოვანი კომბინაციური შრიფტი. ხოლო არამტაცებელ და შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს კი, 2 ხმოვანს + 1 თანხმოვანი კოდური შრიფტი. ამიტომაც მათი თავისუფალი ნება მხოლოდ პირადულ კატეგორიას მოიცავს და მისი მასშტაბიც უფრო მაღალია 2 ხმოვნიანებში, 1 ხმოვნიანებთან შედარებით. ადამიანების კოდური შრიფტი კი იმდენი შემცველობის არის, რამდენ ასო-ბგერასაც მოიცავს მათი დამწერლობა. რაშიაც იგულისხმება ცალკეული ასოები და არა ის კომბინაციები, როცა ერთი ასო ორად გამოითქმის ან პირიქით. ამასთანავე ნიშანდობლივია ისიც, რომ ასო და ბგერა ერთიდაიგივე უნდა იყოს. და აი მივედით იქამდეც, რომ ფარდა აეხადა იოანე ზოსიმეს ანდერძს – ქართულ ენას ღმერთების ენა რომ უწოდა და დასძინა, რომ ქართულ ენაში იყო ჩადებული ამ სამყაროს მთელი საიდუმლო. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ენაზე მეტყველ ადამიანთა სხეულებრივი კოდი მეტი კომბინაციის დამტევი უნდა იყოს, ვიდრე სხვა ენაზე მეტყველთა. შესაბამისად გრძნობებიც, ნიჭებიცა და უნარებიც მეტი მასშტაბურობის იქნება ამ ენით მოფიქრალთა გენში, სხვა დანარჩენ ყველასთან შედარებით. რაც თავის მხრივ იმასაც გულისხმობს, რომ მეორედ მოსული ქრისტეც და სამწუხაროდ ანტიქრისტეც, ამ ენაზე მეტყველი და მოფიქრალი ადამიანებია. აგრეთვე ბიბლიაში მოხსენიებული სიონიც, ქართველთა ქვეყანას ნიშნავს. რასაც დაადასტურებს ბოლო ჟამის დროისათვის ამ ქვეყნის მცხოვრებთა მიერ აღსრულება შემდეგი კანონისა: „სიონის სიმდაბლე ზღვარს გადავა“ (III ეზრა 6-18). სამწუხაროდ ამ კანონის შესრულებას ქართველებმა ძალისხმევა არ დააკლეს და ეს სიტუაციაც მთელი სიმძაფრით უკვე სახეზეა კიდეც. თუმცა ამის მიმხვედრიც დრომდე, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ერთეულიღაა.