გაზიარება

რა დაიფარა ბიბლიის შესახებ


ადამიანური ცნობიერება ასე თუ ისე მივიდა იმის შეცნობამდე, რომ ბიბლია არის ღმერთის მიერ სპეციალურად ადამიანთათვის დადგენილი კანონთა წიგნი, რომელთა დაცვაც განაპირობებს მათი სიცოცხლის არსებობას. სწორედ რომ ამ კანონთა მომცველია ადამიანის გონება, რომელიც განკარგავს ადამიანის ბედისწერას. ვერ ვიტყოდი იმას, რომ ბიბლიის შესახებ ეს ცოდნა ცნობილი არის ადამიანთა ფართო მასებისათვის. რადგანაც მას რელიგიურ წიგნად მიიჩნევენ და ამიტომ ამ კანონების ბედთან კავშირის შესახებ არც კი გაუგიათ. გამომდინარე რელიგიათა შთაგონებიდან, ისინი ამ კანონებისადმი მორჩილებას ეკლესიურ ცხოვრებასთან აიგივებენ და მიაჩნიათ, რომ ეს მათი ნებაა ეკლესიურად იცხოვრებენ თუ არა. ეს კი მართალია, რომ ადამიანს ღმერთის მიერ მართლაც მიცემული აქვს უფლება ამ კანონთა დაცვასა თუ არ დაცვაზე გადაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ადამიანმა არ იცის სიმართლე ამ კანონთა ნამდვილი მისიის შესახებ. არ იცის ის, რომ ისინი რელიგიური კანონები კი არა, ბედისწერის შემქმნელი კანონებია და არაფერი საერთო არა აქვთ რელიგიათა მიერ მოგონილ ე.წ. ეკლესიური წესით ცხოვრებასთან. არც ის იციან ადამიანებმა, რომ სწორედ ამ კანონთა დაუცველობის დონე განაპირობებს მათი ორგანიზმის სიჯანსაღის დარღვევას, იღბალის გაქრობას და როცა ღმერთის მიერ დადგენილ დაუცველობის ნორმის ზღვარს გადაცდება, უკვე გარდაცვალების აუცილებლობასაც.
გამომდინარე უმეცრების დროის დაშვებიდან, რომელშიაც გაატარა კაცობრიობამ დასაბამიდან აქამდე პერიოდი, ღმერთმა საჭიროდ მიიჩნია ის, რომ ბიბლია წარმოდგენილი ყოფილიყო: კანონთა, წინასწარმეტყველებათა და იმ პიროვნებათა ისტორიის შემომნახველ წიგნად, რომელთაც კანონთა დაცვითი ცხოვრებით გააგრძელეს ღვთიური გენი. ამიტომ ბიბლია არის ე.წ. „ცოცხალი წიგნი“ და სანამ კაცობრიობა იარსებებს, ის უნდა ივსებოდეს ღვთიური გენის გამგრძელებელი პიროვნებების ცხოვრების აღმწერი ისტორიით. ვინაიდან და რადგანაც სწორედ მათ გამო შექმნა ღმერთმა ადამიანთა მოდგმა, თანახმად კანონისა: „უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისთვის შექმნა, მომავალი კი მცირედთა გულისთვის“ (III ეზრა 8-10); და სწორედ რომ ამ მცირედი მომავლის მისაღებად იქნა დაწესებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობაც. რომელიც ადამ და ევადან დაიწყო და აი, ახლა მოაღწია დასასრულ პერიოდს. ამჟამინდელი პერიოდი, რომელიც იწოდება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამად, ხასიათდება გენეტიკურ ნაყოფთა მისაღებ დროდ. რომელთა გამოვლინებასაც უზრუნველყოფს „არმაგედონად“ წოდებული მოვლენა. სამწუხაროდ ის ისე მიმდინარეობს, რომ მისი მსვლელობა შეცნობილი არა აქვთ ადამიანებს და ამიტომაც მისი ფინალურ ფაზაში შესვლა იმაზე ბევრად უარეს შედეგებს მოიტანს, ვიდრე ეს მოხდებოდა მაშინ, კაცობრიობას გათვიცნობიერებულად რომ განევლო ეს პროცესი.
ბიბლია რომ წინასწარმეტყველებების მომცველი წიგნია, ეს უკვე მოგახსენეთ და მის წინასწარმეტყველებებზე რისი თქმაც შეიძლება არის ის, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტად სრულდებიან მათი აღსრულებისათვის გათვლილი დროის დადგომისთანავე. რაც ხდება იმიტომ, რომ ეს წინასწარმეტყველებანი არიან შედგენილნი იმ კანონთა მოქმედებებების თანახმად, რომელთა განსჯითაც იქმნება ბედისწერა.
ახლა კი რელიგიებზე მინდა მოგახსენოთ, რომელნიც ღმერთის ძალით მოქმედ მხარედ გვაცნობენ თავს. თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ არ აღმოცენდა მათ შორის ის პიროვნება, ვისზეც ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ამხელდა დაფარულ ჭეშმარიტებას „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით, რითაც სიმართლეს და სამართალს აღადგენდა (იერემია 33-14/16). რის შედეგადაც აუცილებლად დადგება დრო, როცა საფუძველი ჩაეყრება ბიბლიის შევსებას იმ ღვთისნიერთა ცხოვრების ისტორიით, რომელთაც რომ არ ეცხოვრათ ამ ქვეყნად, მაშინ ვერც კაცობრიობა იარსებებდა.
როცა ბიბლიის გაგრძელებაზე ვსაუბრობ, ვიცი ეს საკითხი ერთგვარ გაუგებრობას წარმოშობს. რადგან ბიბლიის ბოლოს არის ასეთი სახის წყევლა: „ვინც რამეს დაუმატებს ან მოაკლებს მასში ჩაწერილ წინასწარმეტყველურ სიტყვებს, მაშინ მას ღმერთი გაუმრავლებს ღვთის რისხვის სასჯელებს და წაართმევს წილს სიცოცხლის ხისაგან“ (გამოცხადება 22-18,19). ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ იმას, რომ წინასწარმეტყველური სიტყვები, ეს არის ის კანონები, რომელიც ღმერთმა დაუდგინა ადამიანებს. მათი შეცვლისა და ანდა მათი არასწორად ახსნა-განმარტებების უფლება არავისათვის მიუცია ღმერთს და ვინც ამას ჩაიდენს, მასზე უმკაცრესი სასჯელი აქვს დაწესებული. მთავარი რამ რაც გასათვალისწინებელია ამ კანონთა მიმართ, ეს არის დროის ფაქტორი და ეს რომ ნამდვილად ასეა, ამის ნათელი მაგალითია რჯულის შეცვლა „ახალი აღთქმით“ და შემდეგ კი უკვე „უფალია ჩვენი სიმართლით“. რასაც ადასტურებს ბიბლიით გაცხადებული უფლის შემდეგი სიტყვები:
„აჰა მოდის დღეები და დავუდებ მათ ახალ აღთქმას. არა ისეთს, რომელიც დავუდე მათ მამებს, როცა ეგვიპტიდან გამომყავდა. არამედ ეს არის აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ იმ დღეების შემდეგ, მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათს გონებაში. ცოდვებსა და ურჯულოებას აღარ გავუხსენებ“ ( იერემია31-31/33) და (ებრაელთა 10-16,17).
შემდეგი პერიოდისთვის კი: „აჰა დადგება ჟამი და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს. მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაში. ეს იქნება მისი სახელი: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-4/6) და „კიდევ ერთხელ შევძრავ არა მარტო მიწას, არამედ ცასაც. ეს „კიდევ ერთხელ“ ნიშნავს შეძრულთა შეცვლას, როგორც შექმნილისას; რათა დარჩეს რაც შეუძრავია“ (ებრაელთა 12-26,27).
აქ მცირედი ახსანა-განმარტებაც უნდა დავურთო: მიწა ეს სხეულია, ცა კი გონება. ოღონდ გონების ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა გაცნობოთ ის, რომ შეუძრავზე რომ არის საუბარი, ეს გონების ჩანაწერების უცვლელობაა კაცობრიობის დასაბამიდან – მის ბოლომდე. ხოლო რაც შეეხება ცვლილებას, მასში იგულისხმება ცოდვების გამო გონების ნაწილზე დადებული ბლოკის ახსნა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე კი აქ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ყველას სათავისო დამოკიდებულება ექნება აქ გაცხადებული ინფორმაციის მიმართ. მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, რადგანაც ვერაფერი შეცვლის იმ სინამდვილეს, რომ ღმერთის კარნახით დაიწერა „უფალია ჩვენი სიმართლე“. რისი ნებაც მან ადრეულ პერიოდშივე გამოხატა ძველი აღთქმით გაცხადებული წინასწარმეტყველების მეშვეობით და მასში წარმოდგენილი მასალაც რომ ადამიანური ნააზრევი არ არის, არც ამის მიხვედრაა ძნელი. ამიტომ მასში გაცხადებული ყოველივე უკვე სრულდება და არც არაფერი დარჩება ისეთი, რომ არ აღსრულდეს!!!
აი, ეს დაიფარა ბიბლიის მიმართ. რადგან რომ არა დაფარული ჭეშმარიტების მხილება და მათი შეცნობა ადამიანური ცნობიერებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცობრიობა ამჟამად მიიღებდა ისეთ შედეგს, რაც ნოეს დროს მოხდა. თუმცა ნურც ისეთ დაიმედებას ექნება ადგილი, რომ დღეისდღეობით ყველაფერი რიგზეა. არა, ეს ნამდვილად არ არის ასე და ამის მიზეზია ის, რომ ცალკე რელიგიებისა და ცალკე ათეიზმის გავლენამ ადამიანებში ის ერთნაირი შედეგი გამოიწვია, რომ მათ დააკარგვინა ჭეშმარიტების შეცნობის უნარი. მისი გახსნა კი მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). რადგან ჩემთვის ცნობილია, რომ ეს პროცესი არავის დატოვებს შეუხებელს, ამიტომ ვაქვეყნებ ამ წერილს. ვინაიდან სწორედ „უფალია ჩვენი სიმართლეა“ ის საშუალება, რისი ხელმძღვანელობის გარეშეც ვერავინ დააღწევს თავს იმ მდგომარეობას, რომელშიაც მოულოდნელად, მაგრამ აუცილებლად აღმოჩნდება.
გამგებმა გაიგოს!