გაზიარება

რა არის რწმენა


„რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ. დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ“ (ებრაელთა 11-1). „მხოლოდ რწმენით არის შესაძლებელი იმის შეცნობა, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით. რადგან წარმოიშვა უხილავისაგან“ (ებრაელთა 11-3) და „ადამიანი სანამ სხეულში სახლობს, რწმენით ფუნქციონირებს და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7). წარმოდგენილ ბიბლიურ კანონთა სიღრმისეული განხილვა იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა შესძლოს საფუძვლიანად გარკვევა რწმენის საკითხში. რისი მიღწევაც ახლა უკვე შესაძლებელია საამისო დროის დადგომის გამო. რასაც მოწმობს ამჟამინდელი პერიოდის იმით გამორჩეულობა, რომ ადგილი აქვს იმ საკითხთა გახმაურებას, რაც ადრე ტაბუდადებული იყო, მათზე თითქმის არავინ საუბრობდა და უშუალოდ ეხება რწმენის როლს. მასზე მეტყველებს ფსიქოლოგიის მეცნიერების ფართო მასშტაბით ზრდა და იმ რჩევათა ნაკადები, რომელთაც ამ დარგის სპეციალისტები იძლევიან. მისასალმებელია ის ნაბიჯები, რასაც ისინი დგამენ და ადამიანებს ყურადღებას ამახვილებიებენ რწმენის როლზე. მოძღვრავენ საკუთარი ფიქრების ოპტიმისტურ განწყობაზე გადასაყვანად. თუმცა ვინც ამის გაკეთება მოსინჯა, ის დამეთანხმება იმაში, რომ ამის მისაღწევად მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი და მის გარდა კიდევ „რაღაც“ არის საჭირო. რაც ასე ხდება იმის გამო, რომ რწმენის მართვა ცნობიერის მიერ კი არა, არამედ გონების მეშვეობით ხდება. რასაც ჩვენ ქვეცნობიერს ვუწოდებთ და მისი ფუნქციონირებაც იმ კანონმდებლობით განიკარგება, რომელიც შემქმნელმა დაუდგინა ქმნილებას; თანახმად კანონისა: „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. რისი წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23).
ვინაიდან რწმენა გონების მეშვეობით იმართება, ეს იძლევა იმის მიხვედრის საშუალებას, რომ მისი ცვალებადობა ხსენებულ კანონთა მოქმედებებით განისაზღვრება. მოდით უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს საკითხი. რაც თავისთავად ცხადია, რომ მოითხოვს ადამიანურ ფენომენზე შეხებას. რომლის საყრდენიც ცნობიერებაა. რის გამოც ადამიანი მოაზროვნე არსებად არის შეფასებული და მისი განსაკუთრებულობაც აზროვნებისათვის გონიერების მინიჭების სიდიდეშია. თუ რა არის აზროვნება და რა კიდევ გონება, ამის ხაზგასმით განმარტება აუცილებლობად მიმაჩნია იმიტომ, რომ უამრავ ადამიანს ისინი ერთმანეთში ერევა. მათზე კი მოგახსენებთ შემდეგს:
გონება სულისმიერი პროგრამაა, ხოლო აზროვნება კი – სხეულისმიერი. გონების ფუნქციონირებას ჩვენ ქვეცნობიერად ვიცნობთ, ხოლო აზროვნებისას კი – ცნობიერად. აზროვნება ასე თუ ისე შესწავლილია მეცნიერების მიერ, რადგანაც იგი სხეულისმიერი პროდუქტია. მაგრამ რაც შეეხება გონებას, მასზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ იგი თითქმის შეუსწავლელი საკითხია მეცნიერებისათვის. რისი მიზეზიც ის არის, რომ მათგან უარყოფილია სული. გონების არსში გარკვევა კი სულის შესახებ ცოდნას საჭიროებს! გონებაზე უკვე მოგახსენეთ, რომ იგი შედგენილია იმ კანონებით, რომელთაც ჩვენ ბიბლიის სიბრძნეებად ვიცნობთ და მათი საშუალებით ხდება ადამიანთა ბედისწერის შექმნა. გაცნობებთ იმასაც, რომ მატერიალურ სამყაროს შემადგენლობაში არსებული ყოველი მოვლენა თუ მატერიალი, გონებაში დაფიქსირებულია იმ წოდებით, რომელიც თითოეულს მინიჭებული აქვს იმ ხმის მიერ, რომელიც სამყაროს გრავიტაციული ძალის თვისებაა. ხოლო მისი ბგერები კი წარმოქმნილი არიან სამყაროს კანონზომიერული ფუნქციონირების შედეგად – თანახმად ხმის განმარტებისა: ხმა არის ნაწილაკთა შეჯახების შედეგად წარმოშობილი, ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ტალღა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. რაც თავის მხრივად ნიშნავს იმას, რომ ხმა ყოფილა ნებისმიერი მოქმედების თანმხლები თვისება და ამ სამყაროში ყოველ მოვლენასა და მატერიალს, მისი შექმნის პროცესის თანმხლებ ხმის ბგერათა მიერ ენიჭება თავისი ერთადერთი სახელწოდება!!! და სწორედ ასეთი წოდებებით არის შედგენილი გონების ჩანაწერი. ხოლო ამ ენას კი ინტუიციური ენა ჰქვია და ვინაიდან იგი შეესატყვისება მრავალ სალაპარაკო ენათაგან ერთ-ერთს, ამიტომ მას გონებაში დამარხული ენა ლაზარე უწოდეს ამ ცოდნის მოპოვების შემძლე წინაპრებმა. რამეთუ მისით იყო შედგენილი ის ჭეშმარიტება, რომელიც აზროვნებისაგან იმ სიცრუით იყო შეცნობილი, რომლითაც მისი გადაფარვა მოხდა. მისი გაცოცხლება კი ნაწინასწარმეტყველები იყო საუკუნეთა ბოლო ჟამს იმით, რომ მხილებული იქნებოდა სიცრუით გადაფარული ჭეშმარიტება და როგორც ხედავთ, ეს აღსრულდა კიდეც.
ე.ი. უკვე მისახვედრია ის, თუ რა ყოფილა რწმენა – ცნობიერის აღჭურვა გონებაში მყოფ კანონთა განსჯის შედეგების ცოდნით. რის შემძლეობასაც ინტუიციური ლექსიკონის ფლობა სჭირდება. რაც მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუკი ადამიანი იქნება ამ კანონთა საქმით დამცველი. რომელი პროცესის დროს მიმდინარე ქმედებანიც პიროვნებაში იმ გრძნობებს წარმოშობენ, რომელნიც განაპირობებენ მომდევნო ქმედებების დაგეგმვას. რამეთუ ადამიანში ყოველი ქმედების მმართველი გრძნობებია.
ახლა კი სწორედ მასზე უნდა ვისაუბრო, რასაც სიყვარულის გრძნობა ჰქვია და სწორედ მასზეა დამყარებული სიცოცხლის არსებობა. მოგეხსენებათ, რომ ადამიანები სიყვარულის გრძნობას ჰყოფენ შემდეგ სახეებად: პირადული სიყვარული, მშობლებსა და შვილებს შორის არსებული სიყვარული, ნათესაური და მეგობრული სიყვარული, პროფესიული და საქმისადმი სიყვარული, სამშობლოსადმი სიყვარული. თუმცა სინამდვილეში კი, ეს მხოლოდ განუყოფელი სახეობრივი თვისებებია იმ მთლიანი გრძნობისა, რომელსაც ჭეშმარიტი სიყვარული ჰქვია და თუკი ის არსებობს ადამიანში, მაშინ ასეთი პიროვნება ყველა აქ ჩამოთვლილ სახეობათა გრძნობის მფლობელიცაა!!! ამასთანავე იგი შემკულია იმ თვისებებითაც, რომელიც ნამდვილი სიყვარულის შემადგენლობაა და შემდეგია: კაცთმოყვარეობა, უანგარობა, ერთგულება, სიკეთის თესვა, სინდისი, პატიოსნება, გულმოწყალება, სიმართლისა და სამართლის დამცველობა, სიმამაცე, მიმტევებლობა, თავდადება, სიმშვიდე, კეთილმეტყველება.
რაც შეეხება ნამდვილი სიყვარულის არსებობას ადამიანში, მისი ყოფნა შეუძლებელია იმის გარეშე, რასაც ჭეშმარიტი რწმენის არსებობა ჰქვია. რადგან ჭეშმარიტი რწმენის არსებობა, იმ კანონთა დაცვის აუცილებლობას მოითხოვს, რომლითაც გონება ფუნქციონირებს. გონება კი სულის პროგრამაა და ამიტომ ცხადია მისი ფუნქციონირებაც სულიწმიდის ძალით ხდება. ე.ი. ჭეშმარიტი რწმენა, ნამდვილ სიყვარულის გრძნობაზე დგას. ხოლო ნამდვილი სიყვარულის თვისებები კი ცნობილია. მაშასადამე თუკი ადამიანი ზემოთ ჩამოთვლილ თვისებათაგან რაღაც ნაწილს ავლენს და ნაწილს კი ვერა. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ნიღბიანი ფარისეველი არის და მისი კეთილობაც მოჩვენებითია – მზაკვრობის ხელოვნებით აღჭურვილობის გამო. ამიტომ იგი ბევრად უფრო ვერაგია, ვიდრე ის კატეგორია, რომელთაც აშკარად გამოხატული აქვს ზემოთ ჩამოთვლილ თვისებათა საწინააღმდეგო თვისებები.
რაც შეეხება ნამდვილი სიყვარულის ძალას, იგი იგივე სულიწმიდის ძალაა, იგივე ის კოსმიური ენერიაა, რომელიც სიცოცხლეს აძლევს ადამიანს. რომლის დაქვემდებარებაშიაც არის სული და იგი ადამიანში გონების პროგრამით ფუნქციონირებს. ამიტომ ადამიანის შესახებ ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია: „იყავი ღვთისმოშიში და დაიცავი მის მიერ დაწესებული კანონები. რადგან სულ ეს არის ადამიანი“ ( ეკლესიასტე 12-13).
ახლა კი ცოტა უფრო განვავრცობ იმ ცოდნას, რომელიც რწმენის ძალას ანუ იგივე ჭეშმარიტი სიყვარულის ძალას ეხება და სახიერი თვალსაზრისით იგი ყოფილა სამყაროს მამოძრავებელი ძალის ხმის მომცველი. თავისთავად მისახვედრია ის, რომ ამ ხმის რა დონეზე გახმოვანების შემძლეც იქნება ადამიანი, მისი შესატყვისი ძალით აღჭურვილი იქნება კიდეც. რომელ ძალასაც ჩვენ ღმერთის დაცვის ძალად ვიცნობთ. რამეთუ სამყარული ხმის გახმოვანება, ჩვენს სამეტყველო ენაზე ნიშნავს ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის თვისებათა გააქტიურებას.
სათქმელი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ ჩამოვაყალიბებ მას. რისთვისაც მოგახსენებთ იმას, რომ ფსიქოლოგიის მეცნიერების თანამედროვე მიღწევებმა საზოგადოებრივი ცნობიერება უკვე გაათვიცნობიერა იმაში, რომ საკუთარი განწყობის ოპტიმისტურ რელსებზე გადაყვანაა ის საშუალება, რომელიც ადამიანს დაეხმარება ბედისწერის ღვთის წყალობის მომკის გზაზე გადაყვანაში. მე კი იმ ცოდნას გთავაზობთ, რომლის გამოყენების გარეშეც ადამიანში ვერც ჭეშმარიტი სიყვარულის არსებობას ექნება ადგილი, ვერც განწყობისა და მითუმეტეს ვერც რწმენის სასიკეთო მხარეს ძვრას. რადგანაც განწყობისა და რწმენის ცვალებადობა ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირშია და მათი საფუძველი კი იმ მცნებათა დაცვაზე დგას, რომელიც გონების შემადგენელი კანონებია და ბიბლიის სიბრძნეთა სახით ანუ იგივე „ღვთის სიტყვად“ არიან ბიბლიის მიერ წარმოდგენილი. ხოლო რაც შეეხება მათი ფუნქციონირების შედეგს, მასზე კი ასეთი განმარტებაა: „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი; და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე; და განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს. არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისაგან. არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4-12,13). რაც ადასტურებს იმას, რომ გონებაა ადამიანში სულის პროგრამა და მასში მყოფ კანონთა დაცვის გარეშე, მისგან შემწეობა ვერ მიიღება. გონებისაგან შემწეობის ვერ მიღება კი შიშის გრძნობას ბადებს (სოლომონი 17-11,12). ხოლო მშიშარაზე კი ასეთი კანონი არის დადგენილი: „სიყვარულში არ არის შიში. არამედ სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს. ვინაიდან შიში ტანჯვაა. მშიშარა კი არ არის სიყვარულში სრულყოფილი“ (I იოანე 4-18). რამეთუ სიმამაცე არის სიყვრულის თვისება და არა სიმხდალე! კვლავაც და კვლავაც გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ თუკი ადამიანი მუდმივად არ ავლენს ყველა იმ თვისებას, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის დამახასიათებელი თვისებებია; მაშინ ამ ადამიანში ფუნქციონირებს არა ნამდვილი სიყვარულის გრძნობა, არამედ სიყვარულის ნიღბით შეფუთული ეგოიზმი.
აი ეს რაც მოგახსენეთ, არის ცოდნა იმისა, ადამიანმა თუ როგორ უნდა სძლიოს შიშს, როგორ უნდა აიმაღლოს განწყობა, გაისწოროს რწმენა და აღიჭურვოს ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობით. რის შედეგადაც მიიღწევა ის, რომ ბედისწერისაგან მას მიიღებს, რასაც მოისურვებს. ვინაიდან ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობის მქონე ადამიანის სურვილები მხოლოდ კეთილია!!! ხოლო ყოველივე ამის საწყისი კი ჯერ სურვილის გაჩენით იწყება, რასაც უნდა მოჰყვეს იმ ცოდნის მოძიება, რომელიც მიუთითებს იმ ქმედებებს, რომლის თანამიმდევრობის დაცვაც არის საჭირო შედეგის მისაღწევად და სწორედ მას მოგახსენებთ კიდეც ახლა:
თუკი ადამიანში აღიძვრება სურვილი იმისა, რომ გახდეს ნამდვილად ისეთი პიროვნება, რომელიც ღვთის მოსაწონი იქნება; ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ბედისწერა უნდა გადაიყვანოს მხოლოდ ღვთის წყალობის მომკის დამსახურებაზე. რის მისაღწევადაც საჭირო არის ლოცვით მიმართვა უფლისადმი, რომ გონება გაუხსნას. რისთვისაც იმ ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რომელიც შემდეგია: კარგად გარკვევა იმ კანონებში, რომელიც ბიბლიის სიბრძნეებია და რომელიც საკუთარ გონებაში უდევს ყოველ ადამიანს. შემდეგ თავისი განვლილი ცხოვრებისათვის თვალის გადავლება და ამ კანონთა ფონზე იმ შეცდომების აღმოჩენა, რაც აქამდე სწორ ქმედებად ჰქონდა მიჩნეული და ახლა მიღებულმა ცოდნამ კი მიახვედრა, რომ არ ყოფილა სწორი საქციელი. გულწრფელად უნდა მოხდეს მონანიება ასეთი ქმედებებისა. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მსგავსის ჩადენას აღარ უნდა ჰქონდეს ადგილი!!! ამ გზაზე დადგომას კი საკმაო დრო სჭირდება. რადგან როცა რომელიმე ცოდვას შეიცნობს ადამიანი და მას აღმოფხვრის, მერე მომდევნო იჩენს თავს, ვინაიდან იმ წინამ უკვე იხილა ნათელი, რომელიც მას ჩრდილავდა. შემდეგ უკვე ამ მომდევნოსაც მოეფინება ნათელი და როცა ის აღმოიფხვრება, უკვე მისი მომდევნოს ჯერი დგება. აი, ასეთ გზაზე სვლით ჩავა ადამიანი ცოდვის მორევის სიღრმეში და იქ კი იმ კატეგორიის ცოდვებია, რომელიც ღმერთისადმი რწმენას ეხება. სწორედ მათი აღმოფხვრაა ის მთავარი, რომელიც აგვირგვინებს ბედისწერის ღვთის წყალობის მომკის განაჩენის დამსახურებაზე გადაყვანას.
ახლა კი გაცნობებთ იმას, რაც მეტად მნიშვნელოვანია იმ საქმის შესრულებისათვის რაზეც ახლა ვისაუბრე. ვინაიდან და რადგანაც საუკუნეების მანძილზე ხდებოდა სატანის მიერ ადამიანთა ცნობიერებაზე ზეწოლა იმით, რომ უამრავი სიცრუე სიმართლედ იყო გასაღებული. ამიტომ ცხადია, რომ იმ გზაზე დადგომა, რომელზეც მოგახსენეთ ძალიან დიდ დროსა და ძალისხმევასაც მოითხოვს. უფრო მეტიც – ამის შესრულება დღეს თითქმის შეუძლებლობადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ მეორეს მხრივ, უკვე ის პერიოდი მოუვიდა კაცობრიობას, რომ მისი შესრულების გარეშე ყოფნა-არ ყოფნის საკითხი უდგას. ამიტომაც ღმერთმა გაიხსენა თავისი აღთქმა, რომელიც დაუდო თავის ერს, რომ ასეთ მძიმე პერიოდში დახმარებას გაუწევდა მათ და მოუვლინა კიდეც „მხსნელი სიონიდან“ (რომაელთა 11-26,27).
პირდაპირ გეტყვით სათქმელს, რადგან დრო აღარ არის დარჩენილი საიმისოდ, რომ სხვაგვარად მოვიქცე. me-sia.com ვებ.საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არის ის ჭეშმარიტება, რომელიც არის იმ სიღრმეში მყოფი, რაზედაც გესაუბრეთ, რომ მასში კარგად გაუთვითცნობიერებლად ვერ მოხდება ვერც განწყობისა და რწმენის გამოსწორება, ვერც სულიწმიდის შემოსვლა ადამიანში და ცხადია ვერც ბედისწერის გადასვლა ღვთის წყალობის მომკის დამსახურებაზე. რადგან ამ ცოდვების აღმოფხვრით, მის ზემო ფენებში მყოფნიც იხილავენ ნათელს და განეიტრალდებიან; თანახმად კანონისა: „ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (I პეტრე 4-8). მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ვისშიაც მეტად მაღალი არის ცოდვის ფენები, ასეთებს უკვე დაკარგული აქვთ ჭეშმარიტების შეცნობის უნარი, მოჭარბებული ამბიცია-ამპარტავნობის გრძნობის მქონეობის გამო. რაზედაც ასეთი კანონი მოქმედებს: „მხოლოდ ამპარტავნობისაგან წარმოიშობა განხეთქილება“ (იგავები 13-10, რადგანაც „დასაბამი ამპარტავნობისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. რის გამოც უფლისმიერი სამართალის განჩინებით, მას საბოლოოდ დაღუპვა ელის“ (სიბრძნე ზირაქის 10-4/19). ღმერთის მიერ დაწესებული გონების საზომის მიერ, სწორედ ამიტომაც არის ხსენებულ საიტზე გაცხადებული ინფორმაცია შეფასებული იმ კატეგორიად, რასაც კაცობრიობისათვის დასამოწმებელი სახარება ჰქვია (მათე 24-14). რამეთუ „უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისათვის შექმნა და მომავალი კი მცირედთა გულისათვის“ (III ეზრა 8-10). ხოლო ამჟამად კი უკვე დადგა დრო საიმისოდ, რათა ამ მცირედთ მიეცეთ საშუალება იმისა, რომ გამოიცადონ სიბრძნით მართვის საქმეში. ნურავინ შეცდება მოლოდინის დროში! რადგან ღმერთისათვის შესაძლებელია ის, რომ „1 დღე 1000 წლად აქციოს და 1000 წელი კი 1 დღედ“ (II პეტრე 3-8). გამგებმა გაიგოს!!!