გაზიარება

რა არის დასაბამი მეცნიერების წარმოშობისა

ადამიანის ორგანიზმი ენერგიის მწარმოებელ „მინი ფაბრიკას“ რომ წარმოადგენს, ამ თეორიის დასტურს თავად ამ „ფაბრიკის“ მუშაობის პრინციპი იძლევა. მაგრამ მინდა წარმოვადგინო ჩვენი ორგანიზმის შესახებ სხვა თეორიაც, რომლის მტკიცებულებასაც აქვე წარმოვადგენ. განსახილველი საკითხის გადმოსაცემად კი მოვიშველიებ იმ ფაქტორებს, რომელთა თაობაზეც არაერთგზის აღმინიშნავს და არის ცოდნა იმის შესახებ, რომ მატერიალური სამყარო ფუნქციონირებს ათვლის სისტემის საზომთა სამ ძირითად კატეგორიაზე დაყრდნობით. რომელნიც შემდეგია: ციური, მზიური (საპლანეტათაშორისო) და დედამიწური (პლანეტური).
თითოეულ საზომში შემავალი ელემენტები, დაჯგუფებულნი სახეობათა მსგავსების მიხედვით, ფუნქციონირებენ ურთიერთმსგავსი პრინციპით. ამრიგად ჩვენი თვალთახედვის მიერ უზარმაზარად შეფასებულ სამეცნიერო კვლევით ლაბორატორია „მატერიალურ სამყაროს“, ანალოგი დედამიწაზეც ჰყავს და მას ადამიანი ჰქვია. რადგან ადამიანის ორგანიზმი წარმოდგება არა მხოლოდ „მინი ფაბრიკად“, არამედ „სამეცნიერო ლაბორატორიადაც“. რომლის ტვინმაც საფუძველი ჩაუყარა რიგი მეცნიერებების გზების შეცნობას. ხოლო საკუთრივი ექსპერიმენტული მონაპოვარი კი, ახალ-ახალი გენეტიკური კოდის შექმნაა.
მოდით უფრო განვავრცოთ თემა, რათა საყოველთაოდ გასაგებად იქნას წარმოდგენილი. როგორც ცნობილია ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირება ორმხრივი მიმართულებით ხორციელდება: სიტყვიერი გზითა და ნივთიერულით. თუმცა ორივე მათგანის წარმოება ხდება იმ ენერგიის მეშვეობით, რომელიც მიიღება ორივე მხარის თანამშრომლობის შედეგად შემდგარი მუშაობით. მოგახსენებთ იმასაც, რომ ნივთიერებათა ცვლა, რომელიც დაფუძნებულია საკვების მიღების გადამუშავების ფონზე სისხლის წარმოქმნით; ამ პროცესს ასრულებს იმ კანონთა ფუნქციონირების შედეგად, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მიკრობიოლოგიისა და მათემატიკის კანონებად. სისხლის მიმოქცევა კი ფუნქციონირებს გეოგრაფიისა და ისტორიის კანონთა მიხედვით. ხოლო აზროვნებას რაც შეეხება – ის მათემატიკისა და გრამატიკის წესებით განიგება. ყოველივე ეს კი მეტყველებს იმას, რომ ეს მეცნიერული ურთიერთკავშირი ერთმანეთის მიმართ დამხმარე ფუნქციის შემსრულებელია და მათი ერთობლივი მუშაობაც ემსახურება ერთ მთლიან საქმეს – ადამიანის სიცოცხლის უზრუნველყოფას.
ვუბრუნდები ისევ იმის აღნიშვნას, რომ მატერიალური სამყაროს შემადგენლობა წარმომდგარი არის სამი სახის საზომის სახით; და რომ ამ სამყაროში შემავალ ელემენტთა ყოველ კატეგორიას აქვს თავისი შესაბამისი ეკვივალენტი სამივე საზომში – გათვლილი საკუთარი დროის ჩათვლითურთ. რა თქმა უნდა ნებისმიერი დეტალი ან მისი მსგავსების ნიმუში სხვადასხვა საზომებში რომ განვიხილოთ, ადამიანური შესაძლებლობისათვის ეს აღმატებულია – გამომდინარე იმ ფიზიკური აღნაგობიდან, რომელადაც ჩვენ შეგვქმნა შემქმნელმა. მაგრამ მან მოგვანიჭა აზროვნების თავისუფლების ისეთი დონე, რომ მისი მეშვეობით ამ სამყაროში „დედამიწაზე ხელმწიფების უნარიც გვიბოძა“ (სიბრძნე ზირაქის 16-17) და გარდა ამისა ასეთ ცნობასაც იძლევა ბიბლია: „ღმერთს როცა შემოჰყავს მსოფლიოში პირმშო, ამბობს: „დაე თაყვანი სცეს მას ღვთის ყველა ანგელოზმაო“. ხოლო ანგელოზებზე ამბობს: „ის ქმნის თავის ანგელოზებს სულებად და თავის მსახურთ მოგიზგიზე ცეცხლად“. ანგელოზთაგან რომლისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე შემს მტრებს დავამხობდე შენს ფეხთა კვარცხლბეგად“. განა ყველა მოსამსახურე სულები არ არიან, წარმოგზავნილი მათდა სამსახურად, ვინაც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?! ვინაიდან ანგელოზებს როდი დაუმორჩილა ღმერთმა მომავალი მსოფლიო“ (ებრაელთა 1-6/14. 2-5).
აქვე მინდა მოკლე ჩართვა გავაკეთო მსგავსებათა წარმოსადგენად იმ მაგალითის ფონზე, რომელიც ეხება ადამიანთა მოდგმისათვის საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას. ანგელოზებსაც რომ მსგავსი პროცესი განუვლიათ, ამას მოწმობს ბიბლიის მიერ გაცხადებული ინფორმაცია ქრისტესა და სატანას შესახებ. რომელნიც თავდაპირველად ანგელოზები იყვნენ. მაგრამ ანგელოზთათვის დადგენილ გენეტიკური მიმდინარეობის საფუძველზე მიღებული იქნა ნაყოფნი: ედემელ ადამის სახით და მისი მსგავსნით, რომელთაც ჩვენ უცხოპლანეტელებს ვუწოდებთ და ამჟამად ისინი მარსზე ბინადრობენ. ხოლო უნაყოფობა კი სატანისა და მის დემონთა სახით წარმოდგა და როგორც ამას ბიბლია იტყობინება, მათი სულების დაცემის გამო, ისინი გაძევებული იქნენ კოსმოსური მიზიდულობის არეალიდან და „ჩამოგდებულნი“ დედამიწურ მიზიდულობაში (გამოცხადება 12-9,12).
ამრიგად თუკი ადამიანი სწორმიზნობრივად გამოიყენებს ბოძებულ აზროვნებით შესაძლებლობებს, შეუძლია რეალური წარმოდგენა შეიქმნას ამ სამყაროს ნებისმიერ დეტალსა და მისი ფუნქციონირების პრინციპზე იმდენად, რამდენადაც ის შეხებაში იქნება ადამიანთა მოდგმის არსებობასთან. საამისოდ კი გამოყენებული უნდა იქნას ცოდნა მსგავსების კოეფიციენტის შესახებ. რომლის არსიც მასში მდგომარეობს, რომ თუკი ამ სამ საზომში რომელიმე ელემენტის თვისებები და ფუნქციონირების პრინციპის გაგების ინტერესი ჩნდება, მაგრამ ეს ფიზიკურად ხელმისაწვდომი ვერ არის. მაშინ ცოდნის მიღება შესაძლებელია მისი მსგავსის განხილვით იმ საზომის ფარგლებში, რომლის ფიზიკურად ხელმისაწვდომობაც იძლევა მისი შესწავლის საშუალებას. მსგავსობის პრინციპიდან გამომდინარე კი თავისთავად ცხადია, რომ თვისებები იგივე იქნება, ოღონდ სხვაობა იქნება დროსა და მასშტაბებში. რომელთა მიახლოებითი მნიშვნელობით გამოთვლაც შესაძლებელია საზომთა ურთიერთშესაბამისობის შესახებ ცოდნის საფუძველზე.
ახლა კი ვნახოთ როგორია ზემოთ ჩამოთვლილ მეცნიერებების კანონთა ეფექტურობა ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო უნარიანობის უზრუნველსაყოფად. ხოლო შემდეგ კი გავაკეთოთ შედარების ანალიზი გარემოსთან მიმართებაში – როგორც დედამიწაზე, ასევე კოსმოსშიაც. რაც შეეხება ჩვენი ტვინის ფუნქციონირებას, უკვე გვაქვს საკმარისი ცოდნა მისი პრინციპის თაობაზე. მოდით კიდევ ერთხელ განვიხილოთ იგი: გრძნობათა ორგანოებიდან მიღებულ ინფორმაციას იმეცნებს აზროვნების აღქმითი განყოფილება. რომელსაც საამისოდ მინიჭებული აქვს ისეთი უნარი, რომ ინფორმაციის შინაარსის შემეცნებიდან გამომდინარე, მიაკუთვნოს მას კატეგორია. ამ უკანასკნელში კი შედის იმის შეცნობა: თუ ვის ან რას ეხება ინფორმაცია; როგორი თვისებებისა და ხასიათის მატარებელია ინფორმაცია; და ბოლოს კი შესაბამისობა დროში. ხსენებული უნარი მიღებულია გრამატიკის კანონთა საფუძველზე შემდეგნაირად: ინფორმაციის შინაარსი – თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი. მოქმედება – ზმნა. ვის ან რას ეხება ინფორმაცია – არსებითი სახელი. როგორი თვისებების მახასიათებელია – ზედსართავი სახელი. რა პერიოდში – დრო და რიცხვი.
მართალია როცა ჩვენ ვაზროვნებთ, ვიცით თუ ნებისმიერ წინადადებაში ვინ არის მთავარი მოქმედი პირი და ვის ეხება მოქმედების დეტალები; მაგრამ სულის გონებაში (ანუ ინტუიციაში) ის სხვაგვარად არის დალაგებული და პირდაპირ არ შეესაბამება ჩვენი აზროვნებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ხოლო რაც შეეხება ცოდნას იმისას, თუ რა პრინციპით ლაგდებიან ისინი ინტუიციურ გადაწყვეტილებებში, ის შემდეგია:
ცნობილი ცოდნაა ის, რომ ადამიანის სულიერი თვისებები შეიძლება წარმოდგეს შემდეგი ცვლილებების სახით:
1) სიყვარულიდან – სიძულვილამდე.
2) სიმართლიდან – სიცრუემდე.
3) გულკეთილობიდან – სიძუნწემდე.
4) სიკეთის მაზიარებლობიდან – შურამდე.
5) სინდისიდან – უსინდისობამდე.
6) პატიოსნებიდან – უპატიოსნებამდე.
7) მადლიერებიდან – უმადურობამდე.
8) მიტევებიდან – მიუტევლობამდე.
9) სიმშვიდიდან – მრისხანებამდე.
10) უანგარობიდან – ანგარებამდე.
11) თავმდაბლობიდან – ამპარტავნებამდე.
12) ჭეშმარიტი რწმენიდან – არასწორ რწმენამდე (ანუ ურჯულოებამდე).
იმისდამიხედვით ამ თორმეტ-თორმეტი „მსაჯულიდან“ გენეტიკური მემკვიდრეობით მიღებული მიდრეკილება თუ რომელ მხარეს აქვს მიზომილი ადამიანს და ასევე თავადაც ააქტიურებს მას – ჯერ იმ თვისების გააქტიურების პროცენტი მოწმდება, შემდეგ კი თანამიმდევრობით მიყოლებული ყველასი: მაღალი მაჩვენებლებიდან – დაბალისკენ. მიღებული ჯამის საშუალო არითმეტიკული კი არის ბედისწერის განკარგვის პროცენტული დონის გამომსახველი რიცხვი. ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ სიყვარულის თვისებების მაჩვენებლების შეფასება ხდება დადებითი რიცხვების საშუალებით. ხოლო სიძულვილისა კი – უარყოფითის. რაც შეეხება ბედისწერაში აზროვნების მიერ მიწოდებული სურვილების გათვალისწინებას, იგი გარანტირებული არის მხოლოდ დადებითი ციფრების საზომებში.
ახლა ისევ დავუბრუნდები თავის ტვინის ფუნქციონირების აღწერას: როდესაც აზროვნება თავისი შესაძლებლობის (ანუ ინტელექტის) ფარგლებში შეიმეცნებს მიღებულ ინფორმაციას და შეივსება მთლიანად მისთვის გენეტიკურად მიზომილი ადგილი თავის ტვინის ჰემისფეროს ქერქში, უკვე ხდება ინფორმაციის მიმღები განყოფილების დახურვა და ადამიანსაც ძილი ერევა და ძილში ხდება აზროვნების მიერ შემეცნებული ინფორმაციის გადათარგმნა ქვეცნობიერში ციფრების ენაზე; თანახმად კანონისა „ძილი კურთხეული ქმნილებაა, რომელიც დასაბამიდან დღისით თუ ღამით, ღმერთის მიერ მიემადლება ყველას, ვისთვისაც მოისურვებს“ (III მაკაბელთა 5-11). „როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათათ, როცა თავიანთ საწოლებზე თვლემენ, მაშინ ხსნის ღმერთი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას“ (იობი 33-15,16). რაც შეეხება თარგმნას, ის მიმდინარეობს პირდაპირ, სიტყვებისა – რიცხვებად. როცა თარგმანი დასრულდება, შემდეგ უკვე მოქმედებას იწყებს ინტუიციის მეორე განყოფილება და ხდება საზომთა მიმართულების დადგენა კანონთა დაცვა-არ დაცვის განსჯის ფონზე. ნივთიერული ფორმით კი, აღწერილი პროცესი ხორციელდება სისხლის იმ ნაკადის მეშვეობით, რომელიც თავის ტვინს მიეწოდება. სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება იმას, თუ რამდენად მდიდარია სისხლი ჟანგბადით. ვინაიდან მხოლოდ მას ძალუძს სისხლში შემავალი მეტალების დაჟანგვა. რაც აუცილებლობაა საიმისო ენერგიის მისაღებად, რომ სულმა სრულფასოვანად ბრუნვა შესძლოს ორგანიზმში. ასეთი სისხლის მიწოდება კი ტვინისათვის მხოლოდ ჯანსაღ გულს შეუძლია. რომლის სიჯანსაღესაც ინტუიციურად კეთილი გული ჰქვია და შედეგია კანონების დაცვით მცხოვრები აზროვნებით ნამართი ორგანიზმის ფუნქციონირებისა. როგორც ამას ბიბლიაც ადასტურებს: „ყველაზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან არის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4-23). „ვინ ჩადო გულში სიბრძნე? და ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?“ (იობი 38-36). „ნათელი გული და სიკეთე თავის საზრდელზე თავად იზრუნებს“ (სიბრძნე ზირაქის 30-25). „გულმა იცის თავისი სულის სიმწარე და მის სიხარულს არ ინაწილებს უცხო“ (იგავები 14-10).
ახლა კი რაც შეეხება იმ შედეგს, რომელსაც გამოიტანს ინტუიციური პროგრამის მეორე განყოფილება; ის ტორსიული (ანუ სხივური) ენერგიის გზით გადაეცემა სამყაროს ვარსკვლავპროგრამას. ხოლო გეგმის სახით კი – ტვინის ქერქის იმპულსების განმახორციელებელ განყოფილებას. რომელიც ცხადია სხივური გზით ხდება. ამ ორი სახის სხივის (ვარსკვლავიდან მზეს მიმწვდომი და მზის მიერ კი დედამიწაზე წამოსულის და ადამიანის ტვინიდან გამოსხივებულის) კვეთით გამოწვეული აფეთქება კი განიშლება განზომილებებში. რაც სხვა არაფერია, თუ არა ბედისწერის აღსრულების ფაქტები. აი ასეთია მექანიზმი ბედისწერის გეგმის განხორციელებისა.
ვიცი, რომ ცოტა რთულია დაჯერება იმისა, რომ ეს ამხელა სამყარო და ადამიანი ასეთ მჭიდრო დამოკიდებულებაშია ერთმანეთთან და თანაც მთავარ როლს ამ ფუნქციონირებისას რიცხვები და სიტყვები ასრულებენ. მაგრამ სინამდვილე ასეთია და ის ცნობები, რომელთაც ჩემგან იღებთ მოგეწოდებათ სამყაროს მართვისა და დაგეგმვის იმ პროგრამიდან, რომელიც შედგენილია იმატერიალურ სამყაროში, ჩაშვებულია განხორციელებაში და მატერიალური სამყაროს არსებობაც მისი მტკიცებულებაა!!! ხოლო რაც შეეხება ჩემი ცნობიერებისათვის ამ პროგრამაზე წვდომის უფლებასა და შესაძლებლობას, ეს ღმერთისმიერი დაშვებაა და მას ბიბლიაც ადასტურებს: „განგებას შენსას ვინ შეიცნობდა უფალო, შენ რომ სიბრძნე არ მოგეცა და მაღლიდან შენი წმინდა სული არ მოგევლინებინა?!“ (სიბრძნე სოლომონის 9-17). ამიტომაც რა ინფორმაციაც მოგეწოდებათ, მხოლოდ ჭეშმარიტებაა. რომლის მოწმობაც მთელი მოფლიოს დონეზე დასტურდება კიდეც ფაქტებად აღსრულებით!!!
დავუბრუნდები დაწყებულ თემას და გაცნობებთ: რომ სწორედ ქვეცნობიერის, იგივე ინტუიციური პროგრამის მეორე ქვეგანყოფილებაში, სადაც ხდება შედეგის მიღება – ეს პროცესი სრულდება ურთულესი და უზუსტესი მათემატიკური გათვლებით. თანაც ისეთ მინიმალურ დროში, რომ მის სიჩქარეს, ტექნიკური პროგრესის ვერანაირი შედევრი ვერ შესწვდება. რაც გასაკვირი არც არის იმიტომ, რომ ქმნილება თავისზე აღმატებულს ვერაფერს შექმნის!!! რაც შეეხება ისტორიასა და გეოგრაფიას, ეს მეცნიერებები ასახვას პოულობენ ტვინის შემდეგ განყოფილებებში: ისტორიისა – მახსოვრობის არქივში, ხოლო გეოგრაფიისა კი, სისხლის საშუალებით მთელ ორგანიზმში მოგზაურობით. რის შედეგადაც ის ინფორმაციას ნივთიერული სახით აწვდის როგორც გულს, ასევე ტვინს. რომელსაც ტვინი შემდეგ თარგმნის სიტყვებადაც. ხოლო უკვე შემდეგ კი სულის გონებას რიცხვებად გადათარგმნილს აწვდის. აი ამგვარად ხდება ადამიანის ორგანიზმში ინფორმაციათა გაცვლა მატერიალურიდან თვისობრიობაში ასახვით და შემდეგ კი თვისობრიობიდან მატერიალურად განშლა. რომელი პროცესიც მთლიანობაში წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლის არსს. რისთვისაც ჩვენ ვართ კიდეც გონიერი სხეულის მფლობელნი.
ბიოლოგიის ასახვა კი ხდება შემდეგი სახით: როცა ადამიანის ნამოქმედარის განსჯის შედეგად მიგებული ბედისწერის პროცენტული რიცხვის შესაბამისობით, გულს მიეწოდება ინფორმაცია მომდევნო ტაეპის განსახორციელებლად, ის ამ რიცხვის შესაბამო ფორმულის საშუალებით უნაწილებს ორგანოებს საკვებს ანუ სისხლს. რომელთაც ეს საკვები აძლევთ იმის საშუალებას, რომ განახორციელონ ნივთიერებათა ცვლა ორგანიზმის ზრდა-განვითარებისათვის. ხოლო ფიზიკო-ქიმიური პროცესების განხორციელების შედეგად კი გარედან მიღებული საკვები, წყალი და ჰაერი მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში. რითაც უზრუნველყოფენ ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორის, სისხლის წარმოქმნის პროცესს. ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლა ხორციელდება ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პროცესების მიმდინარეობის ფონზე. რაც გამოიხატება ტემპერატურული ცვლილებებით, ტუტე და მჟავა სითხეების (ნაღვლისა თუ კუჭის წვენის) და შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებიდან მიღებული ფერმენტების კანონზომიერული მოქმედებების შედეგად.
ახლა კი ანალიზი გავაკეთოთ იმის თაობაზე, თუ რა ენერგიაზეა დამყარებული ჩვენი ორგანიზმის ფიზიკურად არსებობა. ცნობილი ცოდნაა ის, რომ ჩვენი ორგანოები განუწყვეტელი მუშაობით წარმოქმნიან ბიომაგნიტურ ველებს. რომელიც წარმოადგენს ჩვენს იმუნიტეტს და რომელსაც სათავისოდ განკუთვნილი როლი უკავია დედამიწის ბიორიტმის მსვლელობაში. რაც მეტად მნიშვნელოვანია! ვინაიდან აწონასწორებს ჩვენს ადგილს დედამიწაზეც და ასევე კოსმოსშიაც. რისი უნარის შეგვწევს იმის გამო, რომ ის სული რომელიც ჩვენშია, დაქვემდებარებულია კოსმოსური ველის მიზიდულობას.
დედამიწის ბიორიტმი არეგულირებს დედამიწური გარემოს იმ სტანდარტულ მდგომარეობას, რომელიც უზრუნველყოფს მასზე ცოცხალ არსებათა ბინადრობის შენარჩუნებას. რაც მიღწეულია მისი ადგილის წონასწორობის შენარჩუნებით სამყაროში. ხოლო თავის მხრივ კი, დედამიწის ბიოენერგიას თავისი წვლილი შეაქვს მთლიან სამყარული ბიოენერგიის შემადგენლობაში. რომელიც სამყაროს კანონზომიერებათა პროგრამაში აღნიშნულია დედამიწის ხვედრით წილად. მაშასადამე უკვე მისახვედრია, რომ ადამიანთა მოდგმისათვის მინიჭებული ხელმწიფების უფლება მთავარი როლი ყოფილა იმის დაბალანსებაში, რაც უზრუნველყოფს დედამიწისათვის იმ ადგილზე ყოფნის შენარჩუნებას, რომელიც სპეციალურად მისთვის არის განკუთვნილი, ცის ყინულოვანი შრეებით შემოსაზღვრული მატერიალური სამყაროს სივრცეში.
ახლა კი ის განვიხილოთ, თუ როდის ვიმსახურებთ ამ ხელმწიფების უფლებას. რადგან მის შენარჩუნებას სათანადო პირობების დაცვა სჭირდება საიმისოდ, რომ ხელმწიფების უფლება მონობისად არ შეიცვალოს!!! რაც მომხდარა და კვლავაც ხდება უამრავი ადამიანის თავს. ამ საკითხის განსახილველად კი ჯერ ვნახოთ ის, თუ რა შედეგებს ვიღებთ განრისხებულ და აღელვებულ მდგომარეობაში ყოფნით. ამ დროს ცხადია, რომ დარღვეულია სიმშვიდის ზღვარი და ნერვული სისტემა აღგზნებულ მდგომარეობაშია. ორგანიზმისათვის კი ეს მდგომარეობა გამოიხატება იმ ფაქტით, რომ ყველა ორგანოს ფუნქციონირების ტემპი აჩქარებულ მდგომარეობაზე გადადის. რის საფუძველზეც ხდება ნორმაზე მეტად ჭარბი ენერგიის გამოყოფა. რასაც ორგანიზმისათვის მოაქვს მეტად არასასურველი შედეგი, რაც გამოიხატება შემდეგში: ინდივიდუალური გენეტიკური კოდის თავისებურებიდან გამომდინარე, პიროვნების ყველა ორგანო დატვირთვის დონის მიხედვით ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ამიტომაც მუშაობის აჩქარებულ ტემპს ყველა სათანადოდ ვერ უძლებს და არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა რომელიმე მათგანი ან მათგანნიც მწყობრიდან გამოდიან. რაც იწვევს ორგანიზმში იმ მდგომარეობას, რასაც ჯანმრთელობის დარღვევა ჰქვია. ყოველივე ამის შედეგად კი ხდება შეფერხება სულისა და სხეულის თანამშრომლობაში. რაც იწვევს სულის კოსმოსთან კავშირის შესუსტებას და თუ ასე გაგრძელდება ხანგრძლივი დროის მანძილზე, მაშინ ადგილი აქვს კავშირის გაწყვეტასაც. რასაც პიროვნებისათვის მოაქვს ორგვარი სახის შედეგი. რომელიც დამოკიდებულია ისევ და ისევ ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდზე და ერთ შემთხვევაში სრულდება პიროვნების სიკვდილით და მეორე შემთხვევაში კი მისი ენერგოვამპირად გადაქცევით.
რაც შეეხება ენერგოვამპირობას, ამ კატეგორიის მრავლობითი ფორმით არსებობა საკმაოდ უარყოფით გავლენას ახდენს დედამიწის ბიორიტმზე. რომლისთვისაც ადამიანური ენერგიის ხვედრითი წონა 71,8%-ს შეადგენს. ხოლო რაც შეეხება დედამიწის ბიორიტმს, მისი ფაქტობრივად გამოვლენა კლიმატით აისახება და ამიტომაც როგორც ხედავთ, სულით დაცემულ ადამიანთა სიმრავლე ყოფილა საფუძველი იმ მიზეზთა ჩამოყალიბებისა, რაც დედამიწაზე კლიმატურ კატაკლიზმებს იწვევს.
ვინაიდან და რადგანაც არსებული რეალობა ცხადჰყოფს იმას, რომ დღითითღე მძლავრდება გახშირებული კლიმატური კატაკლიზმები, ამიტომ თავისთავად ცხადია ის ფაქტი, რომ სამყარული კანონზომიერებანი აამოქმედებენ მდგომარეობის გამოსასწორებელ ღონისძიებას. რომლის შესახებ ინფორმაციასაც ეს კანონი გვაწვდის: „ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს; ვიდრე ბეჭდებს შუბლზე დავასვამდეთ და ეთქვა მათ, რომ დაზიანებულიყვნენ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღვთის ბეჭედი“ (გამოცხადება 9-4). ხოლო რაც შეეხება კატაკლიზმების გამომწვევი საფუძვლის ამოძირკვას, მას ასრულებს პროცესი, რომელსაც ბიბლიურად „არმაგედონი“ ჰქვია (გამოცხადება 16-16,17).
ახლა კი აუცილებლად უნდა გავაკეთო ის შენიშვნა, რომელიც პასუხს გასცემს კითხვას, რომელიც შესაძლოა გაუჩნდეს ბევრ ადამიანს. ეს ეხება იმ ფაქტორს, რომ დედამიწაზე კატაკლიზმები ადამიანის გაჩენამდეც ხდებოდა და მეტსაც გეტყვით: ისინი ვლინდებოდნენ უფრო მეტი სიძლიერით, ვიდრე ეს ადამიანთა მოდგმის დროში ხდება. რა თქმა უნდა ამას აქვს თავისი ახსნა და მის თაობაზე ინფორმაცია ვრცლად უკვე მაქვს წარმოდგენილი წიგნში „სიბრძნე სიმართლისა“. აქ კი მოკლედ გეტყვით იმას, რომ სამყაროსაც აქვს თავისი ეპოქები, რომელნიც შემდეგია: წარმოქმნის, განვითარებისა და დასასრულის ეპოქა და ყოველი მათგანის პერიოდსაც სათავისოდ გათვლილი მოვლენების განვითარება ახასიათებს. ხოლო რაც შეეხება ადამიანის მოდგმის არსებობის დროს კი, ის სამყაროს დასასრულის ეპოქას მიეკუთვნება. ამ განაცხადის დასტურს კი ბიბლია ასე ამოწმებს: „მეტია თუ არა მომავალი წარსულზე, ან თუ აღემატება განვლილი მომავალს? როგორც წვიმა აღემატება წვეთებს და ცეცხლი – კვამლს, ასევე წარსულმაც გადააჭარბა მომავალს. ხოლო წვეთები და კვამლი დარჩა“(III ეზრა 4-50). ვინაიდან „წვეთებისა და კვამლის“ ეპოქაში უწევს არსებობა ადამიანთა მოდგმას, ამიტომაც აქვს მათი სულის ძალას ასეთი დიდი გავლენა იმ გარემოს კლიმატზე, რომელ გარემოზე ხელმწიფების უნარითაც აღჭურვა ის შემქმნელმა.