გაზიარება

რაც ხდება რატომ ხდება

ცის ყინულოვანი თაღით შემოსაზღვრული მატერიალური სამყარო, ნაწილთა ნაერთით შექმნილი ერთმთლიანობაა. ამიტომ მის შემადგენლობაში მყოფ ნებისმიერ ელემენტში მიმდინარე ცვლილების გამომწვევ მიზეზებს, საფუძველი აქვს. რომელიც გამომდინარეა მთლიანი სამყაროს მართვის კანონმდებლობიდან. საფუძვლის გარეშე, ვერანაირი მიზეზის წარმოშობას ვერ ექნება ადგილი საიმისოდ, რომ რაიმე ცვლილების გამოწვევა მოხდეს. ამიტომაც თუკი რაიმე პრობლემა წარმოიშობა, მისი გადაჭრა ვერ მოხერხდება იმ საფუძვლამდე ჩაღწევის გარეშე, რომელმაც მისცა დასაბამი პრობლემის გამომწვევ მიზეზთა აღძვრას.
ამჟამად კაცობრიობის თავს დატეხილ უბედურებათა მრავალფეროვნება, სიხშირე და მზარდი მასშტაბები, დაუყოვნებლივ მოითხოვენ სათანადო რეაგირებას. ვინაიდან მოვლენათა განვითარება უკვე მიმდინარეობს სტიქიურ კატაკლიზმათა ჩართულობის ფონზე. საქმე მეტად სერიოზულია და ამიტომაც სასწრაფოდ საჭიროებს შესატყვისი ზომების მიღებას. რაც ვერანაირად ვერ მოხერხდება იმ ცოდნის გამოყენების გარეშე, რომელიც ეხება ადამიანთათვის უბედურების მომკელ შედეგთა გამომწვევი მიზეზების აღმძრავ საფუძვლებს.
გამომდინარე საკაცობრიო ცნობიერების მსოფლმხედველობიდან, რომელიც დაყრდნობილია იმ სიცრუეებს, რაც სიმართლედ საღდებოდა; ცხადია იმის დაჯერება ვერ იქნება იოლი, რასაც გაცნობებთ. მაგრამ იგი სინამდვილეა და მისი ცოდნა კი საჭიროა იმიტომ, რომ თავის დაღწევა მოხდეს იმ პრობლემებისაგან, რაც ამჟამად სახეზეა და საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეებს. გაცნობებთ იმასაც, რომ ამ ცოდნის შეცნობასა და მის რწმუნებაში დახმარების გაწევა შეუძლია ბიბლიის იმ ცნობათა კარგად გაგებას, რომელნიც იძლევიან ინფორმაციას სამყაროს სტრუქტურის შესახებ.
მაშასადამე მოგახსენებთ, რომ ადამიანისათვის ყველაზე უმთავრესი რაც არის, არის შეგნებით ცოდნა იმისა, რომ ამ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. არამედ პირიქით: რაც ხდება, ყოველივე კანონზომიერულად გათვლილი მოვლენაა და თანაც ისე, რომ კანონის აღსრულებისას შეუძლებელია ადგილი ჰქონდეს რაიმე გადაცდომას ან უზუსტობას. ხოლო რაც შეეხება კანონებს, რომელთა განკარგვითაც ფუნქციონირებს მატერიალური სამყარო, ის ეხება მის მთელ შემადგენლობას. მაგრამ სპეციფიკურად არის განსაზღვრული თითოეული ელემენტისათვის ისე, რომ გათვალისწინებულია მათი აგებულება და ნიშან-თვისებები. თანაც ყოველივე კავშირშია ერთმანეთთან კანონზომიერულად ისე, რომ თითოეული მათგანი მთელი სამყაროს ნაწილთაგანია და თავისი ფუნქციონირებითა და ადგილით, განკუთვნილ როლს ასრულებს სამყარული მთლიანობის შენარჩუნებაში.
ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ადამიანები, ერთ-ერთ ასეთ ნაწილს წარმოვადგენთ სამყაროს შემადგენლობისას. ამიტომ ცხადია, რომ ყოველივე ზემოთ თქმული ჩვენც გვეხება და ის, რასაც ჩვენი ცხოვრება ჰქვია, ქაოსურად არ მიმდინარეობს. არამედ თანახმად კანონისა: „მე უფალმა, ადამიანებს მივეცი ჩემი წესები და სამართალი გამოვუცხადე. რათა შეესრულებინათ ისინი და ეცოცხლათ მათით“ (ეზეკიელი 20-11); ჩვენი ყოველი ნაბიჯის გადადგმა ამ კანონების აღსრულების შედეგად ხდება. რადგან ისინი შემქმნელის მიერ გვაქვს დადგენილი ბედისწერის შესაქმნელ კანონებად. ჩვენ კი მოგვცა იმის ნება, რომ მხოლოდ მოგვეთხოვა და რასაც ვითხოვდით, ის მოგვეცემოდა. ასე რომ, ჩვენი ბედის მწერლებიცა და შემსრულებლებიც ჩვენვე ვართ. აი, ეს არის სიმართლეც და სინამდვილეც ჩვენი ცხოვრების შესახებ. მაგრამ სამწუხაროდ ამ ცოდნის ჯეროვნად მფლობელი ვერ არის საზოგადოებრივი ცნობიერების დონე. ამიტომაც არც დაკლებია პრობლემები ადამიანთა მოდგმას და ამჟამად კი უკვე იმ ზღვარზეა მისული ისინი, რომ ყოველი დღის გათენებას შიშით ხვდება მსოფლიო მოსახლეობა.
ახლა ცხადია იმაზე საუბარია საჭირო, რომ თუკი მხოლოდ მოთხოვნა გვევალება და რასაც მოვითხოვთ, ის მოგვეცემა. მაშინ რა ხდება? ჩვენ ვერ ვითხოვთ იმას, რაც გვსურს, თუ შემქმნელი არ ასრულებს თავის პირობას? ცხადია ის გამორიცხულია, რომ ღმერთმა იცრუოს. ანუ ჩვენ არ ვიცით ის, თუ რა იგულისხმება მოთხოვნაში. ხოლო მის გასაგებად კი სამყაროს პრინციპს უნდა დაკვირვება. რატომ ჰქვია მას მატერიალური?! იმიტომ, რომ მასში მოქმედი ძალები, საქმითი ქმედებების ფონზე ფუნქციონირებენ კანონზომიერული პრინციპით. რაც ნიშნავს იმას, რომ „ითხოვეთ და მოგეცემათ“ (მათე 7-7) კანონში, მოთხოვნა საქმის ნიადაგზე ხდება და მასზე პასუხის გაცემა კი, დაწესებულ კანონთა განსჯის მიხედვით. ანუ ადამიანს რაც სურს, იმის მიღებას მაშინ შესძლებს, თუკი კანონების დაცვის ფონზე გადადგამს ნაბიჯებს.
რატომ ხდება ასე? და როგორ იგებს სამყარო ჩვენი საქმიანობის შესახებ? აი, ამ საკითხების განხილვა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ადამიანმა შეცნობილად და გაგებით ირწმუნოს ღმერთი და თანაც შესძლოს სინამდვილის სათანადოდ მიღება. ამ კითხვების საპასუხოდ გაუწყებთ: რომ ადამიანი არის სულისა და სხეულის ნაერთით გამთლიანებული არსება. სხეულის ჩამოყალიბება რომ დედის ორგანიზმში ხდება და დაბადებისთანავე სული კოსმოსიდან ეძლევა ახალშობილს, ეს კიდევ ერთი დასტურია ამ სამყაროს მთლიანობისა. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სული კოსმოსურ მიზიდულობასაა დაქვემდებარებული და სხეული კი – დედამიწურისას. რითაც ადამიანისათვის შესაძლებელი არის ისეთი გაწონასწორებული მდგომარეობის ფლობა, რითაც მას შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს დედამიწის ზედაპირზე. რამეთუ როცა სული ეცემა იმ დონეზე, რომ კოსმოსთან პირდაპირ კავშირს წყვეტს, მაშინ ადამიანი უკვე ვეღარ ახერხებს გადაადგილებას და ასეთი უამრავი მაგალითის მომსწრე არის კიდეც ყოველი ეპოქის საზოგადოება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ბედისწერის განმგებელი – სულია. ხოლო სხეული კი არის მის შესანარჩუნებლად მომუშავე და ამიტომაც რაც სურს, მას სთხოვს და ყოველთვის იღებს მისგან ზუსტად იმას, რასაც ითხოვს. სწორედ რა როგორ უნდა ითხოვოს, ეს ვერა აქვს ადამიანს კარგად გარკვეული და ამის სწავლა გახდა დღეს, უკვე სასიცოცხლოდ აუცილებლობა. ვინაიდან ამ ცოდნის ვერ ფლობის გამო მოთხოვნილმა შედეგებმა ის სიტუაცია შექმნეს, რაც დღეს სახეზეა და აღარ ვაპირებ მათ ჩამოთვლას, რადგან ისინი იმ დონის უბედურებებია, რომ საყოველთაოდ ხილვადობის სფერო აქვთ მოცული.
მაშასადამე დღის წესრიგში დგას იმ ცოდნის შეძენა, როგორ უნდა მოვითხოვოთ ის, რაც გვინდა. რისთვისაც პირველ ყოვლისა საჭიროა იმის ცოდნა, რომ ადამიანში სული ფუნქციონირებს გონების პროგრამით. გონება კი იმ კანონებით განსჯის, ღმერთმა ადამიანს რომ დაუდგინა საარსებო ინსტრუქციად და ჩვენ მას ბიბლიის სიბრძნეთა სახით ვიცნობთ. ასე რომ ადამიანმა რაც არ უნდა იძახოს მე მორწმუნე არა ვარ, ღმერთი არ მწამსო – ეს არ შეცვლის იმას, რომ მის ბედისწერას სხვა რამ განაგებდეს, თუ არა ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა. ამრიგად, თუკი ადამიანი ჯეროვნად გაერკვევა ამ კანონებში და მათ დაიცავს, მაშინ მისი სურვილებიც მხოლოდ კეთილი იქნება და რასაც ითხოვს, მიიღებს კიდეც. მაგრამ როდესაც ვერ ერკვევა კანონებში, მაშინ არღვევს მათ ისე, რომ ამას ბევრჯერ ვერც კი ხვდება. რასაც მასში გრძნობების გადაგვარება მოჰყვება და მის შესაბამისად ადამიანისათვის დადგენილი კეთილი თვისებები ბოროტისაკენ გადადის. ყოველივე ეს კი ენერგიული თვალსაზრისით იმ პირობებს ქმნის, რაც ხელისშემშლელია სამყაროს ჰარმონიული ფუნქციონირებისა. ამიტომაც ის იძულებულია თავისი ძალა გამოიყენოს მათ აღმოსაფხვრელად. რასაც ჩვენ ღმერთის დაშვებად ვიცნობთ. ეს ყოველივე კი ასახვას ჰპოვებს იმ პროცესების სახით, რომელიც ვლინდება: ადამიანური ჯანმრთელობის ხელყოფით, ადამიანის ცხოვრებაში დაბრკოლებების წარმოშობით, უბედური შემთხვევებით და საბოლოოდ კლიმატური კატაკლიზმების ამოქმედებით. ხოლო ყოველივე ამ კატეგორიების განსაზღვრას კი, ადამიანთა მიერ კანონდარღვევათა სიმძლავრე და რაოდენობა განაპირობებს.
ამრიგად საქმე ასეა: როგორადაც უკვე თვალსაჩინოა კიდეც, სამყაროს რეაგირება უკვე კლიმატური კატაკლიზმების სიხშირისა და სიძლიერის მზარდობის დონეზე არის გადასული. რასაც უაღრესად არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება ადამიანთა მოდგმის მიმართ. რომ გითხრათ ის, რომ რაიმე არსებობს ისეთი, რაც ამას შეაჩერებს – ეს არ მოხდება! იმიტომ, რომ უკვე საამისო კანონები მოქმედებაშია შესული და მათი შეჩერება კი არავის და არაფერს შეუძლია ამ ქვეყნად მანამ, სანამ ყოველივე არ აღსრულდება. მე მხოლოდ ვალდებული ვარ იმისა, რომ ღმერთის ნება აღვასრულო საიმისოდ, რომ ჭეშმარიტი სიმართლის ცოდნა, რომლითაც მან აღმჭურვა, საქვეყნოდ განვაცხადო. ვინც მას მიიღებს და მისით იხელმძღვანელებს, შესძლებს თავის დაღწევას ამ რთული დროდან და როდესაც ის გადაივლის, მოუწევს მშვიდობიან და ბედნიერ დროში გააგრძელოს ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია და ვისაც რა შესაძლებლობა აქვს, იმას გამოიყენებს საიმისოდ რომ თავადაც გაერკვეს მასში და სხვებსაც გააგებიოს მის შესახებ. მე კი აქ წარმოვადგენ იმ ინფორმაციას, რომელიც გაცნობებთ იმას, თუ რა კანონდარღვევაზე – რა მისაგებელია.
უპირველეს ყოვლისა კი, შევეხები ჯანმრთელობის საკითხს. რაზედაც თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ იგი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია ადამიანისათვის. ვინაიდან თუკი ადამიანს ჯანმრთელობა ერღვევა, მისი ძალისხმევა პირველ რიგში მიმართულია მის აღდგენაზე. ხოლო სხვა ყოველივე კი, უკვე ინტერესმოკლებული ხდება მისთვის. ამიტომ პირველ ყოვლისა იმის ცოდნაა საჭირო, რა არის სიჯანსაღის საფუძველი ადამიანში. რაზედაც პასუხი ასეთია: „ფულიც დაიფარავს ადამიანს და სიბრძნეც. მაგრამ სიბრძნე უპირატესია, რადგან მის მფლობელს აცოცხლებს!“ (ეკლესიასტე 7-12). მაშასადამე სიბრძნის მფლობელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველი. მაგრამ რაც შეეხება სიბრძნეს, ხალხში მასზე არასწორი წარმოდგენა არის გავრცელებული და ამიტომ მიზანშეწონილად მიმაჩნია განმარტება იმისა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში სიბრძნე.
„სიბრძნე არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა – მათი მიზეზებითურთ. მაშასადამე, სიბრძნე ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში განსწავლაა. რის შედეგადაც ღვთაებრივ საქმეებს მოწიწებით, ხოლო ადამიანურს კი, საკუთარი სარგებლობისათვის ვსწავლობთ. სიბრძნის სახეობანია: გონივრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაოკება. მათ შორის კი უმთავრესი – გონივრული განსჯაა. რომლის წყალობითაც ვნებებს ძლევს გონება“ (IV მაკაბელთა 1-15/30). „ყოველი სიკეთე სიბრძნეს მოჰყვება და მის ხელში არის ყოველი სიმდიდრე“ (სოლომონი 7-11). „საპატიო სიბერე არც წელთა რიცხვით განიზომება და არც დღეგრძელობაშია. არამედ სიბრძნის ფლობითა და უბიწო ცხოვრებით“ (სოლომონი 4-8,9). „სიბრძნის მფლობელი დიდებას დაიმკვიდრებს და სადაც კი მივა, უფალი აკურთხებს მას“ (ზირაქი 4-11). „სიბრძნე საქმეებით მართლდება“ (მათე 11-19). „ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი ჭკუის მომხვეჭელი. მის მარჯვენაშია დღეგრძელობა და მარცხენაში კი – სიმდიდრე და პატივი. მისი გზები საამური გზებია და ყველა მისი ბილიკი – მშვიდობაა. სიცოცხლის ხეა იმისათვის, ვინც მოეჭიდება და მასზე მინდობილი იქნება“ (იგავები 3-13/18). „სიბრძნის დასაბამი უფლის მოშიშობაა და წმიდის შეცნობა – გონიერება. რადგან სიბრძნის შეძენით გამრავლდება ადამიანის დღეები და სიცოცხლის დღენი შეემატება“ (იგავები 9-11). „უპირატესობა ცოდნისა ის არის, რომ სიბრძნე აცოცხლებს მის პატრონს“ (ეკლესიასტე 7-12). „სიბრძნე ანათებს ადამიანის სახეს და ცვლის მის სიმკაცრეს“ (ეკლესიასტე 8-7). „სიბრძნე გააძლიერებს ბრძენს 10 ხელისუფალზე მეტად, ქვეყნად რომ არიან“ (ეკლესიასტე 7-19). „ჭამე შვილო თაფლი, რადგან კარგია და გოლეული ეტკბობა შენს სასას. ასეთია სიბრძნის შეცნობა შენი სულისათვის. თუ ჰპოვე იგი – იქნება მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა“ (იგავები 24-13,14).
სიბრძნის მიღებაზე უარის თქმას კი მოჰყვება წყევლაში ყოფნა. რაც სხვადასხვა სასჯელების მომკელია ადამიანისათვის და ერთ-ერთი მათგანია შეზღუდული უნარის მქონე შთამომავლის დაბადება. თანახმად კანონებისა: „უბედურია ის, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს. ამაო არის მისი იმედი, მისი შრომა უნაყოფო და საქმეები უსარგებლო. დაწყევლილი იქნება მისი მოდგმა“ (სოლომონი 3-11,12). „სიბრძნისათვის გვერდის ამვლელებმა მხოლოდ სიკეთის შეუცნობლობით როდი ავნეს თავს. არამედ ცხოვრებას თავიანთი სიბრიყვის ხსოვნაც დაუტოვეს. ვერ შესძლეს დაფარვა იმისა, რაც შესცოდეს“ (სოლომონი 10).
„ნუ დააბრკოლებ სიტყვას საჭიროების ჟამს. რადგან სიბრძნე სიტყვით შეიცნობა და ცოდნა ენის მეტყველებით. წინ ნუ აღუდგები ჭეშმარიტებას და შენი უმეცრებისა გრცხვენოდეს. მარად იღვაწე სიმართლისათვის და უფალი ღმერთი იბრძოლებს შენთვის“ (ზირაქი 4-23/30).
ახლა კი გაცნობებთ რა ხდება ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვა-არ დაცვის შემთხვევაში:
„უფალი იუწყება დასაბამიდან – დასასრულამდე ყოველივეს და თავიდანვე იმასაც, რაც ჯერ არ მომხდარა. ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილების აღსრულება გარდაუვალია და ყოველივე მის ნებას აღასრულებს“ (ესაია 46-10).
„არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ განუცხადა თავისი საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველს“ (ამოსი 3-7).
„ყოველივე რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა. რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს სასოება“ (რომაელთა 15-4).
„სამხრეთიდან გამოდის გრიგალი და ჩრდილოეთიდან ყინვა. ღვთის სუნთქვა იძლევა ყინულს და წყალთა სივრცე იყინება. იგი სინოტივით ავსებს ქუფრ ღრუბელს. ღრუბელი ფანტავს მის ელვას. ისინი იცვლიან მიმართულებას და ბრუნავენ მისი განგებით. რათა აღასრულონ ყოველი, რასაც ბრძანებს უფალი მთელს ქვეყანაზე – ან დასასჯელად, ან თავისი ქვეყნისათვის და ან წყალობისათვის“ (იობი 37-9/13).
„ღმერთი თავის სიტყვას ბოლომდე და დაუყოვნებლივ ასრულებს ქვეყანაზე“ (რომაელთა 9-28).
„უფალი ღმერთი სიმართლით განსჯის მსოფლიოს და ასამართლებს ხალხებს სისწორით. იგი არის ჩაგრულთა შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს და არასოდეს მიატოვებს თავის მაძიებლებს“ (ფსალმუნები 9-9/12).
„ადამიანთა ურჯულოების გამო არის მოვლენილი უბედურებები. რომელნიც არ შეიქცევიან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას“ (III ეზრა 16-14).
„ჩაცვივდებიან ერები თავიანთ ამოთხრილ ორმოში და თავიანთ გამზადებულ ბადეში გაებმებათ ფეხი ყველა ერს, ვინც დაივიწყა ღმერთი“ (ფსალმუნები 9-16/18).
„უფალი თავად სამართლიანი, სამართლიანად განაგებს ყველაფერს. რადგან მისი ძლიერებისათვის უცხო არის მისი დასჯა, ვინც სასჯელს არ იმსახურებს“ (სოლომონი 12-15).
„დაიცავით უფალი ღმერთის მიერ დაწესებული კანონები, რათა გაძლიერდეთ და დამკვიდრდეთ ქვეყანაში, რომელსაც ღმერთი გაძლევთ. რათა დღეგრძელი იყოთ თქვენს ქვეყანაში. თუ მოისმენთ ღვთის სიტყვას, გეყვარებათ უფალი და დაიცავთ მის მიერ დადგენილ კანონებს, მაშინ მიეცემა წვიმა თქვენს ქვეყანას და ხვავი და ბარაქა არ მოგაკლდებათ. მაგრამ თუ გადაუხვევთ მის წესებს, მაშინ რისხვა წამოვა თქვენზე“ (II რჯული 11-8/18).
„სადაც უფალი არ აშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები. სადაც უფალი არ დაიცავს ქალაქს, იქ ამაოდ ფხიზლობს გუშაგი“ (ფსალმუნები 121-1).
„უფალი სთავაზობს თავის ხალხს კურთხევას და წყევლას. კურთხევას მაშინ, თუ შეისმენენ მის სიტყვებს და იქნებიან მის მიერ დაწესებული კანონების დამცველნი. ხოლო წყევლას მაშინ, თუკი არ შეისმენენ უფლის სიტყვას და არ იქნებიან მისგან დაწესებული კანონების დამცველნი“ (II რჯული 11-27,28).
„ვინც წყევლის სიტყვებს გაეცნობა, მაგრამ მას უგულებელყოფს. ასეთი ადამიანი დაიღუპება. რადგან ეწევა მას ყოველი წყევლა“ (II რჯული 29-19,20).
ამ კანონის მიმართ მინდა გავაკეთო შენიშვნა, რომელიც ეხება იმ შეხედულებას, რომ თუ ადამიანი არ გაეცნობა წყევლის სიტყვებს, ანუ კანონდარღვევებზე მისაგებელს, ის არ დაისჯება. რადგან მიაჩნია, რომ არ ცოდნა არ ცოდვააო. რაც დიდი არასწორობაა. არ ცოდნა არათუ არ ცოდვაა, არამედ სიბრიყვეა. რადგან მის გამო არხეინად არღვევს ადამიანი კანონებს და მიაჩნია, რომ სწორად იქცევა. რის გამოც, ცხადია სასჯელს მოიმკის და მას ვერ გადაურჩება იმიტომ, რომ არ იცოდა რომ არღვევდა. რასაც კანონიც ამოწმებს:
„თუკი ვინმე შესცოდავს და ჩაიდენს უფლის კანონების წინააღმდეგ. რომც არ იცოდეს რომ დანაშაულია, ის მაინც ცოდვად ეთვლება მას“ (ლევიანები 5-17).
„წყეულია ვინც არ ისმენს აღთქმის სიტყვებს და არ ასრულებს მათ“ (იერემია 11-3).
„ვინც არ დაიცავს უფლის დადგენილ კანონებს, მასზე გადმოვა წყევლა და ეწევა მას. ასეთი ხალხისაგან შემდგარ ერს კი მოევლინება: არეულობა და წარუმატებლობა ყოველ საქმეში. ავადმყოფობები. გვალვები. ცა თავზე სპილენძად ექცევა და მიწა კი რკინად. წვიმის წილ, მტვერი მიეცემა და ფერფლი. დაემხობიან მტრების წინაშე. გაჩნდება: პანდემია, სიგიჟე და შეშლილობა, დათრგუნვა და უბედობა. ქალს დანიშნავს ვინმე, მას სხვა კაცი წაართმევს. სახლს აიშენებს, ვერ იცხოვრებს მასში. მის ქონებას სხვა დაეპატრონება და მისი მიწის ნაყოფს სხვა შეჭამს. ხოლო მისი ძენი და ასულნი, სხვა ხალხს ჩაუვარდება ხელში. იქნებიან საფრთხობელად ყველა ხალხს შორის. მრავალ თესლს დასთესენ, მაგრამ ცოტას მოიწევენ. მათ დამუშავებულ ვენახს ჭია შეჭამს. ძეები და ასულები ტყვეობაში წავლენ. ნარგავებს კალია შეესევა. ხიზანი რომელიც მათთან იყო, მაღლა წავა და მისგან ისესხებენ. რადგან ის თავად იქცევა და ისინი კი – კუდად. მოემსახურებიან თავიანთ მტრებს შიმშილსა და წყურვილში და ყოველგვარ გასაჭირში. დაედგმევათ რკინის უღელი. მათ ქვეყანას კი შორეული ერი შემოესევა და შეავიწროებს“ (II რჯული 28-35/53).
„დიდია მშვიდობა უფლის კანონთა დამცველთათვის და არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“ (ფსალმუნები 118-165).
„ადამიანს ღამ-ღამობით წვრთნიან მისი გულისთქმანი. ძილის პერიოდში მოინახულებს უფალი ადამიანის გულს და სინჯავს მას“ (ფსალმუნები 15-7 და 16-3).
„ურჯულოთა ნათელი დაიშრიტება. შემოკლდება ნაბიჯი მათი ძლიერებისა. საკუთარი რჩევა დაამხობთ მათ. არც ნაშიერი, არც შთამომავლი არ ეყოლებათ და მათი ბედის გამო განცვიფრდება ყველა. სწორედ ასეთია უღვთოთა სავანე და მათი ბედი, ვინც ღმერთს არ სცნობს“ (იობი 18-5/21).
„ღვთის კანონთა დაცვის უარმყოფელნი, ყლაპავენ დოვლათს. მაგრამ ამოარწყევენ მას. ისინი დააბრუნებენ მითვისებულ სხვის ნაოფლარს. ვინაიდან ჩაგრავდნენ და ავიწროებდნენ ღატაკებს და არაფერი დარჩენიათ შეუსანსლავი. მათგან გატანჯული ყოველი ხელი მისწვდება მათ და მათი სახლის დოვლათი წაილეკება უფლის რისხვის დღეს. ღმერთი მოუვლენს მათ თავისი რისხვის ცეცხლს და შეჭამს მათ დაუნთებელი ცეცხლი. ზეცა კი გააცხადებს მათ დანაშაულს და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ. ეს არის ხვედრი ურჯულოთა“ (იობი 20-5/29).
„ღმერთის მიერ დაწესებული კანონების დამცველი იქნება წყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით. თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში რასაც იქმს, წარმატებულია“ (ფსალმუნები 1-3).
„შეწყალების იმედით უშიშრად ნუ იქნები და ცოდვას ცოდვაზე ნუ დაურთავ. ნუ იტყვი: გულმოწყალება უფლისა დიდია და მრავალ ცოდვას შემინდობსო. რადგან შეწყალებაცა და რისხვაც მასთანაა და ცოდვილებზე გადმოდის მისი რისხვა. ნუ გეიმედება უსამართლოდ მონახვეჭი. რადგან განსაცდელის დღეს სარგებლობას ვერ მოგიტანს. პატივი და უპატიობა კაცის სიტყვებშია და კაცის დამღუპველი მისი ენაა. ნუ განითქმები დამსმენად და ენით ნუ იმზაკვრებ. რადგან ქურდს სირცხვილი, ორპირს კი სასტიკი განაჩენი ერგება წილად“ (სიბრძნე ზირაქის 5).
„დაიცავით და გამოიკითხეთ უფლის მიერ დაწესებული ყველა კანონი. რათა დოვლათიანი ქვეყანა გქონდეთ და თქვენს შვილებს დაუმკვიდრდეთ უკუნისამდე“ (I ნეშტთა 28-8).
„უფლის მიერ დადგენილ წესებს არც უნდა დაემატოს და არც უნდა გამოაკლდეს რამ. მაგრამ თუკი ადგილი ექნება უფლის დადგენილიდან გადახვევას და ღვთის მსახურებას დაარქმევენ თავისაგან დაწესებულ წესებს, მაშინ ღვთის რისხვას მოიმკიან ასეთები“ (იესო ნავეს ძე 23-16) და (II რჯული 12-32).
„როცა აღსრულდება უფლის სამართალი ქვეყანაზე, სამართლიანობას ისწავლიან ქვეყნიერების მცხოვრებნი. თუკი მიეტევება ბოროტეულს, მაშინ იგი აღარ ისწავლის სამართლიანობას. ის მართალ ქვეყანაში უსამართლოდ მოიქცევა და არ დაინახავს უფლის სიდიადეს“ (ესაია 26-9,10).
„გონიერების არ ჰქონის გამო, შებრალებულნი არ იქნებიან უგუნურნი და არ მოხდება მათი შეწყალება უფლის დღეს“ (ესაია 27-11/13).
„განკითხვის დღეს არარაობად იქცევიან დაუნდობელნი და ბოლო მოეღებათ მგმობელთ. მოისპობა ყველა დამცველი ურჯულოებისა. სიტყვით რომ აცდუნებენ ადამიანს და მართალს უგზო-უკვლოდ რომ ახეტიალებენ“ (ესაია 29-20,21).
„თუკი დაარღვევთ უფლის კანონებს, ხელი არ მოგემართებათ. რაკი მიატოვებთ უფალს, ისიც დაგტოვებთ თქვენ“ (II ნეშტთა 24-20).
„ბოროტი სული დაღუპავს თავის პატრონს და მტრების დასაცინად აქცევს. ტკბილი ბაგე მეგობრებს იმრავლებს. სიბრძნით მეტყველი ენა კი – კეთილგანწყობას. ერთგული მეგობარი მტკიცე სიმაგრეა და მისი შემძენი, საგანძურის მპოვნელი. ერთგული მეგობარი ცხოვრების წამალია და მხოლოდ უფლის მოშიშნი იპოვნიან მას“ (სიბრძნე ზირაქის 6-4/6).
„ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი. ნუ თესავ უსამართლობის კვლებში და არ მოიმკი მას შვიდწილად“ (სიბრძნე ზირაქის 7-1).
„შეუბრალებელია საკუთარი თავის მიმართ ის, ვინც არ უფრთხილდება სიტყვებს. თავს ვერ დაიცავს სიავისა და ბორკილებისაგან“ (სიბრძნე ზირაქის 13-12).
„უფალი მშვიდობას იქმს თავის ერზე და თავის წმიდებზე მაშინ, თუკი ისინი დაგმობენ სიბრიყვეს“ (ფსალმუნები 84-9).
„40 წელია დადგენილი წამებისა და გამოცდისათვის, ღმერთის მიტოვების გამო“ (რიცხვნი 14-34).
„უფალი თავის მორჩილთა სისხლს მოჰკითხავს და შურს მიაგებს მათ მტრებს. ხოლო შეუნდობს თავის ერს“ (II რჯული 32-43).
„უფალი ამბობს: რომ ძალისმიერად არ შეეხოთ მის ცხებულებს და არ უბოროტოთ მის წინასწარმეტყველებს“ (ფსალმუნები 104-15).
„ღვთის მორჩილს თუ ვინმე დაწყევლის, უფალი მორჩილს დაიფარავს, აკურთხებს და იგი გაიხარებს. მწყევლელი კი შერცხვება“ (ფსალმუნები 108-28).
„ღვთის რჩეულის მიმართ რისხვის მფრქვეველს, სასიკვდილო განაჩენი მიეგება“ (რიცხვნი 17-10).
„ვინც ეურჩება ღმერთისგან დადგენილ კანონებს და მის რჩევებს უგულებელყოფს, ჯაფით მოიდრიკება მისი გული. დაეცემა და შემწე არ ეყოლება“ (ფსალმუნები 106-11,12).
„ძლიერია ღმერთი და მას არავინ სძულს. სიბრძნის ძალითაა ის ძლიერი. იგი ცოცხალს არ გაუშვებს უკეთურს და ჩაგრულს მიაგებს სამართალს. თვალს არ აშორებს თავის მართალთ. ხოლო თუკი ისინი ტანჯვის საკვრელით არიან შეკრულნი, გამოუცხადებს მათ თავიანთ ნამოქმედარ დანაშაულს, რათა დამძიმდნენ ისინი. გაუხსნის ყურებს შეგონებისათვის და ეტყვის, რომ სიავისაგან უკან მოიქცნენ. თუკი ისინი გაუგონებენ და დაემორჩილებიან, მაშინ დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს ნეტარებაში. ხოლო თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაეცემიან და უგუნურებაში ამოხდებათ სული. ის იხსნის ტანჯულს თავისივე ტანჯვით და თრგუნვის ჟამს უხსნის მათ ყურებს“ (იობი 36-5/15).
„უფალი მშვიდობაში იფარავს სულს, რომელიც მას ენდობა. რადგან ის მასზეა მინდობილი“ (ესაია 26-3).
„სიმართლისათვის დევნილო და უნუგეშებელო! ყველა შენი შვილი უფლის განსწავლული იქნება და დიდი იქნება მათი მშვიდობა. სიმართლით დაფუძნდები. შორს იქნები ჩაგვრისაგან – რადგან არ შეგეშინდება და ძრწოლისაგან – რადგან არ მოგიახლოვდება. ვინც შენ შეგებრძოლება, შენს წინაშე დაეცემა. ყოველი იარაღი, დამზადებული შენს წინააღმდეგ, გაცუდდება. ყოველ ენას, რომელიც შენს წინააღმდეგ წარსდგება სამსჯავროზე, შენ დაადანაშაულებ. ეს არის ხვედრი უფლის ჭეშმარიტ მსახურთა. მათი გამართლება უფლისაგან არის“ (ესაია 54-11/17).
ეს არის აღთქმა, რომელიც დაწერა ღმერთმა ქვის ორ დაფაზე: „არ გაიკეთოთ ქანდაკება ან ხატი რაიმე კერპისა, რომელიც გამოხატავს გამოსახულებას: ადამიანისას, პირუტყვისას, ფრინველისას, ქვეწარმავალისას ან იმათი, რაც წყალშია. რათა როცა აღაპყრობთ თქვენს თვალებს ცისაკენ და იხილავთ მზეს, მთვარესა და ვარსკვლავებს, არ შესცდეთ, თაყვანი არ სცეთ და არ ეთაყვანოთ მათ. რადგან უფალმა ღმერთმა უწილადა ისინი ყველა ხალხს ცისქვეშეთში. გაფრთხილებთ! არ დაივიწყოთ ეს აღთქმა და არ გაიკეთოთ კერპები. რადგან უფალი შურისმგებელი ღმერთია. თუ გეყოლებათ შვილები და თქვენ დაბერდებით, წახდებით და გაიკეთებთ კერპს. რითაც ჩაიდენთ უფლის თვალში ბოროტს, მაშინ თქვენს წინააღმდეგ დაამოწმებს ცასა და მიწას. გაგფანტავთ მთელ ხალხებში და დარჩებით მცირერიცხოვნად იმ ერებში, სადაც ის მიგიყვანთ და ემსახურებით იქაურ წესებს. მაგრამ როცა დაუწყებთ ძებნას იქედან უფალს, იპოვით მას, თუკი მოძებნით მთელი თქვენი სულითა და გულით და თქვენს გაჭირვებაში, რომელიც გეწვევათ – იპოვით მას. დაუბრუნდებით ღმერთს და გაიგონებთ მის ხმას. რადგან მოწყალეა იგი. არ მიგატოვებთ და არ დაგღუპავთ, არ დაივიწყებს თავის აღთქმას“ (II რჯული 4-13/31).
„ადამიანები ანრისხებენ უფალს თავიანთი სამსხვერპლოებითა და კერპებით. კერპები აღვივებენ მის შურისგებას“ (ფსალმუნები 77-58).
„განერიდეთ კერპთაყვანისცემლობას! რადგან კერპთაყვანისცემა და ნაკერპავი ეშმაკისათვის შეწირვაა და არა ღმერთისათვის. არ შეიძლება უფლის სასმისიც სვათ და ეშმაკისაც. უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკისასაც“ (I კორინთელთა 10-14/21).
„ვისი ღმერთიც კერპებია, ადამიანის ხელით შექმნილი. რომელთაც პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ. თვალები აქვთ და ვერ ხედავენ. ყურები აქვთ და არ ესმით. ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ. ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან. ფეხები აქვთ და ვერ დადიან. ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან. ამიტომ მათ დაემსგავსებიან მათი შემქმნელებიც და ისინიც, ვინც მათზეა დანდობილი“ (ფსალმუნები 113-12/16).
მაშასადამე, როგორც ხედავთ კერპთაყვანისმცემლობა ყოფილა საფუძველი იმ მიზეზთა აღძვრისა, რომელიც ადამიანში გამოიწვევნ შემდეგი სახის შედეგებს: თვალთახედვის შეზღუდვას, ყურთასმენის დაკლებას, ენის დაბორკვას და ხელ-ფეხის მოძრაობის შეზღუდვას.
„უღვთონი, რომელნიც არ ინდომებენ უფლის შეცნობას, მისი მკლავის ძალით ისჯებიან – იქნებიან გაუგონარი წვიმების, სეტყვისა და ნიაღვრებისგან დევნილნი და ცეცხლით განადგურდებიან“ (სოლომონი 16-12/16).
„სამყარო მართალთა შემწეა. რადგანაც ქმნილება, რომელიც უფალს – თავის შემოქმედს ემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება ღვთის ჭეშმარიტად მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სოლომონი 16-17/24).
„სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით. რიტმს იცვლიან, მაგრამ თავად კი არასოდეს იცვლებიან“ (სოლომონი 19-18).
„სტიქიური კატაკლიზმი ცეცხლითა და წყლით მოევლინება იმიტომ, რომ წაბილწული ადგილი გასუფთავდეს წყლით ან ცეცხლით“ (რიცხვნი 31-23).
„ღვთის რისხვისაგან დედამიწა იძვრის და ვერ დაუდგებიან ხალხები მის წყრომას“ (იერემია 10-10).
შენიშვნა: როგორც ხედავთ, საფუძველი სტიქიური კატაკლიზმების მიზეზთა აღძვრისა, მოვლენის მოხდენის ადგილას მაცხოვრებელ ხალხთა ცოდვების სიმძიმე ყოფილა, თანახმად კანონისა: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოსახა ღმერთმა ადგილი. მაგრამ თვით ადგილი, ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20).
„ეს იყო ურჯულოება სოდომისა, რისთვისაც განადგურდა იგი: სიამაყე, პურით სიმაძღრე, მათხოვრისა და ღარიბისათვის შემწეობის არ გაცემა და სისაძაგლეების ჩადენა უფლის წინაშე“ (ეზეკიელი 16-49,50).
„ბევრის მოლოდინი აქვს ადამიანს, მაგრამ მცირედი უსრულდება. რაც სახლში მიაქვს, ისიც უნიავდება. რატომ? იმიტომ, რომ მიგდებული აქვს უფლის სახლი და მხოლოდ საკუთარ სახლზე ზრუნავს. ამიტომ არის, რომ ცა უკავებს ცვარს და მიწა კი, მოსავალს“ (ანგია 1-9).
„ადამიანი იცოცხლებს თუკი მართალი იქნება და იქმს სამართალს: საღვთოს შეწირულად წოდებულს არ შეჭამს და კერპთაყვანისმცემელი არ იქნება. მოყვასის ოჯახს არ შებილწავს. არავის დაჩაგრავს და მოვალეს ვალს დაუბრუნებს. ძარცვით არ გაძარცვავს. მშიერს დაანაყრებს და შიშველს შემოსავს. ვახშით ფულს არ გასცემს. უსამართლობას უარყოფს და სწორ სამართალს გააჩენს. უფალისაგან დადგენილ კანონებს დაიცავს, რომ ქმნას ჭეშმარიტება. აი, ასეთი კაცი არის მართალი. მაგრამ თუ შობს ავაზაკ ძეს, სისხლისმღვრელს და არცერთი ჩამოთვლილთაგანი სიკეთე არ გაუკეთებია – მაშინ არ იცოცხლებს. არამედ მოკვდება და მისი სისხლი, მასზე იქნება“ (ეზეკიელი 18-4/13).
„ასეთი არის მისაგებელი უფლის რჩეულთა მაბეზღარების და კეთილ სულზე ავის მთქმელთა მიმართ: განკითხვისას გამოვლინდებიან მტყუანი. მათი ლოცვა ცოდვად იქნება შერაცხული. მათი სახსენებელი მოისპობა იმიტომ, რომ წყალობის ქმნა არ გახსენებიათ და სდევნიდნენ ღარიბ-ღატაკსა და გულდაჩაგრულს. შეიყვარეს წყევლა და ამიტომაც იგი მათვე მიუვათ. არ ისურვეს კურთხევა და ამიტომ განშორდება იგი მათ და შეიმოსებიან წყევლით, როგორც სამოსლით. ისე შევა წყევლა მათ გულში, როგორც წყალი და მათ ძვლებში, როგორც ზეთი“ (ფსალმუნები 108-7/20).
„ცეცხლი და სეტყვა, შიმშილი და სიკვდილი – ყოველივე ეს შურისგებად არის შექმნილი. მხეცთა კბილები და მორიელნი, ქვეწარმავალნი და მახვილი, შურს მიაგებენ ურჯულოთა დასაღუპად. საჭიროებისამებრ მზად არიან მიწაზე, რომ თავის დროზე შეასრულონ უფლისმიერი განგების განაჩენი“ (ზირაქის 39-30).
„სიკვდილი და სისხლის ღვრა, შუღლი და მახვილი, განსაცდელი და შიმშილი, მწუხარება და მათრახი – ყოველივე ეს შექმნილია ურჯულოთათვის და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40).
„ქვეყანაში უბედურებას უბედურება იმიტომ მოსდევს, რომ მისი მცხოვრებნი ბრიყვნი არიან ღმერთისაგან დადგენილ კანონებში, მაგრამ ბრძენი არიან საბოროტოდ და სიკეთის გაკეთება არ იციან. ამიტომ მთელი ქვეყანა გაუკაცურდება, მაგრამ არ მოისპობა“ (იერემია 4-20/27).
მინდა შენიშვნა გავაკეთო იმის თაობაზე, სინამდვილეში თუ ვინ არის მიჩნეული უფლის ერად. რამეთუ ღვთის განსჯით ერის განსაზღვრა განსხვავდება იმისაგან, რითაც ადამიანები განსაზღვრავენ ერებს. მოგახსენებთ, რომ უფლისმიერი საზომით განსაზღვრა ხდება სულისმიერი გენეტიკის მიხედვით. ხოლო მისი ერის სასაუბრო ენა კი ის ენაა, რომლითაც უნდა მომხდარიყო დაფარული ჭეშმარიტების მხილება. როგორც უკვე ცნობილია, ეს ენა ქართულია. თუმცა იმასაც დავძენ, რომ არც ყველა ამ ენაზე მეტყველია ღვთის რჩეული ერის წარმომადგენელი და ამ ერიდან არიან ისეთნიც, ვინც ქართველებად არ იწოდებიან. მაგრამ ისინი აუცილებად ამეტყველდებიან ამ ენაზე.
„უფალი მრისხანებს თავის ერზე იმიტომ, რომ მრავალნაირი ბოროტება ხდება მასში. ამიტომ გადმოღვრის მათზე ბრაზს და მისი მძვინვარების ცეცხლში გაწყდებიან ქვეყნის მცხოვრებნი. თავიანთი ნამოქმედარი მოექცევათ თავზე“ (ეზეკიელი 22-24/31).
„უფალი ამბობს: რომ წყალივით გადმოღვრის თავის რისხვას მის ერზე. თავად კი წავა და დაბრუნდება თავის ადგილას. ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ მის სახეს. როცა გაუჭირდებათ, იძულებული გახდებიან ეძიონ და მოსძებნიან“ (ოსია 5-10/15).
„ასე ამბობს უფალი: „ჩემმა ერმა მთავრები დაისვა ჩემს დაუკითხავად. მეუფე დაისვეს უნებართვოდ. კერპებს ეთაყვანებიან თავის დასაღუპად. ამიტომ აღიგზნო ჩემი რისხვა მათ მიმართ. რადგან ქარს სთესენ – ქარიშხალს მოიმკიან. მათი დათესილი მცენარე მარცვალს ვერ გაიკეთებს და თუ გაიკეთებს, უცხონი ჩაყლაპავენ“ (ოსია 8-4/7).
„მიდრეკილია უფლისგან განდგომას მისი ერი. მადლისათვის სიტყვით უხმობენ მას, მაგრამ საქმით არავინ აღამაღლებს. რადგან არ უნდათ მისკენ მობრუნება. ამიტომ მახვილი დატრიალდება მათ ქვეყანაში. მუსრს გაავლებს მათ მრჩევლებს და შთანთქავს ავი ზრახვების გამო“ (ოსია 11-5/7).
„სადაც სთესენ ბოროტებას და იმკიან უსამართლობას, იმ ხალხში აურზაური ატყდება და ყველა სახის ციხე-სიმაგრე დაიქცევა იქ“ (ოსია 10-12/14).
„მახვილით მოკვდება ყველა ის ცოდვილი, რომელიც ამბობს: „ღმერთი არ მოაწევს ჩვენზე უბედურებასო“ (ამოსი 9-10).
„ცრუწინასწარმეტყველთა მზე ჩაესვენება მათ თავზე და დღე დაუბნელდებათ. გაწბილდებიან, შერცხვებიან და პირს მოკუმავენ. რადგან პასუხს არ გაიღებს ღმერთი“ (მიქა 3-5/8).
„უფალი ამბობს: „ისმინეთ ხალხებო და დედამიწავ: მე მოვიტან უბედურებას ხალხთან, ნაყოფს მათი განზრახვისას. რადგან ჩემს სიტყვებას არ დაუგდეს ყური და ჩემგან დაწესებული კანონები არაფრად ჩააგდეს“ (იერემია 6-16/19).
„იმ ხალხში, რომელიც არ ისმენს უფლის სიტყვას და არ იღებს დარიგებას, დაიკარა ჭეშმარიტება და ამოიკვეთა მათი გაგებიდან. უფალმა მიატოვა ის ხალხი, რადგან ბოროტს სჩადიან. კერპებს ეთაყვანებიან იმ ტაძრებში, რომელთაც უფლის სახლს უწოდებენ. ამიტომ შეწყდება მათთან მხიარულებისა და ლხინის ხმა და უხალხო უდაბნოდ იქცევა მათი ქვეყანა“ (იერემია 7-25/34).
„იმ ადგილებზე, სადაც საღვთოდ წოდებულის შეწირვის რიტუალებს ასრულებენ. უფლის რისხვა და გულისწყრომა გადმოინთხევა ადამიანებსა და პირუტყვებზე, ხეებსა და მიწის ნაყოფზე. გაღვივდება და არ ჩაქრება“ (იერემია 7-8/20).
„მიზეზი იმისა, თუ რისთვის დაიმსახურა ღვთის რისხვა მისმა რჩეულმა ერმა: მათ დაივიწყეს ღმერთი და არ ირწმუნეს მისი სიტყვები. თაყვანს სცემდნენ კერპებს. ამიტომ უფალმა ზეაღმართა თავისი ხელი და გაფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და გააბნია ქვეყნებში. სადაც ისინი აირივნენ მათში და შეისწავლეს მათი საქმეები. იქ მათ კერპებს ემსახურებოდნენ. რომლებიც მახედ გადაიქცნენ მათთვის. ბოროტ სულებს შესწირეს თავიანთი ძენი და ასულნი. შეიბილწნენ თავიანთი საქმეებით და იმრუშეს თავისი მოქმედებებით. მაშინ აღიგზნო უფლის რისხვა თავის ერზე და ხელში ჩაუგდო ისინი სხვა ხალხებს და გაბატონდნენ მათზე მოძულენი“ (ფსალმუნები 105 19/41).
„უფალი ამბობს თავის ერზე: რომ მათ თავიანთი თავები ბრძენი ჰგონიათ და ამბობენ, რომ უფალისგან დადგენილი წესებია ჩვენთანო. მაგრამ სინამდვილეში ეს კანონები გააყალბა მწიგნობართა ცრუ კალამმა. ამიტომ მოძულებულია მათში უფალის სიტყვა და პატარიდან-დიდამდე ყველა ანგარებიანი გახდა. ყველანი იტყუებიან და ამბობენ: მშვიდობაა, მშვიდობაო. მაგრამ სინამდვილეში არ არის მშვიდობა მათთვის და დაეცემიან ისინი დაცემულთა შორის და საბოოლოოდ განადგურდებიან. საშინელება დაატყდებათ თავს“ (იერემია 8-6/15).
„უფალი გაფანტავს თავისი ერის ხალხს მთელ მსოფლიოში და უკან მახვილს დაადევნებს მათ იმის გამო, რომ უარი თქვეს მისგან დაწესებული კანონების დაცვაზე“ (იერემია 9-19).
„ასე ამბობს უფალი თავის ერზე: „რადგან სიშმაგეში გადააჭარბეთ სხვა ხალხებს, ჩემი წესებით არ იარეთ და ჩემი სამართალი არ ჰყავით, ამიტომ მეც თქვენს წინააღმდეგ ვიქნები და თქვენს შიგნით ვყოფ სამართალს ხალხების თვალწინ. მამები დაერევიან შვილებს შენში და შვილები – მამებს. გავფანტავ მთელს შენს ნატამალს ყველა ქარისაკენ. მიგცემ ასაოხრებლად და შესარცხვენად ხალხებში, რომლებიც შენს ირგვლივაა. შიმშილს გავაძლიერებ თქვენზე და გამოგიგზავნი მხეცებს. დარჩები უშვილოდ. შავი ჭირი და სისხლი გაივლის შენში და მახვილს მოვაწევ შენზე“ (ეზეკიელი 5-7/17).
„უფალი ამბობს: „მობრუნდი ჩემო ერო ჩემსკენ და მე არ დავცემ ჩემს სახეს თქვენზე რისხვით. ოღონდ შეიცანი შენი ურჯულოება. მობრუნდით განდგომილნო და აგიყვანთ ქალაქებიდან და მიგიყვანთ სიონში. მოგცემთ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ სიბრძნით და ცოდნით. თუკი მობრუნდებით და მოიშორებთ თქვენს სისაძაგლეებს, მაშინ აღარ იხეტიალებთ. თუკი მიიღებთ და გაერკვევით ჭეშმარიტებაში, ქმნით სამართალს და სიმართლეს, მაშინ იკურთხებით ხალხებში და იქნებით ქებულნი“ (იერემია 3-12/18 და 4-1,2).
„ვინც შეისმენს ღვთისაგან დადგენილ წესებს და მათ დაიცავს, არ შეიტანს სახლში სისაძაგლე კერპებს, რომ მათსავით დარისხებული არ გახდეს, მაშინ უფალი მისცემს წყალობას. შეიყვარებს და აკურთხებს. მოაშორებს ყოველგვარ სენს“ (II რჯული 7-6/26).
„საუკუნო წესია ღვთის ერში ის, რომ ალკოჰოლური სასმელები არ უნდა შესვან. ქონი და სისხლი არ ჭამონ. არ იმკითხაონ, არ იჯადოქრონ, არ დაიკაწრონ სხეული მკვდრისათვის და არ გაიკეთონ სხეულზე წარწერები ჩხვლეტით“ (ლევიანები 3-17. 10-9. 19-26/28).
„ჭირი და შევიწროება ყოველი ადამიანის სულზე, ვინც ბოროტებას სჩადის – ჯერ ღვთის ერის წარმომადგენელს და მერე კი სხვას. ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა ყოველს, სიკეთის ჩამდენს – ჯერ ღვთის ერის ხალხს და მერე კი სხვას. ეს იმიტომ, რომ მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები და ღმერთთან კი არ არსებობს მიკერძოება“ (რომაელთა 2-11 და 3-1,2).
„სიტყვა უფლისა: „გამოვეცხადები მათ, ვინც არ მკითხულობდა. მიპოვნიან ისინი, ვინც არ მეძებდა და ვეტყვი: აქა ვარ, აქა ვარ! – ხალხს, რომელიც არ იყო ჩემი სახელით წოდებული. გაწვდილი მქონდა ხელები ხალხისაკენ, უკეთური გზით რომ დადიან თავიანთი ზრახვების კვალზე. არ დავმშვიდდები სანამ არ მივუზღვ მათ, რომ არ დავღუპო ყველანი. გამოვიყვან მათგან იაკობის თესლს და იუდეადან მემკვიდრეს. დაიმკვიდრებენ ჩემი რჩეულნი და ჩემი მსახურნი ქვეყანას და დამკვიდრდებიან იქ. თქვენ კი უფლის მიმტოვებელნო, გადაქცემთ მახვილს. ამიტომ ვადგენ: ჩემი მსახურნი შეჭამენ და თქვენ კი დაიმშევით. ჩემი მსახურნი შესვამენ და თქვენ კი წყურვილი შეგიპყრობთ. ჩემი მსახურნი გაიხარებენ და თქვენ კი შერცხვებით. ჩემი მსახურნი იმღერებენ გულის სიამით, თქვენ კი იყვირებთ გულის ტკივილით და სულის გატეხვისაგან იქვითინებთ. დაუტოვებთ თქვენს სახელს საწყევრად ჩემს რჩეულთ და დაიხოცებით“. უფალი ღმერთი კი თავის რჩეულთ უწოდებს სხვა სახელს“ (ესაია 64-10/12. 65-1/5).
„უფალი მიმტევებელია ბრალისა და დანაშაულისა, მაგრამ არამც და არამც არ გაამართლებს დამნაშავეს. მოჰკითხავს მამათა ცოდვებს შვილებს მესამე და მეოთხე თაობამდე“ (რიცხვნი 14-18).
„ღმერთი არის ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი კი ცრუ. ხოლო თუ ადამიანთა უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს. რაღაა სათქმელი?! განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას?! არამც და არამც! აბა სხვაგვარად როგორ უნდა განიკითხოს ღმერთმა სოფელი?!“ (რომაელთა 3-4/6).
„შეიტყოს მთელმა ქვეყანამ, რომ უფლის ნებაზეა ომის მოგება და რა ხვედრიც ნაბრძოლებ კაცს ერგება, იგივე ერგება მის თანამზრახველთ, მაგრამ ომში არ წასულთ“ (I მეფეთა 17-47 და 30-24).
„უფალის ცხებულზე ხელის ამწევი, დაუსჯელად არ დარჩება“ (I მეფეთა 26-9).
„უფალის სიტყვის შეურაცხმყოფელის სული შეიმუსრება“ (რიცხვნი 15-31).
„უფალის ცხებულის მკვლელზე საგვარეულო წყევლა ვრცელდება, რომელიც შემდეგია: არ გამოელევა შთამომავლობაში სისხლმდინარე (ანემიითა და დიაბეტით დასნეულებული), ხეიბარი, სნეული, მათხოვარი და მახვილით განგმირული“ (II მეფეთა 3-29).
„ღვთის რჩეულის მიმართ რისხვის მფრქვეველნი, სიკვდილით ისჯებიან“ (რიცხვნი 17-10).
„უფალისა და მისი რჩეულის მიმართ საწინააღმდეგოდ მოსაუბრეთ, გველები შეესევათ“ (რიცხვნი 21-7).
„უფალის წინააღმდეგ ამბოხი, მიწისძვრას იწვევს“ (რიცხვნი 26-9,10).
„დაბრკოლება მაშინ მოდის, როცა სწორი გზიდან გადაუხვევს ღვთის კაცი“ (რიცხვნი 22-32).
„თუ ყურადღებით მოუსმენ სიბრძნეს და შენს გულს მოუხრი გონიერებას. რამეთუ თუკი გონებას მოუხმობ, საზრიანობას მისცემ შენს ხმას. თუ მოძებნი მას როგორც საუნჯეს, მაშინ გაიგებ უფალის შიშს და უფალის შეცნობას ჰპოვებ. რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მისგანაა ცოდნა და გონიერება“ (იგავები 2-1/6).
„უფალი ამოწყვეტს თავისი მოყვასის ფარულად მაბეზღარს. ვერ აიტანს ამპარტავან თვალს და გაუმაძღარ გულს. მას თვალი უჭირავს ქვეყნის მართლებზე. რათა დასხდნენ მასთან ისინი, ვინც უბიწოების გზით დადის და ემსახურება მას. ტყუილის მოლაპარაკე ვერ დაფუძნდება მის თვალწინ. დილ-დილობით ამოწყვეტს ყოველ ბოროტს ქვეყნისას, რომ გადაშენდნენ უფალის ქალაქიდან ყოველი, მოქმედი სიმრუდისა“ (ფსალმუნები 100-5/8).
„ვერ შევა ღვთის სახლში ბრმა და კოჭლი. ბრმა ურწმუნოა და კოჭლი კი – მერყევი“ (II მეფეთა 5-8).
„ღვთის წესების დამცველის დაცინვით, უშვილობის სასჯელს მოიმკის მისი ჩამდენი“ (II მეფეთა 6-20/23).
„უფალი, გულმოწყალეს წყალობით ექცევა. გულმართალს – გულმართლად. ჭეშმარიტს – ჭეშმარიტად და უკუღმართს – უკუღმართად“ (ფსალმუნები 17).
„ღმერთი აძლევს ადამიანს გონიერებას ყველა წიგნსა და სიბრძნეში. ამას გარდა, გაგებას ხილვისა და სიზმრისას“ (დანიელი 1-17).
„ღმერთი თავის რჩეულთ აძლევს არა სიმხდალის, არამედ სიმამაცის ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების სულს“ (II ტიმოთე 1-7).
„ადამიანს ცუდი რამ თუ ემართება, საკუთარი უკეთური საქმეების გამო და თავისი დიდი ცოდვებისათვის ემართება“ (II ეზრა 8-83).
„ღმერთის უარმყოფლობა, ხალხში აჩენს მეფის დასმის მოთხოვნის სურვილს“ (I მეფეთა 10-19).
„თუკი ვინმეს სტანჯავს ეშმაკი ან ბოროტი სული, უნდა უკმიო თევზის გულ-ღვიძლის დაწვის კვამლი და მეტად აღარ დაიტანჯება. ნაღველი კი უნდა დააპკურო თვალებზე კაცს, ვისაც სითეთრე აქვს გადაკრული და განიკურნება“ (ტობითი 6-8,9).
„ღმერთი – საიდუმლოთა განმცხადებელი, მხოლოდ თავის რჩეულს ამცნობს იმას,რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28).
„უფალი როცა გაეხმიანება ცას, ცა გაეხმიანება მიწას, მიწა კი – პურს, ღვინოსა და ზეთს“ (ოსია 2-23,24).
„უფალის სამართლიანი მსჯავრი მოეწევა ხოლმე ადამიანს“ (II მაკაბელთა 9-18).
„უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე. ვისაც უნდა იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს გააბატონებს მასზე“ (დანიელი 4-17).
„მართალი კაცი იხელმწიფებს ხალხზე ღვთის მოშიშობით. იხელმწიფებს და იქნება იგი, როგორც ნათელი მზის ამოსვლისას“ (II მეფეთა 23-2/4).
„ბრძენი მსაჯულის მიერ ბრძნულად ნამართი ქვეყანა სიკეთითა და სიმდიდრით აივსება“ (III მეფეთა 10-24).
„უწვრთნელი მეფე თავის ხალხს დაღუპავს. განმგებელთა სიბრძნით კი ქვეყანა აშენდება“ (ზირაქი 10-1/3).
„ერთი გონიერისაგან ქვეყანა აშენდება. ურჯულოთა ტომი კი მოოხრდება“ (ზირაქი 16-4).
„უფალის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს მასზე. დასაბამი ამპარტავნებისა ცოდვაა და ვისაც იგი აქვს, სისაძაგლეს ამოანთხევს. ამის გამო უფალისმიერი სამართალი მას მრავალ განსაცდელს უმზადებს და საბოლოოდ დაღუპავს კიდეც. უფალმა დაამხო ტახტი მრავალთა და მათ ნაცვლად თვინიერი დასვა. უფალმა ძირფესვიანად ამოძირკვა ხალხები და მათ სანაცვლოდ მორჩილი დააფუძნა“ (ზირაქი 10-4/19).
„მოსახლეობის აღწერის გამო მრისხანებს ღმერთი და მის სასჯელად არის დაწესებული: ან სამწლიანი შიმშილი ქვეყნად, ან სამწლიანი დევნა მტრისაგან და ან სამი წელი ეპიდემია სნეულებათა“ (II მეფეთა 24-11/13 და I ნეშტთა 21-10,11).
„50 წლიანი პერიოდია დადგენილი ვერძობის წლად ანუ თავისუფლების წლად. რათა ყოველივე დაუბრუნდეს თავის სამყოფელს“ (ლევიანები 25-10/13).
„მიწა არ გაიყიდება სამუდამოდ. მყიდველის ხელში დარჩება ვერძობის წლამდე და მერე კი დაუბრუნდება ძველ პატრონს“ (ლევიანები 25-28).
„ვაი უმაქნის მწყემსს, ცხვრის მიმტოვებელს. მახვილი იქნება მის მკლავზე და მის მარჯვენა თვალზე. მთლიანად შეახმება მკლავი და დაევსება მარჯვენა თვალი“ (ზაქარია 11-17).
„თუკი მღვდელი თავად არ იქნება ღმერთის მიერ დაწესებული კანონების დამცველი, მაშინ ღმერთი მიავლენს მასზე წყევლას და დაიწყევლება მისი კურთხევები“ (მალაქია 2-1).
„უფალი ამბობს მღვდლებზე, რომ მათი ბაგეები უნდა იმარხავდნენ ცოდნას და მათი პირიდან უნდა გამოდიოდეს რჯული. მაგრამ მათ გადაუხვიეს სწორი გზიდან და დაარღვიეს აღთქმა. ამიტომ საძულველნი გახდებიან ხალხის თვალში. რადგან არ იცავენ ღვთისაგან დადგენილ კანონებს და მიკერძოებას იჩენენ. განა ერთი მამა ღმერთი არ ჰყავს ყველას?! განა ერთმა ღმერთმა არ შექმნა კანონები ყველასათვის?!“ (მალაქია 2-7/10).
„დაიღალა უფალი ადამიანთა იმ უგუნური მსჯელობით, რომ ამბობენ: „ყოველი ბოროტმოქმედი კარგად ცხოვრობს და ღმერთი მათ სწყალობსო. ან სად არის სამართლიანი ღმერთიო?!“ (მალაქია 2-4).
„როცა უფალის მოშიშნი საუბრობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი. ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფალის მოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენებლისათვის. ამიტომ ისინი შებრალებულნი იქნებიან უფალის დღისათვის და ყველა დაინახავს განსხვავებას მართალსა და უკეთურს შორის, ღვთის მოსავსა და მის ურჩს შორის“ (მალაქია 3-16/18).
„უფალის მოშიშნო, გწამდეთ მისი და არ დაგეკარგებათ საზღაური. გადახედეთ ძველ თაობებს და იხილეთ: ვინ ირწმუნა უფალისა და შერცხვენილი იქნა?! ან ვინ იყო მისი მოშიში და მიტოვებული იქნა?! ან ვინ მოუხმო მას და მან უარი უთხრა?! ჩავარდით უფალის ხელში და არა კაცთა ხელში. რადგან რაოდენ დიდიც არის იგი, იმგვარივეა მისი წყალობა“ (ზირაქი 2).
„როცა იქნება ქვეყანაში გვალვები, ან კალიების შემოსევა ან სნეულების ეპიდემია; თუკი მასში მცხოვრებნი ქედს მოიხრიან, ილოცებენ, ძებნას დაუწყებენ უფალს და შემობრუნდებიან თავიანთ უკეთური გზიდან. მაშინ უფალი მოუსმენს მათ, მოუტევებს ცოდვებს და განკურნავს მათ ქვეყანას“ (II ნეშტთა 7-13,14).
„ასე ამბობს უფალი: „მელოდეთ მე! ჩემი განგებით თავს მოიყრიან ხალხები და შეიკრიბებიან სამეფოები, რათა თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა. მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენონ უფალის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ მას. ჩემს წიაღში დავტოვებ მხოლოდ თვინიერ და თავმდაბალ ხალხს. აღარ ჩაიდენენ უსამართლობას. აღარ იცრუებენ და აღარ იმზაკვრებენ ენით. იქნებიან ნაყროვანნი, დაისვენებენ და აღარ იქნება დამთმობი“ (სოფონია 3-8/10).
„უფალი ამბობს თავის ხალხზე, რომ ისინი უგონობის გამო განიდევნებიან და შიმშილითა და წყურვილით იხოცებიან“ (ესაია 5-13).
„წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დაყრდნობილი და ხორცისაგან მოიცემს ძალას. უფალს კი შორდება მისი გული. მაგრამ კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დაყრდნობილი. რადგან უფალია მისი საყრდენი“ (იერემია 17-5/7).
„ღვთის ერო! გაფრთხილდით და არ დაუდოთ კავშირი იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, რომელშიაც შეხვალთ. რათა არ გექცეთ მახედ. ნუ მოიყვანთ მათ ასულებს თქვენი ძეებისათვის“ (გამოსვლა 34-12/16).
„თავს ნუ შეიქებს სოფლის ბრძენი თავისი სიბრძნით და ძლიერი – თავისი ძალით, მდიდარი კი – თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებარმა იმით შეიქოს თავი, რომ მიხვდა და იცნობს უფალს. რადგან იგი ქმნის წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე. ვინაიდან დღეები მოვა და ის დასჯის ყველას, ბოროტების ჩამდენს“ (იერემია 9-23/26).
„უფალი ამბობს: „ჩემო ერო, ნუ ისწავლი ხალხების გზას და ცის ნიშნების ნუ შეგეშინდება – რაკი ხალხს ეშინია მათი. რადგან ხალხთა ადათ-წესები არარაობაა“ (იერემია 10-2).
„ხალხო, ქმენით სამართალი და სიმართლე. დაიხსენით წართმეული მძარცველის ხელიდან. მწირს, ობოლს და ქვრივს ნუ მოატყუებთ, ნუ გაძარცვავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ქვეყანაში. რადგან თუ შეასრულებთ ამ სიტყვას, მაშინ შემოვლენ თქვენს ქვეყანაში დავითის ტახტზე მსხდომნი მეფენი, მისი მსახურები და მისი ერი. ხოლო თუ არ მოისმენთ ამ სიტყვებს, მაშინ ნანგრევებად იქცევა თქვენი ქვეყანა“ (იერემია 22-3/5).
„როცა მრუშობით არის სავსე ქვეყანა. როცა წყევლის გამო გლოვობს ქვეყანა. მისი ხალხის მისწრაფება ბოროტია და მათი ძალა უსამართლობაშია. როცა მლიქვნელობს წინასწარმეტყველიცა და მღვდელიც. ამიტომ იქნება მათი გზა, როგორც მოლიპული ადგილები სიბნელეში. ხელს ჰკრავენ მათ და დაეცემიან ისინი. რადგან განგება მოაწევს მათზე უბედურებას, მათი დასჯის წელს“ (იერემია 23-10/12).
„ცრუ წინასწარმეტყველთა მიერ ნაცდუნებ ერს სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ისინი მათ იმიტომ ატყუებენ, რომ არ მობრუნდნენ ბოროტი გზიდან. მათ გამო ყველანი სოდომივით გახდნენ და მცხოვრებნი კი – გომორასავით. ამიტომ შეჭამენ ისინი აბზინდას და შესვამენ შხამიან წყალს. ვინაიდან მთელ ქვეყანაზე ცდუნება გამოდის იერუსალიმის ცრუ წინასწარმეტყველთაგან“ (იერემია 23-13/15).
„წინასწარმეტყველნი, რომელნიც თავიანთ სულს მიჰყვებიან – მათ არაფერი სინამდვილე არ უხილავთ. რადგან ხედავენ ამაოს და სიცრუეს მკითხაობენ, რომ ამბობენ: უფალმა ბრძანაო. მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი და მათ კი იმედი აქვთ, რომ ასრულდება სიტყვა. ამიტომ ასე თქვა უფალმა: „რადგან მათი სიტყვა ამაოა და სიცრუე, ამიტომ მათი წინააღმდეგი ვარ და იქნება ღვთის რისხვა მათზე. იმის გამო, რომ შეცდომაში შეყავთ ხალხი, რომ ეუბნებიან მშვიდობას. მაგრამ სინამდვილეში არ არის მშვიდობა. ერთი აშენებს ტიხარს, სხვები კი აბათქაშებენ მას უვარგისი ბათქაშით. ამიტომ გაიპობა ქარიშხლით კედელი ღვთის რისხვაში და კოკისპირული წვიმა უფალის გულისწყრომა იქნება. ხოლო ქვები სეტყვისა კი, რისხვაში შესამუსრავი. დაინგრევა კედელი, რომელიც მოაბათქაშეს უვარგისი ბათქაშით. დაემხობა მიწაზე და გამოჩნდება საძირკველი. ჩამოწვება და დაიღუპებიან მის ქვეშ მყოფნი და მაშინ კი მიხვდებიან ვინ არის უფალი. აღარც კედელი იქნება და აღარც მომბათქაშებელი. ასეთია ბედი იმ წინასწარმეტყველებისა – მშვიდობას რომ ხედავენ მაშინ, როცა სინამდვილეში არ არის მშვიდობა“ (ეზეკიელი 13-3/16).
„ვინც ცრუ წინასწარმეტყველებს უსმენს – რომელნიც ამბობენ, რომ მახვილი და შიმშილი არ იქნება ამ ქვეყანაშიო – ისინიც და თავად ცრუწინასწარმეტყველნი, მახვილით მოისპობიან“ (იერემია 14-15,16).
„ჩრდილოეთიდან დაიწყება უბედურება ყველა ქვეყნის მცხოვრებლებზე“ (იერემია 1-14).
„უფალი დასჯის ქვეყნიერებას ბოროტების გამო და უკეთურთ – თავიანთი ურჯულოების გამო. ის შესძრავს ცას და დედამიწას შეაზანზარებს თავისი ადგილიდან უფალის წყრომის გამო, მისი მძვინვარე რისხვის დღეს“ (ესაია 13-11/13).
„დადგება უფლის დღე – სასტიკი წყრომა და მრისხანე რისხვა. რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და ღმერთის წინაშე შემცოდავნი აღიხოცოს მისგან“ (ესაია 13-9).
„როცა დადგება უფალის დღე, მსჯავრი დაედება ყველას – ზღვრის გადამლახველს. ვერც ოქრო, ვერც ვერცხლი და ვერც ვერაფერი იხსნის მათ ღვთის რისხვისაგან“ (სოფონია 1-9/18).
„დადგება დღე თონესავით ავარვარებული. როცა ყველა ამპარტავანი და უკეთურების მოქმედი ჩალასავით გადაიქცევა და გადაბუგავს მათ ეს დღე“ (მალაქია 3-19/24).
„უფალის დღეს ვინც გადაურჩება იმ ხალხთაგან, რომლებიც უფალის ერს ესხმოდნენ თავს – წლიდან წლამდე ივლიან უფალის თაყვანის საცემად. ხოლო თუ რომელიმე ქვეყანა არ სცემს თაყვანს უფალს, მაშინ წვიმა არ იქნება მათზე“ (ზაქარია 14-17).
„ქვეყნად უბედურებას უბედურება მოსდევს იმის გამო, რომ ხალხია სულელი. ბრიყვი შვილები არიან ისინი. უგუნურნი არიან, მაგრამ ბრძენნი საბოროტოდ. სიკეთის გაკეთება არ იციან“ (იერემია 4-20,21).
„ქვეყანა გაუკაცურდება, აოხრდება და გაიძარცვება იმის გამო, რომ შეიბილწა თავისი მაცხოვრებლების მიერ. ვინაიდან ისინი არ იცავდნენ ღმერთისაგან დაწესებულ კანონებს და დაარღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა და ისჯებიან მისი მცხოვრებნი. განიდევნა ქვეყნიდან სიხარული და უდაბურება რჩება მასში“ (ესაია 24-1/12).
ეს ბოლო ჟამს შეეხება: „უფალმა მიატოვა თავისი ერი და წინასწარმეტყველთ, მღვდელთ ან ერს, რომელიც იტყვის ღვთის რჩეული ერი ვართო – დასჯის. ვინაიდან მათ დაამახინჯეს ცოცხალი ღმერთის სიტყვები, ამიტომ ტოვებს უფალი მათ, მათ ქვეყანას და სამუდამო შერცხვენას მიაწევს, რომელიც არ დაივიწყება“ (იერემია 23-21/40).
„როცა ექადაგება მხილებული ჭეშმარიტება სასუფეველზე მთელ მსოფლიოს ყველა ხალხისათვის დასამოწმებლად, მაშინ დადგება აღსასრულის ჟამი“ (მათე 24-14).
„აღსასრული ერთბაშად არ მოვა“ (ლუკა 21-9).
„აღსრულების დღეები, შურისგების დღეებია. რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი“ (ლუკა 21-22).
„ფარისევლების სადგომი, რომელთაც ისინი ღვთის ტაძრებს უწოდებენ – ისე ჩამოიქცევა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩება“ (მათე 24-1,2).
„მახვილია ქალდეველებზე და ბაბილონის მცხოვრებლებზე – მათ მთავრებსა და სოფლის ბრძენებზე. მახვილია მატყუარებზე და შეიშლებიან ისინი. მახვილია მის საგანძურებზე და დატაცებულნი იქნებიან ისინი. სიმშრალეა მის წყლებზე და ამოშრებიან ისინი. რადგან კერპთა ქვეყანაა. შეიშლებიან ისინი და დაიქცევა იგი სოდომივით და გომორივით“ (იერემია 50-33/40).
„ადრე წარღვნა იყო წყლით. ახლა კი მოსალოდნელია – ცეცხლით“ (II პეტრე 3-6,7).
„განსაცდელის ჟამი მოვა მთელ მსოფლიოში, რომ გამოიცადოს მიწის მკვიდრნი“ (გამოცხადება 3-10).
„ბაბილონის დამხობის ხმისაგან იზანზარებს ქვეყანა და კივილი გაისმება ხალხში“ (იერემია 50-46).
„კივილის ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევა ქალდეველთა ქვეყნიდან“ (იერემია 51-54).
„ბაბილონიდან სვამდნენ ხალხები ღვინოს და იმიტომ შეიშალნენ. მაგრამ როცა ცას უწევს ბაბილონის განაჩენი და ღრუბლებამდე ავა, უცბად დაეცემა იგი“ (იერემია 51-1/10).
„ბაბილონო! მრავალ წყლებზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო. მოვიდა შენი აღსასრული – შენი ანგარების წილისამებრ“ (იერემია 51-13).
„უფალი განიკითხავს ბელს ბაბილონში და გამოაცლის გადაყლაპულს პირიდან. აღარ ივლიან მისკენ ხალხები და ბაბილონის გალავანიც ჩამოიქცევა. გამოდი მისი წიაღიდან უფალის ერო!“ (იერემია 51-44,45).
„ბაბილონის განიერი გალავნები საძირკველამდე დაინგრევა და მისი მაღალი კარიბჭენი ცეცხლში დაიწვება“ (იერემია 51-58).
„გასაჭირის ჟამი დაუდგება იაკობს, მაგრამ მისგან გადარჩება და იქნება უფალის დღეს, რომ მის კისერზე დაილეწება სატანისაგან დადგმული უღელი. რის შემდეგაც ყველა მისი შემვიწროებელი – ტყვედ წავა. მისი ამაოხრებელი – აოხრებული იქნება და მძარცველი – გაძარცვული. მიეცემა მას განკურნება და წყლულებისგან მორჩება. რადგან გაძევებული გიწოდეს შენ. თუმცა არავინაა შენი მიმტოვებელი“ (იერემია 30- 8/17).
„მდინარეები დაშრება და უდაბნოდ გადაიქცევა, წყაროს წყლები კი – ურწყულად. ნაყოფიერი მიწები გადაიქცევა მწირად იმის გამო, რომ მათი მკვიდრნი უკეთურნი არიან. ხოლო უდაბნო წყალუხვ ადგილად იქცევა და გამოფიტული მიწა – ნაყოფიერად. მასზე დასახლდებიან მშიერნი და ნაყოფსაც მოიწევენ. ღარიბნი სიღატაკიდან გამოვლენ და ნახავენ წრფელნი და გაიხარებენ. ყოველი ურჯულოება აიკრავს პირს და ვინც ბრძენია დაიცავს კანონებს და მოიმკის ღვთის წყალობას“ (ფსალმუნები 106-33/43).
„უფალი ამბობს: მე შევქმნი ახალ ცას და ახალ მიწას. არ გაიხსენება წინანდელი და არ ამოვა გულთან. მეტად აღარ იქნება იქ მცირეწლოვანი და მოხუცი, რომელიც ვერ ასრულებს თავის დღეებს. რადგან ყმაწვილი 100 წლისა მოკვდება და ცოდვილი, თუნდაც 100 წლისა – დაიწყევლება. მეტად აღარ გაისმება მათში ტირილისა და კივილის ხმა. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ. რასაც დარგავენ, თვითონ შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებლად და არ დარგავენ სხვის შესაჭმელად. თავიანთი ხელით ნაკეთებს გაცვეთენ და იქნება ისე, რომ სანამ მომიხმობენ, მანამ გავცემ პასუხს. ჯერაც ლაპარაკში იქნებიან, რომ მე გავიგებ“ (ესაია 65-17/24).
„დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა და დამცირდება კაცთა ამპარტავნება და მარტო უფალი განდიდდება უფალის დღეს“ (ესაია 2-17)
„უფალის მიერ შექმნილი მოვა ყოველ ხალხში, მუხლს მოიდრეკს უფალის წინაშე და განადიდებს მის სახელს“ (ფსალმუნები 85-9).
„როცა ხალხები სმენით მოისმენენ და ვერ გაიგებენ. ხედვით დაინახავენ და ვერ მიხვდებიან – აი, მაშინ მოვა მათზე ღვთის რისხვა და დარჩება ქალაქები მცხოვრებთა გარეშე და სახლები – ადამიანთა გარეშე. მიწა კი უკაცრიელად იქცევა. თუმცაღა დარჩება მასში ნატამალი წმინდა თესლის სახით“ (ესაია 6-9/13).
„როცა უფალი მეორედ გაიწვდენს ხელს, რათა გამოისყიდოს ნარჩენი თავისი ხალხისა. შეაგროვებს მათ ქვეყნის ოთხივ კიდიდან“ (ესაია 11-11,12).
„როცა ადგილი აქვს ღვთიური გენის გონების ფუნქციონირების ნაწილობრივ შეზღუდვას, მაშინ ხდება მისი პატრონის ადგილიდან გადასახლება“ (გამოსვლა 40-37).
„უფალი ეუბნება გადასახლებულთ ბაბილონში: მეძიეთ და მიპოვით, როდესაც მომძებნით მთელი თქვენი გულით. მაშინ დაგაბრუნებთ ტყვეობიდან და შეგკრებთ ყველა ხალხებიდან. დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გადაგასახლეთ“ (იერემია 29-4/14).
„უფალისგან მოვლენილ ნამდვილ წინასწარმეტყველს, მხოლოდ მაშინღა სცნობენ წინასწარმეტყველად, როცა მისი ნათქვამი აღსრულდება ფაქტებად“ (იერემია 28-9).
„სიტყვა უფალის თავისი ერის იმ ხალხზე, რომელნიც არ გასულან გადასახლებაში: „მათ ქვეყანაში გაგზავნილი იქნება მახვილი, შიმშილი და სნეულებანი. საშინელებად გახდებიან ისინი. ქვეყნის ყველა სამეფოსათვის საწყევლად და გასაბოროტებლად, თავზარდასაცემად, დასაცინად და შესარცხვენად ყველა ხალხში. იმის სანაცვლოდ, რომ არ ისმინეს უფალის სიტყვები, როცა ის უგზავნიდა თავის მსახურ წინასწარმეტყველს“ (იერემია 29-16/19).
„ვინ მისცა ბაგე კაცს, ან ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან მხედველს ან ბრმას, თუ არა უფალი?!“ (გამოსვლა 4-11).
„კარგი ამბავი ძვალს აპოხიერებს“ (იგავები 15-30).
„ყველაზე უფრო მეტი დაცვა სჭირდება გულს. რადგან მისგან მოდის სიცოცხლის წყაროები“ (იგავები 4-23).
„უფალი იკვლევს გულს და სცდის თირკმელთ. რათა მიაგოს თითოეულს მისი გზისამებრ – საკუთარ საქმეთა ნაყოფისამებრ“ (იერემია 17-10).
შენიშვნა: ღვთისაგან დადგენილი კანონების შეცნობით. მათი გათვალისწინების შესაბამისად მონანიებით და მათი დაცვით ცხოვრების გაგრძელებით, განიკურნებიან ისინი, ვისაც დაავადებული გული და თირკმელი აქვს – რაგინდ შორსწასულიც არ უნდა იყოს პათოლოგიის პროცესი. რადგან „რაც შეუძლებელი არის ადამიანისათვის, ის შესაძლებელია ღმერთისათვის“ (მარკოზი 10-27).
„აჰა, შენ გაჯანსაღდი! ნუღარ შესცოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს“ (იოანე 5-14).
„ადამიანის თავზე თმებიც კი დათვლილია“ (მათე 10-30).
„იქნებ ისმინოს უფალის ერმა ყველა იმ უბედურების გამო, რომლებიც დაატყდება საიმისოდ, რომ მობრუნდეს თითოეული მისი წევრი, თავისი ბოროტი გზიდან და მაშინ ეპატიებათ ჩადენილი ცოდვები“ (იერემია 36-3).
„ამ მზის ქვეშეთში მკვირცხლთა ნებაზე არ არის რბოლა. არც მამაცთა ნებაზეა ომი. არც ბრძენთა ნებაზეა პური. არც გონიერთა ნებაზეა სიმდიდრე და არც მცოდნეთა ნებაზეა მადლი. რადგან თავისი დრო და ჟამი ელოდება მათ ყველას“ (ეკლესიასტე 9-11).
„ყველაფერს თავისი ჟამი აქვს და თავისი წესი. ადამიანის უბედურება კი ის არის, რომ მან არ იცის რა მოხდება“ (ეკლესიასტე 8-6).
„მართალია უფალის წყალობა ეფინება ათასებზე. მაგრამ ამასთანავე შვილებს მოეკითხებათ მამების დანაშაული მათ შემდეგ“ (იერემია 32-18).
„უფალის დღეებში, მამების ნაჭამი მკვახე ხილით აღარ მოეკვეთებათ კბილები შვილებს. რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება. ყოველ ადამიანს, ვინც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება“ (იერემია 31-29).
„ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ამიტომ ყოველი ხე, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოიჭრება და ცეცხლში დაიწვება“ (მათე 3-10).
„ღვთის შვილნო, თქვენ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში. თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას“ (I კორინთელთა 3-16,17).
„როგორც სოდომი და გომორა და მათი მოსაზღვრე ქალაქები, რომელნიც მათ მსგავსად არღვევდნენ კანონებს და აედევნენ უცხო წესებს; საუკუნო ცეცხლით დასჯის მაგალითებად არიან დადგენილნი. ასევე დაემართებათ იმ მეოცნებეთაც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ. ისინი გმობენ იმას, რაც არ იციან. ხოლო რაც ბუნებრივად იციან, როგორც უგუნური პირუტყვები, მისით იხრწნიან თავს. ასეთები უწყლო ღრუბელნი არიან, ქარისაგან მიმოფანტული. შემოდგომის უნაყოფო ხენი. მძვინვარე ტალღები ზღვისა – თავისივე სირცხვილით აქაფებული. ცდომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც სიბნელის წყვდიადია შენახული საუკუნოდ. ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი. თავიანთი გულისთქმით მავალნი. რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ და ანგარების გამო პირფერობენ“ (იუდა 7,8).
შენიშვნა: ეს კანონი ნიშნავს იმას, რომ იმ ადგილას, სადაც ასეთი ხალხი ცხოვრობს, არ მოაკლდება ხანძრები, ქარიშხლები და ხანაც გვალვა და ხან წყლით დატბორვა.
„ზეციდან ღვთის რისხვა მოევლინება: ადამიანთა ყოველგვარ უსამართლობასა და უღმერთობას. უსამართლობით რომ აბრკოლებენ ჭეშმარიტებას. იმიტომ, რომ ღმერთმა განუცხადა მათ, რაც მასზე უნდა იცოდნენ. ვინაიდან მისი უხილავი მარადიული ძალა და ღვთაება, სოფლის დასაბამიდან ქმნილებათა ხილვით შეიცნობა. ასე რომ, მათ პატიება არა აქვთ. ვინაიდან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს ისე, როგორც ღმერთი. არც მადლობდნენ. არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებდნენ და გამოსულელდნენ. უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხილვადის ხატების მსგავსებაში. ამიტომ გადაცემულნი იქნენ უწმინდურებას მათი გულის თქმებითურთ. რათა თავად შეებილწათ თავიანთი სხეულები. რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით. თაყვანს სცემდნენ და ეთაყვანებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა. ამიტომ გადაცემულნი იქნენ სამარცხვინო ვნებებს და მათმა ქალებმა ბუნებრივი წესი შეიცვალეს, ბუნების საწინააღმდეგოდ. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ბუნებრივი წესით ქალებისაკენ ლტოლვა და გახურდნენ ავხორცობით ერთმანეთის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს და მიიღეს საზღაური თავისი ცდუნებისათვის“ (რომაელთა 1-18/27).
„ვინც არ სცდილობენ, რომ ცოდნით ჰყავდეთ ღმერთი; ამის გამო გადაცემულნი იქნებიან უკუღმართ გონებას დაუწესებლის საკეთებლად. აღვსილნი ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებითა და სიავით. სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით და მაბეზღარობით. ცილისმწამებელნი, ღვთის მოძულენი, შეურაცხმყოფელნი, ამპარტავანნი, მკვეხარანი, ბოროტგამზრახველნი, მშობლების ურჩნი, უგუნურნი, ვერაგნი, მიუნდობელნი, უყვარულნი და ულმობელნი. იციან მათ ღვთის სამართალი, რომ ამის მომქმედნი სიკვდილს იმსახურებენ. მაგრამ არამარტო აკეთებენ ამას, არამედ გამკეთებლებსაც კვერს უკრავენ“ (რომაელთა 1-28/32).
„ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება. ყველას თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს. კეთილი საქმეების გამუდმებით მკეთებელს – პატივს, სიკეთეს და საუკუნო სიცოცხლეს მიაგებს. მაგრამ ვინაც ჯიუტობს და ჭეშმარიტებას კი არ ემორჩილება, არამედ უსამართლობას – მას ღვთის რისხვასა და გულისწყრომას“ (რომაელთა 2-10,11).
„რის გამოც სხვას განიკითხავ, ამით შენს თავს სდებ მსჯავრს. ადამიანი, რომელიც სხვას განიკითხავ და თვითონ კი მასვე ჩაიდენს, თავისი სიჯიუტით და მოუნანიებელი გულით იხვეჭს რისხვისა და მართლმსაჯულების გამოცხადების დღეს. რომელიც ყველას თავისი საქმეებისამებრ მიუზღავს“ (რომაელთა 2-1/10).
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ მორწმუნეა და ენას კი არ ალაგმავს, არამედ თავის გულში აცდუნებს – ფუჭია მისი რწმენა“ (იაკობი 1-26).
„უწყალობა მსჯავრი უმოწყალოს. წყალობა კი არ ემატება მსჯავს“ (იაკობი 2-13).
„რწმენას თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია იგი. ხოლო როცა რწმენა მოქმედებს საქმესთან ერთად, იგი სრულყოფილი ხდება. საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით“ (იაკობი 2-14/24).
„დამდაბლდით უფალის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ“ (იაკობი 4-10).
„თუ თქვენ მიუტევებთ ადამიანებს შეცოდებებს, უფალიც მოგიტევებთ თქვენ. ხოლო თუ არ მიუტევებთ, მაშინ არც თქვენ მოგიტევებთ შეცოდებებს“ (მათე 6-14,15).
„უფალი აღმოუჩენს შველას მას, ვისაც მახე დაუგეს“ (ფსალმუნები 11-6).
„ადამიანის ხელის საზღაური, მასვე უბრუნდება“ (იგავები 12-14).
„რასაც გასცემ, შენ გიბრუნდება“ (ლუკა 6-38).
„გაეცით და მოგეცემათ“ (ლუკა 6-38).
„ვაი მათ, ვინც ბრძენნი არიან საკუთარ თვალში და ჭკვიანად თვლიან თავის თავს“ (ესაია 5-21).
„ავ მეტყველებაში ბოროტი მახეა დაგებული. მართალი კი გაჭირვებიდან გამოვა“ (იგავები 12-13).
„არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის“ (ესაია 48-22).
„ბოროტნი კეთილთა წინაშე დაიჩოქებენ, უკეთურნი კი – მართალთა კარიბჭეებთან“ (იგავები 14-19).
„მართალი იცოცხლებს რწმენით“ (რომაელთა 1-17).
„არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს“ (იგავები 12-21).
„სიმართლე აღაზევებს ერს. ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვებია“ (იგავები 14-34).
„ერის სიმრავლე მეფის დიდებაა. უხალხობა კი – მთავრის დაქცევა“ (იგავები 14-28).
„ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე დაიღუპება“ (იგავები 19-9).
„უფალი სულია და სადაც უფალის სულია, იქ თავისუფლებაა“ (II კორინთელთა 3-17).
„მრავლის მიერ მადლის გამრავლებით გავრცელდება მადლიერება ღვთის სადიდებლად“ (II კორინთელთა 4-15).
„ადამიანის ნება არ არის მისი გზა. რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 90-10).
„ოთხივ ქარისაკენ გაიფანტებიან საფეთქლებშეკრეჭილები (უგუნურნი) და ყოველი მხრიდან მოევლინებათ უბედურებები“ (იერემია 49-32).
„სადაც სწრაფად არ ისჯება ბოროტი, იქ ადამიანის გული ბოროტებით ივსება“ (ეკლესიასტე 8-11).
„ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მომქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში. ვინც არავის გაჭორავს თავისი ენით. ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობლებზე. ვის თვალშიაც დამცირებული არის საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიში კი პატივცემული. ვინც სხვის საკეთილდღეოდ თავის საზიანო საქმეს ჩაიდენს. ვინც ფულს ვახშით არ გასცემს და უდანაშაულოზე ქრთამს არ აიღებს – ამის მომქმედი არასოდეს წაიფორხილებს“ (ფსალმუნები 14-1/5).
„ვინც უყვარს უფალს, იმას დასჯის ისე, როგორც მამა თავის საქებარ შვილს. ნეტარია ადამიანი სიბრძნის მპოვნელი და ადამიანი ჭკუის მომხვეჭელი“ (იგავები 3-10/12).
„ღმერთმა შექმნა ადამიანი პატიოსნებისათვის. მათ კი წამოიწყეს ბევრი ხრრიკები“ (ეკლესიასტე 7-29).
„ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება. თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს“ (I პეტრე 5-5).
„ღმერთი განსაცდელისაგან იხსნის ღვთისმოსავებს. ხოლო უკეთურებს კი შემოინახავს განკითხვის დღისათვის დასასჯელად“ (II პეტრე 2-9).
„ჭეშმარიტებას აცდენილნი თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან. ვინაიდან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ. ისინი მიიღებენ უკეთურების საზღაურს. რადგან ყოველგვარი ფუფუნება ნეტარებად მიაჩნიათ. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს. მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას. წყევლა-კრულვის შვილები არიან ისინი. ვინაიდან მიატოვეს სწორი გზა და დაადგნენ მრუდს. მათთვის გამზადებულია საუკუნო წყვდიადი. ვინაიდან მაღალფარდოვანი ლაქლაქით ხორციელ გულისთქმებსა და გარყვნილებაში ითრევენ სხვებს. თავისუფლებას პირდებიან მათ და თვითონ კი გახრწნილების მონანი არიან. რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა“ (II პეტრე 2-12/19).
„უკეთურთა გზა წყვდიადივითაა. არ იციან რაზე წაიბორძიკებენ. მართალთა კვალი კი განთიადივითაა. რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება შუადღემდე“ (იგავები 4-14/20).
„ვინც ქვებს მიათრევს, ქვავე მოსწყვეტს წელს. ხის გამჩეხავს, ხევე დაასახიჩრებს“ (ეკლესიასტე 10-9).
„ყველა, მახვილის ამღები – მახვილითვე დაიღუპება“ (მათე 26-27).
„ადამიანი ყველაზე დიდი ქონება, სიბეჯითეა“ (იგავები 12-27).
„კაცისათვის ყველა თავისი გზა სუფთაა მის თვალში. მაგრამ უფალი სწონის სულებს“ (იგავები 16-2).
„ადამიანი ირჩევს თავის გზას. უფალი კი წარმართავს მის ნაბიჯებს“ (იგავები 16-9).
„უფალი ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რათა იცოდეს ყველა კაცმა თავისი ნამოქმედარი“ (იობი 37-7).
„გვეშინოდეს ღვთისა და ვიცავდეთ მისგან დადგენილ კანონებს. რადგან სულ ეს არის ადამიანი“ (ეკლესიასტე 12-13).
„თუ აღთქმას დაუდებ ღმერთს, არ დააყოვნო აღსრულება. რადგან მოგკითხავს უფალი და შენზე იქნება ცოდვა. ხოლო თუ არ დაუდებ აღთქმას, არ იქნება შენზე ცოდვა“ (II რჯული 22-21,22).
„როდესაც აღთქმას აღუთქვამ ღმერთს, ნუ დააგვიანებ მის შესრულებას. რადგან მას არ უყვარს ბრიყვი. რაც აღუთქვი, ის შეასრულე“ (ეკლესიასტე 5-4).
„შენი ბაგეებიდან გამოსული სიტყვა დაიცავი და შეასრულე. რაც ნებაყოფლობით აღუთქვი ღმერთს შენი პირით“ (II რჯული 23-25).
„სიჯიუტითა და მოუნანიებელი გულით იხვეჭს ადამიანი რისხვას, გამოცხადების დღეს – ღვთის რისხვისა და მართლმსაჯულების დღეს“ (რომაელთა 2-4).
„რჯული ეწინააღმდეგება აღთქმას? არამც და არამც! წერილმა ყველა მოაქცია ცოდვის ქვეშ. რათა მორწმუნეებს იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ ათქმული“ (გალატელთა 3-21,22).
„რჯული იყო წარმმართველი ქრისტესაკენ. რათა გამარჯვება ყოფილიყო რწმენით. ხოლო როცა რწმენა მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით ყოფნა აღარ არის საჭირო“ (გალატელთა 3-24,25).
„ხორციელად წვრთნა ნაკლებად სასარგებლოა. ღვთისმოსაობა კი ყველაფერში გამოსადეგია. რადგან გვანიჭებს სიცოცხლეს აწმყოშიაც და მომავალშიც“ (I ტიმოთე 4-8).
„გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. მას უერთგულე. რათა ასეთი მოქმედებით, შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელსაც“ (I ტიმოთე 4-16).
„არ უნდა უგულებელყოთ მადლი. ვინაიდან თუ რჯულითაა სიმართლე. მაშინ ამაოდ გაუწირავს თავი ქრისტეს“ (გალატელთა 2-21).
„ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს ღვთის ჭეშმარიტ მორწმუნეთა გულებსა და ფიქრებს“ (ფილიპინელთა 4-6).
„ჭეშმარიტი რწმენის მქონენო! მადლით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით და ეს თქვენით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია და არა საქმეთაგან. რათა არავინ დაიკვეხოს“ (ეფესელთა 2-8,9).
„სოფლის ბრძენნი თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და სინამდვილეში კი გამოსულელებულნი არიან“ (რომაელთა 1-22).
„ერთი ცოდვილი ღუპავს მრავალ კეთილს“ (ეკლესიასტე 9-18).
„ვისაც თავს მისცემთ მონებად მორჩილებისათვის, მისი მონა ხდები – ან ცოდვისა სასიკვდილოდ და ან მორჩილებისა სიმართლისათვის“ (რომაელთა 6-16).
„როცა ცოდვის მონა ხარ, მაშინ თავისუფალი ხარ სიმართლისაგან (ანუ სინდისი აღარ ფუნქციონირებს შენში)“ (რომაელთა 6-20).
„ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6-23).
„ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტსაც მოსთხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ“ (ლუკა 12-48).
„ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძებეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ. რადგან ვინც ითხოვს – ღებულობს. ვინც ეძებს – პოულობს. ვინცე რეკავს – გაეღება“ (მათე 7-7,8).
„ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევება“ (მათე 12-31).
„თუ ხე კარგია, მაშინ ნაყოფიც კარგი იქნება. ხოლო თუ ცუდია, მაშინ – ცუდი. ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. არ არსებობს კარგი ხე, რომ ცუდი ნაყოფი გამოიღოს და ან ცუდი ხე, რომ კარგი ნაყოფი გამოიღოს“ (მათე 12-33 და ლუკა 6-43,44).
„ყოველი სამეფო თავის თავის წინააღმდეგ გაყოფილი – გაუდაბურდება“ (მათე 12-25).
„კეთილი კაცს, კეთილი გენის მემკვიდრეობიდა გამოაქვს სიკეთე. ბოროტს კი, ბოროტი გენის მემკვიდრეობიდან – ბოროტება“ (მათე 12-35).
„ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც ამბობს ადამიანი, პასუხს აგებს განკითხვის დროს. ვინაიდან ყოველი თავისი სიტყვებით გამართლდება და თავისივე სიტყვებით გამტყუნდება“ (მათე 12-36,37).
„ღვთის შვილებს მიცემული აქვს ცოდნა ღვთის სასუფევლის საიდუმლოებათა შესახებ – სხვებს კი არა. ვინაიდან ვისაც აქვს, მას მიეცემა და მიემატება. ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაცა აქვს“ (მათე 13-11,12).
„ღვთის შვილნი ღმერთმა დაადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად“ (I თესალონიკელთა 5-9).
„უფალის დღე ღამის ქურდივით მოვა. ვინაიდან როცა იტყვიან მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ მოულოდნელად დაატყდებათ თავს განადგურება და ვერ დააღწევენ თავს. მაგრამ ღვთის შვილნი ბნელში არ იმყოფებიან, რომ მპარავივით წამოეწიოს“ (I თესალონიკელთა 5-2/4).
„ვინც თავს აიმაღლებს – დამდაბლდება და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება“ (ლუკა 18-14).
„გულთა მხილავმა იცის სულის ზრახვა იმიტომ, რომ იგი ღვთის ნებით შუამდგომლობს წმიდათათვის“ (რომაელთა 8-27).
„არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამომჟღავნდეს“ (მარკოზი 4-22).
„ყოველი ნერგი, რომელიც უფალმა არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება“ (მათე 15-13).
„ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შემცოდისაგან. ვინაიდან მსჯავრი ერთისაგან გამოდის განსაკითხავად. ნიჭი მადლისა კი მრავალი დანაშაულის გასამართლებლად. ვინაიდან თუ ერთის დანაშაულით ყველა ადამიანს დაედო მსჯავრი. ასევე ერთის სიმართლით, ყველა ადამიანი გამართლდება სასიცოცხლოდ. როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5-16/19).
„გასაჭირი შეიქმს მოთმინებას. მოთმინება – სიმტკიცეს. სიმტკიცე – სასოებას. ხოლო სასოება არ არის შემარცხვენელი. ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაისახება გულებში სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მიეცემა ადამიანს“ (რომაელთა 5-3/5).
ეს კი არმაგედონის ფინალს შეეხება:
„ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში“ (იოანე 3-5). „უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან. გავარვარებული კავშირი დაიძლევიან. მიწა და მისი საქმენი რაც კი მასზეა, გადაიბუგება“ (II პეტრე 3-3/10). „ჭეშმარიტ მორწმუნეებს კი აღთქმის თანახმად მიეცემათ ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე“ (II პეტრე 3-13) – შესაბამისად კანონისა: „ვინც ხელახლა არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3-3).
რაც შეეხება მიწას – ის სხეულს ნიშნავს, ცა კი – სულს.
„ადამიანს ბილწავს არა პირში შემავალი, არამედ ის, რაც პირიდან გამოდის. ვინაიდან პირიდან გამოსული, რომელიც ბოროტი გულიდან ამოდის, ეს არის, რომ ბილწავს ადამიანს“ (მათე 15-11/19).
„რა სარგებელი ექნება ადამიანს, თუკი მთელ ქვეყანას შეიძენს, თავის სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?“ (მათე 16-26).
„ადამიანს თუ ექნება მდოგვის მარცვლის ოდენა ჭეშმარიტი რწმენა. მაშინ მთასაც რომ უთხრას იქით გადადიო, იგი გადავა და არაფერი იქნება მისთვის შეუძლებელი“ (მათე 17-20).
„როგორც ირწმუნებ, ისე მოგეგება“ (მათე 8-13).
„ადამიანს თავისი რწმენა უშველის და იხსნის“ (მარკოზი 5-34).
„ყველაფერს, რასაც ადამიანი ლოცვაში რწმენით ითხოვს, მიიღებს“ (მათე 21-22).
„ღმერთის ჭეშმარიტ მორწმუნესათვის, შეუძლებელი არაფერია“ (მარკოზი 9-23).
„ეშმაკისეული ავი სული ვერაფრით ვერ გამოვა ადამიანისაგან, თუ არა წრფელი ლოცვითა და მარხვით“ (მარკოზი 9-29).
„ვინც აცდუნებს ერთს იმ მცირეთაგანს, რომელსაც ქრისტესი ჭეშმარიტად სწამს; მისთვის აჯობებდა მძიმე ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ“ (მათე 18-6).
„ვაი იმ კაცს, რომლისგანაც მოდის ცდუნება“ (მათე 18-7).
„რასაც მიწაზე შეკრავთ, შეკრული იქნება ზეცაშიც და რასაც გახსნით მიწაზე, ზეცაშიც გახსნილი იქნება“ (მათე 18-18).
„მშენებლებისაგან დაწუნებული ქვა, ქვაკუთხედად იქცევა და უფალისაგან მოხდება ეს. ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაილეწება და ვისაც ის დაეცემა, გასრესს“ (მათე 21-44,45).
„უფალი ეუბნება რელიგიურ მოძღვართ: „თქვენ ხომ დანაშაულის შვილები ხართ. ეცხადებით მეფეს ზეთით გაპოხილი, გზავნით თქვენს მაცნეებს შორეთამდე და შავეთამდე მდაბლდებით. თქვენს გრძელ გზაზე იღლებით. მაგრამ არ ამბობთ, რომ ფუჭია. რომ ვდუმდი დიდხანს, ამიტომ არ გეშინოდათ ჩემი. მაგრამ დადგენილ დროს მე გამოვაშკარავებ თქვენს საქმეებს და სარგებლობას არ მოგიტანთ. როცა აყვირდებით, მაშინ გიშველოთ თქვენმა კერპებმა. რომელთაც ყველას ქარი წაიღებს. ხოლო ჩემზე მონდობილი კი დაიმკვიდრებს მიწას და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება“ (ესაია 57-4/12).
შენიშვნა: მიწა არის სხეული და წმიდა მთა კი – გონიერება.
„განა ასეთია მარხვა, რომელიც ამოვირჩიე?! დღე – როცა ადამიანი აწამებს თავის თავს?! ამას ვუწოდე მარხვა და უფალის საწადელი დღე?! სინამდვილეში მე ხომ ასეთი მარხვა ამოვირჩიე: გახსენი საბელი ბოროტეულთა, შეხსენი ბორკილნი უღლისა, გაუშვი ჩაგრულნი თავისუფლად და ყველა უღელი გაწყვიტეთ. განა მარხვა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში?! როცა დაინახავ შიშველს, შემოსე იგი. ნუ უგულებელყოფ შენს სისხლსა და ხორცს. მაშინ ცისკარივით ამოსკდება შენი სინათლე და შენი კურნება სწრაფად აღმოცენდება. წინ წაგიძღვება შენი სიმართლე და უფალის დიდება გარემოგიცავს. დაიძახებ და უფალი მაშინვე გიპასუხებს, როცა მოიცილებ შენს შორის უღელს – თითის მიშვერას და ძვირის თქმას. მისცემ მშიერს შენს სულს და წამებულის სულს დაანაყრებ. მაშინ გაბრწყინდება სიბნელეში შენი ნათელი. წინ წაგიძღვება უფალი მუდამ და დააკმაყოფილებს შენს სურვილს გვალვებში. შენს ძვლებს გაამაგრებს და იქნები, როგორც მორწყული ბაღი და როგორც წყლის სათავე, რომლის წყლებიც არ დაიშრიტება“ (ესაია 58-5/11).
„არ დამოკლებულა უფალის ხელი, რომ არ იხსნას და არ დამძიმებულა მისი ყური, რომ არ ისმინოს. მაგრამ ჩადენილმა ურჯულოებამ გამიჯნა ერთმანეთისაგან ადამიანი და ღმერთი. ცოდვებმა დაფარეს უფალის სახე ადამიანთგან, რომ არ ესმინა. რადგან მათი ხელები გასვრილია სისხლში და თითები ურჯულოებაში. მათი ბაგენი სიცრუეს ლაპარაკობენ და ენა უსამართლობას წარმოთქვამს. არავინ ჩივის სამართლიანად. არავინ იცავს თავს ჭეშმარიტებით. იმედოვნებენ ამაოზე და ცრუობენ. ფეხმძიმდებიან უბედურებით და შობენ უსამართლობას. მათი საქმეები უსამართლოა და მშვიდობის გზა არ იციან მათ. მათზე გამვლელმა არ იცის მშვიდობა და ამის გამო გაშორდა მათ სამართალი და ვერ ეწევათ სიმართლე. ელიან სამართალსა და გადარჩენას, მაგრამ არ ჩანს. რადგან შორსაა მათგან“ (ესაია 59-1/11).
„მწიგნობარნი და ფარისეველნი კეტავენ ცის სასუფეველს ადამიანთა წინაშე. რადგან არც თვითონ შედიან და არც შემავალთ უშვებენ. ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ამისთვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ ისინი“ (მათე 23-13,14).
„მწიგნობარნი და ფარისეველნი მიიღებენ გეენის სასჯელს“ (მათე 23-33).
„წინასწარმეტყველთა და ბრძენკაცთა სისხლი მოეწევა ფარისეველ და მწიგნობარ მოდგმას“ (მათე 23-35,36).
„ყველა რელიგია იმხილება და მათ წაერთმევათ მიკერძოებული ღვთის სასუფეველი და გადაეცემა ერს, რომელიც გამოიღებს თავის ნაყოფს“ (მათე 21-43).
„ღვთის ნიჭის ფულით მოპოვება შეუძლებელია. რადგან ამის მსურველ ადამიანს არა აქვს წრფელი გული ღვთის წინაშე და ამიტომაც არც წილი და არც ხვედრი არ ექნება სიცოცხლის სიტყვაში“ (საქმეები 8-20,21).
„ვინც წინასწარმეტყველს მიიღებს წინასწარმეტყველის სახელით, ის მიიღებს წინასწარმეტყველის საზღაურს. ვინც მართალს მიიღებს მართლის სახელით, მართალის საზღაურს მიიღებს. ვინც შეასმევს ერთს მცირეთაგანს, თუნდაც ერთ ჭიქა ცივ წყალს მოწაფის სახელით, მას არ დაეკარგება საზღაური“ (მათე 10-41,42).
„ვინც არ აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს, ის არის მაცდური და ანტიქრისტე“ (II იოანე 7).
„ქრისტეს ჭეშმარიტდ მორწმუნეს, თავის თავშივე აქვს მოწმობა. რადგან სული მოწმობს“ (I იოანე 5-6/10).
„ქრისტეს თანაზიარი გახდება ის, ვინც რწმენის საწყისს მტკიცედ დაიცავს ბოლომდე“ (ებრაელთა 3-14).
„ვინც ღვთის სიმშვიდეში შევიდა, მან თვითონაც დაისვენა თავისი საქმეებისაგან; როგორც ღმერთმა თავისისაგან“ (ებრაელთა 4-10).
„ქრისტეს მიმართ სიყვარული, მისი მცნებების დაცვაა“ (იოანე 14-15/21).
„სოფლის მთავარს ქრისტეში არაფერი ეკუთვნის“ (იოანე 14-30).
„იესოს მოძღვრება ცოცხალი პურია, ზეციდან გადმომავალი. ვინც ამ პურს შეჭამს, საუკუნოდ იცოცხლებს. ეს პური მისი ხორცია, რომელსაც სოფლის სიცოცხლისათვის გასცემს“ (იოანე 6-47/51).
„ნუ იზრუნებთ იმაზე რა ჭამოთ ან რით შეიმოსოთ. რადგან სული საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსელზე. არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე მოგეცემათ თქვენ“ (ლუკა 12-22/31).
„ნეტარია, ვინც არ შეცდება ქრისტეს ცნობასა და მიღებაში“ (მათე 11-6).
„ვინც არ მიიღებს უფალისგან მოვლენილს, სოდომისა და გომორას მიწას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღე, ვიდრე ასეთ ქვეყანას“ (მათე 10-15).
„ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას“ (ლუკა 11-28).
„ღმერთის ნების გარეშე არავინ დაეცემა“ (მათე 10-28/31).
„გასაჭირის ჟამს გონიერის გონება აქტიურდება და დაიცავს თავის პატრონს“ (მათე 10-20).
„ღვთის ჭეშმარიტად მორწმუნენო! მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოგიძუილებთ ქრისტეს სახელის გამო, ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან“ (ლუკა 21-19).
„დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან. ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე, მისი მატერიალური ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული“ (ლუკა 12-15).
„გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება“ (საქმეები 20-35).
„ღვთის საქმე ის არის, რომ იცნოთ და ირწმუნოთ მისი, ვინც ნამდვილად მან მოავლინა“ (იოანე 6-29).
„ყველა ცოდვის ჩამდენი, ცოდვის მონაა. ხოლო თუ ქრისტე გაათავისუფლებს მათ, მაშინ ნამდვილად თავისუფალნი იქნებიან“ (იოანე 8-36).
„ვინც მიიღებს ერთ ბავშვს მაინც ქრისტეს სახელით, ქრისტესაც მიიღებს“ (მათე 18-4,5).
„ადამიანს არაფრის მიღება არ შეუძლია, თუ ზეციდან არა აქვს მიცემული“ (იოანე 3-27).
„ქრისტეს მიერ გაცხადებული ჭეშმარიტების სიტყვა განიკითხავს ადამიანებს უკანასკნელ დღეს. ვინაიდან მას თავისით კი არ მოუგონია იგი, არამედ მისმა მომავლინებელმა მისცა ცოდნა“ (იოანე 12-44/50).
„დაწერილია, რომ ვისაც ჭეშმარიტად სწამს ქრისტესი. მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები. საუბარია იმ სულზე, რომელსაც მიიღებენ ქრისტეს ჭეშმარიტი მორწმუნეები“ (იოანე 7-38,39).
„ნურავინ იტყვის საკუთარ განსაცდელში, რომ ღვთისაგან ვიცდებიო. რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც არავის სცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულისთქმით. რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. მერე გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს“ (იაკობი 1-13/15).
„ჭეშმარიტების შეცნობას შეუძლია თავისუფლების მინიჭება ადამიანისათვის“ (იოანე 8-32).
„უფალი ბოლო ჟამის პერიოდში ისეთ საქმეებს მოიმოქმედებს, რომელსაც არავინ დაიჯერებდა, ვინმეს რომ მოეთხრო მათთვის“ (საქმეები 13-40,41).
„დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და იგი გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4-7).
„მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ. დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ“ (იაკობი 4-8/10).
„თუ ვინმე გადასცდება ჭეშმარიტებას და ვინმე კი მოაქცევს მას. იცოდეს, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან, სიკვდილისაგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას გადაფარავს“ (იაკობი 5-19,20).
„ჭეშმარიტი მორწმუნენი, თავიანთი რწმენით აღწევენ სულების ხსნას“ (I პეტრე 1-9).
„ჭეშმარიტებაში წვრთნა ამჟამად სიხარულად არ გეჩვენებათ, არამედ მწუხარებად. მაგრამ შემდგომ, სიმართლის ნაყოფი მშვიდობიან ნაყოფს აძლევს მას, ვინც მისით განისწავლება“ (ებრაელთა 12-9/11).
„ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1).
„თუ ადამიანი ამბობს, რომ არა აქვს ცოდვა; ამით საკუთარ თავს იტყუებს და ჭეშმარიტება არ არის მასში. ხოლო თუ აღიარებს ცოდვებს, მაშინ ის სარწმუნო და მართალი, მიუტევებს და განწმენდს ყოველგვარი უკეთურებისაგან“ (I იოანე 1-5/10).
„ვინც ამბობს, რომ სურს ნამდვილად იყოს ქრისტიანი, მაშინ ისე უნდა მოიქცეს, როგორც იესო იქცეოდა“ (I იოანე 2-6).
„ყოველი ცოდვის ჩამდენი, ურჯულოებასაც სჩადის და ცოდვა ურჯულოებაა“ (I იოანე 3-4).
„თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, მაშინ შეწევნა გვაქვს უფალისაგან და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან. რადგან ვიცავთ მის კანონებს“ (I იოანე 3-22).
„თუ ვინმე მოდის სახლში ქრისტეს მოძღვრების არ მიმღები, ნუ მიიღებთ მას და ნურც მოიკითხავთ. რადგან მისი ბოროტი საქმეების მოზიარე იქნებით“ (I იოანე 7/11).
„მოქმედს საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ მოვალეობის მიხედვით“ (რომაელთა 4-4).
შენიშვნა: მოვალეობაში ის ნიჭი იგულისხმება, რომელიც მემკვიდრეობით ერგო პიროვნებას და მას ჩვენ მოწოდების ჰქონას ვეძახით.
„რწმენა მოსმენისა და შესმენისაგან არის. ხოლო მოსმენა, ქრისტეს სიტყვისაგან“ (რომაელთა 10-15/17).
„ურწმუნოებზე მოქმედებს შემდეგი კანონი: დაიბინდოს მათი თვალები, რათა ვერ ხედავდნენ. ხოლო მათი ხერხემალი კი სამუდამოდ მრუდე იყოს“ (რომაელთა 11-10).
„თუ გსურს ხელმწიფების არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან“ (რომაელთა 13-13).
„თუ ბრძენები იქნებით სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის. მაშინ მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას“ (რომაელთა 16-19,20).
„ქრისტეს არავინ მოუვლენია სანათლავად. არამედ მხოლოდ სახარებლად უბრალო სიტყვებით. რათა არ გაუქმებულიყო მისი ჯვარცმულობით ნატვირთი“ (I კორინთელთა 1-17).
„ბოლო ჟამს იქნება ის, რომ მწიგნობართა ცოდნა გაბათილდება და სოფლის ნიჭიერება არაფრად იქნება ჩათვლილი ღმერთის მიერ“ (I კორინთელთა 1-19).
„სად არის სოფლის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამა სოფლისა?!“ (I კორინთელთა 1-20).
„სოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს სოფლის ბრძენნი და სოფლის უძლურნი ამოარჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი ამა ქვეყნისანი. მდაბიო ამოარჩია ღმერთმა დამცირებული და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული“ (I კორინთელთა 1-27/31).
„დაწერილია: რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია; ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს“ (I კორინთელთა 2-5).
„ამა სოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე. დაწერილია: სოფლის ბრძენებს თავის ცბიერებაში შეიპყრობს ღმერთი და იცის უფალმა, რომ ამაოა სოფლის ბრძენთა ზრახვანი“ (I კორინთელთა 3-18/20).
„ნუ განსჯით უჟამოდ. ვიდრე მოვიდოდეს უფალი. რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს“ (I კორინთელთა 4-5).
„ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს: ვერც უსამართლონი, ვერც მეძავნი, ვერც კერპთაყვანისმცემელნი, ვერც მრუშნი, ვერც დედათმავალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მიმტაცებელნი, ვერც მევახშენი“ (I კორინთელთა 6-9,10).
„წმიდათა მსახურები ტაძრისაგან ჭამენ. ხოლო სამსხვერპლოს მსახურები კი, მსხვერპლისაგან იღებენ წილს. ასევე უფალმა დაუწესა სახარებლის მქადაგებელს, სახარებისაგან ცხოვრება“ (I კორინთელთა 9-13,14).
„ვინც ფიქრობს, რომ დგას – იფრთხილოს, რომ არ წაიქცეს. არავის შეემთხვევა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა. სარწმუნო ღმერთი არ დაუშვებს იმას, რომ ვინმე თავის შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოს. არამედ განსაცდელშიაც გამოსავალი მიეცემათ, რომ შესძლონ ატანა“ (I კორინთელთა 10-12,13).
„არავის არაფერი შეუძლია ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებისათვის!“ (II კორინთელთა 12-14).
„ღვთის გულისათვის დამწუხრება წარმოშობს სინანულს სახსნელად და არ გახდება სანანებელი. ხოლო სოფლის წუხილი, სიკვდილს წარმოშობს“ (II კორინთელთა 7-10).
„სახარება დაფარულია ურწმუნოთათვის“ (II კორინთელთა 4-3).
„საბურველი ძველი აღთქმისა იხსნება ქრისტეს მიერ“ (II კორინთელთა 4-14).
„ღვთის ყველა აღთქმანი ქრისტეში „ჰო“ არის და მისით ითქმის „ამინი“ ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ“ (II კორინთელთა 1-20).
„ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად. რადგან რა მონაწილეობა აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? ან რა საზიარო აქვს ნათელს ბნელთან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან? ანდა რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით. უწმიდურს ნუ მიეკარებით და ღმერთი მიგიღებთ თავის შვილებად“ (II კორინთელთა 6-14/18).
„არა ხორციელი სიბრძნით, არამედ ღმერთის მადლით ცხოვრობს ამ ქვეყნად ადამიანთა მოდგმა“ (II კორინთელთა 1-12).
„ადამიანი ვიდრე სხეულში სახლობს, ღმერთის გარეთ სახლობს და რწმენით არის განპირობებული მისი არსებობა, რადგან რწმენით დგამს ნაბიჯებს და არა ხედვით“ (II კორინთელთა 5-6,7).
„ყველამ თავისი სატარებელი უნდა ატაროს. სიტყვაში დამოძღვრილი, ყოველივე სიკეთეს უნდა უზიარებდეს დამმოძღვრელს. ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არავის შეურაცხყოფს. ვინაიდან რასაც დასთესს კაცი, იმასვე მოიმკის“ (გალატელთა 6-5/7).
„სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ. რადგან თავის დროზე მოიმკით, თუკი არ მოდუნდებით“ (გალატელთა 6-8,9).
„არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვებით. ვინაიდან ამისათვის ღვთის რისხვა ეწვევა ურჩებს. ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. იცხოვრეთ როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. რადგანაც ნათლის ნაყოფი არის ყოველივე სიკეთეში, სიმართლესა და ჭეშმარიტებაში“ (ეფესელთა 5-6/10).
„მხილებული ნათლით მჟღავნდება. ვინაიდან რაც გამომჟღავნდება, ნათელია. ამიტომ ნუ შეეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ“ (ეფესელთა 5-11/14).
„ყველა ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს“ (ეფესელთა 6-8).
„ღვთის შვილნო! ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს. ეს დაპირისპირება მათთვის დაღუპვის ნიშანია. თქვენთვის კი ხსნისა. ეს ღვთისაგან არის“ (ფილიპინელთა 1-28,29).
„ბევრნი ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს მისიონური ტვირთის მიმართ მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა. მათი ღმერთი მუცელია. მათი დიდება კი სირცხვილია. რადგან ისინი მხოლოდ მიწიერზე ფიქრობენ“ (ფილიპინელთა 3-18,19).
„ღვთის რისხვაა განაჩენი: სიძვის, უწმიდურობის, ვნების, ბოროტი გულისთქმის, ანგარების და კერპთმსახურებისა“ (კოლოსელთა 3-5,6).
„ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს სასჯელს უსამათლობისათვის და არ არის მიკერძოება“ (კოლოსელთა 3-5,6).
„რჯული დადგენილია არა მართალთვის; არამედ იმათთვის, ვინც ეწინააღმდეგება საღ მოძღვრებას“ (I ტიმოთე 1-9,10).
„ჭირი მიეგება ღვთის შვილთა შემაჭირვებლებს“ (II თესალონიკელთა 1-6).
„ღვთის სიმშვიდეში შევლენ მხოლოდ ჭეშმარიტი მორწმუნენი“ (ებრაელთა 4-3).
„რჯულის მიხედვით ყველაფერი სისხლით წმიდავდება და მის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22).
„რაოდენ მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა და შეურაცხყო მადლის სული. ვინაიდან წმინდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც გაიწმინდა“(ებრაელთა 10-29).
შენიშვნა: ავხსნი რას ნიშნავს მადლის სული. მაშასადამე სისხლის დაუღვრელად არ ხდება მიტევება. მიტევების გარეშე კი, კეთილი სინდისი ვერ მიიღება. ხოლო ნათლობა ხომ კეთილი სინდისის ღვთისადმი შეპირებაა?! (I პეტრე 3-21). ამიტომ ქრისტემ თავისი სისხლის მსხვერპლად გაღებით, კაცობრიობის ცოდვები გამოისყიდა და გახდა სულიწმიდით ნათლის მცემელი. რაც იმას ნიშნავს, რომ მის შემდეგ დაბადებულ ყოველ ბავშვს დაბადებით ეძლევა ნათელღებული სული და მისი ნათლია კი ქრისტეა. ეს არის მისი ჯვარცმულობით ტანჯვის საზღაური და ამიტომაც ახალი აღთქმით, ნათლობების ჩატარება გაუქმებულია!!! რასაც ადასტურებს კანონი: „რჯულის მიხედვით ყველაფერი სისხლით წმიდავდება და მის დაუღვრელად არ ხდება მიტევება“ (ებრაელთა 9-22) და ეს კანონიც: „ვაცთა და ზვარაკთა სისხლით ცოდვების მიტევება შეუძლებელია“ (ებრაელთა 10-4).
„ქველმოქმედება და გაზიარება – ასეთი მსხვერპლნი სათნოა უფალისათვის“ (ებრაელთა 13-16).
„უფალი არის დაფარული აზრებისა და გულთა მხილველი; და ყოველ ადამიანს მიეგება თავისი საქმეებისამებრ“ (გამოცხადება 2-23).
„უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება და არც არავის ასცდება მამხილებელი სამსჯავრო. ფუჭ სიტყვას ერიდეთ და მოეშვით ავსიტყვაობას. რადგან ფარულად თქმულიც კი ამაოდ არ ჩაივლის და ცილისმწამებელი ბაგე სულს ჩაკლავს“ (სოლომონი 1-8/14).
„წარმავალი აჩრდილია ჟამი ადამიანისა და არ იქნება მობრუნება აღსასრულისგან. რადგან ბეჭედდასმულია იგი და არავინ ბრუნდება უკან“ (სიბრძნე სოლომონის 2-5).
„შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ. რამდენადაც ნაკლებია შინაგანი მოლოდინი, მით უფრო შეუცნობელი სჩანს ტანჯვის მიზეზი“ (სოლომონი 17-10/12).
„მრუშთა შვილნი მოიწიფებიან და თესლი უკანონო საწოლისა გაქრება. დიდხანსაც რომ იცოცხლონ, მაინც არარად შეირაცხებიან და უპატიო იქნება მათი ღრმა სიბერეც. რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული“ (სოლომონი 3-16/19).
„უკანონო ძილში შობილი შვილები, მშობელთა მრუშობის მოწმენი არიან მათი განკითხვისას“ (სოლომონი 4-6).
„საპატიო სიბერე არც დღეგრძელობაშია და არც წელთა რიცხვით განიზომება. არამედ სიბრძნის ფლობითა და უბიწო ცხოვრებით“ (სოლომონი 4-8,9).
„დაიცავით გონიერი განსჯა და ის იქნება სიცოცხლე თქვენი სულისათვის და სამკაული ყელისათვის. მაშინ ივლით უსაფრთხოდ ცხოვრების გზაზე და ფეხი არ დაგიბრკოლდებათ. როცა დაწვებით არ შეგეშინდებათ და ტკბილი ძილი მოგეცემათ. ნუ შეგეშინდებათ უეცარი შიშისა და ბოროტეულთა თავდასხმისა, როცა მოვა. რადგან უფალი იქნება თქვენი საყრდენი და დაიცავს თქვენს ფეხებს შებორკვისაგან“ (იგავები 3-21/26).
„სისაძაგლეა უფლის წინაშე მრუდი. წრფელებთან კი მეგობრობს იგი. უფალის წყევლაა მიწიერის სახლზე. ხოლო მართალთა ბინას კი აკურთხებს იგი. თუ მასხრებს ამასხარავებს, თავმდაბლებს აძლევს მადლს. ბრძენნი პატივს დაიმკვიდრებენ. ხოლო ბრიყვნი კი დამცირებას მიიღებენ“ (იგავები 3-32/35).
„6 რამ სძულს უფალს და 7 რამ ეზიზღება: ზვიადი თვალები, მატყუარა ენა, უდანაშაულო სისხლის დამღვრელი ხელები. ბოროტ განზრახვათა განმზრახველი გული. ბოროტებისაკენ სწრაფად მორბენალნი ფეხნი, ცრუ მოწმე, მზაკვრობის წარმომქმნელი და განხეთქილების დამთესავი ძმათა შორის“ (იგავები 6-16/19).
„სარგებელი არ მოაქვს უკეთურ საგანძურს. მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის. უფალი არ დაამშევს მართალის სულს. უკეთურთა სიხარბეს კი ხელს ჰკრავს“ (იგავები 10-2,3).
„სიცოცხლის წყაროა მართალის პირი. უკეთურთა პირი კი ძალადობას ფარავს. სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს. სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს. კეთილგონიერის ბაგეში სიბრძნე იპოვება. უგუნურის ზურგზე კი – წკეპლა. ბრძენი ცოდნას აგროვებს. სულელის პირი კი – მოახლოებულ განადგურებას“ (იგავები 10-11/14).
„მართალთა შრომა სიცოცხლისთვისაა. უკეთურის მოსავალი კი, ცოდვისათვის“ (იგავები 10-16).
„დარიგების შემნახველი სიცოცხლის გზით დადის. შეგონების უკუმგდებელი კი, გზას სცდება“ (იგავები 10-17).
„მართალის ბაგენი მრავალს მწყემსავენ. სულელნი კი უჭკუობით დაიხოცებიან. რისაც ეშინია უკეთურს, სწორედ ის მოუწევს მას. მართალთა წადილი კი სრულდება. გადაივლის ქარიშხალი და აღარ არის უკეთური. მართალი კი საუკუნო საფუძველია“ (იგავები 10-20/25).
„მართალი საუკუნოდ არ წაბორძიკდება. უკეთურნი კი ვერ დაივანებენ ქვეყანაზე. მართალის პირი სიბრძნეს გამოსახავს.უკუღმართთა ენა კი მოიკვეთება. მართალის ბაგეებმა იციან რა არის მოსაწონი. უკუღმართის პირმა კი, მხოლოდ უკუღმართობა“ (იგავები 10-30/32).
„მოვა ამპარტავნება და მოეწევა დამცირებაც. თავმდაბალთ კი სიბრძნე ახლავთ. წრფელებს უბიწოება წარუძღვება. მოღალატეთ კი მათივე ცბიერება დაღუპავთ. ქონება ვერ უშველის განკითხვის დღეს. მოწყალება კი სიკვდილისაგან იხსნის. უბიწოს სამართლიანობა გაუსწორებს გზას. უკეთური კი თავისი უკეთურობით ეცემა. წრფელებს მათი სამართლიანობა იხსნით. მოღალატენი კი შეპყრობილნი იქნებიან თავიანთი სიხარბით“ (იგავები 11-2/6).
„მართალი უბედურებას აარიდებს თავს და მის ნაცვლად უკეთურს ეწვევა. მლიქვნელი პირით ღუპავს თავის მოყვასს. მართალი კი ცოდნით იხსნის თავს. მართალთა სიკეთით ხარობს ქალაქი. უკეთურთა დაღუპვისას კი სიხარულის ყიჟინაა“ (იგავები 11-8/10).
„წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი. უკეთურთა პირით კი – ინგრევა“ (იგავები 11-11).
„მოწყალე კაცი სიკეთეს უზღავს თავის სულს. სასტიკი კი, თავის სხეულს აზიანებს“ (იგავები 11-17).
„კურთხეულის სული დამსუყდება. ვინც სხვას ასმევს წყალს, თვითონაც დარწყულებული იქნება. ვინც თავისთან აკავებს ხორბალს, მას წყევლის ერი. კურთხევა კი დამპურებლის თავზეა“ (იგავები 11-25,26).
„ვინც სიკეთისაკენ ილტვის, ის ეძიებს მოწონებას. ბოროტის მაძიებელს კი ბოროტება ეწვევა. ვინც თავის სიმდიდრეზეა დაიმედებული – დაეცემა. მართალნი კი რტოსავით აყვავდებიან“ (იგავები 11-27,28).
„მართალის ნაყოფი სიცოცხლის ხეა და ბრძენი სულებს იზიდავს. მართალსაც მიეზღვება ამ ქვეყნად და მითუმეტეს უკეთურსა და ცოდვილს“ (იგავები 11-30,31).
„კეთილი მოწონებას იმსახურებს უფალისაგან. მზაკვარ კაცს კი გაასამართლებს“ (იგავები 12-1,2).
„ვერ დაფუძნდება ადამიანი უკეთურებით. მართალთა ფესვი კი არ შეირყევა“ (იგავები 12-3).
„უკეთურთა ფიქრები ჩასახლებაა სისხლის დასაღვრელად. მართალთა ბაგენი კი იხსნიან მათ. დაემხობიან უკეთურნი და აღარ იქნებიან. მართალთა სახლი კი გადარჩება“ (იგავები 12-5/7).
„უკეთურთ ბოროტთა მიმხრობა სწადია. მართალთა ფესვი კი ნაყოფს გამოიღებს“ (იგავები 12-12).
„ჭეშმარიტების ბაგენი სამუდამოდ დაფუძნდებიან. ცრუ კი წამიერია“ (იგავები 12-19).
„არავითარი ზიანი არ მოუვა მართალს. უკეთურნი კი უბედურებით გაივსებიან“ (იგავები 12-21).
„ბეჯითი ხელი იბატონებს. ზარმაცი კი ხარჯად იქნება. გულში დარდი კაცს დათრგუნავს. კეთილი სიტყვა კი გაახარებს“ (იგავები 12-24,25).
„მართალთა სინათლე გაბრწყინდება. უკეთურთა სანთელი კი ჩაქრება“ (იგავები 13-9).
„ამაოებით შეძენილი ქონება, მცირდება. ხელით შემკრებელი კი, გაამრავლებს მას. ხანგრძლივი ლოდინი გულს ქანცავს. აღსრულების სურვილი კი, სიცოცხლის ხეა“ (იგავები 13-11,12).
„ბრძენის მოძღვრება სიცოცხლის წყაროა. რათა გაერიდოს სიკეთის მხარეს. ყოველი გონიერი ცოდნით მოქმედებს. რეგვენი კი სისულელეს გამოაფენს. სიღარიბე და დამცირება ერგება ბრძნული დარიგების უკუმგდებელს. შეგონების დამცველი კი პატივცემული იქნება. ბრძენებთან ერთად მავალი, დაბრძენდება. რეგვენთა მოყვარული კი გაუბედურდება. ცოდვილებს ბოროტება აედევნებათ. ხოლო მართალთ კი კეთილი მიეზღვებათ“ (იგავები 13-14/21).
„მშვიდი ენა სიცოცხლის ხეა. ენით მზაკვრობა კი – სულის შემუსვრა“ (იგავები 15-4).
„მართალის სახლში მრავალი განძია. უკეთურის მოსავალში კი – ვაება“ (იგავები 15-6).
„მოყვასის უბედურების მოხარული, ვერ გაექცევა სასჯელს. ღარიბის აბუჩად ამგდები კი, თავის გამჩენს გმობს“ (იგავები 17-5).
„ვინც სიკეთის წილ ბოროტებას მიუზღავს, მის სახლს ბოროტება არ მოშორდება“ (იგავები 17-13/15).
„ვინც ყურს დაიხშობს ღარიბის თხოვნისაგან, ისიც ითხოვს ერთ დღეს; მაგრამ არავინ გასცემს პასუხს“ (იგავები 21-13).
„გონების გზას აცდენილი ადამიანი, მკვდართა კრებულში დაივანებს“ (იგავები 21-16).
„უსამართლობის დამთესავი უბედურებას მოიმკის და მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება. კეთილმოსურნე კი კურთხეული იქნება. რადგან თავისი პურიდან მისცა ღარიბს“ (იგავები 22-8,9).
„გააგდე ბრიყვი და გავა განხეთქილებაც. შეწყდება ჩხუბი და კილვა“ (იგავები 22-10).
„ვინც ამბავს აგზავნის ბრიყვის მეშვეობით, ღებულობს ძალადობას“ (იგავები 26-6).
„ცილისწამების გარეშე დაცხრება შუღლი“ (იგავები 26-20).
„ცილისმწამებლის სიტყვები განმგმინავია და გულის სიღრმეში აღწევენ ისინი“ (იგავები 26-22).
„მლიქვნელი პირი დამხობას ამზადებს“ (იგავები 26-28).
„გონიერი ხედავს ბოროტს და იმალება. ხოლო გულუბრყვილონი ჩაივლიან და ისჯებიან“ (იგავები 27-12).
„თუ ვინმე თავის მოყვასს აკურთხებს ხმამაღლა დილაადრიან, წყევლად ჩაეთვლება მას“ (იგავები 27-14).
„ადამიანი მისი ქება-დიდებისამებრ გამოიცდება“ (იგავები 27-21).
„ვინც ამრავლებს თავის ქონებას ვახშითა და სარგებლით – ღატაკთათვის მწყალობელისათვის აგროვებს მას“ (იგავები 28-8).
„ვინც ღვთისაგან დადგენილი კანონების მოსმენას არიდებს ყურს, მისი ლოცვა სისაძაგლეა“ (იგავები 28-9).
„ბოროტ გზაზე წრფელთა მაცდუნებელი, თავისივე თხრილში ჩავარდება. ხოლო უბიწონი სიკეთეს დაიმკვიდრებენ“ (იგავები 28-10).
„თავისი დანაშაულებების დამფარველს, წარმატება არ ექნება. ხოლო მათი მაღიარებელი და დამტოვებელი კი, შეწყნარებული იქნება“ (იგავები 28-13).
„ანგარების მოძულე, სიცოცხლის დღეებს გაიგრძელებს“ (იგავები 28-16).
„მორწმუნე კაცი კურთხევითაა მდიდარი. ხოლო მატერიალურად გამდიდრების მოსწრაფე კი, არ დარჩება დაუსჯელი“ (იგავები 28-20).
აქ მინდა შენიშვნა გავაკეთო მცნება „მორწმუნის“ შესახებ. კითხვაზე ვინ არის ღმერთის საზომით შეფასებული მორწმუნედ? პასუხი ასეთია: მხოლოდდამხოლოდ ის, ვინც არის ღმერთის მიერ დადგენილ კანონებში კარგად გაწაფული და სიტყვითაც და საქმითაც მათი უპირობო დამცველი.
„მიკერძოება კარგი არ არის. თვალხარბი კაცი ქონებას ეტანება და არ იცის, რომ გაჭირვება მოეწევა მას“ (იგავები 28-21,22).
„ადამიანის მამხილებელი ბოლოს უფრო ჰპოვებს მადლს, ვიდრე ქლესა ენიანი“ (იგავები 28-23).
„ხარბი შუღლს აღვივებს“ (იგავები 28-25).
„თავის გულზე დაიმედებული, ბრიყვია. ხოლო სიბრძნით კი მადლი გადარჩება“ (იგავები 28-26).
„ვინც ღარიბს აძლევს, არ ექნება გაჭირვება. ხოლო ვინც თვალს არიდებს, მდიდარია წყევლით“ (იგავები 28-27).
„უკეთურთა აღზევებისას იმალება ადამიანი. ხოლო მათი დაღუპვის დროს კი მართალნი მრავლდებიან“ (იგავები 28-28).
„კაცი, რომელსაც ამხელენ და მაინც ჯიუტობს, უცებ განადგურდება და არ ექნება კურნება“ (იგავები 29-1).
„მართალთა განდიდებისას ხარობს ხალხი. ხოლო უკეთურთა განდიდებისას, კვნესის ხალხი“ (იგავები 29-2).
„მეფე სიმართლით დააფუძნებს ქვეყანას. ხოლო მექრთამე კაცი კი დაამხობს მას“ (იგავები 29-4).
„თავქარიანი კაცები ცეცხლივით უბერავენ ქალებს. ხოლო ბრძენნი კი უკუაგდებენ რისხვას“ (იგავები 29-8).
„მეფე, რომელიც სიმართლით ასამართლებს ღარიბს, სამუდამოდ განიმტკიცებს თავის ტახტს“ (იგავები 29-14).
„უკეთურთა მომრავლებისას მრავლდება დანაშაული. მართალნი კი მათ დამხობას იხილავენ“ (იგავები 29-16).
„ვისაც ადამიანისა ეშინია, მახე დაეგება. ხოლო ვინც უფალსაა მინდობილი, იგი დაცული იქნება“ (იგავები 29-25).
„მრავალნი ეძებენ ბატონის კეთილგანწყობილ სახეს. მაგრამ უფალისგანაა კაცის განაჩენი“ (იგავები 29-26).
„ღმერთის ყოველი სიტყვა ჭეშმარიტია და ფარია ის მასზე დანდობილისათვის. ნურავინ მიუმატებს ნურაფერს მის სიტყვებს. რადგან არ დაისაჯოს ამისათვის და არ გამოდგეს მატყუარა“ (იგავები 30-5,6).
„3 რამის ქვეშ იძვრის მიწა და 4-ის ზიდვა არ შეუძლია: მონა, როცა ის მეფდება. არამზადა, როდესაც ის პურით ვერ ძღება. საძულველი ქალი, როდესაც ის თხოვდება და მხევალი, როდესაც ის დაიმკვიდრებს თავისი ქალბატონის ადგილს“ (იგავები 30-21/23).
„თითოეულის საქმეს დღე გამოაჩენს. ვინაიდან ის ცეცხლით გამოცხადება და თითოეული საქმე როგორიც არის, ცეცხლი გამოცდის. ვისი დაშენებულიც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს. ხოლო ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თავად კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლიდან“ (I კორინთელთა 3-13/15).
„ისეთივე უპირატესობა აქვს სიბრძნეს სიბრიყვესთან, როგორც სინათლეს სიბნელესთან. ბრძენის თვალები მის თავშია. ბრიყვი კი სიბნელეში დადის“ (ეკლესიასტე 2-13,14).
„სჯობს ღატაკი ბრძენი ყმაწვილი, მოხუც ბრიყვ მეფეს. რადგან ის საპატიმროდან გამოვა გასამეფებლად, თავის სამეფოში ღატაკადაც რომ დაიბადოს“ (ეკლესიასტე 4-13,14).
„ვისაც მატერიალური სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მისით“ (ეკლესიასტე 5-10).
„ტკბილია მშრომელის ძილი, ცოტას შეჭამს თუ ბევრს. მაგრამ სიმაძღრე მდიდარს არ ანებებს ძილს“ (ეკლესიასტე 5-12).
„თავისი პატრონის მიერ შენახული სიმდიდრე, მისდა საუბედუროდ იღუპება უბედური შემთხვევის გამო“ (ეკლესიასტე 5-13,14).
„თუ ადამიანს ღმერთმა მისცა სიმდიდრე და ქონება, რომ ისარგებლოს მისით, მიიღოს თავისი წილი და იხაროს თავისი შრომით – ეს ღმერთის საჩუქარია“ (ეკლესიასტე 5-19).
„ნუ შესცოდავ დიდად და ნუ იქნები სულელი – რად უნდა მოკვდე უდროოდ?“ (ეკლესიასტე 7-17).
„ნუ იქნები დიდად მართალი და ნუ დაბრძენდები მეტისმეტად – რად უნდა იყო შეწუხებული?“ (ეკლესიასტე 7-16).
„მცნებათა დამცველმა არ იცის ბოროტი საქმე. ჟამი და სამართალი კი იცის ბრძენის გულმა. რადგან ყოველ საქმეს აქვს თავისი ჟამი და წესი. მაგრამ ადამიანს მძიმედ აწევს უბედურება“ (ეკლესიასტე 8-5,6).
„სიბრძნე სჯობს საბრძოლო იარაღს. მაგრამ ერთი ცოდვილი ღუპავს მრავალ კეთილს“ (ეკლესიასტე 9-17,18).
„სიმშვიდე გადაფარავს დიდ ცოდვებს“ (ეკლესიასტე 10-4).
„არის ამაოება, რომელიც ხდება მიწაზე: არიან მართალნი, რომელთაც მიეზღვებათ უკეთურთა მოქმედებისამებს და არიან უკეთურნი, რომელთაც მიეზღვებათ მართალთა მოქმედებისამებრ“ (ეკლესიასტე 8-14).
შენიშვნა: რაც იმ შემთხვევაში ხდება, თუკი უკეთურნი მოახერხებენ მართალის ცდუნებას.
„ბრიყვის ბაგენი მასვე გადაყლაპავენ. მისი პირის ნათქვამის დასაწყისი სიბრიყვეა, ხოლო დასასრული კი – ავი სიბრიყვე“ (ეკლესიასტე 10-12,13).
„ვაი შენ ქვეყანავ, მეფედ ყმა რომ გყავს და შენი მთავარნი კი დილიდანვე ჭამენ. ნეტარება შენ ქვეყანავ, რომ შენი მეფე დიდებულთა ძეა. ხოლო შენი მთავრები კი თავის დროზე ჭამენ ძალ-ღონის მოსაკრებად და არა საღრეობოდ“ (ეკლესიასტე 11-16,17).
„გაეცი პური წყალობად. რადგან მრავალი დღის შემდეგ ჰპოვებ მას“ (ეკლესიასტე 11-1).
„გაფრთხილდით! ბევრი ფიქრი ასუსტებს ხორცს“ (ეკლესიასტე 12-12).
„არც ადამიანმა იცის თავისი ჟამი – მსგავსად თევზებისა. რომელნიც ჩაჭიდებულნი არიან ბოროტ ბადეს. მათსავით შეპყრობილნი იქნებიან ადამიანები უბედურების ჟამს, უცბად რომ დაატყდებათ თავს“ (ეკლესიასტე 9-12).
„შეწყვიტეთ ბოროტების ჩადენა. ისწავლეთ სიკეთის ქმნა. ეძებეთ სამართალი. გაამაგრეთ ჩაგრული. სამართლიანად გაასამართლეთ ობოლი და გამოესარჩლეთ ქვრივს. თუ მოინდომებთ და ყოველივე ამას შეისმენთ და აღასრულებთ, მაშინ მიწის დოვლათს შეჭამთ. მაგრამ თუკი უარს იტყვით და იურჩებთ, მახვილით მოისპობით“ (ესაია 1-16/20).
„ყველაფერში გამდიდრდებით ყოველგვარი ხელგაშლილობისაგან, რაც ჩვენს მიერ ღვთისადმი მადლიერებას გამოიწვევს“ (II კორინთელთა 9-11).
„ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის. ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის“ (II კორინთელთა 9-6).
„ყოველთვის ასე იყო და ახლაც რომ ასეა: ხორციელად შობილი სდევნის სულით შობილს“ (გალატელთა 4-29).
„ჭირი მიეგოს ღვთის შვილთა შემაჭირვებელს!“ (II თესალონიკელთა 1-6).
„ცეცხლის ალით იქნება შურისგებული ის, ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ დაემორჩილა ქრისტეს მოძღვრებას“ (II თესალონიკელთა 1-8).
„გამდიდრების მსურველნი ჩაცვივდებიან განსაცდელსა და მახეში. ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ფულისმოყვარეობაა და ვინაც მან გაიტაცა, განშორდა რწმენას“ (I ტიმოთე 6-9,10).
„ვაი ბევრი სახლისა და ბევრი მიწის მფლობელს. რადგან ბევრი სახლი გაუდაბურდება მცხოვრებთა გარეშე. ვაი დილაადრიან ამდგართ, რომელნიც სასმელს მისდევენ და გვიან ღამემდე უსხედან ღვინოს. რადგან უფალის სახლს არ უყურებენ და მის ხელთა ქმნილებას ვერ ხედავენ“ (ესაია 5-8/12).
„ვაი ღვინის სმაში ვაჟკაცთ და მის ჩამოსხმაში მამაცთ. ქრთამით დამნაშავის გამმამართლებელთ და მართალთაგან მისი სიმართლის წამრთმეველთ. მათი ფესვი ხრწნასავით იქცევა და მათი ყვავილი მტვერივით აიყრება“ (ესაია 5-22/24).
„ვაი მათ, რომელნიც უსამართლო კანონებს გამოსცემენ და შეურაცხყოფილ გადაწყვეტილებებს წერენ. რათა გაამრუდონ ღატაკთა სამართალი და უფლება წაართვან ღარიბთ. რათა ქვრივნი მათი ნადავლნი გახდნენ და ობოლნი გაძარცვონ“ (ესაია 10-1,2).
„არცერთი მეომარი არ შეიბორკება ცხოვრებისეული საქმეებით, რათა აამოს მხედართმთავარს. ხოლო ვინმე თუ იბრძოლებს კიდეც, გვირგვინს ვერ მიიღებს, თუ უკანონოდ იბრძოლებს“ (II ტიმოთე 2-4,5).
„ყველას მიეზღვება თავისი ხელების ნამოქმედარის მიხედვით“ (ესაია 3-10,11).
„ვისაც ტყვე მიჰყავს, თავადაც ტყვედ წავა. ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა“ (გამოცხადება 13-10).
„ვინც სიმართლით დადის და წრფელად ლაპარაკობს და ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი; ვინც არ იღებს ქრთამს; იცობს ყურს, სისხლიანი ამბების მოსასმენად; ხუჭავს თვალს ბოროტების არ დასანახავად – ის სიმაღლეებში დაივანებს. კლდეთა საყრდენი, მისი საყრდენია. თავისი პური მიეცემა მას და თავისი წყალი არ შეუწყდება“ (ესაია 33-15,16).
„უსამართლობით სიმდიდრის მომხვეჭელნი, თავიანთი დღეების შუაძალზე დაკარგავენ მას და ბოლოს კი ბრიყვად დარჩებიან“ (იერემია 17-1).
„ვაი იმას, ვინც უსამართლობით აშენებს თავის სახლს და უკანონოდ – თავის სამყოფელს. თავის მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ აძლევს“ (იერემია 22-13).
„თუკი ბოროტმოქმედი მოიქცევა ყველა თავისი ცოდვისაგან, რომელიც ჩაიდინა და დაიცავს უფალისაგან დაწესებულ ყველა წესს. იქმს სამართალსა და სიმართლეს, სიცოცხლით იცოცხლებს და არ მოკვდება. იმ ყველა დანაშაულს რაც ჩაუდენია, არ გაუხსენებენ მას თავისი სიმართლით, რომელსაც აკეთებს და ის იცოცხლებს“ (ეზეკიელი 18-21,22).
„მაგრამ თუკი მართალი მოიქცევა თავისი სიმართლიდან და უსამართლობას სჩადის, იცოცხლებს კი?! ყოველ მის სიმართლეს რაც გაუკეთებია, არ გაუხსენებენ თავისი მუხთლობის გამო, რომლითაც მუხთლობდა და თავისი ცოდვით, რომლითაც სცოდავდა და მოკვდება“ (ეზეკიელი 18-24).
„თითოეული თავისი გზის მიხედვით განისჯება“ (ეზეკიელი 18-30).
„ადამიანი ნიჭის გამო არ უნდა გაამაყდეს. რადგანაც ამისათვის სიკვდილით გადაეცემა ქვემო ქვეყანას, საფლავში ჩასულ ადამის ძეთა შორის“ (ეზეკიელი 31-14).
„ეძებეთ სიკეთე და არა ბოროტება, რათა ცოცხალი გადარჩეთ“ (ამოსი 5-14).
„ვინც სხვისას აგროვებს და მონახვეჭით იმძიმებს თავს; რაკი უამრავი ხალხი ყავს გაძარცვული, მასაც გაძარცვავს ყველა. ვაი მას, ვინც უსამართლოდ იხვეჭს თავისი სახლისათვის და მაღალზე იბუდებს. ვაი მას, ვინც სისხლზე აშენებს ქალაქს და უსამართლობაზე აფუძნებს დარბაზებს. ვაი მას, ვინც თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ სიშიშვლეს უყუროს. რა სარგებლობა აქვს მოქანდაკის ან მხატვრის შექმნილ კერპს? ვაი მას, ვინც ეუბნება მათ: გაიღვიძეთ და გამოფხიზლდითო. ეს არის მოძღვარი? აჰა, ოქრო-ვერცხლშია ჩასმული, სული კი არ უდგას. უფალი კი თავის წმიდა ტაძარშია“ (აბაკუმი 2-4/20).
„რძის შედღვება წარმოქმნის კარაქს და ცხვირის შედღვება – სისხლს. ხოლო რისხვის შედღვება კი წარმოქმნის შუღლს“ (იგავები 30-32,33).
„როგორც ჩიტის ქროლვა, როგორც ბეღურის ფრენა – ისე არავის არ მოეწევა დაუმსახურებელი წყევლა“ (იგავები 26-2).
„უფლის თვალები იცავენ ჭეშმარის ცოდნას. მოღალატის ნათქვამს კი აბათილებს“ (იგავები 22-12).
„ღრმა თხრილია უცხო პირი. ვისზედაც გამწყრალია უფალი, ჩავარდება შიგ“ (იგავები 22-14).
„ვისაც ჩხუბი უყვარს, დანაშაული უყვარს. ვინც მაღლა სწევს თავის კარს, დამტვრევას ეძიებს. გულმრუდე ვერ ჰპოვებს სიკეთეს და ენით უკუღმართი, უბედურებაში ჩავარდება. ვინც ბრიყვს შობს, ისევ თავის ჭირად და ვერ ხარობს არამზადას მამა“ (იგავები 17-19/21).
„მხიარული გული ხელს უწყობს კურნებას. ხოლო დავრდომილი სული, ძვალს ახმობს“ (იგავები 17-22).
„ნუ ჩაუსაფრთდები უკეთურო მართალის სავანეს და ნუ გაძარცვავ მის წამოსაწოლს. რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც ადგება. ხოლო უკეთურნი კი უბედურებაში წაბორძიკდებიან“ (იგავები 24-15,16).
„შენი მტრის დაცემისას ნუ გაიხარებ და მისი წაბორძიკებისას ნუ ილხენს შენი გული. თორემ იხილავს უფალი და ცუდად გამოჩნდები მის თვალში და მოაქცევს მისგან თავის რისხვას“ (იგავები 24-17,18).
„ნუ გაეჯიბრები ბოროტმოქმედთ და ნუ შეგშურდება უკეთურთა. რადგან მომავალი არ ექნება ბოროტს და უკეთურთა სანთელი ჩაქრება“ (იგავები 24-19,20).
„ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხოთ. ვინაიდან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ თქვენ“ (მათე 7-7).
„მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია“ (მათე 10-10).
„ფარისეველნი ბრმანი არიან და ბრმათა წინამძღოლები. ხოლო თუ ბრმას ბრმა მიჰყავს, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან“ (მათე 15-14).
„უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში“ (მათე 19-24).
„ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ“ (მარკოზი 10-15).
„იყავით გულმოწყალენი. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით. მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი. მიუტევეთ და მოგეტევებათ. მიეცით და თქვენც მოგეცემათ და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლუკა 6-36/38).
„მცირედში ერთგული, ბევრშიაც ერთგულია. ხოლო ვინც მცირედში უსამართლოა, ბევრშიაც უსამართლოა. ჰოდა თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?! თუ სხვისას არ უერთგულებთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?!“ (ლუკა 16-10/12).
„მეამბოხეთა დაღუპვა უცბათ მოვა“ (იგავები 24-22).
„ვინც უკეთურს ეუბნება: მართალი ხარო. მას ხალხები დაწყევლიან და ერები შერისხავენ. ხოლო მამხილებელთ კი სიამე ექნებათ და მათზე გადმოვა კეთილი კურთხევა“ (იგავები 24-23/25).
„მოაშორეთ მეფეს უკეთური და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება“ (იგავები 25-5).
„როგორც ოქროს ბეჭედი და ბაჯაღლოს სამკაული, ისეა ბრძნული განკიცხვა ყურადმღები ყურისათვის“ (იგავები 25-12).
„რაც ცივი წყალია დაღლილი სულისათვის, ისაა კარგი ამბავი შორი ქვეყნიდან“ (იგავები 25-25).
„არ შეიზიზღებენ ქურდს, თუ იპარავს შიმშილის მოსაკლავად. მაგრამ თუ იპოვნიან, შვიდმაგად გადაიხდის. თავისი სახლის მთელ ქონებას მისცემს“ (იგავები 6-30,31).
„სიგლახისაკენ ლტოლვა სიკეთეს აბნელებს და უმანკოებას რყვნის ვნებათა ღელვა“ (სოლომონი 4-12).
„თუ სიკეთის მქნელი ხარ, თავაწეული უნდა იყო. მაგრამ თუ სიკეთის მქნელი არ ხარ, მაშინ ცოდვა ჩასაფრებულია შენს კართან და შენსკენ აქვს მას ლტოლვა“ (დაბადება 4-7).
„უღვთოს იმედი ქრება და ერთ დღეს სტუმრებული კაცის ხსოვნასავით წაიშლება“ (სოლომონი 4-14).
„ჩაგრული კაცი შეწყალების ღირსია. მძლავრნი კი მძლავრობით ეწამებიან. ძლიერებს მკაცრი ელოდებათ განკიცხვა. რადგან სამეფოს მეთაურნი იყვნენ და სიმართლით არ განსჯიდნენ. არც რჯულს იცავდნენ და არც ღვთის წესებისამებრ წარმართავდნენ“ (სიბრძნე სოლომონის 4-4/8).
„კაცის გული თავის გზებს გეგმავს. მაგრამ მის ნაბიჯებს უფალი წარმართავს“ (სოლომონი 14-15).
„მრავალი განზრახვაა კაცის გულში. მაგრამ მხოლოდ უფალის კანონთა განსჯით დადგენილი აღსრულდება“ (სოლომონი 18-19).
„სიკეთის წილ ბოროტების მიმგებს, სახლში უბედურება არ გამოელევა“ (სოლომონი 17-18).
„უფალი ღმერთი მამათა ცოდვებს შვილებს მოჰკითხავს, მის მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობებში. ხოლო წყალობას ჰყოფს, მის მოყვარულთა და მცნებათა დამცველთა ათასეულ თაობებში“ (გამოსვლა 20-5,6).
„მომკელი ღებულობს თავის საზღაურს და მოაგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის. ისე, რომ მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ. ამგვარად ჭეშმარიტია ანდაზა: ერთი თესავს და სხვა იმკისო. რადგან სხვებმა იშრომეს და მომკელნი კი მათ ნამუშავარში შევიდნენ“ (იოანე 4-36/36).
„მდიდარი შეფასდება თავისი სიმდაბლით. რადგან გადაივლის როგორც ბალახის ყვავილი, როცა მზე პაპანაქებით გაახმობს მას“ (იაკობი 1-10,11).
„ნეტარია კაცი, რომელმაც დაითმინა განსაცდელი. რადგან რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს – ღმერთმა რომ აღუთქვა თავის მოყვარულებს“ (იაკობი 1-12).
„ყველა კეთილი საბოძვარი და სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან. რომელთაგანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“ (იაკობი 1-17).
„ბევრნი ნუ გახდებით დამმოძღვრელნი. იცოდეთ ამით უფრო დიდ მსჯავრს მიიღებთ. რადგან ყველანი ბევრს სცოდავთ“ (იაკობი 3-1,2).
„სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა“ (იაკობი 3-16).
„გსურთ და არ გაქვთ. კლავთ და გშურთ. მაგრამ საწადელს ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ. რადგან სათანადოდ არ ითხოვთ. ითხოვთ და არ გეძლევათ. რადგან ბოროტს ითხოვთ. რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ“ (იაკობი 4-2,3).
„ვისაც სოფელთან მეგობრობა სურს, ის ღვთის მტერი ხდება“ (იაკობი 4-4).
„თავისთავად არაფერია გაუწმიდურებული. გაუწმიდურებული მხოლოდ მათთვის არის, ვინც გაუწმიდურებულად ჩასთვლის რამეს“ (რომაელთა 14-14).
„ნეტარია ის, ვინც თავის თავს არ სდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ყოველივე რაც რწმენითაა, არ არის ცოდვა“ (რომაელთა 14-22,23).
„ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგენი ნუ იტყვიან ზაკვას. ერიდოს ბოროტს. აკეთოს სიკეთე. ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფოდეს. რადგან ღვთის თვალები მიპყრობილია მართალთა მიმართ და ყურები – მათი ვედრების მიმართ. ხოლო ღვთის სახე ბოროტმოქმედთა წინააღმდეგაა“ (I პეტრე 3-10/12).
„ადამიანს გზას თავისი სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის“ (სოლომონი 18-19).
„ღარიბ-ღატაკი განმკითხავი სესხს აძლევს უფალს და ის მიუზღავს სამაგიეროს“ (სოლომონი 18-19).
„ცხენი გაამზადებულია ბრძოლის დღისათვის, მაგრამ შველა უფალისგან არის“ (სოლომონი 21-23).
„ბოროტეულის სახლის მზირველი მართალი, ბოროტეულთ გაანადგურებს“ (სოლომონი 21-22).
„ბრიყვს მისი სირეგვენისამებრ ნუ უპასუხებ, რათა მისი მსგავსი არ გახდე“ (სოლომონი 25-26).
„ორმოს გამთხრელი, შიგ თვითონ ჩავარდება. ქვა, მის მსროლელს დაუბრუნდება“ (სოლომონი 26-28).
„ვინც ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება. ხოლო ვინც მათ მოინანიებს და მიატოვებს, შეწყალებული იქნება“ (სოლომონი 28-29).
„ვინც ღარიბს აძლევს, არ გაღარიბდება. ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, დაიწყევლება“ (სოლომონი 28-29).
„ღვთისათვის სათნო შეყვარებულ იქნა და ცოდვილთა შორის მცხოვრები წაყვანილი იქნა. წარიტაცეს, რათა მისი გონება ბოროტებას არ შეეცვალა, ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული. როდესაც კვდება მართალი, მსჯავრს დებს ცოცხალ უღვთოებს და ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – ცოდვილის ხანდასმულ სიბერეს“ (სოლომონი 4-5).
„ვინც რითიც შესცოდავს, იმით დაისჯება“ (სოლომონი 1-12).
„თუ ვინმე სცემს კაცს სასიკვდილოდ და კაცი მოკვდება, ამის ჩამდენიც მალე მოკვდება. ვინც რა ზიანს მიაყენებს სხვას, იგივე მასაც დაემართება“ (ლევიანები 24-17/20).
„თუ ვინმეს ვინმე არაგანზრახულად შემოაკვდება, მაშინ უნდა გადაიხვეწოს იქედან. ხოლო თუ განზრახ მკვლელობას აქვს ადგილი, მაშინ მკვლელი თავადაც მოკვდება“ (გამოსვლა 21-13,14).
„ადამიანის გამტაცებელი და მისი გამყიდველი, მოკვდება“ (გამოსვლა 21-16).
„მჩაგვრელი განადგურდება“ (გამოსვლა 22-23,24).
„პირუტყვთან სქესობრივად მოკავშირე, მოკვდება“ (გამოსვლა 22-12).
„ორსულის მკვლელი, მოკვდება“ (გამოსვლა 21-28).
„ტრეფიკინგში მონაწილეობისათვის სასიკვდილო განაჩენია დადგენილი“ (II რჯული 24-7).
„ცოდვის ჩადენის მოწმე თუ არ განაცხადებს მომხდარს. მაშინ ისიც იტვირთებს ამ ცოდვის წილს“ (ლევიანები 5-1).
„თუ გამოვა ბოროტი ცრუ მოწმედ, მაშინ მას მიეგება ის სასჯელი, რომლითაც ცილს სწამებს მართალს“ (II რჯული 19-18,19).
„ვინც ქალწულს ცილს დასწამებს, დაისჯება მატერიალური ქონების დანაკარგით“ (II რჯული 22-14/19).
„ყმაწვილ ქალს ნურაფერს უზამ, რადგან მას არა აქვს სასიკვდილო ცოდვა. რადგან ეს ტოლფასია იმისა, რომ კაცი ადგეს თავისი მოყვასის წინააღმდეგ და მოკლას“ (II რჯული 22-16).
„ქალზე მოძალადე და მისი გამაუპატიურებელი, სიკვდილით დაისჯება“ (II რჯული 22-25).
„მოუფიქრებლად გამოთქმული ყველაფერი ფიცით, დანაშაულია“ (ლევიანები 5-4).
„მამაკაცი ან დედაკაცი თუ აღმოჩნდება მესულთანე ან ჯადოქარი, ჩაქოლვითი სიკვდილით მოკვდება“ (ლევიანები 20-27).
„ქურდი მოპარულ წილს ხუთმაგად ზღავს. თუ არ ექნება, გაიყიდება“ (გამოსვლა 22-3,4).
„თუ ვინმე დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, მასაც იგივე მოუვა“ (ლევიანები 21-17,19).
„პირუტყვის მკვლელი ზღავს მას. ხოლო ადამიანის მკვლელი, თავადაც მოკლული იქნება“ (ლევიანები 24-21).
„ცუდი ხმების დაყრის გამო, სენი შეეყრება ადამიანს“ (რიცხვნი 14-37).
„უგუნურს ჯავრი კლავს. ბრიყვს შური ღუპავს“ (იობი 5-2).
„უფალი აღამაღლებს თავმდაბლებს და მგლოვიარენი ხსნად მაღლდებიან. ის აცამტვერებს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვერ აღწევენ წარმატებას. იჭერს სოფლის ბრძენებს მათივე ცბიერებით და მზაკვართა თათბირი ფუჭი ხდება“ (იობი 5-11/13).
„უფალი იხსნის ღატაკს მზაკვართა პირის მახვილისაგან და ძლიერის ხელიდან“ (იობი 5-15).
„ნეტარია კაცი, რომელსაც ამხელს ღმერთი. 6 გაჭირვებიდან იხსნის და მე-7 გზის არ შეემთხვევა ბოროტება. შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან იხსნის და ბრძოლის ჟამს, მახვილისაგან“ (იობი 5-17/20).
„უღვთოთა იმედი ქარწყლდება“ (იობი 8-13).
„ღმერთი არ მოიძულებს უმანკოს და არ შეეწევა ბოროტმოქმედს“ (იობი 8-20).
„ადამიანის დანაშაული იბეჭდება გრაგნილში“ (იობი 14-17).
„ბერწია უღვთოთა კრებული და ცეცხლი შეჭამს მექრთამეთა კარვებს. მუცლად იღებენ სალმობას და შობენ სიავეს. შიგანი მათი კი ამზადებს სიცრუეს“ (იობი 15-34,35).
„ვინც მეგობრებს დაასმენს ანგარებით, მის შვილებს მხედველობის პრობლემა ექნებათ“ (იობი 17-5).
„ღვთის შვილზე ხელის აღმართველს, ბეჭი ჩამოუვარდება“ (იობი 31-22).
„უმოსავლობის მიზეზი, დოვლათის არასწორად განაწილებაშია“ (იობი 31-38/40).
„უფალი საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს და კაცს მისი გზებისამებრ მიაგებს“ (იობი 34-11).
„ვერ დადგებიან ქედმაღალნი უფლის წინაშე. მას არ უყვარს უსამართლობის ჩამდენი და ღუპავს სიცრუის მთქმელს“ (ფსალმუნები 5-6,7).
„ნეტარია კაცი, რომელიც არ მისდევს უღვთოთა რჩევას და ცოდვილთა გზას არ ადგას“ (ფსალმუნები 1-1).
„უფალი აკურთხებს მართალთ და თავისი წყალობით შემოსავს, როგორც ჯავშნით“ (ფსალმუნები 5-13).
„უფალი გულმოწყალეს წყალობით ექცევა. გულმართალს – გულმართლად. ჭეშმარიტს – ჭეშმარიტად და უკუღმართს – უკუღმართად“ (ფსალმუნები 17-26,27).
„ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი, ვინც მიუღწეველს არ წაეპოტინება და ყალბად არ დაუფიცავს – ის მიიღებს კურთხევას უფლისგან და წყალობას თავისი მხსნელი ღმერთისაგან“ (ფსალმუნები 23-4,5).
„თუ გაიგონებთ უფლის ხმას და სწორად მოიქცევით მის თვალში. ყურად იღებთ მის მცნებებს. დაიცავთ ყოველ წესს. მაშინ არ მოგევლინებათ არცერთი სენი. რადგან უფალია თავად მკურნალი“ (გამოსვლა 15-26).
„ბოროტეულის ავგულობა თავის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მისსავე თხემს დაეცემა“ (ფსალმუნები 7-17).
„დასნეულებისას ადამიანმა უნდა ეძიოს უფალი და არა მხოლოდ მკურნალი“ (II ნეშტთა 16-12).
შენიშვნა: ეს სამი კანონი იუწყება იმას, რომ ადამიანის ავად გახდომის საფუძველს წარმოადგენს ღვთისაგან დაწესებულ კანონთა დაუცველობა. ვინაიდან მის გამო ხდება დაზიანება ტვინის უჯრედებისა. ტვინის არასრულყოფილად ფუნქციონირება კი, ორგანიზმში იწვევს დაავადებათა აღმოცენებას. ხოლო რაც შეეხება სენის სახეობას, იგი დამოკიდებულია კანონთა დარღვევისა და გენეტიკურ მემკვიდრეობის სახეობებზე. ამიტომაც ადამიანის სრულად გაჯანსაღება მხოლოდ მედიცინას არ შეუძლია და მას მხოლოდ ავადობის მიძინება ძალუძს. ხოლო სრულად გაჯანსაღება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი მოიძიებს თავის ცოდვებს კანონების დახმარებით, შეიცნობს მათ, გულწრფელად მოინანიებს და ცხოვრებას გააგრძელებს კანონთა დაცვის გზით.
„ხორცის სიცოცხლეა მშვიდი გული. ძვალთა ხრწნა კი – შური“ (იგავები 14-30).
„უფალი ბურჯია თავისი ხალხისა და თავისი ცხებულის მხსნელი ფარია“ (ფსალმუნები 28-8).
„უფალი იცავს ერთგულს და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს“ (ფსალმუნები 30-24).
„ნეტარია კაცი, ვისაც უფალი ცოდვას არ ჩაუთვლის და ვის სულშიაც არ არის სიყალბე“ (ფსალმუნები 31-2).
„მრავალი სატკივარი აქვს ბოროტს. უფალზე მინდობილი კი წყალობით არის გარემოცული“ (ფსალმუნები 31-10).
„ყოველ გარჯაშია მატება. ბაგეთა ამაო სიტყვისაგან კი მხოლოდ დანაკლისია“ (იგავები 14-23).
„მდიდარნი გაღატაკდებიან და დაიმშევიან. ხოლო უფალის მაძიებელთ კი არანაირი სიკეთე არ მოაკლდებათ“ (ფსალმუნები 33-11).
„მრავალი სიავე ხვდება მართალს, მაგრამ ყველაფრისაგან იხსნის უფალი. ის იცავს ყოველ მის ძვალს და მათგან ერთიც არ შეიმუსრება. მოკლავს ბოროტს ბოროტება და მართალის მოძულენი პასუხს აგებენ. იხსნის უფალი თავის მორჩილთა სულებს და პასუხს არ აგებს, ვინც მასზეა მინდობილი“ (ფსალმუნები 33-15/23).
„მართალთა მცირედი სჯობია ცოდვილთა დიდ სიმდიდრეს. რადგან მკლავები უკეთურთა შეიმუსრებიან. ხოლო მართალთა შემწე ღმერთია“ (ფსალმუნები 36-16,17).
„მართალნი დაიმკვიდრებენ ქვეყანას და იარსებებენ უკუნისამდე. მართალის ბაგენი სიბრძნეს წარმოსთქვამენ და ენა კი სიმართლეს ლაპარაკობს. რჯული მისი ღმერთისა მის გულშია და არ დაუსხლტება ნაბიჯები“ (ფსალმუნები 36-30,31).
„ბოროტი უთვალთვალებს წმიდას და მის მოკვლას აპირებს. მაგრამ უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს განკითხვის ჟამს“ (ფსალმუნები 36-33).
„მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს. ბრალეულნი კი ერთიანად მოისპობიან. ბოროტთა მომავალი გადაშენდება. ხოლო წმიდათა შველა უფალისგან არის. ის არის მფარველი გაჭირვების ჟამს. დაეხმარება მათ, დაიხსნის ბოროტისაგან და უშველის. რადგან მასზე არიან მინდობილნი“ (ფსალმუნები 36-37/40).
„ნეტარია კაცი, რომელიც უფალზე ამყარებს იმედს და არ მიმართავს კადნიერთ და სიცრუის მოტრფიალეთ“ (ფსალმუნები 39-5).
„ნეტარ არს, ვინც ფიქრობს ღარიბ-ღატაკზე. უბედურების დროს გადაარჩენს მას უფალი“ (ფსალმუნები 40-2).
„ბრიყვები თავიანთი უკანონობისა და ცოდვებისათვის იტანჯებიან“ (ფსალმუნები 106-17).
„უფალი ბოროტეულთ მიაგებს თავიანთ უსამართლობას და თავიანთივე სიავით მოსპობს მათ“ (ფსალმუნები 93-23).
„სიბრძნეზე უარის მთქმელთ ეწვევათ შიში, როგორც ქარიშხალი და მათთან უბედურება გრიგალივით მივა. მაშინ კი მოუხმობენ ღმერთს, მაგრამ ის არ უპასუხებს. დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვნიან იმის წილ, რომ სძულდათ ჭეშმარიტი ცოდნა და უფალის მოშიშობა არ ამოირჩიეს“ (იგავნი 1-27/29).
„გულუბრყვილოებს თავიანთი განდგომა მოკლავთ და ბრიყვებს კი თავიანთი კმაყოფილება მოსპობთ. მაგრამ სიბრძნის მომსმენი და შემსმენი მშვიდად იცხოვრებს და ბოროტის შიში აღარ ექნება“ (იგავები 1-32,33).
„ავის მზრახველი კაცი შეძულებული არის. გულუბრყვილონი სისულელეს იწილადებენ. გონიერნი კი ცოდნით გვირგვინდებიან“ (იგავები 14-15/18).
„უფალი ფარია უბიწოდ მავალთათვის“ (იგავები 2-7).
„უფლის შიშში ძლიერია რწმენა და მის შვილებს ექნებათ თავშესაფარი. უფალის შიში სიცოცხლის წყაროა, რათა განერიდოს სიკვდილის მახეს“ (იგავები 14-26,27).
„წრფელნი ქვეყნად იცხოვრებენ და უბიწონი დარჩებიან მასში. ბოროტნი კი ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მოღალატეებიც აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2-21,22).
„ღმერთი ბინას აძლევს ეულებს. გამოყავს ტყვეები შესაფერის დროს. ხოლო ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან“ (ფსალმუნები 67-7).
„უკეთურის მოსვლას მოჰყვება ზიზღიც და უპატიობას კი – სირცხვილი“ (იგავები 18-3).
„ბრიყვის პირი დაღუპვაა მისთვის და მისი ბაგენი – მახე მისი სულისა“ (იგავები 18-7).
„დამხობის წინ ზვიადდება კაცის გული და დიდების წინ კი – თვინიერდება“ (იგავები 18-12).
„ვინც პასუხს სცემს მოსმენამდე, ეს მისი სისულელეა და სირცხვილი“ (იგავები 18-13).
„ჭკუა ადამიანს სულგრძელს ხდის“ (იგავები 19-11).
„სახლი და ქონება მამათა მემკვიდრეობაა. გონიერი ცოლი კი უფალისგანაა“ (იგავები 19-14).
„მცნებათა დამცველი თავის სიცოცხლეს იცავს. უფალის გზების აბუჩად ამგდები კი მოკვდება“ (იგავები 19-16).
„კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს. ცოდვილის ქონება კი მართალისათვის ინახება“ (იგავები 13-12).
„დიდად მრისხანეს უნდა დაედოს სასჯელი. რადგან თუ ის დაინდობა, მაშინ მის დამნდობს მოუწევს სასჯელის გამკლავება“ (იგავები 19-19).
„მამისა და დედის მაწყევარს, სანთელი ჩაუქრება უკუნეთ წყვდიადში“ (იგავები 20-20).
„სიბრძნის მოყვარული ახარებს მშობლებს. მეძავთა მეგობარი კი ქონებას დაკარგავს“ (იგავები 29-3).
„მამის დამცინავ თვალს და დედის მორჩილების მოძულეს, ამოკორტნიან ხევის ყორნები და შეჭამენ არწივის მართვენი“ (იგავები 30-17).
„ღვინის სმით გატაცებული არ დაბრძენდება“ (იგავები 20-1).
„ორგვარი საზომი, ორგვარი საწონი – ერთიც და მეორეც ეჯავრება უფალს“ (იგავები 20-10).
„ნუ იტყვი ბოროტს მივაგებ წილს. ენდე უფალს და ის გიხსნის შენ“ (იგავები 20-22).
„ადამიანისათვის მახე არის წმიდაზე ლაყბობა. ხოლო აღთქმის შემდეგ – განსჯა“ (იგავები 20-25).
„ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა. ხოლო ყოველი დაუდევრის კი, კლებისაკენ“ (იგავები 21-5).
„განძეულობის მოხვეჭა მატყუარა ენით, სიკვდილის მძებნელთა წარმავალი ქროლვაა. უკეთურთა ძალადობა მათვე წაათრევს. რათა მათ უარყვეს სამართლის ქმნა“ (იგავები 21-6,7).
„უკეთურთა სახლი განადგურდება. წრფელთა სახლი კი აყვავდება“ (იგავები 14-11).
„მაცდურია მშვენიერება და ამაო სილამაზე. უფლის მოშიში ქალი კი ქებულია. მიეცით მას მის ხელთა ნაყოფისაგან და მისი საქმეები განადიდებენ მას კარიბჭეებთან“ (იგავები 31-31).
„უფალი ამბობს: „მძულს გაყრა. გაუფრთხილდით თქვენს სულს და ნუ იქნებით მოღალატენი“ (მალაქია 2-16).
„გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა. შემარცხვენელი კი, როგორც ხრწნა მის ძვლებში“ (იგავები 12-4).
„მეძავი ქალის მიზეზით მათხოვრდებიან ლუკმა პურამდე. ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია. სპობს თავის სულს, ვინც ამას სჩადის“ (იგავები 6-26/32).
„ეჭვიანობა მამაკაცისთვის გულისწყრომაა და არ დაინდობს ის შურისგების დღეს“ (იგავები 6-34).
„ვინც ბაგეს და ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან“ (იგავები 21-23).
„ზარმაცს თავისი სიხარბე მოკლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ შრომაზე“ (იგავები 21-25).
„სიზარმაცის გამო ჭერი ჩამოწვება და ხელების დაკრეფით, სახლში წვეთავს“ (ეკლესიასტე 11-18).
„სიმართლე იცავს უბიწო გზას. უკეთურება კი აცდუნებს შემცოდველს“ (იგავები 13-6).
„დაკლაკნილია გარყვნილი კაცის გზა. ხოლო ვინც სუფთაა, წრფელია მისი მოქმედება“ (იგავები 21-8).
„ღრმა ორმოა მეძავი და ვიწრო ჭა, უცხო ტომელი ქალი. ის ყაჩაღივით გისაფრთება და მოღალატეებს ამრავლებს ადამიანებში“ (იგავები 23-27,28).
„ტკბილად მოუბარნი არიან ბაგენი უცხო ქალისა და ზეთივით მოედინებიან სიტყვები მისი. მაგრამ მისი შედეგი მწარეა ნაღველივით და ბასრი, ვით ორლესული მახვილი. მისი გზა-კვალი არეულია. ამიტომ მოაშორე მას შენი გზა და მისი სახლის ზღურბლს ნუ მიუახლოვდები. რათა არ მისცე სხვას შენი მშვენება და შენი წლები დაუნდობელს. რათა არ გაძღნენ სხვები შენი ძალით და შენი ნაშრომი არ წავიდეს უცხოთა სახლში“ (იგავები 5-3/10).
„უკეთური თავისი ურჯულოებით იქნება შეპყრობილი და მისი ცოდვის ბორკილები დააკავებენ მას. უშეგონებოდ მოკვდება იგი და თავისი უზომო სიბრიყვით წარიტაცება“ (იგავები 5-21/23).
„არამზადა ადამიანი, უსამართლო კაცი, დადის მრუდე პირით. ბოროტს განიზრახავს ყოველ ჟამს და განხეთქილებას თესავს. ამის გამო უეცრად მოვა მისი დაღუპვა. უცბად დაილეწება და არ ექნება კურნება“ (იგავები 6-12/15).
„არ არის სიბრძნე, არ არის გონება და არ არის რჩევა უფალის საპირისპიროდ“ (იგავები 21-30).
„სიბრძნით აშენდება სახლი, გონებით განმტკიცდება და ცოდნით ოთახები გაივსება – ყოველი ძვირფასი და საამური ქონებით“ (იგავები 24-3,4).
„თავისი პირის ნაყოფიდან ერთგული კაცი სიკეთეს მიიღებს, მოღალატე კი ნაძარცვს. ვინც თავის პირს უფრთხილდება, თავის სიცოცხლეს იცავს. ვინც ფართოდ აღებს თავის ბაგეებს, უბედურება ელის მას“ (იგავები 13-3,4).
„მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათ“ (ეზეკიელი 18-2).
„შვილი, რომელიც ხედავს მამის ყოველ ცოდვას და არ აკეთებს მის მსგავსს – არ მოკვდება მამის ურჯულოების გამო. მამამისი კი, რომელიც ურჯულოებას სჩადიოდა, მოკვდება თავის ურჯულოებაში. შვილმა არ უნდა ატაროს მამის დანაშაული და მამამ კი შვილის ურჯულოება. მართლის სიმართლე მასზე იქნება და ბოროტეულის ბოროტმოქმედება კი თავისზე“ (ეზეკიელი 18-14/20)
„კაცი, რომელიც თავის მოყვასთან მლიქვნელობს, ბადეს უგებს თავისივე ფეხთ“ (იგავები 29-5).
„ჩრდილოეთის ქარი წვიმას წარმოქმნის და ფარული ენა კი მრისხანე სახეს“ (იგავები 25-23).
„საზღაური უფალის შიშის მორჩილებისა არის სიმდიდრე, პატივი და სიცოცხლე. ეკლები და მახეებია ცბიერების გზაზე და თავისი სულის დამცველი გაერიდება მას“ (იგავები 22-4,5).
„როცა სწორი გზიდან გადაუხვევს ღვთის შვილი. მაშინ მის დათესილს სხვა შეჭამს. როცა ცდუნდება მოყვასის კარის თვალთვალით, მაშინ მის ცოლს სხვა დაადგამს თვალს“ (იობი 31-7/10).
„დაღუპვის პირას რომ მივა ღვთის შვილი, მაშინღა ეღირსება შველას“ (იობი 30-34).
„როცა კაცი სატკივარით ისჯება საწოლზე და მისი სული მიაღწევს ხარომდე და მისი სიცოცხლე – სიკვდილის წლებამდე. თუ ჰყავს მას შემწე ანგელოზი ათასში ერთი, რომ განაცხადოს ადამიანის სიალალმართლე. შეიწყალოს იგი და თქვას: „უფალო იხსენი იგი და დაიფარე საფლავში ჩასვლისგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი“. მაშინ მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება და სიყმაწვილის დღეები დაუბრუნდება. ილოცებს ღვთის მიმართ და ისიც შეიწყალებს. სიხარულით შეხედავს მის სახეს და დაუბრუნებს კაცს სიმართლეს“ (იობი 33-19/26).
„თუ სისულელე მიეკრო ყმაწვილის გულს, დარიგების კეტი განაშორებს მისგან“ (იგავები 22-15).
„ვინც ღარიბს ჩაგრავს, რათა გაიმრავლოს თავისი და აძლევს მდიდარს – მას დააკლდება“ (იგავები 22-16).
„ღარიბის გამძარცველს და ღატაკის დამჩაგვრელს, სული წაერთმევა“ (იგავები 22-23).
„ბრაზიან და ფიცხ კაცს დამოყვრებული, მახეს დაუგებს თავის სულს“ (იგავები 22- 24/26).
„თვალბოროტის პურს თუ შეჭამ – ამოარწყევ და ამაოდ დახარჯავ მასთან თავაზიან სიტყვებს“ (იგავები 23-6/8).
„ნუ გადასცდები ძველ საზღვარს და ობოლთა მინდვრებში ნუ შეხვალ. რადგან მათი გამომსყიდველი ძლიერია და ის იდავებს მათ დავას შენთან“ (იგავები 23-10,11).
„ლოთი და მსუნაგი გაღატაკდება და მძინარა ჩაიცვამს ძონძებს“ (იგავები 23-20,21).
„ნეტარ არს კაცი, მოშიში უფალისა და მცნებათა ფრიად მოყვარული. ძლიერი იქნება ქვეყანაზე შთამომავალი მისი. მართალთა თაობა დაილოცება. სიმდიდრე და სიუხვე იქნება მის სახლში და მისი სიმდიდრე მარადიულია“ (ფსალმუნები 11-1/3).
„უფალისგან დაწესებული კანონების დაცვა, დღეგრძელობასა და ცხოვრების წლებს მატებს მის დამცველს და მშვიდობას შემატებს მას. უფალის წყალობა და ჭეშმარიტება არ დატოვებს. შეიბამს მას გულზე და დაიწერს გულის ფიცარზე. რითაც მოიპოვებს მადლს და კეთილ გაგებას ადამიანისა და ღვთის თვალში“ (იგავები 3-1/4).
„თუ დაეყრდნობი უფალს მთელი შენი გულით. შენს აზრებს არ დაეყრდნობი და ყველა შენს გზაზე შეიცნობ მას – იგი გაასწორებს შენს ბილიკებს“ (იგავები 3-6).
„ნუ იქნები ბრძენი შენს თვალში. გეშინოდეს უფალისა და უკუიქეც ბოროტისაგან. კურნება იქნება ეს შენი სხეულისათვის და გამპოხავი შენი ძვლებისათვის. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და წყალობას მიიღებ მისგან“ (იგავები 3-7/10).
„უფალი მიწიდან წამოაყენებს საწყალს და სკორედან აამაღლებს ღატაკს; რათა დასვას დიდებულებთან“ (ფსალმუნები 112-7,8).
„უფალი ახლოსაა იმ მლოცველთან, რომელიც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით. მის მოშიშთა სურვილებს ასრულებს და შველის მათ. იცავს ყველა თავის მოყვარულს და ყველა ბოროტს კი მოსპობს“ (ფსალმუნები 144-14/20).
„იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე – ადამიანებზე, რომელთაც არ შეუძლიათ შველა. ამოუვათ სული და დაუბრუნდებიან თავის მიწას და იმავე დღეს გაქრება მათი აზრები“ (ფსალმუნები 145-3,4).
„ცოდვილნი თავიანთ სისხლს უსაფრთებიან და თავიანთ სულს უდარაჯდებიან. ასეთია გზა ყველა ხარბი მომხვეჭელისა – სიცოცხლეს ართმევს იგი თავის პატრონს“ (იგავები 1-19).
„ყველა, ვინც ადამიანს მოკლავს, თავადაც მოკვდება“ (რიცხვნი 35-39).
„სიბინძურის შემხები, წაბილწული ხდება“ (ლევიანები 5-2,3).
„არ ჭამოთ სისხლი! რაგან სისხლი სულია და არ უნდა ჭამო იგი ხორცთან ერთად. არ ჭამოთ იგი და წყალივით დაღვარე მიწაზე. არ ჭამოთ იგი, რადგან კარგად იყოთ შენ და შენი ძენი. რადგან იმას გააკეთებ, რაც სწორია უფალის თვალში“ (II რჯული 12-23/25).
„სიშიშვლე ოჯახის წევრებისა არ ახადო. რადგან ამით საკუთარ ხორცს აშიშვლებ და ცოდვას იტვირთავ მისით“ (ლევიანები 20-19).
„ვინც ქალწულს ცილს დასწამებს, დაისჯება მატერიალური დანაკარგით“ (II რჯული 22-14/19).
„ქალზე მოძალადე და მისი გამაუპატიურებელი, სიკვდილით მოკვდება“ (II რჯული 22-25).
„ქალური წესის დროს ქალთან დამწოლი, მოიკვეთება თავისი ხალხის გარემოდან“ (ლევიანები 20-18).
„მამაკაცთან არ დაწვე ისე, როგორც წვებიან ქალთან; ვინაიდან ეს საძაგლობაა და არც პირუტყვთან; რადგან ეს საზიზღრობაა. ვინაიდან ვინც ჩაიდენს ამ სისაძაგლეებს, მოისპობა თავისი ხალხის გარემოდან“ (ლევიანები 18-22/29).
„კაცი თუ დაწვება მამაკაცთან ისე, როგორც წვებიან ქალთან; სისაძაგლეს შვებიან ორივე. ამიტომაც სასიკვდილო განაჩენს იმკიან და მათი სისხლი კი მათზეა“ (ლევიანები 20-13).
„თუ ვინმე ცოლად შეირთავს დედა-შვილს, ცეცხლში დაიწვება მათთან ერთად“ (ლევიანები 20-14).
„თუ ვინმე შეირთავს თავის ნახევარდას, სიბილწეა ეს. მოიკვეთება ასეთი თავისი ხალხის ძეთაგან და ცოდვის მტვირთველები იქნებიან“ (ლევიანები 20-17).
„ვინც დაწვება თავის ბიძის ცოლთან, უშვილო იქნება“ (ლევიანები 20-25).
„ვინც შეირთავს თავისი ძმის ცოლს, უშვილო იქნება“ (ლევიანები 20-21).
„ვინც დაწვება თავისი მამის ცოლთან, სიკვდილით მოკვდება ორივე და მათი სისხლი მათზეა“ (ლევიანები 20-11).
„ვინც დაწვება თავის რძალთან, სიკვდილით მოკვდება ორივე. რადგან მათ ქნეს სისაძაგლე“ (ლევიანები 20-12).
„პირუტყვთან სქესობრივად მოკავშირე, სიკვდილით ისჯება“ (ლევიანები 20-15,16).
„არ გძულდეს შენი ძმა შენს გულში. მხილებით ამხილე მოყვასი შენი და არ დაგეკისრება ცოდვა მის გამო“ (ლევიანები 19-17).
„საკუთარი მშობლების მაწყევარი, სიკვდილით მოკვდება. რადგან დედამისი და მამამისი დაწყევლა მან. მასზეა მისი სისხლი“ (ლევიანები 20-9).
„არ უნდა დაისაჯონ სიკვდილით მამები შვილთა გამო და არც შვილები – მამათა გამო. არამედ თითოეული თავისი დანაშაულისათვის უნდა მოკვდეს“ (IV მეფეთა 14-6).
„ვინც იმრუშებს ქმრიან ქალთან. ვინც იმრუშებს მოყვასის ცოლთან. სიკვდილით უნდა მოკვდეს მამაკაციც და დედაკაციც“ (ლევიანები 20-10).
„საქმის დაწყებიდან 7 შვიდეული გადაითვალე და გადაუხადე შვიდეულის დღესასწაული ღმერთს იმით, რომ გაეცი ქველმოქმედება“ (II რჯული 16-9).
„ყოველ მეშვიდე წელს პატიება ჰყავი. აი პატიების რაობა: აპატიოს გამსესხებელმა, რომელიც სესხს მისცემს თავის მოყვასს და არ გადაახდევინოს. რადგან ცხადდება პატიება უფალისათვის და არ იქნება შენში გლახაკი, თუკი შეისმენ შენი ღმერთის ხმას და დაიცავ მის წესებს“ (II რჯული 15-1/4).
„უფალი ამბობს: რომ არ უნდა იპოვებოდეს მის ხალხში, თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი. არც ჯადოქარი. არც მისანი. არც მარჩიელი. არც გრძნეული. არც შემლოცველი. არს მესულთნე. არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხავი. ვინაიდან სისაძაგლეა ეს უფლისათვის და იგი სდევნის ამის ჩამდენთ“ (II რჯული 18-10/12).
„ღვთის ერის ხალხთა გაყიდული სახლები, მათვე დაუბრუნდებათ“ (ლევიანები 25-32/33).
„იყავი უფალ ღმერთისაგან დადგენილი კანონების დამცველი და ის აკურთხებს შენს პურს და წყალს. განაშორებს ავადმყოფობას შენგან. არ იქნება მუცელმოწყვეტილი და ბერწი შენს მიწაზე. შენი დღეთა რიცხვი აღივსება და შენს მიმართ შიშის ზარი და ძრწოლა აღეძვრებათ შენს მოწინააღმდეგეთ. მტერი კი ზურგს შეგაქცევს“ (გამოსვლა 23-25/27).
„ღმერთის მიერ დადგენილი კანონთა დამცველები განდიდდებიან. ხოლო მისი მოძულენი კი დამცირდებიან“ (I მეფეთა 2-30).
„ომის დამწყებ ქვეყანას შიმშილობის სასჯელი აქვს განკუთვნილი“ (II მეფეთა 21-1,2).
„უფალის თვალი დაყურებს მთელ ქვეყნიერებას, რომ მხარი დაუჭიროს მას, ვინც მთელი გულით არის მინდობილი. მის მიმართ უგუნურად მომქცევ ქვეყანას კი, ომი არ ასცდება“ (II ნეშტთა 16-9).
„რა ხვედრიც ნაბრძოლებ კაცს ერგება, იგივე ერგებათ მის თანამზრახველთ, მაგრამ ომში არ წასულთ“ (I მეფეთა 30-24).
„არ წაბილწოთ ქვეყანა რომელშიაც იმყოფებით. რადგან სისხლი ბილწავს ქვეყანას და ქვეყანა ვერ გამოისყიდის მასზე დაღვრილ სისხლს, თუ არა მისი დამღვრელის სისხლით“ (რიცხვნი 35-33).
„მსაჯულნო დაუკვირდით რას აკეთებთ. რადგან კაცისათვის კი არ გამოგაქვთ მსჯავრი, არამედ უფალისათვის. რადგან იგი თქვენთან არის სამსჯავროზე. უფალის შიში იქონიეთ და ფრთხილად მოიქეცით. რადგან არ არის უფალთან უსამართლობა, არც თვალთმაქცობა და ანგარება. აკეთეთ საქმე უფალის მოშიშობით, ჭეშმარიტებით და ერთგულებით. ყველა სადაო საქმე, რომელიც შემოვა თქვენთან თქვენს მოძმეთაგან – ეს სასიცოცხლო იქნება თუ წესებისა და კანონების საქმე; გაფრთხილდით, რომ არ შესცდეთ და თქვენც თქვენს ძმებთან ერთად უფლის რისხვა არ დაიტეხოთ. ასე გააკეთეთ და არ შესცოდავთ. მტკიცედ იდექით და იმოქმედეთ და კეთილთან იქნება უფალი“ (II ნეშტთა 19-6/11).
„საკუთარი გამორჩენის მიზნით სხვისი მკვლელობის შემკვეთს, შვილი წაერთმევა“ (II მეფეთა 12-1/14).
„ვინც დაიცავს უფალის მიერ დადგენილ წესებს და ივლის სწორი გზით, უფალი მას გახდის თავად და არა კუდად. სულ მაღლა იქნება და არა ძირს“ (II რჯული 28-13,14).
„განსაცდელი ქედმაღალისათვის განკურნება არ არის. რადგან ბოროტების ნერგი ფესვგადგმულია მასში“ (სიბრძნე ზირაქის 3-26).
„გულქვას ბოროტი მიეგება საბოლოოდ და საფრთხის მოყვარული მასში ჩავარდება“ (სიბრძნე ზირაქის 3-26).
„აგიზგიზებულ ცეცხლს წყალი ჩააქრობს და ცოდვებს განწმენდს გულმოწყალება“ (სიბრძნე ზირაქის 3-28).
„ვინც თავის სულს აკლებს და ისე აგროვებს, სხვებისათვის აგროვებს და მისი საუნჯით სხვები დატკბებიან. ვერ გაიხარებს თავისი ქონებით. ბოროტის უსამართლობა სულს აჭკნობს. ნეტარია ის, ვინც სიბრძნეს ეწაფება და ვინც თავისი გონიერებით მსჯელობს. ვინც თავის გულში სიბრძნის გზებს მოიაზრებს, იგი შეიცნობს მის იდუმალებას. მის ჭერქვეშ დასვამს თავის შვილებს, მისით დაიფარავს თავს სიცხისაგან და მის დიდებაში იცხოვრებს“ (ზირაქი 14).
„თუ სულს ვნებებისაკენ წარუძღვები, მტრების გასართობად გაგხდიან“ (ზირაქი 18).
„ლოთი მუშა ვერ გამდიდრდება. მცირეთა არად ჩამგდები თანდათან დაკნინდება. გულისთქმას აყოლილს მსჯავრი დაედება. ვნებათა წინააღმდგომი კი სიცოცხლეს დაიგვირგვინებს. ენის მომთოკავი უშუღლოდ იცხოვრებს და ლაყბობის მოძულე ბოროტს აიცილებს. ნურასოდეს გაიმეორებ ჭორს და არც არაფერი დაგეკარგება“ (ზირაქი 19).
„ზოგჯერ წარმატება ადამიანის საზიანოდ არის. ხოლო ზოგჯერ კი ზარალიც შენაძენია. ზოგჯერ დამცირებას დიდება მოაქვს და კაცი სიმდაბლისაგან თავს მაღლა ასწევს. სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ვინაიდან ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტის დაცემა. ქურდი სჯობს სულ მუდამ ცრუმეტყველს. თუმცა ერთსაც და მეორესაც წარწყმედა ელის“ (ზირაქი 20).
„ცოდვის კბილები, ლომის კბილებია – ადამიანთა სულების მომაკვდინებელი. ყოველი ურჯულოება ორლესული მახვილივითაა და მისი ნაჭდევები არ განიკურნება. დაშინებითა და ძალადობით სიმდიდრე ოხრდება. ასევე მოოხრდება ამპარტავნის სახლი. ღატაკის ვედრება ღვთის ყურამდე აღწევს და სწრაფად მოდის მისი განაჩენი. ურჯულოთა თავყრილობა ძენძის გროვა არის და მისი აღსასრული ცეცხლის ალია. მაბეზღარა ბილწავს თავის სულს და მოძულებული იქნება თავისი სამშობლოდან“ (ზირაქი 21).
„გონიერი ასული ქმარს შეიძენს. ურცხვი კი მშობლის დარდია. უტიფარი ქალი არცხვენს მამასაც და ქმარსაც. ამიტომ ორივესაგან შეძულებული იქნება. უგუნურთან ნუ მრავალსიტყვაობ და უმეცართან ნუ დადიხარ. აარიდე მას თავი და სიმშვიდეს მოიპოვებ და აღარც შეგაწუხებს მათი უგუნურება. ლანძღვას და გინებას სისხლის დაღვრა მოჰყვება. ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს განმჟღავნება და მზაკვრული ქცევა განდევნის მეგობარს“ (ზირაქი 22).
„ცოდვილს თავისივე ბაგე შეიპყრობს და ავსიტყვა და თავხედი მასზე წაფორხილდება. ფიცილს ნუ შეაჩვევ შენს პირს და ჩვევად ნუ გაიხდი წმიდის სახელის ხსენებას. რადგან სულმუდამ მოფიცარი და წმიდის სახელის მხსენებელი, ცოდვისაგან ვერ განიწმიდება. მიწყივ მოფიცარი ურჯულოებით აღივსება და მის სახლს შოლტი არ მოსცილდება. თუკი შესცოდავს, მისი ცოდვა მასთანვე იქ ნება და თუკი არად ჩააგდებს, ორმაგად შესცოდავს. ხოლო თუ ტყუილუბრალოდ დაიფიცა, ვერ გამართლდება და მისი სახლი უბედურებით აივსება“ (ზირაქი 22).
„უშვერ პირში არის მიზეზი ცოდვისა და ლანძღვას მიჩვეული ადამიანი ვერ გამოსწორდება. ორი ცუდი თვისება ცოდვას ამრავლებს, მესამე კი რისხვას იწვევს. გარყვნილი კაცი მანამ ვერ მოისვენებს, სანამ ცეცხლი არ დაწვავს. მრუშობის ნაყოფი ფესვს ვერ გაიდგამს. თავის ხსოვნას სირცხვილად დატოვებს და არ წარიხოცება სირცხვილი მისი“ (ზირაქი 23).
„ვერანაირი ბოროტება ვერ მოვა ქალის ბოროტებასთან. ამიტომ ცოდვილის ხვედრი დაატყდება მას“ (ზირაქი 25).
„ცოლის მომყვანი საუკეთესო ქონებას იძენს, შესაფერის დამხმარესა და შვების საყრდენს. სადაც არ არის ზღუდე, იქ ქონება დაიტაცება. ხოლო სადაც არ არის ცოლი, იკვნესებს მოხეტიალე კაცი“ (ზირაქი 36).
„ბედნიერია კარგი ცოლის ქმარი და რიცხვი მისი სიცოცხლის დღეებისა გაორმაგდება. კარგი ცოლი კარგი ხვედრია და წილად ერგებათ უფალის მოშიშებს. მადლის მადლია კდემამოსილი ცოლი და ვერანაირი სასწორი ვერ აწონის პატიოსან სულს. უფალის წყალობაა ასეთი ცოლი“ (ზირაქი 26).
„ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს. პატივი ეცით როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს. რათა არ დაგიბრკოლდეთ ლოცვა“ (I პეტრე 3-4).
„ორ რამეზე დარდობს გული, მესამეზე კი რისხვა იფეთქებს: როცა მებრძოლი ვაჟკაცი გაჭირვებაშია და გონიერ ხალხს აბუჩად იგდებენ. სიმართლისაგან ცოდვისაკენ მოქცეულს, ბედი მახვილისათვის განამზადებს“ (ზირაქი 26).
„თუკი სიმართლეს მისდევ, მისწვდები კიდეც და შეიმოსავ მას, როგორც დიდების შესამოსელს. სიმართლე მათ დაუბრუნდებათ, ვინც მისით მოქმედებენ. ხოლო ჩამდენთ უსამართლობისას კი ცოდვა ჰყავთ ჩასაფრებული. ვინც ბოროტებას სჩადის, მასვე მიუბრუნდება და ვერც გაიგებს საიდან დაატყდა თავს. ამპარტავნის საქმე დაცინვა და ლანძღვაა, მაგრამ შურისგება ჩასაფრებული ლომივით ელოდება მას. ღვთისმოსავთა დაცემის მოხარულნი, მახეში გაებმებიან და სატკივარი სიკვდილამდე მოინახულებს მათ. რისხვაც და წყრომაც სისაძაგლეა და ცოდვილი კაცი მათი მფლობელი იქნება“ (ზირაქი 27).
„მიუტევე უსამართლობა შენს ახლობელს და მაშინ ვედრებისას, შენც მოგეტევება შენი ცოდვები. თავი შეიკავე ჩხუბისაგან და ცოდვებს შეიმცირებ. გულფიცხი კაცი ჩხუბს ანთებს, მეგობრებში შფოთს შეიტანს და მშვიდად მცხოვრებთ შორის შუღლს ჩამოაგდებს. ცხარე შუღლისაგან კი სისხლი დაიღვრება. წყეულია დამსმენი და ცილისმწამებელი. რადგან ბევრი მშვიდობიანი ადამიანი დაღუპეს. მოსვენებას ვერ იპოვის ჭორის მომსმენ-დამჯერი და მშვიდად ვერ იცხოვრებს. შოლტით ცემა წყლულებს აჩენს. ენით ცემა კი ძვლებს მუსრავს. მრავალნი დაეცნენ მახვილისაგან, მაგრამ უმრავლესნი – ენისაგან. ავი სიკვდილია ენისგან დამსახურებული სიკვდილი და ჯოჯოხეთიც კი უკეთესია მასზე“ (ზირაქი 28).
„მტკიცედ დაიცავი სიმართლე. მისი ერთგული იყავი და ყოველ ჟამს იპოვი შენთვის საჭიროს. შენი საუნჯე უზენაესის მცნებისამებრ დააწყვე და ოქროზე მეტ სარგებელს მოგიტანს. სამადლოდ გასაცემი შენს საგანძურში დააგროვე და იგი გიხსნის ყოველგვარ გასაჭირში. დასაბამი სიცოცხლისა წყალი და პურია, სახლი კი სირცხვილის დამფარველი“ (ზირაქი 29).
„შვილის გამწვრთნელი შეწევნას მიიღებს მისგან. გაწვრთენი შვილი და იზრუნე მასზე, რომ მისი უხამსი საქციელი თავში საცემი არ გაგიხდეს.
ჯანსაღი სხეული განუზომელი სიმდიდრეა. გულის სიხარული კი ადამიანის სიცოცხლეა. ხოლო კაცის მხიარულება – დღეგრძელობა მისი. შური და სიშმაგე დღეებს ამოკლებს. ჯაფას კი ნაადრევად მოაქვს სიბერე. ნათელი გული და სიკეთე, თავის საზრდელზე თავად იზრუნებს“ (ზირაქი 38).
„დარდი სიკვდილსაც იწვევს და გულის მწუხარება ძალის დამშრეტია“ (ზირაქი 38)
„ოქროს მოყვარული ვერ გამართლდება და ფულის მადევარს მისივე მეშვეობით აერევა გზა-კვალი. ფული შებრკოლების ჯვარია მისით აღტაცებულთათვის და ყოველი უგუნური შეიპყრობა მისით. ვინც გამოიცადა ფულით და მაინც უმწიკვლო დარჩა, მყარი იქნება მისი ქონება და მის მოწყალებას გამოაცხადებს საკრებულო.
გაუმაძღარი ვარდება საცდურში. კარგად აღზრდილი კი მცირედსაც იკმარებს. ჯანსაღი ძილი, ზომიერ კუჭზეა. გაუმაძღარს კი უძილობა, ქოლერა და მუცლის გვრემა სტანჯავს.
„ბევრი ჭამისაგან ჩნდება სენი და გაუმაძღრობამ გულისრევა იცის. გაუმაძღრობით მრავალნი გარდაიცვალნენ. თავშეკავებულნი კი სიცოცხლეს ინარჩუნებენ“ (ზირაქი 37).
ზომიერად შესმული ღვინო სულის შვებაა. ხოლო ბევრი ღვინის სმა კი, სულის სიმწარე. სიმთვრალე აშმაგებს ბრიყვს თავის საზიანოდ. ართმევს ძალას და ჭრილობებს აყენებს.
ყველა საქმეში სიფრთხილით იყავი და არავითარი სენი არ შეგეყრება“ (ზირაქი 31).
„უფალის მოშიში შეიწყნარებს შეგონებას და დილაადრიან ამდგარი წყალობას იპოვის. რჯულის მძებნელი, მისით აღივსება. ხოლო თვალთმაქცნი კი, მასში დაბრკოლდებიან. რჯულის მთესავი მცნებას უფრთხილდება და უფალის მოიმედე არ დაზარალდება. ყოველ საქმეში სულს უნდა მიენდო. რადგან ესაა მცნებათა დაცვა“ (ზირაქი 32).
„უფალის მოშიშს არ შეემთხვევა უბედურება. არამედ კვლავაც და კვლავაც დაიხსნება განსაცდელისაგან.
მრავალი ბოროტება უსწავლებია სიზარმაცეს“ (ზირაქი 33).
„გაჭირვებულთა პური უპოვართა სიცოცხლეა. ხოლო მისი წამრთმევი კი, სისხლის მღვრელია. ვინც მოყვასს საზრდოს ართმევს, მისი მკვლელია და ვინც მომსახურეს ხელფასს ართმევს, ისიც სისხლის მღვრელია“ (ზირაქი 34).
„ნუ წარსდგები უფალის წინაშე ხელცარიელი (მცნებათა საქმით არ დამცველი). რადგან ყოველივე ამას მცნება მოითხოვს“ (ზირაქი 35).
„მათხოვრის ცხოვრებით ნუ იცხოვრებ. რადგან მათხოვრობას სიკვდილი სჯობს“ (ზირაქი 40).
„კარგი ცხოვრების დღეები დათვლილია. კარგი სახელი კი საუკუნოდ რჩება“ (ზირაქი 41).
„დრომდე დაითმენს სულგრძელი და ბოლოს სიხარულს მიიღებს ჯილდოთ“ (ზირაქი 1-3).
„პატივი და უპატიობა სიტყვებშია და კაცის დამღუპველი, მისი ენაა“ (ზირაქი 1-3).
„ნუ ჩაიდენ ბოროტებას და არც შენ გეწევა ბოროტი“ (ზირაქი 6-7).
„უფალისგან არის სიკეთე და ბოროტება, სიკვდილი და სიცოცხლე, სიღატაკე და სიმდიდრე“ (ზირაქი 10-11).
„ადვილია უფალის თვალში, სწრაფი და უეცარი გამდიდრება ღატაკისა“ (ზირაქი 10-11).
„სიკეთეს თუ აკეთებ, იცოდე ვისთვის აკეთებ და მოგენიჭება მადლი სიკეთის წილ. კეთილი უყავი ღვთისმოსავს და სანაცვლოდ იპოვი სიკეთეს – თუ მისგან არა, უზენაესისაგან მაინც. არ იქნება სიკეთე მისთვის, ვინც განუწყვეტლივ სჩადის ბოროტებას და მოწყალებას სიხარულით არ გასცემს. უწმიდურს კი ნურაფერს მისცემ. რათა მისით არ იძლიო შენ. რადგან ორმაგ ბოროტებას მიიღებ ყველა სიკეთისათვის, რაც მას გაუკეთე. მიეცი კეთილს და ბოროტს ნუ შეეწევი“ (ზირაქი 12).
„ადამიანს ცუდი რამ თუ ემართება, საკუთარი უკეთური საქმეების გამო და თავისი დიდი ცოდვებისათვის ემართება“ (II ეზრა 8-83).
„სიმართლის მიმდევარს კეთილად აეწყობა საქმე. ვისაც რა აქვს მრავლად, მისგან გასცეს მოწყალება. ვინაიდან მოწყალება სიკვდილისაგან იხსნის კაცს. ამპარტავნობას მოყვება დაღუპვა და აღრეულობა. ხოლო ცუდად დებამ კი დიდი დანაკლისი და გაჩანაგება იცის. ცუდად დება შიმშილის დედაა. ღვთის მორჩილი თუ იქნები, შენვე დაგიბრუნდება.
არცერთი ხალხის ხელით არ არის განგება. არამედ თავად უფალი ანიჭებს ყოველივეს სიკეთეს“ (ტობითი 4).
„მოწყალება სიკვდილისაგანაც იხსნის ადამიანს და განწმენდს ყოველგვარი ცოდვისაგან. მოწყალების გამღებნი და სიმართლის მყოფელნი, სიცოცხლით აივსებიან“ (ტობითი 12-9).
„ლაშქრის სიმრავლე კი არ იმარჯვებს ომში, არამედ შველა ზეციდან მოდის“ (I მაკაბელთა 3-19).
„ცოდვილნი თავიანთი თავის მტრები არიან“ (ტობითი 12-10).
„ცოდვილი კაცის დიდება ნეხვად და მატლად გადაიქცევა. დღეს აღზევებულა, ხვალ კი აღარსად სჩანს. ვინაიდან მტვერს დაუბრუნდა და მისი ზრახვები კი გაცამტვერდა“ (I მაკაბელთა 2-60/64).
„თვისტომთა ხარჯზე მოხვეჭილი წარმატება, უდიდესი უბედურებაა“ (II მაკაბელთა 5-6).
„ავ ქალს, უფალის წინაშე კეთილი დაუსხლტება. ხოლო ცოდვილი კი გაებმება მის ბადეში“ (ეკლესიასტე 7-26).
„ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი“ (იგავები 11-14).
„ამპარტავნობისაგან წარმოიშობა განხეთქილება“ (იგავები 3-10).
„ბოროტნი კეთილის წინაშე დაიჩოქებენ. უკეთურნი კი – მართლის კარიბჭეებთან“ (იგავები 14-19).
„ადამიანის ხელის საზღაური მასვე დაუბრუნდება“ (იგავები 12-14).
„სიმართლე აღაზევებს ერს. ხალხთა სირცხვილი კი მათი ცოდვებია“ (იგავები 14-34).
„ცრუ მოწმე არ დარჩება დაუსჯელი და ტყუილის მოლაქლაქე დაიღუპება“ (იგავები 19-9).
„უფალის მოშიშობა ცოდნის სათავეა. სიბრძნე და დარიგება ბრიყვებს ეზიზღებათ“ (იგავები 1-7).
„უფალი თავმდაბლებს აძლევს მადლს“ (იგავები 3-34).
„მართალთა კვალი განთიადივითაა, რომელიც უფროდაუფრო ძლიერდება შუადღემდე. უკეთურთა კვალი კი წყვდიადივითაა, არ იციან რაზე წაიბორძიკებენ“ (იგავები 4-14/20).
„გულისაგან არის სიცოცხლის წყაროები. ამიტომ ყველაზე მეტი დაცვა სჭირდება მას“ (იგავები 4-23).
„ადამიანი ყველაზე დიდი ქონება სიბეჯითეა“ (იგავები 12-27).
„კარგი ამბავი ძვალს აპოხიერებს“(იგავები 15-30).
„სადაც სწრაფად არ ისჯება ბოროტი, იქ ადამიანის გული ბოროტებით ივსება“ (ეკლესიასტე 8-11).
„ერთი ცოდვილი ღუპავს მრავალ კეთილს“ (ეკლესიასტე 9-11).
„ამაოების მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას“ (იონა 2-9).
„ხალხი ამბობს, რომ ჯერ არ დამდგარა უფალის სახლის აშენების ჟამიო. იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ და ღვთის სამყოფელი კი მიგდებული იყოს?! დაუკვირდით თქვენს საქციელს: ბევრს თესავთ, მაგრამ ცოტას იმკით. გახვრეტილი ქისისათვის იღებს მშრომელი შრომის საფასურს. ბევრის მოლოდინი გაქვთ, მაგრამ მცირედი გისრულდებათ. რაც სახლში მიგაქვთ, ღმერთი იმასაც ანიავებს. რატომ? იმიტომ, რომ მიგდებული გაქვთ ღვთის სასუფეველი და მარტო თქვენს სახლებზე ზრუნავთ. ამიტომაც დაგიკავათ ცამ ცვარი და მიწამ კი – მოსავალი“ (ანგია 1-2/10).
„თუ ადამიანი მობრუნდება უფალისაკენ და დაიცავს მისგან დაწესებულ კანონებს, მაშინ უფალიც მოიქცევა ადამიანისაკენ“ (ზაქარია 1-3).
„ლეღვის კვერის წყლულზე წაცხება კურნავს წყლულს“ (ესაია 38-21).
„არ დაიფიცოთ! არამედ იყოს თქვენი სიტყვა ჰო – ჰო! და არა – არა! რადგან რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა“ (მათე 5-34/37).
„ერიდეთ სიკეთის კეთებას სხვების დასანახად. თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს ღვთისაგან. შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მაშინ მოგეზღვება ცხადად“ (მათე 6-1/4).
„ნუ მისცემთ წმიდას ძაღლებს (თანმდებობის პირ სახელმწიფო მოხელეებს) და ნურც თქვენს მარგალიტებს დაუყრით წინ ღორებს (ბანკირებსა და ბიზნესმენებს). რათა ფეხებით არ გათელონ და შემობრუნებისა თქვენც არ დაგგლიჯონ“ (მათე 7-6).
„როგორც გინდათ რომ მოგექცნენ თქვენ, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7-11).
„გაეცით და თქვენც მოგეცემათ“ (ლუკა 6-38).
„რასაც გასცემ, შენ გიბრუნდება“(ლუკა 6-38).
„საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით“ (იაკობი 2-17).
„სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ“ (იაკობი 3-18).
„ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს მას, ეს ცოდვად ეთვლება“ (იაკობი 4-17).
„რწმენით ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და თუკი რამე ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება. აღიარეთ ცოდვები ადრესატის წინაშე და ილოცეთ, რათა განიკურნოთ. რადგან ბევრი რამ შეუძლია მართალის ძლიერ ლოცვას“ (იაკობი 5-15,16).
„ასეთია ნება ღვთისა: კეთილის ქმნით რომ დაადუმოთ უგუნურთა უმეცრება“ (I პეტრე 2-15).
„ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1).
„ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (I პეტრე 4-8).
„ჭეშმარიტების გზას აცდენილნი თავიანთი გახრწნილებით დაიღუპებიან. რადგან გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ და ამიტომაც იღებენ უკეთურების საზღაურს. ვინაიდან ყოველდღიური ფუფუნება ნეტარებად ნიაჩნიათ. წყევლა-კრულვის შვილები არიან ისინი“ (II პეტრე 2-12/14).
„ძაღლი თავის ნერწყვს უბრუნდება. ნაბანი ღორი კი ტალახში საგორაოდ მიდის“ (II პეტრე 2-22).
„ყოველი ვისაც თავისი ძმა სძულს, კაცის მკვლელია“ (I იოანე 3-15).
„შურს ნუ იძიებთ თქვენ თვითონ. არამედ ადგილი მიეცით უფალის რისხვას. ვინაიდან უფალი ამბობს: „ჩემია შურისგება და მე მივაგებ“ (რომაელთა 12-19).
„სიყვარული რჯულის აღსრულებაა“ (რომაელთა 13-10).
„თუკი ქალს ურჯულო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ მიატოვებს ქმარს. ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმინდება ჭეშმარიტად მორწმუნე ცოლით და ურწმუნო ცოლიც განიწმიდება ჭეშმარიტად მორწმუნე ქმარით. თორემ მათი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ. ახლა კი წმიდები არიან“ (I კოლოსელთა 7-13,14).
„პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა. ადამი კი არ შემცდარა, არამედ დედაკაცი შეცდა და დანაშაული ჩაიდინა. თუმცაღა გადარჩება შვილების შობით, თუკი იდგება ჭეშმარიტ რწმენაში, სიყვარულში და კდემამოსილებით“(I ტიმოთე 2-13/15).
„შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის“ (II კორინთელთა 12-14).
„დაემორჩილეთ შვილებო თქვენს მშობლებს, ღვთისაგან დაწესებულ კანონთა დაცვის თანახმად. ვინაიდან ეს სამართლიანია. პატივი ეცი შენს მამას და დედას, რათა სიკეთე მოგეცეს და იყო დღეგრძელი ქვეყანაზე. თქვენ კი მშობლებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს. არამედ აღზარდეთ უფალის მოძღვრებებითა და დარიგებებით“ (ეფესელთა 6-1/4).
„ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებსა და სახლეულებზე, ის ურწმუნოზე უარესია“ (I ტიმოთე 5-8).
„ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (I კორინთელთა 15-33).
„ვინც ძუნწად თესავს, ის ძუნწად მოიმკის. ხოლო ვინც კურთხევით თესავს, ის კურთხევით მოიმკის. ვინაიდან სიხარულით გამცემი უყვარს ღმერთს“ (II კორინთელთა 9-5,7).
„ყოველგვარი ბოროტების ფესვი ფულისმოყვარეობაშია“ (I ტიმოთე 6-10).
„ვისაც შრომა არ სურს, ის ნუღარც ჭამს“ (II თესალონიკელთა 3-10).
„უწმინდურ ლაყბობას უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისაკენ“ (II ტიმოთე 2-16).
„სულელური პაექრობა, გვარ-ტომობა, კინკლაობა და დავა რჯულის თაობაზე; მსჯავრს იმკის“ (ტიტე 3-9/11).
„მიწის მუშაკი პირველი იგემებს თავისი ნაშრომის ნაყოფთაგან“ (II ტიმოთე 2-6).
„ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა. ვინც მახვილით კლავს, მახვილითვე მოკვდება“ (გამოცხადება 13-10).
„არაფერს მოიმოქმედებს უფალი ღმერთი, თუ წინასწარ არ განუცხადა თავისი საიდუმლო, თავის მსახურ წინასწარმეტყველს“ (ამოსი 3-7).
„არის ცაში ღმერთი, საიდუმლოთა განმცხადებელი. რომელიც აცნობებს მის რჩეულს, რა იქნება მომავალში“ (დანიელი 2-28).
როგორც ხედავთ წარმოდგენილი კანონები იუწყებიან იმას, თუ რა კატეგორიის ცოდვაზე რა სასჯელი არის დაწესებული. ახლა კი შევეხები იმ პერიოდს, რომელშიაც ამჟამად იმყოფება კაცობრიობა. მას ბიბლიურად ბოლო ჟამი ეწოდება და მისთვის დამახასიათებელი მოვლენა კი „არმაგედონად“ არის წოდებული. ჯერ განვმარტავ იმას, თუ რას წარმოადგენს ბოლო ჟამი.
ბიბლია იუწყება იმას, რომ „ადამიანი თუ ცოცხლობს, ღმერთისათვის ცოცხლობს და თუ კვდება, ღმერთის გამო კვდება“ (რომაელთა 14-10). განვმარტავ რას ნიშნავს ეს ცნობა. მოგეხსენებათ, რომ ადამიანის არსებობა ღმერთის გარეშე შეუძლებელია. რადგან „ღმერთი სულია“ (იოანე 4-24) და სულის გარეშე კი ადამიანად ყოფნა ვერ შედგება! ხოლო სული კი სხეულში გონების ძალით ფუნქციონირებს და ასე ინარჩუნებს თავის არსებობას მასში. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ამ ქვეყნად უმიზნოდ და უმიზეზოდ არ გაჩენილა და მისი არსებობის არსიც მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რომ რაღაც დროით იმოღვაწეოს ამ ქვეყნად, ამ ქვეყნიური რაღაცეები შექმნას და შთამომავლობა გააგრძელოს. დრომ უკვე მოიტანა აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანმა შეიტყოს სიმართლე ამ ქვეყნად მისი ყოფნის თაობაზე. რაზეც მოგახსენებთ იმას, რომ ყოველივე ის, რაც ახლა ჩამოვთვალე, საჭიროა მან გააკეთოს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მისიონური როლი შეასრულოს, რისთვისაც გახდა ამ ქვეყნად მისი მოვლინება საჭირო. დიახ ასეა, ყოველი ადამიანის ამ ქვეყნად მოვლინებას საფუძვლად უდევს იმ მისიონური როლის აღსრულება, რასაც გონიერების შეძენა ჰქვია და მისი შემძლეობაც ინდივიდუალურად აქვს განსაზღვრული თითოეულ პიროვნებას. თუ როგორ, რა გზით და რა დონით ასრულებს ადამიანი ამ მისიას, სწორედ ეს განუსაზღვრავს მას ბედისწერას. რადგან საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ევოლუციური პროცესი, სწორედ გონიერი ადამიანის მისაღებად იქნა დაწესებული.
მოგახსენებთ იმასაც, რომ გენეტიკური პროცესით მიმდინარე თაობათა ცვლას, ამჟამად უკვე დაუდგა სასრულ ეტაპზე მისვლის პერიოდი. რაც ხასიათდება ნაყოფთა მომკის ჟამად და ეს პროცესი ასე არის გადმოცემული ბიბლიით: „სამსხვერპლოდან გამოვიდა ანგელოზი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე. გადმოაგდო ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში“ (გამოცხადება 14-18,19). ხოლო წარმოდგენილი სიტუაცია კი ასოცირებულია წარღვნის მოვლენასთან და მასზე ასეთი ცნობაა: „რომ ადრე წარღვნა იყო წყლით და ახლა კი მოსალოდნელია ცეცხლით“ (II პეტრე 3-6,7). საკითხავიც სწორედ ეს არის: რატომ არის გაიგივებული საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობის ნაყოფთა მიღების შედეგი, ცეცხლით წარღვნის მოვლენასთან? ცხადია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის რთული იმ ვითარების ფონზე, რარიგ და რა დონის გადაგვარებებსაც ამჟამად აქვს ადგილი ადამიანთა უმრავლესობის შემთხვევაში. უმეტესი ნაწილი რვა მილიარდამდე ასული მოსახლეობისა, ვერ აკმაყოფილებს გენეტიკური ნაყოფის – „გონიერი ადამიანის“ მოთხოვნებს. მათი ბუნება მოძალადეობრივი არის და თავიანთი არსებობით გონიერ ადამიანებს საშუალებას არ აძლევენ იმის შესასრულებლად, რომ საკუთარი გონიერება განივითარონ და სრულყოფილ სტადიამდე აიყვანონ. ამიტომ მეტი სხვა გამოსავალი არ არსებობს მათ შესაჩერებლად, გარდა იმისა, რისი მომსწრენიც ვართ კიდეც.
სამწუხაროდ, ამჟამად ასეთ ადამიანთა რაოდენობა მსოფლიო მოსახლეობის 2/3 ნაწილს შეადგენს. ამიტომაც საჭირო გახდა „არმაგედონის“ მოვლენის ამოქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ხდება ერთნაირი კატეგორიის ცოდვილთა ერთად შეკრება და მათთვის გამოტანილი სასჯელის აღსრულება კატასროფული სიმძლავრის დონეზე. რაც თავის მხრივ წარმოდგება მასობრივი ხასიათის უბედურებათა სახით და განიკარგება შემდეგი კანონის თანახმად: „არა ადგილისთვის ხალხი, არამედ ხალხისთვის გამოარჩია ღმერთმა ადგილი და თავად ადგილი კი ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20). ხოლო „არმაგედონის“ თაობაზე კი თავად ბიბლია იძლევა განმარტებას: „რომ ის არის ადგილი, სადაც ხდება ცოდვილთა შეგროვება და იქ მოხდება მათთვის გამოტანილი სასჯელის აღსრულება“ (გამოცხადება 16-16,17). აი, ეს არის სატრანსპორტო თუ საყოფაცხოვრებო ხასიათის უბედურებათა, პანდემიათა, მწერებისა და ქვეწარმავალთა შემოსევების, ომების, ქარიშხლების, წყალდიდობების, ხანძრებისა თუ მიწისძვრების მოვლინებების მიზეზი. რაც ყოველდღიურად მზარდ მასშტაბებს იძენს ცოდვათა სიმძიმის თანხვედრილად და ისინი მანამ არ შეჩერდებიან, ვიდრე არ აღსრულდება კანონი: „არ შებრუნდება უვლის მძვინვარება მანამ, სანამ არ იქმს და შეასრულებს ყოველივეს. უკანასკნელ დღეებში ყველა მიხვდება ამას“ (იერემია 30-24). ამიტომ დაწყებულის შეჩერება არავის შეუძლია, როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: „მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან. ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი; ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოსავლენი უბედურებანი“ (III ეზრა 16-24/26).
დიახ, ყოველივე მართლაც ასეა. ვერანაირი სამიტები – მიძღვნილი კლიმატის დასარეგულირებლად, მეცნიერთა თუ პოლიტიკოსთა მცდელობები, ვერ შესძლებენ იმას, რომ რაც დაწყებულია, ის შეაჩერონ. ვინაიდან მიმდინარეობს „არმაგედონის“ მოვლენა და მისი შეჩერება კი შეუძლებელია!!! რადგანაც ის აუცილებლად ბოლომდე აღასრულებს დადგენილს. მაგრამ მსურველს შეუძლია ის, რომ შესაბამისი ქმედებები ჩაიდინოს საიმისოდ, რომ თავის თავსაც და ოჯახსაც გადაალახვინოს ეს პროცესი. ხოლო რაც შეეხება შესაბამის ქმედებებს, ის კი შემდეგია: უნდა მოხდეს გულწრფელად მონანიება შეცნობილად თუ შეუცნობლად ჩადენილი ცოდვებისა და მის შემდეგ კი ცხოვრების განგრძობა ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვით. თუმცა აქ აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ სამწუხაროდ ადამიანები სათანადოდ ვერ ერკვევიან იმაში, თუ რა ითვლება ღმერთის საზომების შეფასებით ცოდვად და რა არა. ამიტომაც, როგორც კანონი იუწყება: „უფალის ხელში არის ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს მასზე“ (ზირაქი 10-4) – ამჟამად საჭიროება შეიქმნა აღსრულებულ ყოფილიყო იგი. რისთვისაც მოვლენილი იქნა კიდეც საჭირო პიროვნება საიმისოდ, რომ ამხილოს ყოველივე ის დაფარული, რომელთა არ ცოდნამაც იმ დონის შეცდომები დააშვებინა ადამიანებს, რომ „არმაგედონის“ მომკა დაამსახურებინა. მისი მოვლინების თაობაზე დაიბარა იესომაც: „რომ მოვიდოდა ნუგეშისმცემელი, რომელიც ამხილებდა სოფელს ცოდვის, სამართლისა და განკითხვის გამო. ჭეშმარიტებას განუცხადებდა ხალხს. რასაც თავისი აზრით კი არ ილაპარაკებდა, არამედ იმას იტყოდა, რასაც ისმენდა და მომავალს შეატყობინებდა მათ. არც იგავებით ისაუბრებდა, არამედ პირდაპირ აუწყებდა ყველას ღმერთის შესახებ“ (იოანე 16-8/25). ეს ყოველივე უკვე აღსრულდა და „უფალია ჩვენი სიმართლის“ წიგნთა სახით წარმოდგენილი ინფორმაციით ექადაგება მსოფლიოს ყველა ხალხს დასამოწმებლად (მათე 24-14). მისით გაცხადებულ ცოდნაზე ბიბლია აცხადებს იმას, რომ „იგი სოფლის მშენებლებისაგან დაწუნებული ის ქვაა, რომელიც ქვაკუთხედად იქცევა და ღმერთისაგან მოხდება ეს“ (მათე 21-42). როგორადაც ხედავთ, ეს პროცესიც სახეზე არის და „არმაგედონი“ უკვე გადავიდა გლობალური მოქმედების დონეზე. ამიტომაც თავის გადასარჩენად სხვა გზა აღარ არსებობს გარდა იმისა, რომ დაწუნებული ქვა ქვაკუთხედად უნდა იქცეს!!! ვინაიდან მისი ცოდნის გამოყენების გარეშე, ვერავინ გადაურჩება მიმდინარე მოვლენას.