რატომ უშვებს ღმერთი ბოროტების არსებობას?
ძალიან ხშირად მომისმენია ღმერთის მიმართ გამოთქმული ასეთი ფრაზები: ღმერთი თუ მართლა კეთილია, მაშინ რატომ უშვებს ამდენ უსინდისობასა და ბოროტებასო?! ან რატომ აძლევს უფლებას ბოროტ ადამიანს, რომ კეთილი დაჩაგროსო?! ან რატომ ცხოვრობენ ფუფუნებაში ვერაგი და ყალბი ფარისევლები და პატიოსანი კაცი კი გაჭირვებაშიო?! ამგვარი უამრავი „რატომ?!“ კითხვა უჩნდებათ ადამიანებს და უჭირთ გარკვევა იმისა, თუ რისთვის ხდება ყოველივე ეს.
ყოველთვის მითქვამს და ახლაც მასვე გავიმეორებ: ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდდამხოლოდ ამ საკითხის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მოძიების შედეგად. რომლის მიღებაც ხდება სამყაროს კანონთა განსჯის საფუძველზე. გთავაზობთ მას:
სამყაროს კანონი ღმერთის შესახებ გვაცნობებს, რომ „ღმერთი არის სული“ (იოანე 4-24), რომლისგანაც შეიქმნა ადამიანი. ხოლო რაც შეეხება სამყაროს კანონთა განსჯას, სრულყოფილი სახით ის მხოლოდ მაშინ წარმოდგება, თუკი განიხილება სამმაგი კონტექსტით: მთელ სამყაროსეული მასშტაბის, პლანეტური და საკაცობრიო მასშტაბის განზომილებით. რომელ უკანასკნელთათვისაც ეს კანონები წარმოდგებიან: ღმერთის მიმართ რწმენის დამოკიდებულებით, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ოჯახურ გარემოში საურთიერთობო დამოკიდებულებით.
მაშასადამე სულის შესახებ სრულყოფილი იფორმაცია არის ის, რომ მისით შეიქმნა ეს სამყარო და თვით ადამიანიც; თანახმად კანონისა: „ეს სამყარო უფალმა უსახო ნივთიერებებისაგან შექმნა“ (სოლომონი 11- 17). „შეხედე ცასა და დედამიწას და რაც მასზეა. მიხვდები, რომ არსებულისაგან არ შეუქმნია ეს ყველაფერი ღმერთს და რომ ასევეა შექმნილი ადამიანთა მოდგმაც“ (II მაკაბელთა 7-28). ამიტომაც არის შესაძლებელი სულისა და სხეულის ერთარსობა და ამიტომ შეუძლია სხეულს გავლენა მოახდინოს სულზე: აამაღლოს ან დამდაბლოს და დაბლოკოს იმ დონემდეც კი, რომ სიკვდილის მდგომარეობა დადგეს – რაც სულისა და სხეულის გაყრით მიიღება.
ბიბლია ღმერთის შესახებ იუწყება: რომ „ღმერთი სიყვარულია“ (I იოანე 4-16) და რომ „მან ყოველივე კეთილად შექმნა თავისი დროისათვის“ (ეკლესიასტე 3-11). ამასთანავე აცხადებს იმ თვისებებსაც, რომელიც მას ახასიათებს: „სიყვარული სულგრძელია, ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს. არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს“ (I კორინთელთა 13-4). თავისთავად ცხადია, რომ ასეთი თვისებებით შემკულის ნებისმიერი ნამოქმედარი კეთილი იქნება და ასეც არის კიდეც!!! მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მან დაუშვა ბოროტების არსებობა და საკითხავი სწორედ ეს არის: რატომ?! ამ საკითხში გარკვევის საშუალებას კი იძლევა შემდეგი კანონი: „უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისათვის შექმნა და ასევე ურჯულოც ავი დღისათვის“ (იგავნი სოლომონის 14-15).
იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანონი არ იყოს ისე გაგებული, რომ ღმერთი მესაკუთრეა; ამისათვის უპირველეს ყოვლისა ავხსნი, თუ რა იგულისხმება გამონათქვამში: „ღმერთმა ყოველივე საკუთარი მიზნისათვის შექმნა“. როგორადაც მოგახსენეთ, ამ სამყაროში ღმერთი სულის სახით არსებობს და არის ყოველი ქმნილების საფუძველი. ამიტომ თუ ყოველი ქმნილება არ იფუნქციონირებს სულის შესანარჩუნებლად, მაშინ ის ვეღარც იარსებებს! რადგან სულშია ის ძალა, რომლითაც არის განპირობებული ყოველივეს არსებობა.
რაც შეეხება ადამიანს, მან რომ იცოცხლოს, ამისათვის მისთვის მინიჭებული თავისუფალი ნება ისე უნდა გამოიყენოს, რომ მასში სულმა ფუნქციონირება შესძლოს. რასაც მხოლოდ მაშინ ექნება ადგილი, თუკი პატიოსნად და წესიერად იცხოვრებს; როგორც ამას კანონიც იუწყება: „ღმერთმა ადამიანი პატიოსნებისათვის შექმნა“ (ეკლესიასტე 7-29). მაგრამ საიმისოდ, რომ ადამიანმა იცოდეს თუ მისი როგორი ქცევა ფასდება პატიოსნად ღმერთის საზომისმიერი შეფასებით, ამიტომ ის უნდა ერკვეოდეს ღმერთის მიერ დაწესებულ სამყაროს კანონებში და იცავდეს მათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაშორდება საკუთარ სულს და მასთან გაყრისაკენ მიდის. რის ხელშესაშლელადაც ღმერთს დადგენილი აქვს წინააღმდეგობანი, რასაც ჩვენ არასასიამოვნო ფაქტების შემთხვევებად ვიცნობთ. ხოლო ყოველივე ეს არასასიამოვნო მოვლენები კი იმიტომ არის დადგენილი, რომ ადამიანის აზროვნება იძულებული გახდეს გონს მოეგოს; რათა მობრუნდეს არჩეული არასწორი გზიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაღუპვა არ ასცდება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ყოველი პრობლემა იმ სიკეთის დასანახავად არის შექმნილი, რომელზედაც უარი აქვს ნათქვამი პრობლემაშექმნილ ადამიანს. მაშასადამე ღმერთმა ყოველივე კეთილად შექმნა და ალბათ მეტი კომენტარი აღარ არის საჭირო იმის მისახვედრად, რომ „ადამიანს ცუდი რამ თუ ემართება, ეს საკუთარი უკეთური საქმეების გამო და მისი დიდი ცოდვების გამო ხდება“ (III ეზრა 8-83). ამიტომ თუკი სხვისი დადანაშაულების მაგივრად საკუთარ შეცდომებს მოიძიებს, იპოვის მათ და საქმით მოინანიებს; მაშინ მდგომარეობა გამოუსწორდება და მისთვის სასიამოვნო შედეგსაც აუცილებლად მიაღწევს.
ეს ყველამ უნდა იცოდეს: რომ თუკი სამყაროს კანონთა დაცვით იცხოვრებს, იგი შეცნობილი იქნება ღმერთისაგან და მაშინ მასთან მიახლოებასაც კი ვერ გაბედავს ვერცერთი ბოროტეული. ასე რომ ბოროტების ჩადენის არსებობა ღმერთმა იმიტომ დაუშვა, რომ უარყოფილი სიკეთის დანახვა და მისკენ მიბრუნება შესძლოს ადამიანმა. ხოლო თუკი დროულად იქნება შეცნობილი და დაფასებული სიკეთე, რომელიც სიმართლესა და სამართლიანობას ნიშნავს, მაშინ აღარც ბოროტების მოხდენას ექნება ადგილი.
რაც შეეხება ამჟამინდელ პერიოდს, რომელიც ღმერთის მიერ შეფასებული არის ქვეყანაზე უბედურებების მოვლინების დროდ. ადამიანი ამის გაგებასა და გაანალიზებას თუკი არ მოახდენს ინდივიდუალურად და თავის წვლილს არ შეიტანს თავისი ქმედებების გადასინჯვით – საკუთარ ცოდვათა შეცნობისა და მონანიებისათვის; სამწუხაროდ სახეზე არსებული რეალობა გლობალური კატასტროფის გამოწვევისაკენ მიისწრაფის. ვინაიდან ადამიანთა სიმრავლე და მათ მიერ ჩადენილ ცოდვათა სიმძიმე უკვე დასაშვებ ზღვარს სცდება! დიახ, ეს მომრავლებული უბედურებანი, რაც ყოველდღიურად ატყდება თავს კაცობრიობას, ადამიანთათვის იმის მიმანიშნებელია, რომ ისინი ძალიან არიან დაშორებული სიმართლეს.
რაც შეეხება პირადულ და საზოგადოებრივ ურთიერთობებში გასარკვევ სამართლიან წესებს, ამის მოძიების შემძლეობა აქვს ყოველ მსურველს. მაგრამ რაც შეეხება ამ სამყაროს შესახებ სიმართლესა და ადამიანის ღმერთთან დამოკიდებულების შესახებ სწორ ცოდნას, ამის მოპოვება კი რთულია იმიტომ, რომ მას ღმერთი კარნახობს მხოლოდ იმ პიროვნებას, ვინც მის მიერ დაწესებული კანონების საქმით დამცველია. ვინაიდან და რადგანაც რელიგიებმა და რელიგიურმა სექტებმა ეს კანონები მიზანდასახულად არასწორად შეაცნობინეს საზოგადოებას, ამიტომაც ხდება დღეს ის, რომ მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს თავი ღვთის მორწმუნე ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში კი ის ხდება, რომ ღვთისმიერი მადლი უკვე გაქრობის დონეზე აქვთ ადამიანებს. ამიტომაც ღმერთი ცდილობს „უფალია ჩვენი სიმართლით“ გადმოცემული ცოდნის საშუალებით ადამიანთა გამოფხიზლებას საიმისოდ მაინც, რომ სრულიად საკაცობრიო წარღვნის მოვლინება მაინც იქნას აცილებული.
ეს ყველამ იცოდეს: ღმერთს არ სჭირდება ადამიანის მიერ დანთებული არც სანთელი, არც ხატების თუ ქანდაკებების შექმნა და არც რა რაიმე საჭმელ-სასმელი ან ძვირფასეულების შეწირვა. ღმერთი არც ჭამს, არც სვამს და არც სამკაულებს იკეთებს და არც სხვა რამ მატერიალურ რაიმეს საჭიროებს. ღმერთი ის კეთილი სულია, რომელიც ადამიანისაგან ითხოვს კეთილი თვისებების გააქტიურებას; რათა ადამიანი აღიჭურვოს თავისი მოდგმის მიმართ ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობით და არა იმ კაცთმოძულეობით, რაც რომ დღეს სახეზეა. ერთმანეთისადმი სიყვარული ადამიანებს სიმშვიდეს ანიჭებს და როცა ასეთი გრძნობა სუფევს გარემოში, სტიქიებიც წყნარდებიან. რადგანაც კანონი ამოწმებს, რომ „სამყაროც მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც შენ, თავის შემოქმედს გემსახურება; ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენ მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24). აი ეს არის ღმერთის მიმართ ჭეშმარიტი მორწმუნეობა – მხოლოდდამხოლოდ ერთმანეთისადმი სიყვარული!!! და არა ტაძრებში სიარული და რაღაც სატანურ რიტუალებში მონაწილეობის მიღება. რის გამოც ადამიანი იქ ისე იგეშება, რომ პირზე მხოლოდ ლანძღვა-გინება აკერია. რომელიც წინაპირობაა სისხლის ღვრისა; თანახმად კანონისა: „ცეცხლის გაჩენამდე ღუმელში ალმური და კვამლია; ასევე სისხლის დაღვრამდე – ლანძღვა-გინება“ (სიბრძნე ზირაქის 22).
ეს უკვე მოგახსენეთ, მაგრამ კვლავ გავიმეორებ: ფრთხილად, 42-ე თვეში ვართ!!! რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანის წინ ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმი უკვე დევს. ამიტომ თუკი სასწრაფოდ არ იქნება მიღებული სათანადო ზომები და არ გამოსწორდება ის მდგომარეობა, რაც დღეს სახეზეა და რომელიც ასეთია: მხოლოდ სასმელ-საჭმელისა და ტანსაცმელ-ფეხსაცმელის ნაირფეროვნების შექმნას ენიჭება მთელი ყურადღება. მხოლოდ გართობაზეა გადასული ყველა და ნაირ-ნაირი შოუების მოწყობაზე იხარჯება უამრავი დრო. სიცრუე და უსამართლობაა გამეფებული ყველგან და ყველაფერში. უსინდისოები პოპულარულები და დაფასებულები არიან, ხოლო პატიოსანნი კი აბუჩად აგდებულნი. ღმერთისადმი რწმენა კი მოდად არის გადაქცეული და სინამდვილეში დიდი ურწმუნოებაა შენიღბული მისით. რადგანაც ადამიანებში სინდისისა და პატიოსნების გრძნობა დავიწყებას მისცემია, ამიტომ ჭეშმარიტ ცოდნაზე ყველას ზურგი აქვს შექცეული. ვინაიდან მისი მიღება მხოლოდ მას შეუძლია, ვისშიაც ჭეშმარიტი სიყვარულის გრძნობა მყოფობს. ვინც გადარჩა ისეთი, რომ არ მოსწონს ყოველივე ის რაც დღეს ხდება, ნუ იფიქრებს იმას, რომ საშველი არ არის და რომ მას დამოუკიდებლად არაფრის შეცვლა არ შეუძლია. დიახაც რომ დიდი ცვლილების მოხდენა შეგიძლიათ!!! და ეს არის საკუთარი აზროვნების მობრუნება იმ სიკვდილის გზიდან, რომელზედაც ადგახართ იმის გამო, რომ საერთო ფერხულში ხართ ჩართული. მერწმუნეთ, ძალიან ძვირი დაჯდება „ურმის გადაბრუნებისათვის“ დალოდება.