გაზიარება

რატომ სცნო უფალმა საჭიროდ „უფალია ჩვენი სიმართლის“ შექმნა

თუ რატომ სცნო უფალმა საჭიროდ „უფალია ჩვენი სიმართლის“ შექმნა, ამაზე მოკლე და კონკრეტულ პასუხს ეს კანონი იძლევა: „ვინაიდან ქმნილება იმედით მოელის ღვთისშვილთა გამოცხადებას“ (რომაელთა 8-19). იმის სრულყოფილად განმარტება, ქმნილებაში თუ რა ან ვინ იგულისხმება, ჯერ ვერ მოხდება. რადგან მისი გაცხადების არც დროა დამდგარი და თანაც არც ფართო მასშტაბით განსახილველი თემაა. რამეთუ მრავალნი ვერ არიან მის სიღრმეებში ჩაწვდომის შემძლე. თუმცა დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლოა იმ ფორმით, რისი გამგებიც ყველა ის იქნება, ვინც კი ამას მოისურვებს. შევეცდები მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია:
რა იდეაა ჩადებული თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრების არსში? ამ კითხვაზე დავფიქრებულვართ კიდეც და გვიძებნია ჩვენი როლის გარკვევის გზებიც. რამეთუ მიგვეგნო სამყარული მნიშვნელობის სტატუსის მქონე ჩვენი ადგილისათვის. იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სთვლიან, რომ მათ თავიანთი ადგილი იპოვეს ცხოვრებაში და კმაყოფილებას გამოთქვამენ ამის გამო. როცა ასეთ პიროვნებას გავსაუბრებივარ და მიკითხავს მისთვის, თუ როგორ შეიცნო ეს. ასეთი პასუხი მიმიღია: მე ხალისით ვასრულებ სამუშაოს, რადგან იგი ჩემი მოწოდებააო. მართლაც ბედნიერებას წარმოადგენს მიგნება და შესრულება იმ ფუნქციისა, რომელიც გულისხმობს ჩვენთვის მემკვიდრეობით მონიჭებული პიროვნული ნიჭის სრულფასოვნად გამოყენებას. თუმცა კი ბევრი წასულა ამ ქვეყნიდან ისე, რომ მათ ასეთი წყალობა ვერ მიუღიათ და მხოლოდ ადამიანთა მცირე ნაწილისათვის ყოფილა ეს შესაძლებელი.
ყოველივე ეს რომ ასე ხდება, მასში დამნაშავეა ის სატანური ძალა, რომელიც ადამიანებმა გააქტიურეს მათთვის დადგენილ კანონთა დაუცველობის გამო (გამოცხადება 13-5). რომელი ძალის მოქმედებაც მიზანმიმართულია საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მეტად დაიტანჯოს ადამიანი. რისი გამოხატულების ერთ-ერთი ვერსიაც ის არის, რომ ადამიანები ანაზღაურების მიხედვით ირჩევენ პროფესიებს. ხოლო პროფესიულ საქმიანობათა შეფასების დადგენა კი სწორედ სატანური ძალის ზემოქმედებით ხდება. ვინაიდან კაცობრიობა დასაბამიდან მოყოლებული უმეცრების დროებაში იმყოფება. ამიტომაც კაცობრიობის მართვის სადავეებიც სატანური ძალის ძალოვანთა ხელშია და ისინიც დემოკრატიის ნიღბით შენიღბულ ისეთ კანონებს ადგენენ; რომელნიც სინამდვილეში ემსახურებიან არა ადამიანის სიმშვიდის დაცვას, არამედ ფულისათვის უძლეველობის მინიჭებისას. ამიტომაც ადამიანი იძულებულია არსებობის შესანარჩუნებლად შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც უზრუნველყოფს მისი მატერიალური მხარის დაკმაყოფილებას. რისთვისაც ანაზღაურების მიხედვით ირჩევს სამუშაოს და არა მოწოდების შესაბამისად. ხოლო სამუშაო კი მაშინ ადვილად და ხარისხიანად შესრულებადი, როცა მათი სახეობა შეესაბამება შემსრულებლის მომწოდებლურ ნიჭს. ვინაიდან როცა ადამიანი აკეთებს თავისი ნიჭის შესაფერის საქმეს, ამით ის კი არ იღლება და მისთვის მძიმე ტვირთი კი არ არის სამუშაო; არამედ პირიქით, ესთეტიკურ სიამოვნებასაც კი გრძნობს მისი შესრულებით. ამიტომ მისი შრომაც ნაყოფიერია და შედეგიც საუკეთესო.
აი ასეთი სიტუაციით მოვიდა კაცობრიობა ბოლო ჟამის პერიოდამდე, როცა ღმერთმა უნდა შეაფასოს ადამიანთა ნაშენები. ვნახოთ რა პასუხს იძლევა ამაზე კანონი, რომლის აღსრულების დროც დამდგარა: „მოდით ახლა თქვენც იტირეთ მდიდრებო და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე, თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დალპა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაჟანგდა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული რომ გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის. აჰა მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ, ღაღადებს და მომკელთა ღაღადი უფალი ღმერთის ყურამდე აღწევს“ (იაკობი 5-1,9).
რაც შეეხება წარმოდგენილი კანონით გაცხადებულის ახსნას, მასზე უკვე განვაცხადე და გამოვაქვეყნე ინფორმაცია კიდეც. ახლა მხოლოდ იმას დავამატებ, რაც აქამდე არ მითქვამს და ახლა კი ვინაიდან უკვე მთელი მსოფლიო თვალნათლივ ხედავს კიდეც, რომ ამ კანონის აღსრულება ხდება ფაქტებად; ამიტომ გეტყვით იმ დაფარულს, რომელიც მართალია აშკარაა და ყველას თვალწინ ხდება, მაგრამ დამნახავი ვერავინაა. საქმე ეხება ადამიანის სახით მოსულ როგორც ანტიქრისტეს მოღვაწეობას, ასევე ადამიანის სახით მოსულ ქრისტეს მოღვაწეობას. რომელთა მოსვლაც ვერ გაიგო კაცობრიობამ იმიტომ, რომ ბიბლია მეორედ მოსვლაზე იძლევა იმ ინფორმაციას, რომ წარღვნის მსგავს მოვლენებს ექნება ადგილიო. რაც სწორედ იმის გამო ხდება, რომ ადამიანებმა ვერ იცნეს ანტიქრისტე და ვერც ქრისტე. ამიტომ ანტიქრისტე განადიდეს და მისცეს ნება ცოდვების მორევში შეეყვანა კაცობრიობა და ქრისტეს კი იმის მსგავსად მოექცნენ, როგორადაც იესოს. მაგრამ ამჟამად ღმერთს არა აქვს დაშვებული მისი გარდაცვალება. ამიტომ მან ყოველივე იხილა, მოისმინა და ღმერთამდეც მიიტანა სინამდვილე. რისთვისაც უკვე საყოველთაო განაჩენი გამოტანილი არის და როგორც ხედავთ, ყოველდღიურად ხდება კიდეც მისი აღსრულება. ცხადია მიმდინარე პროცესები დროში გაწელილად ხორციელდება. რადგანაც ერთბაშად თუ მოხდება, მაშინ ვერა ხორციელი ვერ გადარჩება. ამასთანავე მას ის დატვირთვაც აქვს, რომ როცა სიტყვით ვერ მოხდება სიმართლის შეცნობა ადამიანთა მიერ, ფაქტების სახით ხდება გონების გამოფხიზლება, რომ სწორი ნაბიჯები გადაიდგას! აი, სწორედ საამისო ცოდნის მისაღებად არის შექმნილი „უფალია ჩვენი სიმართლე“. რათა მისი მეშვეობით არის მხოლოდ შესაძლებელი იმ პროცესების გადალახვა, რაც უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს და დღითიდღე უფრო მოიმატებს მისი მასშტაბები. უკვე აღარც იმას გეტყვით, თუკი დაგჭირდებათ დახმარება მეთქი. რადგან დახმარება ყველას დასჭირდება!!! ამასაც გეტყვით, რომ რა როგორ, ან რა დონეზე განხორციელდება და რა სიტუაცია შეიქმნება, ეს ღმერთის გარდა არავინ იცის. მე კი მხოლოდ ამას გაცნობებთ: გარდაუვალია ის, რომ ვინმე დარჩეს ისე, გამოუვალ მდგომარეობას რასაც ვუწოდებთ ადამიანები, მასში რომ არ აღმოჩნდეს. საიდანაც გამოსვლის მხოლოდ ერთადერთი საშუალება არსებობს. რის მისაგნებ ცოდნასაც მხოლოდ იქ იპოვით, რა ინფორმაციაც me-sia.com-ზეა გაცხადებული. რადგანაც ის ქართულ ენაზეა, ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ენით მეტყველ ხალხს უფრო მეტს სთხოვს უფალი, ვიდრე სხვებს; და ამის გამოა ის, რომ მათთვის მომეტებული იქნება როგორც სასჯელები, ასევე წყალობაც და ამასთანავე მოვლენების პირველ რიგში დგომაც.