გაზიარება

რატომ ნადგურდებიან ცივილიზაციები


ბიბლია, რომელიც ღმერთის მიერ ადამიანთათვის დადგენილი კანონმდებლობის მომცველი წიგნია, ამავდროულად არის კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი ცნობების აღმწერიც. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, რომ მასში ნახსენებია კაცობრიობის მიერ ცივილიზაციის რაღაც დონეზე მიღწევების აღკვეთა, რომელიც არის წარმომდგარი: ნოეს კიდობანის ამბავით, სოდომ-გომორის, ბაბილონისა და სხვა ისეთი ამბებით, რომელნიც ღვთის რისხვის ნამოქმედარს აღწერენ. რა თქმა უნდა ბიბლია ისტორიის დაწვრილებით აღმწერი წიგნი არ არის, მაგრამ მიზეზი იმისა თუ რატომ ხდებოდა ცივილიზაციის განადგურება, ხაზგასმით არის წარმოდგენილი მასში და ეს არც მეტი არც ნაკლები არის ის, რომ ადგილი აქვს ადამიანთა მიერ ცოდვათა ჩადენის ზღვარგადასულობას.
უკვე რამოდენიმე წელია, რაც რომ მსოფლიო საზოგადოება ბოლო ჟამის პერიოდზე ალაპარაკდა და ცხადია, ეს არც უმიზეზოდ და არც შეუცნობლად არ ხდება. ვინაიდან ბოლო წლებში დედამიწაზე განვითარებული პროცესები ზედმიწევნით ზუსტად, ფაქტებად ასრულებენ იმ ცნობებს, რომელნიც ბიბლიაში გამოცხადებულია ქრისტეს მეორედ მოსვლის წინმსწრებ ნიშნებად და იწოდება საკაცობრიო საყოველთაო განკითხვის ანუ „არმაგედონის“ პროცესად. მართალია ისიც, რომ ამის დამჯერნი სრულიად მსოფლიო მოსახლეობა როდია, მაგრამ პროცესის თანდათან ღრმა ფაზაში შესვლა აღწევს იმას, რომ მეტი და მეტი ადამიანი ფიქრდება ამ საკითხზე და ეს აუცილებელიცაა!!! ვინაიდან რომ არა ადამიანთაგან გონების მოხმობა, სიმართლისადმი თვალის გასწორება და ისე მოქმედება, კაცობრიობა თავიდან ვერ აიცილებს სრულმასშტაბიან საკაცობრიო დონის წარღვნას.
ვინც ბიბლიის მკითხველია, მათ ისიც იციან, რომ ღმერთმა კაცობრიობას აღთქმა დაუდო იმისა, რომ სრულმასშტაბოვან საკაცობრიო დონის წარღვნას არ მოუვლენდა (დაბადება 9-11,12). ცხადზე ცხადია ის, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (რიცხვნი 23-19) და ამჟამადაც გამოუწოდა მან დახმარების ხელი ადამიანთა მოდგმას, საჭირო ცოდნის გაცხადების სახით. ვინაიდან პრობლემის გადაჭრა, სათანადო ცოდნის მითითებებით მოქმედების გარეშე შეუძლებელია!
როცა არსებული რეალობის შესახებ მქონია საუბარი, მეტ-ნაკლებად თითქმის ყოველს აღუნიშნავს ის, რომ ადამიანთა მიერ ჩადენილი უსამართლო ქმედებანი იმკის იმ უბედურებებს, რაც მსოფლიოს ატყდება თავსო. რასაც ყველაზე მეტად პოლიტიკოსებს აბრალებენ და შემდეგ კი დასძენენ: აბა მე რა შემიძლიაო?! სწორედ ამ შეძლებაზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება და ყოველივე რომ საყოველთაოდ გასაგებად ავხსნა, ამიტომ წარმოვადგენ კვლავ და კვლავ ჭეშმარიტ ახსნას, რამეთუ მხოლოდ მას შეუძლია ყოველთვის სწორი გამოსავალის პოვნა! ამისათვის კი მოვიშველიებ ბიბლიას და წარმოვადგენ იმ კანონს, რომლითაც ის განიმარტება, თუ რატომ მოავლენს სტიქიურ უბედურებას ღმერთი და სად: „არა ადგილისათვის ხალხი, არამედ ხალხისათვის გამოარჩია უფალმა ადგილი. მაგრამ თავად ადგილი, ხალხებზე თავს დატეხილი უბედურების თანაზიარია“ (II მაკაბელთა 5-19,20). მაშასადამე გამოკვეთილად არის განმარტებული ის, რომ ქვეყანათა თავს დატეხილი სტიქიური უბედურებანი, იქ მცხოვრებ ადამიანთა მომკილი ცოდვების მოზღვის გამო ხდება. რასაც ამოწმებს კანონებიც: „სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით, მაგრამ თავად არასდროს იცვლებიან“ (სიბრძნე სოლომონის 19-18) და „სამყაროც მართალთა შემწეა, რადგან ქმნილება, რომელიც შენ თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24). „წარღვნაც ხომ ადამიანთა დიდი ცოდვების გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40).
აი მტკიცებულებები იმისა, რაც გითხარით და აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, თუ რატომ არის ბიბლია მტკიცებულება. დიახ, ასეა ბიბლიის კანონები, რომლებიც დაწყობილია ბიბლიური კოდის მიხედვით და ისე ხსნის განსახილველ საკითხს, არის სარწმუნო და თანაც ჭეშმარიტი მტკიცებულება იმიტომ, რომ სწორედ მისით განისჯება ბედისწერა და ის განაჩენიც, რომელიც ფაქტთა სახით წარმოდგება, ამ განსჯით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაა!!! ეს კი იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ მეთოდის გამოყენებით არის შესაძლებელი ნებისმიერი პრობლემის ისეთ სიღრმეებში წვდომა, რაც მის საფუძვლამდეც მიგვიყვანს. ხოლო პრობლემის აღმოფხვრა კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუკი მისი წარმომშობი არა მხოლოდ მიზეზები მოისპობა, არამედ საფუძვლის ამოძირკვა მოხდება! წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად ვერ მოხდება სრულყოფილი შედეგის მიღება.
მაშასადამე დავუბრუნდები იმ საკითხს, რაც ეხება ამჟამინდელ მდგომარეობას და დავიწყებ თუნდაც იმით, რაც მთელ მსოფლიოს ერთმა უხილავმა ვირუსმა დამართა. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ ჩემი სიტყვებით, რადგან ეს უკვე უამრავმა ადამიანმა გააკეთა. მე მხოლოდ იმ კანონს წარმოგიდგენთ, რომელიც ბოლო ჟამის პერიოდს ეხება და ეს მდგომარეობაც ერთ-ერთი ფაქტია მისი აღსრულებისა. აი ისიც: „მწიგნობართა ცოდნას მოვსპობ და სოფლის ბრძენთა ნიჭს არად ჩავაგდებ“ (I კორინთელთა 1-19) და „სად არის სოფლის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ საუკუნის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა სიბრძნე ამ სოფლისა?!“ (I კორინთელთა 1-20). აგრეთვე დავძენ იმასაც, რომ ჩემს მიერ შექმნილ წიგნებში, საყოველთაოდ გასაგებად არის წარმოდგენილი ის ნიშნები, რომლებიც თანამიმდევრობით ვითარდებიან უკვე ამჟამად და ერთ-ერთი მათგანი კი არის კორონავირუსის ის მრავალფეროვან სახიერი გამოვლინებები, რაც უკვე საყოველთაო შემაშფოთებელ ფაქტადაც იქცა კიდეც. აქ ვეცდები გვერდი ავუარო მეცნიერულ განხილვებს, რადგან ამას შესაბამისი სპეციალისტები თავადვე აკეთებენ. მე მხოლოდ გამოსავალის თაობაზე ჭეშმარიტ ცოდნას შევეხები მოკლედ, რადგან ვრცლად უკვე წარმოდგენილი მაქვს. თუ რა არის სინამდვილეში ვირუსი და რატომ იქცევა ასე „ჭკვიანად“, ეს ეცოდინებოდა მედიცინას იმ შემთხვევაში, რომ მას სულიც ისევე შეესწავლა, როგორც სხეულთან მიმართებით მოიქცა. ვინაიდან და რადგანაც სული არის მთავართა მთავარი სხეულში მიმდინარე ნებისმიერი ცვლილებისა! ამიტომ ის ცოდნა, რაც მედიცინას და საერთოდ მეცნიერებას გააჩნია, აწი უკვე ვეღარ გამოდგება იმ მიზეზით, რომ მოხდა შევსება იმ თვისებრივ თუ გრძნობისმიერ ენერგიული საზომისა, რის შესავსებადაც იყო დადგენილი საკაცობრიო გენეტიკური ათასწლეული: „დადგენილი 1000 თაობამდე“ (ფსალმუნები 104-8). რომელშიდაც იგულისხმება სულიერი საზომით ათვლილი თაობა და არა ხორციელით, რომელიც შემდეგია: დიდედა-პაპა, დედ-მამა, შვილი, შვილიშვილი. რაც შეეხება ვირუსს, მისი მოქმედება ინდივიდუალურად მიმდინარეობს ყოველ ადამიანში იმიტომ, რომ ის მოქმედებს იმ პროგრამით, თუ რა სახის ცოდვას სჩადის პიროვნება. რაც მეტ-ნაკლებად ეხება მის შვილსაც. ამიტომ გამოსავალი ვაქცინაში არ არის და უკვე ვეღარც ცხოველებზე გამოცდის შედეგებზე დაყრდნობა იქნება შედეგის მომტანი! კვლავ ვიმეორებ რატომაც: დადგა დრო, როცა მხოლოდდამხოლოდ სულიერებაზე ზემოქმედებით უნდა მოხდეს სხეულის გაჯანსაღება. სხვა დანარჩენი: ეს მედიკამენტებით მკურნალობა იქნება თუ ოპერაციული, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. რადგან მათი მოქმედების შედეგები სახეს შეიცვლის.
გარდა ჯანმრთელობის მხრივი პრობლემებისა, უკვე გამოიკვეთა სხვა პრობლემებიც. თუნდაც ეკონომიკური კრიზისის ღრმა ფაზაში შესვლის საშიშროება, გლობალური დათბობის სწრაფი ტემპი და სტიქიურ მოვლენათა სიძლიერის მატება. აი, მოკლედ ის პრობლემები, რაც ამჟამინდელ პერიოდს ახლავს თან და აშკარაა ისიც, რომ მათი მოგვარება ადამიანურ ძალებს აღემატება. მაშინ რა მოხდება?! ნუთუ კაცობრიობა განწირულია?! აკი ღმერთი დაპირდა ადამიანთა მოდგმას, არ გაგანადგურებთო?! ასეთი კითხვები გაჩნდება იმ მოაზროვნე ადამიანის ფიქრებში, ვისაც ჯერ კიდევ შესწევს უნარი ყოველივე იმის მშვიდად განსჯისა, საითკენაც მიემართება სამყარო. გამოსავალი არის კი?! ცხადია, გამოსავალი ყოველი პრობლემიდან მოიძებნება, თუკი ადამიანი ამას ნამდვილად მოინდომებს. ხოლო თუ რას ნიშნავს ნამდვილად მონდომება, აი ამის თაობაზე გთავაზობთ გონივრულ განსჯას. რომლის უპირატესობაც აღიარებულია ღმერთის მიერ; თანახმად კანონისა „გონება ისეთი განსჯაა, რომელიც სწორი გადაწყვეტილებებით ბრძნულ ცხობრებას ირჩევს. სიბრძნე კი არის ღვთაებრივ და ადამიანურ საქმეთა ცოდნა მათი მიზეზითურთ. სიბრძნის სახეობანია: გონივრული განსჯა, სამართლიანობა, სიმამაცე და თვითდაოკება. უმთავრესია მათში – გონივრული განსჯა, რომლის წყალობითაც ვნებებს სძლევს გონება“ (IV მაკაბელთა 1-15/32). ხოლო „როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნერგა მას ვნებანი და ჩვევანი; და მაშინ ყოველი გრძნობის წმიდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული, რომლის წყალობითაც ადამიანს გონივრული, სამართლიანი, კეთილი და ღირსეული სამეფო უნდა ემართა“ (IV მაკაბელთა 2-21/23).
მაშასადამე მივმართავ გონიერ განსჯას და მასთან დავძენ იმასაც, რომ ის არის ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ნებისმიერი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა!!! ხოლო რაც შეეხება გონიერ განსჯას, ის კი შემდეგია: როგორადაც უკვე გაირკვა, ეს სამყარო მთლიანი ერთეულია და ადამიანი კი მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილთაგანი. ამიტომაც მისი არსებობა შეუძლებელია გარემო პირობების სათანადო მდგომარეობის გარეშე, რასაც ჩვენ კლიმატს ვუწოდებთ. რაც შეეხება კლიმატს, მის შექმნაში მზის სისტემა მონაწილეობს სრული შემადგენლობით. ხოლო თავად მზის სისტემის არსებობასა და მის სრულფასოვნად ფუნქციონირებას კი ცისა და ვარსკვლავების ფუნქციონირება განაპირობებს. ასე რომ შეგვიძლია ასეც წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი სამყაროს წრის ცენტრში მდგომად და მიმღებ-გამცემათ საწყის და საბოლოო ენერგიისა. უფრო გარკვევით რომ ვთქვა: სხეულის მიერ გამომუშავებული ენერგიით, მასში მოქმედ სულს ეძლევა იმის საშუალება, რომ კოსმოსს დაუკავშირდეს, რათა ახალი ენერგიით დაიმუხტოს. ეს ხდება სპინური ბრუნვითი მოძრაობის საშუალებით და შეძენილ ველსაც ტორსიული ველი უწოდა ფიზიკამ. თანახმად ენერგიის მარადისობის კანონიდან, შემდეგ ეს ენერგია გაზრდილი სახით ისევ სპინური მოძრაობით გადის მზის სისტემიდან და მოივლის ვარსკვლავებს ცის თაღზე და შემდეგ ბრუნდება უკან და ეს წრე სრულდება იქ, სადაც დაიწყო და ამის შემდეგ იწყება შემდეგი ციკლი. აი ასეთ გზას გადის კაცობრიობის ბედისწერა და მასში შემავალ ადამიანებსაც იმის მიხედვით ეძლევათ ფაქტებით ის რაც დაიმსახურეს, სადამდეც გაწვდება მათი სულიდან გასული სხივი. თუმცა სულ ასე მარტივად არ არის ყველაფერი, რადგან ადამიანები ერთმანეთზე გავლენას ახდენენ და ხშირად ერთი კატეგორია მეორეს იმის უფლებას აძლევს, რომ თავისი ბედისწერა გაამრუდებიოს. რას ნიშნავს ეს? მოდი ავხსნათ ეს საკითხი იმიტომაც, რომ შორს წასულ შემთხვევებში ეს პროცესი იქამდე მიდის, რასაც საკაცობრიო დონის წარღვნა ჰქვია. ვინაიდან და რადგანაც ახლა სწორედ ისეთ დონეზეა მისული კაცობრიობა, რომ ასეთი მასშტაბის წარღვნამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს, ამიტომ თუ არა ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ მაინც გონს მოგება, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული კატასტროფა გარდაუვალია!!!
ბევრს აღარ გავაგრძელებ იმის სამტკიცებლად, რომ ეს ასეა. რადგან თუკი ვინმეს სურს მეტი მტკიცებულებანი, ეს ცნობებიც უკვე გამოცხადებულია ყველასათვის ხელმისაწვდომად me-sia.com ვებ. საიტზე განთავსებული ინფორმაციით. მოკლედ წარმოვადგენ იმ მიზეზს, რის გამოც მოიმკა კაცობრიობამ ის განაჩენი, რაზეც გაცნობეთ და საფუძველი ამისა არის შემდეგი: ადამიანებში „გატიალების სიბილწე დადგა წმიდა ადგილას“ (მათე 24-15). რას ნიშნავს ეს? ამის გარკვევამდე მინდა შეგახსენოთ ადამიანური ფენომენის იმ თავისებურების შესახებ, რომ იგი დაკავშირებული არის სიტყვიერად გაგებასთან და შეიძლება ითქვას, რომ არა თუ დაკავშირებულია, არამედ მისით განისაზღვრება კიდეც. ვინაიდან ადამიანი მოაზროვნე არსებაა და აზროვნების გარეშე ადამიანობა ვერ შედგება. ხოლო აზროვნება კი სიტყვის ძალით ხდება. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის მთელი მოღვაწეობა და თვით სიცოცხლის არსებობაც სიტყვას უკავშირდება და ეს იმიტომ, რომ ღმერთმა სიტყვის ძალაზე დაამყარა ამ სამყაროში ყოველი; თანახმად კანონისა: „დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. ის იყო დასაწყისში ღმერთთან. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უიმისოდ არაფერი შექმნილა, რაც შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანთა ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-1/5) და „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი. აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე და განიკითხავს გულთა აზრებს და ყოველგვარ ზრახვებს. არცერთი ქმნილება არ არის დაფარული მისი ხედვისაგან, არამედ ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს“ (ებრაელთა 4-12,13).
რას გვაცნობებს ეს ორი კანონი? პირველ რიგში იმას, რომ ამ სამყაროში ყოველივე სიტყვის ძალით განიგება და ეს სიტყვები კი ღმერთის მიერ არის შექმნილი. ამიტომ ისინი სიცოცხლის მომტანი არიან და სიცოცხლე კი ნათელია. მაგრამ ბიბლია იმასაც იუწყება, რომ ბნელი სიტყვაც ყოფილა: „არის სიტყვა სიკდილით შემოსილი და ნუ იპოვებოდეს იგი იაკობის მემკვიდრეობაში!“ (სიბრძნე ზირაქის 22). ამასთანავე იმასაც დასძენს, რომ ნათელი ბნელს ყოველთვის ანათებს და ბნელიც ვერ მოიცავს მას! ხოლო „ნათელი ის არის, რაც იმხილება და გამომჟღავნდება“ (ეფესელთა 5-14). მხილება კი სათანადო ცოდნით, ანუ სიბრძნით აღჭურვას გულისხმობს, ვინაიდან: „ყველა მოძრავზე უფრო მოძრავია სიბრძნე. თავისი სიწმინდით ყველაფერს გაივლის და ყველგან შეაღწევს. რადგან ღვთის ძალის სუნთქვაა იგი და ყოვლისმპყრობელის დიდების შეუბღალავი გადმოღვრა. ამიტომ წაბილწულთაგან ვერავინ მიეკარება მას. ერთადერთია იგი, მაგრამ ყოვლისშემძლე. ეწვევა უბიწო სულებს, თაობიდან თაობაში და ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადებს მათ. რადგან ღმერთი არავის უყვარს გარდა იმისა, ვინც სიბრძნით ცხოვრობს. სიბრძნეს ვერ სძლევს ბოროტება“ (სოლომონი 7-20/30). ხოლო ნებისმიერ შემთხვევაში სიბრძნეში რა იგულისხმება?! რა და ის, რომ ადამიანს თუკი უნდა პრობლემა ნამდვილად გადაიჭრას, მან გონებას უნდა მიმართოს საამისოდ მხოლოდ. რადგან ღმერთმა ისე შექმნა ეს სამყარო, რომ „ადამიანი თავისი აზროვნებით ვერაფერს გაუგებს მას, რაც არ უნდა განსწავლული იყოს“ (ეკლესიასტე 3-11 და 8-17). ამიტომ მხოლოდ ღმერთის მიერ დაწესებული კანონების მიხედვით უნდა იმოქმედოს და ეს კი მის ცნობიერებაში მოსახდენ ცვლილებებზე მიუთითებს მას. აგრეთვე იმის ცოდნაც განუცხადა მან ადამიანთა მოდგმას, რომ მისი სიტყვების გასაგებად მან ერთი მოდგმა და მათი სამეტყველო ენა აირჩია. რასაც ამოწმებს ბიბლიაც: „დიდებულო უფალო, დედამიწის ტყეებსა და მის ხეთა შორის, შენ ერთადერთი ვაზი აირჩიე. დედამიწის ყველა ადგილს შორის, ერთი მღვიმე აირჩიე. ზღვის ყველა უფსკრულიდან, ერთი მდინარე აივსე შენთვის. ყველა შექმნილ ფრინველთა შორის, ერთადერთი მტრედი დაასახელე. შენს მიერ გამოსახულ ყველა პირუტყვს შორის, ერთი ცხვარი განიკუთვნე. ყველა მრავალრიცხოვან ხალხს შორის, ერთი ხალხი შეიძინე და ყველასგან მოწონებული რჯული მიეცი ხალხს, რომელიც შეიყვარე. მაგრამ ახლა უფალო, ერთი მრავალს რად ჩაუგდე ხელში? ერთ ძირზე სხვები გაგიმზადებია და მრავალში გაგიფანტავს შენი ერთადერთი. ფეხით გათელეს იგი მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდნენ შენს აღთქმებს. ვისაც არ სწამდა შენი დაპირებებისა“ (III ეზრა 5-20/30). ვინაიდან და რადგანაც ეს ერთი მოდგმა, რომელსაც იაკობის, იუდას და ქრისტეს გენად მოიხსენიებს ბიბლია, დღეს ქართულ ენაზე მეტყველ ადამიანთა ნაწილია, ამიტომ სწორედ ქართული ენით ხდება ჭეშმარიტების გამოცხადებაც.
რაც შეეხება იმ საფუძველს, რაზედაც მოგახსენეთ და მას ბიბლია უწოდებს: „წმინდა ადგილზე დამდგარ გატიალების სიბილწეს“ – რა იგულისხმება მასში? ავხსნი მას: უკვე ცნობილი გახდა ის, რომ სულსაც ისევე აქვს თავისი პროგრამა, როგორც სხეულს; და თუ სხეულისთვის ის აზროვნებაა, სულისათვის გონება არის. გონება სრულყოფილად ჩაწერილი სახით ეძლევა დაბადებითვე ყოველ ადამიანს და სწორედ მისი ფუნქციონირება განსაზღვრავს მის სიცოცხლისუნარიანობას. რადგან ის არის „ყოველი გრძნობის, თვისებისა თუ ნიჭის გამღები და საერთოდ ბედისწერის განმკარგავი“ (IV მაკაბელთა 2-21/23). რადგანაც გონება შედგება კანონთა ჩანაწერისაგან და მისი საზომით ხდება სწორედ ბედისწერის განაჩენის გამოტანაც. ახლა კი მოკლედ შევეხები იმ ცოდნას, რომელიც ბედისწერის გეგმას ქმნის და ის შემდეგია:
გონებაში ჩაწერილი კანონების შესრულება ემსახურება ადამიანში არსებული სასიცოცხლო ძალის შენარჩუნებას. სიცოცხლე ნათელია, ნათელი ღმერთია და ღმერთი კი სიყვარულია! ეს მოკლე მონახაზია ბიბლიის კანონებიდან. რაც იმას მოწმობს, რომ ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვა უზრუნველყოფს სიყვარულის ძალის არსებობას და გააქტიურებას, რადგან მხოლოდ ასეთ ძალას შეუძლია უზრუნველყოს სულის კოსმოსთან კავშირი. რის გარეშეც ადამიანთა მოდგმა ვერ იარსებებს!!! ამიტომ გონებაში წმინდა ადგილზე დგას სიტყვა უფალი და დაბადებით ყოველ ადამიანს მიცემული აქვს აზროვნება, რომელიც თავისი ცხოვრების ჩანაწერით ივსება და დაბადებით კი მიცემული აქვს მხოლოდ სათაური ამ ჩანაწერებისათვის, რაც შემდეგია: „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“ (ა.ღ.უ.) და იმას ნიშნავს, რომ პიროვნებამ, თავისი ცხოვრებით ცნობიერში უნდა უზრუნველყოს სიტყვა „უფალი“-ს წყობის შეუცვლელობა; რასაც კანონების დაცვით ცხოვრებით შესძლებს მხოლოდ. მაგრამ როცა ხდება კანონთა არ დაცვა, მაშინ ადგილი აქვს სიტყვაში ასო-ბგერათა ცვლილებებს (რაც ცხადია ენერგიული თვალსაზრისით ხდება) და ამჟამად სიტყვა უფალის ადგილი, ადამიანთა ცნობიერებაში სიტყვა „ფულია“-დ დალაგდა. რატომ უწოდა ბიბლიამ ფულს „გატიალების სიბილწე“ და ეს ასეა თუ არა?! მინდა ამ საკითხზე ვისაუბრო. თუკი ვიმსჯელებთ ფულის თაობაზე და მის იმ დანიშნულებას შევეხებით, რაც სინამდვილეში მისი ნამდვილი ფუნქცია უნდა იყოს, მასში ცუდი არც არაფერია. რადგან ფული არის ის საშუალება, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ საიმისოდ, რომ თავიანთი პროფესიის შესაბამისი კეთილსინდისიერი შრომით, ფულადი ანაზღაურება მიიღონ და შემდეგ მისით შეიძინონ საარსებოდ საჭირო ნივთები. თუკი ამ ჩარჩოებს არ გასცდება ფულის დანიშნულება, ცხადია ყოველივე კარგად იქნება. მაგრამ დღეს ასეა ეს?! და არა მარტო დღეს, ფულის არსებობიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო გადაცდომები მის დანიშნულებასთან მიმართებით. მაგრამ ახლა რაც ხდება, ეს უკვე ზღვარგადასულობის დონეა. რადგან უკვე სინდისიც და პატიოსნებაც ფულზე გაიყიდა იმ დონეზე, რომ ფული გატიალების სიბილწედ აქცია კიდეც. ღმერთის მიერ დადგენილმა გონების საზომმა კი იცის, რომ ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანის აზროვნებას ბნელი მოიცავს. რა ხდება ამ დროს? მოკლედ ვიტყვი მის შესახებ: ადამიანები სიცრუეს სიმართლედ იღებენ. ამის ნიადაგზე საზოგადოების მიერ მოწონებულია და დაფასებული ყველა ის ღირებულებები, რაც ღმერთისათვის არ მისაღებია. ადამიანებიც არჩევანს იმის მიხედვით აკეთებენ, რომელი ძალაც ბატონობს მათზე და ნებისმიერი სფეროს სათავეებში ბრიყვ, ამბიციურ და ფარისეველ ადამიანებს დააყენებენ. მეტის გაგრძელება მგონი საჭირო აღარ არის, რადგან ისედაც აშკარაა და თვალნათლივაც კარგად ხილული ის, რაც ყოველივე ამას მოჰყვა. იმასაც მოგახსენებთ, რომ დღითიდღე მძიმდება სიტუაცია და ნურავინ იფიქრებს იმას, რომ რომელიმე პოლიტიკოსს, მეცნიერს ანდა რელიგიას შეუძლია მდგომარეობის გამოსწორება. ხსნა მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნით მოქმედებაშია, რადგან ის უფლისმიერი სიმართლეა და სწორედ მაგიტომაც ჩადო ღმერთმა საკაცობრიო პროგრამაში მისი შექმნის აუცილებლობა; თანახმად კანონისა: „აჰა დადგება ჟამი და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს. მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა. გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. ეს იქნება მისი სახელი: „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6). „უფალია ჩვენი სიმართლით“ წარმოდგენილი ინფორმაცია კი უკვე სახეზეა და ვინც გაეცნობა მას, არ გაუჭირდება იმის მიხვედრა, რომ მასში გადმოცემული ცოდნა „არ არის კაცთმიერი“ (გალატელთა 1-11). არამედ ის ცნობებია, რომელიც ღმერთის მიერი კარნახით იქნა დაწერილი იმგვარადვე, როგორადაც წმინდა წერილები. ვინც დროზე დაფიქრდება იმაზე, რასაც ვაცხადებ და შესძლებს მიხვედრას მისი სისწორისა, მით უკეთესი იქნება მისთვის. თუ არადა ღმერთის მიერ კაცობრიობისათვის მიცემული პირობის შესრულებისათვის, რაც ეხება სრულმასშტაბიანი წარღვნის არ მოვლენას, ერთი გზაღა რჩება, რომელიც შემდეგია: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). ასე რომ არჩევანი თითოეული ადამიანის ხელშია და ვისაც რომელი გზაც სურს, ის აირჩიოს: ან ჭკუას მოუხმოს საიმისოდ, რომ უფლის სიმართლე შეიცნოს და შეიგნოს; ანდა ტანჯვის გზით მივიდეს მის შეცნობა-შეგნებამდე! სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. ხოლო რაც შეეხება იმათ, რომელთაც სული უკვე მიჰყიდეს სატანას, მათი განაჩენი გამოტანილი არის და აი, დადგა კიდეც აღსრულების ჟამი!!! თუ რა არის ეს განაჩენი, უკვე აღარც მის გამჟღავნებას მოვერიდები და ბიბლიის კანონით გაუწყებთ: „შთანთქავთ მათ დაუნთებელი ცეცხლი“ (იობი 20-6). რაც ვერ დაიმალება, რადგან მისი განხორციელება საყოველთაო ხილვადობის დონეზე მოხდება და ვინც სად იქნება, იქ მიუსწრებს.