გაზიარება

რატომ მოხდა წარღვნა და მოსალოდნელია
თუ არა მისი განმეორება

ნამდვილად მოხდა თუ არა ბიბლიაში აღწერილი წყლით წარღვნა და ნოე და მისი ოჯახი გადარჩა? ეს თემა ყველა დროისათვის მუდმივი განსჯის საკითხთა რიცხვს არის მიკუთვნებული. რადგანაც არის ადამიანთა კატეგორია, რომელთაც სჯერათ ამ ცნობის სისწორე და არიან ისეთნიც, რომელთაც არ სჯერათ მისი ნამდვილობა. ყოველივე ამის თაობაზე კი მე მინდა მოგახსენოთ ის, რომ გონიერი ადამიანისათვის აღარ უნდა იყოს იმის მტკიცება საჭირო, ბიბლიის ყველა ცნობა რომ სარწმუნოა და თანაც აუცილებლად აღსრულებადი გათვლილ დროში. ვინაიდან ბიბლია არის ჭეშმარიტი წყარო სამყაროსეული პროგრამით გათვლილი იმ ცნობებისა, რის განხორციელებასაც ჰქონდა და ექნება ადგილი კაცობრიობის ისტორიაში. როგორც ამას თავადვე აცხადებს: „დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა და აღსრულდება ყოველივე!“ (ესაია 46-10).
რაც შეეხება წყლით წარღვნას, რა თქმა უნდა ის ნამდვილად მოხდა. რადგან ადამიანთა ნამოქმედარმა ისე დასცა თავიანთი სულები, რომ კოსმოსთან კავშირის ძლიერად შეფერხება გამოიწვია. რაც საჭირო არის საიმისოდ, რომ დედამიწამ თავისი ადგილი შეინარჩუნოს სამყარულ სივრცეში. ამიტომაც ადგილი ჰქონდა პროცესს, რომელსაც ჩვენ დედამიწის პოლუსების გადახრას ვუწოდებთ. რომლის გამომწვევიც სწორედ იმ ბალანსის დარღვევაა, რისი დამარეგულირებელიც ადამიანური სულის კატეგორიაა. სწორედ ამით გამოიხატება ის სიძლიერე, რაც ადამიანს აქვს მინიჭებული შემქმნელის მიერ. თუმცა ადამიანები სათანადოდ ვერ აცნობიერებენ ამას და დედამიწაზე მიმდინარე კატაკლიზმების მიზეზებსაც მხოლოდ ხელით ნამოქმედარში ხედავენ. ცხადია, რომ ადამიანის არასწორი საქმიანობა მართლაც ხელის შემშლელი ფაქტორია დედამიწური გარემოს ფუნქციონირებისათვის. მაგრამ მთავარი და საფუძველი იმისა რამაც კლიმატი სტიქიურ მასშტაბებზე გადაიყვანა, არის ადამიანთა სულების კატეგორიის დაცემით გამოწვეული იმ ბალანსის დარღვევა, რომლითაც დედამიწური გარემო რეგულირდება. ვინაიდან მასში ადამიანური სულის ხვედრითი წონა 71,8%-ია.
გაცხადებული ცნობის მისახვედრად ბიბლიაში არის წარმოდგენილი კანონები, რომელნიც იუწყებიან იმას, თუ რა პრინციპზეა დამყარებული სამყარული ძალების რეაგირება ადამიანის ქცევების მიმართ. აი ისინიც: „სამყარო მართალთა შემწეა. რადგან ქმნილება, რომელიც გემსახურება შენ – თავის შემოქმედს, ცოდვილთა დასასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენს მორწმუნეთა კეთილის სამყოფად“ (სიბრძნე სოლომონის 16-17,24). ამიტომ „სტიქიებიც გარდაიქმნებიან ქნარის ხმებივით“ (სიბრძნე სოლომონის 19-18). „სიკვდილი და სისხლი, განსაცდელი და შიმშილი, შუღლი და მახვილი, მწუხარება და მათრახი; ყოველივე ეს შექმნილია ღვთის მიერ დაწესებული კანონების არ დამცველთათვის (ურჯულოთათვის) და წარღვნაც მათ გამო მოხდა“ (სიბრძნე ზირაქის 40).
წამოჭრილი საკითხი რომ უფრო განვავრცოთ, საამისოდ მივყვეთ ბიბლიას: „უბედურია ის, ვინც სიბრძნესა და სწავლას შეურაცხყოფს“ (სიბრძნე სოლომონის 3-11,12) და ამასთანავე გაფრთხილებაც არის იმის თაობაზე, რომ სწორად იქნას გაგებული, თუ რა სწავლასა და სიბრძნეზეა საუბარი. ვინაიდან არსებობს ცოდნაც, რომელნიც ადამიანებმა საკუთარ აზრებზე დაყრდნობით შექმნეს და მას საერთო არა აქვს ჭეშმარიტებასთან. ამის თაობაზე კი ასეთ მიმართვას აქვეყნებს ბიბლია: რომ „ერიდეთ მწიგნობრებსა და ფარისევლებსო“ (ლუკა 20-46) და მათ მიერ მოპოვებულ ცოდნის შესახებ იუწყება: „მე ვარ უფალი, ყოვლის შემქმნელი. ცის გადამჭიმველი და დედამიწის ჩემით დამგები. რომელიც არღვევს ცრუთა ნიშნებს. უკან ახევინებს სწავლულთ და მათ ცოდნას სისულელედ აქცევს“ (ესაია 44-24,25).
რაც შეეხება ნოესა და მის კიდობანს, რა თქმა უნდა ყოველივე იმგვარად მოხდა, როგორადაც ეს ბიბლიაში არის აღწერილი. თუმცა კიდობანი უბრალო „ხის ყუთად“ ნუ იქნება მიჩნეული; არამედ სჯობს იგი წარმოდგენილი იყოს საკმაოდ კარგად აღჭურვილ ლაბორატორიად. რადგან მაშინდელი ცივილიზაცია არათუ ჩამორჩებოდა ამჟამინდელს, არამედ გარკვეულ საკითხებში გაცილებით უფრო განვითარებული იყო. აგრეთვე მცირედად იმ ფაქტსაც შევეხები, რომ ბიბლია კოდირებული წიგნია და მისი ცნობების პირდაპირი მნიშვნელობებით გაგება არ ნიშნავს იმ ინფორმაციის სრულყოფილად შეცნობას, რასაც იგი იუწყება. მისი კოდირება კი ნიშნავს ინტუიციურ ენაზე დაწერილ ინფორმაციას, რომელსაც სამეტყველო ენით გაშიფვრა სჭირდება. ბიბლიაში წარმოდგენილი ცნობები ჩაწერილი არის ღვთიური გენის წარმომადგენელთა მიერ. რომლის მახასიათებელი ნიშანიც ის არის, რომ მის ყველა თაობას შორის არსებობს გონებრივი კავშირი და ამიტომაც მათ ძალუძთ გონებაში მყოფი ჭეშმარიტი ცოდნიდან ცნობების გამოტანა. თუმცა მათ შესახებ ბიბლია იუწყება იმასაც, რომ „მათი ცოდნა ნაწილობრივია და მხოლოდ ქრისტეა ის, ვის აზროვნებასაც ძალუძს სრულყოფილადად აღქმა ამ ცოდნისა“ (I კორინთელთა 13-9,10).
რაც ეხება ნოესა და მის ოჯახს, ისინი იყვნენ ადამის, შეთის, აბრაამის, დავითის, იაკობისა და იუდას გენის შთამომავლები. რომელთაგანაც გამოვიდა იესო ქრისტე და რომელ გენზეც ბიბლია აცხადებს იმას, რომ იგი ღვთის რჩეული გენია. როგორც ბიბლია აცხადებს: ბოლო ჟამის პერიოდში ეს გენი ამოცნობილი უნდა ყოფილიყო იმ სამეტყველო ენით, რომლითაც მოხდებოდა საუკუნეების მანძილზე გონებაში უმოქმედოდ მყოფი ჭეშმარიტების მხილება (III ეზრა 6-28). ფაქტებმა კი ის დაადასტურეს, რომ ეს ენა ქართული ყოფილა! ვინაიდან იერემიას (23-5,6) წინასწარმეტყველების აღსრულება ამ ენის საშუალებით აღსრულდა და როგორც ხედავთ „უფალია ჩვენი სიმართლის“ სახელწოდებით ექადაგება მსოფლიოს ხალხებს დასამოწმებლად (მათე 24-14).
ვინაიდან და რადგანაც იესო ნაზარეველი იუდეველი იყო, ხოლო დაფარული ჭეშმარიტება კი ქართული ენით გაცხადდა. ცხადია ბევრისათვის მარტივად გასაგები ვერ იქნება ის, თუ როგორ აღმოჩნდა ქართველ ერში მისი გენი. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაფარული ჭეშმარიტება ამ ენით ვერ იმხილებოდა. გთხოვთ ყურადღებას! როგორც ბიბლია აცხადებს: „იესო ქრისტე დავითის თესლისაგან იშვა ხორციელად“ (რომაელთა 1-3) და „ჩვენი უფალი ამობრწყინდა იუდასაგან“ (ებრაელთა 7-14). „რა არის იუდეველთა უპირატესობა?! – დიდია უპირატესობა მათი, ყოველნაირად! პირველ ყოვლისა კი ის, რომ მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2).
როგორც ცნობილია „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“ (ანუ „აღუ“), რომელსაც ამბობს განურჩევლად ყველა ერისა და ეროვნების ჩვილი ბავშვი, იშიფრება მხოლოდ ქართულად. აგრეთვე ბიბლიაში ასეთი ცნობაც არის, რომ „ერი, რომელიც ჩემთვის გამოვსახე, გამოაცხადებს ჩემს დიდებასო“ (ესაია 43-21). როგორც ხედავთ, ქართული ენით ხდება დაფარული ჭეშმარიტების მხილება და რადგან „ მხილებული ნათლით მჟღავნდება. ვინაიდან ყოველივე რაც გამომჟღავნდება, ნათელია“ (ეფესელთა 5-13,14), ამიტომ აუცილებლად მოხდება მისი საქმით აღსრულებაც!!!
რაც შეეხება ქრისტეს სულის პირველი მფლობელის იუდეველობას და მეორე მფლობელის კი, ქართელ ენაზე მეტყველობას. აქ გასაკვირი და უჩვეულო არც არაფერია, ვინაიდან სულიერი გენეტიკური ეროვნების განმსაზღვრელი კრიტერიუმები არ ემთხვევა ადამიანთა მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. რომელშიაც არცერთ ერში არ არის დაცული სისხლის აურევლობის პირობა. მაგრამ სულიერი გენეტიკით კი დაცულია წმიდა სულის ფაქტორი და ერობის განმსაზღვრელიც!
ჩემი შესრულებით გაცხადებული ცნობების სარწმუნოდ მიღება არ უნდა იყოს ძნელი, თუნდაც გამომდინარე იმისგანაც, რომ როცა ბიბლიაში ადამის შთამომავლობის ჩამოთვლა მიმდინარეობს ხაზგასმით; მის პარალელურად სხვა ხალხთა ისტორიაც არის მოხსენიებული. რაც იმის დასტურია, რომ ადამ და ევას გარდა, სხვანიც იყვნენ ისეთი ქმნილებანი, რომელნიც დაბადებით არ მოევლინენ ამ ქვეყანას. მართალია ეს ცნობა ფართო განხილვის ფორმით არ არის ბიბლიაში გადმოცემული, მაგრამ გონიერებისათვის საკმარისია ის, რა ინფორმაციაც კაენის ისტორიას ეხება: „რომ ის გადაიხვეწა ნოდის ქვეყანაში და შეიცნო თავისი დედაკაცი“ (დაბადება 4-16,17). ცნობა „ქვეყანა“ ნიშნავს ერთი ერით დასახლებულ ადგილს. ხოლო „თავისი დედაკაცის შეცნობა“ კი იმას, რომ მან ცოლი ნოდის ქვეყნის ერიდან შეირთო. რადგან ბიბლიას არ განუცხადებია ის, რომ კაენი და მისი დედაკაცი გადაიხვეწა უცხო ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ცნობას, რომლითაც ბიბლია ამბობს: „რომ ღმერთმა ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი ტომი დედამიწის ზურგზე დამკვიდრებისათვის. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები“ (საქმეები 17-26); ამ ერთში ნაგულისხმევი არის ედემელი (უკანასკნელი) ადამი და არა დედამიწელი ადამი (პირველი) (I კორინთელთა 15-45). რომლის სულის პროგრამაც 7-გზის დაიყო და გადანაწილებულ იქნა 7 პიროვნებაზე საიმისოდ, რომ დედამიწურ გარემოში არსებობა შესძლებოდათ. ხოლო სამყაროს პროგრამაში კი ადამიანური კატეგორიის სულის ხვედრითი წონა უცვლელია. ამიტომ თავდაპირველი ადამიანები შვიდნი იყვნენ. მაგრამ ადამი და ევა კი იმ ერის წინაპრები არიან, რომელშიაც გაგრძელდა ღვთიური გენი.
ბიბლიით წარმოდგენილი ცნობების საფუძველიდან გამომდინარე, ახლა იმის თაობაზე უნდა განვაცხადო, თუ რა მდგომარეობაა ამჟამად დედამიწაზე და მოსალოდნელია თუ არა ისევ წარღვნა?! დედამიწას რომ ძალიან უჭირს სამყაროს პროგრამით გათვლით მიკუთვნებული ადგილის შენარჩუნება, ამას მისი პოლუსების გადახრის ფაქტები ადასტურებენ. რომლის გამოვლინების ფაქტებსაც კლიმატური კატაკლიზმების გახშირება და გაძლიერება გამოხატავენ. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, კაცობრიობას მაინც არ მოევლინება იმ დონის წარღვნა, რომელიც მის სრულ განადგურებას გამოიწვევს. თუმცა იმგვარ მოვლენებს კი ექნება ადგილი, რასაც მსოფლიო მოსახლეობის 2/3 ნაწილი შეეწირება. რაც მოხდება შემდეგი კანონის აღსრულებით: „რადგანაც დათესილია ბოროტება. ამიტომ თუ არ განადგურდა, რაც დათესილია და არ აღიგავა ადგილი, სადაც ბოროტებაა დათესილი; ისე არ მოგვევლინება ადგილი, სადაც სიკეთეა დათესელი“ (III ეზრა 4-30). ვინაიდან დღეს კაცობრიობამ მიაღწია გენეტიკური ევოლუციის ბოლო ჟამს, უკვე დადგა დრო იმისა, რომ გენეტიკურ ნაყოფთათვის ადგილი იქნას გასუფთავებული სამოღვაწეოდ. რადგანაც კანონი ამბობს, რომ „უზენაესმა ეს წუთისოფელი მრავალთა გულისათვის შექმნა, ხოლო მომავალი კი – მცირედთა გულისათვისო“ (III ეზრა 8-10). ამიტომ უკვე აუცილებელია ამ ადამიანთა არა მხოლოდ დაცვა მოძალადეობრივი ბუნების მატარებელ ბოროტეულთაგან, არამედ მათთვის მართვითი ხელმწიფების უფლების გადაცემაც!!!
რადგანაც დათქმულმა დრომ უკვე მოაღწია, შესაბამისად ციურმა სარტყელმაც გაასრულა თავისი ფუნქციური ციკლი. რამაც საჭირო გახადა ცვლილება ძალთა თანაფარდობის დარეგულირებაში და ამიტომაც ამოქმედებული იქნა კანონზომიერებათა კატეგორია „არმაგედონი“. რომელიც გულისხმობს საყოველთაო განკითხვის პროცესს და მისი განხორციელებაც ხდება შემდეგნაირად: უფალი ამბობს, რომ „ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვას და ხეს. ვიდრე ბეჭდებს შუბლზე არ დავასვამდეთო“ (გამოცხადება 7-3). „მთელს ქვეყანაზე ორი წილი გაწყდება და დაიღუპება, მესამედი კი გადარჩება. გავატარებ ცეცხლში ამ მესამედს და გავწმენდ, როგორც ვერცხლი იწმინდება; და გამოვცდი მათ, როგორც ოქრო გამოიცდება. მაშინ ახსენებენ ჩემს სახელს და მეც შევიწყნარებ მათ. ვიტყვი: ეს არის ჩემი ერი. იტყვიან ისინი: უფალია ჩვენი ღმერთიო“ (ზაქარია 13-8,9).
როგორც ხედავთ „არმაგედონი“ სახეზეა და რადგან ამჟამინდელი მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი 8 მილიარდამდეა მისული, წარმოსადგენია რა მასშტაბებთანაც გვაქვს საქმე. აქ ამ საკითხს დაწვრილებით არ განვიხილავ. მხოლოდ იმ ორი ქვეყნის შესახებ გაცნობებთ, რომელთა სამაგალითოდ დასჯის ცნობასაც აქვეყნებს ბიბლია და ეს ქვეყნები – ქალდეა და ბაბილონია; თანახმად კანონისა: „მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაიდინეს სიონის მიმართ (იერემია 51-24). მათგან ქალდეა საქართველოა და „დიდი ბაბილონი“ (გამოცხადება 18-2) კი – ა.შ.შ. ხოლო დასჯის დროის გამოსაცნობი ნიშანი კი არის ზღვარგადასულობა ადამიანთა ცნობიერების გაუკუღმართების მცდელობის სფეროში. რამაც უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო როგორც საინფორმაციო საშუალებების, ისე სამედიცინო პრეპარატებისა და ფსიქოტრონული იარაღების გამოყენების გზით.
ახლა კი ხაზგასმით უნდა აღვნიშნო იმ ფაქტის შესახებ, რომელიც ეხება ბიბლიური ცნობებისა და მეცნიერული დასკვნებს შორის შეუსაბამობას. ვინაიდან მეცნიერება ადამიანის გაჩენას დედამიწაზე უკავშირებს პირველყოფილ ადამიანს, ხოლო ბიბლია კი ადამ და ევას. მეცნიერული ცოდნა რასაც ეყრდნობა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. ხოლო რაც შეეხება ბიბლიურს, მასზე კი გეტყვით იმას, რომ ჩემთვის ხელმისაწვდომ სამყაროს პროგრამის სქემების თვალსაჩინოებიდან გამომდინარე, რომელიც ასახავს საკაცობრიო გენეტიკის მსვლელობის საწყისს, მიმდინარეობას და დასასრულს – მინდა გაცნობოთ, რომ ამ სქემების სრულყოფილად გაშიფვრით შესაძლებელი არის პასუხის გაცემა ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ადამიანურ ფენომენს ეხება. ხოლო აქ კი მიმოვიხილავ მოკლე ინფორმაციას, რომელიც მიღებულია ამ სქემებზე დაყრდნობითა და ბიბლიური ცნობების შეუღლებით მიღებული ცოდნით. რისთვისაც წარმოვადგენ ცნობას ბიბლიიდან აბელისა და კაენის შესახებ, რომელიც შემდეგია: „გახდა აბელი მწყემსი, ხოლო კაენი მიწის მუშაკი“ (დაბადება 4-2). როგორც მისახვედრია, ეს ცნობა მეტყველებს იმაზე, რომ ამ დროს ადამიანის მიერ შეცნობილი იყო ისეთი კულტურა, როგორიცაა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. რაც ეწინააღმდეგება პირველყოფილი თემური წყობილების წესს. ე.ი. ადგილი აქვს შეუთავსებლობას ბიბლიურ ცნობებსა და მეცნიერულ ვარაუდებს შორის. მაგრამ მაინც რომელია სწორი?! და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ორივე ცნობა სწორია! მხოლოდ მათი განსხვავებულობის მიზეზი არის აცდენა დროში. რადგან ორივე მხარე კაცობრიობის საწყისს აღწერენ სხვადასხვა დროს. ხოლო მეცნიერებს კი ჰგონიათ, რომ ბიბლიის ცნობები იმ დროს ეხება, რომელსაც ისინი უწოდებენ კაცობრიობის საწყისს და ამ დროს პირველყოფილი ადამიანების არსებობის დროდ თვლიან. სინამდვილე კი ასეთია:
საკაცობრიო გენეტიკურ სქემათა საშუალებით და ბიბლიის იმ ცნობის თანახმად, რომლითაც ის იტყობინება წარღვნამდელ ადამიანთა სასიცოცხლო დროის ხანგრძლიობის თაობაზე, რომელიც 1000 წელს აღწევდა; შესაძლებელი გახდა იმის მიხვედრა და მასზე ცოდნის მიღებაც, რომ ადამიდან მოყოლებული წარღვნამდელი პერიოდის მცხოვრებთა ტვინის ტევადობა გაცილებით მეტის შემძლე იყო სამყაროს სტრუქტურისა და მისი ფუნქციონირების შესახებ ცოდნის ათვისებისა, ვიდრე ეს დღეს შეუძლია ადამიანთა შემეცნების დონეს. რადგან მათი გონების პროგრამა ვითარდებოდა უფრო სხვა მასშტაბით და სათანადო შედეგიც გამოიღო. კერძოდ კი ის, რომ წარღვნამდელ პერიოდში (რომელმაც მოიცვა ადამ და ევას დედამიწაზე ჩამოსმიდან 1656 წლიანი პერიოდი) ცივილიზაციამ უკვე მოასწრო იმ დონეზე განვითარება, ადამიანთა ნამოქმედარმა დედამიწის პოლუსების შემოტრიალებაც რომ შესძლო. რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში წარღვნა ვერ მოხდებოდა!!!
რაც შეეხება იმას, თუ რომელ ხალხში იყო ცივილიზაცია ასეთ დონეზე, მას იტყობინება ცნობა ნოეს კიდობანის შესახებ და ამასთანავე საკაცობრიო გენეტიკის სქემებშიც თვალსჩინოდ სჩანს ის. აქ კი აუცილებლად უნდა აღვნიშნო იმ ცნობის შესახებ, რომლისადმი ყურადღების გაუმახვილებლობამაც ძალიან შეუწყო ხელი წარსულის შესახებ არასწორი იდეოლოგიის ისეთი ხანგრძლივი პერიოდის არსებობას, რომ მისმა პერიოდმა საუკუნეები მოიცვა. ეს ცნობა კი შემდეგია: „იხილეს ღვთის შვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და ცოლებად მოჰყავდათ ისინი, ვისაც კი ამოირჩევდნენ. ბუმბერაზები ცხოვრობდნენ მიწაზე იმ დღეებში და მას შემდეგაც, როდესაც ღვთის შვილები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც მათ უჩენდნენ შვილებს. სახელოვანი ხალხი იყვნენ ისინი ძველი დროიდან. და იხილა უფალმა, რომ გამრავლდა ბოროტება ადამიანისა მიწაზე“ (დაბადება 6-2/5). ბიბლიის ეს განაცხადი უაღრესად ღირშესანიშნავი არის საიმისოდ, რომ მის შესახებ მსჯელობა ვრცლად წარიმართოს. მაგრამ რადგანაც ეს წიგნი გათვლილია იმ ფორმატზე, რომ უამრავ დაფარულ საკითხის მხილება უნდა მოახდინოს, ამიტომაც მასში წარმოდგენილი ცნობები განსახილველი საკითხის შესახებ იძლევიან ძალიან მოკლედ შეჯამებულ, მაგრამ შესაცნობად საკმარისად სრულყოფილ ინფორმაციას. ამ შემთხვევისათვის კი პირველ რიგში შეგახსენებთ იმას, რომ ბიბლიური ცნობების სრულყოფილად ახსნა გულისხმობს მის განხილვას სამივე საზომში. ანუ აქ ცნობა ბუმბერაზობა, არ ნიშნავს ახოვან აგებულებას მხოლოდ, არამედ უპირველეს ყოვლისა ის ეხება გონებას, შემდეგ ცნობიერებას და შემდეგ კი ფიზიკურ სახიერებას. მაშასადამე წარმოდგენილი ცნობა გვაგებიებს იმას, რომ დედამიწაზე ჩამოსმულ ადამს, ევას და იმ 5 პიროვნებას, რომელთა სახელებიც გასაიდუმლოებული იქნა; დედამიწაზე გონიერი მასპინძლები დახვდნენ. რომელთა ტვინის ფუნქციონირებაცა და ცოდნაც გაცილებით აღმატებული არის ადამიანურ შესაძლებლობასთან. ხოლო თუ ვინ იყვნენ ეს არსებები, ამაზეც იძლევა პასუხს ბიბლია და ის კი შემდეგია: „გადმოვარდა ციდან დიდი ურჩხული, დასაბამის გველი. რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა – მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. გადმოვარდა ქვეყნად და თან გადმოჰყვნენ მისნი ანგელოზნი“ (გამოცხადება 12-9).
ახლა კი პირველყოფილი თემური წყობილების შესახებ მოგახსენებთ. რისი არსებობის საფუძველიც წარმოშვა წარღვნის შემდეგ ამოქმედებულმა სამყაროს კანონზომიერებათა შემადგენელმა „სულთა რეინკარნაციის“ კანონმა. რომლის მიხედვითაც ადამიანებს დაბადებით კოსმოსიდან ეძლეოდათ არა „სულთა ნაყოფები“ (როგორც ეს მანამ ხდებოდა), არამედ რეინკარნირებული სულები. რადგან ამ ცოდნის შესახებ ინფორმაცია უკვე გაცხადებული მაქვს, ამიტომ აქ მხოლოდ მოკლე სახით გავიმეორებ მას:
წარღვნამდე და წარღვნის დროს დახოცილ ადამიანთა სულები, იმ დროინდელი კანონზომიერებების მოქმედი კანონით, ყველა აღწევდა ცის თაღამდე. ვინაიდან წარღვნის დროს დახოცილთა რიცხოვნების მიხედვით, თითქმის სრული სახე იქნა მიღებული 7/70 y – სა, გარდა იმ ნატამალისა, რომელიც ცოცხლად გადარჩნენ. ამიტომ ადგილი მიეცა სტრუქტურული ძვრების გამოწვევას სულთა პროგრამაში. ამ პროცესის მსვლელობა თვალსაჩინოდ არის გამოსახული გენეტიკურ სქემებში. ხოლო პრაქტიკულად კი ისინი მიღებულნი იქნენ იმ სხეულთა გავლენის შედეგად, რომელთა განადგურებაც მოხდა წარღვნით. რამაც ის ნაყოფი გამოიღო, რომ ადამიანის შემეცნებითი უნარის ფუნქციონირებაში შეზღუდვითი ცვლილებები მოხდა და მისი საწყისი დონეც მკვეთრად დაეცა. შეზღუდვები იმაში გამოიხატა, რომ შემეცნების განვითარება ძირითადად დედამიწური სარტყლის სფეროთი შემოისაზღვრა და სამყაროს მასშტაბით კი ძალზედ მცირედად მიიჩნევა წარღვნამდელ ცოდნასთან შედარებით. რომელი სხვაობაც იმდენად დიდია, რომ მიუხედავად იმისა, თანამედროვე პერიოდი მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ადამიანური ცნობიერების მაღალ განვითარების პერიოდად არის მიჩნეული საზოგადოებრივი აზროვნების მიერ; სინამდვილეში რეალობა ასეთია: წარღვნამდელ 1656 წლამდე არსებულ დონესთან მიახლოებულიც კი ვერ არის.
ასე რომ წარღვნის შემდეგ დაბადებულ ახალშობილთ უკვე რეინკარნირებული სულები ეძლეოდათ და ამიტომაც პირველყოფილ ადამიანების შემეცნება სხვაგვარი საზომებით ვითარდებოდა, ვიდრე ეს „სულთა ნაყოფობის“ დროს იყო. თუმცა აქ აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ნოეს შთამომავლებს არ შეხებიათ ეს პროცესი. ვინაიდან მათ შეინარჩუნეს ის სხეული, რომლითაც შეეძლოთ უზრუნველყოფა სულის კოსმოსთან კავშირის სიმყარის შენარჩუნებისა. ამიტომაც ამ გენის შთამომავლებზეა საუბარი ბიბლიაში, რომ ისინი ღვთის რჩეული გენის წარმომადგენლები არიან და მათ მხრებზეა გადასატანი კაცობრიობისათვის არსებობის შენარჩუნების ტვირთის ზიდვა. ვინაიდან სანამ აღსრულებაში მოვიდოდა კანონი: „იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი ისევ ჩაუშვებს დაბლა ფესვს და ნაყოფს გამოიღებს მაღლა. რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნატამალი და გადარჩენილი – სიონის მთიდან“ (ესაია 37-31,32); მანამ კაცობრიობა უმეცრების დროებაში იქნებოდა. ხოლო ამჟამად, როცა სიონის გადარჩენილმა ნაყოფი უკვე გამოიღო. სრული მასშტაბით ამოქმედდა კანონი: „ღმერთია ჭეშმარიტი და ყოველი ადამიანი ცრუ. ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გამოაჩენს ღვთის სიმართლეს, რაღა გვეთქმის? განა უსამართლოა ღმერთი, რომელიც მოავლენს რისხვას? არამც და არამც! სხვაგვარად როგორ განიკითხოს ღმერთმა სოფელი?!“ (რომაელთა 3-4/6). ამიტომაც საყოველთაო განკითხვა უკვე დაიწყო და დღითიდღე იკრებს ძალას. რაც საჭირო გახდა ადამიანთა მიერ ჩადენილმა ცოდვებით გამოწვეული დაზიანებების გამოსასწორებლად. რათა აცილებული იყოს მსოფლიოსათვის სრულმასშტაბიანი დონის წარღვნის მოვლინება.