წიგნ „სიბრძნე სიმართლის“ საშუალებით მკითხველი უკვე ინფორმირებულია „სამოთხისა“ და „ჯოჯოხეთის“ ადგილმდებარეობის შესახებ. ახლა კი იმ ცნობის წარმოდგენას ექნება ადგილი, თუ რას წარმოადგენს სამყაროს პროგრამული „სამოთხე“ და „ჯოჯოხეთი“. ანუ ის, გარდაცვალების შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება ადამიანი იმისდა მიხედვით, თუ სად მოხვდება. ყოველივეს ასახსნელად კი საჭიროა განხილვა სიკვდილის მდგომარეობისა, რაც შემდეგია: სიკვდილი არის სულისა და სხეულის გაყრა, როცა სულს შენარჩუნებული აქვს თავისივე პროგრამა „ინტუიცია“, ხოლო სხეულისმიერი პროგრამა „აზროვნება“ კი სხეულში ფუნქციონირებას სწყვეტს და მიებმევა „ინტუიციის“ პროგრამას. მათი კავშირის მდგრადობა კი განპირობებულია იმ ძალის სიძლიერეზე, რომელიც პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია გონიერებასთან.
ე.ი. გარდაცვალების შემდეგ აზროვნება სულს მიჰყვება იქ, სადაც ამ სულს მიავლენს განკითხვის პროცენტული რიცხვი. რომელიც აკუთვნებს მას კოდსა და მიმართულებას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა: თუ ეს რიცხვი 70%-დან ზევით ადის, მაშინ სულს ენიჭება „სამოთხის“ მიმართულება; 30%-იდან ქვევით კი – „ჯოჯოხეთის“. მაგრამ „ჯოჯოხეთისა“ და „სამოთხის“ გარდა არის კიდევ შუალედური ადგილი მზის სისტემაში, რასაც „სამოთხის კარიბჭე“ ჰქვია და მასში ხვდებიან „30%-დან – 70%-მდე შეფასებამინიჭებულები.
ახლა კი იმის შესახებ გიამბობთ, თუ რა მდგომარეობაში იმყოფებიან იქ მყოფნი:
როდესაც სხეულიდან გამოთავისუფლებული სული მიაღწევს იმ ადგილს, რომელიც საბრძანებლად დაიმსახურა თავისი პატრონი ადამიანის თავისუფალი ნებით მოღვაწეობის გამო, იქ მოხდება მისი განთავისუფლება მასზე მიბმული პროგრამა „აზროვნებისაგან“. რომლის ინფორმაციაც დაფიქსირდება სამყაროს პროგრამულ არქივში. ხოლო ყოფილი სულის პროგრამაში კი ძველი სიტყვების გვერდით ახალი სინონიმები ან ანტონიმები ჩაიწერება. ასახსნელად ცოტა რთულია ამ პროცესის აღწერა, მაგრამ ვეცდები რომ ადვილად წარმოსადგენად განვმარტო იგი. ე.ი. ხდება სულის პროგრამის განვითარება ორი მიმართულებით:
1)თუ ხდება მხოლოდ სიტყვათა რაოდენობის ზრდა, მაშინ ვიღებთ ნიჭებს სინონიმთა შემთხვევაში. ხოლო ისეთ უნარებს, როგორიცაა: თაღლითობა, მზაკვრობა და მისნაირი სატანური ხრიკები – ანტონიმების შემთხვევაში.
აქ უნდა გავაკეთო მნიშვნელოვანი შენიშვნა: როცა ვსაუბრობ ბედისწერის პროგრამის სინონიმებსა და ანტონიმებზე, დადებით და უარყოფით მნიშვნელობის სიტყვებზე, ღვთის მადიდებელ და ღვთის საგმობ სიტყვებზე; შეფასების დროს მათი ინტუიციურ-გონებრივი მნიშვნელობები იგულისხმება და არა სამეტყველო ენის აზრობრივი მნიშვნელობები.
2)იმ შემთხვევაში, თუკი სიტყვების ნამატის შედეგად მიღებული იქნა წინადადება „ადიდე ღმერთი უკუნისამდე“, მაშინ ვიღებთ ღვთიურ ძალას დაქვემდებარებულ ადამიანს. თუ მიღებული იქნება „ადიდე უფალი უკუნისმდე“ – ქრისტესმიერს. ხოლო თუკი მიიღება „ადამიანო ადიდე ავად“, მაშინ სატანურ ძალას დაქვემდებარებულს. მაგრამ თუ – „დიდება ფულია უკუნისამდე“, ამ შემთხვევაში კი ანტიქრისტეს.
ამ მიზანს ემსახურება გენეტიკა და ამიტომაც არის, რომ ყოველი მომდევნო თაობა, წინა თაობაზე მეტად ნიჭიერების სიმაღლეს ავლენს. რის შედეგადაც სახეზეა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესი ყოველ მომდევნო პერიოდში, წინასთან შედარებით. ხოლო საკაცობრიო გენეტიკური პროცესიის ბოლო ჟამს კი იგი, გეომეტრიულ პროგრესიული სისწრაფით მიმდინარეობს.
მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ სულის ინტუიციურ პროგრამაში არ ხდება სიტყვების გადანაწილება იმ მოტივით, რომ შედგეს პიროვნების ვინაობის სრულყოფა. მაგრმ იშვიათ შემთხვევაში ასეც შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა სათანადო გენური კოდის მქონე პიროვნება ისე დაიმდაბლებს სულს, რომ მას აღარ ძალუძს დედამიწური მიზიდულობის დაძლევა. ამიტომ იგი კოსმოსში გაუსვლელად რეინკარნირდება. რაც გამოვლინდება იმ „სასწაულით“, როგორადაც ჩვენ მას ვუწოდებთ: როცა ბავშვი ამბობს, რომ ის სხვა პიროვნებაა და ზუსტადაც აღწერს წინა ცხოვრების ეპიზოდებსა და საცხოვრებელ ადგილსაც. ეს რეინკარნაციისათვის იშვიათი, მაგრამ დასაშვები შემთხვევაა, რასაც აქვს თავისი ახსნაც. ხოლო რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომელთა გარდაცვალებითაც მათი სულები მათსავე აზროვნებას მიიტანენ პროგრამა „სამოთხის“ ან „ჯოჯოხეთის“ არქივში – იქ მათი აზროვნება ჩვეულებრივად განაგრძობს ფუნქციონირებას, ოღონდ დედამიწური სხეულის გარეშე. რომელი პროცესიც შეიძლება რომ შედარდეს იმ მდგომარეობას, როდესაც ადამიანი სიზმარში იმყოფება. აზროვნებისგან გასუფთავებული სული კი ბრუნდება დედამიწაზე და კვლავ რეინკარნირდება.
რაც შეეხება იმას, თუ რა განსაზღვრავს სულის მიმართულებას – რა თქმა უნდა ის აზრობრივი არქივი, რომელიც ასახავს პიროვნების ცხოვრებისეული ფაქტების აღწერასა და მის ჩანაფიქრთა შინაარსს. პროგრამა „სამოთხე“ ფუნქციონირებს მხოლოდ იმ შინაარსის მქონე აზროვნებისათვის, რომელიც შედგენილია სამყაროს კანონთა დაცვით მცხოვრებ ადამიანთა ფონზე. ხოლო პროგრამა „ჯოჯოხეთი“ კი პირიქით, კანონთა არ დაცვით მცხოვრებთა აზროვნებისათვის. რაც შეეხება „სამოთხის კარიბჭეში“ დაყოვნებულებს, ისინი შეჰყურებენ ახლო გენეტიკურ ნათესავებს და მათი დახმარების შედეგად, ან ერთ პროგრამას მიეკუთვნებიან და ანდა მეორეს. აი ეს არის მთლიანად საკაცობრიო გენეტიკის ძირითადი არსი. რომლის მიმდინარეობის ბოლო ჟამსაც უნდა მოხდეს „განდგომილება“. რაც ნიშნავს იმას, რომ შუალედურები უკვე აღარ იქნებიან. როგორც ამას ბიბლია აცხადებს: „ვინაიდან ის დღე არ დადგება, სანამ ჯერ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, ძე დაღუპვისა“ (II თესალონიკელთა 2-3). ცხადია, რომ როდესაც განდგომილება მოხდება და შუალედური აღარ იარსებებს, იქ უკვე ყველაფერი თავისთავად გაირკვევა და ყველას პოზიციაც დაფიქსირდება; და დადგება კიდეც საყოველთაო განკითხვის აღსრულების დროც – მიუხედავად ასაკობრივი სხვადასხვაობისა.
შეუძლებელია არ აღვნიშნო და განსაკუთრებულად არ გამოვყო იესო ქრისტეს შემთხვევა. რისთვისაც გთხოვთ, რომ ძალიან დაკვირვებით წაიკითხოთ ეს ინფორმაცია. მოგახსენებთ, რომ ქრისტეს შემთხვევაში მისი სული მხოლოდ ამ სამყაროსეულ „სამოთხეში“ ასვლით არ შემოსაზღვრულა. რადგანაც იგი იმატერიალურ სამყარო „კუბიდან“ იყო ტელეპორტირებული ამ მატერიალურ „მრგვალ“ სამყაროში. მოვიყვან ამ ცნობის დასტურს ბიბლიიდან: „არავინ ასულა ცაში, გარდა ციდან ჩამოსული კაცის ძისა, რომელიც ცაშია“ (იოანე 3-13). გარდა ამისა, სამყარო „კუბზე“ ბიბლიაში არის ცნობა იმისა, რომ აქედან მასში უნდა გარდაისახოს ის 144 000 მადლიერი, რომელთა მისაღებადაც არის განწესებული ეს სამყარო (გამოცხადება 14-1 და 21-1/27). რომელ ორიგინალებსაც ახლა იქ სძინავთ და მათი გამოფხიზლებისათვის საჭირო ქმედებებს კი, ღმერთის ნებით ახორციელებს ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ქრისტედაა წოდებული. ხოლო რაც შეეხება დედამიწაზე მიმდინარე 10 000 წლიანი გენეტიკური პროცესიის იქაურ დროსთან შესაბამისობას, მთლიანი ეს პერიოდი იმატერიალური დროის ძალიან მცირედი მონაკვეთის ტოლფასია მხოლოდ.
მაშასადამე „სამოთხეში“ გროვდება ინფორმაცია იმ ადამიანთა ცხოვრებიდან, რომელთაც თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრებისეული მოღვაწეობით დაიმსახურეს იქ თავიანთი აზროვნების დამკვიდრება. ასევეა „ჯოჯოხეთშიც“. მაგრამ თუკი „სამოთხეში“ ჩაწერილი კეთილმეტყველების სიტყვები და ინტონაციები ანვითარებენ ნიჭებს და აზროვნებას მიმართულებას აძლევენ გონიერებისაკენ; „ჯოჯოხეთის“ ავმეტყველებითი სიტყვები და განრისხებული ემოციები კი, ქმნიან მრავალნაირ უარყოფით თვისებებსა და დაავადებებს. დროთა მსვლელობაზე კიდევაც აისახა მათი შედეგები და თუკი „სამოთხიდან“ მიღებულმა გენურმა მემკვიდრეობამ კეთილ ნიჭთა მოზღვავებული თაობები წარმოშვა, არც „ჯოჯოხეთის“ მემკვიდრეობა დარჩენილა ფაქტებად გარდასახვის გარეშე და ვლინდება მანიაკალური გადახრების მქონე ადამიანთა სიმრავლის სახით.
აუცილებელია ცოდნა და გათვალისწინება იმ ფაქტისა, რომ „სამოთხისა“ და „ჯოჯოხეთის“ პროგრამა არ ნიშნავს იმას, რომ იქ ხდება აზროვნებითი შედეგების მხოლოდდამხოლოდ დაფიქსირება. ვინაიდან ეს უწყვეტი პროცესია. რაც იმას გულისხმობს, რომ იქ მუდმივად ხდება მოქმედება. ხოლო მოქმედებას კი ყოველთვის თან ახლავს ენერგიათა გარდასახვა, რომელიც წარმოშობს ძალებს. ამიტომაც პროგრამა „სამოთხისა“ და „ჯოჯოხეთის“ ფუნქციონირებიდან მიღებულია ორი ურთიერთსაპირისპირო ძალა: სულიწმიდისა და არასულიწმიდის. რომელი ძალებიც ნაწილდებიან მათი მიმღეობის უნარმქონე გენურ მემკვიდრეებზე.
ვინაიდან ეს სამყარო ღმერთის შექმნილია, ხოლო ღმერთი კი სიკეთისა და სიმართლის მომქმედია; ამიტომ ცხადია ის, რომ მისი ქმნილება სიკეთისა და სიმართლის გასამარჯვებლად იფუნქციონირებს. რასაც იტყობინება კიდეც ბიბლია: „რომ ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი“ (იოანე 1-5). რაც თავის მხრივ მიმანიშნებელია იმისა, რომ ღმერთმა ეს სამყარო ისეთნაირი შექმნა, რომ ღვთიური ძალა სძლევს სატანურს; ღვთისშვილნი – სატანის ძალას დაქვემდებარებულთ და „სამოთხე“ მარადიულობაში გარდაისახება, ხოლო „ჯოჯოხეთი“ კი განადგურდება.
რადგანაც ადამიანი მეტად ცნობისმოყვარეა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მრავალი იქნება ისეთი, ვისაც ინტერესი აღეძვრება იმის შესატყობად: თუ რას გრძნობს ადამიანი საიქიოში ყოფნის დროს. ამაზე გიპასუხებთ იმას, რომ თითქმის იგივე გრძნობაა, როგორადაც აქ ვგრძნობთ რომ ვარსებობთ. უფრო ზუსტად კი, შეესატყვისება იმ შეგრძნებას, როგორშიდაც ვიმყოფებით სიზმარში ყოფნისას. იქაც ხომ სხეულით არ ვმოქმედებთ, მაგრამ განა სიზმარში ვინმეს შეუგრძნია ეს?! ერთადერთი რაც „სამოთხეში“ ყოფნისას არის განსაკუთრებული, არის ენით აღუწერელი იმ სულიერი სიმშვიდის შეგრძნებაში ყოფნა, როგორის წარმოდგენაც აქ შეუძლებელია. ვინაიდან მოკვდავ სხეულში ყოფნა არ იძლევა ამის საშუალებას.
აქ კი მინდა ლოგიკა გამოვიყენო ჩემი სამოთხეში მოგზაურობის სანდოობის დასტურად. რისთვისაც მოგახსენებთ შემდეგს: თუკი ადამიანი იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ მას ჯეროვნად არ შეუძლია გარემოს რეალურად აღქმა. მაშინ მას მსოფლიოს შემოატარებთ თუ ერთ ადგილას ამყოფებთ, მისთვის სულერთია. რადგან მაინც ვერ აღიქვამს მის გარშემო რა ხდება. მაგრამ თუკი ადამიანი გარემოს რეალურად აღმქმელია, მაშინ მას ფიზიკურად მოგზაურობის გარეშეც შეუძლია, რომ გადაღებული დოკუმენტური ვიდეოკადრებითაც შეიძინოს ცოდნა ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ. პირველ შემთხვევაში, შეიძლება ადამიანი სხეულით იმყოფებოდა მრავალ ადგილას, მაგრამ ცნობიერების არასათანადო მდგომარეობის გამო, ის ვერც ერთ კითხვას ვერ გასცემს პასუხს მისი მოგზაურობის ამსახველ ინფორმაციიდან. მეორე შემთხვევაში კი, თუმცა სხეულით ერთ ადგილას იმყოფებოდა, მაგრამ ნანახი ვიდეოკადრებისგან მიღებული ცნობების ფონზე, მას შეუძლია კითხვებზე პასუხის გაცემა იმ ქვეყნების შესახებ, რომელშიდაც მართალია თავად არ ყოფილა, მაგრამ გადაღებული დოკუმენტური კადრებით მიიღო მათზე ინფორმაცია. სწორედ ასეთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ჩემს შემთხვევაში, როცა ჩემმა სულმა აზროვნება თან გაიყოლა კოსმოსში გასვლისას და რადგანაც კვლავ ცოცხალი ვარ, ამიტომ ცხადია, რომ სამყაროსეულმა კანონზომიერებებმა მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომ ამ აზროვნებას შეეძლო თანამშრომლობა იმ ახალ სულთან, რომელიც მომევლინა. რასაც ჰქვია შობის გარეშე მეორედ დაბადება და როგორც ამას ბიბლია ამბობს: „ყოველივეს იხილავენ გადარჩენილნი, რომელთაც შობითგან არ უგემიათ სიკვდილი“ (III ეზრა 6-28) და „ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3-3). ამიტომაც გესაუბრებით იმის თაობაზე, რაც ვიხილე და რაც სიმართლეა. რადგან იქ, აქაური ყოველივე აშკარაა.
ახლა კი მინდა განმარტება გავაკეთო იმის თაობაზე, თუ რა განსხვავებაა ჭეშმარიტ პასუხსა და იმ პასუხს შორის, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ ასეთ შეფასებას: „სწორი პასუხი“. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი სახის პრობლემის წამოჭრას აქვს თავისი უშუალო მიზეზი ან მიზეზები. რომელთა მიგნებაც ადამიანებს შეუძლიათ იმიტომ, რომ ისინი თვალსაჩინონი არიან. ცხადია მიგნებულ მიზეზებს მომავალში გაითვალისწინებს ადამიანი და თავსაც აარიდებს მათ. მაგრამ პრაქტიკა ადასტურებს იმას, რომ ამით პრობლემებისგან თავდახსნა მაინც ვერ ხერხდება. რატომ ხდება ასე? ანდა შესაძლებელია კი, პრობლემათა აღმოფხვრა? ამ კითხვებს რომ პასუხი გაეცეს, ამისათვის უნდა განიმარტოს ის, თუ რა იგულისხმება წამოჭრილი საკითხის მიმართ სწორ პასუხად და რა კიდევ ჭეშმარიტ პასუხად; რაც შემდეგია: იმ მიზეზთა პოვნა, რომელთა უშუალო მონაწილეობის ფონზეც წარმოიშვა პრობლემა, მისთვის წარმოადგენს სწორ პასუხს; მაგრამ არა ჭეშმარიტ პასუხს! რადგანაც ჭეშმარიტ პასუხისათვის მიგნება ნიშნავს, უშუალო მიზეზების წარმომშობი ფესვის პოვნას. რომელიც წარმოადგენს სამყაროს იმ კანონის (ან კანონთა) დარღვევას, რომლის ნიადაგზეც სამყაროსეულმა კანონზომიერებებმა ამ ადამიანის ბედისწერაში ისეთი განაჩენი გამოიტანეს, რომ აღძრულიყო მიზეზები აღნიშნული პრობლემის გამოსაწვევად. დავძენ იმასაც, რომ ჭეშმარიტ პასუხამდე მისვლაში ნაგულისხმებია სწორი პასუხის ცოდნაც. მაგრამ სწორი პასუხის მცოდნეობა კი არ ნიშნავს იმას, რომ ჭეშმარიტი პასუხიც მიგნებულია.
ე.ი. არანაირი პრობლემა არ შეიძლება აღმოიფხვრას ისე, თუკი არ იქნება მიგნებული მის წარმომშობ ჭეშმარიტ მიზეზამდე. რათა მისგან უნდა დაიწყოს გამოსწორებითი პროცედურები!!! და თუკი ეს ასე მოხდება, მაშინ ნამდვილად იქნება შესაძლებელი ნებისმიერი პრობლემის ძირფესვიანად აღმოფხვრა. იმასაც დავძენ, რომ ამ მეთოდით სარგებლობის შემთხვევაში არ იარსებებს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელი იქნება!!!
რაც შემეხება მე, როგორც ეს არაერთხელ აღმინიშნავს, ისეთი რჩევის მოწოდების უფლება არა მაქვს, რაც ჩემზე არ იქნება გამოცდილი და მიღებული შედეგით განმტკიცებული. აქვე უნდა გაცნობოთ ისიც, რომ როცა გავყევი ჩემზე განხორციელებულ ქმედებათა მიზეზების ძიების გზას, მივედი კიდეც ჭეშმარიტ პასუხამდე. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ განვაცხადო მის შესახებ; რადგან იგი სცდება პირადულ და საახლობლო წრის მასშტაბურ ზონას. აი ისიც: „ნუ გეშინია შვილთა დედავ, რადგან შენ აგირჩიე. კეთილო გამზრდელო, გაზარდე შენი შვილები, ფეხები გაუმტკიცე. არავინ დაიღუპოს მსახურთაგან მე რომ მოგეცი, რადგან შენი რიცხვიდან მოვიკითხავ მას. ნუ დაიქანცები, რადგან როდესაც მოვა ჭირისა და სივიწროვის დღე, ზოგი ატირდება და მიეცემა მწუხარებას, შენ კი მოილხენ და სიუხვეში იქნები. შეშურდებათ ხალხებს, მაგრამ ვერაფერს გახდებიან შენს წინააღმდეგ. გაიხარე დედაო შვილებთან ერთად, რადგან მე გიხსნი შენ – ამბობს უფალი“ (III ეზრა 2-17,29).
დასასრულს კი მინდა გავაკეთო მოკლე კომენტარი: როგორც უფალი ამბობს , ჩემი მომზადება მსურველთა დასახმარებლად ნიშანია იმისა, რომ უკვე შევდივართ იმ დროში, რასაც ბიბლია „ჭირის და სივიწროვის დღეს“ უწოდებს და რომელი მდგომარეობიდან გამოსვლაც კაცთაგან არვის შეუძლია იმ ცოდნის გამოყენების გარეშე, რომელ ცოდნასაც გაწვდით. მართალია ახლა მისი ჯეროვნად შეცნობის მსურველი არავინაა, მაგრამ მალე დადგება დრო, როცა ჰაერივით საჭირო გახდება მისი გამოყენება თითოეული ადამიანისათვის. რადგან „ქვა, რომელიც თქვენ, „ქვეყნის მშენებლებმა“ დაიწუნეთ, ქვაკუთხედად იქცევა; და უფლისაგან მოხდება ეს!!! “ (მათე 21-42).