გაზიარება

რას ნიშნავს „ბოლო ჟამი“

ამჟამად კაცობრიობა თავისი არსებობის ბოლო ჟამში რომ იმყოფება, ეს უკვე საყოველთაოდ ცნობადი ინფორმაციაა. მაგრამ ნამდვილად თუ რას წარმოადგენს ეს „ბოლო ჟამი“, მასში გარკვევა კი ნამდვილად უჭირთ ადამიანებს. რასაც რა თქმა უნდა აქვს თავისი მყარი მიზეზ-საფუძველი. თუმცა მის განხილვაზე ახლა არ შევჩერდები, ვინაიდან ეს ძალიან მალე ისედაც ცნობილი გახდება საყოველთაო დონეზე ფაქტებით მხილების შედეგად.
ბოლო ჟამის პერიოდის შესახებ ცნობილია ის ინფორმაცია, რომ ადგილი უნდა ჰქონდეს ქრისტეს ადამიანად მოსვლის მეორე შემთხვევას. რასთან მიმართებითაც გავრცელებულია ცნობა: რომ მეორედ მოსვლა ცეცხლითა და მახვილით მოხდება; რასაც კაცობრიობის 2/3-ის განადგურება მოჰყვება. ამასთანავე ადგილი ექნება უბედურებათა სერიალებს და ა.შ. ბევრს ისიც ჰგონია, რომ „ბოლო ჟამი“ ადამიანთა არსებობის დასასრულს ნიშნავს.
ყოველივეს სწორი და ნამდვილი შეფასება რომ მიეცეს, ამიტომ სჯობს ჭეშმარიტ ლოგიკას მივმართო. მასზე თუკი ვინმე პრეტენზიას განაცხადებს და იტყვის: „რითი ამტკიცებ, რომ ეს ლოგიკა ჭეშმარიტიაო?!“ მას ვუპასუხებ: ის ჭეშმარიტია იმიტომ, რომ სამყაროს კანონთა განსჯაზე არის დაფუძნებული და ამიტომაც მათი ნამდვილობა გარდაუვალია! ვინაიდან ეს კანონები ბიბლიური კოდის მეთოდით არიან მოძიებულნი. რომლის წესიც ასეთია: პასუხს იძლევა კანონთა თანამიმდევრობა, რომელიც 12 კანონისგან შედგება ისე, რომ ყოველი მომდევნო ამოწმებს წინა კანონებს. ამასთანავე დავძენ იმასაც, რომ ყოველი განსახილველი საკითხისათვის ასეთი თანამიმდევრობის შედგენა მხოლოდდამხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს!!!. მაშასადამე მივმართავ ამ მეთოდს და მოგახსენებთ მის საფუძველზე მიღებულ განსჯას:
ეს სამყარო და თვით ადამიანი რომ ღმერთის მიერ არის შექმნილი, ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება ჯერ არავის წარმოუდგენია და ვერც ვერასოდეს წარმოადგენს. რადგან სიმართლის საწინააღმდეგო მტკიცებულებანი არ არსებობენ!!! ღმერთი რომ კეთილია და ყველა მისი ნამოქმედარიც რომ სიკეთეა – ვერც ამის საწინააღმდეგოს დაამტკიცებს ვინმე!!! მაშინ რა ხდება?! რატომ ფიქრობენ ადამიანები იმას, რომ ბრძენი და კეთილი ღმერთი იმ მოდგმას გაანადგურებს, რომლის შემადგენელ არსებებსაც შვილებს უწოდებს და ისინი თავის ხატად და მსგავსებად შექმნა?! ანდა ღვთის ძე ქრისტე, რომელმაც იესო ნაზარეველად მოსვლის დროს თავი შესწირა კაცობრიობას, მეორედ მათ გასანადგურებლად მოვა?! ცხადია ასე ფიქრი საღ აზროვნებას არის მოკლებული. თუმცაღა იმის აღუნიშნაობაც შეუძლებელია, რომ ბიბლია ბოლო ჟამზე იუწყება იმას, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლას წინ უძღვის ქვეყნად უბედურებათა მოვლინებები. აი, სწორედ ამიტომ არის საჭირო გონიერების მოხმობა და ისე განსჯა.
მაშასადამე იმაში ვერავინ შემედავება, რომ ღმერთიც კეთილია და მისი შვილიც! და რომ ვერცერთი კეთილი არსება არ და ვერ გაიმეტებს თავის ქმნილებას გასანადგურებლად! მაგრამ არსებობს მექანიზმი, რითაც ეს სამყარო ფუნქციონირებს და არის ის, რომ მას დროში ზუსტად გათვლილი თავისი მოქმედების განაწესი აქვს. რომელ განაწესსაც სამყაროს ნებისმიერი ნაწილი უნდა დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩს უხდება სამყაროს ქმედების წინააღმდეგ წასვლა. რაც თავისთავად ცხადია, რომ თავისი კრახით დასრულდება. სწორედ ამას აკეთებენ ის ადამიანები, რომლებიც ღმერთის მიერ დაწესებულ კანონმდებლობას არ ეძიებენ, არ სწავლობენ მას და თავისთავად ცხადია ვერც დაიცავენ. ამის გამო მათ თავს ატყდებათ ბედისწერითი გაუმართლებლობა. ვინაიდან ღმერთის მიერ დაწესებულ კანონთა დაცვის გარეშე, ადამიანს ვერ განუვითარდება ის გრძნობები და თვისებები, რომელნიც ჭეშმარიტი სიყვარულის შემადგენელნი არიან. ხოლო ადამიანის ნებისმიერ ქმედების განმსაზღვრელი კი ის გრძნობები და თვისებებია, რომლის მფლობელიც თავად არის. ეს სამყარო კი სამართლიანობის პრინციპზეა დაფუძნებული. რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი პიროვნებას კეთილი გრნობები და თვისებები ამოძრავებს, მაშინ მისი ნამოქმედარიც სიკეთის თესვა იქნება და ცხადია კეთილ ნაყოფსაც მოიმკის: დაწყებული საკუთარი ჯანმრთელობიდან – დამთავრებული მთელი ბედისწერითი მონაპოვარით. მაგრამ თუკი მისი გრძნობები უანგარობასა და თავმდაბლობას არიან გამიჯნულნი, მაშინ ასეთი პიროვნების ნამოქმედარი სიკეთის თესვა ვერ იქნება და ამიტომ ბედისწერისაგან წყალობას ვერ მოიმკის.
რაც შეეხება ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ წამძღვარებულ გლობალური მასშტაბის უბედურებებს, როგორც ხედავთ მათ გამოვლინებები უკვე ყოველდღიური ხასიათის რეჟიმში გადადის. რა თქმა უნდა ამას აქვს თავისი მყარი საფუძველი. რაც არის ის, რომ ადამიანებმა დროულად უნდა მოიძიონ ის, ვინც ღმერთმა აირჩია ქრისტეს სულის მისაღებ პიროვნებად. დიახ, დღეს ამის აუცილებლობის წინაშე დგას კაცობრიობა. ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის მიერ კანონდარღვევათა სიმძიმემ სამყარული დონის იმ ძალთა აღძვრის საფრთხე გამოიწვია, რისი ქმედებაში მოყვანაც ადამიანთა უდიდესი ნაწილის განადგურებას გამოიწვევს. ამიტომ სასწრაფოდ აუცილებელია ჭეშმარიტების მცოდნე მოძღვრის მოძიება და პოვნა, რათა მან დაეხმაროს კაცობრიობას კატასტროფის სიმძიმის დონის დაწევაში. ხოლო რაც შეეხება აპოკალიფსური მოვლენების თავიდან აცილებას, ეს უკვე შეუძლებელია!!!
მოგახსენებთ იმასაც, რომ ნურავინ იფიქრებს იმას, რომ ქრისტეს სულის მიმღებ პიროვნებას ღმერთი ციდან ჩამოისვრის. ის ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი არის, რომელიც დედამიწაზე დაიბადა, გაიზარდა და უკვე ჭკუადამჯდარ ასაკში იმყოფება. „ბოლო ჟამის“ პერიოდი, ცხოვრების დასასრულს მოასწავებს ჭეშმარიტების ვერ შემცნობთათვის. ხოლო ვინც შესძლებს და ცოდნით შეიცნობს ღმერთის მიერ დადგენილ სიმართლეს, იპოვის მისგან მოვლინებულ ნამდვილ „მწყემს კეთილს“ და მისი სიტყვის შემსმენი იქნება; მისთვის „ბოლო ჟამი“ გამოვლინდება სიცრუეში ყოფნის დასასრულად და ახალი ნათელი ეპოქის დასაწყისად.