გაზიარება

რას ნიშნავს ბიბლიური სიტყვა
სულიერი სხეული


„ღმერთი აძლევს ადამიანს სხეულს როგორც ნებავს, თითოეულ თესლს თავის სხეულს. ყოველი ხორცი ერთი ხორცი როდია. არამედ ადამიანის ხორცი სხვანაირია, ცხოველის ხორცი სხვანაირი, ფრინველის ხორცი სხვანაირი, თევზის სხვანაირი. არის ციური სხეულები და არის მიწიერი სხეულები. მაგრამ ციურის დიდება სხვაა და მიწიერისა სხვა. სხვანაირია მზის დიდება, სხვანაირია მთვარის დიდება; რადგან ვარსკვლავიც განირჩევა ვარსკვლავისაგან დიდებით. ასევეა მკვდრეთით აღდგომაც: ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელებით. ითესება დამცირებით და აღდგება ძლიერებაში. ითესება მიწიერი სხეული და აღდგება სულიერი სხეული. არის მიწიერი სხეული და არის სულიერი სხეული. ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალ არსებად. ხოლო უკანასკნელი ადამი მაცოცხლებელ სულად“. მაგრამ პირველად სულიერი კი არ არის, არამედ მიწიერია და შემდეგ სულიერი. პირველი კაცი მიწისგანაა, მიწიერი. ხოლო მეორე კაცი ცისგან; და როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი; და როგორადაც ვატარებდით მიწიერის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერის ხატებაც“ (I კორინთელთა 15-38/49).
გავშიფრავ წარმოდგენილ ბიბლიურ ცნობას: სულისმიერი გონება ადგენს ინდივიდუალურ გენეტიკურ კოდს. ყოველი კატეგორიის სულს კი თავისი შესატყვისი გენეტიკური აღნაგობის ორგანიზმი სჭირდება, რათა გამოიმუშაოს ის სფეციფიკური შედგენილობის სისხლი, რომელიც ყოველი კატეგორიისათვის სათავისოდაა განსაზღვრული. ამიტომ შეუძლებელია ადამიანისა და სხვა დანარჩენ დედამიწის ბინადართ შორის შეჯვარების მოხდენა. რაც შეეხება ადამიანის სხეულის მოხსენიებას მიწიერ და სულიერ სხეულად. მასზე აი რას გეტყვით: როგორც ვიცით ადამიანი არის მიწიერი სხეულისა და ციური სულის ერთობით გამთლიანებული არსება. ხოლო მისი ცხოვრებისეული მოღვაწეობა კი გულისხმობს ამ ორის თანამშრომლობას, რითაც იზრდება და ყალიბდება სხეული და ასევე შესაბამის ცვლილებებს განიცდის სულიც – რასაც ჩვენ მის ამაღლებას ან დაცემას ვუწოდებთ. ცნობილია ის, რომ პირველი მოსვლისას იესოს სხეულის ასაშენებელი ნაყოფი ხელოვნურად იქნა ჩასახული მიწიერი შემადგენლობის სხეულის მქონე ორგანიზმში და მისი სულით გაიზარდა, ამიტომაც მოხდა მისი გარდაცვალება; რათა ბიბლიურად რომ ვთქვათ, დასაბამი მისცემოდა მიწიერის დათესვით სულიერი სხეულის აღდგენას. რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელი ყოფილიყო გენეტიკური ნაყოფების მიღება და მეორედ მოსვლის დროს, იმ პიროვნებას, ვისშიაც მისი სული იქნება, უკვე სულიერი სხეული უნდა ჰქონოდა. ამიტომ, როგორც ამას ბიბლიაც აცხადებს: „მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე აღარ მოკვდება და სიკვდილი აღარ იბატონებს მასზე. ვინაიდან ის რომ მოკვდა, ცოდვისათვის მოკვდა ერთხელ. ხოლო რომ ცოცხლობს, ღვთისათვის ცოცხლობს“ (რომაელთა 5-20,21 და 6-1/10). „ქრისტე, რომელმაც ერთხელ შესწირა თავი, რომ აღეხოცა მრავალთა ცოდვა; მეორედ მოვა არა ცოდვებისაგან განსაწმენდად, არამედ მის მომლოდინეთა სახსნელად“ (ებრაელთა 9-24/28).
რას ნიშნავს სულიერი სხეული და როგორ უნდა იქნეს მიღებული იგი? ეს არაერთხელ მითქვამს და ახლა კვლავ გავიმეორებ მას: საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობა დადგენილი იქნა საიმისოდ, რომ ნაყოფი გამოეღო გონიერი სხეულის მიღების სახით. რაც იგივეა, რასაც სულიერ სხეულს უწოდებს ბიბლია – ვინაიდან გონება სულისმიერია. სწორედ ამის მისაღწევად იქნა აუცილებელი იესო ქრისტეს სისხლის მსხვერპლშეწირვა, რათა ახალშობილ ბავშვებს დაბადებითვე მისცემოდათ წინაპართა ცოდვებისაგან განწმენდილი და სულიწმიდის მადლით ნათელცხებული სული. შემდეგ კი ცხოვრებისეული მოღვაწეობის შედეგად, ვინც შესძლებდა მის შენარჩუნებასა და ამაღლებას, ასეთ ადამიანებს აუშენდებოდათ გონიერი ანუ სულიერი სხეული.
ვინაიდან და რადგანაც სატანა ადრე ანგელოზი იყო და ამიტომაც მას ჰქონდა ინფორმაცია გენეტიკის ამ საიდუმლოს შესახებ, ამიტომაც მან ადრიდანვე დაიჭირა თადარიგი საიმისოდ, რომ საკაცობრიო გენეტიკურ მიმდინარეობას ნაყოფი არ გამოეღო და რელიგიის საშუალებით მიაღწია იმას, რომ ე.წ. „ნათლობების“ მეშვეობით ადამიანებმა თავიანთი რწმენის საშუალებით გაუხსნეს შვილებს დაბლოკილი ცოდვილი მემკვიდრეობის გზა. რამაც გამოიწვია ანტიქრისტეს, ანუ იმის გამეფება, ვისაც არ ელოდნენ დედამიწის მკვიდრნი: „აჰა მომავალი დღეები, როცა მიწის მკვიდრთ შეიპყრობს დიდი შიში. დაიფარება ჭეშმარიტება და რწმენისაგან დაიცლება ქვეყანა. გახშირდება უსამართლობა იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე გსმენიათ. ხიდან იწვეთებს სისხლი და ქვა გამოიღებს ხმას და შერწუნდებიან ხალხები. გამეფდება ის, ვისაც არ ელოდნენ მიწის მკვიდრნი. ხმას გამოიღებს ღამე, რასაც ბევრი ვერ მიხვდება, თუმცა ბევრი გაიგონებს. იქნება აღრეულობა მრავალ ადგილას და ხშირად მოევლინებათ ცეცხლი. ველური მხეცები გადაიხვეწებიან და დედათა წესში მყოფნი ურჩხულებს დააჩენენ. მტკნარი წყლები მლაშედ იქცევა და მეგობრები გადაეკიდებიან ერთმანეთს. მაშინ დაიფარება გონება და სიბრძნე განცალკავდება თავის სამყოფელში. ბევრი დაიწყებს მის ძებნას, მაგრამ ვერ იპოვის. გახშირდება უსამართლობა და ძალადობა დედამიწის ზურგზე. მოხდება იმხანად, რომ ადამიანებს ექნებათ იმედი, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ. იშრომებენ, მაგრამ ვერ წარემართებათ გზები“ ( III ეზრა 5-1/12). როგორც ხედავთ, ეს წინასწარმეტყველება უკვე აღსრულებულია, რამაც ადამიანებში ის ნაყოფი გამოიღო, რომ ნაცვლად სულიერი სხეულის მიღებისა, პირიქით „უფრო და უფრო მომრავლდა ბოროტება ქვეყანაზე“ (III ეზრა 14-16) და თან იმ დონეზე, რომ „სტიქიებიც კი გარდაიქმნენ“ (სოლომონი 19-18) და შედეგად დედამიწური კლიმატიც გამოვიდა მწყობრიდან. ამიტომ ამოქმედებული იქნა სამყაროს კანონმდებლობაში ის მუხლი, რომელიც ადამიანთა საყოველთაო განკითხვას გულისხმობს და როგორც ხედავთ სახეზე მყოფი ფაქტებიც ცხადყოფენ მის რეალურობას. ამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია და მისი შეცნობის ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომად არის განთავსებული ინტერნეტსაიტ me-sia.com-ზე.
ახლა კი იმას გაცნობებთ, რაც სინამდვილეა და მის რეალობად ქცევასაც ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება წინ!!! ყოველ ადამიანს ის სჯერა და იმისი სწამს, საითკენაც არის ორიენტირებული მისი რწმენა. ჭეშმარიტი რწმენის მქონე – სიმართლეს იჯერებს, ხოლო არასწორი რწმენის მქონე კი – სიცრუეს მიიჩნევს სიმართლედ. დიახ ასეა, ადამიანს შეუძლია მართალი ინფორმაცია არ მიიღოს, მაგრამ სიმართლის ფაქტებთან შეჯახების თავიდან აცილების შემძლეობა კი მას არ გააჩნია. ამიტომ ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ იმ რეალობის შესახებ, რაც სახეზეა და მას ბიბლიურად „არმაგედონი“ ჰქვია. მის პროცესს მხოლოდ ისინი გადალახავენ და სიცოცხლეს გააგრძელებენ, რომელნიც მოისურვებენ, რომ გახდნენ სულიერი სხეულის მფლობელები და რა თქმა უნდა საქმით განახორციელებენ მას. რაც შეეხება ბავშვებს, ამაზე პასუხიმგებლობა კი მშობელ-აღმზრდელთ ეკისრებათ.