რაა მიზეზი ღვთისშვილთა მოწამეობისა
„დაუჯერებელია ტანჯვა ვერ დაითმინოს კაცმა, რომელსაც შემეცნებული აქვს ღვთის რჯული“ (IVმაკაბელთა 16-2).
ბიბლიის მათეს სახარებაში არის ასეთი ცნობა: „ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისათვის შემოკლდება ის დღეებიო“ (მათე 24-22). უკვე აღარ არის საჭირო იმის განმარტება, თუ რომელ დროზე და რომელ დღეებზე გვაცნობებს ბიბლია. რადგან მსოფლიოში მიმდინარე პროცესები თვალნათლივ ასახავენ იმ პერიოდის მოვლენებს, რომელსაც ქრისტე „მშობიარობის ტკივილთა დასაწყისს“ (მათე 24-8) უწოდებს. ხოლო ამჟამად რაც ხდება, ეს თუ საწყისია; ფინალურ პროცესში რაც უნდა მოხდეს, ამის გაფიქრება კი შეუძლია ვინმეს?!
უფალმა ღმერთმა დაუარსა გენეტიკის კანონი საკაცობრიო მიმდინარეობას. ამიტომ ცხადია ის, რომ მან განსაზღვრა ისიც, თუ მისი მსვლელობის პროცესში როგორ მოვლენებს ექნებოდა ადგილი იმისდა შესაბამისად, თუ რა მიმართულებას აირჩევდა და დაადგებოდა ადამიანი. პროგრამული გათვლა იმის საშუალებას იძლევა, რომ ცნობილი იყოს განაჩენის გათვლა კანონთა დაცვა-არ დაცვის ფონზე მიმდინარე საკაცობრიო ცხოვრებისეული მოღვაწეობისა. როგორც წარსულის ფაქტები ადასტურებს, ადამიანთა მოდგმას ჯერ ვერ უპოვია ის სწორი გზა, რომელიც პრობლემათა გარეშე ცხოვრების ბილიკად არის წოდებული ღმერთის შეფასებით და მასზე დადგომას მხოლოდ მაშინ შესძლებს ადამიანი, თუკი მისი ცხოვრება ღმერთის მიერ დადგენილი კანონების დაცვით წარიმართება. ასეთი ცხოვრებით რომ არ უცხოვრია კაცობრიობას აქამდე, ეს არავისთვის უცნობი ფაქტი არ არის. ამიტომაც არც პრობლემები მოჰკლებიათ ადამიანებს. რომელი პრობლემებიც უკვე იმ დონეზე გაიზარდნენ, რომ მასიურ უბედურებებად გადაიქცნენ. რაც დაუყოვნებლივ საჭიროებს ზეციდან დახმარების სახით ჩარევას. ამჟამად სწორედ ასეთი დახმარების გაწევას აქვს ადგილი და მისი შემსრულებელი კი ქრისტეა. მინდა ამ საკითხის მიმართ ზოგი მნიშვნელოვანი რამ განვაცხადო საიმისოდ, რომ მისი დახმარების მიმღები გახდეს ისინი, ვისაც ამის სურვილი და ამასთანავე მოწოდებაც, ნამდვილად აქვთ.
როგორც კანონი ამბობს: „ხორცს სულის საპირისპიროდ სურს და სულს ხორცის საპირისპიროდ. ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ადამიანი ვერ იქმოდეს იმას, რაც სურს“ (გალატელთა 5-17). რაც ხდება იმის გამო, რომ სხეულოვანი უჯრედები მიღებული არის სულის დანაწევრებით. ხოლო მატერიალური თვალსაზრისით კი ამ დანაწევრებაში იგულისხმება სულზე ფიზიკო-ქიმიური ზემოქმედების გატარება. რამეთუ სული არის მატერიის ის კატეგორია, რასაც ფიზიკა ველს უწოდებს. ფიზიკო-ქიმიური რეაქციების ფონზე გატარებული ღონისძიებების შედეგმა კი გამოიწვია თვისებათა ძირეული ცვლილებების წარმოშობა და მიღებული იქნა ე.წ. მსგავსება „სარკის პრინციპით“. რის საფუძველზეც მოხდა ადამიანის სულის თვისებების პარამეტრთა დამდაბლება. რაც მხოლოდ ადამ და ევას შემთხვევით არ შემოფარგლულა. არამედ ამის საჭიროება შემდეგაც გახდა საჭირო და წყლით წარღვნის მერე მოვლინებული ადამიანებიც ასეთივე სახის ქმედების შედეგნი არიან. რის გამოც კაცობრიობამ არსებობა პირველყოფილი თემური წყობილებით გააგრძელა.
ეს უკვე განხილული თემაა, მაგრამ მცირედად კვლავ შევეხები მას და ეხება პირველყოფილ ადამიანებში თვისებების ჩამოყალიბების საკითხს. რომელიც მიმდინარეობდა „ჩემის“ საფუძველზე დაყრდნობით. რადგან მოთხოვნილებები აგებული იყო პირადულზე, როგორიცაა: შიმშილი,სიცივე, გარემოში საშიში სიტუაციის წარმოქმნის დროს თავდაცვა და სხვა. აი ასე თანდათან, ევოლუციური პროცესით მიმდინარეობდა ადამიანებში თვისებების ჩამოყალიბება და საფუძვლად კი შიში ედებოდა. რაც თანდაყოლილი გრძნობა იყო უკვე პირველყოფილი ადამიანებისათვის გამომდინარე იქედან, რომ მათში სულის პარამეტრები საკმაოდ დაბალი იყო წარღვნამდელი ადამიანებთან შედარებით. ხოლო როგორც ბიბლია განმარტავს: „შიში სხვა არაფერია, თუ არა შემწეობაზე უარის თქმა გონების მიერ“ (სიბრძნე სოლომონის 17-11). გონება კი შემწეობაზე მხოლოდ მაშინ ამბობს უნარს, როცა მისი ფუნქციონირება შეზღუდულია ცოდვების გამო. რასაც ჩვენ გონების მიძინებას, ან დაბლოკვას ვუწოდებთ და ბიბლია კი სულით დაცემას.
ცხადია, რომ გრძნობების უშუალო ხელმძღვანელობით ხდება ადამიანის ორგანიზმის ჩამოყალიბება. რაც მიმდინარეობს თვისობრივ-მატერიალურ ურთიერთმჭიდრო თანამშრომლობით. შიშის საყრდენობა კი იმ შედეგებს ამკევინებს ადამიანს, რომ მასში თანდათან ხდება გადაგვარება გრძნობებისა გაუკუღმართების მხრივ. ანგარება და ამპარტავნება ფეხს იკიდებს გრძნობებში და მმართველ სადავეებსაც იღებს ხელში. რასაც საბოლოო ჯამში მივყევართ იქამდე, რომ სიყვარულის გრძნობა ეგოიზმით ჩანაცვლდება. რასაც თავისთავად ცხადია, სისხლისა და სხეულოვანი უჯრედების სტრუქტურის ცვლილებებიც ახლავს. თუმცა ამ კუთხით კვლევა მედიცინას არასდროს ჩაუტარებია იმ მიზეზით, რომ საერთოდ არ იცნობს არც სულს და არც მისი ფუნქციონირების შესახებ იცის რა.
მინდა აღნიშვნა გავაკეთო იმისა, რასაც ბიბლია გვაცნობებს წარღვნას გადარჩენილ ნოეს ოჯახზე. რაც იმას ნიშნავს, რომ მის შთამომავლებს არ შეხებიათ სულის დაცემის იმ დონემდე ჩასვლა, რასაც პირველყოფილი თემური წყობილების ადამიანებში მოხდა. ამიტომაც იუწყება ბიბლია ნოეს გენზე, რომ მისი შთამომავალნი ის გადარჩენილი ნატამალია, რომელიც ადამის მოდგმაა და მათში მოხდა ღვთიური გენის შენარჩუნება. რაც გულისხმობს იმას, რომ ამ გენის წარმომადგენლებში სიყვარული გრძნობა იქნა შენარჩუნებული და ამიტომაც კაცობრიობის არსებობის შენარჩუნების მთელი სიმძიმეც, ყოველ ეპოქისეულად მათი საზიდი იყო.
გამომდინარე იმ ცნობებიდან, რომელიც ახლა გაცნობეთ მისახვედრია ის, რომ კაცობრიობის განვითარების გზა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო საფუძველზე იდგა: სიყვარულსა და ეგოიზმზე და მათგან გამომდინარე: უანგარობასა და ანგარებაზე, თავმდაბლობასა და ამპარტავნებაზე, სიმამაცესა და შიშზე… ხოლო საბოლოო ჯამში კი სიკეთესა და ბოროტებაზე.
საკაცობრიო გენეტიკური პროგრამის სქემათა ანალიზის საფუძველზე შესაძლებელი გახდა იმის გათვლა, რომ დამდაბლებული სულის მქონე ადამიანთა რაოდენობა ყოველ დროში გადააჭარბებდა მაღალი სულის მქონეთა რიცხვს. რისი მიზეზიც უკვე გაცხადებული მაქვს. აქ კი ვისაუბრებ იმის შესახებ, რომ თუკი უფლის მიერ არ იქნებოდა მაღალი სულის მქონეთა მიმართ განსაკუთრებული დამცავი მექანიზმის დაშვება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შესძლებდნენ თანაცხოვრებას მათზე ბევრად უფრო მრავალრიცხოვან ბოროტეულთა შორის. რა თქმა უნდა ასეთი დამცავი მექანიზმი არსებობს და იარსებებს კიდეც მანამ, სანამ ადამიანიც იქნება ამ სამყაროს ბინადარი. თუმცა ეს მექანიზმი არ არის ერთგვაროვანი, არამედ სხვადასხვანაირია და ამჟამად კი შევეხები ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ იესო ქრისტეს მოწამეობრივი ქმედებით, როცა მისი სისხლის გაღებით მოხდა საკაცობრიო ცოდვების ჩამორეცხვა. ვეცდები, რომ საყოველთაოდ გასაგებ დონეზე ავხსნა ამ მექანიზმის შესახებ:
მაშასადამე გრძნობათა მიღების ორი ხერხი არსებობს. ხოლო საკაცობრიო გენეტიკური პროცესიის ფონზე კი მიღებული იქნა ის შედეგი, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თვისებების ჩამოყალიბების დროს მხოლოდ ერთი ხერხით ესარგებლოს; თანახმად კანონისა: „არ იპოვება ქვეყნად მართალი კაცი, რომელიც იქმოდეს კეთილ საქმეს და არ სცოდავდეს“ (ეკლესიასტე 7-20). დროის მსვლელობამ კი ორივე მხარის ძალის ზრდა მოახდინა. რამაც წარმოშვა ნიადაგი იმისა, რომ გენეტიკური მიმდინარეობის ბოლო ჟამს, ადამიანურ თვისებებში დადგებოდა მათი განცალკავების აუცილებლობა. რომელი პროცესიც ფაქტობრივად ასე წარმოდგება: თუკი ადამიანში კეთილი ძალისმიერი თვისებების სიდიდე აღემატება ბოროტული თვისებებისას – მაშინ, როგორც კი შესრულდება ამ ადამიანში აღსრულების ინდივიდუალური კოდის რიცხვი (თანახმად კანონისა „რიცხვი ადამიანისაა“ (გამოცხადება 13-18), იმავ წამსვე მოხდება ორგანიზმში ე.წ. „მიწისძვრის“ (გამოცხადება 16-18) მსგავსი მოვლენა. რაც იმგვარ შედეგს დადებს, რომ სხეულიდან გავა ბოროტი ძალა და მის ადგილს კეთილი შეავსებს. რის შედეგადაც თვისებებიც მსწრაფლ იცვლიან ბუნებას და სრულყოფილად კეთილშობილნი გახდებიან. ანალოგიურად მოხდება საპირისპირო ძალის შემთხვევაშიც. მაგრამ მასზე აუცილებლად უნდა გავაკეთო კომენტარი. რადგან ასეთი ადამიანების სიცოცხლე განპირობებული არის იმ კეთილი ნაწილის წილით, რომელიც მათ ამ განცალკავების პროცესის შედეგად განშორდებათ. ამიტომ მათი სიცოცხლე ვეღარ გაგრძელდება. ბიბლიურად ამ პროცესს „განდგომილება“ ჰქვია და მასზე ასეთი ცნობაა: „არ მოვა ის დღე, ვიდრე არ მოაწევს განდგომილება“ (II თესალონიკელთა 2-3) და „შეიცვლება მიწის მკვიდრთა გული და გუნება მათი გარდაიქმნება. წარიხოცება ბოროტება და აღიგვება სიცრუე. გამოცხადდება ჭეშმარიტება, რომელიც უნაყოფოდ იყო ამდენი ხანი“ (III ეზრა 6-27,28). ხოლო რაც შეეხება იმ დღეს, რომლის შესახებაც არის ამ ცნობაში მინიშნება, მასში ნაგულისხმებია ის პროცესი, რომელიც განდგომილების თანმხლები არის და მას ბიბლია „არმაგედონად“ მოიხსენიებს (გამოცხადება 16-16/21).
მაგრამ არის საკითხი, რომელიც საჭიროებდა წინასწარ გათვლას ბოლო ჟამის დროისათვის. კერძოდ კი არის ის, რომ კანონზომიერული სვლით წარმოებულ საკაცობრიო მიმდინარეობას, სასრულ პერიოდს მიღწევის დროს დაემუქრებოდა საფრთხე სატანის ძალის მქონეთა მრავალრიცხოვნების გამო. თუმცა უნდა გაცნობოთ ისიც, რომ გენეტიკური კანონმდებლობა ყოველივე ამის გათვალისწინებით არის დადგენილი და ღვთისშვილთა ძალოვანის ინდივიდუალური სიძლიერე ბევრად უფრო მძლავრია, ვიდრე სატანური ძალი მქონეთა კრებითი ძალა.
იესო ქრისტეს მოვლინების შემთხვევა იყო ერთ-ერთი უდიდესი დახმარება საკაცობრიო გენეტიკური მიმდინარეობისათვის. იესომ კაცობრიობის ნაცვლად აღასრულა კანონი: „ვინც ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა“ (I პეტრე 4-1). რომელი კანონიც არეგულირებს ცნობიერების არასწორი მიმართულებით ნამართ ორგანიზმში წარმოშობილი გადაგვარების აღმოფხვრას. რაც ხდება იგივე მეთოდით, როგორი გზითაც მოხდა გადაგვარების წარმოშობა. მაგრამ ამ შემთხვევაში ხდება ცვლილება მიმართულების მხრივ. რადგანაც ეს გადაგვარება მიღებული იქნა სხვისადმი განხორციელებული ტანჯვის ხარჯზე; იგივეს განცდა საკუთარ თავზე კი, წარმოშობს გადაგვარების აღმოფხვრას. თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი პიროვნებას მიღებული არ აქვს „მხეცის ნიშანი ან მისი სახელის რიცხვი 666“ (გამოცხადება 13-17,18). რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რომელსაც ამ დროს ორგანიზმი გადის, ბიბლია უწოდებს „მძვინვარების მარცვლის დაწნეხვას“ და ასეთ ცნობას იძლევა მასზე: „ბოროტების თესლის მარცვალი ადამიანის გულშია დასაბამიდან ჩათესილი და რაოდენი უკეთურება წარმოშვა დღემდე და კიდევ წარმოშობს, ვიდრე მკის ჟამი მოაწევს“ (III ეზრა 4-30). სწორედ ამ „მძვინვარების მარცვლის“ (რომელსაც მედიცინა ნორადრენალინს უწოდებს) მიზეზით ხდება იმ შიშის გამოწვევა, რომელიც საფუძვლად აქვს დადებული, გრძნობათა წარმოშობის სატანისეულ ხერხს.
ახლა კი იმის თაობაზე მოგახსენებთ, თუ რატომ ითვალისწინებს მძვინვარების მარცვლის დაწნეხვის პროცესი ზოგისათვის მოწამეობრივ სიკვდილს, ხოლო ზოგიერთისათვის კი მხოლოდ ტანჯვას. ამ განაჩენის დადგენას ახდენს გენეტიკის კანონმდებლობა, რომელსაც ჩვენ ბედისწერას ვუწოდებთ. განაჩენის გამოტანა კი ეფუძნება იმ ფაქტორის გათვალისწინებას, თუ რომელი გენისა და როგორი კომბინაციური შემადგენლობის მფლობელია ამა თუ იმ პიროვნების ინდ. გენეტიკური კოდი – წარღვნამდელი გენის უპირატესობითის თუ შემდგომი პერიოდის. პირველ შემთხვევაში ფესვი ღრმაა და ძლიერია. ამიტომ მოკვდინების აუცილებლობას საჭიროებს. ხოლო მეორე შემთხვევაში კი ტანჯვაც საკმარისია. რამეთუ რაც სხეულმა შეიძინა მოქმედების განხორციელების შედეგად, სათანადო მოქმედების ჩატარების გარეშე მას ვერაფერი გააბათილებს. ე.ი. იესო ქრისტეს მოწამეობრივი სიკვდილი, გენეტიკის პროგრამით გათვლილი აუცილებლობა იყო; გამომდინარე მისი საკაცობრიო გენეტიკის ფესვობის ფაქტორიდან. რისთვისაც მისი თავგანწირვის სანაცვლოდ კაცობრიობის არსებობა შენარჩუნებული იქნა და თანაც რჯულის კანონმდებლობის ზიდვის ტვირთიც მოეხსნა. რამეთუ „რჯულის მიხედვით არავინ არის მართალი, არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს. ყველანი გზას აცდენილნი არიან და აღარავინ გამოდგება. რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება ღვთის წინაშე. ვინაიდან რჯულით შეიცნობა ცოდვა“ (რომაელთა 3-10/20).
ახლა კი ორიოდ სიტყვით იმ საკითხს შევეხები, რაზედაც გაცნობეთ, რომ ვინც წარღვნამდელი გენის მფლობელი არის, მასში მძვინვარების მარცვალის დასაწნეხად სიკვდილის აუცილებლობა დგება მეთქი. სწორედ ასეთ ადამიანებს სჭირდებათ განსაკუთრებულად მეორედ მოვლენილ ქრისტესაგან დახმარების მიღება. რადგან თავიდან აიცილონ სიკვდილი და მათი მეორედ დაბადება მოხდეს გარდაცვალების გარეშე; თანახმად კანონისა: „ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3-3). მაგრამ „ყველანი არ განისვენებს, ისე შეიცვლებიან“ (I კორინთელთა 15-51). რისი მიღწევაც ცხადია, აუცილებლად სათანადო ცოდნით აღჭურვასა და მისი მითითებებით მოქმედებას საჭიროებს. ხოლო ასეთი ცოდნის გამცემი კი, მეორედ მოსული ქრისტეს გარდა ვერავინ იქნება; რამეთუ „მან უკვე თვითონ იტანჯა და გამოიცადა და ამიტომ მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შეუძლია დაეხმაროს განსაცდელში მყოფთ“ (ებრაელთა 2-18).