გაზიარება

რაა მიზეზი ქართველთა ბედკრულობისა


ყველა ქართველისათვის ცნობილია, რომ საქართველოს ისტორია ქართველი ერის ბედკრულობის ამსახველი ცნობებით არის აკინძული. თუმცაღა მრავალგზის ნატანჯმა ამ მცირე ერმა მაინც მიაღწია იმას, რომ არ გამქრალიყო მრავალრიცხოვან ერთა შორის, არ გადაშენებულიყო და შეენარჩუნებინა საკუთარი სამეტყველო ენა და დამწერლობა. ცხადია ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ამის მიღწევა ღვთიური ძალის ჩარევის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ მართალია ღვთის წყალობას კი იღებდა ეს ერი, მაგრამ სამწუხაროდ ყოველთვის ვერ სცნობდა იმათ, ვისაც ღმერთი ავლენდა მათ მშველელად და ხშირად მათ მიერ გაწეულ წვლილს სხვებს მიაწერდნენ. ამიტომაც მონაცვლეობდა მათზე ღვთის წყალობა და ღვთის რისხვა.
„უფალია ჩვენი სიმართლით“ გაცხადებული ცოდნა მომცველია ღმერთის მიერ დაწესებული სიმართლისა და ცხადია, რომ იგი არ დაემთხვევა იმას, რაც ადამიანებმა დაიწესეს წესად და მისით განსჯიან ყოველივეს. მაგრამ ბედისწერა უფლისმიერ დაწესებული სიმართლით განიგება, რომელიც დამყარებულია სამყაროს მთლიანობის პრინციპზე და მიუკერძოებულია ვინმეს ან რაიმეს მიმართ. ამიტომ ვინც ან რაც ამ წესებს უგულებელყოფს და მის დაცვაზე ამბობს უარს, ადგილი ეძლევა მისი არსებობის შეწყვეტას და შესაბამისად იგი გადადის სხვა მდგომარეობაში.
ამჟამად ხალხში წარმოშობილი მღელვარება ნათელჰყოფს იმას, რომ მათში მომწიფდა პრობლემათა აღმოფხვრის სურვილი. მაგრამ აღმოფხვრის ერთადერთი ნამდვილი გზისათვის მიგნებას კი ვერ ახერხებენ. რაც იმიტომ ხდება, რომ საკუთარ აზრებზე დაყრდნობით განსჯიან და არა ღმერთის მიერ დაწესებული კანონებით. ამიტომაც აქამდე შედეგისათვის არასოდეს მიუღწევიათ და ასე იქნება ამჟამადაც თუკი კვლავ არ შეისმენენ უფლის მიერ დაწესებულ სიმართლეს. თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ ამჟამად სულმთლად ისე ვეღარ იქნება, როგორც წარსულში იყო. ვინაიდან დროის ფაქტორია ანგარიშგასაწევი. რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველ ერს შეცდომების დაშვების დრო ამოეწურა. ვინაიდან უფსკრულის პირს განწესებული კაცობრიობის პირველ რიგში იმყოფებიან და მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებთ გადაჩეხვას. ამიტომ არსებობის გასაგრძელებლად აუცილებლად იმ გზიდან მობრუნება მოუწევთ, რომელზედაც ადგანან. თუ როგორ უნდა შესძლონ ეს, ამის გაცხადება კი ჩემი მოვალეობაა და ვასრულებ კიდეც მას. ხოლო მის მიღებას ინებებს თუ არა ეს ხალხი, ეს კი მათი ნებაა. ამასთანავე გაცნობებთ იმასაც, რომ ორივე შემთხვევაში პასუხი არ დააყოვნებს!!!
ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სათქმელი, ამიტომ მას წარმოვადგენ ბიბლიის ცნობების სახით და შემოვიფარგლები მათზე მოკლე ახსნა-განმარტებებით. აი რას იუწყება ბიბლია ერზე, რომელიც ღმერთმა სათავისოდ ირჩია და რომლის გამოცნობაც შესაძლებელი იქნებოდა სამეტყველო ენით. რადგან მისით უნდა მხილებულიყო დაფარულიჭეშმარიტება. როგორც იცით ეს მოხდა ქართული ენით და „უფალია ჩენი სიმართლით“ საქვეყნოდ არის გაცხადებული ის ჭეშმარიტება, რომელიც იესომ იგავების საშუალებით განაცხადა და ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო, როცა პირდაპირ მოხდებოდა ამ ცოდნის გაცხადება (იოანე 16-25).
უფლის მოწმობა თავის ერზე: „მათ შევიყვან ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს. სადაც მოედინება თაფლი და რძე. ისინი გაძღებიან და დაივიწყებენ ჩემს წესებს და დაარღვევენ მათ. მაგრამ როცა შეემთხვევათ მრავალი უბედურება და გაჭირვება, ჩემი აღთქმა მოწმედ იქნება მათ წინაშე. რადგან არ მიეცემა დავიწყება მის შთამომავლობის ბაგეში“ (II რჯული 31-20,21). „მათთვის დადგენილია, რომ დაიცვან და შეასრულონ ყველაფერი, რაც უფალმა წესად დაუდგინა ადამიანთა მოდგმას. არ გადაუხვიონ ამ წესებს არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. რამეთუ ისინი ღვთის ხალხია და მათ მიცემული აქვთ ძალა საიმისოდ, რომ ერთმა მათგანმა 1000 სხვას სძლიოს. თუ რა თქმა უნდა, უფლის მიერ დაწესებული კანონმდებლობის შემსრულებელნი იქნებიან“ (იესო ნავეს ძე 23-6/11). „მაგრამ თუ გადავლენ უფლის სიტყვას და ღვთის მსახურებას დაარქმევენ უფლის მიერ არ დაწესებულ წესებს და აღასრულებენ მათ. მაშინ ღვთის რისხვა დაატყდებათ თავზე“ (იესო ნავეს ძე 23-16). „ვინაიდან ეს ერი ყოველთვის იმას სჩადიოდა, რომ სწორად არ ასრულებდა ღვთისაგან დადგენილ კანონებს. ამიტომ კანონზომიერულად ხდებოდა მათი ჩავარდნა მძარცველთა და მტრის ხელში და დიდად შევიწროებულნი იყვნენ. მაგრამ უფალს ებრალებოდა თავისი ერი იმ კვნესის გამო, რომელიც მათგან გამოდიოდა. ამიტომ დროდადრო აღუდგენდა თავის მსაჯულთ. რომელიც იხსნიდა ხოლმე მათ მძარცველთა და მტერთა ხელიდან. რაგან თავად ღმერთი იყო მსაჯულთან და ამიტომაც შვება ეძლეოდა ერს მისი სიცოცხლის დროს. მაგრამ როცა მოკვდებოდა, ხალხი თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ და სანაცვლოდ მოიმკიდნენ კიდეც ღვთის რისხვას“ (მსაჯულთა 2-14/20).
როგორც ხედავთ ბიბლიაში პირდაპირ არის დასახელებული მიზეზი ქართველთა ბედკრულობისა. ამიტომ დროა ქართველმა ერმა შეიცნოს ის, რომ ღვთის რჩეულობა თავმოსაწონი რამ კი არ არის, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობაა კაცობრიობის წინაშე და თუკი სხვას ეპატიება რაღაც, ამ ერს არა! მითუმეტეს ის არასწორი საქციელი, რასაც სჩადიან ღვთის სახელით.
ახლა კი თანამედროვე სიტუაციაზე უნდა მოგახსენოთ და ეს ძალზედ აუცილებელია!!! რამეთუ მდგომარეობა არსებობა-არ არსებობის ზღვარგასაყარზეა მისული და ამიტომაც პირდაპირ ვიტყვი სათქმელს. მოგეხსენებათ, რომ უკვე საქვეყნოდ ცნობილია მოვლენის შესახებ, რომელიც კაცობრიობის თავს მიმდინარეობს და მას „არმაგედონი“ ჰქვია. თავისთავად მისახვედრია ის, რომ სამყაროში რაც იწყება, პროცესი არ შეჩერდება მანამ, სანამ ბოლომდე არ შესრულდება. „არმაგედონის“ მოვლენა კი კაცობრიობის განადგურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ ადამიანთა გონს მოგებას და ამასთანავე დადგენილია ისიც, რომ ყოველგვარი ცვლილების დაწყება ღმერთის რჩეული ერიდან უნდა მოხდეს!!!
როგორც უკვე მოგახსენეთ, მდგომარეობა ასეთია: ქართველები საკაცობრიო არსებობის შემწყვეტი უფსკრულის წინა ხაზზე მდგომი ერია და უკვე მისულნი არიან იმ ზღვარს, როცა ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი გადასაჩეხად. აუცილებლობა მოითხოვს უკან შემობრუნებას!!! ამისათვის კი ის ცოდნაა საჭირო, რომელსაც უფლისმიერი სიმართლე ჰქვია და დაფარული ჭეშმარიტების მხილებლის გარდა, მას ვერავინ მიაწვდის მათ. მაგრამ სანამ მას განვაცხადებ, მანამ მინდა ერთი შენიშვნა გავაკეთო. რომელიც ეხება „ძველ აღთქმისა“ და „ახალი აღთქმის“ შესახებ სწორი ინფორმაციის მოწოდებას. ვინაიდან ხალხში არასწორი ცოდნა არის გავრცელებული მათზე. სინამდვილე კი რაც არის, ამას თავად ბიბლია იუწყება და ის შემდეგია „აღთქმით ბათილდება რჯული? არამც და არამც! პირიქით აღთქმით ხდება რჯულის განმტკიცება. რადგან იხსნება ქრისტეს მიერ“ (II კორინთელთა 3-14. რომაელთა 3-31). ყოველივე ეს კი ნიშნავს იმას, რომ რჯულით დადგენილი წესები ქრისტეს კი არ გაუუქმებია. არამედ თავად იტვირთა მისი სიმძიმე და აღთქმით გაუიოლა კაცობრიობას.
ახლა კი განვაგრძობ დაწყებულ თემას და პირდაპირ გეტყვით სათქმელს: ქართველებს ახლაც ჰყავთ ღვთისაგან მოვლენილი მსაჯული. თუმცა სამწუხაროდ მათ ეს არ იციან და მის მიერ გაკეთებულ საქმეს იმას მიაწერენ და თანაც ეთაყვანებიან, ვინც მათ ეშმაკმა შეუგზავნა. მაგრამ მათ კი ის ღვთისაგან მოვლენილი ჰგონიათ. ამიტომაც მართალია ღვთის რისხვა ჯერ-ჯერობით შეკავებულია მათზე, მაგრამ უკვე მასაც ამოეწურა დრო. ამიტომ დაუყოვნებლივ მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო. ცხადია ეს საჭიროება იგრძნო ადამიანურმა ქვეცნობიერმა და მღელვარებამაც იმატა ხალხში. მაგრამ სამწუხაროდ ისევ იმ გზის განგრძობის მცდელობას აქვს ადგილი და ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ის, რასაც ახლა გაცნობებთ. მთავრობათა ცვლილების მრავალგზის მოწმეა ხალხი. მაგრამ ვერცერთი მთავრობა ვერ ასრულებს იმ მოლოდინს, რისთვისაც ხდება მათი ხელისუფლებაში მოყვანა. ეს ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მანამ, სანამ ცვლილება არ მოხდება იქ, სადაც პრობლემის საფუძველია. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მოვიყვან ასეთ შედარებას: მთავრობა ის სარეველაა, რომელსაც დროდადრო ჭრიან ხალხი. მაგრამ ფესვს კი არათუ ძირკვავენ, არამედ წყალსაც უსხამენ. რადგან დაფარულშია და მას ვერ ხედავენ. სარეველას კი მოჭრით ვერ მოსპობ. რადგან როცა ფესვი არსებობს, მისგან ყოველთვის მოხდება ახლის აღმოცენება. ამიტომაც მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს მის გასაქრობად და იგი თავისთავად ფესვის ამოიძირკვას საჭიროებს. ხოლო რაც შეეხება ფესვს, ის კი რელიგიაშია.
გამგებმა გაიგოს!!!