გაზიარება

პოლიტიკა, რელიგია და ღმერთი


თუკი თვალს გადავავლებთ კაცობრიობის მიერ განვლილ ისტორიას, ვნახავთ, რომ იგი აღვსილია ადამიანთა დიდი ნაწილის ჩაგვრის, სიღატაკეში ცხოვრების, ომებით გამოწვეული სისასტიკეების, უბედურ შემთხვევათა თუ კლიმატურ კატასტროფათა აღმწერი ფაქტებით. რაც ყოველივე იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანებს ცხოვრებისეული მოღვაწეობა სიმართლისმხრივი მიმართულებით არ წარუმართავთ. რადგან ღმერთის მიერ დაწესებული კანონმდებლობის განსჯით: „არავითარი ზიანი არ მოუვა მართალთ!“ (იგავები 12-21).
მოგეხსენებათ ისიც, რომ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების ბედი გარკვეულ წილად პოლიტიკაზეა დამყარებული. რადგან გლობალური სიტუაციები, რომელიც ომს და მშვიდობას ეხება, პოლიტიკოსთა თამაშების ხვედრია. დიახ, ეს სწორი შეფასებაა! ვინაიდან პოლიტიკოსები შეგნებით თუ შეუგნებლად, ასრულებენ იმ ფუნქციას, რასაც ადამიანთა ბედით თამაში ჰქვია და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად უფრო ბოროტებს აქვთ ჩაგდებული ხელში თამაშის წარმართვის სადავეები. არც იმის დავიწყება ეგების, რომ რევოლუციებით თუ ჩვეულებრივ მიმდინარე არჩევნებით მოსულ არცერთ მთავრობას არ გაუმართლებია ხალხის მოლოდინი და იმედი გაუცრუებიათ თავიანთ არჩევანზე თავგადადებული მოსახლეობისათვის.
საკაცობრიო მიმდინარეობის ისტორიული ფაქტები იმის დანახვის საშუალებასაც იძლევა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების დონე თანდათან პროგრესირდება. მაგრამ კაცობრიობის ბედისწერაში მაინც ვერაფერი იცვლება სასიკეთოდ. რადგან ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ყოველ ეპოქაში უცვლელია. თავისთავად დაისმის კითხვა: მაშინ რა აზრი აქვს ადამიანთა აზროვნების განვითარებას, თუკი ისინი ვერ შესძლებენ იმას, რომ ის პრობლემები მოაგვარონ, რაზედაც ვსაუბრობ?! ან არის კი ეს შესაძლებელი?! რაზედაც პასუხი ასეთია: დიახ, ეს შესაძლებელია!!! ხოლო რადგან ვაცხადებ, რომ შესაძლებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება მეკისრება იმ ცოდნის გაცხადებისა, რაც დაადასტურებს ჩემს მიერ გაცემულ პასუხს. ცხადია მიმიხვდით, რომ ჭეშმარიტი ცოდნის გამოყენებას ვგულისხმობ. ვინაიდან მხოლოდ მისით მოქმედებას შეუძლია ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა; და ვინაიდან ის სამყაროს კანონმდებლობის ფონზე დაფუძნებულ გონივრულ განსჯას გულისხმობს, ამიტომ მივმართავ ამ მეთოდს და მოგახსენებთ შემდეგს:
„როგორიც არის ქვეყნის მეუფე, ისეთნი არიან მცხოვრებნი მისი“ (სიბრძნე ზირაქის 10-2) – ასეთ ცნობას იძლევა ბიბლია და გამომდინარე სიბრძნეთა ბუნებიდან, ეს კანონი ასეც წარმოდგება: „როგორნიც არიან ქვეყნის მცხოვრებნი, ისეთ არჩევანს აკეთებენ ისინი“. ხოლო ყოველივე ამის საფუძველი კი, ყოველი ადამიანის ტყუილთან თანაცხოვრებაა. ადამიანები ცრუობენ შეგნებულადაც და შეუგნებლადაც; და აღვნიშნავ იმას, რომ ვინც შეგნებულად ტყუის, მათზე მეტად საშიშნი ისინი არიან, ვისაც ვერ შეუტყვიათ ის, თუ რამდენს ტყუიან და თავი მართალ ადამიანად წარმოუდგენიათ. რისი მიზეზიც სამი მთავარი რამ არის: ადათ-წესები, ქვეყანათა კონსტიტუციები და რელიგიური კანონები. რადგან ყოველივე ჩამოთვლილი წეს-დებულებები ადამიანთა მიერ არის დადგენილი და მათ საერთო არა აქვთ იმ კანონებთან, რომელიც შემქმნელმა დაუწესა თავის ქმნილებას – ასე ვთქვათ: ინსტრუქციად!!!
ღმერთის მიერ დაწესებული კანონების უგულებელყოფა და მათი არ დაცვა არის საფუძველი ყველა იმ უბედურებებისა, რაც ადამიანთა მოდგმას შეიძლება რომ დაემართოს; დაწყებული პირადული ჯანმრთელობიდან – დამთავრებული კლიმატური კატასტროფების მოვლინებამდე!!! ამიტომაც გამოსავალი ერთადერთია და ის კი უფლისმიერი სიმართლის შეცნობა და მისი მითითებებით ცხოვრებაა!!! ეს არის ჭეშმარიტი პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც უკვე ყოველ ადამიანს აწუხებს და შემდეგია: როგორ უნდა დაიძლიოს ის მზარდი პრობლემები, რაც კაცობრიობას ატყდება თავს უკვე ყოველდღიურად.
ახლა კი მოკლე ანალიზი უნდა გავაკეთო იმისა, თუ რატომ და როგორ მივიდა ადამიანი იმ დონეზე (და ეს პირველად არ ხდება), რომ სამყარო თავისი მოდგმის გასანადგურებლად განაწყო?! ამჟამად ხომ თითქოს მაღალ დონეზეა ცივილიზებული ადამიანური ცნობიერება?! მაგრამ როგორც სჩანს, ასე ადამიანები ფიქრობენ. სამყარო კი ღმერთის საზომით განიკარგება. ამიტომ გონიერება იმაშია, რომ ადამიანმა გაითავისოს ამ კანონის არსი: „ვინა ხარ შენ ადამიანო, ღმერთს რომ ედავები?! განა ქმნილება ეტყვის შემოქმედს: რატომ შემქმენი ასე?!“ (რომაელთა 9-20). აი სწორედაც ადამიანები რომ უგულებელყოფენ ამ კანონს და ნაბიჯებსაც ისე დგამენ, რომ არ ითვალისწინებენ ღმერთის მიერ დადგენილ კანონმდებლობას, ამიტომაც მიადგნენ კიდეც საბედისწერო უფსკრულის პირს და ხედავთ კიდეც როგორ დღითიდღე იზრდება გადაჩეხილთა რაოდენობა.
ალბათ მისახვედრია ის, რომ უკვე აუცილებელია არსებული რეალობის ყოველგვარი შელამაზების გარეშე გაცნობიერება და თვალის გასწორება იმ ფაქტისათვის, რომ იმ გზით სიარული, რომელზედაც კაცობრიობა ადგას, საბოლოოდ განადგურებასთან მიიყვანს მას. თანაც დასასრულიც ისე ახლოა, რომ უკვე გამჭრიახი თვალით მისი დანახვაც კი არის შესაძლებელი. ამიტომ ახლა შეცდომების დაშვების დრო აღარ არის და საჭიროა დაუყოვნებლივ სწორად მოქმედება. რისი მოქმედების ინსტრუქციის მოცემაც მხოლოდ მას შეუძლია, ვინც ქვეყნიერება შექმნა და უფალი ჰქვია. სწორედ ამიტომ განაცხადა მან მრავალი საუკუნის წინ, რომ ამ დროს დაეხმარებოდა ადამიანებს იმ ცოდნით, რომელიც უფლისმიერი სიმართლე იქნებოდა და სწორედაც ამიტომ ეწოდება მას „უფალია ჩვენი სიმართლე“ (იერემია 23-5,6). ჭეშმარიტი ცოდნის ათვისება და მისით მოქმედებაა ის აუცილებლობა, რასაც შეუძლია კაცობრიობის იმ გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიაც უკვე საკმაოდ ღრმად არის შესული იგი. ვინაიდან ღმერთმა ისე შექმნა ადამიანთა მოდგმა, რომ საკუთარი ბედის განგების საჭე ხელთ მისცა და კანონები კი დაუდო გზამკვლევად. ამასთანავე ისეც მოიქცა, რომ ძალით განასხვავა ისინი; როგორც ამას კანონიც ადასტურებს: „ყოველი ადამიანი მიწიერია და მიწის მტვრისაგან შეიქმნა. მაგრამ ყოვლისმცოდნე უფალმა დაჰყო ისინი და განასხვავა მათი გზები. მათგან ზოგნი აკურთხა და აამაღლა, ხოლო ზოგნი წმიდაჰყო და თავისთან მიიახლა. სხვანი კი დაწყევლა და დაამდაბლა და მიაქცია ისინი მათი ადგილიდან. როგორც თიხაა მექოთნის ხელში, ვის ნებაზეცაა დამოკიდებული მისი ყველა გზა; ასევე ადამიანებიც მათი შემოქმედის ხელშია და ისიც მიაგებს მათ თავისი განგების მიხედვით“ (სიბრძნე ზირაქის 33).
ამიტომ მოგახსენებთ შემდეგს: ვინაიდან და რადგანაც ჭეშმარიტი ცოდნა ქართულ ენაზე გაცხადდა, ეს იმის მაუწყებელია, რომ ამ ენაზე მეტყველი ხალხის წმიდათაწმიდა მოვალეობა არის კაცობრიობის გადარჩენის მისია და ეს მათ აუცილებლად უნდა შეასრულონ!!! რასაც შესძლებენ მხოლოდ მაშინ, თუკი ჭეშმარიტი ცოდნით აღიჭურვებიან და მისი მითითებებით იმოქმედებენ. ქართველებო! თქვენ გეხებათ ეს კანონები: „იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულადაა ასე. არც წინადაცვეთილობაა ის, რაც გარეგნულადაა ხორცზე. არამედ ვინც დაფარულშია, ის არის იუდეველი და გულის წინადაცვეთა სულშია და არა ასოში. მისი ქება კაცთაგან კი არა, ღმერთისაგან არის“ (რომაელთა 2-28,29). „რა არის იუდეველის უპირატესობა?! დიდია უპირატესობა ყოველნაირად! პირველ ყოვლისა, მათ მინდობილი აქვთ ღვთის სიტყვები“ (რომაელთა 3-1,2). ის, რომ ეს გენი ქართველებში იყო, ეს აქამდე დაფარული იყო და ახლა კი მხილებული გახდა სწორედ იმიტომ, რომ გონებაში დაფარულად მყოფმა ღვთის სიტყვებმა ნათელი იხილა. ამიტომაც კაცობრიობის გადარჩენის მისიონური ვალი, ქართულ ენაზე მოფიქრალთა შესასრულებელი ხვედრი არის!!! ვინაიდან ღმერთს გასანადგურებლად არ შეუქმნია ადამიანთა მოდგმა და ამიტომაც არ დაუშვებს იმას, რომ თავი გაინადგურონ. უკვე დროა ადამიანებმა შეიგნონ ის, რომ კაცობრიობის ბედს არც პოლიტიკა სწყვეტს და არც რელიგია – არამედ მხოლოდ უფლის მიერ დაწესებული კანონმდებლობის აღსრულების ან არ აღსრულების რიცხვი. ამიტომ თანდათან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება სასჯელები ქართველთა მიმართ, რადგან მათ ძალუძთ ჭეშმარიტების შეცნობა და არ აკეთებენ მას. რაც იმ მიზნით მოხდება, რომ კეთილი ინებონ და ღმერთის მიერ ნაწყალობები დიდი გონებრივი შესაძლებლობები სწორად გამოიყენონ. გაფრთხილებთ! დრო აღარ ითმენს და რაც უფრო დროულად მოხდება შესმენა უფლის სიმართლისა, მით უკეთესი. ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთ სიტუაციაში ჩავარდნას ექნება ადგილი, რომელიც დაუყოვნებლივ აიძულებს ქართველებს სიმართლის გზაზე დადგომას. დავძენ იმასაც, რომ ეს გაფრთხილება მუქარას კი არა, არამედ შვების მოგვრას ემსახურება! ვინაიდან უფლის მიერ დაწესებულ კანონთა შეცნობასა და მისი დაცვით ცხოვრებაზე უარის თქმა, ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს და მას კი ყოველთვის მხოლოდ ერთნაირი დასასრული აქვს: ღმერთის წინააღმდეგ მებრძოლის გაცამტვერება!!!