ბოლო ათეული წლებია ქართველებს ისეთი გაუსაძლისი პერიოდი დაუდგათ, რომელმაც ეს ერთი მუჭა ხალხი მთელ მსოფლიოში მიმოფანტა თავის გადასარჩენად. ზოგი მათგანის გაქცევის მოტივი ეკონომიკური მდგომარეობაა, ზოგისა კი – პოლიტიკური; თუმცა ამ მიზეზთა საფუძველი კი საერთოა ყველასათვის და მისთვის რომ ვერ არის მიგნებული, ამიტომაც გამხდარა მათთვის აქტუალური ეს კითხვა: „გვეშველება რამე?!“. დიახ, უკვე ათეული წლებია მესმის ეს კითხვა – დასმული ხან ვინ მავანისათვის და ხანაც ვისთვის. მაგრამ წლები გადის და მასზე პასუხი კვლავაც გაუცემელი რჩება. ამასთანავე არც დრო და ჟამი ინდობს ქართველთ და სამწუხარო რეალობაც ასეთია: უკვე ისეთი პერიოდია დამდგარი საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის, რომ ისტორიასაც კი არ ახსოვს მათთვის ასეთი ძნელბედობა. ამიტომ არსებული მდგომარეობა თავისთავად ითხოვს ისეთი პიროვნების მოძიებას, რომელიც მიაწოდებს მათ საარსებოდ თავის გადასარჩენ ცოდნას. რამეთუ მხოლოდდამხოლოდ სწორი ცოდნაა ის ერთადერთი იარაღი, რომლით ხელმძღვანელობის გარეშეც არც არასოდეს აღმოფხვრილა და ვერც ვერასოდეს აღმოიფხვრება ნებისმიერი სახეობის პრობლემა. მოგახსენებთ იმასაც, რომ ნურავინ იფიქრებს იმას, თითქოს რაც გაცნობეთ ეს გადაჭარბებული შეფასება იყოს. არა, ეს ნამდვილად არ არის ასე! არამედ პირიქით! რაზედაც დავძენდი იმას, რომ მდგომარეობა გაცილებით უფრო უარესია და ამის შეცნობა კი შესაძლებელია მხოლოდ მისთვის, ვინც ბედისწერის კანონმდებლობაში სწორად ერკვევა. დანარჩენი ადამიანები კი სამწუხაროდ მაშინ ეგებიან გონს, როცა უბედურება უკვე აღსრულებულ ფაქტებად დაატყდებათ თავს. ჩემი სიტყვების დასამოწმებლად მინდა იმ სავალალო ფაქტებს შევეხო, რომელიც ეხება ბავშვთა და ახალგაზრდათა სიცოცხლის გაწირვას. ვიცი ამის შესახებ იტყვის ვინმე: ამჟამად ეს პროცესი მთელ მსოფლიოს ეხებაო. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსი არის გასათვალისწინებელი; კერძოდ ის, რომ რაღაც 3 მილიონიან ერში თითქმის ყოველღიურად იმ რაოდენობით ხდება ჩვილ ბავშვთა და მოზარდთა მიმართ უბედური შემთხვევების შედეგად თუ მკვლელობა-თვითმკვლელობის ფონზე განხორციელებული ფაქტები, რამდენიც თუნდაც 150 მილიონიან ერში შეიძლება მოხდეს ერთი თვის განმავლობაში. აი, ეს არის საგანგაშო და მერე როგორ!!! გაცნობებთ იმასაც, რომ ნურავინ იფიქრებს იმას, რომ დრო და ხანი თავისთავად თავისით გამოასწორებს სიტუაციას. რა თქმა უნდა ეს არ მოხდება! იმიტომ, რომ ამ ქვეყნად უმიზეზოდ არაფერი ხდება და და არც ქართველების ასე დასჯაა უსაფუძვლო. ამიტომ თუკი მიგნებული არ იქნება მიზეზთა იმ საფუძველს, რამაც წარმოშვა ის მიზეზები, რომ ღვთის ასეთი რისხვა მოემკათ ქართველთ; ისე თავისთავად, არსებული მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, არამედ პირიქით უარესობისაკენ წაიწევს წინ – როგორც მიდის კიდეც. ღმერთის მიერ დადგენილ იმ კანონებში, რომლებიც ადამიანს ბედისწერას განუსჯიან, არის ასეთი კანონი: „ვინც სიკეთის კეთება იცის და მას არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას“ (იაკობი 4-17). ხოლო ამ შემთხვევაში კი, როცა ამდენი უმანკო სიცოცხლე იწირება, საჭირო ცოდნის მოძიებასა და მის გაცხადებაზე დიდი სიკეთე შეიძლება კი რამე იყოს?! ცხადია არა! ამიტომ გთავაზობთ იმ ცოდნას, რომელიც თავისთავად არის კითხვის: „გვეშველება რამე?!“-ს პასუხიც. საამისოდ კი პირველ ყოვლისა მინდა საზოგადოებას მივმართო: თუკი ვინმეს მართლაც სურს, რომ დასმულ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხი მიიღოს, მაშინ მან ღმერთის მითითებებს უნდა მიჰყვეს და ისე მოიძიოს პასუხის გამცემი ადრესატი. რომლის შესახებაც უფალი იუწყება, რომ იგი სიბრძნესა და ცოდნას აძლევს „კაცთაგან ყველაზე დამცირებულს“ (დანიელი 4-17). ეს ცნობა კი თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ რადგანაც ხალხი ვერ ხედავს ღმერთისაგან მოვლენილს; ცხადია ისინი მისგან პირშექცევით ყოფილან განწყობილნი. ამიტომ უპირველეს ყოვლისა საჭიროა ის, რომ ღმერთისაკენ შემობრუნდნენ!!! როგორ უნდა გააკეთონ ეს?! ამას, რა თქმა უნდა კანონი იტყვის და აი ისიც: „ღმერთს სხვაგან ნუ ეძებთ, რადგან თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი“ (ლუკა 17-21). რაც ასე განიმარტება: ადამიანმა თავი უნდა დაანებოს სხვების შეფასებებს და თავის თავისაკენ შემობრუნდეს, რათა საკუთარი საქციელი გააანალიზოს საიმისოდ, რომ მასში შეცდომები იპოვოს და საქმით მოინანიოს და არა მარტო სიტყვით. როცა კი ამ წესს დანერგავს ადამიანი თავისი ცხოვრების მრწამსად, აი ეს ნიშნავს ღმერთისაკენ შემობრუნებას. თუმც აქ იმის ცნობებაც საჭიროა, რომ ცოდვების შესაცნობად აუცილებელია ღმერთის მიერ დადგენილი კანონების მოძიება. ამიტომაც უკვე ადამიანი დაიწყებს იმის ძებნას, ვინც საჭირო კანონებს მიაწოდებს მას და თანაც განუმარტავს კიდეც. ეს გზა კი ამხელს უცოდინართ და მცოდნეს წარმოაჩენს. შესაბამისად ცოდნა გზას გაკაფავს. რაც ღმერთსა და ადამიანს შორის დარღვეულ იმ კავშირს აღადგენს, რაც რომ დღეს დაკარგულია. ყოველივე ამის თაობაზე კი მინდა ზოგადი მინიშნება გავაკეთო იმ სწორი გზის საპოვნელად, დღევანდელ გაუსაძლისობას რომ უშველის: ხალხის ბრძოლა არსებული მძიმე სიტუაციის დასაძლევად ყოველთვის მიდიოდა და მიდის მთავრობათა შეცვლის, ანდა საზოგადოებრივი წყობის შეცვლის დონემდე. თუმცა აქამდე არ ყოფილა ის, რომ რომელიმე მთავრობას, ან საზოგადოებრივ წყობას გაემართლებიოს სრულიად ხალხის იმედი. ეს პროცესი არც ახალია და არც ახლო წარსულიდან მოდის, არამედ კაცობრიობის დასაწყისიდან მომდინარეობს და ახლაც გრძელდება. იცის კი ვინმემ რატომ არ იქნა მიღწეული სასურველი შედეგის მიღება?! ცხადია ამის მცოდნე ადამიანთაგან არავინ არის! იმიტომ, რომ ეს ცოდნა სცდება ადამიანური აზროვნების ნაყოფს და მისი მიღება მხოლოდდამხოლოდ სამყაროს კანონთა გათვლის შედეგად არის შესაძლებელი; რასაც ეწოდება დასმულ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხი. სწორედ ასეთ პასუხს გთავაზობთ ახლა და თანაც დავძენ: ჩემს მიერ თქვენდამი მოწოდებული ყოველი ცნობა მოპოვებული არის ამ გზით. ხოლო რაც შეეხება დასმულ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხის მისაღებ კანონთა თანამიმდევრობას, რომელიც ყოველ კითხვას სათავისოდ ერთადერთი აქვს მიკუთვნებული და 12 კანონისგან შედგება ისე, რომ ყოველი მომდევნო ამოწმებს წინას – მისი მოძიება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ღმერთმა უბოძა ბიბლიური კოდის ფლობის უნარი. რომელზედაც ბიბლიაში განაცხადა კიდეც და მას „პატარა წიგნი“ უწოდა: „ავიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი. მითხრეს: „შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“ (გამოცხადება 10-10,11). როგორც აღმოჩნდა, მის მფლობელად ღმერთმა ჩემი შერჩევა ინება და ეს პროცესიც განხორციელდა 2008 წლის ნოემბერში. რაც აღვწერე კიდეც წიგნში: „სიბრძნის გაკვეთილები“. თუ ვინმე ამაზე შედავებას ინებებს, მზადა ვარ ნებისმიერ კითხვაზე იმ ჭეშმარიტი პასუხის გასაცემად, რისი დამმოწმებელიც ღმერთია. ახლა კი მოგახსენებთ იმის ჭეშმარიტ პასუხს, თუ რატომ ვერ მიაღწია ხალხმა აქამდე იმ ბედნიერი ცხოვრების მიღებას, რომლის მისაღებადაც შექმნა ღმერთმა ადამიანი და არა იმ წვალებისათვის, რომელიც მათ საკუთარ თავებს მოუვლინეს არასწორ გზაზე სიარულის გამო. საქმე იმაში გახლავთ, რომ როცა სარეველა ხეს ებრძვის ვინმე და ამ ბრძოლას ხის აჩეხვით ან მოჭრით ასრულებს, ხოლო მის ფესვს კი უგულებელყოფს იმის გამო, რომ ის დაფარულში არის; ცხადია ამ ბრძოლაში ის წაგებული დარჩება. რადგანაც დროთა განმავლობაში სარეველა ხე უკვე ბუჩქებად (ჯოჯო ხეებად) წარმოდგება და უკვე ერთის ნაცვლად, მრავალთან ბრძოლა გახდება საჭირო – რაც უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს. დღეს სწორედ ეს მდგომარეობაა სახეზე. ეს ჯოჯო ხეები ისე არიან მომრავლებულნი, რომ უკვე ძალიან ამძიმებენ დედამიწას. ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მას კი ყველაზე უფრო ძნელბედობა უდგას იმიტომ, რომ ქართველები ამ ჯოჯო ხეებს კი ჩეხენ გამალებით, მაგრამ სამაგიეროდ მის ფესვს უსხამენ წყალს და ასეთი ქცევით მათ მიაღწიეს იმას, რომ ფესურებისაგან მთავარი ფესვი წარმოშვეს, რომელიც არის ყველა იმ უბედურების საფუძველი, რაც კი დღეს ქართველთა თავს ხდება. რაც შეეხება ხეს, მართალია ეს მთავრობანი და მათ მიერ დაწესებული წყობაა. მაგრამ ფესვი კი, ადამიანის მიერ ღმერთისადმი რწმენაა. ხოლო როცა იგი ძალიან აცდენილია ჭეშმარიტებას, ღვთის რისხვაც მატულობს. იმასაც გაცნობებთ, რომ ღმერთისმიერი კანონმდებლობა ასე განსჯის: „ვინც მეტი იტვირთა, მას მეტად მოეთხოვება“ (ლუკა 12-48). და რაკიღა ქართველებს თავი აქვთ გამოდებული, რომ ღვთის რჩეული ერია (რასაც თავისივე სურვილით აცხადებენ). ამიტომ მათ მეტად მოეთხოვებად სხვა ერთან შედარებით. ხოლო იმის სანაცვლოდ, რომ ისინი სხვებზე მეტად იყვნენ გათვითცნობიერებული ჭეშმარიტების კანონებში და იცავდნენ მათ, მის საპირისპიროდ აზროვნებენ და იქცევიან. ამიტომაც სანაცვლოდ რას მიიღებენ?! რას და იმას, რასაც იღებენ კიდეც. ღმერთი ხომ ფაქტებით ავლენს თავის გადაწყვეტილებებს და აკი ამიტომაც შექმნა კიდეც ეს მატერიალური სამყარო. ამიტომ ადამიანი უნდა დაუფიქრდეს ფაქტებს და კარგად გააანალიზოს ის, რაც ემართება. ვინაიდან სამართლიანი და გულმოწყალე ღმერთი არავის არაფერს მიაგებს დაუმსახურებლად. ხოლო თუკი ვინმე მისთვის გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოჩნდება, სხვის დადანაშაულებას თავი უნდა დაანებოს და საკუთარ რწმენას გადახედოს. ამის შემძლეობის უნარი კი ყველას აქვს და საამისოდ მხოლოდ საკუთარი ნებაა საჭირო. აი, ეს არის ჭეშმარიტი პასუხი კითხვაზე: „გვეშველება რამე?!“. დიახ, საშველი არსებობს და თითოეულ ადამიანს საკუთრივ შეუძლია მისი პოვნა. რადგან ღმერთმა დაადინა კანონით, რომ „ვინც მას მოძებნიდა მთელი თავისი გულითა და სულით, იპოვნიდა კიდეც!“ (იერემია 29-13). რაც შეეხება მთელი გულითა და სულით ღმერთის ძებნას კი, ის რომ ცოდვების მონანიების ფონზე მოქმედებას ნიშნავს, ეს უკვე გაცნობეთ. ასე რომ კითხვაზე ჭეშმარიტი პასუხი უკვე გაქვთ, ხოლო მოქმედებაზე გადასვლა კი თქვენი ნებაა!!!