ნება თქვენია
დღეს, როცა კოვიდპანდემიამ მსოფლიო შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო; როცა კლიმატური კატაკლიზმები მძვინვარებს; როცა ადამიანები მასიურად დარევიან ერთმანეთს და აღარც საკუთარ სიცოცხლეს ინდობენ; როცა უბედურ შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს – ცხადია შეუძლებელია, რომ ყოველივე ამის ნამდვილ მიზეზთა მცოდნე დადუმდეს და არ განაცხადოს სიმართლე. რა თქმა უნდა ის არც დადუმებულა და არა თუ ამჟამად რაც ხდება, არამედ უახლეს მომავალში რაც იქნება, მისი დადგომის აუცილებლობის თაობაზეც უკვე წლებია აცხადებს და არა მხოლოდ პროგნოზით შემოისაზღვრება, არამედ მიზეზებსაც ამხელს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულს – გამოსავალის გზის პოვნის მეთოდებითურთ. მაგრამ მოხდა ის, რის თაობაზეც იყო კიდეც ინფორმირებული იგი და მის მიერ გაცხადებული ცოდნაც „ამ ქვეყნის მშენებლებისაგან“ დაწუნებულ ქვად იქცა (მათე 21-42). ახლა კი რადგანაც საჭირო დრო უკვე დადგა, იმის გაცხადების მორიდებას აღარ ექნება ადგილი, რომ ძალიან მალე ეს დაწუნებული ქვა საკაცობრიო ცოდნის ქვაკუთხედად იქცევა!!!
რაც შეეხება „ამ ქვეყნის მშენებლებს“, ცხადია მიხვდით ვისზეც არის საუბარი?! დიახ ეს სამეულია: მეცნიერება, პოლიტიკა და რელიგია. რომელთა მიერ გაცხადებული ცოდნითაც იარა კაცობრიობამ დასაბამიდან აქამდე პერიოდი და ღმერთმა იგი „უმეცრების დროებად“ შეაფასა. ხოლო ამჟამინდელ პერიოდზე კი განაცხადა, რომ უკვე დრო ამოეწურა მისგან დადგენილ დაშვებას და მონანიების აუცილებლობას აცხადებს; თანახმად კანონის აღსრულებისა: „ღმერთმა დაუშვა უმეცრების დროება და ახლა აუწყებს ადამიანებს ყველას ყველგან, რომ მოინანიონ. ვინაიდან მან დაადგინა დღე, როდესაც მსოფლიოს განიკითხავს სიმართლით წინასწარ არჩეულის ხელით“ (საქმეები 17-30,31). მასზე კი ვინც მან აირჩია, ასეთ ცნობას აქვეყნებს: „უზენაესი ხელმწიფებს კაცთა სამეფოზე. ვისაც უნდა იმას აძლევს მას და კაცთაგან ყველაზე დამცირებულს აღაზევებს მასზე“ (დანიელი 4-17). ხოლო თუ ვინ არის კაცთაგან ყველაზე დამცირებული?! თუ არა ის, ვისთვისაც ადგილი არ გამოინახა არათუ არცერთ საქმიანობის სფეროში, არამედ სამშობლოდ წოდებულ ქვეყნის მიწაზეც?! ვის მიერ გაცხადებული სიმართლის არა თუ მოსმენას სცდილობს ვინმე, არამედ ყველა ღონეს მიმართავენ მის ჩასახშობად?! მაგრამ ამით რა შედეგი იქნა მიღებული?! რა და ის, რომ აღსრულებულ იქნა კანონი: „ბრძნულ რჩევათა გარეშე ეცემა ერი“ (იგავები 11-14). რამაც გამოიწვია ერთა დაცემის იმ დონემდე მისვლა, რომ ღმერთის მიერ ერთ მთლიანობად შექმნილი კაცობრიობის წევრები ერთმანეთთან მიახლობაზეც კი ფრთხებიან.
სიმართლის მოსმენას გაურბიან ადამიანები იმიტომ, რომ მას ასე აფასებენ: „სიმართლე მწარეაო“ და იმას ვერ აცნობიერებენ, რომ ამით ღმერთს გმობენ. განა სიმართლე ღმერთისმიერი დადგენილება არ არის?! და ღმერთი ადამიანისათვის გასამწარებლად შექმნიდა სიმართლეს და სიცრუეს კი საამებლად?! განა მან არ დააწესა „არ იცრუო!“ კანონი?! მაგრამ რადგანაც კაცობრიობამ სიცრუის გზაზე სიარული ირჩია, ამიტომაც მწარდება მის წევრთათვის სიმართლე. თუმცა ადამიანი მოისმენს მას თუ უარს განაცხადებს მასზე, ეს ვერ შესცვლის იმ ჭეშმარიტებას, რომ ის ვერანაირად აიცილებს სიმართლესთან პირდაპირ შეჯახებას! რადგან სიმართლეს ის ძალა აქვს, რომ ის ყოველთვის სრულდება ფაქტებად.
ცხადია ამას ვერავინ უარყოფს, რომ სიმართლის ცოდნით სჯობს ნაბიჯების გათვლა, ვიდრე მოულოდნელად მასთან შეხვედრით გამოწვეული ელდის მიღება. რადგან ძალიან რთულია, როცა რასაც ელი, სინამდვილეში მის საპირისპიროს შეეჯახები. რისი გადატანაც ყოველთვის ვერ ხერხდება და ძალიან ხშირად ფატალურ შედეგებს იძლევა კიდეც.
რაც შეეხება იმას, ყველას ასე ძალიან რომ უყვართ მისი მოსმენა და ეს არის ასეთი გამონათქვამი: „ყველაფერი კარგად იქნება, ღმერთი ჩვენთან არისო“. ახლა ვინც ასე მოძღვრავს ხალხს, ის ადამიანთა მოდგმის უდიდესი მტერია!!! რადგან ვერანაირად ვერ იქნება ყველაფერი კარგად თავისთავად. იმიტომ, რომ კაცობრიობა უკვე ახალ ეპოქაში გადავიდა და ღმერთმაც მოხსნა ის დაშვება, რომელიც მოიცავდა ქრისტეს პირველი მოსვლიდან, მის მეორედ მოსვლამდე პერიოდისათვის დაწესებულს. ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ თანახმად უკვე საქვეყნოდ ქადაგებული ჭეშმარიტების გაუცხადებლობის გამო, დაშვებული იყო მადლის მიღების გაუხვების წესი. რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანის სიმართლით, ყველა მართლდებოდა სასიცოცხლოდ და ერთის მორჩილებით, ბევრი ხდებოდა მართალი (რომაელთა 5-17/19). ახლა ეს წესი შეიცვალა და უკვე ყოველი თავად აგებს პასუხს თავისი არჩევანის გამო იმიტომ, რომ აღსრულებული იქნა კანონი: „იმ დღეებში აღარ იტყვიან მეტად, მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო. რადგან ყოველი თავისი ურჯულოებით მოკვდება. ყოველ ადამიანს, რომელიც მკვახე ხილს შეჭამს, თავისი კბილი მოეკვეთება“ (იერემია 31-29,30). რომელი კანონიც ძალაში შევიდა იმის გამო, რომ მიუხედავად ადამიანთაგან გაწეული დიდი წინააღმდეგობებისა, მეორედ მოსულმა ქრისტემ მაინც შეასრულა ის მისია, რომლისთვისაც ღმერთმა კვლავ მოავლინა მისი სული ადამიანში და მან წყევლა ახსნა თავის ნამდვილად მომლოდინეებს. ამიტომ ვეღარაფერი იქნება ძველებურად და ვერც ვერავინ იხსნის ადამიანებს ღვთის რისხვის იმ თასთა გადმოღვრის შეუხებლობისაგან, რომლის პირველი თასიც გადმოიღვარა მხოლოდ და ის კი კოვიდპანდემიაა. შეგახსენებთ იმასაც, რომ წინ უფრო მეტი მძვინვარებით სავსე 6 თასი ელოდება მსოფლიოს (გამოცხადება 16). რისი გამკლავებაც არანაირად არ შეუძლია იმ ცოდნაზე დაყრდნობას, რაც კაცობრიობამ აქამდე აგროვა. ვინც წაიკითხა წიგნი „სიბრძნე სიმართლისა“, იქ ნახავდა ასეთ ფრაზას: რომ თანამედროვე მეცნიერული განვითარება მსგავსია იმ ცათამბრჯენისა, რომელიც საძირკველის გარეშეა აგებული და ამიტომაც მას შეუძლია არმაგედონულ მიწისძვრამდე გაძლება მხოლოდ. ეს მიწისძვრა კი უკვე დაიწყო და მას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ ქვეყნად!!! მაგრამ რადგან ღმერთი ყოველთვის წინასწარ იჭერს თადარიგს, ამიტომ მან უკვე გამოაქვეყნებია ცოდნა პიროვნებას, ვისზედაც კანონი ამბობს, რომ „უფლის ხელშია ქვეყნის მეუფება და საჭირო კაცს დროულად აღაზევებს მასზეო“ (სიბრძნე ზირაქის 10-4). ამ ცოდნის გამოყენების მეშვეობით კი მისი მიმღები გადაურჩება ნანგრევებში მოყოლას და ღვთის რისხვის თასების გადმოღვრის პერიოდს გადალახავს. რის შემდეგაც ნამდვილი ბედნიერი ცხოვრების პერიოდი დაუდგებათ ადამიანებს!!! როგორც ამას ბიბლიაც იუწყება: „ქრისტე ზეციდან საკუთარი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოსულა, არამედ მისი ნებისა, ვინაც იგი მოავლინა. ეს არის ნება იმისა, ვინაც ის მოავლინა: რომ რაც მისცა, არაფერი დაეკარგოს. არამედ აღადგინოს უკანასკნელ დღეს. მისი მამის ნება ისაა, რომ ყველას ვინც ქრისტეს იხილავს და ირწმუნებს მას, საუკუნი სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 6-38/40). ხოლო „ყოველი, რომელიც აღიარებს ხორციელად მოსულ ქრისტეს, ღვთისაგან არის! მაგრამ ვინც არ აღიარებს ადამიანად მოსულ ქრისტეს, მასში არის სული ანტიქრისტესი. რომლის შესახებაც გსმენიათ, რომ უნდა მოსულიყო“ (I იოანე 4-2,3). ის კი მოვიდა კიდეც, ჯერ კიდევ დედამიწაზეა და სწორედ მის წასვლას უკავშირდება კაცობრიობაზე ღვთის მძვინვარების თასთა გადმოღვრა; თანახმად კანონისა: „მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება“ (დანიელ წინასწარმეტყველი 9-26). რა მოვლენასაც ხალხი „მეორედ მოსვლას“ უწოდებს და ქრისტეს უკავშირებენ. რაც ასევე არასწორია! რადგან ქრისტეს მოსვლა კი არ იწვევს უბედურებების მოვლინებას, არამედ სიცრუეზე აგებული რაც არის ის ინგრევა, სიმართლისა და სამართლიანობის დროის დადგომის გამო.
ახლა კი ნება თქვენია! გინდ დაიჯერეთ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია და გინდ არა! დაჯერების მოსურნენი საჭირო ცოდნას ნახავთ me-sia.com საიტზე. დასასრულს კი ამას ვიტყვი: რომ დედამიწური გარემო მე-5 ფაზაში შევიდა (იხ. წიგნი „სიბრძნე სიმართლისა“). რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე აღსრულების დრო გადავიდა „1000 წელი, როგორც 1დღე“ (II პეტრე 3-8) მოქმედების რეჟიმზე. ამიტომაც არის, რომ უკვე ყოველდღიურად გამოვლენილი ფაქტების სახით ხდება დადასტურება საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ჭეშმარიტებისა.